რუსეთში, სტენდ-აპ კომიკოსი დიმიტრი გავრილოვი 13 დღით დააპატიმრეს. მიზეზი გახდა კომიკოსის გამოსვლის თბილისში ჩაწერილი ვიდეო, რომელიც მის იუთუბ არხზე 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდა.
დიმიტრი გავრილოვს 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ნიჟნი ნოვგოროდის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა და იგი დამნაშავედ ცნო სიძულვილის ან მტრობის გაღვივებაში, ასევე ადამიანის ღირსების შელახვაში. გადაწყვეტილება სასამართლომ 9 სექტემბერს მიიღო, ინფორმაცია ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდზე დღეს, 10 სექტემბერს გამოჩნდა.
საუბარია გავრილოვის თბილისში გამოსვლაზე, სადაც წარმოდგენის დროს კომიკოსი ჰყვება თავის ცხოვრებაზე თბილისში და ასევე ასახიერებს რუს სამხედროს: „ასე გამოიყურება რუსი ოფიცერი, უბრალოდ ამაზე კიდევ უფრო მეცინება, ზოგჯერ სარკეში ვიყურები და ვფიქრობ – აი ის, რუსი ოფიცერი!”
„არის აქ ვინმე, ვინც უკეთესად ცხოვრობს აქ, ვიდრე რუსეთში ცხოვრობდა? არ შეგრცხვეთ, ასეც უნდა, მე სწორედ ასე ვცხოვრობ, […] თბილისში რუსოფობიას საერთოდ ვერ ვგრძნობ, ხოლო იმისთვის, რომ არ მოვდუნდე, სახლში კედელზე დავიწერე: Fuck Russians, უბრალოდ იმისთვის რომ არ დამავიწყდეს სად ვარ. …შევწყვიტე რუსულ ენაზე პორნოს ყურება, ვთვლი, რომ ეს ოკუპანტის ენაა” – ამბობს გავრილოვი ვიდეოში.
ტელეგრამ არხებზე ვრცელდება კომიკოსის ბოდიშის მოხდის ვიდეო,რომელიც სავარაუდოდ განყოფილებაშივეა ჩაწერილი:
„მე, დიმიტრი ვალერიევიჩ გავრილოვმა, ჩემს სტენდ-აპ ვიდეოში თავს უფლება მივეცი შეურაცხმყოფელი განცხადებები გამეკეთებინა, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისკენ ან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ჩემს შეცდომას სრულად ვაღიარებ, ვნანობ ნათქვამ სიტყვებს, პოზიცია შევიცვალე, იმედია არავინ დამიზიანებია“.
კომიკოსს საქართველოში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, ის გამოვიდა ბათუმშიც.
დიმა გავრილოვი არის TNT-ზე შოუ StandUp-ის და სხვა კომედიური პროექტების მონაწილე. რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ 2022 წლის სექტემბერში რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრილოვი რუსეთიდან საქართველოში გაემგზავრა.
როგორც rbc წერს, 6 სექტემბერს გავრილოვმა დაიწყო ტურნე რუსეთში, მან წარმოდგენა გამართა იჟევსკსა და ყაზანში, 8 სექტემბერს კი ნიჟნი ნოვგოროდში გამოსვლას ელოდა, მაგრამ დააკავეს. კომიკოსის წარმოდგენა რუსეთის სხვა ქალაქებში გაუქმდა.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში. ეს 2 316 ამომრჩევლით ნაკლებია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მონაცემებით, 2024 წლისთვის [10 სექტემბრის მდგომარეობით], 2021 წელთან შედარებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ ბათუმში – 3 585 ამომრჩევლით, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში შემცირებულია.
მაგალითად, ქედაში 485 ამომრჩევლით ნაკლებია, ქობულეთში კი – 1 814 ამომრჩევლით. სრულად ნახეთ ცხრილში:
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2021 წლის თვითმმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის [10.09.2024 მდგომარეობით] აჭარის ოლქებში / წყარო: ცესკო
ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის ერთიან სიაში 3 426 250 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ეს 71 095 ამომრჩევლით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს, როცა ერთიან სიაში სულ 3 497 345 ამომრჩეველი იყო.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სიების დაზუსტების შემდეგ დიდი ალბათობით შეიცვლება. ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება და, შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანა კი, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. თუ სიაში არ ხართ, ან მონაცემები არაზუსტია, უნდა მიმართოთ შესაბამის საარჩევნო კომისიას.
ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადასამოწმებლად გადადით ამ ბმულზე
რაც შეეხება მთლიანად მოსახლეობის რაოდენობას აჭარაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით აჭარაში მოსახლეობის რიცხოვნობა იყო 361 411 ადამიანი, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით კი, ეს მონაცემი გაზრდილია 1 801-ით და ჯამში არის 363 212 ადამიანი.
მოსახლეობის რიცხოვნობა აჭარაში წლების და მუნიციპალიტეტების მიხედვით / წყარო: საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, „მოსახლეობის რიცხოვნობა და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ყოველი წლის დასაწყისისთვის. ზუსტი მონაცემები მოსახლეობის რიცხოვნობისა და მისი შემადგენლობის შესახებ მიიღება მოსახლეობის საყოველთაო აღწერებით, ხოლო აღწერათა შორის პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა გაიანგარიშება 1-ლი იანვრის მდგომარეობით და მიიღება ბუნებრივი მატებისა და გარე მიგრაციის გათვალისწინებით“.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ქვეყანაში დროებით შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც შეჰყავს.
„სტატისტიკური მიზნით, საქართველოს მუდმივ მოსახლეობად აღირიცხება ქვეყანაში 12 თვითა და მეტი ხნით მცხოვრები ადამიანები, მიუხედავად მოქალაქეობის ქვეყნისა. აგრეთვე ის მოსახლეობა, რომელთა ქვეყანაში ყოფნა არ აღემატება 12 თვეს, მაგრამ აპირებს დარჩენას 12 თვეზე მეტ ხანს“, – მოგვწერეს საქსტატიდან, თუმცა, ამ დროისთვის რამდენი უცხოელია საერთო რიცხოვნობაში საქსტატმა ვერ მოგვაწოდა.
„საქართველოში საყოველთაო აღწერის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროსაც საქსტატი იხელმძღვანელებს მუდმივი მოსახლის ზემოთ მოცემული განმარტებით. მათ შორის შეგროვდება მონაცემები მუდმივი მოსახლეობის მოქალაქეობის ქვეყნების შესახებაც“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიმართება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.
არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი.
ხულოში 3 სექტემბერს, ასევე 7-8 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამომრჩეველთან. წინასაარჩევნო შეხვედრას ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ცენტრის თანამშრომლები, 11 საჯარო სკოლის დირექტორები და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც.
„ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პარტიულ შეხვედრაზე მიყვანა? – ვკითხეთ ხულოს რესურსცენტრის უფროსს, რამაზ გელაძეს.
მისი თქმით, სკოლის დირექტორები შეხვედრაზე თავიანთი სურვილით მივიდნენ და იძულებას ადგილი არ ჰქონია.
„ვინც გადაწყვიტა, მოვიდა. საიდან გაიგეს და სხვადასხვა წყაროებიდან. სოციალური ქსელით ან პირადი ურთიერთობებით“, – გვითხრა რამაზ გელაძემ.
მას ვკითხეთ, იზიარებს თუ არა ის „ქართული ოცნების“ პათოსს, როცა მმართველი პარტია ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს გააუქმებს, რუსული კანონით კი ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას?
„ამ კითხვაზე არ გცემთ პასუხს. ეს არის პოლიტიკური კითხვა. მე გახლავართ რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაქვს ჩემი მოვალეობები, ვასრულებ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას, ეს პოლიტიკოსების თემაა“, – გვითხრა ხულოს რესურსცენტრის უფროსმა.
ფიქრობთ, რომ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობა პარტიულ შეხვედრაზე ყოფნაა? – ვკითხეთ მას.
„იქ რომ მივედი, გარკვეულწილად ვუჭერ მხარს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კითხვა…
რუსული კანონი რას ჰქვია არ ვიცი, არ ვიცნობ ასეთ კანონს, გამჭვირვალობის კანონის მომხრე ვარ, რატომაც არა“, – ამბობს რამაზ გელაძე.
ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რამაზ გელაძე და სკოლის დირექტორები „ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე.
„ბათუმელები“ პარტიული შეხვედრის მონაწილე რამდენიმე დირექტორსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, იზიარებენ თუ არა „ოცნების“ პოლიტიკას, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციას გაქრობით ემუქრება და მისაღებია თუ არა მათთვის რუსული კანონი, რომელმაც შეაფერხა საქართველოს ევროინტეგრაცია,საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის არსებობას ქვეყანაში?
სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის დირექტორი, რომან საგინაძე ამბობს, რომ პარტიულ შეხვედრას არასამუშაო საათებში დაესწრო და შეხვედრაზეც თავისი სურვილით მივიდა. თუმცა „ოცნების“ დაპირებაზე, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციას გააუქმებს, არაფერი სმენია.
„მე არ ვიცი რა შეხედულებები აქვთ, არ ვიცი გააუქმებენ თუ არა, არ ვიცი მსგავსი არაფერი. შეიძლება გამომრჩა რაღაც, არ გამიგია, არ მომისმენია ასეთი რამ.
იქ წარადგინეს კანდიდატები, მეტი სხვა არაფერი იყო ისეთი. შესრულებულ საქმეებზე უფრო მეტი ყურადღება იყო. ჩვენთან მთავარი გზის პრობლემაა, ეს გააკეთეს და მე კმაყოფილი ვარ, პირადად“, – გვითხრა რომან საგინაძემ.
მურად ძირკვაძე პროგრამირების მასწავლებელია. მასაც ვკითხეთ, იზიარებს თუ არა „ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას და რას ფიქრობს რუსულ კანონზე. თუმცა მან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.
ერთადერთი, რაზეც მან გვიპასუხა, ისაა, რომ შეხვედრაზე საკუთარი სურვილით წავიდა.
„ბათუმელები“ ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექტორს, არკადი ართმელაძესაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ თათბირი ჰქონდა და მოგვიანებით დაგვერეკა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
მსგავსი კითხვები დავუსვით სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორს, ლია ბოლქვაძესაც, რომელიც ასევე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე.
