უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 961 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
- ტანკი – 10 782 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 22 429 ერთეული [+10]
- საარტილერიო სისტემა – 27 552 ერთეული [+50]
- MLRS – 1 379 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 156 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35 407 ერთეული [+141]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 47 604 ერთეული [+120]
- სპეცტექნიკა – 3 875 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 662 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 56 360 უპილოტო საფრენი აპარატი
- 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 226 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 560 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 24 596 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 35 164 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ზელენსკიმ მებრძოლ გიორგი ქუფარაშვილს ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა გადასცა
ტრამპი: ველი ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთ-უკრაინის უაზრო, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად
ზელენსკი: უკრაინა ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული უცხოელების უსაფრთხოებას
რუსეთს 1 კილომეტრის ოკუპაცია მინიმუმ 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა – „ბიბისი“