უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის თქმით, „ვიქტორ ორბანის ოლიგარქებს“ თანხები საზღვარგარეთ გადააქვთ. ის მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ მათ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცენ.
„ვიქტორ ორბანის ოლიგარქები ათობით მილიარდებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აშშ-ში, ურუგვაისა და სხვა შორეულ ქვეყნებში რიცხავენ.
მე ვიცი, რომ ეროვნულმა საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე, ანტალ როგანის გარემოცვის რამდენიმე დიდი ოდენობით თანხის ტრანზაქცია შეაჩერა. ეროვნული საგადასახადო და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაყინონ მოპარული ფული“, – ამბობს პეტერ მადიარი ვიდეოგამოსვლაში, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.
მადიარი ამავე ვიდეოში მოუწოდებს ეროვნული საგადასახადო და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელს, რომ დააკავონ დამნაშავეები, რომლებიც ათასობით მილიარდი ფორინტის ზიანს აყენებენ უნგრელ ხალხს.
მადიარის თქმით, „ორბანის მაფიოზებმა“ ტელეკომპანია TV2-სა და სხვა მედიასაშუალებების თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვა დაიწყეს.
„ადგილობრივ და უცხოელ პატიოსან ინვესტორებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მაფიის აქტივების მიღებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უნგრეთის ეროვნული აქტივების აღდგენისა და დაცვის ოფისის წინაშე აღმოჩნდნენ“, – ამბობს პეტერ მადიარი.
ამავე ვიდეოში მადიარი საუბრობს რამდენიმე ოლიგარქზე, რომლებმაც შვილები გამოიყვანეს სკოლებიდან და ოჯახებთან ერთად ქვეყნის დატოვებას გეგმავენ.
27 აპრილს, ბათუმში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და მშობლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქცია ბათუმში 17:00 საათზე დაიწყება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ.
სიცოცხლის უფლება ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხელშეუხებელი უფლებაა, რომელსაც იცავს კანონი.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციას მართავენ თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის ეზოში.
ასე ათევენ მშობლები ღამეებს კანცელარიის ეზოში, შვილების გადასარჩენად.
მშობლები ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეებს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად წამლის თანხები გამოყოს ბიუჯეტიდან და ბავშვებს მათი სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტები შემოუტანოს უცხოეთიდან, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.
როგორც მშობლები აცხადებენ, ჯანდაცვის მინისტრთან წამლების შემოტანაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.
მშობლები არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას მანამ, სანამ სახელმწიფო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და არ შემოიტანს ბავშვებისთვის წამალს. კანცელარიის ეზოში შეკრებილ მშობლებს პოლიცია არც კარვის გაშლის უფლებას აძლევს და არც პუფების შეტანის უფლება მისცა.
დღეს, 26 აპრილს, პოლიციას ასევე ჰქონდა მცდელობა, რომ პლედებიც წაერთმია მშობლებისთვის, თუმცა მოგვიანებით, მშობლებმა, კანცელარიის ეზოში პლედები შეტანა მოახერხეს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომლის მკურნალობა 4 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს. ამერიკასა და ევროპაში ამ დაავადების მკურნალობის რამდენიმე თერაპია უკვე დამტკიცებული, მათ შორის მედიკამენტური. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ბავშვების სიცოცხლეს.
საქართველოში, დაახლოებით ასამდე ბავშვს აქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, რამდენიმე ბავშვი უკვე გარდაიცვალა მედიკამენტის არქონის გამო.
________________
მთავარი ფოტო: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები წამალს ითხოვენ.
ბათუმის ბულვარში, „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტზე მომხდარი აფეთქების გამო, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
„ბათუმელები“ დავუკავშირდით შრომის უსაფრთხოების სამსახურსაც, სადაც ვიკითხეთ, რამ გამოიწვია აფეთქება „ამბასადორი ბათუმში“, რატომ არ იყო შრომის უსაფრთხოება დაცული და რა მდგომარეობაა ახლა ადგილზე.
როგორც შრომის უსაფრთხოების სამსახურში გვითხრეს, აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათი სამსახური შესულია ობიექტზე. „სანამ საბოლოო დასკვნა არ გვექნება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ“, – გვითხრეს პრესსამსახურში.
„მოკვლევა დაწყებულია შრომის ინსპექციის მიერ, თუმცა არ არის საბოლოო დასკვნა ჯერ მზად იმიტომ, რომ რაღაც პროცედურები კიდევ მიმდინარეობს. შესაძლოა იყოს სახანძრო უსაფრთხოების ამბავიც. უფრო კონკრეტული დეტალები ცნობილი გახდება დასკვნის შემდეგ“, – განაცხადეს აღნიშნულ უწყებაში.
ამ ეტაპზე არც იმ კომპანიას ასახელებენ, რომელიც აწარმოებდა ტექნიკურ სამუშაოებს ობიექტზე.
შრომის ინსპექციის საბოლოო დასკვნა, როგორც გვითხრეს, დაახლოებით 2 კვირაში უნდა დასრულდეს.
ძლიერი აფეთქება „ამბასადორი ბათუმში“ 23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მოხდა, რასაც მოჰყვა დაკვამლიანება. აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი დასაქმებული, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა.
იმ დღეს ითქვა, რომ დაშავებული პირი შემდუღებელ სამუშაოებს აწარმოებდა, რის შემდეგაც გაზის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მშენებარე სასტუმროს აივანიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით და დილის საათებში ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, პოსტოპერაციული მოვლისა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა.
დაგეგმილია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია, პოსტოპერაციული მოვლა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 3 მაისს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება. მომსახურების გაწევის ვადაა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდი.
სხვა პირობებთან ერთად, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:
„საჭირო პროცედურების ჩატარების შემდგომ ძაღლის პატრონისთვის გადაცემა.
სტერილიზაცია უნდა განახორციელოს მხოლოდ სერტიფიცირებულმა ვეტერინარმა, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო სერტიფიკატი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიმართულებით.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, იმ ლოკაციების განსაზღვრა, სადაც განხორციელდება მომსახურება. თუ აღნიშნულ ლოკაციებზე, არ არის ვეტერინარული დაწესებულება, ამ ლოკაციაზე მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს თანხმობით.
სტერილიზაცია უნდა განხორციელდეს სტერილურ პირობებში, ჰუმანური მეთოდით – ძაღლისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, ტკივილის მართვით [ანესთეზია, ანალგეზია], რა დროსაც გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შენახვისას დაცული უნდა იქნეს მათი უსაფრთხოება და შენახული იქნეს სეიფში.
სტერილიზაციის შემდეგ ძაღლის პატრონისთვის გადაცემა უნდა მოხდეს პოსტოპერაციული რეაბილიტაციის უზრუნველყოფის შემდეგ „შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით.
სტერილიზაცია დაუშვებელია, თუ ძაღლის ინდივიდუალური კლინიკური შეფასების საფუძველზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია და სიცოცხლისთვის შეუთავსებელია სტერილიზაციის პროცესში ანესთეზიის/ანალგეზიის გამოყენება და ტკივილის მართვა და აღნიშნულის თაობაზე არსებობს ვეტერინარის დასკვნა.
მიმწოდებელი ვალდებულია სტერილიზაცია განახორციელოს მუნიციპალიტეტების მიხედვით, სააგენტოს მიერ განსაზღვრული შემდეგი საორიენტაციო გეგმის შესაბამისად:
აჭარის მუნიციპალიტეტებში 2026 წლის ბოლომდე 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება
იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ჩიპირებით, რომელსაც მიმწოდებელს გადასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია მომსახურების განხორციელების პროცესში წარმოშობილ რისკ ფაქტორებზე.“
ამასთან, ტენდერის პირობების მიხედვით, „მიმწოდებელმა, მის მიერ იდენტიფიცირებული ძაღლის შესახებ ინფორმაცია უნდა დაარეგისტრიროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელზე წვდომასაც უზრუნველყოფს სააგენტო.
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველს წარუდგინოს ყველა მუნიციპალიტეტში იმ კონკრეტული ლოკაციის შესახებ ინფორმაცია, სადაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება.
პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული ვეტერინარი/ები, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო სერტიფიკატი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიმართულებით.
პრეტენდენტი, სატენდერო წინადადებების მიღების დღისთვის, უნდა იყოს ეკონიმიკურ საქმიანობათა რეესტრში, ასევე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის რეესტრში რეგისტრირებული ვეტერინარული დაწესებულება.“
სურსათის ეროვნული სააგენტო სხვა პროგრამებსაც ახორციელებს, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს ეხება. ამ კუთხით სააგენტოს საქმიანობას პროტესტი მოჰყვა ცხოველთა უფლებების დამცველების მხრიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 325 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 892 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 24 463 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 40 711 ერთეული [+76]
MLRS – 1 753 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 354 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 258 091 ერთეული [+2 229]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 579 ერთეული [+30]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 91 582 ერთეული [+160]
სპეცტექნიკა – 4 136 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
დღეს, 25 აპრილს, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენლებმა ბათუმში ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობას შეხვდებიან.
„შემოვივლით მთელ აჭარას, რათა შევხვდეთ რაც შეიძლება მეტ თანამოქალაქეს და მოვისმინოთ მათი გულისტკივილი და სურვილები, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ვაქციოთ პოლიტიკურ სამოქმედო გეგმად. იმისთვის, რომ მთელი ეს მხარე გამოვიყვანოთ იმ პოლიტიკური ჭაობიდან და იზოლაციიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ეს ქვეყანა შეიყვანა.
ვხედავთ, რომ უმაღლეს თანამდებობებზე აბრუნებენ ისევ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ აქ. „ქართულ ოცნებას“ ახალი გვერდით აღარავინ დაუდგება, რადგან ამ პარტიას, ყველა – საკუთარი თანამოაზრეებიც მიჰყავს უფსკრულისკენ და მას არ გააჩნია არც ცოდნა, არც უნარი და არც მონდომება იმისთვის, რომ დაძლიოს ეს დიდი პრობლემები. მოსახლეობას უძვირდება ცხოვრება, ამას ემატება ის უსამართლობა, რომელიც ყველგან ტრიალებს“-ამბობს პარტიის წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე.
მისი თქმით, ხალხმა უნდა ჩამოაცილოს ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ კეთილსინდისიერი ადამიანები.
„მათ ადგილზე უნდა მოვიდნენ პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც კერძო სიკეთისთვის კი არ ენდომებათ თანამდებობები, არამედ საზოგადო სიკეთისთვის“-ამბობს ლევან ცუცქირიძე.
აზა გაბუნია, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი აჭარაში მიიჩნევს, რომ ბათუმისთვის ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ კერძო კომპანიები ზღვას მიწად ირეგისტრირებენ. „როგორც ვიცით 43 ჰ ზღვა დაარეგისტრირეს მიწად, ასევე გონიოშიც 9 ჰ ზღვა დაარეგისტრირეს მიწად, მაშიბ როცა ბათუმს ნაგავსაყრელის სერიოზული პრობლემა აქვს და ამას არავის აგვარებს.
გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ბათუმის საკრებულოს წევრების ტენდერებით მოგებულ პროექტებს, რომელსაც ისე აკეთებენ, რომ ერთ კვირაში ქუჩა ვარდება და მოქალაქეების ავტომანქანებიც ხვდება ამ ჩავარდნილ გზებში, ვხედავთ ბულვარის დემონტაჟს, რომელიც ბულვარის განაშენიანების გეგმის სახელით მიმდინარეობს და მცირე და საშუალო ბიზნესი როგორი წნევის ქვეშ არის ბათუმში.
ასევე ვხედავთ კორუფციის უდიდეს პრობლემას აჭარაში“-ამბობს აზა გაბუნია.
„თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ხვალიდან შეხვედრებს გამართავენ აჭარის მუნიციპლაიტეტებში მცხოვრებ ადამიანებთან და შეხვედრების დასრულების შემდეგ, 2 მაისს, სასტუმრო „ამბასადორში“ შემაჯამებენ ბრიფინგს გამართავენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 324 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 892 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 24 458 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 40 635 ერთეული [+29]
MLRS – 1 753 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 353 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 255 862 ერთეული [+1 257]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 549 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 91 422 ერთეული [+166]
სპეცტექნიკა – 4 136 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„საუბარია 3-5 კაციანი შეღწევის ჯგუფის პოზიციების დაკავებაზე ტყის საფარში, რაც მოახერხეს რობოტიზებულმა სისტემებმა. ეს უკვე ისტორიაში შევა,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, როგორ აჰყავთ უკვე უკრაინელებს ტყვეები რობოტების გამოყენებით.
სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივას იბრუნებს, თუმცა კონტრშეტევისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის.
რუსები კი, უკვე მეხუთედ აცხადებენ, ლუგანსკი აღებაზე.
„არ ცხრება კონსტანტინოვკაზე რუსების შეტევის მცდელობები. სამი მხრიდან უტევენ კონსტანტინოვკას: აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან… გერასიმოვი ჩასულია ადგილზე და უშუალოდ ახორციელებს რუსების შეიარაღებული ძალების კონსტანტინოვკასთან არსებული დაჯგუფების ინსპექტირებას. ჯერჯერობით წარმატება არ აქვთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი და ტუაფსეზეც გვიყვება, უკრაინელებმა ისე დაარტყეს, ფაქტობრივად ნავთობის წვიმა მოდის ახლა ქალაქშიო.
„ტუაფსე უკვე მეხუთე დღეა იწვის. ტუაფსე არის ძალიან დიდი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობშენახვის რაიონი… ნავთობის ჭვარტლი ყველაფერს ედება. ადამიანები სუნთქავენ ამ ყველაფერს. საინტერესოა, რომ არ იღებს ზომებს პუტინი, მაგალითად, მოსახლეობის ევაკუაცია, ან ზომები ეკოლოგიასთან დაკავშირებით. რუსებს ფაქტობრივად მიტოვებული ჰყავთ ეს მოსახლეობა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.
რა იცვლება ფრონტის ხაზზე? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, რა სიახლე გვაქვს უკრაინის ფრონტის ხაზზე?
დიდი სიახლეები არ არის. სირსკი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე უკრაინა იბრუნებს გარკვეულ ინიციატივას. ცალკეულ მონაკვეთებზეა საუბარი და, ძირითადად, ზაპოროჟიეს ეხება, მაგრამ ეს რეალობაა. საინტერესოა ისიც, რომ არ ცხრება კონსტანტინოვკაზე რუსების შეტევის მცდელობები. სამი მხრიდან უტევენ კონსტანტინოვკას: აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან.
საინტერესოა ისიც, რომ გერასიმოვი ჩასულია ადგილზე და უშუალოდ ახორციელებს რუსების შეიარაღებული ძალების კონსტანტინოვკასთან არსებული დაჯგუფების ინსპექტირებას. წელზე მეტია რუსეთი უტევს ამ დასახლებულ პუნქტს, ფაქტობრივად, მიწასთან გასწორებულია ქალაქი. უკრაინელებმა ის გადააქციეს ძლიერ თავდაცვით რაიონად.
რუსები ახორციელებენ მასიურად საავიაციო დარტყმებს, სამ ტონიან ბომბებს ყრიან, დამანგრეველია. რუსებს უნდათ, კონსტანტინოვკა გადააქციონ ახალ ავდეევკად, რომელიც მიწასთან იყო გასწორებული, უნდათ, ახალი მთვარის ლანდშაფტი შექმნან, რომ იქ უკრაინელებს არ დაედგომებოდეთ, მაგრამ ჯერჯერობით წარმატება არ აქვთ.
რუსებს კონსტანტინოვკა სჭირდებათ იმიტომ, რომ მერე გავიდნენ დრუჟკივკაზე და მიუახლოვდნენ მაქსიმალურად დონბასში სამხრეთიდან მთავარ თავდაცვის რაიონს.
უკრაინელებმა გაააქტიურეს დარტყმები დრონების გამოყენებით, ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. ტუაფსე უკვე მეხუთე დღეა იწვის. ტუაფსე არის ძალიან დიდი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობშენახვის რაიონი. წარმოიდგინეთ, კვამლი აღწევს სოჭსა და სტავროპოლის მხარემდეც კი. ამ წელიწადს მეორედ ჰქონდათ ასეთი მასიური დარტყმა. ცეცხლის 11 კერაა ტუაფსეში.
ესეც დრონებით შეძლეს უკრაინელებმა?
არა მარტო დრონებით, აქ იყო კომბინირებული სხვადასხვა საშუალება. პირველად ტუაფსეს დაარტყა გრძელმა „ნეპტუნმა“, რაც იყო პირველი საბრძოლო დავალების წარმატებული შესრულება. ბოლოს კი, დარტყმა იყო კომბინირებულად, მათ შორის, დრონებით. უკრაინელები არ აძლევენ რუსებს ცეცხლის ჩაქრობის საშუალებას. ფაქტობრივად, ტუაფსე არის ეკოლოგიური საფრთხის წინაშე.
ახლა YouTube-ზე გამოჩნდა ტუაფსეს მოსახლეობა მიმართავს უკრაინელებს, ჩვენ რატომ გვესვრით, მშვიდობიანი მოსახლეობა ვართო. სინდისსა და ნამუსზე ზოგადად ლოგიკა რუსეთში ძალიან ჭირს ხოლმე: უკრაინამ დაიწყო ეს ომი?
რამდენად მნიშვნელოვანია ტუაფსეს ეს ზარალი და რა მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს ამას?
დიახ, ზარალი დიდია და ჯერ კიდევ არა არის დადგენილი. ნავთობის წვიმა მოდის ქალაქში ფაქტობრივად. ნავთობის ჭვარტლი ყველაფერს ედება. ადამიანები სუნთქავენ ამ ყველაფერს. საინტერესოა, რომ არ იღებს ზომებს პუტინი, მაგალითად, მოსახლეობის ევაკუაცია, ან ზომები ეკოლოგიასთან დაკავშირებით. რუსებს მიტოვებული ჰყავთ ეს მოსახლეობა.
ინტერნეტი რომ არ იყოს, ვერც ვერავინ გაიგებდა რუსეთში, რომ ტუაფსეში ასეთი ამბავია.
გერასიმოვი ახსენეთ თქვენ და უკვე მეხუთედ გამოუცხადებია ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება. ეს რას აჩვენებს?
გაუჭირდებოდა თუ რა გერასიმოვს ამის გამოცხადება – კონსტანტინოვკა რამდენჯერ გამოაცხადა აღებულად?
ლუგანსკი ფაქტობრივად 98 % აღებული ჰქონდათ რუსებს და ძალიან მცირე ნაწილი იყო დარჩენილი და რამდენჯერმე გამოაცხადეს დიდ გამარჯვებად. რაღაც წარმატება ხომ უნდა თქვან, როცა 1521-ე დღეა ომი მიმდინარეობს?
უკვე ყველა ხვდება, რომ უკრაინას გააჩნია შესაძლებლობა, ყირიმის ხიდი გაანადგუროს. ჯერჯერობით აწყობთ კიდეც ამ ხიდის არსებობა: ყირიმის ხიდი იზიდავს თავის თავზე რუსების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ყველაფერი აქ კონცენტრირდება და ამით ეხსნება სხვა მიმართულებები უკრაინას დრონებით სამოქმედოდ. საკითხი არ დგას ამგვარად: ამ ხიდს გაანადგურებენ თუ ვერ გაანადგურებენ უკრაინელები, არამედ როდის გაანადგურებენ. ელოდებიან ალბათ საჭირო მომენტს და შესაფერის დროს.
რა მომენტი შეიძლება იყოს ყველაზე ხელსაყრელი უკრაინელებისთვის?
არ ვიცი. შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ტვირთის გადაზიდვის მომენტი, რაც რუსებმა დღეს შეაჩერეს და ცდილობენ, სახმელეთო გზით გაატარონ ეს ტვირთები. რუსები ცდილობენ, ხიდზე სამხედრო ტვირთები აღარ გაატარონ. სულაც შეიძლება, ეს იყოს კონტრშეტევის წინა პერიოდი.
რუსები ისევ ემზადებიან ახალი ეტაპისთვის და მასშტაბური ოპერაციისთვის, თუ მხოლოდ უპილოტოებით გრძელდება უკრაინაზე პერმანენტული თავდასხმები?უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 107 უპილოტო საფრენი აპარატით და 2 ბალისტიკური რაკეტით. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 24 აპრილის მონაცემებით, დაიღუპა 2 და დაშავდა 14 ადამიანი.
ეს არ არის ყველაზე დიდი შეტევა. ჩვენ 500 და მეტი დრონით შეტევაც გვახსოვს. ფაქტია, რომ გამწარებული რუსები ურტყამენ და ურტყამენ განსაკუთრებით ოდესას, ახლოსაა მიღწევადობის თვალსაზრისით და ანადგურებენ ქალაქს, როცა მთელი რუსული სუბკულტურა ამ ქალაქზე იდგა: სერიალებით დაწყებული, ანეკდოტებით დამთავრებული. რუსებისთვის დამახასიათებელია ეს მიდგომა: თუ ჩვენ არა, მაშინ არც თქვენ და უბრალოდ ანადგურებენ ქალაქს.
ამის საპასუხოდ უკრაინელებმა კიდევ ორი რუსული ხომალდი გაუნადგურეს რუსებს: დიდი სადესანტო ხომალდი „იამალი“ და „ფროლიოვი“. ზარალი დაახლოებით 150 მლნ დოლარია.
რა მოცემულობა აქვთ ამჯერად რუსებს საზღვაო თვალსაზრისით?
სადღაც 30%-მდე განადგურებულია. ფაქტობრივად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უმოქმედოა. შეიძლება, ეპიზოდურად გავიდეს რომელიღაც რაკეტის მატარებელი ხომალდი, გაუშვას რაკეტები და ეგაა.
მე მაინც მგონია, რომ რუსები ემზადებიან საზაფხულო კამპანიისთვის. საგაზაფხულო აღარ ეთქმის – ეს ვერ მოახერხეს.
სამი რამ დარჩა რუსეთს, რაც არ გამოუყენებია ამ დაპირისპირებაში: ბირთვული იარაღი, სრული მობილიზაცია და ბელარუსის ჩართვა ომში. დანარჩენი რუსეთმა ყველაფერი გამოიყენა. ამ ჩამოთვლილთაგან კი, ძალიან მეეჭვება, ბელარუსის იძულების და ომში ჩათრევის გარდა, რუსეთმა რამე შეძლოს.
მე ისევ ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე რუსეთი მოაწერს ხელს ცეცხლის შეწყვეტას. ეს არ იქნება ომის შეწყვეტა. მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი.
