ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს პრეს-სპიკერის განცხადებას ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით.
„ეს არის მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება – პოლიტიკური დევნის აქტი – ფინანსებზე წვდომის წინასწარ განზრახული აღკვეთის საშუალებით გაგუდვა, რომელიც მიზნად განსხვავებული აზრის ჩახშობას და დასჯას ისახავს.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არიან სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენი.
წლების განმავლობაში, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რასაც მისი მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ძირითად პრინციპებს უთხრის ძირს.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მედეგ და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად კვლავ ემსახურება მოქალაქეებს“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 29 აგვისტოს გავრცელდა.
ნანო მიქავა უკვე ოთხი წელია ვროცლავში ცხოვრობს. 2021 წელს პოლონეთში მოხალისეობრივი პროგრამით ჩავიდა, ახლა კი ამავე პროგრამის კოორდინატორია ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ამბობს, რომ ბოლო დროს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე გავრცელებულმა გაფრთხილებებმა დიასპორაში შიში და უიმედობა გაზარდა – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უშუალოდ პოლონეთში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე დაიწყეს საუბარი.
ნინო ამბობს, რომ თუ ეს მოხდება, საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში ჩასვლამდე უნდა ჰქონდეთ სამუშაო ნაპოვნი – „იმიტომ, რომ აქ არალეგალურად ერთი დღეც ვერ გაჩერდები”.
ნანო, მოგვიყევით თქვენზე, როგორ მოხვდით პოლონეთში ემიგრანტად?
ჩემი სახელია ნინო, ვარ 27 წლის. პოლონეთში [ვროცლავში] 2021 წელს ჩამოვედი ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამით. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც 18-30 წლის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ გამოცდილება, განსაზღვრონ პროფესიული გზა და პირადი განვითარება. პროგრამა ძალიან ჰგავს Erasmus+-ს.
მართალია, ეს იყო ჩემი პირველი წასვლა ემიგრაციაში, თუმცა, როგორც ბევრ ქართველს, მეც მყავს ნათესავები და ახლობლები ემიგრაციაში, ამიტომ ჩემთვის ეს გამოცდილება უცხო არ იყო.
მოხალისეობრივი პროექტის შესახებაც მინდა მოგიყვეთ. ეს პროგრამა არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელს ევროკავშირშია. მოხალისეები ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში — სკოლებსა და ბაღებში, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობენ. ისინი ეხმარებიან მასწავლებლებს, აზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას და აქტიურად არიან ჩართულნი თავიანთი ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობასა და გაზიარებაში. პროგრამა სრულად ფარავს მოხალისეთა ყველა ხარჯს. მონაწილეობისათვის არ არის საჭირო სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება. ძალიან დასანანი იქნება თუკი, იმ ყველაფერთან ერთად, რაც ახლა საქართველოში ხდება, თუნდაც მხოლოდ ეს შესაძლებლობა რომ გაუუქმდეთ ქართველ ახალგაზრდებს.
მეც ამ გამოცდილების საშუალებით შევხვდი ახალი კულტურებს, არა მხოლოდ პოლონურს, რადგან მოხალისეობა ითვალისწინებდა იმას, რომ ვეცნობოდი ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან. უფრო მეტი ვისწავლე ევროპული ღირებულებების შესახებ და პრაქტიკაში გამოვცადე, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა.
სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ ევროპა არა მხოლოდ პოლიტიკური სტრუქტურა ან ეკონომიკა, არამედ ყოველდღიური გამოცდილებაა, რომელიც გვაძლევს განვითარების და საკუთარი ადგილის პოვნას საშუალებას.
პროექტის შემდგომ მივიღე შემოთავაზება სამსახურის, რომ დავრჩენილიყავი პოლონეთში და სწორედ ამ სფეროში გამეგრძელებინა მუშაობა – დავხმარებოდი იმ ადამიანებს, ვინც მომავალში დააპირებდა სხვადასხვა ქვეყნებიდან ასე ჩამოსვლას.
სამწუხაროდ დღეს ისეთი სიტუაციაა, აღარ არის ნათელი როგორ გაგრძელდება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების და საქართველოს თანამშრომლობა თუნდაც ამ პროგრამის კუთხით.
თქვენ აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის და რა ცვლილებებს მოიტანს მისი გაუქმება ქართველებისთვის?
ზოგადად, ამ კონტექსტში ძალიან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, დაახლოებით რვა წლის წინ მოგვცა თავისუფალი გადაადგილების საშუალება ევროპაში. ეს არის არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ძალიან პრაქტიკული მიღწევაც არის ჩვენთვის.
ჯანდაცვა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება – ვიზალიბერალიზაცია გვაძლევს შესაძლებლობას ეს სერვისი ბევრად მარტივად და ნაკლები ბიუროკრატიული სირთულით მივიღოთ. იგივე ეხება მოკლევადიან სასწავლო პროგრამებსაც.
დღეს საქართველოში თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ნათესავი საზღვარგარეთ არ ჰყავს. უმეტესობა წავიდა იმისთვის, რომ საქართველოში მინიმალური საარსებო პირობები შეუქმნას ახლობლებს. როცა ვსაუბრობთ იმის ალბათობაზე, რომ ეს სიკეთე შეიძლება გაუქმდეს, ეს პირდაპირ შეეხება ადამიანების თავისუფლებას და მომავალს.
და ძალიან ადამიანური მხარე – ეს საშუალებას გვაძლევს, შევხვდეთ მონატრებულ ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს. ეს დიდი მიღწევაა 2000-იან და 2010-იან წლებთან შედარებით. მაშინაც გვყავდნენ ემიგრაციაში ნათესავები და კარგად გვახსოვს ვიზის გრძელი რიგები, დაუმთავრებელი საბუთები, ათასი არგუმენტაცია და ძალიან დიდი შრომა, იმისთვის, რომ საზღვარგარეთ წასულიყავი თუნდაც მცირე ვიზიტით.
ვიღაცები თუ უშვებენ იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება საქართველოს ეკონომიკას წაადგება ან უფრო მეტი კადრი დასაქმდება ქვეყანაში, მაშინ უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ საქართველო, ბევრი ასპექტის მიხედვით, ამისთვის არ არის მზად.
მე აღარ ვცხოვრობ საქართველოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩახედული არ ვარ ქვეყნის საქმეში – ბევრი დეტალი კარგად ვიცი, საქართველოში მყავს ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, ჩემხელა ადამიანები. ამიტომ, თუნდაც მარტო ვიზალიბერალიზაციის საკითხი რომ ავიღოთ და ვთქვათ, რომ ეს იმისთვის იქნება კარგი, რომ საქართველოში დასაქმდება ის ადამიანები, ვინც ახლა ემიგრაციაში არიან, მაშინ მათ უნდა შეექმნათ იგივე მინიმალური პირობები, რაც დღეს აქ აქვთ – ამისთვის კი საქართველო მზად არ არის.
ხშირად ვუსმენ ქუჩის ინტერვიუებს, სადაც ხალხი პასუხობს: „მე არ ვაპირებ არსად წასვლას.“ მგონია, რომ ეს ადამიანები ამ თემაზე არ ფიქრობენ სიღრმისეულად, რადგან პირად პრობლემად განიხილავენ ამ საკითხს. საკითხი ასე არ დგას – აპირებს თუ არა წასვლას [კონკრეტული ადამიანი] – როდის რა პრობლემა შეგვექმნება ოჯახში, სანათესაოში და როდის დაგვჭირდება წასვლა, გვინდა თუ არ გვინდა, თუნდაც ჯანდაცვის კუთხით – არავინ იცის.
პოლონეთი საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა ქართველი შრომითი მიგრანტებისთვის. როგორი განწყობაა დიასპორაში ამ საკითხთან დაკავშირებით? უკვე იგრძნობა ცვლილებების გავლენა სამუშაო ურთიერთობებზე ან დასაქმების პერსპექტივაზე?
აისახა, სამწუხაროდ. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ინფორმაცია, რომ პოლონეთი ბანს ადებს ვიზის გარეშე შემოსვლას მაღალი რისკის ქვეყნების მოქალაქეებისთვის და მათ შორის იყო საქართველოც. თავისთავად, ეს განპირობებულია მიმდინარე პროცესებით.
ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანია იმ ქართველებისთვისაც, ვინც აქ გრძელვადიანად ჩამოდიან სამუშაოდ და შემდგომ იღებენ რეზიდენტის საბუთს – ბინადრობის უფლებას. ისინი, ხშირ შემთხვევაში, პირველად სამთვიანი უვიზო მიმოსვლის საშუალებით ჩამოდიან.
თუ ეს აღარ იქნება, მაშინ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, ადამიანს საქართველოდან უკვე ნაპოვნი უნდა ჰქონდეს სამსახური და ისე უნდა წამოვიდეს, იმიტომ, რომ აქ ერთი დღე არალეგალურ საფუძველზე ვერ გაჩერდები.
აქედან გამომდინარე, ქართულ დიასპორაში, აქ ვისთანაც მაქვს შეხება, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან, ძირითადად უიმედობაა ამ პროცესებთან დაკავშირებით. ჩემი გამოცდილებაც, სამწუხაროდ, ასეთია, მაგრამ ვცდილობთ, ყველაფერზე უიმედოდ არ ვიყოთ, შინაგანი განწყობა ავიმაღლოთ, რომ რაღაცით შევძლოთ დახმარება და რაღაცის კეთება; თუმცა იმ ადამიანებისთვისაც, უკვე ვინც აქ იმყოფებიან, გადამწყვეტია ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
პლუს, როდესაც, ქვეყანას ჰქონდა ვიზალიბერალიზაცია და დღეს რაღაცა პირობებიდან გამომდინარე უქმდება, ეს თავისთავად წარმოშობს უნდობლობას იმ ქვეყნის მოქალაქეებში, სადაც შედიხარ. ლოგიკური იბადება კითხვა – რატომ გაუუქმდა ამ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია, თუკი მაგალითად წინა რვა წელი ჰქონდა? ამიტომ მგონია, ადამიანებმა უფრო ნათელი წარმოდგენა უნდა შეიქმნან იმის შესახებ, რა ცვლილებებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი და იმაზე, რაც სამწუხაროდ, მომავალში შეიძლება გველის.
საქართველოსთვის, ბევრი კრიტერიუმიდან გამომდინარე, ევროპისგან და ევროინტეგრაციისგან დაცილება ავტომატურად უდრის სწორედ ჩრდილოეთთან დაახლოებას, რაც უნდა შევაჩეროთ.
თუ ეს მაინც მოხდება, მომავალში აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ საქართველოს ძალიან, ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოუწევს, რომ ისევ იქ დაბრუნდეს, სადაც დღეს, ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ პოზიციას და ეს იქნება უამრავი ადამიანის და ძალიან ბევრი წლის შრომის წყალში ჩაყრა.
ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტის განხორციელების მიზნით, სააქციო საზოგადოება „პოლიგრაფისტს“ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ. დოკუმენტებში წერია, რომ მერია და კერძო მესაკუთრე ვერ შეთანხმდნენ.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელებას [გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთით] და მის შეერთებას ფიროსმანის ქუჩასთან, ჯავახიშვილის ქუჩის გადაკვეთით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 20 აგვისტოს ბრძანებით, პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონედ და ბათუმის მერიას მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება – „პროექტის არეალში მოქცეულ სს „პოლიგრაფისტის“ საკუთრებაში არსებულ 585 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 135.37 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე“.
ამავე ბრძანების მიხედვით, „პროექტიდან გამომდინარე, სამი ერთეული უძრავი ქონების [მიწის ნაკვეთების] მესაკუთრეებთან მიღწეულია შეთანხმება და დასრულდა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომპენსაციის საკითხი, ხოლო მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, სს ,,პოლიგრაფისტის“ ქონებასთან დაკავშირებით“.
ნახაზი ზემოთ: ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელება ფიროსმანის ქუჩამდე / გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთი / ფოტო მერიის დოკუმენტებიდან. ფოტო ქვემოთ: ყვითელი ფერით მონიშნულია „პოლიგრაფისტის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი, რომლის ნაწილი [300 კვ.მ] საპროექტო არეალშია მოქცეულიამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია… საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან…
თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
შესაძლებელია ასევე მინისტრის ბრძანების გასაჩივრებაც „მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“.
ბრძანება 2025 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების [შეერთების] პროექტისთვის ბათუმის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში 572 ათას 159 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ამ ქუჩების შეერთებას ბათუმის მერია 2023 წლიდან გეგმავს.
იმავე 2023 წელს ბათუმის ბიუჯეტში 6,4 მილიონი ლარი გაითვალისწინეს იმ კერძო საკუთრების გამოსასყიდად, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ინასარიძის ქუჩების გაგრძელებისთვის, ასევე ადლიისა და კაჩინსკების ქუჩების დასაკავშირებლად იყო საჭირო.
„იმ ხალხსაც, რომელიც დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობს და ხელს უწყობს ანტიდასავლურ პოლიტიკას, ჰყავთ ემიგრაციაში ოჯახის წევრები; იმ ხალხსაც – ხინკალზე რომ დადიან ევროპიდან გამოგზავნილი, სხვისი მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით და უნდა დაინახონ, სად არის სიმართლე.
როცა ამბობ, რომ „ევროპა მტერია“, „ოსებს ბოდიში უნდა მოუხადო“, რომ „ომი ჩვენ დავიწყეთ“ თურმე, ეს არის სამშობლოს ღალატი“ – ამბობს ზაზა ახვლედიანი, ქართველი ემიგრანტი პოლონეთიდან.
ის წლებია ვარშავაში ცხოვრობს და „ბათუმელებთან“ საუბრობს, თუ რატომ არ უნდა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია.
„კობახიძემ თქვა, ვიზალიბერალიზაციის გარეშეც იმკურნალებ, თურქეთში წახვალო. რა თქმა უნდა, თურქეთში შეიძლება იმკურნალო და ტაჯიკეთშიც, მაგრამ რატომ უნდა ვიმკურნალო უფრო ცუდ ადგილას, როცა შემიძლია საფრანგეთში ვიმკურნალო, შვეიცარიაში ან გერმანიაში.
მაგრამ ბევრს თავზე აქვს სამკურნალო, ვინც ფიქრობს, რომ ევროპა ცუდია და ვინმეს ქართველობას ართმევს.
უამრავი ქართველი ცხოვრობს დღეს ევროპაშიც, ამერიკაშიც, მაგრამ ქართველობა არავისთვის წაურთმევიათ. არც კაცზე დაქორწინებული მინახავს რომელიმე და ეს რიტორიკაც ხელოვნურად არის შექმნილი.
ევროპა რომ ჩვენი მტერი არ არის, ეს ფაქტია. ჩვენ რომ დღეს შუქი გვაქვს, გაზი, წყალი, ბევრი ეკლესია, ეს ხომ ევროპის დაფინანსებით არის.
რუსეთი ჩვენი მეზობელია და მაგას ვერ შევცვლით, სამწუხაროდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი გავლენის ქვეშ უნდა ვიყოთ. რუსეთი, ჩვენ როგორც პარტნიორს არ გველაპარაკება და რაც არ უნდა დავუთმოთ და დავუყვავოთ, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ჩრდილოეთთან გვქონდა თურმე ომი და არა რუსეთთან, როგორც „ოცნება“ აკეთებს ამას, მაინც არაფერი შეიცვლება და არც ჩვენი ქვეყნისთვისაა ეს არანაირი სიკეთის მომტანი“ – ამბობს ზაზა ახვლედიანი.
ზაზა ახვლედიანი
მისი თქმით, ევროპასთან დაახლოებას არა მარტო მატერიალური სიკეთეები მოაქვს, ევროპული კულტურა გასწავლის ქვეყანაზე ზრუნვასაც.
„აქ რომ ჩამოდიან ქართველები ტაქსიზე სამუშაოდ, მარტო იმის სწავლა რად ღირს, სასწრაფოს გზა რომ უნდა დაუთმო, წითელზე არ გაიარო, ფარები ჩართო როცა ბნელდება და ასე შემდეგ. სიგარეტის კოლოფს რომ დაჭმუჭნიან და ქუჩაში დააგდებენ, აქ ამას ვეღარ გააკეთებენ.
ელემენტარულზე ვსაუბრობთ ხომ?! მაგრამ ამ ელემენტარულიდან იწყება ხშირად ქვეყანაზე ზრუნვა.
ეს გამოყენებითი კულტურა რუსულია, ევროპაში სხვა კულტურა აქვთ ადამიანებს. სხვანაირად ცხოვრობს აქ ხალხი. დღეს გეგმავს, სამსახურში ათ საათზე კი არ მიდიან, შვიდზე იწყებენ მუშაობას.