ლია ბოლქვაძემაც ჯერ პედსაბჭო მოიმიზეზა და ტელეფონი გათიშა, მოგვიანებით კი არც ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა.
მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრის ფოტოებზე ჩანს მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძეც, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია ხულოს საკრებულოში.
„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ფოტოებზე ჩანს:არსენ შავაძე – ბოძაურის სკოლის დირექტორი, გულნარა მუშამბაძე – საციხურის სკოლის დირექტორი, მალხაზ მახარაძე – სოფელ ძმაგულას საჯარო სკოლის დირექტორი, ბადრი ბერიძე – ღორჯომის საჯარო სკოლის დირექტორი, რამაზ ლომაძე – ბეღლეთის სკოლის დირექტორი და მურად ძირკვაძე – მათემატიკის მასწავლებელი სოფელ დიოკნისში.
ასევე, ფოტოზე არიან გამოსახულნი ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გელაძე და მისი თანამშრომლები: გენადი აბაშიძე და გია დეკანაძე.
მეტყველებს თუ არა აღნიშნული ფაქტი იმაზე, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საარჩევნო პროექტის კოორდინატორი, გიგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს ფაქტი განვიხილოთ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც გულისხმობს დაქვემდებარებული პირის იძულებით მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში.
გიგი ჩიხლაძე
„ამ შემთხვევაში, დაქვემდებარებული პირები არიან საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები – სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები და სხვა საჯარო მოსამსახურეები და არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც მათ პირდაპირ თუ არაპირდაპირ აიძულებდნენ პარტიის ღონისძიებაზე დასწრებას.
ეს გავრცელებული პრობლემაა წლებია და მასშტაბური ხასიათი აქვს.
მძიმე შემთხვევებში, ეს შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულამდეც კი მიდიოდეს“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე.
მის თქმით, არის შემთხვევები, როცა საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები ამბობენ, რომ მათი ნებით ესწრებიან ასეთ შეხვედრებს, თუმცა იძულების მტკიცებულებების შემთხვევაშიც კი არ რეაგირებენ შესაბამისი ორგანოები.
„ეს არის მთავარი სირთულე, რომ ადამიანები ხშირად არ აღიარებენ, რომ მათ აიძულებენ შეხვედრებზე დასწრებას.
მეორე მხრივ, გაუმჯობესებული პრაქტიკაა ის, რომ არასამუშაო დღეებში იმართება საარჩევნო შეხვედრები და ადამიანს აღარ უწევს კანონის დარღვევა, მაგრამ როცა სამუშაო დღეებში იმართებოდა, ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ ჰქონდათ შვებულება და ამის გადამოწმებაც იყო რთული. არ გასცემენ ან დაგვიანებით გასცემენ ხოლმე საჯარო უწყებები ასეთ ინფორმაციას, რაც ეჭვს აჩენს, რომ ეს შვებულებებიც იძულებითია“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე.
მისი თქმით, ასეთი შემთხვევებით საოლქო კომისია უნდა ინტერესდებოდეს და ჰქონდეს რეაგირება, თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მოსაგვარებელი არ არის.
„სისტემური პრობლემაა, რადგან თავად საჯარო სამსახურებშია ისეთი გარემო შექმნილი, რომ ნორმალიზებულია ასეთი დავალების შესრულება.
საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეს შესაძლოა არ უნდოდეს პარტიულ შეხვედრებზე წასვლა, მაგრამ ის გრძნობს ან პირდაპირ ეუბნებიან, რომ საფრთხე შეექმნება მის სამსახურს. პროკურატურის როლია ის, რომ მკაცრად ეკიდებოდეს ამ საკითხს და თითოეული ასეთი შემთხვევის მიმართ ჰქონდეს გონივრული ეჭვი.
როცა საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებ, ეს ადამიანებისთვის სიგნალია, რომ იძულება არ არის წახალისებული, არის დასჯადი და ამას უყურადღებოდ არ დატოვებენ.
ასე არ ხდება და ბევრ ადმინისტრაციულ ორგანოში პირიქით, ნორმალურია ასეთი ქმედება“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე.
რას ნიშნავს, როცა მასწავლებელი იმ პოლიტიკური ძალის მხარეს დგას, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოების ერთი ნაწილის დასჯას, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას აანონსებს? ან მისივე მიღებული რუსული კანონით ეწინააღმდეგება ხალხის ნებას, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი?
ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტს, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელს, მელორ ცქვიტაიას ესაუბრა.
როდესაც ამ ტიპის შეხვედრებზე ხედავთ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, ფიქრობთ, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ზეწოლის მსხვერპლი, თუ ეს შეიძლება იყოს მათი არჩევანი? – ვკითხეთ მას.
მელორ ცქვიტაია/მასწავლებელი
„მიუხედავად იმისა, რომ რუსულ კანონს არ ვემხრობი და არც მსგავს შეხედულებებს, ვფიქრობ, ყველას აქვს უფლება მივიდეს იქ, სადაც მიიჩნევს, რომ უნდა იყოს.
მე როგორც მასწავლებელი, როგორც მოქალაქე, ვერ ვიტყვი იმას, რომ არ უნდა დადიოდნენ თუნდაც ასეთ შეხვედრებზე. უბრალოდ, თვითონ უნდა გადაწყვიტონ, სად მივიდნენ და სად არა.
მე, მაგალითად, არ მივიდოდი იქ, სადაც ამბობენ, რომ ქვეყანაში ოპოზიცია არ უნდა იყოს, თავისუფალი აზროვნება არ უნდა არსებობდეს, კრიტიკული მედია არ უნდა არსებობდეს. ნამდვილად ვერ მივალ, რადგან მასწავლებელი ვარ და ეროვნული სასწავლო მიზნების მიხედვით უნდა აღვზარდო ბავშვები იმ ღირებულებებზე, რაც კეთილდღეობას მოუტანს სამომავლოდ ამ ქვეყანას“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.
იგი ხაზს უსვამს, რომ ნაკლებად აინტერესებს პარტიული დაპირისპირებები, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში პოლიტიკოსები უნდა მოქმედებდნენ, მაგრამ როცა ქვეყნის მომავალს ეხება საქმე, იქ ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს:
„მე, როგორც მასწავლებელი, უნდა ვაყალიბებდე მომავალი პოლიტიკოსების ცნობიერებას. ვცდილობ, რომ ბავშვები იყვნენ თავისუფალი აზროვნებაში და შემდეგ, როცა სრულწლოვნები იქნებიან და ამ სფეროში მოვლენ პოლიტიკოსებად თუ სხვა სფეროში იქნებიან, აკეთონ თავიანთი საკეთებელი. მაგრამ, როცა ქვეყნის მომავალზეა საუბარი, რა თქმა უნდა, სწორი პოზიცია უნდა დავაფიქსირო, როგორც მასწავლებელმა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემხრობა.“
არის თუ არა შემაშფოთებელი, როცა მასწავლებელი იმ მხარეს დგას, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას ემხრობა და ევროინტეგრაციას გვაშორებს? – ვკითხეთ მას.
„საბედნიეროდ, ჩემს სამეგობროში, ჩემს კოლექტივში არ არიან მსგავსი აზროვნების ადამიანები. როგორც მასწავლებელი მივიჩნევ, რომ პედაგოგი ის ადამიანია, რომელიც ქვეყნის მომავალს ქმნის და მისი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს მისაბაძი და სამაგალითო. თუ საშიშროებას ხედავს მასწავლებელი, ამაზე სწორად უნდა რეაგირებდეს და განცხადებებსაც უნდა აკეთებდეს, რადგან მის ნებისმიერ ქმედებას უყურებს ბავშვი, მშობელი“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.
როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ დირექტორებს ან მასწავლებლებს ამ ყველაფრისგან დისტანცირება? – ვკითხეთ მელორ ცქვიტაიას.
„ჩემთვის არ უკადრებიათ, რომ მსგავს შეხვედრაზე მივსულიყავი, მაგალითად, მუნიციპალიტეტში. ალბათ თვითონ მასწავლებლები უნდა იდგნენ იმ სიმაღლეზე, რომ მათ არ აკადრონ. იძულებითი არაფერი არ არსებობს და თუ ასეთ შეხვედრებზე მათი მისვლა არ არის ნებაყოფლობითი, მაშინაც ცუდად გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ მასწავლებელმა უნდა გააჟღეროს ის, რომ მასზე ზემოქმედებენ.
მე, როგორც მასწავლებელი, თამამად ვამბობ, რომ არასდროს უთქვამთ ჩემთვის, სად მივიდე ან სად არ მივიდე. გადაწყვეტილებას თვითონ ვიღებ.
შეიძლება ჩემთანაა ასეთი ჯანსაღი ატმოსფერო, მაგრამ თუ ვიღაცაზე ზეწოლა მოახდინეს, მასწავლებელი ვალდებულია ხმამაღლა განაცხადოს, რადგან ეს მანკიერი მხარეა და კიდევ უფრო მანკიერ მხარეს შობს, რაც ქვეყანას წინ არ წაიყვანს.
და თუ მასწავლებელი ნებაყოფლობით დგას ძალადობრივი იდეოლოგიის მხარეს, რა თქმა უნდა, ესეც სახიფათოა. მასწავლებელი, რომელიც სწორი ღირებულებების მატარებელი არ არის, ვერ გაზრდის ისეთ თაობას, რომელიც გადაიბარებს ამ ქვეყანას და მონაწილეობას მიიღებს მის მშენებლობაში.
რთული პერიოდები ყოველთვის ედგა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ქართულ საზოგადოებას გამოუნახავს გამოსავალი და დარწმუნებული ვარ, ახლაც იპოვის სწორ გამოსავალს და არჩევანსაც ისეთს გააკეთებს, რაც ქვეყანას სწორ გზაზე გაიყვანს.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა სწორად გადაეცეს მომავალ თაობას. ეს არის ჩვენი თაობის მთავარი დანიშნულება ამ შემთხვევაში“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.
____________
მთავარ ფოტოზე: ხულოს საჯარო სკოლის დირექტორები „ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე.
