გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
- დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო
- ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 23– 28გრადუსი სითბო
- ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 31 აგვისტოს და პირველ სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.