ჯერ მუშაობას იწყებენ და მერე სვამენ ყავას, ჩვენთან კი პირიქით“ – ამბობს ზაზა.
მისი თქმით, მძიმეა იმის ყურება, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება.
„ქართული ოცნება“ შემოტრიალდა და აგრესიულად ლაპარაკობენ ევროპაზე, ავიწროებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანებს ადვოკატირებას უწევენ, პოლიცია მაგათთვის მუშაობს და კორუფციაა ყველგან.
გზა თუ არის გაკეთებული სადმე, ესეც კრედიტით არის გაკეთებული, ვალია და ისევ ქართველმა ხალხმა უნდა გადაიხადოს. ერთი ჰესი ააშენეს და 450 მილიონი თუ რაღაც აქვთ სხვისთვის გადასახდელი.
მინდა მჯეროდეს, რომ ეს ხალხი [„ოცნება“] სპეციალურად არ აკეთებს ამ ყველაფერს, რადგან რასაც აკეთებენ, მხოლოდ პუტინისთვის არის კარგი და არა საქართველოსთვის.
არ ვიცი ვის დავალებებს ასრულებს ივანიშვილი, მაგრამ ეს ხომ ნათელია, რომ რუსეთის სასარგებლოდ კეთდება ყველაფერი და პირდაპირ რუსულ წისქვილზე ასხამენ წყალს.
შეხედეთ, აზერბაიჯანი გადის რუსეთის გავლენებიდან, სომხეთმაც ღიად გამოხატა, რომ ევროპა უნდა და არა რუსეთი. მართალია, იხდის ამის საფასურს და მისი მანქანები ლარსზე დგანან, მაგრამ სამაგიეროდ, ვიზალიბერალიზაციას მიიღებენ და ევროპაში გაიტანს პროდუქციას, სტანდარტებს გააუმჯობესებს.
რუსული ემბარგოს შემდეგ ჩვენც ხომ გამოვასწორეთ ღვინის ხარისხი და გაგვაქვს ევროპაში“ – ამბობს ზაზა ახვლედიანი.
მის თქმით, ევროკავშირს სუვერენიტეტი არცერთი წევრი ქვეყნისთვის წაურთმევია და არც ერთსქესიანთა ქორწინება დაუკანონებია სადმე იძულებით.
„არის ქვეყნები, მაგალითად ჰოლანდია, სადაც შეიძლება დაქორწინდნენ ერთნაირსქესიანი ადამიანები, მაგრამ მაგალითად ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში ეს არ არის დაშვებული და ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანაში.
არც ენა წაურთმევია მათთვის არავის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები საერთოდ ევროზონაშიც კი არ შესულან. მაგალითად უნგრეთს თავისი ვალუტა აქვს მიმოქცევაში, პოლონეთს – თავისი და ასე შემდეგ.
იმ ადამიანებსაც, რომლებიც დღეს საჯარო სამსახურებში არიან და ხელს უწყობენ ანტიდასავლურ პოლიტიკას, პოსტებს რომ დებენ ევროპის საწინააღმდეგოდ, მათაც ჰყავთ ემიგრაციაში ოჯახის წევრები და იმ ხალხსაც, ხინკალზე რომ დადიან ევროპიდან გამოგზავნილი, სხვისი მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით. უნდა დაინახონ, სად არის სიმართლე.
როცა ამბობ, „ევროპა მტერია“, რომ „ოსებს ბოდიში უნდა მოუხადო“, რომ „ომი ჩვენ დავიწყეთ“ თურმე, ეს არის სამშობლოს ღალატი.
მე აფხაზეთიდან ვარ, მაგრამ არ არის აუცილებელი აფხაზეთიდან იყო, რომ მიხვდე, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი. საქართველოს 25%-ი რუსეთს ახლაც ოკუპირებული აქვს. ამიტომ, გინდა სოხუმელი იყავი და გინდა ლაგოდეხელი, უნდა იცოდე, რომ ჩვენი ქვეყნის პირდაპირი მტერი რუსეთია. ეს გამოიხატება როგორც სამხედრო აგრესიით, ისე პოლიტიკური რიტორიკით.
არსად არ გვიჭერს მხარს, აღიარა სეპარატისტული რეგიონები და ჩადგა თავისი სამხედრო ბაზები, დაგვიბომბა ქალაქები. გაუპატიურებს, გკლავს და მეტი რა არის საჭირო კიდევ მტრობისთვის. რა ჰქვია ამას, თუ არა მტრობა.
რატომ ღალატობენ სამშობლოს, ვერ გეტყვით. ალბათ ფიქრობენ, რომ შერჩებათ, ისევე როგორც შერჩა კიტოვანს, იოსელიანს, ასლანიც მოსკოვში გაიქცა…
ივანიშვილი არ ფიქრობს წასვლაზე, არც ძალაუფლების დათმობაზე, რადგან დარწმუნებულია, რომ ვერ დაათმობინებენ ძალაუფლებას, ამიტომ იქცევიან ასე.
ხალხის პროტესტი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ვიცი არის თუ არა საკმარისი ხელისუფლების შესაცვლელად.
თუმცა, მონღოლები გვმართავდნენ, სპარსელები და გადავრჩით. ამათგანაც დავაღწევთ ალბათ თავს, უბრალოდ, დროა საჭირო“- ამბობს ზაზა ახვლედიანი.
შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბათუმში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა.
დაკავებულები 17, 16 და 14 წლის მოზარდები არიან.
შემთხვევა გუშინ, 28 აგვისტოს მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მერიის წინ მდებარე სკვერში.
დაკავებულნი არიან 2008 წელს დაბადებული ნ.ვ., 2011 წელს დაბადებული უ.ჩ., 2009 წელს დაბადებული ს.კ. და 2008 წელს დაბადებული დ.გ., ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, ბათუმში ჯგუფურად, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ორი პირის მიმართ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 4 პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 29 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას გამოეხმაურა.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში საელჩო მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გააუქმოს რესპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე.
„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას.
გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობასა და ინფორმაციის თავისუფლებას, სამართლებრივი დახმარების გაწევას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქალებისა და ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას.
მათი დახურვა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიული დაცვის მექანიზმების არსებობას და ანგარიშვალდებულებას ქვეყანაში.
ასევე, გვინდა აღვნიშნოთ ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭოს ბოლო მოსაზრება, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო სექტორის შესახებ მიღებული კანონის განხორციელება „მძიმე და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას“ და წინააღმდეგობაშია იმ მრავალ ვალდებულებასთან, რომელიც საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, იკისრა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“ – ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
After the Georgian court froze the bank accounts of seven Civil Society Organizations (CSO/NGO), the ruling party’s propaganda channel, TV Imedi, attempted to portray these organizations as engaged in “state sabotage.” The channel aired documents showing that the CSOs had purchased respirators, protective goggles and other protective items worth 8,700GEL [approximately $3,230].
In a press release, the Prosecutor’s Office explained that the asset freeze was imposed within the framework of an ongoing investigation concerning “acts of sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, assisting foreign organizations and entities under foreign control in hostile activities, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and the foundations of national security.”
As Political Law Specialist Vakhtang Menabde explained:
“This is not about the so-called foreign agents law, nor about grants, nor about FARA. These are articles on treason. The investigation is proceeding under at least three of the most severe criminal provisions. Do you know what that means? The penalties are as follows: 7–15 years, 15–20 years, 10–20 years, or even life imprisonment.”
The organizations themselves explained that they had bought protective equipment for journalists so they could safely cover the ongoing protests, which were marked by police brutality and violence.
Imedi broadcast procurement documents from five NGOs. According to the report’s author, Sofo Beridze, the documents were “exclusively obtained by Chronika.” The documents concerned purchases made by the Civil Society Foundation, the Institute for Development of Freedom of Information (IDFI), Democracy Defenders, the Georgian Democracy Initiative (GDI), ISFED, and the Social Justice Center.
According to Imedi, these six NGOs spent a total of about 8,700 GEL during the protests on masks, respirators, and other protective gear.
Examples from the documents published by TV Imedi
Georgian Democracy Initiative (GDI):
Spent 3,200 GEL on protective goggles, waterproof jackets, respirators, and masks. The documents listed, for example:
12 masks – 100 GEL
5 sealed protective goggles – 74 GEL
12 thermal waterproof jackets – 1,440 GEL
4 thin black masks – 40 GEL
4 full masks with eye openings – 52 GEL
Social Justice Center:
Spent over 2,000 GEL. Purchases included:
35 bandages – 18.55 GEL
35 bottles of medical alcohol – 94.50 GEL
35 adhesive plasters – 12.95 GEL
100 masks – 224 GEL
22 respirators – 254.10 GEL
15 respirators – 109.50 GEL
2 black aerosols – 22.80 GEL
10 protective caps – 149 GEL
4 protective goggles – 58.40 GEL
16 transparent goggles – 246.40 GEL
35 pepper sprays – 875 GEL
IDFI:
The total amount spent was not specified, but documents showed the purchase of 10 protective masks in two batches of 5, costing 339.40 GEL each.
ISFED:
On May 1, 2024, purchased 18 respirators and 20 protective goggles for just over 1,200 GEL.
Civil Society Foundation and Defenders of Democracy:
Imedi reported that the Foundation spent over 1,200 GEL on protective items for rallies, while Defenders of Democracy spent about 500 GEL on masks.
However, viewers only saw selected portions of the documents during the broadcast. Later, Imedi posted photos of the documents on its Facebook page, but due to poor quality, most were illegible.
NGO responses
Representatives of several organizations stressed that the equipment had been bought for their own staff, who were either participating in or documenting the protests.
Keti Khutsishvili, head of the Civil Society Foundation, responded:
“No, we never supplied protests. I can say confidently that we did purchase protective gear for journalists covering the demonstrations — masks and helmets — so they could work safely. We had every right to do so, especially since journalists were being attacked not only by police but also by individual violent groups.”
Lawyer Lina Gvinianidze also reacted, noting that the items listed by Imedi had been bought for staff safety:
“Most purchases were small — 20 to 30 units. That matches the number of employees who were on the ground documenting severe human rights violations under dangerous conditions. According to Imedi’s own exclusive materials, some organizations spent no more than 500 GEL. Altogether, the five NGOs spent less than 7,000 GEL — even by the propaganda channel’s own numbers.”
Lawyer Giorgi Mshvenieradze mocked the claims on Facebook:
“According to the invoices published by the Russian propaganda channel Imedi, Defenders of Democracy allegedly bought 118 respirators (masks) during the protests. Quite the survival story for the ruling party! If we had bought 50 more, they’d have declared us terrorists.”
Court ruling
On August 27, the Tbilisi City Court granted a Prosecutor’s Office request to freeze the bank accounts of seven NGOs: Civil Society Foundation, ISFED, IDFI, Defenders of Democracy, Georgian Democracy Initiative, Sapari, and the Social Justice Center.
The Prosecutor’s Office claimed that during the spring protests, these organizations had purchased gas masks, goggles, face coverings, pepper spray, and other gear for protest participants, and had also helped pay fines for detained protesters and supported their families. The case was opened following a request from Vato Shakarashvili’s movement “United Neutral Georgia.”
Earlier, in March, under the same “sabotage” investigation, prosecutors also froze the accounts of several other funds, including the Nanuka Zhorzholiani Foundation, Prospheryti, Fund for Each Other 24/7, Shame Movement, and Human Rights House Tbilisi.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება ბათუმში მომხდარი ჯგუფურად ცემის ფაქტზე.
შემთხვევა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მერიის წინ მდებარე ვარდების სკვერში მოხდა 28 აგვისტოს. ჯგუფური დაპირისპირების და ცემის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდებს, დიდი ალბათობით თინეიჯერებს შორის მოხდა. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხს წაქცეულს, ასევე, როგორ აჭერს მკლავს ერთი ახალგაზრდა მეორეს ყელზე.
ასევე, ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილე გოგონას დაპირისპირებისას თანხა მოჰპარეს.
შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო – ძალადობა.
28 აგვისტოს კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსული ტერორისტული თავდასხმის შედეგად 63 ადამიანი დაშავდა. ქალაქის საავადმყოფოებში 35 დაჭრილია, მათ შორის – ექვსი ბავშვი.
კიევის საქალაქო სახელმწიფო სამხედრო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ 28 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად 225 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები დასრულდა, თუმცა დანგრეული შენობების დემონტაჟი გრძელდება. 8 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის გვერდზე, ფეისბუქზე, მისი მორიგი მიმართა გავრცელდა. რეზო კიკნაძე წერს, რომ მისი განაჩენის გამოცხადების დღე ახლოვდება.
„რამდენიმე დღეში ჩემ განაჩენს გამოაცხადებენ. მისჯაზე მეტად ის მეწყინება, იმ დღეს ასი ათასობით კაცი რომ არ გამოვიდეს აქციაზე.
განა ჩემი დაჭერის გამო, უსამართლობას რომ არ მოვითმენთ, იმის საჩვენებლად უნდა ვიყოთ ამდენი.
ე.წ. 11-კაციანი ჯგუფის განაჩენით კი ნოემბრის აქციაზე ტყუილად დაჭერილთა საქმეები მთავრდება და თუ ამაზეც არ გამოვიდა ხალხი და გავუტარეთ, მერე ხომ კვლავ იკადრებენ იმავეს და უარესსაც.
არ აქვს მნიშვნელობა წლებს, რომც ჩამოგვაკლონ და თვეები მოგვიწიოს, მაინც არ უნდა ვიყოთ ამით კმაყოფილნი, ვინაიდან 1 დღე არ ვიმსახურებთ აქ ყოფნას.
ძალიან გამიკვირდა მზიას მისჯის შემდეგ მთელი ქვეყანა რომ არ გამოვიდა გარეთ. მოიცა, 2 წელი ტყვეობაში ყოფნა დაიმსახურა? ან თუნდაც ორი დღე? მადლობა ვუთხრათ 5-ის ნაცვლად 2 წელი რომ ჩამსვით-თქო? სულ რომ სასამართლოდან გამიშვან, მაინც არ ვიქნები რამეზე მადლობელი, საერთოდ.
მოკლედ, სანამ მზია ერთი დღე მაინც ციხეში ზის, ნორმალურად ცხოვრების უფლება არ გვაქვს არავის და რითაც დავიწყე იმით დავამთავრებ:
რამდენიმე დღეში ალბათ მომისჯიან, მე კი ის უფრო მეწყინება, თუ დიდი რაოდენობით არ გამოვა ხალხი გარეთ“ – ვკითხულობთ რეზო კიკნაძის ფეისბუქის გვერდზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო
ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 23– 28გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 31 აგვისტოს და პირველ სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ტიტე კომახიძე ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ ამ თეატრის და აჭარის კულტურის სამინისტროს ქცევაზე წერს.
მსახიობის შეფასებით, კაცს, რომელსაც თეატრის მომავალი ანდეს, „სამძიმრის წერილიც კი არ დაუწერია თავისი სახელით თეატრის გვერდზე“.
აჭარის კულტურის სამინისტროს კი „თავის მინისტრ-მოადგილეებით ეტყობა, არ ეცალათ – ფორტეპიანოს გაკვეთილები ჰქონდათ და ექვს ხელში „მაცადინობდნენ“.
მსახიობ ტიტე კომახიძის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს ოთია გავაცილეთ. გავაცილეთ იქ, სადაც ყველას მოგვიწევს ადრე თუ გვიან წასვლა. მაგრამ საკითხავია, გამცილებელი თუ გვეყოლება, ცრემლს ან თბილ სიტყვას თუ გამოიმეტებენ ჩვენთვის… ოთიას არც ერთი არ დაჰკლებია.
მაკვირვებენ ადამიანები, ვისაც ჩვენი ბედი „აბარიათ“. მათ ალბათ ასე ჰგონიათ, თორემ ბედის გამგებელი ზემოთ, ცაში ზის და ზუსტად იქიდან დასცინის ამ პატარა არსებებს, თავი ამა ქვეყნის ბატონ-პატრონებად რომ წარმოუდგენიათ.
ისინი კი, როგორც ძველი მარიონეტი, რომელიც შეკეთებას აღარ ექვემდებარება, ისე მოისროლეს ნაგავსაყრელზე.
და ვაი, რომ ეს ნაგავსაყრელი ჩემი, ჩვენი – ბათუმელების, ოთიას თეატრი აღმოჩნდა.
სადაც გადიდგულებულ-გადიდკაცებულები გარდაცვლილსაც კი ეჯიბრებიან, გარდაცვლილის შურისძიებას ცდილობენ და ვითომდა არ დაფასებით საზოგადოებაში ვერ ჩნდებიან, უკანასკნელი ვალი რომ მოიხადონ.