ამასობაში, უკრაინელებმა დაასრულეს საარმიო კორპუსულ სისტემაზე გადასვლის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს სისტემის მართვის რგოლის ჩამოყალიბებას, კორპუსების დაკომპლექტებას. საარმიო კორპუსების შტაბების დაკომპლექტება დასრულებულია. ახლა უკვე დანაყოფების დაკომპლექტებასა და გაერთიანებაზე მიდის მუშაობა. ეს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი განვითარებაა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება.
ასევე, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ეს „Front Strike“, „Middle Strike“ და „Deep Strike“. „Front Strike“ტაქტიკური დარტყმებია ტაქტიკურ სიღრმეზე. „Middle Strike“არის ოპერატიულ-ტაქტიკურ სიღრმეზე დარტყმები და „Deep Strike“ არის ოპერატიულ სიღრმეზე დარტყმები.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია „შუალედური დარტყმა“ და რატომ: უკრაინელებმა შეძლეს და გაზარდეს დარტყმის ტაქტიკური სიღრმე, „სიკვდილის ზონა 10-დან 15/20 კმ. ასევე, ოპერატიული დარტყმებით 300-დან 1000 კილომეტრამდე აღწევენ უკვე დარტყმებით.
შუალედური რგოლი ნაკლებად იყო განვითარებული და შესაბამისად, ოპერატიულ-ტაქტიკური სიღრმეები აუთვისებელი იყო. ამ ტერიტორიაზე ათავსებდნენ რუსები ბრძოლის მარაგებს. საბჭოთა სისტემების მსგავსად, რუსები 10-12 დღის მარაგს აგროვებენ ე.წ. კორპუსის ზურგის საველე საწყობებში, 35-60 კმ-ის სიღრმეში, არმიის საწყობებში კი, 15-30 დღის მარაგები გროვდება 100-150 კმ სიღრმემდე სტაციონარულ საცავებში. მიწოდება ხდება ეშელონირებულად, რომ ერთდროულად არ განადგურდეს ეს ყველაფერი. ზუსტად ეს შუალედური ეშელონი იყო დარტყმებისგან მოცილებული.
უკრაინელები ტექნოლოგიურად ძლიერდებიან. უკვე იმდენი დრონი აქვთ, ჩამოთვლას აზრი არ აქვს, ასევე, „შტორმ შედოუ“ და „სკალპი“ – ფრანგული და ბრიტანული რაკეტები ამ სიღრმეებზე ძალიან აქტიურად მოქმედებს. 90 მილიარდი ევროს ფარგლებში, რაც უკრაინას ახლა დაუმტკიცდა, უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება და მათ შეიარაღებაში „ტაურუსებსაც“ ველი.
ბოლო ცნობების თანახმად, უკრაინა საკმაოდ აქტიურად იყენებს საბრძოლო რობოტებს. ზელენსკის ოფისი ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ „დრონების რაოდენობის გაზრდა ფუნდამენტურად აღარ წყვეტს პრობლემას“, მაგრამ უკრაინა ოკუპანტებისთვის ტექნოლოგიურ სიურპრიზს ამზადებს. „შემდეგი ეტაპი ხელოვნური ინტელექტის სრული ინტეგრაციაა“ – თქვა მან. რა არის ცნობილი რობოტების გამოყენებაზე?
ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ გამოიყენეს სახმელეთო, რობოტიზებული კომპლექსი საჰაერო დრონებთან ერთად და ამის საშუალებით აიყვანეს ტყვეები, ანუ სუფთა რობოტიზებული შეტევით დაიკავეს ტერიტორია და აიყვანეს ტყვეები.
არა მგონია, საუბარი იყოს თავდაცვითი ზღუდის გარღვევაზე. საუბარია ალბათ იმ 3-5 კაციანი შეღწევის ჯგუფის პოზიციების დაკავებაზე, სადღაც ტყის საფარში, რაც მოახერხეს რობოტიზებულმა სისტემებმა. ეს უკვე ისტორიაში შევა.
ასევე, ისტორიაში შევა ის, რომ პირველად საზღვაო დრონმა ჩამოაგდო შაჰედი, ანუ უპილოტო საზღვაო აპარატმა ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი.
დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჰაერო უპილოტო საფრენ აპარატებში და ნოვატორი ამ საკითხში უკრაინა ვერ იქნება. ამას დიდი ხანია იყენებს ისრაელი, ამერიკა და გერმანიაც. შეიძლება, საუბარი იყოს მცირე ზომის იაფ დრონებზე, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობით აწარმოებს უკრაინა – ფაქტობრივად, დრონებს 30%-ით უფრო მეტს აწარმოებს უკრაინა, ვიდრე რუსეთი და იყენებს საბრძოლო ველზე, ანუ სამჯერ მეტს იყენებს, ვიდრე რუსეთი.
ამას დაუმატეთ ისიც, რომ „სტარლინკი“ გამორთულია და ეს დაზვერვის თვალსაზრისით ძალიან ურთულებს რუსებს ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ჭადრაკს ვთამაშობთ, მე ვხედავ მთელ დაფას და თქვენ ხედავთ მარტო თქვენს დაფას, ანუ დაფის ნახევარს. ცხადია, უპირატესობა მე მექნება, რადგან ვიცი, თქვენ რას აკეთებთ.
რუსი პროპაგანდისტები ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმის შესახებ. რამდენად რეალურია დღევანდელ მოცემულობაში რუსეთი თავს დაესხას ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას?
დიახ, იძახიან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გავლით დაფრინავენ ეს თვითმფრინავებიო. შეიძლება იყოს რაღაც პროვოკაცია, მაგრამ სამხედრო, ფართომასშტაბიანი ოპერაცია რომელიმე ნატოს წევრ ქვეყნის წინააღმდეგ არ ძალუძს რუსეთს და არც გააკეთებს. თუმცა არ გამოვრიცხავ პროვოკაციებს, მაგალითად, დრონის შეფრენას, ან რაღაც ძალის ჩვენებას, იგივე თვითმფრინავის შეფრენას რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცეში.
შვედეთში იყო, მაგალითად, მსგავსი შემთხვევა და გამოაცილეს რუსული თვითმფრინავი საჰაერო სივრციდან. თავისთავად, პროვოკაცია შესაძლებელია, თუმცა უახლოეს პერიოდში გამოვრიცხავ, რუსეთმა დაიწყოს ნატოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები.
რუსეთს ისევ აქვს იმედი, რომ ირანის ომის გამო უკრაინის დახმარებას აქტიურად ვეღარ შეძლებს დასავლეთი, განსაკუთრებით კი, აშშ? შეუჩერდა მხარდაჭერის რომელიმე კომპონენტი უკრაინას აშშ-გან რასაც იღებდა?
ვერ გეტყვით, რადგან არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, თუმცა, ის, რაშიც ფული უკვე გადახდილი აქვს ევროპას ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობაზე, ამას მიიღებს უკრაინა და არა მგონია, დიდი წყვეტა იყოს.
არანაკლებ დიდ დახმარებას იღებს უკრაინა ევროპიდან. ასე რომ, ირანის საკითხებმა ევროპის დახმარება ნამდვილად არ შეწყვიტა და შეამცირა. პირიქით. ის თანხა, რაც გამოუყვეს უკრაინას, დიდი ნაწილი მოხმარდება უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას.
ირანთან ომმა თუ დააკლო ვინმეს, ისევ რუსეთს დააკლო – ირანი იქით გახდა დასახმარებელი.
ბოლოს ირანზე მინდა გკითხოთ: ირანი დათანხმდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდს. ჩანს შეთანხმების მიღწევის პირობა?
ვერ გეტყვით. ის, ვინც დათანხმდა მეორე რაუნდს, როგორც ამბობენ. „გუშაგთა კორპუსს“ და „ბასიჯებს“ ჰყავთ შინაპატიმრობაში. ამიტომაც, გააგრძელა ტრამპმა სამშვიდობო ეტაპი, ადამიანები, ვისაც ელაპარაკებოდნენ, არ შეუძლიათ ჩვენთან ლაპარაკიო.
ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ არ იქნება ეს მეორე ეტაპი ამ პირობებში. ამას უნდა დავამატოთ ის ფაქტორი, რომ ამერიკა აძლიერებს თავის ყოფნას რეგიონში – უკვე მესამე საავიაციო დამრტყმელი დაჯგუფება მიუახლოვდება რეგიონს. „ფორდი“ უკვე შესულია წითელ ზღვაში, „ბუში“ მიუახლოვდა და „ლინკოლნი“ ადგილზეა. ტყუილად რატომ გააძლიერებდა ძალებს მესამე საავიაციო დამრტყმელი დაჯგუფებით აშშ?
ამას დაუმატეთ ირანის განხორციელებული თავდასხმები ტანკერებზე. ასევე ჩანს, რომ არის დაპირისპირება, „გუშაგთა კორპუსს“ „ბასიჯებსა“ და ხელისუფლებას შორის.
სახმელეთო ჯარების შეყვანა ირანში ისევ განიხილება, თუ ამის გარეშე ხედავს აშშ-ისრაელი თავისი მიზნების შესრულებას?
კონფიგურაცია, რაც დღეს აქვს რეგიონში აშშ-ს და ისრაელს, არ იძლევა ნიშანს, რომ იქნება სახმელეთო ოპერაცია. არ გამოვრიცხავ ამფიბიურ ოპერაციას საზღვაო ქვეითების გამოყენებით, ან სპეციალურ ოპერაციას ირანის მიწაზე, მაგრამ სახმელეთო ფართომასშტაბიანი ოპერაცია არსებული დაჯგუფებით შეუძლებელია. ამ მოცემულობით სახმელეთო ოპერაცია არ იქნება.
ჩანს, რომ ირანში ძლიერდება წინააღმდეგობა, „ბასიჯების“ ერთ-ერთი ცნობილი მეთაური მოკლეს, ცივი იარაღით 14 ჭრილობა აქვს მიყენებულიო. არის ინფორმაცია, რომ დანაღმული მანქანები აფეთქდა თეირანში და ასე შემდეგ.
ირანი დღეში 500 მილიონს კარგავს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის შედეგად. როცა ხელფასი აღარ ექნებათ „გუშაგთა კორპუსის“ მებრძოლებს, ან „ბასიჯებს“, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები.
მაგალითად, ირანი დაახლოებით 2 კვირაში შეავსებს ყველა რეზერვუარს, რაც მას გააჩნია, რის შემდეგაც მან უნდა დაკეტოს ნავთობის წარმოების ჭაბურღილები. ჭაბურღილების დაკეტვა ისედაც რთული პროცესია ტექნოლოგიურად, ხელახლა თუ გახსნი, 10-15 % დანაკარგია, ვინაიდან დახურვის შემდეგ იქ წყალი შედის და იმდენს ვეღარ მოიპოვებ, რაც მანამდე გქონდა. ჭაბურღილი რომ შეაჩერო, ეს ნიშნავს, რომ მუშებიც უნდა გაუშვას სახლში.
სხვათა შორის, შაჰის რეჟიმის დამხობის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის მოპოვების შეჩერების შედეგად წარმოქმნილი მასიური უმუშევრობა იყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს და უმუშევრობა სხვა სოციალურ სიდუხჭირესთან ერთად, სოციალური დაძაბულობის წარმოშობის წინაპირობაა.
53 წლის ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მეორედ წარადგინა „ოცნებამ“. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ხელმეორედ წარდგენისას, ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. „განსაკუთრებულად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“, – განაცხადა მან.
პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2016-2018 წლებში იკავებდა. 2018 წლიდან დღემდე კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო აზერბაიჯანში.
რა ქონება და შემოსავალი აქვთ ზურაბ პატარაძესა და მისი ოჯახის წევრებს მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით?
ზურაბ პატარაძე – აჭარაში „ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე
ზურაბ პატარაძე
2024 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძემ ხელფასის სახით92 241 დოლარი და 6 367 ლარი აიღო, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე.
ამავე წელს დედისგან საჩუქრად მიიღო 65 000 დოლარი, სიდედრისგან კი – 75 000 დოლარი. დეკლარაციაში მითითებულია, რომ დედამ და სიდედრმა ეს თანხა უძრავი ქონების გასხვისებით მიიღეს. ზურაბ პატარაძეს 27 000 დოლარი საჩუქრად შვილისგანაც მიუღია – „გაყიდული ავტომობილის თანხა“.
ამავე წელს ზურაბ პატარაძემ სოლიდური იპოთეკური სესხი აიღო – 200 000 დოლარის ოდენობით.
2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს ზურაბ პატარაძემ 45 000 ლარი დახარჯა სახლის რემონტში, 12 202 დოლარით იპოთეკური სესხის პროცენტი დაფარა. ასევე „გასავლის“ სახით უფიქსირდება 36 000 დოლარი – „რეზიდენციის ქირავნობის საფასური“.
2024 წელს ზურაბ პატარაძის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება თბილისში – 158,77 კვ.მეტრი ბინა ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც 2011 წელს შეუძენია და 120 კვ.მეტრი ბინა ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია.
სოფიო ბაკურიძე
სოფიო ბაკურიძე – ზურაბ პატარაძის მეუღლე
2024 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე დასაქმებული იყო SOCAR Midstream Operations Ltd-ში, სადაც ხელფასის სახით 47 818 აზერბაიჯანული მანათი (75 626 ლარი) აქვს აღებული.
ამავე წელს სოფიო ბაკურიძეს 380 000 დოლარად წავკისში, კოჯრის გზატკეცილზე შეუძენია 280 კვ. მეტრი მიწა, რომელზეც 384,1 კვ.მეტრი შენობა-ნაგებობაა [სახლი] განთავსებული. აღნიშნული ქონება მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექსშია – იზოლირებული რეკრეაციული ზონით და ინფრასტრუქტურით.
დეკლარაციის მიხედვით, სახლი „შეძენილია ნაწილობრივ იპოთეკური სესხით, ოჯახის წევრისა და მშობლებისგან მიღებული თანხით“. სოფიო ბაკურიძეს სესხი არ უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზურაბ პატარაძემ იპოთეკური სესხი ამ სახლის შესაძენად აიღო.
ამავე წელს სოფიო ბაკურიძეს სხვა სოლიდური ხარჯიც უფიქსირდება. მაგალითად, 19 769 ლარი აქვს გადახდილი ორი შვილის სწავლის საფასურში, 7 000 დოლარი კი მშობლების სამედიცინო ხარჯები გაუღია.
ძვირადღირებული შენაძენებისა და დიდი ხარჯების მიუხედავად, ზურაბ პატარაძე და სოფიო ბაკურიძე მაინც ახერხებენ ნაღდი ფულის სახით დანაზოგის შენახვას.
2023 წელს პატარაძეს 5000 დოლარი აქვს დანაზოგი, მის მეუღლეს – 3 000 დოლარი.
საცხოვრებელი კომპლექსი წავკისში, სადაც სოფიო ბაკურიძემ 380 000 დოლარად შეიძინა ბინა./ფოტო: „სიმეტრია პარკი“.
წავკისის ქონების გარდა, სოფიო ბაკურიძის სახელზე ასევე ირიცხება ერთი, 110 კვ.მეტრი ბინა თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, რომელიც საჩუქრად მიუღია. ეს ბინა 2009-2013 წლების ამონაწერით 53 კვადრატული მეტრი იყო, 2025 წლის ამონაწერით კი 110 კვ.მდე გაიზარდა. ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ „მონაცემები დაკორექტირდა“.
რევაზ პატარაძე – შვილი
2023 წელს რევაზ პატარაძე დასაქმებულია Baku International Sea Trade Port-ში, საიდანაც ხელფასის სახით მიღებული აქვს 12 000 აზერბაიჯანული მანათი.
ამავე წელს მიუღია სტიპენდია 31 960 შვედური კრონა. 3000 დოლარი საზღვარგარეთ მგზავრობაში აქვს დახარჯული.
ბოლო დეკლარაცია ზურაბ პატარაძეს 2025 წელს აქვს შევსებული.
ამ წლის დეკლარაციაში ზურაბ პატარაძის დეკლარაციაში აღარ ფიგურირებენ მისი უფროსი და მომდენო შვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფროსი შვილები ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. შესაბამისად, მათი ქონების და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია.
2025 წელს პატარაძეს დანაზოგის სახით 3 000 დოლარი აქვს, სოფიო ბაკურიძეს კი – 2000 დოლარი.
გასავლის სახით ზურაბ პატარაძეს ისევ უფიქსირდება 36 000 დოლარი რეზიდენციის ქირავნობისთვის. ასევე წერს, რომ 78 233 დოლარი გადაიხადა ბანკის სესხის დასაფარად და ნაწილობრივ ძირი თანხის შესამცირებლად [ძირი თანხის შესამცირებლად კი 56 812 აშშ დოლარი ისევ დედას უჩუქებია. თანხის წარმომავლობაში მშობლის გრძელვადიანი ანაბრის დახურვა აქვს მითითებული].
2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, არ შემცირებულა პატარაძის ოჯახის ხარჯი.
60 000 ლარი დაუხარჯავს სახლის რემონტში, 25 400 ლარი მეგობრისთვის გადაურიცხავს, 3 545 აზერბაიჯანული მანათი მგზავრობაში დახარჯა, 10 000 ლარი კი სამედიცინო ხარჯებისთვის გაუღია.
შვილის სწავლის საფასურს – 14 359 ევროს ისევ სოფიო ბაკურიძე იხდის.
რა გვახსოვს ზურაბ პატარაძის პირველი თავმჯდომარეობიდან
ზურაბ პატარაძის მმართველობის წლებშიც ისევე ირღვეოდა ბათუმის ურბანული ქსოვილი, როგორც შემდეგ წლებში. სამოქალაქო საზოგადოება მაშინაც აქტიურად გამოხატავდა შეშფოთებას ბათუმის ისტორიულ უბნებში ურბანული ქსოვილის მოშლის და ავთენტური შენობების ნგრევის გამო.
პატარაძის დროს გაგრძელდა არჩილ ხაბაძის პრაქტიკა K2 კოეფიციენტის გაზრდაზე [შენობის სიმაღლეში გაზრდა] და არაერთ მშენებლობაზე გაიცა სიმაღლის გაზრდის ნებართვა, თუმცა 2018 წლის თებერვალში ზურაბ პატარაძემ უარი თქვა K2-ის შუამდგომლობაზე და განაცხადა, რომ ეს საკითხი მერიამ უნდა გადაწყვიტოს.
პატარაძის წინამორბედის, სულხან თამაზაშვილის მოკლევადიანი თავმჯდომარეობის ბოლო თვეებში, ბათუმის ბულვარში არსებული შენობა-ნაგებობების 92% დაანგრიეს. ობიექტი შეინარჩუნა ზურაბ პატარაძის მეგობარმა, ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა.
„ბულვარი ჯერ თორნიკე რიჟვაძეს და ჩიქოვანს ჰქონდათ გადანაწილებული, ახლა თამაზაშვილი და ცინცაძე გადაინაწილებენ“, – ამბობდა საკრებულოს წევრი, ვაჟა დარჩია ბულვარში ობიექტების მასობრივ ნგრევაზე.
თუმცა თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დიდხანს ვერ შეინარჩუნა, ის შს მინისტრად გადაიყვანა „ოცნებამ“, თავმჯდომარედ კი ზურაბ პატარაძე დააბრუნეს.
ზურაბ პატარაძის დროს ისევ იდგა დღის წესრიგში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პრობლემა. მეჩეთის აშენებაზე მას არაერთხელ ჰკითხეს, რაზეც პატარაძე ერთსა და იმავეს პასუხობდა – „გადაწყვეტილება მიღებულია და მეჩეთი უნდა აშენდეს“. მიუხედავად დაპირებისა, მეჩეთი ბათუმში არ აშენებულა.
იმ პერიოდში მემკვიდრეობით მიიღო ზურაბ პატარაძემ თვითნებურად გაშენებული „ოცნების ქალაქის“ გაყინული პრობლემა. მაშინ პატარაძე ამბობდა, რომ თავად მივიდოდა „ოცნების ქალაქში“ და ადგილზე გაეცნობოდა პრობლემებს, თუმცა ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ „ოცნების ქალაქში“ არ მისულა.
On April 23, Batumi City Court was due to hear another case involving imprisoned Georgian journalist and Sakharov Prize laureate Mzia Amaglobeli, but the hearing was postponed until May 11.
The case concerns an incident on January 11, 2025, when Amaglobeli placed a sticker on the fence of the Adjara Police Department building. She has already been tried twice over the same act, which she says was an exercise of her constitutionally protected freedom of expression. This time, the dispute is not about whether the act constituted an administrative offense, but whether her arrest was lawful.
Even if an offense was committed, the key question is whether it was necessary for police to detain a woman for placing a sticker on a fence.
In December 2025, Batumi City Court Judge Aleksandre Goguadze refused to admit for consideration the case on the legality of Amaglobeli’s detention, a decision that contradicts the established practice of the Georgian Supreme Court. The Kutaisi Court of Appeal overturned this decision, returned the case to the lower court, and instructed the judge to examine it.
If the court determines that Amaglobeli’s arrest was unlawful, this could serve as an important argument before the ECHR, which is already reviewing her administrative offence case involving falsified records, as well as her criminal case based on what her lawyers say are false police testimonies.
Notably, her pre-trial detention in the criminal case relied on the administrative offense and arrest. The prosecution argued – and the court agreed – that there was a risk of “continuation of the offense,” citing her prior administrative detention and the allegation that, after her release, she slapped a police officer.
“After the administrative body (the Ministry of Internal Affairs) refused to declare the detention unlawful, we applied to the court” said Nino Khutsishvili, a lawyer with the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) and one of Amaglobeli’s defence attorneys, outlining the chronology of the case.
According to Khutsishvili, the Batumi court argued it could not review the legality of the detention once the person had already been found guilty of an administrative offense – an interpretation she says contradicts both legislation and Supreme Court practice. The defence appealed, and the Kutaisi Court of Appeal, relying on established case law, returned the case to the first instance, noting that it had not been examined at all.
Under current legislation, the judge reviewing an administrative offense is not authorized to simultaneously assess the legality of the detention within the same proceedings – a gap that rights advocates consider a flaw in the law. The European Court of Human Rights has also criticized this approach in several cases against Georgia as ineffective.
Despite this, Khutsishvili says the same issue persists: more than a year after Amaglobeli’s arrest on January 11, 2025, no court had reviewed its legality. The case remained effectively frozen at the administrative level, awaiting the outcome of the offense proceedings. Only after the defence pushed for a decision did the Ministry rule that the detention had been lawful, in December 2025.
The defence then appealed to the court, but Judge Goguadze not only rejected the complaint but refused to admit it for consideration. After another appeal, the Kutaisi Court of Appeal ordered him to review the case, emphasizing that national law allows the legality of detention to be challenged independently of the administrative offense.
