გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
- ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო
- მთიან რაიონებში:
დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
- მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 11 და 12 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.