ან ვის ჭირდება თქვენი გამოჩენა? წააგეთ, ბატონებო, დიახ – ოთიასთან წააგეთ ბრძოლა. სწორედ თქვენი უყურადღებობით, ცივი გულით, გაყინული ტვინით, ამპარტავნებით და მიცვალებულთან ჯიბრით.
არ ვიცი, რა იქნება ხვალ… როგორ უნდა დავჯდე რეპეტიციაზე იმ ადამიანთან, რომელსაც თეატრის მომავალი ანდეს და რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს, როგორ ხარ შენ – მსახიობი, კოლეგა?
როგორ უნდა ჩამხედოს თვალებში და მესაუბროს როლზე, თეატრზე, შემოქმედებაზე ადამიანი, რომელმაც საკუთარი გარდაცვლილი კოლეგა არ დააფასა? (ვის რაში სჭირდება მაგის დაფასება?)
არც ავადმყოფობის დროს მოუკითხავს და არც გარდაცვალების შემდეგ – არ ჩამოსულა, სამძიმრის წერილიც კი არ დაუწერია თავისი სახელით თეატრის გვერდზე.
ვერა, კოლეგებო, ვერ ვიქნები ამ ადამიანის თანაზიარი.
გამაგდებს თეატრიდან? კი ბატონო, გამაგდოს, კიდევ ერთი „გაგდებული მსახიობი“ შევემატები „გაგდებულების გუნდს“. მაგრამ ის, რაც დღეს ბათუმის თეატრში მოხდა… რა დავარქვა, არ ვიცი. სახელსაც კი ვერ ვუძებნი.
გადირექტორებული სამხატვრო ხელმძღვანელი არ დასწრებია ოთიას სამგლოვიარო ცერემონიას (როცა ყველა ყოფილმა ხელმძღვანელმა პატივი მიაგო ოთოს). მადლობა გიორგი თავაძეს უდიდესი სიყვარულისთვის, მადლობა თქვენ, ანდრო ენუქიძე, ამ ყურადღებისა და გვერდში დგომისთვის.
„ნადირექტორალი“ და მოადგილედ აღმოცენებული ყოფილი ბუღალტერი, უაზრო მზერით (დღეს გამოჩნდა და ნეტა საერთოდ არ გამოჩენილიყო), ვერც იაზრებდა, რა ხდებოდა.
და ბოლოს – აჭარის კულტურის სამინისტრო თავის მინისტრ-მოადგილეებით საერთოდ არ გაჰკარებია თეატრს.
სამძიმარზე ხომ აღარაფერს ვამბობ… ეტყობა, არ ეცალათ – ფორტეპიანოს გაკვეთილები ჰქონდათ და ექვს ხელში „მაცადინობდნენ“.
ოთია კი წავიდა მშვიდად, თავისი კოლეგა-მეგობრების გარემოცვაში.
მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენი თეატრის გვერდით იდექით და პირველ რიგში ოთოს ოჯახის გვერდით.
ეს სიყვარული თუ გადაგვარჩენს, სხვა არაფერი. თორემ ისინი…? იმათ ჯერ წინ აქვთ ყველაფერი. ყველას კართან ჩაიმუხლავს ერთ დღეს სიკვდილი და მერე?“ – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ტიტე კომახიძე.
___
გუშინ, 28 აგვისტოს, ბათუმში მსახიობი და რეჟისორი, 41 წლის ოთო ქათამაძე დაკრძალეს. ოთო ქათამაძეს ანევრიზმა გაუსკდა და ერთი კვირის განმავლობაში ის ბათუმში, „მედცენტრში“ ჰყავდათ მოთავსებული. საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის შემდეგ ოთო ქათამაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
ოთო ქათამაძე დგამდა სპექტაკლებს, ასრულებდა როლებს, წერდა სცენარებს. ის ასევე აქტიური მოქალაქე იყო და პროევროპული აქციების მხარდამჭერი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 080 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
ტანკი – 11 143 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 23 191 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 32 125 ერთეული [+61]
MLRS – 1 476 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 213 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 54 375 ერთეული [+414]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 626 ერთეული [+28]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 60 116 ერთეული [+109]
სპეცტექნიკა – 3 952 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
666 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
80 018 უპილოტო საფრენი აპარატი
625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 831 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
29 005 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
40 547 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით 27 აგვისტოს დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში, სისხლის სამართლის წესით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
ეს მოხდა ევროკომისიისათვის ოფიციალური ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადამდე 4 დღით ადრე. მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია განიხილავდა საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს. ამის თავიდან ასარიდებლად ევროკომისიამ გასცა რვა რეკომენდაცია, რომელთა შესრულების შესახებ განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ უნდა წარადგინოს 2025 წლის 31 აგვისტოს.
რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება მაშინ, როდესაც ევროკომისია ითხოვს რეპრესიების შეწყვეტას და რეპრესიული კანონების გაუქმებას?
„ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“ აფასებს არასამთავრობოების დაყადაღებას.
ბატონო გიორგი, რას ნიშნავს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის დაყადაღება?
არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით მოხდება ბრალის წარდგენა ამ ორგანიზაციის რომელიმე თანამშრომლებისთვის. ამასთან მნიშვნელოვანია კონტექსტი – რა დროს კეთდება ეს.
ევროკავშირისგან აგვისტოს ბოლომდე აქვს რეჟიმს დრო მიცემული რეკომენდაციების შესასრულებლად.
რა რეკომენდაციებია ეს? პოლიტიკური მართლმსაჯულების წინააღმდეგ უნდა იქნეს ქმედითი ნაბიჯები გადადგმული, დემოკრატია უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში და ასე შემდეგ.
სწორედ ამ დროს, რეჟიმი აკეთებს ამას – აყადაღებს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს.
ეს ნიშნავს ძალიან ცალსახა პასუხს ბიძინა ივანიშვილისგან ქართველი ხალხისა და დასავლელი პარტნიორებისადმი, რომ ის ბოლომდე ამბობს უარს ამ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებაზე.
ივანიშვილი თავიდან ბოლომდე აპირებს ჩვენი საგარეო ვექტორის გადართვას რუსეთის მხარეს, რაც კატასტროფამდე მიიყვანს ამ ქვეყანას.
თაობების ბრძოლას, რომელიც შეეწირა რუსული ჭაობიდან თავის დაღწევას და ევროპასთან, ანუ ნორმალურ ცხოვრებასთან ახლოს მისვლას, ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით აფუჭებს.
ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი, კიდე რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, რომ ყველამ დავინახოთ რა გზაზე დგას? აგერ ეს არის მორიგი ძალიან მკვეთრი ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საბოტაჟის.
არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღება ხომ არ არის ერთგვარი განაცხადი„ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ცდილობენ, პირიქით,იზოლაციაში მოაქციონ ქვეყანა?
თქვენ „ოცნებას“ ამბობთ, ჩემთვის კი ეს ხალხი მართლა რეჟიმის წარმომადგენლები არიან. ეს არის მართლა რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში.
ისინი დგამენ მხოლოდ იმ ნაბიჯებს, რაც შედის ჩვენი ისტორიული მტრის, იმპერიალისტი რუსეთის ეროვნულ ინტერესებში, რაც პირდაპირ შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესთან.
რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროკავშირში ინტეგრაცია?
თავისუფლება და დემოკრატია თუ გვინდა და ეს იყო ყოველთვის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ამისი დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს მოიტანს იმას, რომ ნორმალურად ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, სტაბილურობის განცდა გვექნება, გრძელვადიანი პერსპექტივით მშვიდობა გვექნება. უკეთესი ხელფასი, პენსია, განათლება, ჯანდაცვა გვექნება. ეს არის ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი, ოღონდ ამის საპირისპირო ამბავია რუსეთის ეროვნული ინტერესები, ამ რუსეთის, რა ფორმაციის რუსეთიც ახლა ჩვენ გვყავს მეზობლად.
ფაქტია, რომ ივანიშვილი ერთი-ერთზე ატარებს მის პოლიტიკას.
სხვა არაფრით არ იხსნება, რატომ დააყადაღებინა არასამთავრობოების ანგარიშები მაინც დღეს ივანიშვილმა და მაგალითად, ეს არ გააკეთეს 3 სექტემბერს.
გიორგი კირთაძე
გააკეთეს მაშინ, როცა 31 აგვისტომდე გვაქვს ვადა რეკომენდაციების შესრულების. ეს არის საბოტაჟი ევროკავშირისკენ მიმავალი გზის, ქვეყნის იზოლაციისკენ წაყვანის.
იზოლაციისკენ წაყვანა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ვიქნებით ძალიან მოწყვლადები, ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, რას დაგვიგეგმავს კრემლი ჩვენს ქვეყანაში.
მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ეს არ გამოუვათ, როგორც არ გამოუვიდათ სხვებს. ბოლოსდაბოლოს საბჭოთა კავშირიც დაინგრა, ხომ?!
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოყალიბებულია იმ რწმენაში, რომ მას შეუძლია იცხოვროს უკეთ და ეს უკეთ ცხოვრება არის დასავლურ სამყაროსთან ჩვენი აქტიური ურთიერთობით.
ჩემი აზრით, მზად არის ხალხი იმისთვის, რომ ამ სიკეთისთვის არა მხოლოდ რაღაცა ოცნებები და სურვილები ჰქონდეთ, არამედ იბრძოლონ კიდეც. იბრძოლონ მშვიდობიანად, ქუჩის პროტესტით და ამის შედეგებს ყველანი კარგად ვნახავთ.
შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ივანიშვილს შეუძლია ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას მოუგოს. ვერ მოუგებს.
ჭოროხის დელტას ტერიტორია, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ველური სახეობების შენარჩუნებაში და რომლის დაცვაც ხელისუფლების ვალდებულებაა, თანდათან ხელისუფლებისგან დასაცავი ხდება.
საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ ჰაბიტატებისთვის საჭირო ბუნებრივი გარემო, არამედ „გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჭოროხის დელტის ფიზიკურ არსებობასაც შეექმნას საფრთხე“ – ზღვის მიერ სანაპირო ზოლის ეროზიის გამო.
მთავარი მიზეზი ჭოროხიდან ხრეშის ამოღებაა, რის აკრძალვაზეც ბოლო რამდენიმე წელია საუბარია ყველა შესაბამის კვლევაში. სპეციალისტთა დასკვნებით ჭოროხის ისედაც შემცირებული ნატანი მხოლოდ ზღვის სანაპიროს დაცვას უნდა მოხმარდეს.
ჭოროხის დელტა და „ზურმუხტის ქსელი“
ბათუმში არის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკის და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.
ამ სამიგრაციო ძაბრის ნაწილია სწორედ ჭოროხის დელტაც, რომელიც თავის მხრივ შედის „ზურმუხტის ქსელში“. „ზურმუხტის ქსელი“ კი პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება.
„აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი დაიწყო… რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“ – დაწერა რამდენიმე დღის წინ აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტმა.
თუმცა, ზოგადად ზურმუხტის ქსელი საქართველოში და მათ შორის ჭოროხის დელტაც, სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივად მართვის გარეშეა დატოვებული. „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიის [ჭოროხი დელტას-GE0000054] მართვის გეგმის“ შედგენაში კი ბიუჯეტიდან 2021 წელს 36 000 ლარია გადახდილი. ეს „მართვის გეგმა“ კი, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, უკვე მეოთხე წელია არც კი ამოქმედებულა.
ბათუმი. გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის ნაწილი და ჭოროხის შესართავი
„ჭოროხის დელტის ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმა შემუშავდა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში 2021 წელს, თუმცა ამ ეტაპისთვის დოკუმენტი არის სამუშაო ვერსიის სახით. საჯარო განხილვის ჩატარება დაგეგმილია საკანონმდებლო საფუძვლების, კერძოდ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიღების შემდგომ. შესაბამისად, გეგმაში გაწერილი ამოცანებისა და ქმედებების აღსრულება ამ ეტაპზე არ ხორციელდება“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ 2025 წლის 27 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.
სამინისტრო ასევე გვწერს, რომ „ზურმუხტის ტერიტორიების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოები დადგინდება ბიოლოგიური მრავალფეროვნების კანონის მიღების შემდეგ. ჭოროხის დელტას ტერიტორიის მართვის ორგანოდ მოიაზრება ბათუმის მერიაც, ვინაიდან აღნიშნული ზურმუხტის ტერიტორია მდებარეობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში“.
საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა მთელი რიგი ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური კანონები დაჩქარებული წესით მიიღო, მაშინ როცა, წლებია საუბარი მიდის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის მიღების აუცილებლობაზე, თუმცა კანონის პროექტი უკვე მეორე წელია პარლამენტშია და ხუთი კომიტეტიდან ჯერ მხოლოდ ორის დასკვნა დევს. ამასთან, კანონპროექტში მითითებულია, რომ ის [მიღების შემთხვევაში] სრულად მხოლოდ 2029 წლიდან ამოქმედდება. ამ კანონის მიღების ვალდებულება კი, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს აღებული.
დაჩქარებული წესით მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკისა და „ოცნების“ მთავრობის რეპრესიების გამო კი ქვეყანა ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის მიღება, გარდა იმისა, რომ ვალდებულებაა, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია თავად ზურმუხტის ქსელის დასაცავად და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია-შენარჩუნების თვალსაზრისით. ამ კანონის მიღებით ცვლილებები უნდა შევიდეს მთელ რიგ სხვა კანონებში, რომელმაც ამ ქსელთან დაკავშირებით არაერთი საკითხი უნდა დაარეგულიროს – ნადირობიდან დაწყებული, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა თუ მშენებლობების ჩათვლით.
სამინისტროს ინფორმაციით, „2025 წლის მდგომარეობით საქართველოში ზურმუხტის ქსელი შედგება 66 დამტკიცებული ტერიტორიისგან. ზურმუხტის ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 1 307 501 ჰექტარს, რაც საქართველოს საერთო ტერიტორიის 18,75 პროცენტს შეადგენს. დაგეგმილია ქსელის შემდგომი განვითარება და მართვისა და მმართველობის ინსტრუმენტის გაძლიერება“.
აღნიშნულის მიუხედავად ეს „ინსტრუმენტი“ რეალურად არ არსებობს. მეტიც, ჭოროხის დელტას შემთხვევაში, „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 17 მარტის განკარგულებით სამინისტროს „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრების კორექტირებაც კი დაავალა – გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე „საინვესტიციო პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით“. ყოფილი პოლიგონის ტერიტორია კი მთლიანად ჭოროხის დელტის საზღვრებშია მოქცეული.
ჭოროხის დელტის ზურმუხტის ტერიტორიის საზღვრების გადახედვაზე საუბარია ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის [მართვის გეგმის] რეკომენდაციებშიც, თუმცა, არა შემცირების, არამედ გაფართოების კუთხით.
„მოცემულ მართვის გეგმაში წარმოდგენილი გვაქვს გასწორებული საზღვრები. ზურმუხტის ტერიტორიის ძველი საზღვრები შემოფარგლავდა დელტის მხოლოდ ნაწილს, თუმცა იგივე ჰაბიტატები წარმოდგენილია მდინარის ზედა ნაწილშიც, საიდანაც დელტა იწყებს ფორმირებას. შესაბამისად, წარმოდგენილი ჰაბიტატების დაცვის გაუმჯობესებისთვის ტერიტორიის საზღვარი გაფართოვდა და გადაიწია მდინარე ჭოროხისა და მახოს შესართავამდე.“ – აღნიშნულია „მართვის გეგმაში“.
ჭოროხის დელტას განახლებული საზღვარი „მართვის გეგმიდან“
„არაშენდ[ებ]ა“ – ხიდი ჭოროხზე ზღვის შესართავთან
ჭოროხის დელტაში – ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილში ყოველთვის იყო არასასურველი ჩარევა – აქ იყო სამხედრო პოლიგონი, ახლოსაა აეროპორტი, მრავალი წელია და დღემდე მოქმედებს არასტანდარტული ნაგავსაყარი, გადის ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი, აქვე ააშენეს ქალაქის საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა, ჭოროხის მიმართულებით გაგრძელდა ბულვარი [როგორც გონიოს ასევე ბათუმის მხრიდან], ჭოროხის შესართავთან იგეგმებოდა ხიდის მშენებლობაც.
გაგრძელდება თუ არა ბათუმის სანაპიროზე გზა და ბულვარი გონიოს მიმართულებით? აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე ზღვის შესართავთან? როგორ განვითარდება გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია? – ამ კითხვებთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდში 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პასუხები ყოფილი პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადდების შემდეგ ექნებოდათ.