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ცესკო ეხმაურება:
„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, იმ საფრთხეებზე და ტენდენციებზე საუბარი, რაც უკვე გამოიკვეთა ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებულ ქმედებებში. საინტერესოა, რომ ეს ქმედებები ზუსტად იმეორებს 2020 წლის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას, რაც ითვალისწინებს პროცედურული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო ადმინისტრაციის და აქედან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს დაზიანებას.
როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამჯერად, საქმე ეხება ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევის სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივად გასაჩივრების ორგანიზებულ პროცესს. გუშინ, 9 სექტემბერს 15 თითქმის ერთი და იგივე შინაარსის საჩივარი შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ოლქების დასახელებით და ხელმომწერი პირებით განსხვავდება. ცხადია ასეთი ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ წინასწარ აცნობა საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს და ამით შეირყეს არჩევნებისადმი ნდობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას, ისევ ამ პროცესის დისკრედიტაციის გზა აირჩია და ამ გზაზე საკუთარ სამიზნედ უკვე მერამდენედ ამოირჩია საარჩევნო ადმინისტრაცია. არადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ადმინისტრირებული იყოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ცხადია, ჩვენ ყველა საჩივარს განვიხილავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამომრჩევლის და ჩართული მხარეების ინფორმირებას იმ გამოწვევებზე და ტენდენციებზე, რამაც შეიძლება საარჩევნო პროცესის დაზიანება გამოიწვიოს. შევახსენებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებაზე, იმგვარად, რომ პატივი ვცეთ ამომრჩევლის საუკეთესო ინტერესებს.“
საქართველოს მოქალაქე რუსუდან ივანეიშვილს, რომელიც უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ – ინფორმაცია რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 12 ივნისს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ამავე ბრალდებით, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა რუსუდან ივანეიშვილს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის.
დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს ბრალი წაუყენა შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სტატუსით მონაწილეობის გამო. „სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა” – წერს რუსეთის პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისამდე, ივანეიშვილმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში სხვადასხვა ადგილას, როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა.
ივნისის თვეში პროპაგანდისტული მედია TASS-ი ბასმანის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით წერდა, რომ ივანეიშვილი დაიბადა 1995 წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბა გელათში. „სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და გაიარა სნაიპერული მომზადება. 2016 წელს იგი ავღანეთში, ნატოს მისიაშიც მონაწილეობდა; ხოლო 2022 წელს შეუერთდა ქართულ ეროვნულ ლეგიონს უკრაინაში“ – წერს tass-ი.
2022 წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცისთვის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვარუსუდან ივანეიშვილი და მისი ქმარი, გელა ბეგლარიშვილი, რომელიც ასევე უკრაინაში იბრძვის.
10 სექტემბერს, ღამით, რუსეთის ცხრა რეგიონზე უკრაინული დრონების ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის თავდაცვამ 144 დრონი ჩამოაგდო.
მოსკოვის მახლობლად დრონი მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა, ადგილზე გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა 50-ზე მეტი ბინა.
აქამდე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა დაფიქსირდა 10 სექტემბერს ბრიანსკში, სადაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოაგდეს 72 დრონი.
რუსული ოფიციალური წყაროების ცნობით, 20 დრონი ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 14 – კურსკის ოლქში, 13 – ტულაში, 8 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 7 -კალუგში. ასევე, რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს ვორონეჟის, ლიპეცკისა და ორიოლის რეგიონებში.
დრონების თავდასხმის გამო 10 სექტემბრის დილამდე მოსკოვის სამი აეროპორტის – ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის მუშაობა შეზღუდული იყო. ასევე, დრონის თავდასხმის საფრთხის გამო, შეზღუდული იყო ყაზანის აეროპორტის მუშაობა.
ოფიციალურ კიევს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი 10 სექტემბერს რუსეთზე დრონების მასიური თავდასხმის შესახებ.
__________
ფოტოზე: უკრაინული დრონისგან დაზიანებული კორპუსი მოსკოვის ოლქში, რუსეთში. 2024 წლის 10 სექტემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/YURI KOCHETKOV
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში, ბათუმსა და კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათგან 10 პირი ნარკორეალიზატორია.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე.
„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, “მეტამფეტამინი”, „ამფეტამინი“, „მარიხუანა“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“ და „ალფა პვპ“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები“ – აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დათი ქოქრაშვილი 2022 წლის 31 მარტს თბილისში, პეკინის ქუჩაზე სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა. ამ შემთხვევამ მნიშვნელოვნად დააზიანა 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობა და შეცვალა მისი ოჯახის ცხოვრება. ბევრმა წამყვანმა კლინიკამ და ქირურგმა უარი თქვა მის მკურნალობაზე. საბოლოოდ, ავარიის შემდეგ დათიმ 26 ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა. საქართველოში, ისრაელსა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია ნიუ-იორკში რამდენიმე კვირის წინ ჩაუტარდა.
სწორედ დათის სიცოცხლის გადასარჩენად შედგა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო კონცერტი 15 ქართველი მომღერლის მონაწილეობით კვირას, 8 სექტემბერს აშშ-ში, ბრუკლინში მდებარე Irina Dance Academy-ში. ღონისძიებაზე დამსწრე ქართველმა ემიგრანტებმა საქველმოქმედო აუქციონშიც მიიღეს მონაწილეობა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: ნინი შერმადინი, გოჩა აბულაძე, სოფი სააკაშვილი, თამთა და ზვიადი, თამრიკო დავითაშვილი, გოგიტა გოგიძე, ნინი წიკლაური, „სეიშენი“, „მალიბუ“, ანუკი ბეჟანიშვილი, ნია დვალიშვილი, გიორგი კალანდაძე და თედო ქორიძე.
საღამოს წამყვანები ვახო ბიჭიკაშვილი და სოსო თოლორაია იყვნენ.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მილენა ბაზინოვა, ლუკა კერატიშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი და ნათია ჟორჟოლიანი.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, Milena Beauty House-ის დამფუძნებელი და ემიგრანტი ქართველების გამაერთიანებელი ერთ- ერთი დიდი ჯგუფის და ფეისბუქ ჯგუფ მილე-New-მის ადმინისტრატორი მილენა ბაზინოვა ამბობს, რომ საქველმოქმედო აქცია შედგა, ახლა კი ის და მისი თანამოაზრე ქართველი ემიგრანტები აგრძელებენ მცდელობას მოიპოვონ სხვა ფინანსური რესურსები დათის სიცოცხლის გადასარჩენად.
„უკვე ორი წელია დათი და მისი ოჯახი შეუპოვრად იბრძვის, ახლა ჩვენი ჯერია მათ გვერდით დავდგეთ“ – ამბობენ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ნიუ იორკში.
ისინი კვლავ აქტიურად ავრცელებენ მოწოდებებს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ჯგუფში და აგრძელებენ ემიგრანტებს შორის ფინანსების მობილიზებას.
ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს დღესაც აქვთ შანსი თანხა გადაურიცხონ დათის და მისი მშობლებს – ZELLE: 201 973 3833.
_________________
მთავარ ფოტოზე: დათი მილენა ბაზინოვასთან ერთად
საქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინშისაქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინშისაქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინშისაქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინშისაქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინში
თიბისი ტექკოლა – ეს არის შესაძლებლობა, ყველა უფროსკლასელისთვის, დაეუფლოს ტექნოლოგიებს, განივითაროს და შეიძინოს ახალი უნარები, გაიღრმაოს ინტერესები, დაისახოს მიზნები და რაც მთავარია, აირჩიოს ის რაც ნამდვილად აინტერესებს.
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით.
10 სექტემბრიდან, ტექსკოლა მე-4 სემესტრის, ონლაინ კურსებზე იწყებს მოსწავლეთა მიღებას და რეგისტრაცია 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მოსწავლეთა შერჩევისას, დავალებასთან ერთად, პრიორიტეტი რეგისტრაციის რიგითობას ენიჭება. ამიტომ, არ გადადო და აირჩიე შენთვის სასურველი ონლაინ კურსი:
ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
UI/UX დიზაინი
ვებგვერდების პროგრამირება (Back End – Python)
მობილური აპლიკაციების შექმნა
გრაფიკული დიზაინი
ციფრული მარკეტინგი
ფოტო-ვიდეოგრაფია
თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით გასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან, 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 15%-ზე მეტმა მოსწავლემ, ტექსკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიების შემსწავლელი რამდენიმე კურსი გაიარა.
ტექსკოლის კურსდამთავრებულები უკვე მონაწილეობენ სასკოლო თუ სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით-გასართობ პროექტებში და მიღებული ცოდნის საფუძველზე თავად ახდენენ იდეების რეალიზებას.
თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 სექტემბრის 21 საათიდან 11 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
„მაშინ როდესაც რუსეთი ოჯახის წევრებს გვიხოცავდა, ჩვენს ფიზიკურ გადარჩენაზე ამერიკელი ხალხი ზრუნავდა. ვგულისხმობ დახმარებას, რომელიც მოდიოდა USAID-იდან, ამერიკის განვითარების საერთაშორისო ფონდიდან.
საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში ჩვენი ღირსება და ჩვენი მშვიდობა დაარღვია მხოლოდ რუსეთმა. მე პირადად ოჯახის წევრები მყავს დაღუპული სოხუმში. რუსეთის წყალობით სახლიდან ვარ გამოგდებული 33 წელია. არ ვიცი საფლავები ჩემი ოჯახის წევრების. ეს ყველაფერი გააკეთა რუსეთმა საქართველოსთვის,“ – ასე იწყებს საუბარს „ბათუმელებთან“ სოფო გეგეჭკორი.
მას ამერიკულ და ქართულ დიპლომატიურ მისიებში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, არის სპეციალისტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების განხრით. სოფო საქართველოს მოქალაქეა, ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და ამერიკულ კერძო კომპანიაში მუშაობს.
„ბათუმელებმა“ სოფო გეგეჭკორთან ინტერვიუ ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ ჩაწერა.
ქალბატონო სოფო, როგორ აისახა დასავლური, ამ შემთხვევაში აშშ-ის დახმარება თქვენზე, როგორც ერთ ადამიანზე?