Khutsishvili argues that the judge’s reasoning is contradictory: “even if an offense occurred, it is a separate question whether detention was necessary; if no offense occurred, then the detention is clearly unlawful”.
Because the case will again be heard by Judge Goguadze, he cannot refuse to admit it this time, though he may still rule against the complaint. He will be required to justify the legality of the detention.
Even if the court finds the detention unlawful, due to legislative gaps, this would not substantially change Amaglobeli’s current situation, as the administrative case has already concluded. However, such a finding would formally establish the illegality of her detention and could strengthen her case before the European Court of Human Rights.
Amaglobeli was first detained during a protest on January 11, 2025, after placing a sticker reading “Georgia goes on strike” near a police department entrance. As police lack authority to detain someone for placing a sticker, officers claimed she had insulted them.
Video footage contradicts official records: it shows that she was detained by then Director of Adjara police Grigol Beselia, while official documents state she was detained by another officer. Despite these inconsistencies, on March 18, 2025, a judge found her liable and fined her 2,000 GEL.
During a later criminal hearing on April 28, 2025, Beselia’s testimony was challenged by the defence, including his claim that a protocol had been drawn up under a specific article – when, in fact, no such document existed at the time. Two days later, a new violation report was issued against Amaglobeli.
On June 18, 2025, she was tried again for the same act of placing a sticker and fined an additional 1,000 GEL. Her appeal was rejected by the Kutaisi Court of Appeal in September 2025.
Mzia Amaglobeli is the founder of the media outlets Batumelebi and Netgazeti. She was arrested twice during the night of January 11-12, and sentenced to two years in prison. There are several cases against her, that are widely seen as politically motivated. On December 16, 2025, while in detention, she was awarded the European Union’s top human rights honour, the Sakharov Prize for Freedom of Thought together with Belarussian imprisoned journalist Andrzej Poczobut. The European Court of Human Rights has already begun reviewing one of her complaints.
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტის გამო, ბათუმში შპს „ორბი ბეტონს“ მიწის ნაკვეთი შესაძლოა ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვან. საუბარია პროექტის არეალში მოქცეულ 78 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე ღობესა და ჭიშკარზე.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრძანება 2026 წლის 7 აპრილს გამოსცა.
„ორბი ბეტონის“ საკუთრება [წითელი ფერით], რომლის ნაწილს ექსპროპრიაცია შეეხება„დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული შპს „ორბი ბეტონის“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილისა და მასზე არსებული ღობის და ჭიშკრის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე“, – წერია ბრძანებაში.
მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ბათუმის შემოვლითი გზის-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შპს „ორბი ბეტონის“ საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში, კოწია ერისთავის ქუჩა №16-ში მდებარე, 16 426 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 78 კვ.მ მიწის ნაკვეთზე [მასზე არსებულ ღობესა და ჭიშკარზე]“.
ბათუმის სამრეწველო ზონაში „ორბი ბეტონის“ ტერიტორია, რომლის ნაწილი [78 კვ/მ მიწა და მასზე მდებარე ღობე/ჭიშკარი] ექსპროპრიაციას დაექვემდებარაშპს „ორბი ბეტონი“ 2010 წელსაა რეგისტრირებული ბათუმში და მის წილებს თანაბრად ფლობენ მალხაზ ბერიძე და „ორბი ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ზოიძე. ისინი „ოცნების“ შემწირველები არიან.
პირადად ზაზა ზოიძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2014 წელს 40 ათასი ლარი შესწირა. 40 ათასი შესწირა ამავე წელს „ოცნებას“ მალხაზ ბერიძემაც. 2020 წელს კი, ამავე პარტიას მალხაზ ბერიძემ 60 ათასი ლარი გადაურიცხა.
ექსპროპრიაციის ბრძანების მიხედვით:
„საპროექტო გზის მონაკვეთი იწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. გადის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად და კვეთს მდინარე ჭოროხს 4 673 მეტრი სიგრძის ხიდით. საავტომობილო გზა მთავრდება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ოთხზოლიანი კვანძის მოწყობა გზის დასაწყისში [მდ.ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე], ორზოლიანი ხიდის მშენებლობა ჭოროხზე, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა და ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა არსებულ გზასთან შეერთების ზონაში. გზის სავალი ნაწილის სიგრძეა 11 კმ [3.75 მეტრი სიგანის ზოლებით], ორივე მხარეს 1.75 მეტრი სიგანის გვერდულებით“.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი, ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის 68 მილიონი ლარია გაწერილი.
ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტის გამო ექსპროპრიაციას კიდევ რამდენიმე კერძო საკუთრება დაექვემდებარა:
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროცესში იმ მოქალაქეებისა თუ კერძო კომპანიების უფლებების დასაცავად, რომლებსაც ეს პროექტი შეეხებათ, სპეციალური კონსულტანტის დასაქირავებლად გზების დეპარტამენტს ვაკანსიაც აქვს გამოცხადებული.
On April 24, Tbilisi City Court has terminated proceedings in yet another defamation lawsuit brought by journalist Mzia Amaglobeli against Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze.
The hearing was held in Kobakhidze’s absence, as neither he nor his legal representative attended court. The court was also informed that no written defence had been submitted, despite the fact that the lawsuit had been served approximately four months earlier, on 17 December 2025.
Amaglobeli’s lawyers requested that the court proceed in the defendant’s absence and issue a ruling. However, Judge Liana Kajashvili said she would consider this request only after deciding whether the case should proceed to a full hearing on the merits. She noted that if the case does not move forward to substantive examination, there would be no need to rule on whether a decision could be issued in Kobakhidze’s absence.
Speaking in court, founder of Batumelebi and Netagzeti, Mzia Amaglobeli criticised the defendant’s failure to participate in the proceedings. She questioned whether the absence should be interpreted as an assertion of political power or as a lack of respect for the judiciary.
“As a remark, I will say that I do not see the other party here. As far as I know, no statement of defence has been submitted by the defendant. I do not know how the court interprets this, whether it is a demonstration of power by the defendant or contempt for the court. I don’t know; I don’t think he is denying the legitimacy of the court. It will be interesting for me to hear the court’s reasoning on this as well,” she said.
The lawsuit alleged that Kobakhidze defamed Amaglobeli, violated the presumption of innocence, and attempted to damage her reputation and dignity. It related to statements made in 2025 on pro-Georgian Dream broadcasters Imedi TV, Rustavi 2, and the Georgian Public Broadcaster, while Amaglobeli’s criminal proceedings were still ongoing.
Mzia Amaglobeli was seeking a court order requiring Kobakhidze to retract false information he had spread on the same media outlets where the statements were originally made.
The lawsuit challenged statements by Irakli Kobakhidze in which she argued he falsely portrayed her as having committed unlawful actions, including allegations that she placed stickers on police officers, acted as a “party activist,” and carried out actions under “foreign orders”. She also disputed claims that she used violence against police or engaged in politically commissioned activity aimed at undermining law enforcement. She argued that these statements were factually incorrect, damaged her reputation, and violated the presumption of innocence.
Mzia Amaglobeli also explained in detail why she filed the defamation lawsuit, saying she considers the case a matter of principle concerning freedom of expression and the spread of false information.
“Being in this situation feels like an irony of fate, and I will explain what I mean. As you noted, the court today is expected to decide on the admissibility of the case. In short, the subject of this dispute is defamation.
The court must assess the case in line with the law on freedom of expression. I am the claimant. I am a person who represented independent media, for whom freedom of expression is one of the most important values. Throughout my conscious life, I have worked to strengthen public debate and discussion.
The defendant is Irakli Kobakhidze, who uses the status of Prime Minister and, from that position of power, has subjected freedom of speech and expression to repression.
If the disputed statements in the case were merely value judgments, and I did not see them as the deliberate dissemination of false facts, believe me, no matter how unacceptable, provocative, or shocking they might have been emotionally or morally, I would not have considered them serious enough to take to court.
Why did this case reach the court? I will read an excerpt from one of Kobakhidze’s statements: ‘The fact was as follows. As you remember, there was an initial incident where this person was putting stickers on police officers… .’
I will not continue or focus on other statements. This “fact” did not exist in reality. I very much want to hear the court’s reasoning, and at least for the question to be raised: when Mr. Kobakhidze made these statements, was it deliberate or negligence? Did he verify them? Did he make any effort to do so?
I sincerely hope the court does not dismiss this case. This was the dissemination of false facts. The court should determine whether this was intentional or the result of negligence,” Amaglobeli addressed the court at length during the hearing, but the judge ultimately ruled the case inadmissible.
What did Kobakhidze say?
“The said statements, in addition to their clearly defamatory nature, directly violate the presumption of innocence of Mzia Amaglobeli as a defendant in a criminal case, serve to create negative public perception about her, and — most alarmingly — encourage the public to believe she is guilty of a serious violent crime and to form a premature position on the court’s assessment of the facts before a lawful judgment is issued,” the lawsuit stated.
In addition, Amaglobeli’s lawyers argued that Kobakhidze’s statements were intended to influence both the judge hearing her case and the judiciary as a whole.
Amaglobeli was requesting the retraction of three separate statements made by Irakli Kobakhidze:
1 . Statement aired on Imedi LIVE on 29 January 2025:
“The fact was as follows. As you remember, there was an initial incident where this person was putting stickers on police officers… This violation was in no way related to journalistic activity; she acted there as a (political) party activist. Therefore, linking this fact to the media is absolute speculation… She does not even express remorse, neither she nor her colleagues from the collective United National Movement,” Kobakhidze said.
According to the lawsuit, this statement contains factually incorrect information. In particular, it is false that Mzia Amaglobeli placed a sticker on a police officer. This is confirmed by video evidence recorded on the day of her detention, which is publicly available. There is also no official report documenting any such action.
It is also factually incorrect, the claim states, that Amaglobeli acted as a “party activist” or that she is part of the “so-called collective United National Movement.”
Amaglobeli’s lawyers argue that the purpose of these statements was to damage the journalist’s reputation, discredit her, and harm her public standing.
2. Statement aired on the Georgian Public Broadcaster on 30 January 2025:
“Regarding Mzia Amaglobeli in particular, her donors should take responsibility. You know she is a foreign-funded person, her organisations are funded from abroad, and none of her donors take responsibility for the violence she committed against a police officer. All of her donors, every contributor to her organisations, are responsible for the party-political violence carried out by Mzia Amaglobeli. Therefore, if anyone has something to say, they should first repent and express regret for encouraging violence,” Kobakhidze said.
The lawsuit states that, as with the Imedi TV statement, this claim is also false. In particular, it is untrue that Amaglobeli engaged in “violence,” let alone “party-political violence.” This was not established at the time of Kobakhidze’s statement, nor has it been confirmed by the Batumi City Court.
According to the lawyers, Kobakhidze deliberately sought to create negative public sentiment against Amaglobeli.
3. Statement aired on Rustavi 2 on 16 April 2025:
“A large part of those currently in prison are victims. I would not say this about Mzia Amaglobeli, who is not a victim, who was carrying out a specific assignment when she insulted a police officer. Her task was to undermine the police and insult the dignity of law enforcement,” Kobakhidze said.
In this case, it is false that Amaglobeli was acting under a “specific assignment” or that she was tasked with “undermining the police and insulting their dignity.”
“This statement serves to damage her reputation as a conscientious and impartial journalist with 24 years of professional experience in Georgia,” the lawsuit says.
If Judge Liana Kajashvili upheld Amaglobeli’s claim, Kobakhidze would be obliged to retract the statements within two weeks after the court decision enters into legal force.
This is not the first lawsuit filed by Amaglobeli against Kobakhidze on similar grounds. In previous proceedings, she also requested a retraction of defamatory statements.
Those earlier claims concerned remarks made on 10 July 2025 on Imedi TV and on 23 July 2025 on the Adjara Public Broadcaster. In both cases, Kobakhidze alleged that Amaglobeli’s actions — slapping then Batumi police chief Irakli Dgebuadze in response to provocation — were allegedly commissioned by “foreign forces” and aimed at discrediting the police. A hearing in that case was held at Tbilisi City Court on 24 November 2025. The defendant did not attend, and neither Kobakhidze nor his representative appeared in court. Judge Davit Akhobidze terminated the proceedings.
სასამართლო მსჯელობს, მიიღოს თუ არა წარმოებაში მზია ამაღლობელის სარჩელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, მისი ცილისმწამებლური განცხადებების, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო.
სასამართლოში სიტყვით ისარგებლა „ნეტგაზეთისა” და ,,ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა:
„ბედის ირონია მგონია ამ მოცემულობაში ყოფნა და რას ვგულისხმობ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის დასაშვებობაზე. მოკლედ ამ დავის საგანი ერთ სიტყვაში არის ცილისწამება.
სასამართლომ უნდა იმსჯელოს სიტყვისა და გამოხატვის კანონიდან გამომდინარე.
დავის ავტორი მე ვარ. ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელ მედიას წარმოადგენდა, რომლისთვისაც ყველაზე ღირებული და ფასეული რამ არის გამოხატვის თავისუფლება და მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება საჯარო დებატებისა და დისკუსიების გაძლიერებაზე ვმუშაობდი.
მოპასუხე მხარე არის ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერის სტატუსით სარგებლობს და მან, თავისი ძალაუფლების პირობებში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა.
საქმეში მოცემული სადავო განცხადებები მხოლოდ შეფასებითი რომ იყოს და ამას არ ვხედავდე, როგორც განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელებას, მერწმუნეთ, მორალურად და ემოციურად ეს განცხადებები რამდენად მიუღებელი, პროვოკაციული და შოკისმომგვრელი არ უნდა ყოფილიყო, არ მივანიჭებდი იმდენ მნიშვნელობას, რომ სასამართლოში მედავა.
რატომ მოვიდა ეს საქმე სასამართლომდე: ერთი განცხადებიდან ამონარიდს წავიკითხავ, კობახიძისა: „ფაქტი იყო ასეთი, თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინციდენტი, სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი“.
აღარ გავაგრძელებ და არც სხვა განცხადებებზე გავამახვილებ ყურადღებას. ბუნებაში ასეთი ფაქტი არ ყოფილა. ძალიან მინდა მოვისმინო მსჯელობა, კითხვა მაინც დაისვას სასამართლოში, როდესაც ბატონი კობახიძე ამ განცხადებებს აკეთებდა, ეს იყო გააზრებული, თუ დაუდევრობა იყო? გადაამოწმა? ძალისხმევა გაიღო ამისთვის?
დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ შეწყვეტს ამ საქმეს. ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება. დაადგინოს სასამართლომ, ეს იყო მიზანმიმართული, თუ დაუდევრობის შედეგი.
ძალაუფლების დემონსტრირებაა, თუ სასამართლოს უპატივცემულობა, რომ აქ [დარბაზში] მოპასუხეს ვერ ვხედავ?“
__
რა თქვა კობახიძემ?
მზია ამაღლობელი მოითხოვს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული სამი სხვადასხვა განცხადების უარყოფას:
2025 წლის 29 იანვარს “იმედი LIVE”-ის ეთერში კობახიძი მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:
„ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი.. ..მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.. ..აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან”, – განაცხადა კობახიძემ.
ეს განცხადება ფაქტობრივად არასწორ ინფორმაციებს შეიცავს: პირველ რიგში, ტყუილია, რომ მზია ამაღლობელმა სტიკერი პოლიციელს მიაკრა. ამას ადასტურებს ის ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავების დღესაა გადაღებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, “პოლიციელისთვის სტიკერის მიკვრაზე” არანაირი ოქმი არ არის შედგენილი.
გარდა ამისა, ფაქტობრივად არასწორია კობახიძის ნათქვამი, თითქოს ამაღლობელი “მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი”, ან თითქოს “შედის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიაში”.
ამაღლობელის ინტერესების დამცველების შესახებით, კობახიძის ამ განცხადების მიზანი ჟურნალისტის სახელის გატეხვა, მისი პიროვნული დაკნინება და რეპუტაციის შელახვა იყო.
“როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
„იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადებების მსგავსად, ტყუილია კობახიძის ეს განცხადებაც. კერძოდ, სიცრუეა, რომ მზია ამაღლობელმა “ძალადობა ჩაიდინა”, უფრო მეტიც, თითქოს მან ჩაიდინა “პარტიულ-პოლიტიკური ძალადობა”. ეს არათუ მაშინ არ იყო დადასტურებული, როცა კობახიძე ამას ამბობდა, არამედ ვერ დაადასტურა ვერც ბათუმის საქალაქო სასამართლომ.
ადვოკატების შეფასებით, კობახიძე მიზანმიმართულად ცდილობდა მზია ამაღლობელის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნას.
3. 2025 წლის 16 აპრილს “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “ღამის კურიერში” გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:
“უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა”, – განაცხადა კობახიძემ.
ამ შემთხვევაში ტყუილია, რომ მზია ამაღლობელი “კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა”, ტყუილია, რომ “მისი დავალება იყო პოლიციელის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა”.
“ეს განცხადება ემსახურება მისთვის [მზია ამაღლობელისთვის], როგორც 24 წლის მანძილზე საქართველოში მოღვაწე კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი ჟურნალისტისთვის პატივის შელახვასა და რეპუტაციული ზიანის მიყენებას”, – წერია სარჩელში.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი მზია ამაღლობელის სარჩელს დააკმაყოფილებს, კობახიძეს გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფის ვალდებულება ექნება მოსამართლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში.
ეს არ არის პირველი სარჩელი, რომელიც მზია ამაღლობელმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მოამზადა. იმავე საფუძვლით ამაღლობელმა აქამდეც მოითხოვა კობახიძისგან ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა. წინა სარჩელი ეხებოდა 2025 წლის 10 ივლისს “იმედის” ეთერში და 2025 წლის 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.
ორივე შემთხვევაში კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება – შეურაცხყოფის საპასუხოდ ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გარტყმა – იყო დაკვეთილი “უცხო ძალებისგან” და მისი მიზანი იყო პოლიციის იმიჯის დაკნინება. ამ საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 24 ნოემბერს გაიმართა. სხდომას არ ესწრებოდა მოპასუხე მხარე – სასამართლოში არ მისულა არც ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი. მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა ამ საქმის წარმოება.
ამბასადორის კუნძულის სახითსანაპიროზოლზეახალიგლობალურიმიზიდულობისწერტილიიქმნება. პროექტი, რომელიცმასშტაბითადაშინაარსითსცილდებარეგიონულფარგლებს, ქვეყნისგანვითარებისისტორიაშისრულიადახალფურცელსშლის.
ამბასადორი ჯგუფისა და SHoP Architects-ის პარტნიორობა ახალ, კიდევ უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადადის. ამბასადორი ჯგუფსა და ამერიკულ არქიტექტურულ კომპანია SHoP Architects-ს შორის ხელი მოეწერა არქიტექტურული და ფასადური პროექტირების სახელმძღვანელოს (Façade Design Guideline/Book) ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს ერთიანი არქიტექტურული კონცეფციისა და დიზაინ-კოდის შემუშავებას. ამბასადორი აილენდ ბათუმის შემთხვევაში, ეს დოკუმენტი არის პროექტის არქიტექტურული კონსტიტუცია, რომელიც ადგენს მშენებლობის ერთიან ესთეტიკურ კოდს, უმაღლესი ხარისხის სისტემურ სტანდარტებს და უზრუნველყოფს კუნძულის, როგორც ერთიანი მსოფლიო დონის არქიტექტურული შედევრის, გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამბასადორის კუნძულის სახით იქმნება ინოვაციური ურბანული ეკოსისტემა – მომავლის ქალაქი, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს, სმარტ-არქიტექტურას და ცხოვრების თანამედროვე ტემპს ერთ სივრცეში აერთიანებს.
ნიუ–იორკშიდაარსებული SHoP Architects ხუთკონტინენტზეოპერირებსდათანამედროვეობისერთ–ერთყველაზეპროგრესულარქიტექტურულგაერთიანებადმიიჩნევა. ჯერკიდევ 2014 წელს, Fast Company–მისინიმსოფლიოსყველაზეინოვაციურკომპანიადდაასახელა, ხოლომათინამუშევრებიდღესნიუ–იორკისთანამედროვეხელოვნებისმუზეუმის (MoMA) მუდმივკოლექციაშიადაცული.
SHoP-ისპორტფოლიომსოფლიოარქიტექტურისსიმბოლოებსაერთიანებს: ბრუკლინისსაკულტო Barclays Center, ნიუ იორკის მსოფლიოს ყველაზე მწვრილი ცათამჯენი 111 West 57th Street დაისეთიტექნოლოგიურიგიგანტებისსათავოოფისები, როგორიცაა Google და Uber. (შესრულებული პროექტების სანახავად გაეწვიეთ ბმულს).
ამბასადორი აილენდ ბათუმის მეშვეობით, საქართველომკვიდრდებაიმპრესტიჟულგეოგრაფიულარეალში, სადაცაქამდემხოლოდნიუ–იორკი, ლონდონი, დუბაიანსინგაპურიდომინირებდნენ.
ათწლეულებისგანმავლობაშიგლობალურიარქიტექტურულიტრენდებიმხოლოდრამდენიმემეგაპოლისზეიყოორიენტირებული. დღესესგეოგრაფიაიცვლება. საქართველოაღარარისმხოლოდსაერთაშორისოინვესტიციებისან ცალკეული ბრენდების პასიურიმიმღები–ამბასადორის კუნძულის სახით საქართველო პოზიციონირებს, როგორცუმაღლესიგლობალურისტანდარტისპროექტებისეკოსისტემის ინიციატორი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან წვიმა. მაღალ მთაში – თოვა. დღისით უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 323 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 892 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 24 445 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 40 606 ერთეული [+32]
MLRS – 1 753 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 353 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 254 605 ერთეული [+1 175]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 549 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 91 256 ერთეული [+129]
სპეცტექნიკა – 4 134 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„მიამიტური მოლოდინია, რომ ვიღაც ხათრით გაგვიგრძელებს ისეთივე პირობებით გაზის მოწოდებას, რაც აქამდე გვქონდა… სავარაუდოდ დაახლოებით 60-70 მილიონით მეტი გვექნება გადასახდელი გაზის იმავე მოცულობისთვის, რასაც მანამდე ვიღებდით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. მას საერთაშორისო კონსორციუმთან გაფორმებული 20-წლიანი ხელშეკრულების ვადის 2026 წელს დასრულებაზე ვესაუბრეთ.
ბოლო 20 წელი 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს წლიურად [2025 წელს, მაგალითად, საქართველოს დაახლოებით 3 მლრდ კუბური მეტრი გაზი დასჭირდა], სპეციალურ ფასად [70-75 აშშ დოლარი 1000 კუბ. მეტრზე] ვიღებდით. აზერბაიჯანული წარმოშობის გაზზე ამ ხელშეკრულების ვადა იწურება, აზერბაიჯანს კი გაზის ბევრად ძვირად გაყიდვა შეუძლია ევროპაში.