ჭოროხის შესართავთან ხიდის საკითხზე ამჯერად გარემოს დაცვის სამინისტროს ვკითხეთ. სამინისტროს ინფორმაციით, მდინარის შესართავთან ხიდის მშენებლობა ამ დროისთვის არ განიხილება.
„მდინარე ჭოროხის შესართავთან არსებული ზურმუხტის ქსელის საზღვრებში ხიდის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემული არ არის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი საქმიანობებისთვის [მათ შორის, ხიდის მშენებლობა] გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გადაწყვეტილება/დასკვნა მიიღება კოდექსით დადგენილი შესაბამისი პროცედურის [სკრინინგის/სკოპინგის/გზშ] განხორციელებით.“ – მოგვწერეს სამინისტროდან.
„დამატებით გაცნობებთ, რომ მითითებული ზურმუხტის ქსელის საზღვრიდან დაახლოებით 200 მეტრში, საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი – სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მდინარე ჭოროხზე დაგეგმილია სახიდე გადასასვლელის მოწყობა“ – აღნიშნულია სამინისტროს წერილში.
აქ სამინისტრო გულისხმობს ზურმუხტის ქსელის სტანდარტულ საზღვარს, რომელიც ე.წ. გონიოს ხიდიდან ზემოთ დაახლოებით ნახევარ კილომეტრში გადის. თუმცა, თუ „მართვის გეგმის“ დოკუმენტში მოყვანილი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და ზურმუხტის ქსელის ტერიტორია გაფართოვდება, მაშინ ბათუმი-სარფის ავტობანის ახალი ხიდი უშუალოდ ამ ქსელის საზღვრებში მოექცევა.
ხრეშის ამოღება – საფრთხე ჭოროხის დელტისთვის
ჭოროხის დელტას მართვის გეგმის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ჭოროხის დელტაზე საკმაოდ ხშირად იყრება სამშენებლო ნარჩენები, რომელიც ახდენს ჭოროხის დელტისა და მიმდებარე ტერიტორიების ცვლილებას, უკონტროლოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენები, ანადგურებს ბალახის საფარს, რაც ფრინველისთვის თავშესაფრის როლს ასრულებს და ასევე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადგილობრივ ფლორას.
ასევე, ჭოროხის დელტის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში მდინარიდან ხდება ქვიშა-ხრეშის მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მდინარის ნაპირებსა და მიმდებარედ არსებულ ჰაბიტატებზე, ხოლო ჰაბიტატის დაკარგვა გრძელვადიან პერსპექტივაში ნეგატიურად აისახება ფრინველთა მრავალრიცხოვნობაზე და მრავალფეროვნებაზე.
ჭოროხის დელტაზე ექსპედიციის დროს… გაირკვა, რომ ჭოროხის დელტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე ზღვის მიერ სანაპირო ზოლის ეროზიაა [ტერიტორიის მიტაცება ზღვის მიერ], რომლის გამოც, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჭოროხის დელტის ფიზიკურ არსებობასაც შეექმნას საფრთხე. ამიტომ მნიშვნელოვანია გატარდეს ნაპირსამაგრი ღონისძიებები [შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით] რათა შეუქცევადი პროცესი შერბილდეს.
გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდინარე ჭოროხიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაოების აკრძალვა, რადგან ისედაც შემცირებული ნატანის ფონზე, მაქსიმალურად უნდა მოხდეს არსებული ნატანი მასის ზღვაში ჩადინების უზრუნველყოფა“.
2025 წელს ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა, გამოცდები ვერ ჩააბარა, დაახლოებით 7 300-მა აბიტურიენტმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს აბიტურიენტებმა ცუდი შედეგები დადეს მათემატიკის გამოცდაზე. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 15.83%-მა.
გამოცდაზე მიღებული მაქსიმალური ქულა მათემატიკაში, ეროვნულ გამოცდებზე არის 51, თუმცა გამსვლელი ქულა არის 11. ეს იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად დაბალია ბარიერი.
ამის მიუხედავად, აბიტურიენტების დიდი ნაწილი ამ ბარიერსაც ვერ ძლევს.
ცენტრის მონაცემებით, აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი დამატებით საგნად ირჩევს მაგალითად ისტორიას, გეოგრაფიას და არა მათემატიკას. რაც ასევე მეტყველებს იმაზე, რომ მათემატიკა ისევ რჩება აბიტურიენტებისთვის გარკვეულ ბარიერად.
რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა მათემატიკაში, რომელიც უმაღლესში აბარებს გამოცდას? ან ისეთ სპეციალობაზე აბარებს, რომელიც მათემატიკის ცოდნას საჭიროებს?
ამ თემაზე „ბათუმელები“ მათემატიკის მასწავლებლებს ესაუბრა.
სულხან სოლომონიძე, მათემატიკის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ პროგრამულად პრობლემა არც წელს ჰქონია ტესტებს, უბრალოდ, უფრო მეტი საკითხი მოვიდა მაგალითად ტრიგონომეტრიიდან, ვიდრე მოელოდნენ აბიტურიენტები.
„წელს იყო ბევრი კომენტარი იმაზე, რომ რთული იყო წელს მათემატიკა და უპრეცედენტოდ ბევრი ჩაიჭრა. წინა წლებში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ამ ნაწილში ვეთანხმები მათ, რომ წელს უფრო მეტი ჩაიჭრა, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ არ ვეთანხმები იმ ნაწილში, როცა ამბობენ, რომ რთული იყო პროგრამა ან პროგრამას აცდენილი იყო საკითხები.
წინა წლების და ახლანდელ ტესტებს თუ შევადარებთ, ნახავთ, რომ წელს ტრიგონომეტრიაზე მეტი წილი კითხვები წამოვიდა, ვიდრე წინა წლებში და შეიძლება ეს არ იყო ბევრისთვის მოსალოდნელი.
აქედან გამომდინარე იძახიან, რომ რთული იყო, მაგრამ საერთოდ არ ყოფილა პროგრამას აცდენილი. „მართლა მწვავედ განვიცდი და ვწუხვარ ნებისმიერი იმ აბიტურიენტის გამო, რომლებმაც სამწუხაროდ, ვერ შეძლეს ბარიერის გადალახვა, მაგრამ ეს არის ფაქტი და ვხედავთ რეალობას“, – ამბობს სულხან სოლომონიძე.
სულხან სოლომონიძე/მათემატიკის მასწავლებელი.
მისი თქმით, აბიტურიენტებს ხშირად აქვთ წინასწარი მოლოდინები, რაც იწვევს მათ იმედგაცრუებას.
„პროგრამაზე რომ ვიმსჯელოთ, ტრიგონომეტრია ხომ დევს პროგრამაში, არა? ხომ ველოდით, რომ მოვიდოდა აქედან საკითხები. ამას მართლა ვერ დავაბრალებ კონკრეტულ პედაგოგს ან სისტემას, არავის უთქვამს, რომ ორ კითხვაზე მეტი არ შეგხვდებათ ტრიგონომეტრიიდანო“, – ამბობს სულხან სოლომონიძე.
მას ვკითხეთ, – როცა აბიტურიენტი ვერ ლახავს 11%-იან ბარიერსაც კი, რა ტიპის პრობლემას აჩვენებს ეს?
მისი აზრით, პრობლემა კომპლექსურია, რომელიც იწყება სკოლის დაბალი საფეხურებიდან და გრძელდება წლების განმავლობაში.
„ეს მიუთითებს საბაზისო, ფუნდამენტური ცოდნის კატასტროფულ ნაკლებობაზე. როდესაც მოსწავლეს ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებები უჭირს, მაშინ 11 ქულის აღებაც კი ურთულესი ამოცანა ხდება. პრობლემა არის მოსწავლეების მომზადების დონეში და არა ტესტის სირთულეში.
ტესტი ამოწმებდა ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას, რაც მათემატიკის მთავარი არსია. ზეპირად დასწავლილი ფორმულებით ფონს გასვლა წელს რთული იყო, საჭირო იყო მასალის გააზრება.
ვფიქრობ, განათლების სისტემამ მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს არა მხოლოდ მასალის მიწოდებაზე, არამედ მოსწავლეებში აზროვნების უნარის განვითარებაზე.
საჭიროა, სკოლამ შეძლოს საგნის სიყვარულის გაღვივება, რათა მათემატიკა არ იყოს მხოლოდ იძულებით ასათვისებელი, მოსაწყენი საგანი. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა“, – ამბობს სულხან სოლომონიძე.
მაია ძაძამია, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია და ის წლებია ასწავლის მათემატიკას სტუდენტებს.
მაია ძაძამია/ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი
ისიც ეთანხმება აზრს, რომ მათემატიკა არ არის ის საგანი, რომელსაც ერთ ან ორ წელში მომზადების შედეგად ჩააბარებ უმაღლესში.
„მათემატიკის სწავლა არის ხანგრძლივი პროცესი. ერთ ან ორ წელიწადში ამოდენა ცოდნის მიღება შეუძლებელია. ამისთვის არის სკოლა, რომ ეს ყველაფერი 12 წელიწადში უნდა იყოს გაწერილი. ბავშვმა უნდა შეისისხლხორცოს მათემატიკური უნარები, ჩვევები, ცოდნა და მერე შეძლოს ამათი გამოყენება გამოცდაზე.
ბევრს ჰგონია, რომ იმ ერთ წელიწადში და ორ წელიწადში, რასაც ემზადებიან, რაღაც გარკვეულ ცოდნას მიიღებენ, მერე გავლენ გამოცდაზე და ამ ცოდნით რაღაც მიზანს მიაღწევენ. ეს არ ჰყოფნის მათემატიკას.
მაშინ უნდა გქონდეს რაღაცა განსაკუთრებული ნიჭი. არსებობენ ასეთი ფენომენალური ადამიანებიც, რომლებიც ერთ წელიწადში საოცარ შედეგს დებენ, მაგრამ ეს უკვე ადამიანის ტალანტზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ ადამიანებს, წლების შრომა სჭირდებათ შედეგზე გასასვლელად.
მაგრამ 25-30 ქულამდე შედეგები, ვფიქრობ ნორმალური შედეგია, საშუალო ქულა გამოდის და ამ ცოდნით უნივერსიტეტშიც ძალიან კარგად ისწავლი“, – გვეუბნება ის.
ხშირად გვესმის კომენტარები სფეროში მომუშავე ადამიანებისგან, რომ პირველკურსელებს არ ესმით პროცენტი, ვერ ხსნიან კვადრატულ განტოლებას და ასე შემდეგ, სკოლის რომელი დონის საკითხებია ეს? – ვეკითხებით მაია ძაძამიას.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, ანუ აიღო 11 ქულა, 84.17%-მა/ naec-ის მონაცემები.
მისი თქმით, პროცენტის გამოთვლას ბავშვები მეექვსე კლასში სწავლობენ, კვადრატული განტოლების ამოხსნას კი მეცხრე კლასში.
„მაგრამ ნახეთ რა ხდება, შეიძლება მეექვსე კლასში მასწავლებელმა ძალიან კარგადაც ასწავლა და იმ ბავშვმაც ძალიან კარგად გაიგო, მაგრამ მერე ამ თემასთან შეხება აღარ ჰქონია. ანუ, რაღაც არის გადასახედი სკოლის პროგრამაში.
ამიტომ, ბავშვობაში მიღებული ცოდნა, რომელიც მერე აღარ ღრმავდება და არ მეორდება წლების განმავლობაში, ვერ იყენებს ადამიანი. სხვადასხვა კლასში უნდა ხდებოდეს ამ ცოდნის გამეორება. თვითონ თუ არ მოისურვა ბავშვმა და თავისით არ დაძებნა ეს ინფორმაცია“, – ამბობს მაია ძაძამია.
ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ბუნებრივია ადამიანები საჭიროებენ ციფრულ უნარებს. ბოლო პერიოდში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებად სახელდება ის მეცნიერებები, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება.
ამიტომ, რამდენად შეძლებს მათემატიკის 11 ქულაზე ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტი ამ მეცნიერებების კარგად სწავლას და ამ სფეროში განვითარებას? – ვკითხეთ მაიას. მისი აზრით, დაბალი დონის მათემატიკური უნარების შემთხვევაში, სტუდენტებს ციფრული მეცნიერებების კარგად სწავლა გაუჭირდებათ.
ეროვნული გამოცდების მონაცემები მათემატიკაში/naec-2025
„რა თქმა უნდა, გაუჭირდება სწავლა, რადგან ჩვენც ხომ გვყავს ამ მიმართულებებზე სტუდენტები და ძალიან უჭირთ მაგალითად კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლა. რამდენიმე სემესტრი უწევთ მათემატიკის სწავლა და ბევრი უნივერსიტეტში სწავლობს მათემატიკას.
ამიტომ, არ ვიცი რამდენად გამოიყენებენ ისინი იმ პროფესიას რასაც სწავლობენ, ვისაც უჭირს უნივერსიტეტში სწავლა“-გვეუბნება მაია ძაძამია.
არის შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტების დიდი ნაწილი მეოთხე საგნად არა მათემატიკას, არამედ ჰუმანიტარულ საგნებს ირჩევს. რამდენად გამართლებულია ეს?
მაია ძაძამიას თქმით, იყო წლები, როცა აბიტურიენტებს ტექნიკურ მიმართულებებზეც შეეძლოთ მათემატიკის სხვა საგნით ჩანაცვლება, თუმცა ეს ბოლო წლებში ასე აღარ არის.
„ტექნიკურ მიმართულებებზე უკვე აღარ შეუძლიათ მათემატიკის ჩანაცვლება. ხელოვნურ ინტელექტზე, ინჟინერიაზე, მათემატიკის და ფიზიკის ჩაბარების გარეშე ვერ მოხვდები“-გვეუბნება ის.
წლების წინ, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე უნარების ტესტებს აბარებდნენ, თუ ეს მოთხოვნა მიხელ ბატიაშვილის განათლების მინისტრობის დროს გაუქმდა. უნარების გამოცდას ბევრი აბიტურიენტი ვერ აბარებდა და ჩაჭრის მაჩვენებელიც იყო მაღალი.
რამდენად სწორი იყო ამ გამოცდის გაუქმება? – ვკითხეთ მაია ძაძამიას.
მისი აზრით, როცა აბიტურიენტები ზოგად უნარებს სწავლობდნენ, ბევრად მაღალი იყო მათი აზროვნების უნარები.
„როდესაც უნარების გამოცდა ბარდებოდა, საშუალო ქულა მათემატიკაში უფრო მაღალი იყო, რადგან აზროვნებაზე იყო ეს უნარები გათვლილი და მერე ეს მათემატიკაშიც ეხმარებოდათ. როგორც კი უნარები ამოიღეს, საშუალო ქულა წამოვიდა დაბლა.
შესაბამისად, ნაკლები აქვთ საფიქრალი და სააზროვნო აბიტურიენტებს. ვფიქრობ, არ უნდა ამოეღოთ ეს გამოცდა.
დღეს ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ ბავშვებს უჭირთ ტექსტის გააზრება და ეს უშლის ხელს მათემატიკის სწავლასაც, რადგან ამოცანის პირობებს ვერ იაზრებენ ისე, როგორც საჭიროა.
გამოცდაზეც დაძაბული არიან, დრო აქვთ შეზღუდული და ისე სწრაფად ვერ ახერხებენ ტექსტის გააზრებას. არ არიან მიჩვეული კითხვას და იმიტომ.
ეს არის სერიოზული პრობლემა.
ამიტომ, პირველ რიგში, კითხვასთან და ტექსტის სწორედ გააზრებასთან გვაქვს სამუშაო. ამას სჭირდება სკოლაში, სისტემაში რაღაცების ცვლილება და ბევრი შრომა, რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს“, – ამბობს მაია ძაძამია.
ნინო გოჩოლეიშვილი საქართველოდან პოლონეთში წასული შრომითი მიგრანტია. ამჟამად ვროცლავის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს დასუფთავების მიმართულებით, ხოლო საღამოობით, როცა დრო აქვს, მუშაობს საკუთარი მანქანით – მიტანის სერვისზე.
მისი ემიგრაციის ისტორია 2012 წელს იწყება – მაშინ, როცა საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ევროპაში წასვლა დიდ ბიუროკრატიულ და ფინანსურ ბარიერებთან იყო დაკავშირებული. ნინოსთვის ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება არ არის – ეს ბევრისთვის სტაბილური შემოსავლის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომაა. ამიტომ დღეს, როდესაც ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე დგას, ნინო ამას „კატასტროფას“ უწოდებს – არა მხოლოდ პირად, არამედ ეროვნულ დონეზეც.