ჩემი პირადი ისტორიით მინდა ავხსნა, რა არის დასავლეთის დახმარება რიგითი ქართველი მოქალაქისთვის.
1993 წლიდან მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან, სოხუმელი. ჩემთვის, როგორც დევნილისთვის, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის პრიზმაში ორი მთავარი პარამეტრი არსებობს, ერთია სიცოცხლის გადარჩენა, მეორეა განვითარებისა და თვითრეალიზაციის საშუალების მოცემა.
სიცოცხლის გადარჩენის ამბით დავიწყოთ.
საქართველოს მოქალაქეების მეათედს, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომიდან დევნილებს, გადარჩენაში ხელშეწყობა მხოლოდ დასავლელი პარტნიორებისგან გვახსოვს. მაშინ როდესაც რუსეთი ოჯახის წევრებს გვიხოცავდა, ჩვენს ფიზიკურ გადარჩენაზე ამერიკელი ხალხი ზრუნავდა. ვგულისხმობ დახმარებას, რომელიც მოდიოდა USAID-იდან, ამერიკის განვითარების საერთაშორისო ფონდიდან.
From the American People – ამ წარწერით ჰუმანიტარულმა ტვირთმა გადაგვარჩინა ჩვენ წლები ფიზიკური განადგურებისგან. არა, საქართველოს მთავრობისგან დაწესებული 12 ლარიანი დახმარებით არ გადარჩენილა აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან დევნილი ხალხი, გადარჩა სწორედ რომ USAID-ის ჰუმანიტარული დახმარებით.
ეს რაც შეეხება ფიზიკური გადარჩენის თემას 90-იანებში. მეორედ დევნილები ფიზიკურად აშშ-მ 2008 წლის ომის შემდეგ გადაარჩინა.
2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციის შედეგებზე საპასუხოდ ამერიკის მთავრობამ გამოყო 38 მილიონი დოლარის პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება.
იმ დღეებში, 2008 წლის აგვისტოს თვეში ამერიკამ 100 ათას ტონაზე მეტი დახმარების ტვირთი შემოიტანა ბათუმისა და ფოთის პორტებში. იმავე წლის სექტემბერში, 1 მილიარდი დახმარება გამოუყო საქართველოს აშშ-მა.
ასე რომ ჩემთვის, როგორც დევნილისათვის, ფიზიკური გადარჩენის ძალიან დიდი წვლილი მოდის იგივე ამ ამერიკულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
მეორე ნაწილი – განვითარებისა და თვითრეალიზაციის მიმართულება ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ფიზიკური გადარჩენის მიღმა არსებობს ის, თუ როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას და რა გარემოში.
ჩემი პირადი ისტორია ასეთია – 2005 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდია მოვიპოვე ამერიკაში „მასკის“ პროგრამით სასწავლებლად. რომ არა ეს სტიპენდია, მე და ჩემი ოჯახი ფინანსურად ვერ შევძლებდით უცხოეთში მიმეღო განათლება, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა.
ეს არ იყო მხოლოდ ჩემს თვითგანვითარებაში ჩადებული ინვესტიცია. ეს იყო უფრო დიდი, საქართველოს განათლების სისტემაში ჩადებული ინვესტიცია ჩემი და სხვა ასობით ახალგაზრდის სახით. რომ არა ამერიკის მთავრობის დახმარება, ვერც ფიზიკურად გადავრჩებოდით და ვერც თვითგანვითარების საშუალება მომეცემოდა მე პირადად. მე ვარ ერთ-ერთი მრავალთაგანი.
ამერიკაში გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულები ყველაზე მეტი რაოდენობით საქართველოში ბრუნდებოდნენ, განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების „მასკელებისგან“.
ეს ნიშნავდა, რომ აქ გაჩნდა ახალი, პროფესიული, საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიც თავიანთ ცოდნას თუ გამოცდილებას ახმარდნენ ქვეყნის მშენებლობას, ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების საქმეს.
ეს იყო დასავლური პროფესიული სტანდარტი, რომელიც ისევ ქვეყანას უბრუნდებოდა და ქვეყნის განვითარებას ხმარდებოდა.
ამერიკა, ასევე, ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი იყო საქართველოში განათლების სფეროში, უფრო ფართოდაც რომ განვავრცოთ. აშშ-ის მიერ გამოყოფილი 1 მილიარდი დახმარებიდან, ძალიან დიდი ნაწილი, მილენიუმის განვითარების კორპორაციის გავლით, საქართველოში მოხმარდა განათლების სისტემის განვითარებას და საბჭოთა პერიოდიდან გაპარტახებული სასკოლო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას.
უზარმაზარი თანხა დაიხარჯა ამ მიმართულებით.
რატომ გვეხმარება დასავლეთი? პროპაგანდა ამბობს, ტყუილად არავინ გვეხმარებაო, ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. რა მიზანი აქვს იგივე აშშ-ს, როდესაც 6 მილიარდს ხარჯავს საქართველოსთვის?
ჩემი აზრით, დასავლეთისათვის, წარმატებული და განვითარებული პარტნიორი ბევრად უფრო მომგებიანი მოთამაშეა საერთაშორისო სისტემის და საერთაშორისო მშვიდობის და წესრიგისთვის, ვიდრე განუვითარებელი, ჩამორჩენილი ქვეყანა.
რატომ დაეხმარა ამერიკა გერმანიას ფეხზე დასადგომად, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი ქვეყანა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს? დანგრეული გერმანია ხიფათს წარმოადგენდა ევროპული სტაბილურობისთვის და მშვიდობისათვის.
ასევე, საბჭოთა კავშირის დანგრევის პირველივე დღეებიდანვე საქართველო აღიარა ამერიკამ 1991 წლის დეკემბერშივე, როგორც კი საბჭოთა კავშირის ნგრევა აღიარა და დამოუკიდებლობა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების.
1992 წლის აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი საელჩო გახსნა თბილისში, საქართველოში. 1992 წლიდან მოყოლებული ამერიკა ეხმარება საქართველოს ისე, რომ როგორც თავის დროზე ეხმარებოდა რუსეთსაც, რომ გამხდარიყო ცივილიზებული, განვითარებული ქვეყანა. არა სრულად დანგრეული, გაპარტახებული, ჩამორჩენილი ქვეყანა, არამედ წარმატებული, განათლებული, განვითარებული ქვეყანა, რომლის მიზანი იქნებოდა ყოფილიყო ცივილიზებული წევრი მშვიდობიანი ევროპის.
ამერიკამ დახმარება გაიღო იმისათვის, რომ ამ იმპერიის ნანგრევები არ გადაქცეულიყო ნაცრისფერ ზონად, ტერორის ზონად სამყაროსთვის, არამედ გამხდარიყო მშვიდობის სივრცე. ამის ერთადერთი და ერთ-ერთი გარანტი იყო ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა და საზოგადოებრივი განათლება, განვითარება, თავისუფლება, რაც არის დემოკრატიის ნიშანი. დემოკრატიული სახელმწიფო არ იწყებს ომებს.
ის, რომ ჩვენ გვეხმარებიან, არ არის მარტო ალტრუიზმი, არამედ ჩვენი ჩართვა ცივილიზებულ, მშვიდობიან სივრცეში, მშვიდობიან ევროპაში ყოფნა არის სწორედ იმის გარანტია, რომ ჩვენც გადავრჩებით.
მაგალითად, რუსეთს ამერიკა ყველანაირად ეხმარებოდა, როგორც ფინანსურად, ისე ეკონომიკურად, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. სამწუხაროდ, რუსეთში ტოტალიტარიზმის უფრო დიდი ისტორიაა და გადაწონა.
შესაბამისად, საქართველოს დასავლეთი ეხმარება იმისათვის, რომ გახდეს დემოკრატიული, გახდეს ძლიერი, რომ თვითონ შეეძლოს საკუთარი თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამისათვის მილიარდები გაიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა.
1991 წლიდან მოყოლებული, რუსული ოკუპაციის პირობებში, დასავლეთიდან და კონკრეტულად აშშ-დან მიღებული გვაქვს: ჰუმანიტარული, ფინანსური, კონგრესის დონეზე მხარდამჭერი რეზოლუციები და საკანონმდებლო აქტები, თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედრო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები, თავისი „ჯაველინებით“ თუნდაც. სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წყალობითაა დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე. სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წყალობით განვავითარეთ ჩვენი ქვეყანა იმ დონემდე, სადაც ვართ დღეს 90-იანი წლების სიბნელიდან.
მხოლოდ ამერიკამ 1992 წლიდან დღემდე 6 მილიარდამდე დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს.
დამოუკიდებელი, განვითარებული საქართველო, პირველ რიგში, მომგებიანი პარტნიორია დასავლეთისათვის, მომგებიანი წევრია ევროპისათვის, რაც, სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის რუსულ ინტერესებთან.
კონგრესში დააინიციირეს კანონპროექტი, „მეგობარი აქტი“, რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აშშ-თან ვიზა ლიბერალიზაციას. რას ნიშნავს ეს საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის და რას ნიშნავს ამ ისტორიულ შანსზე უარის თქმა?
30 წლის განმავლობაში ამერიკა მუდმივად მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს. ზემოთჩამოთვლილი ფინანსური დახმარებები, რაც სახელმწიფომ მიიღო, რეალურად ყველაფერი, თითოეულ ქართველამდე დავიდა. ჩვენ ყველა დღესაც ვსარგებლობთ იმ სიკეთეებით, რაც ამ 6 მილიარდი დახმარების შედეგია. მოდი, ავიღოთ თუნდაც მარტივად გასაგები, ჯანდაცვის სფეროში.
90-იანი წლებიდან მოყოლებული ათობით ათასი ქართველი ან ტუბერკულოზით იყო ავად ან C ჰეპატიტით. რომ არა ამერიკული დახმარება და ამერიკული პროგრამები, საქართველოში არ იქნებოდა ამ დაავადებების მკურნალობა შესაძლებელი დღემდე.
გადარჩენილ სიცოცხლეებზე ვსაუბრობ.
30 წლის განმავლობაში ამერიკის ათობით რეზოლუცია და საკანონმდებლო აქტია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უმყარებს ზურგს. დღემდე ამერიკის ძალისხმევით საქართველო ინარჩუნებს ლეგალურად თავის ტერიტორიულ ერთიანობას, თუნდაც დღეს რუსული ოკუპაციის პირობებში.