„თუ რუსეთიდან შევიძენთ და შედარებით იაფად, გააჩნია, როგორ წავა გლობალურად გაზის საკითხები, ფასები და ასე შემდეგ. რუსეთი შეიძლება დათანხმდეს, ასე ვთქვათ, შედარებით იაფად მოცემაზე, თუმცა რუსეთი თუ იაფად რამეს გაძლევს, იმიტომ არ გაძლევს, რომ უყვარხარ, სამაგიეროდ რაღაცას იღებს და იმიტომ გაძლევს. რუსული გაზი, სავარაუდოდ, უფრო იაფია,“ – ამბობს ენერგეტიკოსი.
გარდა იმისა, რომ გაზის ტარიფიც გაიზრდება, ამ მოცემულობაში რამდენად იზრდება საფრთხე, რუსეთი კიდევ უფრო აქტიურად დაბრუნდეს საქართველოს ენერგეტიკაში? – „ბათუმელებმა“ ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო მურმან, 2026 წელს ვადა გასდის საერთაშორისო კონსორციუმთან 20 წლის წინ დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის საქართველოსთვის სპეციალურ ფასად [70-75 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრზე] მიწოდებას. რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები? რამდენად შესაძლებელია გაზი გაგვიძვირდეს?
ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები.
რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება გაგვიძვირდეს გაზი, მგონია, რომ აუცილებლად გაგვიძვირდება. ის პირობები, რაზეც მაშინ შედგა მოლაპარაკება, შესრულდა, ეს ხელშეკრულება დამთავრდა.
ძალიან მიამიტური მოლოდინია, რომ ვიღაც ხათრით გაგვიგრძელებს ისეთივე პირობებით გაზის მოწოდებას, რაც აქამდე გვქონდა. თუ ასეთი რამ მოხდა, ეს პირიქით, უფრო საგანგაშო შემთხვევა იქნება და იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ სადღაც დავთმეთ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. ტყუილად არავინ არაფერს საერთაშორისო ურთიერთობებში არ ჩუქნის და უფასოდ არ აძლევს.
ამიტომაც, დროა, მიამიტური მოლოდინები გადავდოთ გვერდზე და პროფესიონალურად, კვალიფიციურად მივუდგეთ საქმეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც პასუხისმგებლობიანმა, საერთაშორისო მოთამაშემ.
მურმან მარგველაშვილი
20 წლის წინ როცა მივიღეთ დამატებითი გაზი – 500 მილიონი კუბური მეტრი სპეციალურ ფასად, გაითვალისწინეს ის, რომ ბაქო-თბილისი-ერზურუმის მილსადენის შემადგენელია საქართველო. დღეს იმავეს აღარ გაითვალისწინებენ?
მე მეპარება ეჭვი, რომ ისევ იყოს სპეციალური ფასი. თავის დროზე, როცა ეს მივიღეთ, ეს იყო დიდი კომპლექსი, სტრატეგიული გარღვევა და ყველას სჭირდებოდა.
აქ ორი კომპონენტია: ერთია ხელშეკრულება, რომელიც გრძელდება 2066 წლამდე და ეს, მეორე, დამთავრდა. არაკვალიფიციურობის მაჩვენებელია, როცა ვეპოტინებით რაღაც ქიმერებს. საერთაშორისო, კომერციულ და სტრატეგიულ ურთიერთობებში წამყვანი არის ინტერესები.
გასაგებია, რომ ამჯერად გაზის საფასური დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებაზე აზერბაიჯანთან. რა იკვეთება ამ ეტაპზე, რამდენით შეიძლება გაგვიძვირდეს გაზის ტარიფი?
ტარიფი დამოკიდებულია იმაზე, ხარჯებს როგორ გადაანაწილებ. ამიტომაც, ტარიფს თავი დავანებოთ. თუ ჩვენ გვინდა იმავე რაოდენობით გაზი მოვიხმაროთ, მოგვიწევს მეტის გადახდა. ამისთვის 500 მილიონი უნდა გადავამრავლოთ 120 აშშ დოლარზე [1000 კუბ. მეტრი], გამოვა, რომ სავარაუდოდ, დაახლოებით 60-70 მილიონით მეტი გვექნება გადასახდელი გაზის იმავე მოცულობისთვის, რასაც მანამდე ვიღებდით.
თუ რუსეთიდან შევიძენთ და შედარებით იაფად, გააჩნია, როგორ წავა გლობალურად გაზის საკითხები, ფასები და ასე შემდეგ. რუსეთი შეიძლება დათანხმდეს, ასე ვთქვათ, შედარებით იაფად მოცემას, თუმცა რუსეთი თუ იაფად რამეს გაძლევს, იმიტომ არ გაძლევს, რომ უყვარხარ, სამაგიეროდ რაღაცას იღებს. რუსული გაზი სავარაუდოდ უფრო იაფია.
აზერბაიჯანს აქვს საშუალება და სურვილი, გაიტანოს თავისი გაზი ევროკავშირში, ბალკანეთის ქვეყნებთან აქვს თითქმის ყველასთან დადებული ხელშეკრულება და მისთვის იქ გატანა უფრო მომგებიანია, ვიდრე ჩვენთან დატოვება.
ამ მოცემულობაში იზრდება საფრთხე, რომ რუსეთი კიდევ უფრო აქტიურად დაბრუნდეს საქართველოს ენერგეტიკაში და ისევ „გაზპრომზე“ დამოკიდებული გავხდეთ?
დიახ, ამის საშიშროება ნამდვილად არის.
როცა მეკითხებიან ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე, ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ ჩვენ ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების სათანადო მართვა არ გვაქვს. არავინ არ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე სათანადო, პროფესიონალური დონით. ვგულისხმობ იმას, რომ უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი მუშაობა საფრთხეებისა და რისკების ანალიზზე. ეს ანალიზი უნდა აისახებოდეს გადაწყვეტილებებში.
არც ანალიტიკური მუშაობა მიმდინარეობს და არც იმ შედეგების ასახვა საბოლოო გადაწყვეტილებებში, რაც არის ყველაზე დიდი რისკი და საფრთხე ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
აქვე მინდა გკითხოთ: იმპორტირებული გაზით საქართველოში ასევე იწარმოება ელექტროენერგია თბოსადგურებით, რომლის ძირითადი მომხმარებლები არიან მაინინგკომპანიებიც. ეს კომპანიები გათავისუფლებულნი არიან გადასახადებისგან და დენის ფულსაც დღგ-ს გარეშე იხდიან. ეს რას ნიშნავს, რა გამოდის?
მაინინგების მფლობელების გამდიდრების გარდა, არანაირი სტრატეგიული ამოცანა არ წყდება ქვეყნისთვის მაინინგით, რომ ასეთი გამონაკლისები დაუშვას სახელმწიფომ. ეს არც რაღაც სტრატეგიული პროდუქტი არაა და არც დასაქმება. შესაბამისად, რატომ უნდა იყოს თავისუფალი გადასახადებისგან — არ მესმის. თუ ვინმე ამიხსნის ამას, სიამოვნებით მოვუსმენ.
ამ ეტაპზე რას ცდილობს, თქვენი დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა? თუ ჩანს მოლაპარაკების მცდელობები აზერბაიჯანთან, რომ ისევ რუსეთის ხელში არ აღმოვჩნდეთ?
ვერ ვხედავ მთავრობის გარშემო შესაბამის პროფესიულ კვალიფიკაციას, რომელიც საერთაშორისო მოლაპარაკებებს სათანადო დონეზე წარმართვის საშუალებას მისცემს.
თუ აზერბაიჯანის ინტერესია გაზი ძვირად გაყიდოს ევროპაში, მით უმეტეს, სანქცირებული რუსეთის გათვალისწინებით, ობიექტურად, ჩვენ როგორ უნდა დავაინტერესოთ აზერბაიჯანი?
მხოლოდ ტერიტორიით ვაჭრობას არ უნდა დავყაბულდეთ. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრიობა, მგონია და შესაბამისი ხედვა უნდა გვქონდეს. ამას სჭირდება სათანადო პროფესიული რესურსი, მომზადება, ცოდნა. ენერგეტიკა არ არის ინჟინერია. ენერგეტიკა არის პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, გარემო, ინჟინერია, უსაფრთხოება… ყველაფერი ერთადაა.
მე ძალიან მეშინია და ეჭვი მეპარება, რომ მთავრობამ თვითონ არ იცის ეს. და რადგან არ იცის, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ სხვებმა, ვისაც ჰქვიათ პროფესიონალები და იმათმა უნდა თქვან ეს ხმამაღლა. მე ვამბობ იმას, რაც არის საჭირო. ასევე, გეუბნებით, რომ რაც საჭიროა ხდებოდეს, იმ პროცესებს ვერ ვხედავ. დასკვნები თავად გამოიტანეთ.
26 მაისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს.
22 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა ლევან დავითაძემ თქვა, რომ 26 მაისის ქუჩაზე ასფალტის ჩავარდნა მაღალი წნევის წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.
„მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ გზის სავალი ნაწილის ჩავარდნა არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს,“ – თქვა ლევან დავითაძემ.
მას არ წარმოუდგენია არც დასკვნა, არც ექსპერტიზის შეფასება ან რაიმე დოკუმენტი, რაც მის სიტყვებს დაადასტურებდა.
მოკლე დროში ორ სხვადასხვა ქუჩაზე ორი სხვადასხვა სახის პრობლემის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც კომპანია „ბონდი 2009“-ის მიერ ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება.
კომპანია „ბონდი 2009“ ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან დოლიძის მამის, ნუკრი დოლიძის კუთვნილი კომპანიაა.
ნუკრი დოლიძე კომპანიის ორ სხვა თანამფლობელთან ერთად პარტია „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია.
ბონდი 2009-ს დამფუძნებლები: ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, ნუკრი დოლიძე და დავით დევაძე
რამდენი ტენდერი აქვს მოგებული ბონდი 2009-ს ბოლო 2 წელიწადში
სახელმწიფო შესყიდვების საიტის მიხედვით, შპს „ბონდი 2009“-მ 2025-2026 წლებში მინიმუმ 10 ტენდერი მოიგო.
ტენდერების უმეტესობა ბათუმის მერიის სამსახურის მიერაა გამოცხადებული. ბათუმის მერია აღმასრულებელი ორგანოა, ხოლო მისი მაკონტროლებელია ბათუმის საკრებულო, რომლის წევრია ლევან დოლიძე, „ბონდი 2009“-ს ერთ-ერთი მფლობელის შვილი.
ბოლო ტენდერი შპს „ბონდი 2009“-მ 2026 წელს მოიგო. სატენდერო ხელშეკრულება 5 მილიონ 649 ათას 994 ლარზე კომპანიასთან 2026 წლის 28 იანვარს გაფორმდა.
ამ თანხით კომპანიამ ბათუმში, 15 ქუჩაზე არსებული ქვაფენილი უნდა აყაროს და ასფალტობეტონის საფარი მოაწყოს.
[დემეტრე თავდადებული, ლუკა ასათიანი, ვაჟა-ფშაველა, 26 მაისი, დავით კლდიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ხარიტონ ახვლედიანი, სტეფანე ზუბალაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ჰაიდარ აბაშიძე, იორდან მეტაქსა, სელიმ ხიმშიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ლერმონტოვი და მურად ხინიკაძე].
გარდა ამისა, „ბონდი 2009“-ს ტენდერის გარეშე მისცეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების უფლება.
2026 წელი
2026 წლის 27 იანვარს შპს „ბონდი 2009“-სა და ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ბათუმში, ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარის ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის.
ამ მიზნით კომპანია ბიუჯეტიდან 4 მილიონ 453 ათას 999 ლარს მიიღებს.
2026 წლის 12 იანვარს შპს „ბონდი 2009“-სა და ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ბათუმში, მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად.
კომპანია ბიუჯეტიდან ამ საქმის შესასრულებლად 495 000 ლარს მიიღებს.
2025 წელი
ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“
„ბონდი 2009“-მ მოიგო ტენდერი, ბათუმში, ასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. კერძოდ, ქალაქის ქუჩებში ორმოების შეკეთება ცხელი ასფალტით.
21.05.2025 – ხელშეკრულება გაფორმდა 2 მილიონ 494 ათას 699 ლარზე.
„ბონდი 2009“-მ მოიგო ტენდერი, ბათუმში, იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად (ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე).
04.02.2025 – ხელშეკრულება გაფორმდა 12 მილიონ 518 ათას 999 ლარზე.
2025 წელს „ბონდი 2009“-მ მოიგო საავტომობილო გზების მიერ გამოცხადებული ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 69-79 კილომეტრის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.
ხელშეკრულების ღირებულება 20 მილიონ 571 ათას 314 ლარია და ძალაშია 2028 წლის 25 ივლისამდე.
სახელმწიფო შესყიდვების საიტის მიხედვით, კომპანიას ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს საერთო სახელშეკრულებო თანხის 12 % ანუ 2 მილიონ 430 ათასი 734 ლარი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროექტის, ტენდერმონიტორის მიხედვით, კომპანიას 2012 წლიდან 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიღებული აქვს 298 ტენდერში.
აქედან მოგებული აქვს 164 ტენდერი, წაგებული აქვს 119, ხოლო 15 ტენდერი, რომელშიც მონაწილეობდა, არ შედგა.
ამას გარდა, „ბონდი 2009“-ს მიღებული აქვს 29 გამარტივებული შესყიდვა.
მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 292 მილიონ 424 ათას185 ლარია.
ვისია კომპანია ბონდი 2009
„ბონდი-2009“ ბათუმში 2009 წელს რეგისტრირებული კომპანიაა.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილებს [თითოეული 25%-ს] ფლობენ: ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, ნუკრი დოლიძე და დავით დევაძე.
კომპანიის დირექტორია მამუკა დოლიძე.
კომპანიის ოთხი დამფუძნებლიდან სამი „ოცნების“ შემწირველია.
ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას“ 2021-2025 წლებში ჯამში 207 ათასი ლარი შესწირა, დავით დევაძემ [2023-2025 წლებში] – 170 ათასი ლარი, ხოლო ნუკრი დოლიძემ [2021-2025 წლებში] – ჯამში 228 ათასი ლარი.
ამასთან, ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია [„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი].
ასევე არის საკრებულოს ფრაქციის – „ევროპელი სოციალისტების“ წევრი.
„ბონდი 2009“-ს კიდევ ერთი მფლობელის, ოთარ ფუტკარაძის შვილი, შოთა ფუტკარაძე კი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია.
2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს წევრ ლევან დოლიძეს აჩუქეს Porsch cayenne-ს მარკის, ხოლო მის მეუღლეს, ლანა მოწყობილს Tesla-ს მარკის ავტომობილი.
სქრინი ლევან დოლიძის მიერ შევსებული დეკლარაციიდან
დეკლარაციაში არაა მითითებული, ვინ იყო საჩუქრის ავტორი.
ასევე ლევან დოლიძე დეკლარაციაში არ უთითებს არც მის სახელზე არსებულ ქონებას და არც შემოსავლებს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შევსების მომენტში საკრებულოს დეპუტატს სახეფასო ანგარიშზე მხოლოდ 4 824 ლარი ჰქონდა.
არის თუ არა ფავორიტი კომპანია „ბონდი 2009“
ერთ-ერთი ბოლო მსხვილი კონტრაქტი „ბონდი 2009“-მ ბათუმის მერიისგან მიიღო ტენდერის გარეშე.
მერიამ მემედ აბაშიძის ქუჩაზე ქვაფენილის აყრა და ასფალტის დაგება უტენდეროდ დაიწყო. სამუშაოებს „ბონდი 2009“ ასრულებდა.
ბათუმის საკრებულომ ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში პოსტფაქტუმ შეიტანა, გახარჯული თანხები და კომპანიის საქმიანობა კანონიერ ფარგლებში რომ მოქცეულიყო.
რას ამბობს ბათუმის მერი ოღორჩოღროდ დაგებულ ტროტუარზე
„ბონდი 2009“-ს მიერ ჩატარებული სამუშაოები განხილვის თემა გახდა ორი კვირის წინ, როდესაც გავრცელდა მამია ვარშანიძის ქუჩაზე უსწორმასწოროდ დაგებული ტროტუარის ვიდეო.
საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, ბათუმის მერია იძულებული გახდა განცხადება გაეკეთებინა, რომ სამუშაოებს არ ჩაიბარებდა.
„როდესაც პრობლემა წარმოიშვა, მოვედი და ადგილზე ვცდილობთ გამოსავალი ვიპოვოთ. სახლები არის სხვადასხვა სიმაღლეზე. ყველა მოსახლეს უნდა თავის ეზოში შესასვლელი. გამოვიდა მაგის გამო ესე უშნო. ახლა როდესაც ვნახეთ, ვცდილობთ ეს პრობლემა რაღაცნაირად [მოვაგვაროთ].
არ ვიბარებთ.
ჩემს პერიოდში რა ობიექტებიც იყო, უხარისხოს არ ვიბარებთ არაფერს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის კომპანიის ხელმძღვანელი, მაგას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“ – თქვა ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ „ტვ პირველთან“.
კომპანიამ ახლადდაგებული ქვაფენილი აყარა და თავიდან უნდა დააგოს.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე მოხდა და რომლის დროსაც ახლადდაგებული ასფალტი ჩავარდა, ბათუმის საკრებულოს წევრმა, ლევან დავითაძემ დაიცვა „ბონდი 2009“ და განაცხადა, რომ ეს კომპანიის ბრალი არ იყო.
„გზის სავალი ნაწილის ჩავარდნა არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ამგვარი კავშირის გავლება არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს.
შემთხვევა გამოწვეულია მაღალი წნევის წყლის მილის დაზიანებით, რასაც მოჰყვა დაზიანების ზონაში გრუნტის გამორეცხვა და საბოლოოდ გზის საფარის ლოკალური ჩავარდნა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტიპის ავარიები ამ მონაკვეთზე წარსულშიც ფიქსირდებოდა. მათ შორის, 2021 წლის გაზაფხულზე.
განსაკუთრებით ხდება მსგავსი შემთხვევები, მაშინ როდესაც ტემპერატურა მოკლე დროში მკვეთრად იცვლება. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პრობლემა დაკავშირებულია საკომუნიკაციო ქსელის ავარიულ დაზიანებასთან და არა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან.
რაც შეეხება დაზიანებული ავტომობილის კომპენსაციის საკითხს, გადაწყვეტილება მიიღება მას შემდეგ, რაც დასრულდება ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლა და ზუსტად დადგინდება, როგორც მიზეზები, ასევე ზიანის ოდენობა“, – თქვა ლევან დავითაძემ საკრებულოს სხდომაზე.
დღეს, 23 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა გადადო.
მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო, მის ადვოკატს, საია-ს იურისტს, ნინო ხუციშვილს კი, ორდერით დაცვის უფლება სასამართლომ არ მისცა, მას სასამართლომ მინდობილობა მოსთხოვა.
პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო.
„ეს არ ატარებს გაჭიანურების ხასიათს,“ – აღნიშნა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.
„რატომ არ განიხილა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება ერთი წლის განმავლობაში?“ – ვკითხეთ მარიამ კერესელიძეს, შსს-ს წარმომადგენელს სხდომის დასრულების შემდეგ. მან სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა.
საქმე ეხება ისევ სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანია ის, თუ რამდენად კანონიერად დააკავეს მზია ამაღლობელი.
სამართალდარღვევის ჩადენის მიუხედავად, იყო თუ არა საჭირო, პოლიციელებს დაეკავებინათ ქალი, რომელმაც შენობის ღობეზე სტიკერი გააკრა?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის უკვე 1 წელი და 3 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.
„მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის“ წარმოებაში მიღებაზე უარი უთქვამს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს 2025 წლის დეკემბერში. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საქმე დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალდებულა.
თუ დადგინდება, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი არგუმენტი სტრასბურგის სასამართლოში, სადაც უკვე განიხილება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე გაყალბებული ოქმებით, ასევე, სისხლის სამართლის საქმე პოლიციის ცრუ მოწმეებით.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და დაკავებას ეყრდნობოდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას აცხადებდა და სასამართლომაც გაიზიარა პოზიცია, რომ „დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების“ რისკი არსებობს, ვინაიდან მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და გათავისუფლების შემდეგ გააწნა სილა პოლიციელს.
მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა.
ამ თანამდებობას 22 აპრილამდე სულხან თამაზაშვილი იკავებდა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს.
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა 2018 წლის ივლისიდან. მანამდე კი, 2016-2018 წლებში, იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
ზურაბ პატარაძეს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა. ის სხვადასხვა დროს იყო ელჩი ყაზახეთსა და თურქეთში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს შპს “ენგურჰესში” შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა.
სუს-ის ინფორმაციით, შპს „კოდორიჰესები“ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.
„დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- აცხადებს სუს-ი.
დღეს, 23 აპრილს, შუადღისას, ბათუმის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ხმა ბულვარში მდებარე სასტუმრო „ამბასადორიდან“ მოდიოდა და ამავე დროს, სასტუმროს თავზე დაკვამლიანება იყო.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქდა გაზის ბალონი. ამ დროის მონაცემებით [15:30] მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
ინფორმაცია განახლდება.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან:
თიკო თედელურს სამი შვილი ჰყავს. მის ორ შვილს – 7 წლის თომას და 6 წლის თეოდორეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვთ.
თიკო ამბობს, რომ თომას გაუმართლა, რადგან ის აშშ-ში დაიბადა და მის მკურნალობას სრულად უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატები. თეოდორეს გადასარჩენად კი, რომელიც ახლა საქართველოშია, თიკოს ოჯახის წევრები ქუჩაში, მთავრობის კანცელარიასთან ღამეებს ათევენ.
როგორ მკურნალობენ ამერიკაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს და რატომ ეუბნება „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოში წამლის შემოტანაზე მშობლებს უარს. სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა „ბათუმელები“ თომას და თეოდორეს დედას, თიკო თედელურს ამერიკაში.
ქალბატონო თიკო, როგორც ვიცით, თქვენი ერთი შვილის მკურნალობას აშშ აფინანსებს მთლიანად. საქართველოში, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ წამლები, რასაც მშობლები მოითხოვენ, არ არის საბოლოოდ დამტკიცებული, ექსპერიმენტულია და აქვს მძიმე გვერდითი მოვლენები. გვინდა 7 წლის თომას მაგალითზე აგვიხსნათ, რას გულისხმობს ეს მკურნალობა და რა ეტაპის გავლა უწევთ ბავშვებს?