ნინო უკვე ოთხი წელია საქართველოში არ ყოფილა; შვილი დედის სანახავად ევროპაში ჩადის, თუმცა თუ უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, მშობლებსა და შვილებს შორის ისედაც იშვიათი შეხვედრები კიდევ უფრო გართულდება.
ნინო, როდის და რატომ წახვედით ემიგრაციაში?
ემიგრაციაში პანდემიის შემდეგ წამოვედი. მანამდეც წავსულვარ ევროპაში სამუშაოდ, ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში – 90 დღით, მივდიოდი, ვმუშაობდი, ვაგროვებდი თანხას და მერე ისევ ვბრუნდებოდი საქართველოში. პირველად 2012 წელს წავედი შვედეთში. იქ ცხრა თვე ვიმუშავე. შემდეგ წავედი გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში. ყველგან პატარ-პატარა სამუშაოები მქონდა და გზადაგზა საქართველოშიც ვბრუნდებოდი.
მე ზუგდიდელი ვარ, თუმცა გარკვეული დრო თბილისში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. პროფესიით ხელოვანი ვარ, ესტრადის მომღერალი, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან პატარა ასაკში გავთხოვდი და ჩემი პროფესიით ვერ ვიმუშავე. მოგვიანებით ბევრი სამსახური ვცადე, მიმუშავია მცირე ხნით ხელოვნების მასწავლებლად სკოლაში, შემდეგ ესთეტიკურ ცენტრში მენეჯერად, მიმუშავია მაღაზიაშიც, პრომო გოგონადაც. სადაც მექნებოდა შესაძლებლობა, გზადაგზა ყოველთვის ვმუშაობდი.
პირველად რომ წამოვედი, მაშინ ჩემს ოჯახს ფინანსურად ცოტა უჭირდა, იმიტომ, რომ ბავშვი მყავდა პატარა, რაღაცა უნდა მეკეთებინა. ვერ ვიტყვი, რომ უკიდურესად მიჭირდა, ნორმალურ სამსახურში ვმუშაობდი, მაგრამ ანაზღაურება, რაც მქონდა, საკმარისი არ იყო.
წამოვედი იმისთვის, რომ უკეთესი, სტაბილური შემოსავალი მქონოდა, ოჯახისთვის და პირადი განვითარებისთვის მეტი რესურსი შემეგროვებინა. უფრო უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მეცხოვრა.
პანდემიამდე ვცადე საჯარო სამსახურში მოხვედრა, მაგრამ პირდაპირ მითხრეს: თუ გახდები პარტიული, გექნება მაღალი ხელფასი, თუ გახდები “ჩამშვები”, მაშინ გექნება კარიერული წინსვლა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ვიღაც შეიძლება იძულებული გახდეს, მსგავს რამეს ხელი მოაწეროს, მაგრამ მე ვერ ვიმუშავებ ისეთ სამსახურში, ვიღაცამ რომ ზევიდან დამიკაკუნოს – იცი რა, შენ ასე უნდა გააკეთო. ამიტომ ვთქვი ასეთ სამსახურზე უარი და ევროპაში წამოსვლა გადავწყვიტე. არ შემიძლია ასეთ გარემოში ცხოვრება, სადაც თავისუფალი ნება არ გაქვს, იქ ვერ ვიქნები კომფორტულად, მაშინ არ ვიქნები ნინო და ვიქნები ვიღაც სხვა.
ამჟამად პოლონეთში ვარ, ქალაქ ვროცლავში. პანდემიის შემდეგ აქ მოხვედრა მარტივი იყო, საბუთები სწრაფად კეთდებოდა, ამიტომ დავრჩი. უკვე ოთხი წელია აქ ვცხოვრობ და იმ დროიდან საქართველოში აღარ ვყოფილვარ.
შეგიძლიათ გაიხსენოთ რამდენად რთული იყო ვიზალიბერალიზაციამდე ევროპაში წასვლა?
ვიზალიბერალიზაციამდე ევროპაში წასვლა ძალიან რთული იყო. მაშინ მომიწია საელჩოში (განცხადებით) შესვლა ვიზაზე – ვიზის მოთხოვნა. მხოლოდ შვედეთის ვიზაზე არ შევსულვარ, ვიყავი იტალიის და რამდენიმე ქვეყნის ვიზაზე შესული. საელჩოში ჩაწერა გრძელდებოდა კვირაობით.
ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული – საჭიროა საბანკო ამონაწერი, რომ ანგარიშზე გაქვს თანხა, საბაჟოზე პრობლემები რომ არ შეგექმნას – ჩემთვის, პირადად, შეუმოწმებიათ ხელზე ფული რამდენი მქონდა. იყო ძლიერი სტრესი და ხანგრძლივი მოლოდინის რეჟიმი.
პირველი მცდელობისას ვიზა არ ჩამირტყეს, როცა ბილეთები წასვლის და წამოსვლისაც ნაყიდი მქონდა. მხოლოდ მეორე ცდაზე მოვახერხე.
ეს პროცესი სამი თვე გაგრძელდა, იყო სტრესი და ფინანსური დანახარჯები, რომელსაც არავინ გიბრუნებს უარის შემთხვევაში. ჯერ საელჩოში ჩაწერა, რომ იქ მოხვდე, არ იცი, როდის იქნებოდა შენი ჯერი. მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებელი ბილეთების შეძენა. ახლა ბილეთს 100 ლარად ნახავ, მაშინ ასე არ იყო, წასვლის და დაბრუნების კონკრეტული თარიღით უნდა გეყიდა და გეჩვენებინა. დროც უსასრულოდ იწელებოდა.
დღეს ყველაფერი ბევრად მარტივია – შეგიძლია საღამოს ბილეთი იყიდო და მეორე დღეს გაფრინდე. ამიტომ ვიზალიბერალიზაცია უზარმაზარი მიღწევაა, რომლის დაკარგვაც დიდი საფრთხეა.
თქვენი გამოცდილებით, რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია რიგითი ქართველისთვის და როგორ აისახება მისი შესაძლო გაუქმება მათ ცხოვრებაზე?
ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს არ ეხება მარტო იმას, რომ ვიღაც წლების განმავლობაში ვერ წავა შვილთან ან ვიღაცას, სიტყვაზე, დედა გარდაეცვლება და მეორე დღეს შეეძლოს წასვლა – ეს ბევრად უფრო სერიოზულად დაგვაზარალებს. იმდენ უკან დაგვწევს, რომ შეიძლება კიდევ 50 წელი დაგვჭირდეს იმისათვის, რომ ისევ მივაღწიოთ იმას, რასაც დღემდე მივაღწიეთ, თუნდაც მხოლოდ ვიზალიბერალიზაციას.
ყველა არ არის წასული ოჯახთან ერთად. ბევრს საქართველოში ჰყავს შვილები, მშობლები, მეუღლე. ჩემ გარშემო 80% ასეა. მე თავად დედა ვარ და წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება ხელი შემეშალოს და ჩემი შვილი დიდი ხანი ვერ ვნახო. ეს იქნება უმძიმესი რამ ემიგრანტი მშობლებისთვის.
ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურადაც დააზარალებს. ტურიზმზე, ბიზნესზე, კულტურულ გაცვლებზე, განათლებაზე – ყველაფერზე იმოქმედებს.უამრავი ადამიანი დღეს ევროპიდან იწყებს მცირე ბიზნესს საქართველოში. ეს კავშირები რომ შეწყდეს, პირდაპირი ზიანი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის.
და კიდევ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვიზის და დროის ფაქტორი – სამედიცინო სერვისები. ძალიან ბევრი ქართველი ვიცი საფრანგეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანში, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარება უფასოდ. მე, პირადად, წინა თვეს გავიკეთე ოპერაცია და ერთი ცენტი არ დამიხარჯავს.
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეჩერდეს. მათთვის ვინც [სტატუსის] მოლოდინის რეჟიმშია და ელოდება საბუთს – იქნება კატასტროფა, იქნება გადეპორტება. ეს გაართულებს ქართველების დასაქმებას, არავის უნდა არალეგალი მუშახელი. ახლაც ერიდებიან ქართველების დასაქმებას – განსაკუთრებით ახალჩამოსულებს ან მათ, ვისაც საბუთები წესრიგში არ აქვთ. ბევრი ამ ეტაპზე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია, სანამ დოკუმენტებს მოაწესრიგებს.
ჩემი შვილი უკვე დიდია, მსახიობია და მუშაობს. ყოველდღე ვესაუბრებით ონლაინ, მაგრამ ფიზიკურად შეხვედრა არ არის ადვილი. ბოლო ოთხ წელიწადში სულ ხუთჯერ შევხვდით ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, მისი აქ ჩამოსვლა გაცილებით ნაკლები ხარჯია, ვიდრე ჩემი ერთი კვირით საქართველოში წასვლა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, შვილი აქეთ ჩამოვიყვანო. აი, მაგალითად, სადღაც სექტემბერი-ოქტომბრის თვეში ჩამოდის გასტროლებით იტალიაში, რომში და მე ჩავდივარ იქ, რომ ვნახო, ცოტა ხანი ვიყო მასთან ერთად.
თქვენ ირგვლივ როგორი განწყობები აქვთ ქართველ ემიგრანტებს ამ საკითხზე?
ძალიან ბევრი ქართველი, ბიჭებიც და გოგოებიც – ტაქსიზე მუშაობენ. რამდენიმემ უკვე დატოვა ქვეყანა, რადგან საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. აქ რაღაცები უკვე შეიცვალა ქართველი ემიგრანტებისთვის.
ბევრი უბრალოდ იმისთვის წამოვიდა, რომ ბანკის ვალი დაფაროს, სახლი არ დაკარგოს ან ოჯახი არჩინოს. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებისთვის როგორი დარტყმა იქნება, თუკი ვიზალიბერალიზაციასაც დაკარგავენ. ეს ხალხი 24 საათი შრომობს – სიტყვასიტყვით. და ყველა ძალიან შეწუხებულია ამით.
როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის?
ეს არის კატასტროფა – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მეც შეიძლება პოლიტიკაში კარგად ჩახედული არ ვიყო, მაგრამ კარგისა და ცუდის გარჩევა ნამდვილად შემიძლია.
ამიტომაც ვარ ქვეყნიდან წასული. ზოგჯერ ჩემი სახლის სუნი, ჩემი მიწა, ჩემი ცა მენატრება, მაგრამ წასვლა უკეთესის იმედით გადავწყვიტე და როცა ვხედავ, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში, აი გული მეგლიჯება.
დღეს მთავრობა ამ გზებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა ვამბობ, რომ ეს არ არის ჩემი მთავრობა, ეს არ არის ჩემი პრეზიდენტი. ეს არის დეგრადაცია, ადამიანების დამონება და დაჩაჩანაკება. თუ შეიძლება არსებობდეს ქვეყნისთვის ყველაზე საშინელი სცენარი, ზუსტად ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება მის ხალხთან მიმართებით. ქვეყნის ევროპული კურსი და ჩვენი სტრატეგიული მომავალი ერთი ადამიანის ინტერესებს ეწირება – მისი ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, ფინანსურ ინტერესებს.
პოლიტპატიმრებად ქცეული ჩვენი ახალგაზრდების ნათელი მომავალი ეწირება „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას.
ეს არ არის დემოკრატია. ეს არის ის, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდით – რომ ამ მდგომარეობამდე მივიდოდა ჩვენი ხალხი და ქვეყანა. საცოდავი ჩვენი ქვეყანა.
ახლო მომავალში საქართველოში დაბრუნებაზე ვფიქრობდი. დღეს, გულახდილად გეუბნებით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. რაც ყოველდღე ხდება ჩემს ქვეყანაში, რასაც ვუყურებ, იმდენად მძიმეა, მუდმივად სტრესში ვარ, ბევრი ტირილი, ბევრი ნერვიულობა… და სიმართლე გითხრათ, ახლო მომავალში კი არა, შორეულ მომავალშიც ვერ ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე. ეს ძალიან მტკივნეულია ჩემთვის.
ალბათ არც პოლონეთშიც გავჩერდები დიდი ხანი. როგორც კი საბუთებთან დაკავშირებულ პროცესებს დავამთავრებ და სხვა სტატუსს მივიღებ, აი მაშინ ვფიქრობ უფრო თბილ მხარეს გავეშურო საცხოვრებლად.
საქართველოში შრომის და ცხოვრების ფასებს როგორ აფასებთ?
საქართველოში ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ხელფასი და ცხოვრების ხარჯები ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამიტომაც არის ყოველ მეორე ოჯახში ემიგრანტი, რომელიც რაღაცას აგზავნის საქართველოში.
მე დედა მყავს საქართველოში, მედიცინის სფეროში მუშაობს, ძალიან დაბალ ხელფასზე. ყველამ კარგად ვიცით, ვის აქვს დღეს საქართველოში მაღალი ხელფასები – ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები გამდიდრდნენ კი არა, პირდაპირ მილიონერები გახდნენ.
დედაჩემი 72 წლისაა და მასაც უფიქრია ემიგრაციაში წამოსვლაზე. არაერთხელ უთქვამს ახლაც, ამ ასაკში. დღესაც დამატებით მუშაობს – ჩაწოლილ ქალბატონს უვლის. მთელი ცხოვრება ექთნად იმუშავა და ახლა მაინც დამატებითი შრომა უწევს, რადგან მისი ძირითადი შემოსავალი საკმარისი არ არის.
ევროპაში კი ექთნებს საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, თითქმის იმხელა, როგორიც ექიმებს. მე შვედეთში მყავს ახლობელი, უფროს ექთნად მუშაობს, ოპერაციებშიც იღებს მონაწილეობას და 10 ათას ლარზე მეტი აქვს თვეში ხელფასი.
იქ არ არსებობს „ზემოდან ყურება“. უფროსიც, მენეჯერიც, ჩვეულებრივი მუშაც – ყველა ადამიანურად გექცევა. აფასებენ იმას, რასაც აკეთებ. 1000 მადლობასაც გეტყვიან შენი შრომისთვის. საქართველოში კი ამის ძალიან დიდი დეფიციტია.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2024 წლის დეკემბრის ბოლოს პროევროპული აქციების მონაწილე თანამშრომელი თამარ ლომაძე სამსახურიდან გაუშვა. დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად დეპარტამენტმა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაასახელა.
ფაქტი სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ „თამარ ლომაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სავარაუდოდ კრიტიკული პოზიციების საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება“.
თამარ ლომაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2016 წლიდან მუშაობდა. 2023-24 წლებში კი იყო შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.
თამარ ლომიძის სახელს უკავშირდება დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი – „გამომყევი აჭარაში“, რომელშიც საქართველოში მცხოვრები ინფლუენსერები მონაწილეობენ.
თამარ ლომაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტის სახელი, მასში მონაწილეობის წესები, პირობები, თავად მოიფიქრა.
თამარ ლომაძე სამსახურიდან 2024 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით.
თამარ ლომაძემ სახალხო დამცველს 2025 წლის 14 მარტს მიმართა, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით, სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.
თამარ ლომიძის თქმით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს“.
2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“. ამ განცხადებას ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.
თამარ ლომიძის განმარტებით, სწორედ ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის და მისი სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო გაათავისუფლეს საჯარო სამსახურიდან. მანამდე კი არაერთი გაფრთხილება მიიღო.
„2024 წლის 29 ნოემბერს დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან [თინათინ ზოიძისგან] მიიღო შეტყობინება, რომ „მოზომილად და გააზრებულად“ მოქცეულიყო. ხოლო 2024 წლის 28 დეკემბერს მისწერა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობას მორიდებოდა. 2024 წლის 30 დეკემბერს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შეხვედრა სთხოვა, სადაც იყო საუბარი, მათ შორის, აქციებზე სიარულთან დაკავშირებითაც,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მოკვლევაში.
თამარ ლომიძის თქმით, თინათინ ზოიძემ მას განუმარტა, რომ „აქციაზე სიარული პოლიტიკურ განაცხადს წარმოადგენდა“. ასევე, დაინტერესდა, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, კვლავ გააგრძელებდა თუ არა აქციებზე სიარულს.
რატომ გაუშვა აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტმა სამსახურიდან კადრი, რომელმაც პოპულარული პროექტის წარმატებაში დიდი როლი შეასრულა? – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ დეპარტამენტიდან პასუხი ვერ მიიღო.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ გვითხრა, რომ სახალხო დამცველისადმი მიწერილი პასუხით გვეხელმძღვანელა.
სახალხო დამცველისათვის მიცემულ განმარტებაში, კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი ასე ხსნის თამარ ლომიძის გათავისუფლებას: „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანების მოცულობა შემცირდა და აღნიშნული პოზიციის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობდა“.