საქართველო ჯერჯერობით მაინც არაა ბოლომდე ეკონომიკურად განვითარებული, ამიტომ ადამიანებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა. აშშ-ს შემთხვევაში – ძალიან ექსტრემალური გზით. ამერიკული მხარდაჭერა თუნდაც ამ „მეგობარი აქტის“ კონგრესში განხილვით, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეპირებაა.
არ დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა აშშ-ს ათწლიანი ტურისტული ვიზა აიღონ. ეს შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას არც კი ჰქონია. ეს აშშ-ს მხრიდან იყო ძალიან დიდი ნაბიჯი, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ გადმოდგმული და დიდი ნდობა გამოცხადებული ჩვენი მოქალაქეების მიმართ.
უვიზო რეჟიმზე ჯერჯერობით ასე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებთ, კონგრესის მიერაა შემოტანილი, მთავრობა განიხილავს და შემდგომ გაითვალისწინებს. მაგრამ ისიც კი, რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოსთვის, აი, ამ ყველაფრით, ჩვენ დღემდე ვარსებობთ.
ჩვენ რომ გვაქვს თუნდაც ის პირობები, რა პირობებშიც ვარსებობთ საქართველო, სწორედ დასავლელი პარტნიორების დახმარებაა. სხვა არავინ დახმარებია საქართველოს. რუსეთი არ დახმარებია საქართველოს.
ევროპული და ამერიკული დახმარებით შევძელით ეკონომიკურად ამ დონემდე მოსვლა. დემოკრატიული ინსტიტუციების ამ დონემდე მოყვანა, ფინანსური სისტემების ამ დონეზე გამართვა, ჯანდაცვისა თუ განათლების სფეროების ამ დონემდე მოყვანა…
სამუშაო ძალიან ბევრია ჯერ კიდევ და ამისათვის არის საჭირო იგივე ამ დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო დაახლოება და არა მათი უკუგდება და იგნორირება.
ჩვენ ქვეყანას სხვა რესურსი არ გააჩნია. ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსი – ნავთობი, ოქრო ან რამე ისეთი, რაც განვითარებაში ხელს შეგვიწყობდა. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური რესურსი გააჩნია. როდესაც ქვეყანა კარგავს ადამიანურ რესურსს, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია.
ამიტომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, ამჟამინდელმაც და მომავალმაც, პირველ რიგში უნდა იზრუნოს, რომ ეს ადამიანური რესურსი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ქვეყანაში და ამ ადამიანური რესურსის განვითარებას შევუწყოთ ხელი. განვითარებას კი კარგად ვხედავთ დღევანდელ მსოფლიოში. ეს არის დასავლეთში.
ყველა განცხადება, რაც „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოზიციის გამოვლენის შემდეგ გაკეთდა დასავლეთიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ გვემუქრება დასავლური სამყაროდან იზოლაცია. რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო დასავლეთის ფინანსური და პოლიტიკური დახმარების გარეშე?
დასავლეთის პოლიტიკური დახმარების შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არის დამოუკიდებელი ქვეყანა თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. დე იურე ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნება რუსეთის წყალობით კი არ ხდება, არამედ ხდება დასავლეთის წყალობით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წყალობით. ამერიკა და ევროპა, ფაქტობრივად, 30 წელია ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას და ამ შენარჩუნებაში ჩვენს დახმარებას.
ჩვენ, პატარა ერი, არანაირი რესურსის არ მქონე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ვერანაირად ამ დონემდე ვერ ვიქნებოდით მოსული. შესაბამისად, ვერც განვაგრძობთ გზას ცივილიზებული დასავლეთისკენ, ცივილიზებული მშვიდობიანი სამყაროსკენ, ვერ განვაგრძობთ გზას მარტოდ. არ არსებობს ამის რესურსი ჩვენს გეოგრაფიაში და ჩვენი ზომით.
ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ პარტნიორების შენარჩუნება. შესაბამისად, ქართული ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ამ პარტნიორობის გამყარებაზე. 30 წელია ქართული დიპლომატია აშენებს ამ პარტნიორობას ჩვენს დასავლელ მთელს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკასთან და ევროპის ქვეყნებთან. 30 წელია ქართული დიპლომატია მუშაობს ამ თემაზე, ამ 30 წლის ნაღვაწს ასე ჰაერში ვერ გავუშვებთ.
„ღირსებით ევროპისკენ“ წერია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბანერებზე, ქმედებებით კი „ოცნება“ უკან დგამს ნაბიჯებს დასავლეთისგან. როგორ უნდა მიხვდეს რიგითი ამომრჩეველი, რომ ამ სლოგანით რეალურად მმართველი პარტია მას ატყუებს?
ეს სლოგანი – „ღირსებით ევროპისაკენ“ – წინააღმდეგობაში მოდის თავის თავთან.
ევროპას არ დაურღვევია ჩვენი მშვიდობა და არ დაურღვევია ჩვენი ღირსება. საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში ჩვენი ღირსება და ჩვენი მშვიდობა დაარღვია მხოლოდ რუსეთმა.
მე პირადად ოჯახის წევრები მყავს დაღუპული სოხუმში. რუსეთის წყალობით სახლიდან ვარ გამოგდებული 33 წელია. არ ვიცი საფლავები ჩემი ოჯახის წევრების. ეს ყველაფერი გააკეთა რუსეთმა საქართველოსთვის. ევროპა და დასავლეთი თვითონ არის გარანტორი მშვიდობის და ღირსების ჩვენთვის.
„რუსეთიდან გამოვიდეთ მშვიდობიან და ღირსეულ დასავლეთში“- აი, ეს არის უფრო სწორი ფორმულირება იმ გზისა, რასაც საქართველო გადის ბოლო 30 წელია.
მავნებელი, აგრესორი რუსეთიდან ვცდილობთ გამოღწევას, რომ შევაღწიოთ მშვიდობიან და ღირსეულ ევროპაში.
ვერცერთი ხელისუფლება მე ვერ შემიყვანს ღირსებით ევროპაში, მე, ღირსეული საქართველო უნდა მიმიღოს ევროპამ, თავის მშვიდობიან და ღირსეულ სავანეში და თანამეგობრობაში.
ამის გარანტორი ხელისუფლება მაშინ იქნება, თუ ქვეყნის შიგნით ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას, კორუფციის აღმოფხვრას, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას. ეს ის კრიტერიუმებია, რასაც ჩვენი მშვიდობიანი დასავლეთელი პარტნიორები სთხოვენ საქართველოს.
ჩვენი შიდა თვითგანვითარება ჩვენსავე ხელშია. ამაში ჩვენ პარტნიორები 30 წელია გვიწყობენ ხელს. ამიტომ აქ მთავარია, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ქვეყნის განვითარება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა, დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ჩვენი სტრატეგიული მიმართულება არის დასავლეთთან ინტეგრაცია, ევროპასთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაცია და დაახლოება. ამიტომ ყველა მთავრობის, ახლანდელი თუ მომავალის, დავალება ქართველი მოსახლეობისაგან, არის სწორედ ამ სტრატეგიული მიმართულების გაგრძელება.
დღეს, 10 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა.
ელჩის განმარტებით, ის ბათუმში ოთხი პროექტის პრეზენტაციაზე იმყოფება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არის მიმართული.
„მოხარული, რომ დავბრუნდი ბათუმში. ეს ჩემი მესამე ვიზიტია და ამ ვიზიტის ფარგლებში მე ვესტუმრე ოთხ პროექტს, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი საზოგადოების, ადგილობრივი ხალხის დახმარებისთვის.
პირველი პროექტი სოფლის მეურნეობის დარგში ხორციელდება. ერთ-ერთ საწარმოს USAID-მა გადასცა აღჭურვილობა, რომელიც ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს ხილის გადამუშავებასა და გატანაში სხვადასხვა ბაზარზე.
მეორე პროექტი გახლავთ „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“. ეს ორგანიზაცია ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აჭარაში და აწვდის მათ ინფორმაციას სხვადასხვა სერვისების შესახებ. ეხმარება ადამიანებს ინფორმირებაში.
გუშინ საღამოს ჩვენ დავესწარით კონცერტს, რომელიც ჩატარდა ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ამერიკელმა, გოსფელის მუსიკის ექსპერტმა ქართველ მომღერლებთან ერთად ჩაატარა პოლიფონიური მუსიკის კონცერტი და ჩვენ ყველამ ერთად გავიზიარეთ ის სიხარული, რაც მოაქვს პოლიფონიურ მუსიკას.
დღეს კი ხელმეორედ ვხსნით ბათუმის ამერიკულ კუთხეს, რომელიც გარემონტდა და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში“, – ამბობს რობინ დანიგანი.
მისი თქმით, ცენტრში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ ინგლისური ენა, ამერიკული კულტურა, სამოქალაქო განათლება და სხვადასხვა საკითხები.
ბოლოს ელჩი შეეხო აშშ-ის წინააღმდეგ წარმოებულ რუსულ პროპაგანდასაც.
„მინდა დავასრულო იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონით, იმის შესახებ თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება და ეს ოთხი მაგალითი, რაც ახლა ჩამოვთვალე, ნათლად ასახავს იმას, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა – ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად.
ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის ქართველებისთვის, ქართველ ახალგაზრდებს ეხმარებიან ინგლისური ენის სწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება.
ასე, რომ ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი“, – განაცხადა ელჩმა ბათუმში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 627 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380]
ტანკი – 8 640 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 16 925 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 17 880 ერთეული [+50]
MLRS – 1 180 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 942 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 933 ერთეული [+36]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 591 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 24 330 ერთეული [+68]
სპეცტექნიკა – 3 053 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
642 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
31 166 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 969 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 447 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
14 358 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
25 825 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიმართება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.
არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი.
ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება კი, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის ან სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით ვებგვერდზე:voters.cec.gov.ge
ამომრჩეველს ასევე შეუძლია მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განცხადებით მიმართოს საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა.