თომას ბედი ჰქონია, რადგან ამერიკაში გაჩნდა. შესაბამისად, აქვს ამერიკის მოქალაქეობა და მასზე მთლიანად ზრუნავს სახელმწიფო. თეოდორე, საქართველოშია დაბადებული და ცხადია, ამაყი ვარ ამითაც, რომ ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქეა. თუმცა, ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში მშობლებს გვიწევს მძიმე ბრძოლა, ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის.
2024 წლის პირველი აპრილი იყო, როდესაც ამ დაავადების შესახებ გავიგეთ. მე უკვე ემიგრაციაში ვიმყოფებოდი და ბავშვები დასთან და რძალთან მყავდა დატოვებული. ისინი ზრუნავდნენ მათზე.
ბუნებრივია, ამ დაავადების შესახებ არ მქონდა ინფორმაცია, ისევე როგორც ბევრ მშობელს. ვიცით, რომ გენეტიკური დაავადებაა და არის შემთხვევები, როდესაც მუცლადყოფნის დროს ზიანდება ბავშვის გენი და ბავშვი იბადება ამ სინდრომით, რასაც სპონტანური ჰქვია, თუმცა არის შემთხვევები, როცა დაბადების შემდეგ უვლინდება დაავადება.
ჩემი წინაპრების ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, ამიტომ არც კი მქონია რაიმე ეჭვი ამ პათოლოგიაზე. მერწმუნეთ 0.01 პროცენტითაც რომ ფიქრობდნენ მშობლები, რომ მათი შვილები ამ გენით დაიბადებიან, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებდნენ ორსულობისგან. არა იმიტომ, რომ მშობელი იტანჯება, არცერთი დედა არ გაიმეტებს შვილს ასეთი ტანჯვისთვის.
როგორც ამბობენ, ბიჭებში გვხვდება ძირითადად ეს დაავადება ხომ?
შეიძლება გოგონაც იყოს ამ დაავადების მატარებელი, მაგრამ გოგოს არ გამოეხატება, ანუ ჩვეულებრივი სრულფასოვანი ცხოვრებით შეიძლება იცხოვროს ისე, რომ საერთოდ არ იცოდეს, რა გენეტიკური პათოლოგიის მატარებელია.
ძალიან ბევრმა მშობელმა არ იცის ამის შესახებ და ძალიან ბევრმა ექიმმაც კი არ იცის. ჩემი შვილების პედიატრი, 40-წლიანი გამოცდილებით, უმაგრესი სპეციალისტიც კი გაკვირვებული იყო, როცა ამ დაავადებაზე ვუთხარი, რადგან პრაქტიკაში არ ჰქონია მსგავსი შემთხვევა.
წინა თაობებშიც კი, შეიძლება ისე გარდაცვლილიყო ბავშვი, რომ დიაგნოზი არ სცოდნოდათ, იმდენად დაბალი იყო ცნობიერება ამ დაავადებაზე.
რამდენი ხანია რაც ჩაერთო თომა მკურნალობაში და როგორ მიუდგა აშშ ამ პრობლემას?
რადგან თომა აშშ-ის მოქალაქეა, არ გაგვჭირვებია ექიმთან აღრიცხვაზე დადგომა და გამოკვლევები. პედიატრმა ბოლომდე გამოიკვლია მდგომარეობა და გადაგვამისამართა გენეტიკური პათოლოგიების ცენტრში, ნიუ-იორკში, სტოუნი ბრუკის კლინიკაში, სადაც ძირფესვიანად შეისწავლეს თომას მდგომარეობა და გვყავს არაჩვეულებრივი ნევროლოგი.
ვინაიდან ჩვენი ორგანიზმი ძირითადად კუნთებისგან შედგება, დისტროფინის, ანუ კუნთების გენი არის ყველაზე გრძელი, რომელიც 79 ეგზონისგან შედგება. ამ ეგზონებიდან რომელი აქვს ბავშვს წაშლილი, ანალიზის მიხედვით ვადგენთ. თომას და თეოდორეს აქვთ 49-ე, 50-ე ეგზონის წაშლა. მაგრამ არის ისეთი მუტაციებიც, რომელზეც გენური თერაპია არ მიდის.
თომას მაგიტომაც გაუმართლა, რომ ზუსტად ემთხვეოდა წამალი ამ ეგზონების წაშლას და ასევე მისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობდა, რომ თომას ეს წამალი მიეღო.
როცა მშობლები ითხოვენ წამალს, რა წამალი აქვთ მხედველობაში და მკურნალობის რა ფორმები არსებობს დღეს ამ დაავადების სამკურნალოდ?
მაგალითად, თომამ გაიარა გენური თერაპია ანუ „ელევიდისი” (Elevidys), რომელიც არის ერთადერთი თერაპია დიუშენის სამკურნალოდ და რომელიც აღიარებულია ამერიკის ჯანდაცვის (FDA-ს) მიერ. გავლილი აქვს ყველანაირი შემოწმება უსაფრთხოებაზე.
გენური თერაპია არის ვირუსზე დაფუძნებული თერაპია და ერთჯერადად კეთდება გადასხმის სახით. საქართველოში, მთავრობა აპელირებს იმაზე, რომ წამალი არის კატასტროფულად ძვირი. თურმე მშობლებს გვინდა, რომ საქართველოს ბიუჯეტი ჩამოვაქციოთ და ქვეყანა დავაქციოთ, რაც არის აბსურდი და ტყუილი, რადგან ამ 100 ბავშვიდან, შეიძლება ეს მედიკამენტი წავიდეს მხოლოდ 10 ბავშვზე.
გამოდის, ყველა ბავშვი ვერ მიიღებს გენურ თერაპიას, რაზეა ეს დამოკიდებული?
დიუშენი არის ურთულესი დაავადება, რადგან სხვადასხვა ტიპის მუტაცია არსებობს და სხვადასხვა ტიპის მუტაციაზე მიდის სხვადასხვა წამალი. ამიტომ, მშობლები მხოლოდ გენური თერაპიისთვის არ ვიბრძვით. ვიბრძვით ოთხი ტიპის წამალზე, რომელთა ფასი იწყება 5000 დოლარიდან და ადის 3.5 მილიონამდე.
მაგრამ მულტიდისციპლინური გუნდის შერჩევის გარეშე ვერცერთ პრეპარატს ვერ მისცემენ ბავშვებს – მუტაციების მიხედვით იყოფიან ბავშვები კატეგორიებად. ასევე ასაკის მიხედვით.
გენური თერაპიის შედეგად ბავშვი იკურნება, თუ კიდევ სჭირდება კონტროლი?
როგორც ექიმმა ამიხსნა, ეს წამალი არის ინოვაციური და ნამდვილად ასეა. დაახლოებით 5-7 წელია პრაქტიკაში რაც გამოიყენება და ბავშვები, რომლებსაც ჩაუტარდათ გენური თერაპია, ისევ არიან მობილურები, შეუძლიათ სიარული. წლების წინ საერთოდ არ არსებობდა მსგავსი მკურნალობა და დღეს გვაქვს. AI ეპოქაში ისე ვითარდება მედიცინა, რომ წლების შემდეგ შესაძლოა საერთოდ ისეთი წამალი გამოვიდეს, რომ სრულიად განიკურნონ ეს ბავშვები, ამიტომ ვცდილობთ დღეს, ამ ბავშვების სიცოცხლის შენარჩუნებას.
ამერიკის უდიდესი მადლობელი ვარ, რომ ერთი შვილის სიცოცხლე მაჩუქა, იმავეს ვთხოვ ჩემი ქვეყნის მთავრობას, რომ მაჩუქოს მეორე შვილის სიცოცხლეც.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ იტარებს გენურ თერაპიას, აქ რა მედიკამენტს იყენებს მედიცინა?
თუ ბავშვი ეტლში ჩაჯდება, იქ გენური თერაპია აღარ კეთდება. იმიტომ, რომ ბავშვი არის დიდი, უკვე წამოსულია შინაგანი ორგანოების ძალიან ბევრი პათოლოგია. მნიშვნელობა აქვს ბავშვის წონასაც. რაც დიდია წონა, მეტი წამალი შედის ორგანიზმში და მეტი ანტისხეულები გამომუშავდება, რაც ღვიძლზე ცუდად აისახება და ზუსტად მაგიტომ იყო რამდენიმე ფატალური შემთხვევა. ამიტომ, ბავშვი არ უნდა იყოს ეტლში და არ უნდა იყოს დიდი წონის, რომ გენური თერაპია ჩაუტარდეს, თუ ეს თერაპია ემთხვევა იმ მუტაციას, რომელსაც ის ატარებს.
რამდენი წლის უნდა იყოს ბავშვი, რომ გენური თერაპია ჩაუტარდეს?
4 წლის შემდეგ, სანამ ბავშვი ჩაჯდება ეტლში.
მეორე მედიკამენტი, რომელსაც ამჟამად თომა იღებს, „ვამოროლონია“ (Vamorolone). ეს არის ჰორმონალური სტეროიდები. ზოგადად მსოფლიოში აპრობირებულია „პრედნიზოლონით“ (Prednisolone) მკურნალობა, მაგრამ ამ წამალს ძალიან ცუდი გვერდითი ეფექტები აქვს ბავშვის ორგანიზმისთვის, ამიტომ ბევრად უსაფრთხოა „ვამოროლონი“.
საქართველოში პრედნიზოლონით მკურნალობენ და როცა ჯანდაცვის სამინისტრო რაღაც უკუჩვენებებზე გველაპარაკება, ერთხელ მაინც თუ უკითხავს რა უკუჩვენებები აქვს პრედნიზოლონს? ეს არის შხამი, მაგრამ მაინც თანხმდებიან მშობლები, ოღონდ რაიმეთი უშველონ შვილებს.
რისთვის კეთდება ეს მედიკამენტი?
პრედნიზოლონი ანთების ჩამქრობი პრეპარატია. როცა კუნთში მიდის დაშლის პროცესი, ეს იწვევს ანთებებს და ამ ანთებების ჩამქრობია ეს წამალი. თუმცა მოქმედებს თირკმელებზე, ბავშვი შუპდება, იწვევს მადის მომატებას და კარგავს ფორმას. ხელს უშლის სქესობრივ განვითარებას და ბავშვი რჩება 10 წლის ბავშვის სქესობრივი განვითარებით.
„ვამოროლონსაც“ იმავე მიზნით უკეთებენ ბავშვებს?
ეს მედიკამენტი ახალი თაობის ჰორმონია, რომელსაც თომა იღებს, მაგრამ პრედნიზოლონისგან განსხვავებით ძალიან ცოტა უკუჩვენება აქვს. უნარჩუნდება ბავშვს ძვლის მდგრადობა, სქესობრივ განვითარებას არ უშლის ხელს და არ იწვევს ბავშვის შეშუპებას.
ამ წამლის შემოტანას ითხოვენ მშობლები საქართველოში?
დიახ. ეს პრეპარატი საქართველოში არ არის. გენური თერაპიის და ამ მედიკამენტის გარდა არსებობს „სკიპინგ“ (Skipping) თერაპიაც, რომელიც ეგზონების წაშლის მიხედვით გამოიყენება ბავშვებში, ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით. ამ თერაპიით ცილა დისტროფინი შეჰყავთ ორგანიზმში ხელოვნურად.
თეოდორე, თქვენი მეორე შვილი, რომელ პრეპარატს იღებს საქართველოში?
თეოდორე პრედნიზოლონს იღებს, რადგან სხვა თერაპიაზე არ მიგვიწვდება ხელი საქართველოში. ამ წამლის ფასი 10-15 ლარი გამოდის თვეში და სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. იაფია და იმიტომ. „ვამოროლონს“ სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერცერთი მშობელი ვერ იყიდის, ივანიშვილივით მდიდარი თუ არ არის. 5000 დოლარი სჭირდება თვეში დაახლოებით.
„ვამოროლონი“ ერთადერთი პრეპარატია, რომელიც ნებისმიერ მუტაციაზე მიდის. ამიტომ არის ამ წამალზე მოთხოვნა.
ეს წამალი ეტლში მყოფი ბავშვის შემთხვევაშიც მუშაობს?
ეტლიდან ბავშვს ვეღარ ააყენებს, მაგრამ არის პროცესების შემაფერხებელი. კუნთი ხომ მარტო ფეხის და ხელის არ არის. გვაქვს ფილტვის, გულის კუნთები, შინაგანი ორგანოების კუნთები და დიუშენი ყველა კუნთს აზიანებს. ამ პრეპარატის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კუნთის ფუნქცია შენარჩუნდეს ორგანიზმში.
სხვათა შორის, სკიპთერაპია საქართველოს უკვე დარეგისტრირებული აქვს და თუ დაარეგისტრირეს, მაშინ მიაწოდონ ბავშვებს ეს თერაპია. ეს თერაპია ინფუზიის სახით კეთდება კვირაში ერთხელ.
კიდევ ერთ პრეპარატზე მინდოდა მეთქვა. ეს არის „გივინოსტატი“ (Givinostat), რომელიც ასევე სამკურნალო პრეპარატია და აღიარებულია როგორც ამერიკის, ისევე ევროპის მიერ.
ამიტომ ვითხოვთ ჩვენ, მშობლები მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას – თითოეული ბავშვის მდგომარეობისა და მუტაციის შესწავლას, რომ ამის მიხედვით განისაზღვროს რომელი ბავშვი რომელი ტიპის თერაპიას ექვემდებარება.
მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას მოჰყვება გაწერილი პროტოკოლი, როგორ უმკურნალონ თანამედროვე პრეპარატებით დაავადებას. ზუსტად ამის დაკანონება და ამისი ჩაშვება არ უნდათ, რომ არ დაევალოს სახელმწიფოს, პროტოკოლის მიხედვით, ბავშვების მკურნალობა სრულფასოვნად და თანხები არ დახარჯონ.
თომა და თეოდორე
გასაგებია, რომ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, მაგრამ მშობლებს გვაქვს წამლის კომპანიებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ძალიან ბევრ დათმობაზე მოდიან, ფასდაკლებები კეთდება, განვადებაც შეიძლება გაკეთდეს. ყველანაირი რესურსი შეიძლება მოიძებნოს, თუ მთავრობის კეთილი ნება იქნება.
რას ფიქრობთ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე, როცა ამბობს, რომ ამ წამლებით ბავშვებზე ექსპერიმენტებს ატარებენო?
Elevidys-ი ანუ გენური თერაპია დამტკიცებულია FDA-ს მიერ. ამერიკაში არავინ დაამტკიცებს წამალს, რომლის ვარგისიანობაც არ არის გამოკვლეული. „ვამოროლონიც“ აღიარებულია, როგორც ამერიკის, ისევე ევროპის ჯანდაცვის უწყებების (FDA და EMA) მიერ.
გარდა ამისა, ევროპა თავის გენურ თერაპიაზე მუშაობს და არ არის გამორიცხული, რაიმე უკეთესი თერაპია შექმნან, საქართველოში არც მუშაობენ და არც სხვისი შექმნილის შემოტანა უნდათ.
დავუშვათ, არ წამოვიდა „ოცნების“ მთავრობა თქვენს მოთხოვნებზე, როგორ წარმოგიდგენიათ პროცესის განვითარება?
მანამდე ვიდგებით ქუჩაში, სანამ ჩვენი შვილები არ მიიღებენ მკურნალობას. არ გავტყდებით, არ დავიშლებით. წელიც, რომ დაგვჭირდეს – სიცივეში, ქარში, ყინვაში ქუჩაში დგომა, ბოლომდე ვიდგებით. ეს არ არის მხოლოდ ამ ბავშვების სიცოცხლისთვის ბრძოლა, ვიბრძვით ყველა იმ ბავშვისთვის, რომლებიც კიდევ შეიძლება დაიბადონ ამ ქვეყანაში მსგავსი პრობლემით.
არავინ იცის, ვის შვილს რა პათოლოგია ექნება. როდესაც მკურნალობის მეთოდი იქნება ჩამოყალიბებული ქვეყანაში, იმ ბავშვების მშობლებს აღარ მოუწევთ ჩვენნაირად ქუჩაში დგომა და ყვირილი. იცით, რა წამოსცდა მიხეილ სარჯველაძეს მშობლებთან? ერთ-ერთ შეხვედრაზე კამათის დროს წამოსცდა, „თქვენს ბავშვებს თუნდაც ხუთი წლის მერე, მაინც სიკვდილი ელით და ამ ხუთი წლისთვის რატომ დავხარჯოთ კოლოსალური თანხებიო“.
ზუსტად ასე თქვა?
კი, ბატონო, სიტყვა-სიტყვით. ჩემი და ესწრებოდა ამ შეხვედრას. არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ სიტყვების შეფასება. ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ეკონომიკით უსწრებს ევროპას, წამალს არ ყიდულობს ბავშვებისთვის. იცით, რისთვის მიდიან ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეები? – ადამიანებად რომ იგრძნონ თავი.
ბექას ვიდეო გავრცელდა ფეისბუქში, რომელიც ამბობს, რომ პანდუსის უქონლობის გამო ხუთი წელია სახლიდან არ გასულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბექას ხუთი წელია სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაშია? კალაძემ ამ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს ჯობია, წამლის „ექსპერტობა“ რომ დაიწყო და უკუჩვენებებზე საუბრობს.
რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ პაციენტს სასუნთქი აპარატი გაუფუჭდა და ოჯახს სესხი აღარ მისცა ბანკმა, უჟანგბადოდ რჩებოდა ბავშვი, ჩვენ, მშობლებს რომ არ აგვეგროვებინა ფული ჟანგბადის აპარატისთვის. აი, ასეთ მდგომარეობაში არიან დღეს საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინეს.
სააგენტოს ცნობით არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) – შპს „ნთკ 2016“ (მის: ქ. ბათუმი, ქიქავას 13) გამოავლინეს.
„ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები“ – აცხადებს სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა. დაილუქა ასევე 41 ბიდონი პომიდვრის სოუსი და 560 ქილა აჯიკა.
სასექსის ჰერცოგი, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი, დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით, კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრინცი ჰარი კიევში მატარებლით ჩავიდა, ისევე როგორც უკრაინის ყველა უცხოელი სტუმარი.
მედია წერს, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის ვიზიტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
წელს პრინცი ჰარი ერთხელ უკვე იმყოფებოდა უკრაინის დედაქალაქში, სადაც ის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და უკრაინას „დემოკრატიის ლიდერი“ უწოდა.
ზოგადად, პრინცი ჰარი მხურვალედ უჭერს მხარს უკრაინას: ის დაკავებულია დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციით და ასევე დაახლოებით 500 000 დოლარი გაიღო დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად.
ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ახალ ადმინისტრაციულ შენობას აშენებს. მშენებლობა 2026 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვერ დასრულდა.
ორსართულიანი შენობის მშენებლობაზე სამინისტროს ხელშეკრულება 3,2 მილიონ ლარზე ჰქონდა გაფორმებული. აქედან 1,1 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სამინისტრომ ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და მშენებლობის დასრულებაზე ამჯერად ახალი ტენდერი 1,6 მილიონი ლარით გამოაცხადა.
ბათუმი, პოლიციის ახალი ოფისის მშენებლობა გუდიაშვილის ქუჩაზე შეჩერებულია / 23.04.2026
სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „გეგუსთან“ ხელშეკრულება მშენებლობის დასრულების ვადის გასვლამდე თითქმის ერთი თვით ადრე, 2025 წლის 16 დეკემბერს შეწყვიტა.
მეორე დღეს, 17 დეკემბერს კი, შსს-მ შესყიდვების სააგენტოს მიმართა „გეგუს“ შავ სიაში შეტანაზე.
„არაერთი სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი ისევ არადამაკმაყოფილებელი იყო და ჩამორჩებოდა სამუშაოების შესრულების კალენდარულ გეგმა-გრაფიკს.
სამუშაოების შესრულების ვადა [რომელიც 60 დღით გააგრძელეს] იწურება 2026 წლის 22 იანვარს, მიუხედავად ამისა სამუშაოების მოცულობის დიდი ნაწილი შეუსრულებელი იყო. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოთხოვნილ იქნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გეგუს“ შორის, 2025 წლის 27 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა“, – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით „გეგუზე“ ჯამში სახელშეკრულებო თანხის [3 277 775 ლარის] 36 პროცენტი, ანუ 1 169 737 ლარი უკვე გადარიცხული იყო. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ დღეში, შსს-მ კომპანიას 491 666 ლარი ავანსად გადაურიცხა.
შსს ხელშეკრულების შეწყვეტის წერილში „გეგუს“ სწერს, რომ სამინისტრო „ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, „ზირაანთ ბანკი საქართველოსგან“ გამოითხოვს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას სრულად – 81 944 ლარს.
ამასთან, კომპანიას ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმა [პირგასამტეხლო]“ – 32 777 ლარი.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2025-2026 წლებში შპს „გეგუ“ 13-ჯერ შეიტანეს შავ სიაში – სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ტენდერებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვნად შესრულების გამო.
„გეგუსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ შსს-მ ახალი ტენდერი გამოაცხადა „ბათუმში გუდიაშვილის ქუჩაზე პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის და ტერიტორიის კეთილმოწყობის დასრულების სამუშაოებზე“.
სატენდერო თანხა ამჯერად 1 635 106 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 11 მაისს დასრულდება, სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 220 დღეში უნდა დასრულდეს.
ბათუმი, პოლიციის ახალი ოფისის მშენებლობა [მარცხნივ] გუდიაშვილის ქუჩაზე, რომელიც შეჩერებულია / 23.04.2026შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფომ ბათუმში 256 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართობიც გადასცა სარგებლობაში 10 წლით. ეს ფართობი იმ ახალი კორპუსის პირველ სართულზეა, რომელიც 26 მაისის 13 ნომერში ჩამონგრეული სახლის ადგილზე ააშენეს.
კომერციული ფართობი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, თუმცა ქალაქის მერიამ, საკრებულოს თანხმობით, ის სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
2021 წელს საუბარი იყო იმაზეც, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ბარცხანაში დაიწყებოდა და დეპარტამენტი აბუსერიძის ქუჩიდან იქ გადავიდოდა. ამისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტმა ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის 17 ნომერში [ბარცხანის ხიდთან, ზღვის მხარეს] 15 938 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა სახელმწიფოს.
ეს ნაკვეთიც შსს-ს სარგებლობაშია უკვე მეექვსე წელია, თუმცა, იქ არანაირი მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
შსს-ს სარგებლობაში არსებული ტერიტორია ბათუმში, ბარცხანის ხიდთან / ფოტო: 7.04.2026
რაც შეეხება ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე მშენებარე ახალ ოფისს, „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქ ქალაქის პოლიციის პირველი განყოფილება უნდა განთავსდეს, რომელიც დღეს ტაბიძის ქუჩაზეა.