სახალხო დამცველმა თამარ ლომიძის სამსახურიდან გაშვების ფაქტი სამართლებრივად შეაფასა და დაადგინა, რომ „საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მრავალმხრივი ანალიზის შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაციული მოპყრობა ვერ დგინდება“.
თუმცა, იქვე სახალხო დამცველი ვრცლად მიმოიხილავს ფაქტობრივ გარემოებებს და წერს:
„მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები, დისკრიმინაციის დადგენის შესახებ, დასაბუთებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებების ერთობლიობა, კერძოდ: ის რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა მრავალწლიანი და განგრძობითი იყო; დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან განმცხადებლის მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად ფასდებოდა, რასაც მიმოწერისას კმაყოფილების გამოხატვისა თუ მადლობის გადახდის არა ერთი ფაქტი მოწმობს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ განმცხადებელი ხელისუფლების ქმედებების მიმართ თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავდა, რაც მოპასუხის მხრიდან შენიშვნისა თუ თავშეკავებისკენ მოწოდების საგანი არაერთხელ გახდა.
დამხმარე ამოცანების შესასრულებლად კადრის დაქირავების საჭიროების არ არსებობა დღის წესრიგში მას შემდგომ დადგა, რაც განმცხადებელმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციის გამოხატვა აქტიურად დაიწყო – სერიოზულ და საფუძვლიან კითხვის ნიშნებს აჩენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მოტივთან დაკავშირებით და თანასწორობის სტანდარტებთან მისადაგებისა და მოპასუხისთვის ანტი-დისკრიმინაციული დებულებების განმარტების საჭიროებას წარმოშობს,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მოკვლევაში.
სახალხო დამცველი წერს, რომ საქმის კონტექსტში ყურადღება უნდა დაეთმოს იმასაც, რომ განმცხადებელი კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებთან, მათ შორის – ხელისუფლების მოქმედებებთან დაკავშირებით ღიად და საჯაროდ გამოხატავდა.
„განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ კრიტიკული პოზიციების გამოხატვის ფონზე, განმცხადებელს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავშეკავებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, კერძოდ: 2024 წლის 29 ნოემბერს დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მიიღო შეტყობინება, რომ „მოზომილად და გააზრებულად“ მოქცეულიყო, ხოლო 2024 წლის 28 დეკემბერს ღიად განუცხადა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობას მორიდებოდა. აღნიშნული შინაარსის გზავნილები ნეიტრალურ და არაფორმალურ რჩევებად ვერ შეფასდება, რამდენადაც მოცემული კონტექსტი ცხადად მიანიშნებს, რომ განმცხადებლის ქმედებების მიმართ არსებობდა აშკარა დისკომფორტი/მიუღებლობა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც განმცხადებელი განმარტავს, სოციალურ ქსელებში იმ პერიოდში გაზიარებული პოსტები მხოლოდ აქციების თემატიკის იყო. შესაბამისად, ხელმძღვანელის თავშეკავებულობისკენ მოწოდებაც სწორედ ამ პოსტებს მიემართებოდა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ხელმძღვანელის მხრიდან თავშეკავებულობისკენ მოწოდება იმ აქტივობებთან მიმართებით, რომლებიც კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას განეკუთვნება, რთულია სამუშაო ეთიკის დაცვის ჩვეულებრივ მოთხოვნად შეფასდეს.
შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი გარემოება ქმნის ეჭვს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დროებითი კადრის საჭიროების არ არსებობას კი არა, არამედ კრიტიკული პოზიციების საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება.
ძალზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული სამართლებრივი არგუმენტი – სამუშაოს მოცულობის შემცირება და დამხმარე ამოცანების საჭიროების გაქრობა – დღის წესრიგში სწორედ მას შემდგომ დგება/დროში ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც განმცხადებელი ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებით კრიტიკული პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას აქტიურად იწყებს,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მოკვლევაში.
სახალხო დამცველი მიმოიხილავს ზოგად კონტექსტსაც. კერძოდ, 2024 წლის დეკემბრის თვიდან არა ერთმა საჯარო მოხელემ თუ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისა თუ პეტიციებზე [ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებაზე,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით] ხელმოწერის გამო – შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ. გათავისუფლებულები შრომითი ურთიერთობის დასრულების საფუძვლად უმეტესწილად ხელშეკრულების ვადის გასვლასა და რეორგანიზაციას მიუთითებენ.
მიუხედავად იმისა, რომ, ფორმალურად, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს ეფუძნება, შემთხვევების რაოდენობა, ქრონოლოგიური თანმიმდევრობა და საერთო მახასიათებლები დასაქმებულთა სისტემური დისკრიმინაციის ეჭვს აჩენს.
„გარემოებების ერთობლიობა სახალხო დამცველს აფიქრებინებს, რომ რეალურად, განმცხადებელთან [თამარ ლომაძესთან] შრომითი ურთიერთობის დასრულებაც, შესაძლოა, მიზანმიმართულ, პოლიტიკურად ან სხვა მოტივით ნაკარნახევ, ინსტიტუციური წმენდის ფარგლებში ექცეოდეს,“ – ვკითხულობთ მოკვლევაში.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საჯარო სამსახურში გამოხატვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობას და მოპასუხეს განუმარტავს, რომ პოლიტიკურ თუ სხვა საკითხზე ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციის გამო პირთა სამსახურიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და საფრთხეში აგდებს დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას.
ამასთან, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც დისკრიმინაციული მოპყრობის მიმართულებით საფუძვლიან ეჭვს ქმნის, სახალხო დამცველი მოპასუხეს [თინათინ ზოიძეს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს] მოუწოდებს, მხედველობაში მიიღოს ზემოაღნიშნული შეფასებები და შრომით ურთიერთობებში მონაწილეობისას თავი შეიკავოს იმგვარი პრაქტიკისგან, რაც დასაქმებულთა კრიტიკული გამოხატვის გამო ანგარიშსწორების მცდელობად შეიძლება იყოს აღქმული. არსებითია, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებასთან ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ობიექტურ, სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ საჭიროებებს ეფუძნებოდეს და არა დასაქმებულის მიერ გამოხატულ პოზიციას.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის გავრცელების მუქარით რამდენჯერმე აიძულა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.
„ბრალდებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სისტემატურად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, ჩაცმულობას, მეგობრებთან ურთიერთობას და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მასთან. გარდა აღნიშნულისა, ბრალდებული დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ასევე ინტერნეტის გამოყენებით, რამდენიმე პირსა და დაზარალებულს შორის არსებული ინტიმური ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღეს, 28 აგვისტოს, უკრაინის დედაქალაქზე, კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო ცნობების თანახმად, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია – 2, 14 და 17 წლის.
დაშავდა 40-მდე ადამიანი.
რუსეთმა კიევზე შეტევა დღეს დაახლოებით დილის 5 საათზე განახორციელა. გამოყენებული იყო დრონები, საჰაერო და სახმელეთო რაკეტები, სულ 629 საჰაერო თავდასხმის იარაღი, რომელთაგანაც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 589-ის განეიტრალება შეძლო.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ მაშველები აგრძელებენ კიევში, დარნიცკის რაიონში მდებარე 5-სართულიანი შენობის ნანგრევების გაწმენდას და შესაძლოა, მის ქვეშ კიდევ იყოს მინიმუმ 3 ადამიანი. ამ საცხოვრებელ კორპუსში რუსეთის დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
დაკარგულად ითვლება ათამდე ადამიანი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
საქართველომ, შესაძლოა, დაკარგოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებელია ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად.
ვიზალიბერალიზაციის დაცვის მიზნით საქართველოს მოქალაქეები 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ.
„საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ზღვარზეა. საქართველოს მოქალაქეები ვკარგავთ უმნიშვნელოვანეს სიკეთეს, სუსტდება და რუსეთის ტყვეობაში ექცევა საქართველო, ჩვენი ოჯახები.
ამ ყველაფერში ერთადერთი დამნაშავე ივანიშვილის რუსული რეჟიმია, რომელიც ყველაფერს აკეთებს უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის გასაუქმებლად.
ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ გზასთან. ჩვენს წინაშე საერთო ეროვნული ამოცანაა – არ დავთმოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარი, დავასრულოთ რუსული რეჟიმი და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დავუბრუნოთ.
მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.
13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით თსუ-ს პირველ კორპუსთან, საიდანაც შედგება საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ.
ჩვენ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით გამარჯვებამდე“ – ნათქვამია განცხადებაში.
52 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს იმ 7 ორგანიზაციას, რომელიც გუშინ, პროკურატურის მოთხოვნით დააყადაღეს დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის.
ორგანიზაციების განცხადება დღეს, 28 აგვისტოს გავრცელდა.
„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI), „დემოკრატიის მცველებს“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ (GDI), „საფარს“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.
ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.
ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნების” მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
პრევენცია პროგრესისთვის (PFP) /
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
სამოქალაქო იდეა
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ევროპის ფონდი
საქართველოს ევროპული ორბიტა
საქართველოს მომავლის აკადემია
უფლებები საქართველო
მედიაომბუდსმენი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
თბილისი პრაიდი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი)
ყვარლის ევროკლუბი
სტუდია მონიტორი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
ონლაინ გამომცემლობა პუბლიკა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
სათემო განვითარების ცენტრი
ბათუმელები/ნეტგაზეთი
მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭე
ინდიგო
“აი,ფაქტი”
გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
მედია აპრილი
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
რადიო “მარნეული”
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
შშმ ქალთა ალიანსი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
მედიაკლუბი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ღია სივრცე კავკასია
ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
დემოკრატ მესხთა კავშირი
ტოლერანტი
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
მედია ცენტრი კახეთი
____________
ფოტოზე: „არა რუსულ ოცნებას”, – წარწერა ბათუმში, ქვაფენილზე. ფოტო: „ბათუმელები“
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აგვისტოს 21 საათიდან 29 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 23– 28გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 30-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 079 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
ტანკი – 11 139 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 23 185 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 32 064 ერთეული [+40]
MLRS – 1 474 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 212 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 961 ერთეული [+325]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 60 007 ერთეული [+120]
სპეცტექნიკა – 3 952 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
666 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
80 018 უპილოტო საფრენი აპარატი
625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 831 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
29 005 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
40 547 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„მე ვხედავ აქ ბევრ იმედგამქრალ ქართველს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მუშაობენ მშენებლობებზე, სხვადასხვა საწარმოში და მეუბნებიან, „საქართველო აღარ არის“, ხმას არ გვაღებინებენ და იქ მომავალი არ გვაქვსო. ბევრი ასეთი გულდასაწყვეტი წინადადება მოვისმინე მათგან.
გუშინაც ველაპარაკე ერთ-ერთს, უნდა დავბრუნდეო საქართველოში, მაგრამ რა ვაკეთო იქ არ ვიცი, ამაზე ფიქრი მკლავს, იქ ყველაფერს მოკლებული ვართო.
უვიზო თუ გაუქმდება, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ეს ადამიანები. ამიტომ აუცილებელია ბრძოლა“, – ამბობს ლერი პაპიძე, ხელოვანი, რომელიც 30 წელია პოლონეთში ცხოვრობს და ვროცლავის ხელოვნების აკადემიაში ასწავლის.
„ბათუმელები“ ლერი პაპიძეს ესაუბრა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ საფრთხეებზე, რის წინაშეც დააყენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო.
„როცა ვრეკავ საქართველოში და ველაპარაკები, ჩემს ძმას ან ბიძაშვილს, ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე, „არ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკიო“. ეტყობა ეშინიათ, ან რა ვიცი, რატომ არიდებენ თავს.
გუშინწინ ველაპარაკე ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. მხატვარია ისიც და ისიც ასე მეუბნება ხოლმე, – „გეხვეწები ლერი, პოლიტიკაზე არაფერი არ შემეკითხოო“. ასე დაემსგავსა საქართველო რუსეთს იმ რეპრესიებით, რასაც დღეს ვხედავთ.
თუ ევროპა დავკარგეთ, საქართველო დაკარგავს თვითღირებულებას და დაუბრუნდება იმ დროში, როგორიც იყო ჩემს ახალგაზრდობაში.
სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ჩრდილო მეზობლებთან ურთიერთობის ისტორია და ამ მწარე გამოცდილების მიუხედავად, ხალხის ნაწილმა მაინც ვერ ისწავლა ის, რომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთში დავბრუნდეთ. სამწუხაროდ, ეს ბევრს არ ესმის.
ევროპას უნდა ჩვენი მიღება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეგობარი მოვიშოროთ. ევროპასთან დაცილებით კი ჩვენ დავკარგავთ საერთოდ ყველაფერს“, – ამბობს ლერი პაპიძე.
ლერი პაპიძე სახელოსნოში/პოლონეთი
ის, რაც დღეს ხდება საქართველოში – სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა, დაპატიმრება ახალგაზრდების და რეპრესიული კანონების მიღება, მას სტალინურ რეპრესიებს აგონებს.
„მე არ მოვსწრებივარ ამას, მაგრამ ხომ წაგვიკითხავს და მოგვისმენია ეს ისტორიები? დიდი არაფერი განსხვავებაა. მაშინაც არაფრის თქმის და გაკეთების უფლება ჰქონდათ ადამიანებს.
ბრეჟნევის დროს ბავშვი ვიყავი და რა გვქონდა მაშინ? – თვითმყოფადობა გვქონდა დაკარგული. ვიყავით მოსკოვზე დამოკიდებული და ყველაფერი მასთან უნდა შეგვეთანხმებინა – ფილმის გადაღება იყო, შენობის აშენება თუ სხვა რამ, ყველაფერი მოსკოვს უნდა დაემტკიცებინა. ახლაც მივექანებით აქეთ.
რა გამოდის, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ დამოუკიდებლობას? თუ ჩვენ რაღაც მოძალადე პატრონი უნდა გვყავდეს სულ და დიქტატორი გვჭირდება. ეს არის საშინელება.
30 წელია პოლონეთში ვცხოვრობ და პოლონელები არასდროს იჩერებენ დიქტატორს, რადგან სხვა მენტალობის ხალხია.
ვეუბნები ხოლმე მეგობრებს საქართველოში, წადით ევროპაში, იცხოვრეთ ცოტა ხანი, ნახე როგორი სიტუაციაა, აქ არავინ გაძალებს არაფერს, არავინ გეუბნება, რომ თვითმყოფადობა დაკარგო. ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრი ისევ პროპაგანდის ქვეშ არის და ასე აზროვნებს საქართველოში.
მაშინ, როცა რუსეთი გვართმევდა ყველაფერს და ახლაც წართმეული გვაქვს ტერიტორიის 20%-ი, ეს ჩვენი ბრალია – ჩვენი უსუსურობის, ერთმანეთის გაუტანლობის ბრალი.
მეც უსუსური ვარ, მარტო ვმსჯელობთ და ვერაფერს ვაკეთებთ სხვას აქედან. კი, ხმას აქ ვაძლევ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიგნოს, რომ ევროპის დაკარგვა არ შეიძლება, მივექანებით უფსკრულისკენ“, – ამბობს ლერი პაპიძე.
აწუხებს ის განცდა, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს ნდობას ევროპაში.
„მრცხვენია იმის გამო, რომ ქვეყნის რუსიფიკაცია მიმდინარეობს და თქვენ რას აკეთებთო რომ მეკითხებიან აქ, პოლონეთში. გაყიდეს საქართველო არა მარტო მენტალურად, ფიზიკურადაც ყიდიან. ყველაფრის ჩახშობა მიდის, ყველაფრის განადგურება, საშინელ დღეში ვართ. მგონი არასდროს ვყოფილვართ ასეთ მძიმე დღეში, როგორც ახლა ვართ.
აქ ვხედავ ბევრ იმედგამქრალ ქართველს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მუშაობენ მშენებლობებზე, სხვადასხვა საწარმოში და მეუბნებიან, „საქართველო აღარ არის“, ხმას არ გვაღებინებენ და იქ მომავალი არ გვაქვსო. ბევრი ასეთი გულდასაწყვეტი წინადადება მოვისმინე მათგან. გუშინაც ველაპარაკე ერთ-ერთს, უნდა დავბრუნდე საქართველოში, მაგრამ რა ვაკეთო იქ არ ვიცი, ამაზე ფიქრი მკლავს, იქ ყველაფერს მოკლებული ვართო.
უვიზო თუ გაუქმდება, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ეს ადამიანები. ამიტომ აუცილებელია ბრძოლა. გაგრძელდეს საპროტესტო აქციები – თვალი თუ დავხუჭეთ, დავემსგავსებით გაწვრთნილ ცხოველებს, ასე არ შეიძლება.