სიებში ცვლილებების შეტანა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
საარჩევნო უბნის მისამართის გაგება შეგიძლიათ ამ ბმულზე. შესაბამის ველში შეიყვანეთ პირადი ნომერი და გვარი. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაცემებს და ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი. შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ ცესკოს ნომერზე – 2 51 00 51.
შესაძლებელია თუ არა ხმის მიცემა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით? – ცესკოში აცხადებენ, რომ – არა.
„ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შესაბამის უბანზე და არ განიხილება დროებითი რეგისტრაცია. ხმის მისაცემად უბნის შეცვლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ოფიციალურად შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს“, – გვითხრეს ცესკოში.
ანუ, თუ ამომრჩეველი რეგისტრირებულია დავუშვათ ბათუმში და ფაქტობრივად ცხოვრობს სხვაგან, მას ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ბათუმში, შესაბამის უბანზე.
იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი გააუქმებს რეგისტრაციას ბათუმში და დარეგისტრირდება სხვაგან [ანუ თუ ამოეწერება და ჩაეწერება სხვაგან], ხმას მიცემს ახალი რეგისტრაციის ადგილზე, შესაბამის უბანში.
ამასთან, რეგისტრაციის ადგილის შეცვლით საარჩევნო უბანი შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შეცვლა მოხდება 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ანუ 9 ოქტომბრამდე.
„ასეთ შემთხვევაში იუსტიცია გვიგზავნის მონაცემებს და ცვლილებები ავტომატურად შედის საარჩევნო სიაში. თუმცა, 9 ოქტომბრიდან ასეთი ცვლილებები საარჩევნო სიაში, რეგისტრაციის ადგილის შეცვლის მიუხედავად, ვეღარ განხორციელდება“, – გვითხრეს ცესკოში.
შესაბამისად, ამომრჩევლებმა, რომლებმაც მუდმივი რეგისტრაციის ადგილი უკვე შეიცვალეს, ან 8 ოქტომბრის ჩათვლით შეიცვლიან, საკუთარი მონაცემები აუცილებლად უნდა გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიაში. იმ შემთხვევაში, თუ სიაში ცვლილება არ იქნება ასახული, ამომრჩეველმა უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას – ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც 9-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით უსრულდებათ 18 წელი, მონაცემებს იუსტიცია გზავნის ცესკოში და ამ მოქალაქეებს ხმის მიცემა თავისუფლად შეეძლებათ თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბნებზე.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ
არ შეგიძლიათ ხმა მისცეთ დისტანციურად. ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანში პირადად გამოცხადების შემთხვევაში.
არ შეგიძლიათ სხვის მაგივრად მისცეთ ხმა. საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია სხვა პირის ნაცვლად [მათ შორის მინდობილობით] ხმის მიცემა.
თუ ამომრჩეველი სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეც არის, მას შეუძლია არჩევნებზე ხმის მიცემა.
ცესკოს ინფორმაციით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყანაში სულ 3 030 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან 2 262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული საშუალებებისგამოყენებით გაიმართება. მაგალითად, აჭარაში არის 66 უბანი, სადაც არჩევნები ძველი წესით, არაელექტრონულად ჩატარდება.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში. ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კი ამ დროისთვის ერთიან სიაში 3 426 250 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ნინი ჩანტლაძე 29 წლისაა და უკვე ხუთი წელია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ემიგრაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფლების ნაკლებობის გამო მიიღო. ნინი განსაკუთრებულ გამოწვევად საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არასათანადო პირობებს ასახელებს და ამბობს, რომ აფიქრებს ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებები და ევროპელი ლიდერების კრიტიკა.
ნინი, რატომ და როგორ წამოხვედით ამერიკაში?
ამერიკის ვიზა სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით მივიღე. 24 წლის ასაკში ჩემი მთავარი მიზანი ამერიკული გამოცდილების მიღება და სხვა ქვეყანაში დროებით ცხოვრების ინტერესი იყო. საქართველოდან
წამოსვლამდე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, იქნებოდა თუ არა ამერიკული თავისუფლება ჩემი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი. თავისუფლების ნაკლებობა საქართველოში ყოველთვის აუტანლად რთული მეჩვენებოდა. ამერიკაში ცხოვრებამ, კიდევ უფრო მწვავედ დამანახა ქართული რეალობის სირთულეები.
რა სირთულეებს გულისხმობთ და რა პრობლემები აქვთ ადამიანებს საქართველოში?
უამრავ გამოწვევას შორის, ყველაზე მწვავე ახალგაზრდების პრობლემები მგონია. აქ ამერიკაში, ოჯახების სტაბილური შემოსავლების მიუხედავად, სტუდენტს შეუძლია დღეში რამდენიმე საათი იმუშაოს და ამგვარად დააფინანსოს თავისი პირადი ცხოვრება. საქართველოში კი სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ დროებით სამსახურებზე.
მათთვის შრომის პირობები მონურია ან სიცოცხლისთვის საშიში. ამ რეალობაში, ახალგაზრდა ადამიანმა შეუძლებელია დაგეგმოს პირადი ცხოვრება მშობლების ფინანსური დახმარების გარეშე. ახალგაზრდების გამოწვევების მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი უსაფრთხოებაცაა. სკოლის დამამთავრებელ კლასებშიც კი არ აქვთ ბავშვებს სექსუალური ცხოვრების დაწყების თაობაზე შესაბამისი განათლება.
სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან.
ხშირია ოჯახში ძალადობა, პარტნიორების ან ქმრების მხრიდან ჩაგვრა. ქალთა და ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულთა საშინელი სტატისტიკა სკოლიდან იწყება, რომელიც ვერ გახდა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხი. პირიქით, დღეს საქართველოში დევნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ, აპირებენ დახურონ მედიასაშუალებები და ისინი ვეღარ ისაუბრებენ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე.
ეს კანონი [რუსული კანონი] კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოში ახალგაზრდა ადამიანების რთულ პირობებს.
რა პრობლემას ხედავ “რუსულ კანონში”?
ამერიკიდან, ასე შორიდანაც კი, ჩემთვის სრულიად ნათელია მოსალოდნელი გართულებები. თვალს ვადევნებ ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებებს, ევროპელი ლიდერების კრიტიკას. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვფიქრობ, „რუსული კანონი“ ყველას ცხოვრებას შეზღუდავს და ყველა ადამიანის თავისუფლებას შეეხება.
ჩვენ კი, ვინც ახლა ემიგრაციაში ვართ, ჩვენი ბრძოლა გვაქვს ქვეყნის გადარჩენისთვის.
ეს საინფორმაციო ომია, ბოტებისა და ტროლების პროპაგანდას, ინფორმაციის სწორად გავრცელებით უნდა დავუპირისპირდეთ. ასე მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს, რა არის ჩვენი, ქართველი ხალხის არჩევანი. მე ვცდილობ ჩემ გარშემო ყველას მივაწოდო ინფორმაცია, მაგალითად ამ კანონის საფრთხეებზე და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას.
ნინი ჩანტლაძე
ჩემი მოსაზრება სამი პროფესიის ადამიანების: მხატვრების, მომღერლების და სპორტსმენების მაგალითზე შემიძლია გითხრათ. მხატვარი თავისუფალი შემოქმედების გარეშე ვერ დახატავს. შეუძლებელია, კარგმა მომღერალმა მოახერხოს შექმნას მუსიკა ხელისუფლების კონტროლით ან სპორტსმენი განვითარდეს, თუ ის არ დაეთანხმება სამინისტროს ან სამთავრობო კურსს.
შეუძლებელია, სამივე ამ პროფესიის ადამიანებმა გადაირჩინონ თავი საკუთარი უნარებით, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში, არ გახდებიან გაცვლითი პროგრამების მონაწილეები ან არ ექნებათ წვდომა საერთაშორისო გამოცდილებაზე.
„რუსული კანონი“ ჩაკეტავს ქართველ ადამიანებს და შეზღუდავს შანსს, ყველამ ისარგებლო საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი სიკეთეებით. მე კომპანიონად ვმუშაობდი მხატვართან ამერიკაში. მას კიდევ ორი ადამიანი ჰყავდა დაქირავებული. სურდა, მისი ასაკის გამო გადაადგილება და საზოგადოებაში ინტეგრაცია არ შეფერხებულიყო. ჩვენი ასეთი მხარდაჭერით, 90 წლის ადამიანი ახერხებდა თავისი თავის რეალიზაციას და უზრუნველყოფდა სიბერეს.
ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია ადამიანმა თავი ირჩინოს ხატვით. „რუსული კანონის“ ჩაკეტილობის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სიღარიბე ელოდებათ ოჯახებს.
რას ნიშნავს ეს არჩევნები თქვენთვის, აპირებთ მასში მონაწილეობის მიღებას?
არჩევანის თავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება მგონია. დღეს, რუსეთსა და ევროპულ ღირებულებებს შორის უნდა გავავლოთ მკვეთრი ხაზი. ასეთი განაცხადის გაკეთება დემოკრატიულად სამართლიანი არჩევნებით შეიძლება. მე, ცხადია, ვაპირებ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ვისურვებდი, ყველა ემიგრანტმა, ვისაც უფიქრია და ფიქრობს სამშობლოში დაბრუნებაზე, თავისი ნება დააფიქსიროს.
ნინი, თქვენ გიფიქრიათ სამშობლოში დაბრუნებაზე?
სამშობლო მართლაც ერთია ქვეყანაზე. შეუძლებელია მშობლიური ადგილების, ახლობლების და მეგობრების ჩანაცვლება შეძლო სხვა სივრცით. ჩემი მატერიალური თუ პიროვნული განვითარების შესაძლებლობების მიუხედავად, მიფიქრია საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ მეშინია.