მშენებლობაზე ტენდერი თავდაპირველად შსს-ს 3 მილიონ 816 ათას 644 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 322 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 888 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 441 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 40 574 ერთეული [+58]
MLRS – 1 752 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 351 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 253 430 ერთეული [+1 941]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 549 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 91 127 ერთეული [+202]
სპეცტექნიკა – 4 134 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმის მერიამ ბულვარში კაფე „ტყუპები“ ჯერ დაანგრია, შემდეგ კი საკრებულოს მიმართა ბულვარში განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. ცვლილებების პროექტი, რომლითაც მერიამ საკრებულოს მიმართა, კაფე „ტყუპები“ გენგეგმაში დემონტაჟს დაქვემდებარებულ ობიექტად ჩაწერეს, ნაცვლად რეკონსტრუქციას დაქვემდებარებული არსებული ობიექტისა.
დღეს, 22 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ „ლელოდან“ გადაწყვეტილება გააპროტესტა და განაცხადა, რომ არასწორია, როცა სპეციალისტების მომზადებულ დოკუმენტს ცვლიან. მისთვის მიუღებელია ისიც, როცა მერიამ ჯერ კაფე დაანგრია და საკრებულოს პოსტფაქტუმ გადაუგზავნა დოკუმენტი ცვლილების შესახებ: „ნოტარიუსები ვართ?“.
მერიის ინფორმაციით, გამოთავისუფლებულ ადგილებზე სარეკრეაციო სივრცის და შადრევნის მოწყობას გეგმავენ.
„ცვლილებიდან გამომდინარე არსებული და საპროექტო ობიექტების ადგილმდებარეობის გეგმიდან ხორციელდება კაფე „ტყუპების“ შენობების ამოღება და სანაცვლოდ დაიტანება წყლის სარკე (ზედაპირი)“.
ბულვარის გენგეგმის ცვლილებაზე საუბარი ისე დასრულდა, არც საკრებულოს თავმჯდომარეს, არც „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს და არც სხვებს, არ გამოუყენებიათ საკრებულოს ტრიბუნა, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ ბათუმის ბულვარში 20 ავტომანქანის უნებართვო გადაადგილებაზე.
როგორც ჩანს, ეს საკითხი მათ ისე არ აღელვებთ, რომ ამომრჩეველს აუხსნან რა რეაგირება მოახდინეს, ვინმეს პასუხი მოსთხოვეს თუ არა.
არც ის უკითხავთ მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსისთვის, როგორ ხდება, რომ მერია ბულვარის გენგეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის მოტივით ანგრევს კომერციული ობიექტების ერთ ნაწილს, რომლებსაც საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ, მეორეს კი არ ეხება და მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს.
საკრებულოს უმრავლესობის წევრებს არ აქვთ კითხვები არც შერჩევით მიდგომაზე და არც კორუფციაზე.
სხდომაზე კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ზედმიწევნით ცდილობს დაიცვას რეგლამენტი. როგორ ცდილობს დაიცვას ბულვარი, ამაზე არაფერი გაგვიგია.
რით აისხნება შერჩევითი მიდგომა, ამაზე საკრებულოს წევრებს კითხვები არ აქვთ.
22 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე, დიდი დრო დაუთმეს აჭარის მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის დამშვიდობებას – მადლობა უთხრეს მას ბულვარში უსახური შენობების დანგრევისთვის – „რომ არა მისი ჩართულობა, კონკრეტული ხედვა და მკაფიო გადაწყვეტილებები, იმ შედეგს ვერ დავდებდით, რაც დღეს ქალაქში ხდება და კარგია.“ ასევე, მადლობა უთხრეს კარგი მუშაობისთვის და მათ მიმართ ნდობის გამოცხადებისთვის – „ჩვენი გუნდის ფორმირებისთვის.“
ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა ამ ეტაპზე ასევე აქებს მერს – გიორგი ცინცაძეს და მადლობას უხდის, ისევე როგორც აქებდნენ ყოფილ მერს არჩილ ჩიქოვანს, მანამდე კი ლაშა კომახიძეს… კითხვები კი არჩეული მერის წასვლასთან დაკავშირებით არც მაშინ გასჩენიათ და არც ახლა გამოიჩენენ ალბათ თავს, თუ სულხან თამაზაშვილის წასვლის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. უმრავლესობა იმასაც კი ვერ ბედავს მერს შეახსენოს, რომ მათი არჩეულია და სხდომაზე მისვლის ვალდებულება აქვს.
ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას ბათუმის მერია ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად გაიტანს. ბოლო წლების განმავლობაში აქ კაფე „ნეოკა“ ფუნქციონირებდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ყოფილ მოიჯარეს შპს „აჭარა ბათუმს“ საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2025 წლის ივლისამდე ჰქონდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩის #1 ში მდებარე ქონებას აუქციონზე ამ ქონების საბაზრო ღირებულების 5 პროცენტის ფასად გაიტანს.
საერთო ჯამში 990 კვ.მეტრ ტერიტორიას და შენობას საიჯარო წესით გასასხვისებლად აუქციონზე 361 600 ლარად გაიტანენ, ამას დაემატება ბიჯის ოდენობაც.
ამ დრომდე ნინოშვილის ქუჩაზე, #1-ში მდებარე მუნიციპალური ქონებით სარგებლობაზე მერიასთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შპს „აჭარა ბათუმს“. კომპანია 2011 წელს არის დაფუძნებული და მისი მესაკუთრე თურქეთის მოქალაქე ერჩიმ ტოსიალია.
აუქციონზე გასატანად მომზადებულ მიწის ნაკვეთთან ახლოს გაყიდვების ოფისი აქვს სამშენებლო კომპანია „გუმბათს“. ადრე აქ კაფე „გარდენსი“ ფუნქციონირებდა. ამ შემთხვევაში მოიჯარე შპს „აჭარგანათებაა“, მერიის ექსკლუზიური კონტრაქტორი ქალაქის განათებისა და სადღესასწაულოდ მორთვის სამუშაოების მიმართულებით. „გუმბათი“ ქვემოიჯარედ ფიქსირდება.
ადგილი, სადაც „გუმბათის“ ოფისია განთავსებული, აჭარის მთავრობას ეკუთვნის, შესაბამის უწყებასთან „აჭარგანათებას“ 2018 წელს 10 -წლიანი საიჯარო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
„ივანიშვილი ბორგავს“ – მიიჩნევს ივანიშვილის ჯგუფის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე საკადრო ცვლილებებზე, რაც გუშინ, 21 აპრილს, ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გაგვაცნო.
ამ საკადრო ცვლილებების მიხედვით, მაგალითად, ბრიტანეთისგან დასანქცირებული სულხან თამაზაშვილი შს მინისტრი გახდება.
„ბათუმელები“ რამდენიმე პოლიტიკოსს ესაუბრა ბოლო საკადრო ცვლილებებზე „ოცნებაში“ და იმაზე, თუ რა იყო მნიშვნელოვანი იმ ამბავში, რომ სულხან თამაზაშვილი 2025 წლის აპრილიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო?
რას აჩვენებს ივანიშვილის ბოლო საკადრო ცვლილებები, მათ შორის, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული თამაზაშვილის შს მინისტრად დანიშვნა?
„ეს საკადრო ცვლილებები გამოხატავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ბორგავს. ბიძინა ივანიშვილი შფოთავს, ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაალაგა ქვეყანა,“ – ამბობს მურმან დუმბაძე, პოლიტიკოსი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი.
რის მიღწევას ცდილობს ამ სვლით ივანიშვილი? – ვკითხეთ ივანიშვილის გუნდის ყოფილ წევრს და თავისი დაკვირვების გაზიარება ვთხოვეთ:
„როცა დანიშნეს სულხან თამაზაშვილი, მაშინ ვთქვი, რომ ეს იქნებოდა მოკლევადიანი. სულხან თამაზაშვილი პოლიტიკოსი არ არის, ეს არის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი… უნდა ვივარაუდოთ, რომ ვინც იქნება ახალი, ისიც ძალიან მოკლევადიანი იქნება.
510 დღეა ბათუმსა თუ თბილისში იკრიბებიან იდეალისტი ადამიანები და აპროტესტებენ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის საერთო ზოგადი განწყობა საქართველოს მოქალაქეებისა… თუ არჩევნებს გადახედავთ, 2025 წელს პრაქტიკულად ხალხი არ მივიდა. ასეთი დაბალი დასწრება არჩევნებზე საქართველოს ისტორიას დამოუკიდებლობის დღიდან არ ჰქონია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქე მიმდინარე ხელისუფლებას დე იურედ არ ცნობს.
ივანიშვილს კი, ასეთი გადაწყვეტილებებით დრო გაჰყავს: წარმოიდგინეთ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც 137-ე თემაა საქართველოს მოქალაქისთვის. მთავარი თემა არის ტერიტორიების საკითხი, ეკონომიკა, ევროპასთან ინტეგრაცია… ივანიშვილი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომებით უფრო გაახანგრძლივებს თავის ხელისუფლებას და ეს რაღაცნაირად გამოსდის კიდეც – 14 წელია ხელისუფლებაშია.
საქართველოში დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ შეძლო, მაგრამ პოლიტიკაში მოვლენები ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს. მთავარია, რომ პროტესტი არსებობს, დასავლეთმა არ ცნო არჩევნების შედეგები საქართველოში და სანქცირებულია მთელი პოლიტიკური ლიდერშიპი, მათ შორის თამაზაშვილი, ბრიტანეთის მიერ.
როგორ შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრი, ან სუსის უფროსი იყოს კაცი, რომელიც დასანქცირებულია?“ – კითხულობს მურმან დუმბაძე.
მურმან დუმბაძე
„ივანიშვილისთვის სულხან თამაზაშვილი არის კარგი პოლიციელი, ამიტომაც არის იგი დასანქცირებული,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. მისი აზრით, თამაზაშვილი „პოლიციური სისტემით მართავდა“ აჭარას და „კარგად შეასრულა ივანიშვილის დავალებები“.
„სამწუხაროდ ე.წ. მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებიან ხალხს, ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მონობაშიც არიან ეს ადამიანები. ჩვენ გვახსოვს თამაზაშვილი, როგორ იჯდა ჩაკეტილი კაბინეტში, არაერთი აქცია გამართულა ეგრეთ წოდებულ მთავრობის სახლთან და არ გვინახავს, გამოსულიყო და ვინმეს დალაპარაკებოდა,“ – გვიყვება მიშა ბოლქვაძე.
მიშა ბოლქვაძე
„ქართული ოცნებისთვის“ საკადრო პოლიტიკა ფაქტობრივად არ არსებობს, ახალი სახეები არ არსებობს, ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებული ნდობით სარგებლობენ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ეს გადათამაშებები, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ საკადრო დეფიციტია „ქართულ ოცნებაში“, – მიიჩნევს ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
ვაჟა დარჩია
„პირველი არ არის ეგ, როცა ბიძინა ასე იქცევა. მერე რა, რომ დასანქცირდა სულხან თამაზაშვილი? რასაც მინდა, იმას ვაკეთებ – ივანიშვილი ისევ ამის დემონსტრირებას ახდენს. ივანიშვილი ამბობს, რომ რუსია და სულ არ აინტერესებს, დასავლეთში როგორ უყურებენ. საერთოდ, რუსებს ესმით მხოლოდ ძალის ენა.
მიუხედავად ქოცობისა, მდინარაძე მართლაც კარგი სპიკერია. მდინარაძე რომ გადავიდა სუს-ში, რეალურად სპიკერები შემოაკლდათ, ირაკლი ზარქუას და ბოჟაძის იმედად დარჩნენ… ბოლოს რაღაც თანამდებობა უშოვეს ისეთი, რომ კომენტარების გაკეთება შეეძლოს,“ – ამბობს თემურ გორგაძე, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი.
თემურ გორგაძე
რა იყო მნიშვნელოვანი სულხან თამაზაშვილის თავმჯდომარეობის დროს?
სულხან თამაზაშვილზე საუბრისას პოლიტიკოსებს ძირითადად ბათუმის ბულვარი ახსენდებათ, სადაც ბოლო რამდენიმე თვეში შენობები დაანგრიეს – უკანონოაო, თუმცა უკანონოდ აშენებული შენობების ნაწილი ისევ ბულვარშია. ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს შერჩევით სამართალზე და ეჭვობს, რომ ბათუმის ბულვარშიც „გავლენების ახალი გადანაწილებაა“.
„თითქოს ბულვარის გენერალური გეგმის აღსრულება ხდებოდა, რაც რეალურად 2022-ში დამტკიცდა და 2026-ში გახდა რატომღაც მნიშვნელოვანი. ამ დროს ხდება გავლენების ახალი გადანაწილება,“ – გვესაუბრება ვაჟა დარჩია. – „ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი გახდა მეექვსე განყოფილების უფროსი პოლიციელი, რომელიც ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, მათ შორის, როგორც „მზია ამაღლობელის საქმის“ ერთ-ერთი გამორჩეული ცრუმოწმე, ასევე, აქციების დარბევების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.
თამაზაშვილს დავალების შესრულება გამოუვიდა კარგად: ჩამოვიდა ბათუმში, გადაუნაწილა „ქართული ოცნების“ შემწირველებს და დაახლოებულ ადამიანებს ქალაქი… კონკრეტული მტკიცებულება არის ის, რომ ბულვარის გენგეგმა არ სრულდება – უკანონო შენობების ნაწილი დარჩა კი არა, შენობები, რომლებიც შეუსაბამოდ იყო მოხსენიებული ბულვარის გენერალურ გეგმაში, დარჩა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იყო დაკავშირებული იმ ადამიანების ჯგუფთან, ვისაც კონკრეტული სიკეთეები აქვთ გაკეთებული „ქართული ოცნებისთვის“: ვგულისხმობ, იგივე „სანრემოს“ – გენგეგმის მიხედვით, ფუნდამენტური ნაგებობები არ შეიძლება იყოს სანაპირო ზოლზე, პლაჟზე.
ასევე, „ამბასადორი“ ვერ დაინგრეოდა, რადგან ქებურია, ვიცით, როგორც არის გადახლართული „ქართულ ოცნებასთან“. მას ბულვარის გარდა, ულიცენზიოდ მისცეს ხელოვნური კუნძულისთვის 300 ათასი კუბური მეტრი ქვა-ღორღი. ეს არის სასათბურე პირობების შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაახლოებულნი არიან „ოცნებასთან“.
ამ დროს ყოველდღიურად იმართებოდა აქციები თამაზაშვილთან – იმ ადამიანების აქცია, რომლებმაც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგეს. მათ გადაუგრიხეს ხელი და შემოსავლის გარეშე დატოვეს,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.
„ფიზიკურად თამაზაშვილის ქუჩაში ხალხთან თუ მედიასთან აქტიური კომუნიკაცია არ ჰქონია, რომ ადამიანზე შეიქმნა შთაბეჭდილება…“ – პირველ რიგში, თორნიკე რიჟვაძის კადრების ჩამოშორებასა და ახალი კლანის ჩამოყალიბებაზე გვესაუბრება თემურ გორგაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი – „თამაზაშვილმა მოიყვანა, ასე ვთქვათ, ქობულეთის კლანი, ცოტნე ანანიძის მაგალითიც ამას აჩვენებს…
მაგალითად, ბათუმის ბულვარში ადმინისტრაციის უფროსადაც პოლიციელი მოიყვანეს. სადაც კი რამე თანამდებობა არსებობდა, ყველგან პოლიციელები დანიშნეს, რაღაც ძალისმიერი რეჟიმი შემოიღო. ჩეჩნეთშიც ეგრე დაიწყეს და მივიდნენ იქ, სადაც მივიდნენ. ჩვენ ჩეჩნეთის დასაწყისში ვართ ახლა. პოლიციური, შიშზე დანერგილი მმართველობითი სისტემა ააწყო თამაზაშვილმა აჭარაში, “ – ამბობს თემურ გორგაძე.
„მანქანების სეირნობა ბულვარში მე ასლან აბაშიძის დროსაც კი არ მახსოვს… ის პროექტები, რომლებსაც ვაპროტესტებდით ბულვარში, ისევ არ არის დანგრეული, თუ რეფორმას აკეთებ, ის უნდა მიიყვანო ბოლომდე,“ – მურმან დუმბაძესაც არ სჯერა, რომ სულხან თამაზაშვილი და „ოცნების“ მთავრობა ბათუმის ბულვარში მოქალაქეების ინტერესების და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას ცდილობდა.
„რა იცვლება ბულვარში, ეს ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს იმით, რომ ცენტრალურ ნაწილში ისევ არის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. ადამიანები კი, რომლებიც გაჭირვებაში ცხოვრობენ და ზრუნვა სჭირდებათ, გამოყარეს ბულვარიდან. ეს ყველაფერი შერჩევითია.
სულხან თამაზაშვილის სახელს არაფერი კარგი არ უკავშირდება. ის იყო ჩაკეტილი კაბინეტში და ისე მართავდა პროცესებს,“ – გვითხრა მიშა ბოლქვაძემ „ნაციონალური“ მოძრაობიდან.
„ჯიხურები ვისაც დაუნგრიეს ბულვარში, მათი დიდი ნაწილი ხომ „ქოცი“ იყო და ამაზე თვითონაც საუბრობდნენ. ესენი გაწმინდეს უბრალოდ, რადგან დიდი ალბათობით ფულის შოვნაზე არიან გადასული და საარჩევნოდ ეს ხმები აღარ დასჭირდებათ. ჩეჩნური მეთოდი ამიტომაც ვახსენე.
აპირებენ ფულის შემომტანი ახალი კლანების გაჩენას. აგერ, ხელვაჩაურში ხომ რამდენიმე დღის წინ 80-მდე ადამიანი დააკავეს, მათი დიდი ნაწილი ასევე „ოცნების“ მხარდამჭერი იყო. ეს ის დაჯგუფებაა, რომელიც საარჩევნოდ მუშაობდა ხალხზე. ახლა სურთ სრულიად ახალი კლანი, რომელიც გაინაწილებს ფულს ჩეჩნურად“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თემურ გორგაძემ, პარტიიდან „გირჩი მეტი თავისუფლება“.
ვინ შეიძლება გახდეს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე?
სხვადასხვა წყარო კობახიძის ბრიფინგამდეც რამდენიმე კანდიდატს განიხილავდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. ყველაზე ხშირად ახსენებენ 4 კანდიდატს: ზურაბ პატარაძე [საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში], ლევან დიასამიძე [საქართველოს ელჩი ყაზახეთში], ცოტნე ანანიძე [„ოცნების“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე] და თორნიკე ფაღავა [„ოცნების“ პარლამენტის წევრი].
„სურვილი ბევრს ექნება, მაგრამ ერთადერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას – ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ იქნება შემდეგი.
მოვიდა გაზაფხული, გააქტიურდა პოლიტიკური პროცესები და ივანიშვილს სჭირდება ის კადრები, რომლებიც კარგად ასრულებენ დავალებებს,“ – მიიჩნევს მიშა ბოლქვაძე, ენმ-ს წევრი.
მურმან დუმბაძე: „სისტემაა არეული და უნიათო, ვერ უძლებს სტაბილიზაციას საკადრო პოლიტიკაში. დილას რომ ეფრეიტორი ხარ და საღამოს გენერალი გახდები, უნდა იცოდე, რომ ერთ დღეს ისევ არაფერი იქნები. მაგალითად, მამუკა მდინარაძე დღეს არის რიგითი მოქალაქე, არადა გუშინ იყო ეფრეიტორი, საღამოს გახდა გენერალი.“
თემურ გორგაძე კი ამბობს, რომ თვალში მოხვდა აჭარის ტელევიზიის დამოკიდებულება თორნიკე ფაღავას მიმართ.
„აჭარის საზმაუს ჰქონდა პიარკამპანია აწყობილი თორნიკე ფაღავაზე. ეს მაფიქრებინებს, რომ ვარაუდის დონეზე შეიძლება ეს იყოს თორნიკე ფაღავა, როგორც კი რაღაცას დაწერდა თორნიკე ფაღავა, აჭარის ტელევიზია მაშინვე ქარდავდა. ეს უბრალოდ ვარაუდია, არ ვიცი,“ – გვითხრა თემურ გორგაძემ.
„ვინც დასახელდა, არცერთი მათგანი არ გამოირჩევა დამოუკიდებლობით. ისინი არ არიან პოლიტიკური ფიგურები. არცერთი მათგანი არ არის იმ მასშტაბის ფიგურა, რომ დამოუკიდებელი ხაზი გაუჩნდეთ. კრიტერიუმი იქნება სავარაუდოდ ის, რომ რაც შეიძლება მეტად დაემორჩილოს წამოსულ ბრძანებებს და ეს იქნება ერთადერთი ხაზი,“ – უთხრა ვაჟა დარჩიამ „ბათუმელებს“.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში დენის ტარიფი 33% – ით გაძვირდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დენი გაძვირდა და რაც ყველა სხვა პროდუქტს გააძვირებს, ელექტროენერგიის ხარჯვის გაზრდაა.
თუ გადაავლებთ თვალს კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ნახავთ, რომ დენი ძალიან ბევრი სჭირდებათ და თან ელექტროენერგიას დღგ-ს გარეშე იღებენ ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც მაინინგის ბიზნესით არიან დაკავებული.
რა სარგებელი აქვს კრიპტოვალუტის გამომუშავების ბიზნესით ქვეყანას? – მაინინგის მწარმოებელი კომპანიები ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან. თავად ეს კომპანიები დენში დღგ-ს საფასურს არ იხდიან. ეს კომპანიები არ იხდიან არც გადასახადებს და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შეღავათებით სარგებლობენ.
კრიპტოვალუტა და ბიტკოინები რომ ამ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი და ფულიანი კაცის – ბიძინა ივანიშვილის ინტერესის სფეროა, ამას მისი ყოფილ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი ბაჩიაშვილთან სასამართლო დავაც ადასტურებს: ივანიშვილი ბაჩიაშვილს 9 ათასამდე ბიტკოინის მითვისებას [მითვისების მომენტში ბიტკოინის ეს რაოდენობა 39 215 820 აშშ დოლარი იყო] ედავებოდა. ამ საქმეზე საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება შედგა.
სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს სწორედ „ბიტფურის“ მიერ გამომუშავებულ ბიტკოინებს ედავებოდა. ეს ბიტკოინების მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც 2014 წელს 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი თანაინვესტირების ფონდიდან და გორში მონაცემთა ცენტრი ააშენა.