აქაურმა ემიგრანტებმაც უნდა შევიტანოთ წვლილი ამ ბრძოლაში, ხმა ამოვიღოთ, ევროპასაც შევახსენოთ, რომ ჩვენი მთავრობაა მოღალატე, ქართველ ხალხს კი ყოველთვის უნდოდა და უნდა ევროპა“, – გვეუბნება ის.
ლერი პაპიძე ამბობს, რომ წლებია პოლონეთში ცხოვრობს და აქ ბევრად დაცულად და ღირსეულად გრძნობს თავს, ვიდრე საკუთარ სამშობლოში.
ლერი პაპიძე თიხაზე მუშაობის დროს/პოლონეთი.
„ევროპამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. რასაც აქ მივაღწიე, იმის ნახევრის ნახევარს ვერ მივაღწევდი საქართველოში. შეიძლება ერთეულები კი აღწევენ რაღაცას, მაგრამ მე მყავს უამრავი მეგობარი სამხატვრო აკადემიიდან, რომლებიც შეიძლება ჩემზე ნიჭიერი ბიჭები იყვნენ, მაგრამ დღეს რომ ვნახულობ მათ, მეცოდებიან უბრალოდ.
როგორ გამოიყურებიან… მოხუცებს ჰგვანან უკვე, კბილები არ აქვთ, ძველი მანქანებით დადიან, არაფერი არ გააჩნიათ.
მე ხელი გამომიწოდა აქაურმა ხალხმა. აქ სინდისიანი, ნამუსიანი ადამიანი, ნამდვილად მიაღწევ შენს მიზნებს.
ყოველ წელს ჩამოვდივარ ხოლმე საქართველოში და ამ ბოლო დროს, ვამჩნევ, რომ ხალხი უფრო გაბოროტებულია, უფრო მეტი ნაოჭები აქვთ, ნაკლებად იცინიან. ეს გამოიწვია ისევ ჩრდილოეთთან დაახლოებამ. რით ვერ ვისწავლეთ ჭკუა, რომ რუსეთთან ყოფნა არ შეიძლება. ან რუსეთმა როგორ გიშველოს, თავად გაჭირვებულია და მანდ რომ საზიზღრობები ხდება, ისეთი სად ხდება. ასეთი კორუფცია და ასეთი გაუტანლობა რაც რუსეთშია, სხვაგან სად ხდება. ევროპაში თუ ვინმე ვერ დაგეხმარება, არც დაგაზიანებს.
ათასობით ხალხს ვიცნობ აქ, სამხატვრო აკადემიაში ვმუშაობ, ვასწავლი და ძალიან პატივს მცემენ. ვარშავიდან მირეკავენ თუ პოზნანიდან, მეპატიჟებიან ყველგან. მიწვევა მქონდა საფრანგეთშიც, დავდივარ ხოლმე პლენერებზე და მაქვს ღირსების შეგრძნება, მაქვს თვითშეფასება და ასე იქნებიან ჩემი შვილებიც, რადგან აქ ადამიანის ღირსებას პატივს სცემენ. არავინ გატყუებს, პირდაპირ გეუბნებიან სიმართლეს, არავინ გითხრის ორმოებს, როგორც ჩვენთან.
ვიცი, რა უნდა გავაკეთო ნახევარი წლის მერე, როდის უნდა გავიდე პენსიაში, რამდენი მექნება პენსია, მყავს ჩემი ექიმი, მაქვს დაზღვევა, რომლის თანხასაც იხდის ჩემი სამსახური და არაფრის მეშინია. საქართველოში რომ ჩავდივარ, იქ მაქვს შიში, არაფერი დამემართოს-მეთქი, აქ არა.
აქ ვარ დაცული, პოლონეთში ვიქნები, საფრანგეთში თუ ესპანეთში, ჩემი დაზღვევა ყველგან მომემსახურება.
ადამიანის დაუცველობა – სულ ეს პრობლემა გვქონდა საქართველოში. ევროპაში კი ადამიანი დაუცველი არ არის. უმუშევარიც კი დაცულია და მასაც აქვს დაზღვევა, იმასაც ეხმარება ექიმი და ჩვენ ასეთ ევროპას ვიშორებთ“, – ამბობს ლერი პაპიძე.
ლერი პაპიძე ვროცლავის ხელოვნების აკადემიის ლექტორია.
მისი თქმით, რუსეთთა დაახლოებით, საქართველოში რუსული კრიმინალური კულტურაც აღაზევეს.
„ქურდებზე დავწერე რაღაც და შემომივარდნენ. შენ რა, პატივს არ სცემ ქურდებსო? რატომ უნდა ვცე პატივი არ მესმის. რა სამარცხვინოა.
არ შეიძლება ერთ კაცზე იყოს დამოკიდებული მთელი ქვეყანა. ძალიან ფესვგადგმულია ჩვენთან ძალადობა, ურჩევნიათ ისევ საზიზღრობები გააკეთონ, ვიდრე სამსახური დაკარგონ. სამშობლოს დაკარგვა შეიძლება და სამსახურის არა?
ვფიქრობ, ივანიშვილი მოგზავნილია ამისთვის, რომ ყველაფერი დაკარგოს საქართველომ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, როგორი წაგებულიც არ უნდა გვქონდეს ახალ ბრძოლა, იმედის გაქრობა არ შეიძლება.
მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, ყველა სფერო, ყველა სამსახური. პოლიცია, თავდაცვა ყველა უნდა იყოს ხალხის მხარეს, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. თორემ გაგვარუსებენ და სულ უფრო დაგვაბეჩავებენ, ნაწილობრივ დაბეჩავებულები ისედაც ვართ უკვე.
მთავარია. ივანიშვილი და მისი მოღალატე მთავრობა მოვიშოროთ, მერე ავირჩევთ იმას, ვინც გვინდა და გვექნება დემოკრატიული ქვეყანა.
თუ ამას შევძლებთ, ევროპაც მოტრიალდება ჩვენკენ“, – ამბობს ლერი პაპიძე.
“Despite Asset Freezes and Repressions, Georgian NGOs Will Continue Our Work,” – said representatives of civil society organizations whose accounts have been frozen by the authorities.
Today, seven civil society organizations held a joint briefing and stated:
“The asset freeze of seven independent organizations represents yet another illegal act by Ivanishvili’s government. It violates fundamental human rights and serves to sabotage the European integration process.
Today, the Georgian Prosecutor’s Office, within the framework of an absurd investigation, froze the bank accounts of 7 independent organizations that do Georgian work, serve Georgian citizens, and fight for Georgia’s European future. The grounds for the freeze are stated to be that we have been and are assisting mass-tortured people, prisoners of conscience, and fined citizens. The illegal ruling does not contain any factual justification. The judge based the decision solely on some blank quotes.
The adversaries of the Georgian people want us to no longer be able to protect the rights of children, women, people with disabilities, students, those illegally detained, workers, and the elderly; to no longer investigate and report on injustice, corruption, torture, and systemic violence; to no longer defend them in the ECtHR and other international courts. They want not only to sabotage future European integration, but also to deprive the Georgian people of the greatest good they have already gained – the right to visa-free travel.
We will not cease our work. Regardless of seizures, repressions, or threats, we will stubbornly continue our work as long as the Georgian people fight for justice and fairness every day. We will fight against authoritarian rules and Russian laws and use all legal mechanisms to prevent the opponents of the country’s democratic and European path, as enshrined in the Constitution, from achieving their goal. We will protect Georgia’s European path and continue to fight to save the visa-free travel and Georgia’s democratic future”.
The Tbilisi City Court granted the Prosecutor’s Office’s motion, freezing the bank accounts of seven CSOs.
According to the court’s decision, the following organizations’ accounts were frozen: the Civil Society Foundation, the International Society for Fair Elections and Democracy, the Institute for the Development of Freedom of Information, Democracy Defenders, the Georgian Democratic Initiative, Sapari, and the Social Justice Center.
The Prosecutor’s Office requested the court to freeze the accounts as part of an investigation for “sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, assistance to foreign organizations or organizations under foreign control in hostile activities, and mobilization of funds for activities against Georgia’s constitutional order and national security.”
Specifically, the Prosecutor’s Office requested the account freezes because, during the spring protests, the organizations had purchased protective gear for participants, including shields, goggles, masks, face coverings, pepper spray, and other items. They also assisted people with paying fines and supported detained individuals and their families.
The decision by Tbilisi City Court to freeze the bank accounts of seven civil society organizations has drawn sharp reactions from rights groups and public figures, who warn the move threatens Georgia’s democracy and relations with the EU.
According to Tamta Mikeladze, head of the civil society organization Social Justice Center, freezing the accounts of civil society organizations just before “the deadline on the EU visa liberalization issue” represents an escalation in relations with Brussels.
She explained that the account freezes effectively paralyze the organizations both institutionally and financially.
“Early this morning, we discovered that our accounts had been frozen. At first, we thought this had occurred as part of a procedure by the Anti-Corruption Bureau. However, we later learned from a public statement by the Prosecutor’s Office that the accounts of our organization and others had been frozen under the Office’s motion as part of an investigation into so-called sabotage. The accusation is so absurd that it probably doesn’t even need justification, though we will provide a more detailed response later.
At the same time, this decision practically means institutional and financial paralysis for our organizations. The Georgian Dream party wants to prevent us from continuing our support for citizens and social groups, to stop us from exposing their crimes and injustices, and to halt our efforts to build solidarity within society.
The decision to destroy civil society organizations just a few days before the visa liberalization deadline (August 31) practically represents an escalation in relations with Brussels by the Georgian Dream party and a complete sabotage of the process,” wrote Tamta Mikeladze on Facebook.
The women’s rights organization Sapari also has responded to the freezing of its bank accounts, declaring that it will continue the fight for truth and justice both in Georgia and internationally.
According to Sapari, it will carry on providing voluntary assistance to people for as long as it is able.
“On August 27, the Tbilisi City Court, acting on a request from the Prosecutor’s Office of Georgia, ordered the freezing of Sapari’s bank accounts.
For 24 years, Sapari has worked to advance the rights of women and girls, combat gender-based violence, and promote equality. During this time, we have provided support to thousands of women and children — helping them stop violence, seek justice, and, in many cases, simply survive. Our mission has always been to empower women socially, economically, and politically.
The allegations disseminated by the Prosecutor’s Office — that Sapari’s funds were used to organize violent acts or procure equipment — are entirely baseless and defamatory. No evidence has been presented to substantiate these claims.
This decision is yet another example of the increasing use of Russian-style repressions against Georgian civil society organizations, with the clear aim of silencing critical voices and dismantling the foundations of civic life.
Georgia’s democratic development and the safety of all those who defend freedom, justice, and the country’s independence are now under direct threat. Sapari remains committed to the fight for truth and justice, in Georgia and internationally. We call on the ruling Georgian Dream party to immediately lift the freeze on our accounts and to cease Russian-style repressions against its own citizens. We further urge the international community to respond to this unprecedented attack on civil society in Georgia.
To women and children who are victims of violence, we say: reach out to us if you need support in defending your rights, your health, or your life. We will continue to assist you voluntarily for as long as we are able, because Sapari is a team united around the principles of equality and human dignity — a community of freedom-loving, patriotic citizens,” – reads the statement.
The head of the Georgian think tank Civic Idea and former Defense Minister, Tina Khidasheli, has also commented on the decision to freeze the accounts of seven CSOs.
“In this utterly disgraceful statement [by the Prosecutor’s Office], it says that human rights NGOs should be punished because ‘their organizational and financial activities were fully directed toward… , covering the legal defense costs, and other personal or organizational expenses.’
In other words, once again, human rights organizations are to be prosecuted under charges of sabotage, and a judge has upheld this simply because they provided their beneficiaries with legal services and helped them resolve organizational issues.
Nothing else written in this statement matters — because the very fact that the Prosecutor’s Office could write this, and that a judge would endorse it, is a tragedy of such scale that not even in the Soviet Union, decades after the 1930s, had such a thing occurred,” wrote Tina Khidasheli.
Simon Janashia, representative of “Freedom Square” and an education expert, also responded to the freezing of 7 CSOs’ bank accounts. According to him, the Prosecutor’s Office freezing the accounts of human rights organizations means that in Georgia, defending human rights is now being punished.
“NGOs have been helping countless people protect themselves from the repressions of Georgian Dream.
Today, the ‘Dream’ Prosecutor’s Office froze the accounts of these organizations and opened cases that could lead to life imprisonment for their members.
To put it simply: when Giorgi Akhobadze and Tedo Abramov were framed with drugs and kept illegally in prison for eight months before being released due to ‘insufficient evidence,’ according to the ‘Dream’s’ logic, no one should have defended them—because apparently, that was sabotage against the state.
This means that in Georgia today, defending human rights is punished when those rights are being violated by the state.
Moreover, at a time when Georgia must submit a report on the state of democracy to ensure that visa-free travel is not suspended, relations with Europe are also placed under enormous threat.
This once again shows that members of Georgian Dream are ready to sacrifice everyone and everything—fine and imprison innocent people, sell out Georgia’s interests—just so that Bidzina Ivanishvili can cling to power forever.
We will not accept this!” – wrote Simon Janashia
The Tbilisi City Court granted the Prosecutor’s Office’s motion and ordered the freezing of the bank accounts of seven civil society organizations.
By the court’s decision, the accounts of the following organizations were frozen: the Civil Society Foundation, the International Society for Fair Elections and Democracy, the Institute for the Development of Freedom of Information, Defenders of Democracy, the Georgian Democratic Initiative, Sapari, and the Social Justice Center.
The Prosecutor’s Office petitioned the court for this measure within the framework of an ongoing investigation into “sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, assisting a foreign organization and organizations under foreign control in hostile activities, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and the foundations of national security.”
Specifically, prosecutors argued that during the spring protests, these organizations purchased gas masks, protective goggles, respirators, face coverings, pepper spray, and other equipment for demonstrators.
დღეს, 27 აგვისტოს, გენერალური პროკურატურის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, მოძრაობა “სოციალური დემოკრატიის“ წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სრულმასშტაბიან დევნას უწოდებს.
თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობოების განადგურების გადაწყვეტილება „პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა“ და ამ „პროცესის სრული საბოტაჟი“.
ვახუშტი მენაბდის განმარტებით, დღეს გაცხადებული დევნა „არ არის არც აგენტების და არც გრანტების კანონი, არც ფარა, ეს სამშობლოს ღალატის მუხლებია. სულ ცოტა, სამი უმძიმესი მუხლით მიდის გამოძიება. იცით ეს რას ნიშნავს? სასჯელები ასეთია: 7-15 წელი, 15-20 წელი, 10-20 წელი, უვადო.
რა მუხლებია ეს:
საბოტაჟი (მ. 318) – საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა (2-4 წელი); ამავე მიზნით ნაგებობის, ტექნიკის, განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება (5-10 წელი); იგივე ქმედება ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (10-20 წელი, უვადო).
უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მ. 319) – ასეთი დახმარება, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის 318-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები (7-15 წელი).
საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა (მ. 321 პრიმა): მატერიალური რესურსების შეგროვება იმის შეცნობით, რომ იგი შესაძლებელია გამოიყენონ [318 და 319 მუხლებით] გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩასადენად (6-10 წელი); იგივე ქმედება თუ ის ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან არაერთგზის (10-15 წელი); თუ ამ ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია (15-20 წელი).
თუ დავაკვირდებით რა ქმედებაში სდებს პროკურატურა ბრალს ამ 7 ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ვნახავთ, რომ ზემოთ ჩამოწერილი მუხლების ყველაზე მძიმე შემადგენლობებზეა საუბარი.
საჯარო განცხადებაში პროკურატურა წერს, რომ ეს ორგანიზაციები:
1. მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ;
2. უზრუნველყოფდნენ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ მფარველობას;
3. იყენებდნენ ფინანსებს სპეციალური აღჭურვილობის შესაძენად.
როგორც ჩანს, რეჟიმი ახალ საფეხურზე გადადის და ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა“.
__
დაყადაღებულია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.
ეს არასამთავრობოებია:
ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ალექსი ახვლედიანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს.
დღეს, 27 აგვისტოს, ალექსი ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა 6 ივლისის შემთხვევა ჟურნალისტებთან.
ახვლედიანის ვერსიით, 6 ივლისს, საღამოს 5 საათზე დაურეკა თორნიკე რიჟვაძემ და შესთავაზა მასთან სახლში, საგარეჯოში წასულიყვნენ. ახვლედიანი ამბობს, რომ ის და რიჟვაძე ახლო მეგობრები არიან და მას „მეოთხე შვილადაც“ მოიხსენიებდა.