აქ, ამერიკაში, სახელმწიფოა ჩემ გვერდით და თითქოს მოუგვარებელი პრობლემებიც არ არსებობს. საქართველოს შემთხვევაში კი მეფიქრება, როგორ შემხვდება ჩემი ქვეყანა. არჩევნებშიც სწორედ ამიტომ ვმონაწილეობ – მინდა ეს შეხვედრა უკეთეს რეალობაში დაბრუნება იყოს.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა ნუ ეცდებოდნენ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციას, თუმცა მიუხედავად ამისა, კონკრეტული პირები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ცდილობდნენ პროცესის დისკრედიტაციას და ასარჩევ, შემდგომში კი უკვე არჩეულ პირთა სტიგმატიზაციას.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმიანობისა და ნეიტრალიტეტის მიხედვით და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებების საფუძველზე. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული ადმინისტრატორის უფლებას, მშვიდ გარემოში შეასრულოს თავისი მოვალეობა და 26 ოქტომბერს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
აქვე წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას არჩეული პირების შესახებ:
სულ 24 240 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 425 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის 9 090 ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 111 საკონკურსო განაცხადი, კომისიის წევრების 15 150 ვაკანტურ ადგილზე 15 314 საკონკურსო განაცხადი.
საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს.
არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. კერძოდ:
არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებიდან, კომისიის მუშაობაში ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 16 870 პირს, რაც საერთო რაოდენობის 70.15%-ია.
საუბნო საარჩევნო კომისიის ახალარჩეული წევრებიდან 14 183 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 111 -”საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 479 – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებულია.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 030 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათ შორის საარჩევნო კომისიების მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი, დანარჩენ 27 270 წევრს კი, უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს.
„კომიტეტი ასკვნის, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ დაიცვა 21 დაზარალებული ბავშვის უფლებები, რომლებიც მოშორებული იყვნენ თავიანთ ოჯახურ გარემოს და რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები… კომიტეტი ასკვნის, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა სათანადო გულმოდგინება სწრაფად და ეფექტურად გამოეძიებინა ძალადობის, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ მრავალი ბრალდება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
გაერომ ბავშვთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება სრულად ქართულ ენაზე 2024 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“. ესეც გაეროს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გადაწყვეტილება სახელმწიფო ენაზე გამოქვეყნებულიყო, თუმცა გაეროს 2024 წლის 24 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას „ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ საქართველოს მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.
იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე საუბრობს „ბავშვების დაცვის“ მოტივით, ის რეალურად არ დგამს ნაბიჯს ძალადობის, წამების მსხვერპლი ბავშვების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლებას 2021 წლიდან ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევევი არ გამოუძიებია. საქართველოს მთავრობას გაეროს ბავშვთა კომიტეტის სხვა მოთხოვნებსაც არ ასრულებს.
ბავშვთა უფლებების იურისტმა, ანა არგანაშვილმა სამოქალაქო ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2021 წელს მიმართა გაეროს ბავშვთა კომიტეტს ამ საქმეზე. იგი „ბავშვების სტრასბურგს“ უწოდებს ამ ორგანიზაციას და მიიჩნევს, რომ ამ საქმემაც მკაფიოდ აჩვენა საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელობა, რომლის გაუქმებასაც რუსული კანონით „ქართული ოცნება“ აპირებს.
„რომ არა NGO-ს ბრძოლა, ეს შედეგი ვერ დადგებოდა. თუ NGO-ები შეწყვეტენ არსებობს, რაც სამწუხაროდ გვექმურება, ასეთი სარჩელი ვეღარ შევა,“ – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.
რატომ არ ასრულებს საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილებას? – „ბათუმელები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხებდნენ ჩვენს შეკითხვას. ჯანდაცვის სამინისტროდან კი, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
კონკრეტულად რა დარღვევა დაადგინა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა „ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე?“
„მ.ლ. დაიბადა 2008 წლის 27 სექტემბერს და სამი წლის ასაკში მოთავსებული იქნა პანსიონში. მ.ლ. ხშირად ისჯებოდა, თუ ის საწოლში შარდავდა, აიძულებდნენ ტელევიზორთან ზურგით დაჯდომას სხვა ბავშვების პირისპირ, რომლებსაც ავალებდნენ, რომ დაეცინათ და „ქვეშაფსია“ დაეძახათ მისთვის.
მასწავლებლები ხშირად მოუწოდებდნენ უფროს ბავშვებს მ.ლ.-ისა და სხვა ბავშვების „დისციპლინირებისკენ“, მათი ჯოხებით, სავარცხლებით ან ხელებით ცემით. ერთხელ აღმზრდელმა მ.ლ.-ს შუბლზე ჯოხი დაარტყა, რის შემდეგაც ჭრილობის დასამალად თმა შეჭრა. მ.ლ. დაახლოებით 8 წლის იყო, როცა ის აიძულეს მუხლებზე მდგარიყო და ნახევარი საათის განმავლობაში სკამი დაეჭირა ხელში. 11 წლის ასაკში მ.ლ.-ს დაუნიშნეს ფსიქოტროპული მედიკამენტები, რაც მას გამუდმებით ძილს ჰგვრიდა…“ – ეს ერთ-ერთი ისტორიაა, რაც „ნინოწმინდის პანსიონის საქმიდან“ გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში მოხვდა.
„კომიტეტი [გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტი] აღნიშნავს, რომ ბავშვზე ძალადობის ამ შემთხვევის გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმით, რომ მან უნდა გაარკვიოს, დაექვემდებარა თუ არა ავტორი ფიზიკურ დასჯას დაწესებულებაში და მოახდინოს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება.
ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს ამ ინციდენტებთან დაკავშირებული მტკიცებულებების დაცვა. გარდა ამისა, გამოძიება უნდა ჩატარდეს დროულად და გონივრული სისწრაფით,“ – წერია გაეროს ბავშთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
გაეროსთვის საქართველოს მთავრობას ეს მიუწერია:
„მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ 2016 წლის დეკემბრიდან ხელისუფლებამ განახორციელა რამდენიმე სისხლის სამართლის გამოძიება პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობასთან, გაუპატიურებასა და იძულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
მხარე სახელმწიფო ასევე ამტკიცებს, რომ გამოძიების პროცესში ხელისუფლებამ გამოჰკითხა ბავშვები მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით. გამოძიების მსვლელობისას ასობით საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა საჭირო მტკიცებულებების შესაგროვებლად, ხოლო რამდენიმე სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს ჯერ კიდევ ელოდებიან“, – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
„ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ საქართველოს პროკურატურამ 2021 წელს დაიწყო 4 გამოძიება, მათგან 3 ძალადობის მუხლითაა დაწყებული, ერთი კი, გაუპატიურების.
საქართველოს მთავრობას პანსიონში მყოფი ბავშვებისთვის კომპენსაციაც უნდა გადაეხადა, თუმცა ამ დრომდე გაეროს ეს რეკომენდაციაც შეუსრულებელია.
რაც შეეხება სხვა დარღვევებს, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ „მატერიალური საკითხები სრულად იქნა გადაჭრილი ეროვნულ დონეზე“.
„2021 წლის 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო წვდომა, მოინახულა პანსიონი და გაეცნო ყველა სისხლის სამართლის გამოძიებას; 2021 წლის ივნისიდან 27 ბავშვი, მათ შორის 7 შშმ ბავშვი, გაწერილი ან გადაყვანილ იქნა. 27 ბავშვიდან 6 ბავშვის რეინტეგრაცია მოხდა ოჯახში, ხოლო 21 ბავშვი მოთავსებულ იქნა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში.
გარდა ამისა, პანსიონიდან 11 ბავშვი გაიყვანეს და დაწესებულებაში მხოლოდ 15 ბავშვი დარჩა, რომელთა უმეტესობას ბიოლოგიურ ოჯახებთან არასდროს ჰქონია რაიმე კონტაქტი;
პანსიონში ჯერ კიდევ მცხოვრები ბავშვები ექვემდებარებიან მუდმივ მონიტორინგს და იღებენ მულტიდისციპლინურ მხარდაჭერას სოციალური მუშაკების მხრიდან; სავარაუდო ძალადობისა და იძულების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგად, სამსახურიდან გაათავისუფლეს 19 აღმზრდელი, 31-ს შეუჩერეს უფლებამოსილება და მხოლოდ 7 დარჩა დასაქმებული პანსიონში,“ – მიუწერია საქართველოს მთავრობას გაეროსთვის.
ირკვევა, რომ ბავშვებზე ამ მასშტაბის ძალადობის შემდეგ სახელმწიფომ მხოლოდ პანსიონის აღმზრდელები დასაჯა სამსახურიდან გაშვებით.
„…კომიტეტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში მხოლოდ ერთ ბავშვს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო დანარჩენებს განიხილავდნენ მოწმეებად, რომელთა ჩვენებები ადვოკატის დასწრების გარეშე იქნა მოპოვებული და, რომ ამ ბავშვებსა და მათ ადვოკატებს არ ჰქონდათ წვდომა გამოძიების მასალებზე.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში ბავშვებს არ მიუღიათ იურიდიული დახმარება არც პოლიციის მიერ გამოკითხვისას და არც სასამართლო ექსპერტიზის დროს და რომ სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბავშვთა საგამოძიებო გამოკითხვის საერთაშორისო ოქმის გამოყენების გარეშე.
კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ არცერთ სხვა ბავშვს ან მათ ადვოკატებს არ მიეცათ წვდომა გამოძიების მასალებზე და, რომ ერთობლივი სისხლის სამართლის გამოძიების სავარაუდო დანაშაულთა უმეტესობისთვის ხანდაზმულობის ვადა გასულია.
კომიტეტი იხსენებს, რომ ყველა სამართალწარმოებაში, რომელშიც მონაწილეობენ ძალადობით დაზარალებული ბავშვები, გამოყენებული უნდა იქნეს სისწრაფის პრინციპი კანონის უზენაესობის დაცვით და, რომ სისხლის სამართლის პროცედურები მკაცრად უნდა იქნეს გამოყენებული, რათა აღმოფხვრილი იქნეს დაუსჯელობის ფართოდ გავრცელებული დე იურე ან დე ფაქტო პრაქტიკა, განსაკუთრებით სახელმწიფო სუბიექტებში.
კომიტეტი აგრეთვე იხსენებს, რომ გამოძიება უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ ბავშვისთვის მგრძნობიარე საგამოძიებო პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს ძალადობის შემთხვევების სწორად იდენტიფიცირებას და მტკიცებულებებს ადმინისტრაციული, სამოქალაქო, ბავშვთა დაცვისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოებისთვის.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ბავშვებს არ ჰქონდათ წვდომა საჩივრის რაიმე სახის მექანიზმზე და რამდენიმე ბავშვმა, ვინც სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეიტანა, ეს დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა. გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებმაც სიტყვიერად გამოხატეს ადვოკატებთან შეხვედრის სურვილი, არ მიეცათ მათთან შეხვედრის უფლება. გარდა ამისა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მხარე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს, თუ როგორ იქნენ ბავშვები მოსმენილი.