2015 წლის ზაფხულში კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსგან სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა გლდანში, მერვე საპყრობილესთან ახლოს 18 ჰექტარი მიწა, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროს 1 850 000 ლარი იყო. იმ პერიოდისთვის, რომელსაც ივანიშვილის დავა ეხება – 2015 წელი, ბიტფიური მსოფლიოში სულ მონაცემთა 3 ცენტრს ფლობდა, სადაც მაინინგი ხორციელდებოდა, აქედან ორი მდებარეობდა საქართველოში [გლდანში 40 მგვტ და გორში 20 მგვტ], ხოლო ერთი – ისლანდიაში [20 მგვტ].
„ბიტფურიმ“ [იგივე „ბი ეფ დი სი ჯორჯია“], როგორც ელექტროენერგიის ერთ-ერთმა პირდაპირმა მომხმარებელმა – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის [ესკო] მონაცემებით, 2019 წელს 534.2 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2020 წელს კი გაცილებით ნაკლები – 131.7 მილიონი კვტ/სთ.
ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული „ბიტფური“ [იგივე „ბი ეფ დი სი ჯორჯია“], რომელმაც სახელმწიფოსგან ამდენი შეღავათი მიიღო, 2025 წლიდან ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების ჩამონათვალში აღარ არის.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა წილი აქვს მაინინგის ბიზნესს ელექტროენერგიის ხარჯვაში? რა ბედი ეწია მაინინგის ბიზნესს საქართველოში?
რა ირკვევა საჯარო მონაცემებით?
საჯარო მონაცემების მიხედვით, მაინინგის ბიზნესი ისევ უმთავრესი ფაქტორია ელექტროენერგიის ბაზარზე, რის გამოც დენის ტარიფი გაძვირდა. ამას მოწმობს სემეკის ბოლო, 2025 წლის ანგარიშიც:
„2025 წელს წინა წელთან შედარებით პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია გარკვეული კატეგორიის [მრეწველობის, ლითონის მადნების მოპოვება, მაინინგი და სხვა] პირდაპირი მომხმარებლების ელექტროენერგიის მოხმარების ზრდით,“ – აღნიშნულია სემეკის მიერ მომზადებულ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის დოკუმენტში.
ესკოს მონაცემებით, 2025-26 წლებში ელექტროენერგიის 10 ყველაზე მსხვილ პირდაპირ მომხმარებელს შორის მინიმუმ 3 კომპანიაა, რომელიც კრიპტო-სექტორს უკავშირდება. მათგან ორი უშუალოდ მაინინგ-ოპერატორია, მესამე კომპანია კი კრიპტო-ბიზნესის სხვა მიმართულებას წარმოადგენს.
კომპანია „ეიაიტექ სოლუშენსი“ 2025 წელს და ელექტროენერგიის ყველაზე დიდ მხარჯველების ათეულს შორის ახლაც მეორე ადგილზეა. ამ კომპანიას 2025 წელს 450.2 მლნ კვტ საათი დაუხარჯავს, 2026 წლის იანვარ-თებერვალში-მარტში – 61.5 მლნ კვტ საათი [შედარებისთვის, საქართველოს რკინიგზამ 2025 წელს 170, ხოლო მიმდინარე წლის სამ თვეში 40,3 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა].
კრიპტო ბიზნესთან არის დაკავშირებული ასევე კომპანია „ტექსპრინტ კორპორეიშენი“ – ისიც ელექტროენერგიის ყველაზე დიდ მხარჯველ კომპანიებს შორისაა. 2025 წელს ამ კომპანიამ 143.3 მლნ. კვტ. საათი დახარჯა, 2026 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში – 22.2 მლნ. კვტ საათი.
ამ ორ მსხვილ კომპანიას [„ტექსპრინტ კორპორეიშენი“ და „ეიაიტექ სოლუშენსი“] ერთი და იგივე მესაკუთრე ჰყავს – ეთერ მთვრალაშვილი. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს მან არ უპასუხა.
ელექტროენერგიის პირდაპირი და ყველაზე მსხვილი მომხმარებელი კომპანიების დასახლება ვთხოვეთ სემეკს, თუმცა სემეკმა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა. „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ინფორმაციას, შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნეს რეესტრში,“ – მოგვწერა სემეკმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად.
საქსტატის ბიზნეს რეგისტრის მიხედვით კი, ორივე კომპანიის საქმიანობის სფეროა – „საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები“.
საჯარო რეესტრის დოკუმენტებით არ დგინდება, არიან თუ არა ეს კომპანიები – „ტექსპრინტ კორპორეიშენი“ და „ეიაიტექ სოლუშენსი“ დაკავშირებული შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯიასთან“, რომელიც 2023 წლამდე იყო ელექტროენერგიის ყველაზე მეტად მხარჯველი კომპანიების ათეულში.
კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯიას“ მესაკუთრე ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიაა „ბითფური ჰოლდინგ ბი ვი“. „ბი ეფ დი სი ჯორჯიას“ დირექტორი ვლადიმერ შეყრილაძეა.
კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, იგივე „ბიტფურს“ და კომპანია „ეიაიტექ სოლუშენს“ ერთი და იგივე მისამართი აქვთ:
„ბი ეფ დი სი ჯორჯია“: თბილისი, გლდანის რაიონი, ომარ ხიზანიშვილის ქ., №264ა [თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა]
„ეიაიტექ სოლუშენს“: თბილისი, გლდანის რაიონი, ქუჩა ომარ ხიზანიშვილი, N 264 [თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა]
კომპანია „ტექსპრინტ კორპორეიშენი“ კი, რომელიც დღესაც ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მომხმარებლების ათეულშია, სხვა მისამართზეა, თუმცა ისიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში: საქართველო, ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა, N 88, [ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა].
ამ ბაზარზე 2023 წლამდე ყველაზე მსხვილი კომპანია იყო „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, იგივე „ბიტფური“, 2024 წელს რამდენიმე წვრილი კომპანია ჩნდება, 2025 წლიდან კი, ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდებიან: „ეიაიტექ სოლუშენს“ და „ტექსპრინტ კორპორეიშენი“.
კრიპტო-ბიზნესის მიმართულებას წარმოადგენს ასევე „თი ეფ ზი სერვისი“ [საქმიანობა – ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში], რომელმაც 2025 წელს 104.4 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა.
კრიპტო-ბიზნესთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ „პროტექ კორპორეიშენ“ [საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები, ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში], 2024 წელს 107,3 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაინინგს განსაკუთრებულად დიდი ელექტროენერგია სჭირდება და ეს სფერო გაუმჭვირვალე ბიზნესია, ამიტომაც, მაინინგის ბიზნესმა ფეხი ვერ მოიკიდა ევროპის ქვეყნებში.
სამაგიეროდ, აყვავდა საქართველოში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს ზედამხედველობას უწევს მხოლოდ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს [VASP – კრიპტო-ბირჟები, ციფრული საფულეები].
ნებისმიერი კომპანია, რომელიც კრიპტო-აქტივებთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია და დააკმაყოფილოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და მომხმარებლის იდენტიფიკაციის სტანდარტები.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების [VASP] რეესტრში დღევანდელი მონაცემებით 35 კომპანიაა [ისინი ძირითადად თბილისსა და აჭარაში არიან რეგისტრირებულები. ანუ, ესაა კომპანიები, რომლებიც არ არიან მაინერები, მაგრამ მართავენ კრიპტო-აქტივებს სხვისთვის, ცვლიან ან ინახავენ. 2026 წელს ასეთი ოთხი კომპანია დარეგისტრირდა].
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაინინგი შესაძლოა ცალკეულ პირებს ისე ჰქონდეთ, რომ არ ჰქონდეთ დაფუძნებული მაინინგის კომპანიები და გამოიმუშავებდნენ კრიპტოვალუტას, მაგალითად, სვანეთში, ან აფხაზეთში – სადაც საერთოდ არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს.
განსაკუთრებით სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება რომ ისევ „კატასტროფულად დიდია“, ეს ამჯერადაც დაგვიდასტურეს „ენერგო პრო-ჯორჯიაში“.
იმიტომ, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს და ეს ბიზნესი გამჭვირვალე არ არის, შეუძლებელია მკაფიოდ იმის დანახვა: რა წილი უჭირავს ელექტროენერგიის ბაზარზე მაინინგს?
რა მოგება აქვს სახელმწიფოს მაინინგით?
„ეს არის პარაზიტი ენერგოვამპირი, რომელსაც საქართველოსთვის არაფერი მოაქვს. პარაზიტი კრიპტოვალუტის ქარხნები რომ დაიხუროს, არც დენი გაძვირდებოდა და არც მისი იმპორტი დაგვჭირდებოდა. ეს ქარხანა იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი კახეთი ერთად აღებული და ვიდრე „საქართველოს რკინიგზა“, ვიდრე „თბილისის მეტროპოლიტენი“.
ამ დროს ბიუჯეტში მისი შენატანი უფრო ნაკლებია, ვიდრე „მაკდონალდსის“ რომელიმე ერთი რესტორნის. ის იხდის უბრალოდ იქ დასაქმებული ადამიანების საშემოსავლო გადასახადს. სულ ესაა,“ – მკაფიო პოზიცია აქვს მაინინგის ბიზნესზე პოლიტიკოსს და პარლამენტის ყოფილ წევრს, ეკონომისტ რომან გოცირიძეს.
რომან გოცირიძე
რომან გოცირიძის მოსაზრებით, არცერთ შემთხვევაში და არანაირი ლოგიკით მაინინგი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არ უნდა იყოს და შეღავათებით არ უნდა სარგებლობდეს.
„ეს ზონებიც უნდა დაიხუროს. ყველაფერი საბაზრო ფასებში უნდა იყოს და კი ბატონო, არ არის პრობლემა. თუ ადამიანი ელექტროენერგიას მოიხმარს წისქვილ-კომბინატში, ფქვავს და შემოსავალს იღებს, რა პრობლემაა? ოღონდ მან უნდა გადაიხადოს ყველაფერში ფული, მათ შორის დენში.
დღეს კრიპტოვალუტის მოპოვება მთლიანად პარაზიტულია და არანაირ შემოსავალს ჩვენ არ გვაძლევს. პირიქით, ხშირად არალეგალურია, როგორც სვანეთში, ან ლეგალურია, როგორც გორში, ქუთაისში და გლდანში, ოღონდ ჩვენი ელექტროენერგიის გაძარცვის ხარჯზე.
საერთოდ კატასტროფა ხდება აფხაზეთში. რუსეთის სამხედრო ბაზებზე, ოჯახებში, საამქროებში, სარდაფებში, ვისაც და სადაც მოესურვება, დენი აქვს… აფხაზეთი მოიხმარს იმდენს, რამდენსაც ხარჯავს 1.5 მილიონი მოსახლეობის მქონე თბილისი,“ – ამბობს რომან გოცირიძე.
უკავშირდება ეს ბიზნესი ბიძინა ივანიშვილს?
„უზარმაზარი როლი შეაქვს დენის ტარიფების ზრდაში იმ პარაზიტ ორგანიზაციას, რომელიც დააფუძნა გლდანსა და გორში ივანიშვილმა და რომელსაც ჰქვია კრიპტოვალუტის მოპოვება… ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები ამბობენ, რომ ივანიშვილმა გაყიდა ეს ქარხანა, ვიღაც კანადელს მიყიდაო, მაგრამ არ ვიცი, რეალურად რა მაქინაციები ჩაატარა. ჩემი ინფორმაციით, „ბიტფური“ ჩაანაცვლა „ეიაიტექ სოლუშენსმა“ და ისევ იგივე საქმეს აკეთებს. ეს ბიზნესი ისევ არ იხდის არავითარ გადასახადს საშემოსავლოს გარდა.
ორი წლის წინ ითქვა: გაყიდა ივანიშვილმა „მტკვარი ჰესიო“ და ახლა გაირკვა, რომ გაყიდული „მტკვარი ჰესის“ მშენებლობას აგრძელებს. სინამდვილეში ეს კი არ გაუყიდია, არამედ რაღაც მანიპულაციები ჩაატარა ქონების გადამალვის, ან გადასახადებისგან არიდების გამო,“ – გვიყვება რომან გოცირიძე.
ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ელექტროენერგია, რომელიც ახლა უკვე 33%-ით გაგვიძვირდა, არის, მათ შორის, იმპორტირებულიც, ან ვყიდულობთ გაზს რუსეთში და ვამუშავებთ, მაგალითად, თბოსადგურს გარდაბანში.
„ასე ხდება ზამთარში, პიკურ თვეებში ელექტროენერგიის მიწოდება, ელექტროენერგია ძვირდება იმპორტის გამოც და იმპორტირებული გაზიდან ელექტროენერგიის გამომუშავების გამო. ამიტომაცაა, რომ მაინინგის ქარხანა დამონტაჟებულია ძირითადად ისეთ ქვეყნებში, სადაც ელექტროენერგიას ჭარბად აწარმოებენ, ან ცივი ქვეყანაა – სერვერების ამ სისტემას სჭირდება მუდმივი გაგრილება და ამაში იხარჯება ელექტროენერგიის დიდი რესურსი…
რომ არა შეღავათები, რაც ივანიშვილმა მიიღო, ეს ბიზნესი არ იქნებოდა საქართველოში“, – განმარტავს რომან გოცირიძე.
ისევ აწარმოებენ სვანეთში კრიპტოვალუტას? – „2026 წელს ელ.ენერგიის მოხმარება სვანეთში ისევ კატასტროფულად დიდია“
იმის მიუხედავად, რომ 5 წლის წინ, 2021 წელს სვანეთში ხატზე დაიფიცეს, მაინერებს ყველა გამოვრთავთო, „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მონაცემებით, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება „ისევ კატასტროფულად დიდია“.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სვანეთში ისევ აქტიურად არიან დაკავებული არალეგალური მაინინგით, რადგან სვანეთში დენი უფასოა.
„მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში, კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას“, – განაცხადაკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2020 წელს.
რა შეიცვალა სვანეთში? – ვკითხეთ „ენერგო პრო-ჯორჯიას“ პრესცენტრს.
„2026 წელს ელ.ენერგიის მოხმარება სვანეთში ისევ კატასტროფულად დიდია,“ – მოგვწერეს „ენერგო პრო-ჯორჯიადან“, სადაც ასევე გაგვიზიარეს ოფიციალური სტატისტიკა. სვანეთში ელ.ენერგიის მოხმარების ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მონაცემების მიხედვით ასე გამოიყურება:
2020 წელი – 91 117 245 კვტ.სთ;
2021 წელი – 101 568 155 კვტ.სთ;
2022 წელი – 121 739 191 კვტ.სთ;
2023 წელი – 120 275 154 კვტ.სთ
2024 წელი – 124 692 913 კვტ.სთ
2025 წელი – 132 952 736 კვტ.სთ
მაგალითად, 2025 წელს მოსახლეობისთვის მოქმედი ყველაზე დაბალი ტარიფი [14,7 თეთრი] რომ ავიღოთ, ამავე წელს სვანეთში დახარჯული დენის გადასახადი ჯამში მინიმუმ 19 544 052 ლარი იქნებოდა.
„სოციალისტური სიმახინჯის მაგალითია სვანეთის მომარაგება უფასო ელექტროენერგიით. ამან გამოიწვია მისი უყაირათო მოხმარება, განსაკუთრებით კი, კრიპტოვალუტის კუსტარული მოპოვება, რასაც მოჰყვა ელექტროენერგიის დეფიციტი და ადგილობრივი ენერგოსისტემის დაზიანება ზედმეტი დატვირთვის გამო.
რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას? მას უნდა მოეხდინა მომსახურების მონეტიზაცია, ანუ ფულის მიცემა განსაზღვრული მოცულობის ელექტროენერგიის შესაძენად. დახარჯავდა ამ ფულს არაყში? – ეს მისი ნება იქნებოდა, გადაჰკრავ არაყს, გაგეთიშება შუქი.
ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული მომხმარებლისთვის შეეწყვიტათ დენის მიწოდება, ჩააბნელეს მთელი სვანეთი, დააწესეს გრაფიკი. ამით დაზარალდა წესიერი გადამხდელი. ახლა დაიწყება კრიპტოვალუტის მომპოვებლების წინააღმდეგ ომი. არა და რაში არიან ისინი დამნაშავეები: არის იაფი დენი, დადგეს სერვერი. ეს სულაც არაა უკანონო საქმიანობა. დააწესე ელექტროენერგიის საბაზრო ფასი და მორჩება ყველაფერი.
კრიპტოვალუტის მოპოვება კი არ არის დანაშაული, არამედ დანაშაულია დენის მოპარვა. სვანეთის შემთხვევაში არც უკანონო მაინინგთან გვაქვს საქმე და არც ქურდობასთან, უბრალოდ, დენია უფასო, ანუ მთავრობაა უტვინო,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ „ბათუმელებთან“.
და ბოლოს:
პირველი აპრილიდან დენში უკვე 33 %-ით ძვირს გადავიხდით, ვიდრე მანამდე ვიხდიდით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე თვეში 10 ლარის ელექტროენერგიას ხარჯავდით, ახლა იგივე რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარების დროს გადაიხდით 13.32 ლარს.
30 ლარს თუ იხდიდით – 38.94 ლარს გადაიხდით
50 ლარს თუ იხდიდით – 64.18 ლარს გადაიხდით
100 ლარს თუ იხდიდით – 124.97 ლარს გადაიხდით.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი დროში იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ქვეყანაში კრიპტოვალუტის წარმოება დაიწყო.
2014 წლამდეანუიმდრომდე, ვიდრექვეყანაშიარავინარაფერიიცოდაბიტკოინებზე, საქართველოსტაბილურადმოიხმარდამაქსიმუმ 6 მილიარდკვტ/სთელექტროენერგიას. 2020 წელს 12.1 მლრდ კვტ/საათამდე გაიზარდა. 2025 წელს – 14.614 მლრდ კვტ/საათი.
ამ დროს ერთიბიტკოინისფასი [რომელიცსაკმაოდცვალებადია], მაგალითად, 2021 წელს coinmarketcap–ისმონაცემებით, 58.5 ათასიაშშდოლარია, 2026 წელს – 66 ათასი დოლარი.
2025 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა 14,614 მლნ კვტ.სთ, რაც 2024 წელთან შედარებით გაზრდილია 3.2%-ით.
2025 წელს ბიტკოინის გამომუშავებაზე საქართველოს ელექტროენერგიის 5% დაიხარჯა. სემეკისთვის წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების გამომუშავება სამჯერ გაიზარდა და 752 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. რაც შეეხება 2026 წლის მონაცემებს, სემეკის ინფორმაციით, წელს იანვარ-თებერვალში ამ კომპანიების ჯამური მოხმარება 86.7 მილიონი კილოვატ საათი იყო, რაც საქართველოს ელექტრომოხმარების 3%-ია.
სამოქალაქო აქტივისტი თამარ იარაჯული აცხადებს, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით „თიბისი“ ბანკმა პირადი ანგარიში გაუუქმა. პირდაპირ ჩართვაში, რომელიც თამარ იარაჯულმა მთავრობის კანცელარიიდან გააკეთა, ამბობს, რომ მას ქველმოქმედების მიზნით ჩარიცხული თანხების ქვითრებს სთხოვს უსაფრთხოების სამსახური.
„თიბისი“ ბანკმა გამიუქმა პირადი ანგარიში. როცა მოვითხოვე განმარტება, არაოფიციალურად მითხრეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება ითხოვს ჩემს პირად ანგარიშზე დარიცხული საქველმოქმედო თანხების შესახებ ინფორმაციას. ანუ, ტერორიზმის და ფულის გათეთრების მუხლი მომიყენეს, წარმოგიდგენიათ ხომ?
მე მყავს აუტისტური სპექტრის მქონე შვილი, რომელსაც რამდენიმე მძიმე ოპერაცია გავუკეთე საზღვარგარეთ. ასევე, ჩემს მეორე შვილს სჭირდება ძვირადღირებული მკურნალობა უცხოეთში და რადგან სახელმწიფო არ გვაფინანსებს, საზოგადოების მიერ შემოწირული თანხებით წავიყვანე შვილი უცხოეთში.
ახლა კი, როგორც გავიგე, ამ თანხების შესახებ ითხოვს სახელმწიფო ინფორმაციას. ქვითრები უნდა წარმოადგინოო, რაც შეუძლებელია. ვინ ინახავს დღეს ქვითარს. ანუ საკვები რომ ვუყიდე ჩემ შვილს და წამალი ამის ქვითრები უნდა შემენახა?“ – ამბობს თამარ იარაჯული „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, წლებია სახელმწიფოს თავისი შვილების მკურნალობაზე დახმარებას სთხოვს, ახლა კი ხალხის მიერ დარიცხული შემოწირულობების გამო, ფულის გათეთრებას ედავებიან.
„ოთხი წელია ლამის მათხოვრად ვიქეცი, რომ ჩემი შვილები გადავარჩინო. სამი წელია ვეხვეწები სახელმწიფოს, რომ აქ შეგვიქმნას იმ დაავადების მკურნალობის პროტოკოლი, რომელიც ჩემს შვილს სჭირდება და უცხოეთში წასვლა არ დაგვჭირდება, მაგრამ ეს პროტოკოლი არ შექმნეს. ახლა, როცა სამ-ოთხ თვეში, ხან ერთი შვილი და ხან მეორე, ხალხის დახმარებით მიმყავს სამკურნალოდ, ამის ქვითრები უნდა შემენახა თურმე.
მე რა დოკუმეტებიც მქონდა ხელთ, ყველაფერი გადავუგზავნე ბანკს და დღეს, დღის ბოლომდეც არ დამაცადეს, გამიუქმეს ანგარიში. ფაქტობრივად, დამასანქცირა სახელმწიფომ. ჩემი შვილების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დიდი ხანია არ გამოვსულვარ გარეთ, მაგრამ გუშინ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე ვიყავი, მხარდაჭერის მიზნით, რადგან ეს ადამიანები წამალს ითხოვენ თავიანთი შვილებისთვის. სავარაუდოდ, ჩემი აქტიურობა არ მოეწონათ“, – ამბობს თამარ იარაჯული.
მისი თქმით, ის დღეს, 22 აპრილს მივიდა „თიბისი“ ბანკში და ითხოვდა იმ ოქმის ასლს, რომელიც მის ანგარიშებთან დაკავშირებით შედგა.
„მეორე ის, რომ რაზეც სახელმწიფო უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, იმაზე მე ნუ მთხოვს პასუხს. ამ ანგარიშების გაუქმებით ჩემი შვილი ვეღარ წავა იმ გამოკველვებზე, რომელსაც თავად ჯანდაცვის სამინისტრო მიწერს კონსილიუმების საფუძველზე. ჟანგბადსაც ვერ აწვდიან ჩემს შვილს, როცა მდგომარეობა მწვავდება და სახალხო დამცველთანაც დევს ამის შესახებ მოკვლევაზე ჩემი მოთხოვნა. ფაქტობრივად გაწირეს ჩემი ოჯახი“, – ამბობს თამარ იარაჯული.