ალექსი ახვლედიანის ვერსიით, საგარეჯოში 6 ივლისს იყო თორნიკე რიჟვაძე, თავად ახვლედიანი, ალექსი ახვლედიანის უმცროსი შვილი, ალექსი ახვლედიანის ორი მეგობარი და დამხმარე ქალი. მოგვიანებით საგარეჯოში ჩავიდა თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე და სიძე, დავით ბალაძე.
„იყო ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი, როგორც უნდა ყოფილიყო“, – თქვა ალექსი ახვლედიანმა.
ალექსი ახვლედიანის თქმით, როცა სუფრა დაიშალა, საგარეჯოს სახლში დარჩა თავად და თორნიკე რიჟვაძე. მან მიაცილა რიჟვაძე საძინებლამდე და თავად ტუალეტში შევიდა.
„ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი დავდე დატენვაზე და შევედი ტუალეტში. რამდენიმე წუთში მესმის ტელეფონის ზარი. გამოვედი, დავხედე, თორნიკე რეკავს. ავიღე ყურმილი, ხო ძმაო, გისმენ, გისმენ… ხმა არ გამცა, რა. მერე გავთიშე და გადავურეკე, ვიფიქრე, შეიძლება კავშირი არ არის. გადავურეკე და აღარ იღებდა და რომ არ იღებდა, გამოვედი ინსტინქტურად, რომ რა ხდება, რა და ნუ მერე…“ – გაიხსენა ალექსი ახვლედიანმა.
ალექსი ახვლედიანის თქმით, მას არ გაუგია გასროლის ხმა, როდესაც ოთახში შევიდა თორნიკე რიჟვაძე უგონო მდგომარეობაში დახვდა და შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანა.
ალექსი ახვლედიანმა დღეს, 27 აგვისტოს, ასევე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძის 6 ივლისამდელ გეგმებზე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძეს სურდა თანამდებობიდან წასვლა, რადგან ფიქრობდა, რომ „შვიდი წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ [აჭარაში] ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც“.
„მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ… ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა და ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, ნამდვილად ეს არ მიკითხავს და არ დამიზუსტებია. როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამოდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა, დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა,“ – თქვა ჟურნალისტებთან ალექსი ახვლედიანმა.
ახვლედიანის ინფორმაციით, მან ურჩია თორნიკე რიჟვაძეს, ბრიტანეთის ნაცვლად ჩეხეთში საქართველოს ელჩობა ეთხოვა პრემიერ-მინისტრისთვის.
„მე ვურჩევდი, რომ ეგება ეთხოვა პრემიერისთვის, რომ ბრიტანეთის მაგივრად წამოსულიყო ჩეხეთში ელჩად, იმიტომ, რომ იცით, მე საკმაოდ მჭიდრო კავშირები მაქვს. ორივეს ძალიან, თვითონ ჩეხეთის ქართველობაში ძალიან ბევრი სამეგობრო გვყავს, ბევრი ნაცნობი, ბევრი ახლობელი და გაცილებით გაუადვილდებოდა მას იქ, ვიდრე ბრიტანეთში და ჩვენც იმიტომ, რომ უფრო ახლოს იქნებოდა და უფრო რაღაცა. თორნიკემ ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა, რომ აუ, სამაგიეროდო, ბრიტანეთშიო, შვილები მიიღებენ ცოტა უფრო მაღალ კვალიფიციურ განათლებასო…“ – თქვა ალექსი ახვლედიანმა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორს ჟურნალისტებმა რიჟვაძის ახლანდელ მდგომარეობაზეც დაუსვეს შეკითხვა. ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ორთვიან სარეაბილიტაციო კურსს გადის და მასთან კონტაქტი მკაცრად შეზღუდულია. ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს მანამდე პრობლემა ჰქონდა თვალთან დაკავშირებით, რომელი პრობლემაც სტრესის ფონზე უფრო გაუარესდა.
„მასთან კომუნიკაცია არის საკმაოდ შეზღუდული ოჯახის წევრებისთვისაც კი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი, საკმაოდ ისეთი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება, ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არა აქვს. გუშინწინდელი ინფორმაციით, ალბათ კვირის ბოლოს, თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას,“ – თქვა ალექსი ახვლედიანმა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ივლისის დასაწყისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავდა დაკავებული თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე და სწორედ მამის მოსაძებნად ჩავიდა თორნიკე რიჟვაძე თბილისში.
ახვლედიანმა ასევე უარყო ინფორმაცია ინცინდენტში მამუკა მდინარაძის შესაძლო მონაწილეობაზე და თქვა, რომ ის არასდროს შეხვედრია მამუკა მდინარაძეს.
“ჩემდა სამწუხაროდ და მერე, როგორც ბატონი მამუკას ბიოგრაფია წავიკითხე, ჩვენ ერთ პერიოდში გვიმუშავია შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბატონი მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ და საერთოდ, აი, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი,” – თქვა ალექსი ახვლედიანმა.
ალექსი ახვლედიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
დღეს, 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
—————————–
7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უგონო მდგომარეობაში მყოფი, იარაღით დაჭრილი მიიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში. შსს-ს და პროკურატურის ვერსიით, თორნიკე რიჟვაძეს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.
იმავე დღეს დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც მოხდა ინციდენტი. გამოძიება ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებოდა. შსს-ს ვერსიით სწორედ ალექსი ახვლედიანის კუთვნილი იარაღით სცადა თვითმკვლელობა თორნიკე რიჟვაძემ.
ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე შემოდგომის სცენას, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 16 სექტემბრიდან იწყებს. ცნობილ და საყვარელ სპექტაკლებთან ერთად, მაყურებლებს პრემიერა „ვერაგობა და სიყვარული“ ელოდებათ.
თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ფასდაკლებით სარგებლობისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და VISA.
სპექტაკლი სიყვარულის წერილია იმ სამყაროზე, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის არსებობენ და შეხსენება იმისა, რამდენად მარტივად შეუძლია ბოროტებას წაგვართვას ყველაზე ძვირფასი: თავისუფლება და ბედნიერება, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ.
17, 21 სექტემბერი, 4 ოქტომბერი – „ცხვირი“
თქვენი სახელი? სტატუსი? გავლენა? და თუ ერთ დილას აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი სხვას გადაეცა – თქვენ ვინ იქნებით? იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრა – არამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა. შენთვის განკუთვნილ ადგილას. შენს სამუშაო მაგიდასთან. შენს ტანსაცმელში. მას შენი სახელი ჰქვია, მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს. რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის? რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?
18 სექტემბერი – ვერაგობა და სიყვარული – „პრემიერა“
არსებობს სიყვარული იქ, სადაც მაღალი ფენის წარმომადგენლები ვერაგობას საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებენ? სადაც სიყვარული იძულებულია დაემორჩილოს იერარქიას; სადაც სიყვარული ინსტრუმენტი ხდება; შეიძლება კი ამ ვითარებაში სიყვარულსა და ვერაგობას შორის ზღვარი არსებობდეს?
27 სექტემბერი – „TooTsie“
სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.
1 ოქტომბერი – „1921-1924“
სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ თაობებს წაართვა მომავალი, ოცნება, მთლიანად ცხოვრება და დიდი ხნით გამოუვალ, ტრაგიკულ მდგომარეობაში გამოკეტა.
5 ოქტომბერი – „ბენზინგასამართი სადგური“
როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით „ბენზინგასამართ სადგურზე“ აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი
„თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენელი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას ეხმიანება ფეისბუქზე. ის თქმით, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დაყადაღება პროკურატურის მიერ, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უკვე ისჯება ადამიანის უფლებების დაცვა.
დღეს, 27 აგვისტოს, პროკურატურამ დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების უფლებებს. არასამთავრობების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობოების განადგურების გადაწყვეტილება „პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა“ და ამ „პროცესის სრული საბოტაჟი“.
„არასამთავრობო ორგანიზაციები უამრავ ადამიანს ეხმარებოდნენ „ქართული ოცნების“ რეპრესიებისგან დასაცავად.
დღეს “ოცნების” პროკურატურამ ამ ორგანიზაციების ანგარიშები დააყადაღა და საქმეები აღძრა, რომლებიც ამ ორგანიზაციების წევრების უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მარტივად რომ ავხსნათ, გიორგი ახობაძეს და თედო აბრამოვს რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და 8 თვე ციხეში ჰყავდათ უკანონოდ, სანამ “არასაკმარისი მტკიცებულებების” გამო გაათავისუფლებდნენ, თურმე ისინი არავის არ უნდა დაეცვა, რადგან ოცნების “ლოგიკით” ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი ყოფილა.
ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ისჯება მაშინ, როდესაც ამ უფლებებს სახელმწიფო არღვევს.
დამატებით ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს უნდა წარედგინა ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გაჩერებულიყო, ევროპასთან ურთიერთობა ასევე უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დგება.
ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მზად არიან ყველა და ყველაფერი გაწირონ, უდანაშაულო ხალხი დააჯარიმონ და დააპატიმრონ, საქართველოს ინტერესები გაყიდონ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა სამუდამოდ შეინარჩუნოს ხელისუფლება.
არ შევეგუებით!“ – წერს სიმონ ჯანაშია.
დღეს, 27 აგვისტოს, პროკურატურამ დააყადაღა 7 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციების დაყადაღების საფუძველი გახდა ის, რომ ისინი „აქციებისთვის ყიდულობდნენ სათვალეებს, პირბადეებს“.
არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას, „ქართული ოცნების“ რეპრესიების წინააღმდეგ.
The Tbilisi City Court granted the Prosecutor’s Office’s motion and ordered the freezing of the bank accounts of seven civil society organizations.
By the court’s decision, the accounts of the following organizations were frozen: the Civil Society Foundation, the International Society for Fair Elections and Democracy, the Institute for the Development of Freedom of Information, Democracy Defenders, the Georgian Democratic Initiative, Sapari, and the Social Justice Center.
The Prosecutor’s Office petitioned the court for this measure within the framework of an ongoing investigation into “sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, assisting a foreign organization and organizations under foreign control in hostile activities, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and the foundations of national security.”
Specifically, prosecutors argued that during the spring protests, these organizations purchased gas masks, protective goggles, respirators, face coverings, pepper spray, and other equipment for demonstrators.
“The Tbilisi City Court has granted the Prosecutor’s Office’s motion to freeze the bank accounts of several non-governmental organizations, within the framework of an ongoing investigation into acts of sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, assisting foreign organizations and entities under foreign control in hostile activities, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and the foundations of national security.
According to the investigation, during 2024, protest rallies were held in front of the Parliament of Georgia and at various locations across the country. Within a short period, these rallies took on a violent character and exceeded the boundaries set by law. Parallel to the ongoing protests, calls by opposition party leaders and certain NGO leaders for mass disobedience and nationwide resistance gradually escalated the rallies into confrontations with police forces, which the investigation found to be organized and deliberate. As a result, violent groups injured dozens of law enforcement officers. Protesters used pyrotechnics, flammable and incendiary substances, including so-called “Molotov cocktails.” Violent groups set fire to the Parliament building, causing significant damage to the legislature. They also set fire to police vehicles and destroyed state and private property on Rustaveli Avenue.
To carry out violent actions against law enforcement effectively, certain protest participants were equipped with gas masks, helmets, face masks, respirators, protective goggles, batons, and other items. Protesters were also repeatedly observed using pepper spray and similar means against police officers.
The investigation determined that the coordinated equipping of protest participants with such special means was financed, in part, by NGOs. Specifically, targeted funds of the Civil Society Foundation, the International Society for Fair Elections and Democracy, the Institute for the Development of Freedom of Information, Defenders of Democracy, the Georgian Democratic Initiative, Sapari, and the Social Justice Center were used to purchase items such as gas masks, protective goggles, respirators, face masks, pepper spray, and other means actively used by protesters during violent clashes with police.
The leaders of these organizations openly called on the public to engage in disobedience and resistance. At the same time, their organizational and financial activities were fully directed toward providing financial protection for individuals involved in violent actions and their family members. This included covering fines, legal defense costs, and other personal or organizational expenses for offenders. The purpose of these actions was twofold: to encourage participation in unlawful activities, and to shield those already engaged in such actions. Ultimately, this coordinated activity aimed to weaken law enforcement agencies and disrupt their normal functioning.
Since the activities of these NGOs went beyond their charter-defined goals and a significant portion of their funding was used to finance unlawful activities, on August 27 the court ordered the freezing of their bank accounts, thereby restricting the further misuse of funds.
The public will be periodically informed about the progress and results of the investigation,” – reads the statement by The Prosecution Service of Georgia.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც საკრებულო მორიგ სხდომას 2025 წლის 29 აგვისტოს ჩაატარებს. 29 აგვისტო „ოცნების“ მთავრობამ უქმე დღედ ისე გამოაცხადა, მიზეზი არ დაუკონკრეტებია. საკრებულოს კი, ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე, სხდომის ჩატარება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.
დადგენილებაში, რომელსაც ხელს „ოცნების პრემიერი“ აწერს, აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავად განსაზღვრავს, ვის მიმართ არ გავრცელდეს ეს დადგენილება იმ შემთხვევაში, „თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“.
ბათუმის საკრებულოს ბრძანების მიხედვით, რომ არა „გადაუდებელი აუცილებლობა“, საკრებულო 29 აგვისტოს სხდომას არ ჩაატარებდა. თუმცა, ვინაიდან აგვისტოში არცერთი სხდომა არ ჩატარებულა, ამასთან 30-31 აგვისტო შაბათ-კვირაა, ხოლო „კანონმდებლობით სავალდებულოა თვეში ერთი სხდომის ჩატარება, პროცედურული თვალსაზრისით არსებობს 29 აგვისტოს სხდომის ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა“, – წერია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.
„2025 წლის 29 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადების მიუხედავდ, ჩატარებულ იქნეს საკრებულოს მორიგი [დაგეგმილი/მოწვეული] სხდომა 2025 წლის 29 აგვისტოს არასამუშაო პერიოდში [არასამუშაო საათებში]… არასამუშაო დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ ეცნობოს საკრებულოს წევრებს“, – წერია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.
სხდომა 29 აგვისტოს დღის 11:00 საათზე იყო ჩანიშნული.
ამ სხდომაზე საკრებულო რამდენიმე საკითხს განიხილავს. მათ შორის გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭებისა და ქალაქის ქონების აჭარისთვის გადაცემის საკითხებს.
ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ქალაქის მერიის გამწვანების სამსახური მრავალწლოვან ბუჩქებს ჭრის და თხრის. ტროტუარის გასწვრივ გაზონებში მხოლოდ ხეებს ტოვებენ.
„მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ეს ბუჩქები გადაზრდილი იყო, ამასთან დაზიანებული და დაავადებულიც. შესაბამისად, არც ვიზუალი იყო მისაღები, განსაკუთრებით დიდთოვლობის შემდეგ, ამიტომ გაზონში მათ ნაცვლად უახლოეს პერიოდში იგეგმება კორდის დაგება. რაც შეეხება ხეებს, ყველა დარჩება ადგილზე. ეს ბუჩქები ყველა ჩვენს სანერგეშია გამოყვანილი“, – გვითხრეს მერიის გამწვანების სამსახურში.
გამწვანების სამსახურში ასევე თქვეს, რომ ბუჩქების ნაწილს ისევ სანერგეში გადაიტანენ და მათი „უმრავლესობა გადარჩება“. თუმცა, ბუჩქებს ისე ჩეხავენ და თხრიან, რომ საეჭვოა ისინი გადასარგავად გადაჰქონდეთ.
ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე ბუჩქებს ჭრიან და თხრიან / 27.08.2025
ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე ბუჩქებს ჭრიან და თხრიან / 27.08.2025
დღეს, 27 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს.
ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ნოემბერ-დეკემბრის აქციის მონაწილეებისთვის ჯარიმების გადახდას, დამცავ სათვალეების, სპეციალური აირწინაღების, პირბადეებისა თუ სხვა საშუალებების შეძენასა და დარიგებას ედავებიან.
დაყადაღებულია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.
ეს არასამთავრობოებია:
ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“
ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
ა(ა)იპ „საფარი“
ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
პროკურატურა არასამთავრობოებთან მიმართებაში იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „მტრული საქმიანობა“, „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა“.
პროკურატურა წერს: ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა, მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე, საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან, დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა“.
გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით“.
პროკურატურა ირწმუნება, რომ „აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად.
ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა არაერთი რეპრესიული კანონი, რაც მძლავრი ბერკეტია არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დევნისთვის. ევროკავშირი „ოცნებას“ ამ კანონების გაუქმებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.