თამარ იარაჯული ამბობს, რომ ის სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშილობას იწყებს. „იქამდე ვიშიმშილებ, სანამ აღარ დამჭირდება მათხოვრობა ფეისბუქით და ჩემ შვილს პენსია გაუხდება 1500 ლარი, რადგან რეალურად, ეს თანხაც კი არ ჰყოფნის ჩემი შვილის საჭიროებებს. ძალიან ხშირად, ქცევა ირღვევა და ცუდად ხდება და ამის გამო ექიმები დიაზეპამინს ჩრიან პირში. მე არ ვაპირებ შევცვალო ჩემი შვილის საჭიროებები.
სანამ არ შემუშავდება პროტოკოლი იმ დაავადებების, რომელიც ჩემ შვილს აქვს და სანამ არ აიღებს სახელმწიფო პასუხისმგებლობას უცხოეთში მკურნალობაზე, ბილეთების, სასტუმროს და სხვა ხარჯებზე.
სახელმწიფო რასაც გვიფინანსებს, ერთი იმდენზე მეტი, გზას, სასტუმროს და კვებას სჭირდება. აქედან გამომდინარე, სანამ ჩემი ყველა ეს მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტას, თუნდაც ჩემი სიცოცხლე დავტოვო აქ. მაგრამ შევეცდები დავრჩე ცოცხალი და ისე გავიმარჯვო იმ უსამართლობაზე, რაც დღეს გააკეთეს.
არც ქოლგა მინდა, არც „პუფი“, არც კარავი – სიკვდილი მინდა ამ შენობასთან, რომ სამაგალითოდ მაინც დარჩეს ეს ამბავი. თქვენს შვილებს აჭამეთ 420 ლარი და თქვენი ხარჯები გამოითხოვეთ ბანკიდან“, – ამბობს თამარ იარაჯული.
თამარ იარაჯული დღეს კანცელარიაში, შესაბამის პირებთან იტხოვდა შეხვედრას, თუმცა მას შენობაში გაჩერების უფლება არ მისცეს. „შეხვდნენ ირაკლი კობახიძეს და გადმომცენ ოქმი, ირღვევა თუ არა ჩემი და ჩემი შვილების უფლებები.
მე ვარ დედა, მხარდამჭერი და ჩემი ანგარიშები გაუქმდა, დედა, რომელსაც ყოველ სამ თვეში დაჰყავს შვილი საზღვარგარეთ და სიცოცხლეს უნარჩუნებს“, – ამბობს თამარ იარაჯული.
„ბათუმელები“ ესაუბრა თამარ იარაჯულის ერთ-ერთ შვილს, გიორგი ნიშნიანიძესაც, რომელიც ადასტურებს მისი მშობლის საბანკო ანგარიშების გაუქმებას. მისი თქმით, ბანკი პირადი გადარიცხვების შესახებაც ითხოვს ინფორმაციას.
„იყო ასეთი მესიჯიც, რომ თამარ იარაჯულს სთხოვენ მისი მეუღლის, ანუ მამაჩემისგან, ავთანდილ ნიშნიაძისგან ჩარიცხული თანხების ამონაწერებს. რა მიზნით ურიცხავთ ერთმანეთს და სად მიგაქვთ ეს თანხებიო. „ქეშად“, რომ გამოგაქვთ, ის თანხები სად მიგაქვთო და ასე შემდეგ.
როცა ბანკს განმარტება მოვთხოვეთ, თუ რის საფუძველზე ითხოვდა ამ ინფორმაციას, მოგვწერეს 21-ე პრიმა მუხლი, საქართველოს კერძო ბანკების შესახებ კანონის მიხედვითო. როგორც იურისტებმა აგვიხსნეს, ეს არის ტერორიზმის და ფულის გათეთრების მუხლი“, – ამბობს გიორგი ნიშნიანიძე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა თიბისი ბანკსაც და მომხდართან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. ბანკში გვითხრეს, რომ გაერკვევიან სიტუაციაში და შემდეგ გვიპასუხებენ.
თიბისი წლებია 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს.
„გააცოცხლე“ ახალი პროექტია, რომელიც ტექსტილის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კამპანიას გულისხმობს. იდეა თიბისის ESG ელჩების მიერ არის შემუშავებული. გარემოში მოხვედრილი ტექსტილი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში არ დაიშალოს. ამ პერიოდში ისინი ნიადაგსა და წყალს აბინძურებენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომ, ESG ელჩებმა მათი პროექტით მიზნად დაისახეს გარემოში ტექსტილის ნარჩენების შემცირების ხელშეწყობა და მათი ხელახალი გამოყენება.
ESG ელჩები თიბისის თანამშრომლები არიან, რომლებიც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულებით პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობენ. ESG ელჩების პროგრამა თიბისიში 2021 წლიდან არსებობს, რადგან მდგრადობის საკითხებზე ზრუნვა და მუშაობა თიბისის კულტურის ნაწილია.
პროექტი „გააცოცხლე“-ს ფარგლებში ორ მწვანე საწარმოსთან დავიწყეთ პარტნიორობა: თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული მწვანე კატეგორიაში „ვინტილატორი“ და სოციალური საწარმო „7R“.
თიბისელების მიერ შეგროვებული ტექსტილის ნარჩენები დასამუშავებლად „ვინტილატორსა“ და “7R”-ს გადაეცემათ. დახარისხებული მასალებისგან დამზადდება უნიკალური აქსესუარები, რომლებიც პროექტში ჩართულ თიბისელებს გადაეცემათ. ის ტექსტილი კი, რომლის ხელახალი გამოყენება ვერ მოხერხდება, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. პროექტის შედეგად ტექსტილის ნარჩენები „ახალ სიცოცხლეს“ შეიძენს და ფერადი აქსესუარების სახით „გაცოცხლდება“.
ინიციატივის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. ტექსტილის შესაგროვებელი ურნები განთავსდა თიბისის რამდენიმე ფილიალსა და სათავო ოფისში.
თიბისი წლებია თანმიმდევრულად ავითარებს ნარჩენების მართვის სისტემას. სხვადასხვა პარტნიორი კომპანიის ჩართულობით, 2015 წლიდან გადაამუშავებს ქაღალდს, 2023 წლიდან პლასტმასას, 2025 წლიდან ელემენტებსა და ელექტრონულ ნარჩენებს, ხოლო 2026 წელს პროექტი „გააცოცხლეს“-ს დაწყება კიდევ ერთი გამორჩეული ნაბიჯია გარემოში ტექსტილის ნარჩენების შემცირების კუთხით.
ადამიანებსა და გარემოზე ზრუნვა თიბისის კულტურისა და სტრატეგიის ნაწილია. სხვადასხვა ESG და მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, თიბისიმ არაერთი ინოვაციური გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა. მათ შორის, საქართველოში პირველად დაიწყო სარეკლამო ბანერების გადამუშავება და მათი ფუნქციურ ნივთებად გარდაქმნა. ასევე, თიბისის ინიციატივით, კომპანიამ „ტენე“ გამოუყენებელი პლასტმასისგან ეკომეგობრული აქსესუარები შექმნა.
პროექტი „გააცოცხლე“ კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აერთიანებს თიბისი ინოვაციასა და პასუხისმგებლობას გარემოს დასაცავად და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.
23 აპრილს, დღის 3 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილავენ ჟურნალისტის და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის საქმეს.
საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის – ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, არამედ ის, თუ რამდენად კანონიერად დააკავეს მზია ამაღლობელი.
სამართალდარღვევის ჩადენის მიუხედავად, იყო თუ არა საჭირო, პოლიციელებს დაეკავებინათ ქალი, რომელმაც შენობის ღობეზე სტიკერი გააკრა?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელი და 3 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.
„მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის“ წარმოებაში მიღებაზე უარი უთქვამს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს 2025 წლის დეკემბერში. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საქმე დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალდებულა. ამ საქმის განხილვა დაიწყება ხვალ, 23 აპრილს.
თუ დადგინდება, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი არგუმენტი სტრასბურგის სასამართლოში, სადაც უკვე განიხილება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე გაყალბებული ოქმებით, ასევე, სისხლის სამართლის საქმე პოლიციის ცრუ მოწმეებით.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და დაკავებას ეყრდნობოდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას აცხადებდა და სასამართლომაც გაიზიარა პოზიცია, რომ „დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების“ რისკი არსებობს, ვინაიდან მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და გათავისუფლების შემდეგ გააწნა სილა პოლიციელს.
„დაკავების კანონიერებაზე ადმინისტრაციული ორგანოს [შსს] უარის მიღების შემდეგ, სასამართლოს მივმართეთ,“ – მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებაზე შედგენილი საჩივრის ქრონოლოგიას გვაცნობს ნინო ხუციშვილი, საიას იურისტი და მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ერთ-ერთი ადვოკატი.
„ბათუმის სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულობაში, როდესაც სამართალდამრღვევად იყო პირი ცნობილი, დაკავების კანონიერებაზე ვეღარ იმსჯელებდა, რადგან თავისი შინაარსით ეს ნიშნავდა, რომ დაკავებაც კანონიერი იყო. ეს განმარტება ეწინააღმდეგება როგორც კანონმდებლობას, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.
ჩვენ ეს კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. არსებობს ამ კუთხით ძალიან კარგი პრაქტიკა უზენაესი სასამართლოსი და სააპელაციო სასამართლომ ამას გვერდი ვერ აუარა. სააპელაციო სასამართლო იძულებული იყო, დაებრუნებინა დავა ისევ პირველ ინსტანციაში, რადგან პირველმა ინსტანციამ საერთოდ არ იმსჯელა ამ საქმეზე…“, – განმარტავს იურისტი ნინო ხუციშვილი.
კანონმდებლობით სამართალდარღვევის საქმის განხილვის მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, იმავდროულად იმსჯელოს ამ სამართალდარღვევის ფარგლებში დაკავების კანონიერებაზე. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზია. ევროსასამართლომ რამდენიმე საქმეში საქართველოს წინააღმდეგ განაცხადა, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და არ არის ეფექტური.
„ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, დღესაც იგივე რეალობა გვაქვს. სამართალდარღვევის საქმეს ერთი წელი დასჭირდა – 2025 წლის 11 იანვარს მომხდარი დაკავების კანონიერებაზე ჯერ კიდევ არავის უმსჯელია…
1 წლის განმავლობაში პრაქტიკულად გაყინული იყო ეს საქმე ზემდგომში [შსს], ველოდებით სამართალდარღვევის საქმის დასრულებასო. სამართალდარღვევის საქმე დასრულდა და მერე ისევ ჩვენი ძალისხმევით მოვითხოვეთ გადაწყვეტილების მიღება – გვიპასუხეს, რომ არ დააკმაყოფილეს ჩვენი საჩივარი და მზია ამაღლობელის დაკავება კანონიერად ცნეს.
ეს იყო 2025 წლის დეკემბერში, ამის შემდეგ წავიღეთ საქმე სასამართლოში, მაგრამ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ არათუ არ დაგვიკმაყოფილა საჩივარი, საერთოდ წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა, მსჯელობაზე უარი თქვა. შემდეგ მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო ეს განჩინება და უკან დააბრუნა საქმე, დაავალა მოსამართლე გოგუაძეს, რომ განხორციელებულიყო მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ამასთან, ეროვნული კანონმდებლობაც ისე არეგულირებს, რომ დაკავების კანონიერებაზე დავა სამართალდარღვევიდან დამოუკიდებლად არის შესაძლებელი.
მოსამართლის [ალექსანდრე გოგუაძის] განმარტება არის წინააღმდეგობრივი: თუ სამართალდარღვევა არსებობს, ცალკე საკითხია ამ სამართალდარღვევის ფარგლებში რამდენად არსებობდა ის წინაპირობები, რომ აუცილებელი იყო პირისთვის დაკავების ღონისძიების, როგორც უზრუნველყოფის ფორმის გამოყენება, ხოლო თუ არ არსებობდა სამართალდარღვევა, ამ შემთხვევაში ცალსახად თავიდანვე უკანონოა დაკავებაც. შესაბამისად, არასწორად განმარტა სასამართლომ ეს ნაწილი,“ – გვითხრა ნინო ხუციშვილმა.
რადგან ეს საქმე ისევ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უნდა განიხილოს, შეუძლია მას იგივე გადაწყვეტილება მიიღოს? – ვკითხეთ იურისტს.
„წარმოებაში მიღებაზე უარი არ შეუძლია, რადგან ამაზე უკვე იმსჯელა ზემდგომმა ინსტანციამ, თუმცა შეუძლია, რომ საჩივარი არ დააკმაყოფილოს. მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს, რატომ იყო კანონიერება დაკავება,“ – აღნიშნა მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნინო ხუციშვილმა.
რა შეიცვლება, თუ მოსამართლე იტყვის, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე უკანონოდ დააკავეს?
„ჩვენს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ერთდროულად არ განიხილება სამართალდარღვევის საქმე და დაკავების კანონიერება, დღევანდელი მდგომარეობით, მზია ამაღლობელისთვის ეს გარემო პრაქტიკულად არაფერს არ შეცვლის. დღეს უკვე სამართალდარღვევის საქმე დასრულებულია, კანონიერ ძალაშია შესული და კანონიერად იყო თუ არა დაკავებული, ეგ ნიშნავს წარმატებას იმ კუთხით, რომ დადგინდება ფორმალურად, რომ დაკავება იყო არაკანონიერი.
სტრასბურგის სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს – ეს იქნება კარგი მაგალითი სტრასბურგის სასამართლოსთვის,“ – მიიჩნევს საიას ადვოკატი ნინო ხუციშვილი.
როგორ გაასამართლეს მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის ორჯერ?
2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ, ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს მათ შეურაცხყოფდა და აგინებდა.
კიდევ ერთი დადასტურებული სიყალბე ამ საქმეში ისაა, რომ აქციაზე გადაღებული უწყვეტი ვიდეოკადრების მიხედვით, მზია ამაღლობელს გრიგოლ ბესელია აკავებს – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი [გრიგოლ ბესელია 2026 წლის მარტიდან შსს-ში აღარ მუშაობს]. დაკავების ოქმში კი, პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიამ კი არა, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ დააკავა.
გაყალბებული საქმის მიუხედავად, 2025 წლის 18 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
2025 წლის 28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე [სისხლის სამართლის საქმის განხილვა] სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრისთვის]. სინამდვილეში, ჩვენების მიცემის დროს, 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს, პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] შეადგინა ახალი სამართალდარღვევის ოქმი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
2025 წლის 18 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა გაასამართლეს. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მოსამართლე მარიანა ფომაევამ 1000 ლარით დააჯარიმა.
მარიანა ფომაევას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელმა და მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციომ დაცვის მხარის არგუმენტები არ მოისმინა, არ გაიზიარა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2025 წლის სექტემბერში ძალაში დატოვა.
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის საჩივარი წარმოებაში უკვე მიიღო.
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნდა, 2025 წელს 60+ ასაკის 766 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, 314 კი – კაცი.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმულებზე ძალადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო 2024 წელს, როცა 860 ხანდაზმული ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი. კაცების შემთხვევაში კი ეს რიცხვი 298 იყო.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცთა რაოდენობას, „რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხანდაზმული ქალები ძალადობის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“.
ამავე წყაროს მონაცემებით, მაგალითად, 2021 წელს, ქალებშიც და მამაკაცებშიც, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იკვეთება.
„ხოლო ბოლო წლებში გაზრდილია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ქალ მსხვერპლებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. ყველაზე ხშირია ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური და ფიზიკური სახეები“ – წერს ომბუდსმენი.
ამავე ანგარიშში წერია, რომ ოჯახში ძალადობის სახეების სტატისტიკა ასაკის მიხედვით არ არის ჩაშლილი, შესაბამისად, სრული სურათის დანახვა რთულია.
ხანდაზმულ ადამიანებზე ძალადობის სტატისტიკა წლების მიხედვით. წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.
„სტატისტიკური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი შესაძლებელს გახდიდა დაგვენახა ხანდაზმულ პირებზე ძალადობის მახასიათებლები, ხოლო პასუხისმგებელ უწყებებს დაეხმარებოდა უფრო ეფექტიანი და სპეციალურად ხანდაზმულ პირებზე მორგებული პრევენციისა და დაცვის და დახმარების ღონისძიებების დაგეგმვაში“- ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე წერია, რომ ხანდაზმულებისათვის, რომლებიც არ არიან მოთავსებულები მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში, მაგრამ სჭირდებათ ძალადობისგან დაცვა, ფსიქოლოგიური, სოციალური რეაბილიტაცია და იურიდიული და სამედიცინო დახმარება, მომსახურება ხორციელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმულთა და შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, ალტერნატიული მომსახურებების განვითარება. ხანდაზმული იღებს შემდეგ სერვისებს – საცხოვრებელი და საკვები, სამედიცინო მომსახურება, სოციალური რეაბილიტაცია.
ასევე, ხანდაზმული, დადგენილი სტანდარტების მიხედვით, დაცულია დაწესებულებაში ძალადობისაგან. თუმცა სერვისი არ უზრუნველყოფს ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ხანდაზმულ მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ასევე სავარაუდო მსხვერპლთა დაცვას/დახმარებაზე მორგებულ დამოუკიდებელ და მიზნობრივ პროგრამას.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ხანდაზმული ბენეფიციარების რაოდენობა, ზოგადად, დაბალია, თუმცა, „მიუხედავად ამისა, გამოვლინდა რიგი პრობლემები, რომლებმაც, შესაძლოა, წარმოქმნას ხანდაზმულ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებებთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევები“.
განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს თავშესაფრებში ისეთი ხანდაზმულების განთავსების საკითხი, რომლებსაც შეზღუდული აქვთ თვითმოვლის შესაძლებლობები.
კერძოდ, თავშესაფრებში არ არის გათვალისწინებული შესაბამისი სერვისები და საკმარისი რაოდენობის სპეციალიზებული პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფდა თვითმოვლის შესაძლებლობის არმქონე ბენეფიციარებზე ყოველდღიურ ზრუნვას.
„შედეგად, მნიშვნელოვნად იზრდება მედდის სამუშაო დატვირთვა, რაც უარყოფითად აისახება როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე პერსონალის პროფესიულ რესურსებზე“- წერია ანგარიშში.
ამავე წყაროს ცნობით, ზრუნვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში – თავშესაფრის მომსახურებით 2024 წლის განმავლობაში თვითმოვლის შესაძლებლობის არმქონე ექვსმა ხანდაზმულმა ისარგებლა.
„სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბენეფიციართა უმეტესობას აღენიშნებოდა მოძრაობის ფუნქციური შეზღუდვები და სჭირდებოდა დამხმარე მომსახურება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პროცესში, რასაც ძირითადად უზრუნველყოფდა სამედიცინო პერსონალი (მედდა).
ბენეფიციართა თავშესაფრებში ყოფნის ვადა მერყეობდა 5-დან 10 თვემდე. ასევე, აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში (თავშესაფრები) დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს (მედდა) არ გააჩნია სპეციალიზებული კვალიფიკაცია გერიატრიული მოვლის მიმართულებით.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ თავშესაფრების ნაწილი უარს აცხადებს იმ ბენეფიციართა მიღებაზე, რომელთაც შეზღუდული აქვთ თვითმოვლის შესაძლებლობები, რაც პრაქტიკაში ზღუდავს ამ ჯგუფის ხელმისაწვდომობას შესაბამის სერვისებზე.
ამავე დროს, ცხელი ხაზის ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაციით, თავშესაფრის სერვისით სარგებლობა ფორმალურად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის; თუმცა თვითმოვლის შესაძლებლობების არმქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, პრაქტიკაში უპირატესობა ენიჭება მათ გადამისამართებას სპეციალიზებულ დაწესებულებაში.
დამატებითი პრობლემაა დემენციის მქონე ბენეფიციარების ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში განთავსება. ერთ-ერთი თავშესაფრის ხელმძღვანელის თქმით, დემენციის მქონე ძალადობის მსხვერპლი პირებისათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია რთულია და მათი გაძლიერება წარმოშობს გარკვეულ დაბრკოლებებს.
ფაქტობრივად, ამ სახის სერვისები დემენციის მქონე ბენეფიციარებისთვის ნაკლებად ეფექტიანია და შესაძლოა არ იძლეოდეს მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ან რეალური მხარდაჭერის შესაძლებლობას.
ეს ყოველივე აჩენს შესაბამისი ალტერნატიული სერვისების ან არსებული სერვისის ფარგლებში სპეციალიზებული ზრუნვის საჭიროებას“.
ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმულ ბენეფიციარზე პერსონალის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის, ან ერთმანეთის მიმართ ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ხშირი არ ყოფილა, „თუმცა დაწესებულებებში ხანდაზმულთა ზრუნვის, ძალადობის პრევენციის, პროტოკოლირებისა და მართვის, ფსიქიატრიული შემთხვევის შეცნობისა და მართვის, ასევე, ხანდაზმულთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საკითხების მცოდნე თანამშრომელი არ ჰყოლიათ.
დაწესებულებებში დანერგილი არ ყოფილა რთული ქცევის, ძალადობის ან სტრესის მართვის ტექნიკები, ხანდაზმული ბენეფიციარების ზრუნვის სისტემა არ იცნობდა ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს.
მომსახურებაში შემუშავებული არ ჰქონიათ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის შიდა რეგულაციები, „ადმინისტრაცია და პერსონალი უარყოფდა ძალადობის შემთხვევების არსებობას და „ძალადობის შემთხვევების რეგისტრირების ჟურნალები’’ არ იწარმოებოდა“- ვკითხულობთ ანგარიშში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წელს შესული ცვლილების მიხედვით, ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა, თუმცა ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა ცალკე არ არის გამოყოფილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხანდაზმული ადამიანები, როგორც ძალადობის მსხვერპლები, ცალკე მოხსენიებულები არ არიან.
მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში“ (2022−2030 წლებისთვის) პირველად გაჩნდა ჩანაწერი ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერების შესახებ და გაიწერა შესაბამისი მიზნები და ამოცანები.
მათ შორის, ერთ-ერთი ამოცანაა ხანდაზმულთა დაცვა მათზე ძალადობის ეფექტიანი გამოვლენის, რეაგირებისა და პრევენციის გზით“- ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.