ამ კონკრეტულ საქმეში კომიტეტი მიიჩნევს, რომ მხარე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყვნენ ბავშვები ინფორმირებული სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში იურიდიული დახმარების მოთხოვნის უფლების, ასეთი დახმარების მნიშვნელობისა და მისი შედეგების შესახებ, რათა მიეღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, სურდათ თუ არა ასეთი დახმარება, ან მათი, როგორც მოწმის როლის შესახებ და, თუ როგორ შეიძლება მას გავლენა ჰქონოდა მათზე,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
ეს გადაწყვეტილება სრულდება რეკომენდაციით: „კომიტეტს სურს, მიიღოს მხარე სახელმწიფოსგან, რაც შეიძლება მალე და 180 დღის განმავლობაში, ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მან მიიღო კომიტეტის შეხედულებების განსახორციელებლად.“
ანა არგანაშვილი: „ეს გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს, NGO-მ უნდა განაგრძოს ფუნქციონირება… “
„რეალურად სახელმწიფო ორგანოები უპატივცემულობას იჩენენ უკვე არამხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, არამედ გაეროს მიმართაც,“ – ამბობს ანა არგანაშვილი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მაინც მოუწევს გაეროს გადაწყვეტილების შესრულება.
„როდესაც გაერო მონიტორინგის ფარგლებში შეიტყობს, რომ ამას არ ასრულებს ქვეყანა, მათი მხრიდანაც ველოდებით რეაგირებას – გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაზე მიერთებას აზრი აქვს, როცა კომიტეტის გადაწყვეტილებებს ქვეყანა არ ასრულებს. თუ ამას დაერქვა სახელი, რომ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და რეალურად ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა უფლებების შეფასებაზე აისახება. ჩვენი სახელმწიფო უწყებები ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას არ ასრულებენ.
ჯერჯერობით ჩვენ ამ ბავშვებთან შეხვედრის საშუალება ისევ არ გვეძლევა. ამ ბავშვებმა კომპენსაცია რომ მიიღონ, აუცილებელია, მათ შევხდეთ და მივმართოთ სასამართლოს, როგორც ეს სხვა საქმეებზე მოხდა.
გაერომ დაადასტურა, რომ ამ ბავშვებზე ხდებოდა ძალადობა, არასათანადო მოპყრობის და წამების ფაქტები. 37-ე მუხლი არის წამების და არასათანადო მოპყრობისგან ბავშვის დაცვა, მე-19 მუხლი კი, ძალადობისგან ბავშვის დაცვა. ამ ორი და კიდევ სხვა მრავალი უფლების დარღვევა დაადასტურა გაეროს ბავშვთა კომიტეტმა. რეალურად გაერომ თქვა, რომ ბავშვთა პანსიონი დამოუკიდებლად კი არ მოქმედებდა, არამედ მოქმედებდა სახელმწიფოს მიერ ხან უგულებელყოფის, ხან იგნორირების, შეგნებულად თვალის დახუჭვის ხარჯზე. გაერომ სახელმწიფო ცნო პასუხისმგებლად ამ დარღვევებზე, რაც ბავშვებს წლების განმავლობაში ეხებოდა,“ – გვითხრა ანა არგანაშვილმა.
გაეროს ბავშვთა კომიტეტმა უფლებების დარღვევა 21 ბავშვის შემთხვევაში დააფიქსირა. იურისტი განმარტავს, რომ პრობლემა იყო ბავშვებთან კომუნიკაცია და შესაბამისი მინდობილობის მიღება. სტანდარტული პროცედურის შემთხვევაში, გაეროს ბავშვთა კომიტეტი საჩივარი შესაბამისი მინდობილობის გარეშე არ მიიღებოდა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სამოქალაქო ორგანიზაციის მნიშვნელობას.
„მხოლოდ ერთ ადამიანს რომ შეეტანა, არ იქნებოდა საკმარისი. მინდობილობის და რწმუნებულების გარეშე საჩივარს დაუშვებლად ცნობენ, მაგრამ ჩვენ ვიყავით ორგანიზაცია, რომელიც ბავშვთა უფლებებს მყარად ვიცავდით და ამიტომაც გვენდო გაერო. ამიტომაც არის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ მანამდე წლების განმავლობაში ადვოკატირებას ვახდენდით და სახალხო დამცველიც ჩვენი მოთხოვნის შემდეგ შევიდა ამ პანსიონში.
არასამთავრობოების არსებობა იყო გადამწყვეტი, რომ ეს შეფასება გააკეთა გაერომ,“ – უთხრა ანა არგანაშვილმა „ბათუმელებს“.
რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში – მოკლედ
ნინოწმინდის პანსიონი საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა დაწესებულებაა. მან ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც 2021 წლის 16 ივნისს სახალხო დამცველმა ოფიციალური განცხადებაში თქვა, რომ პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, ეპისკოპოსი სპირიდონის მითითებით აპარატის წარმომადგენლები პანსიონში არ შეუშვეს.
ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2021 წლის 7 მაისს გამოაქვეყნა გაერომაც და თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური ორგანოს მიერ მონიტორინგი.
ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ამავე წლის 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციამ 2021 წლის 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.
ბავშვების გამოყვანასთან ერთად, საპატრიარქომ, კერძოდ, პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააანონსა, რომ ამ ტერიტორიაზე ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას გეგმავს.
მთავარეპისკოპოსი იაკობის დანიშვნიდან მალევე ეკლესიასა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. მოგვიანებით კი, პირველად 2018 წლის შემდეგ, სახალხო დამცველი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად პანსიონში შევიდა.
მედიაჯგუფ Russia Today-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორი, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ აშშ ცდილობს აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შეცვალოს „აფხაზი ხალხის კულტურული კოდი“. მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი „აფხაზეთის რუსეთისგან მოგლეჯა და მისი ისევ საქართველოსთვის მიწებებაა, აფხაზი ხალხის აზრის დაუკითხავად“.
სიმონიანი ამის შესახებ იმ ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომლითაც აშშ-ის მიერ რუსული პროპაგანდისტული მედიების „რია ნოვოსტის“, „RT-ს“, „ტვ-ნოვოსტის“, „Rutply-სა“ და „სპუტნიკის“ სანქცირებას ეხმაურება:
„2014 წლიდან (ყირიმის შემდეგ) დასავლური ქვეყნები – აშშ და მისი ე.წ. მოკავშირეები, სატელიტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩაეჭრათ ჩვენთვის შესაძლებლობა ვყოფილიყავით ნორმალური ჟურნალისტური ორგანიზაცია… ყველაფერი დახურეს, გათიშეს ჩვენი ეთერები…რა ვქნათ, ჩვენ დავიწყეთ სიარული პარტიზანული გზებით.
ამის შესახებ „მიხსენებია“, დეტალები, რა თქმა უნდა, არც მაშინ მომიყვანია და არც მოვიყვან. მაგრამ მიხსენებია სხვადასხვა ეთერში საჯაროდ, რომ ჩვენ დავრჩით ამ ქვეყნებში, ჩვენ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ, უბრალოდ ახლა არასწორხაზოვნად. სინამდვილეში ვისთან ვმუშაობდით და ვისთან არ ვმუშაობდით, არ ვიტყვი.ვიტყვი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – ამბობს ის.
შესასვლელს დაგვიკეტავენ, ჩვენ ფანჯრიდან შევალთ, დაგვიკეტავენ ფანჯარას, სარკმლიდან შევალთ, დაგვიკეტავენ სარკმელს, საკვამურიდან შევალთ, ვნახოთ, კიდევ რა ხვრელები დარჩა აშშ-ს ამ ორგანიზმში.
„დააკვირდით ამასობაში რას აკეთებს თავად ამერიკის შეერთებული შტატები. აი, ცოტა ხნის წინ, ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ვიყავი ჩემს საყვარელ აფხაზეთში და გეტყვით, რომ მოთქვამს, ყვირის პატარა ქვეყანა [საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთზე] შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იქ უკვე თითქმის მცხოვრებლებზე მეტია;
მათი ერთადერთი მიზანია აფხაზეთის რუსეთისგან მოგლეჯა და ისევ საქართველოსთვის მიწებება, აფხაზი ხალხის აზრის დაუკითხავად; უფრო სწორად, [მათი მიზანია] მუშაობა აფხაზი ხალხის კულტურული კოდის შეცვლაზე, მუშაობენ ახალგაზრდების მეშვეობით, სხვადასხვა უმცირესობის მეშვეობით, როგორც ჩვენთან ცდილობენ… ისინი მიიჩნევენ, რომ ამ საქმეს თავისუფლებისა და სამართლიანობის სახელით აკეთებენ, მაგრამ ჩვენთვის არ შეიძლება“, – ამბობს სიმონიანი.
რუსული პროპაგანდისტული მედიების სანქცირების მიზეზად, ოფიციალური განცხადების თანახმად, „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები“ დასახელდა.
დღეს, 9 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დაასახელეს.
აქედან ერთ-ერთი 2024 წლის 4 ოქტომბერს ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
ფინალში მოხვდნენ:
გიორგი ლიპარიშვილი, რომელიც თბილისის მე-6 საავტორო სკოლაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია;
ნათია ნარსავიძე, დმანისის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის;
დიმიტრი პოპოვი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
ნათია უჩავაკი თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.
სოფიო ქუხილავა კი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია.
გამარჯვებული პედაგოგი ფულადი პრიზის სახით 15 000 ლარს მიიღებს საჩუქრად, კამპანიის გენერალური სპონსორის „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან, საუკეთესო ათეულის წევრებს კი „ლიბერთი“ დააჯილდოებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.
ეს დაჯილდოება საქართველოში უკვე მერვედ იმართება, ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ არის მიმართული და გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
საარჩევნო ადმინისტრაციაში თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარასა და ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ჩაატარა.
როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი.
ამჯერად საუბარია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს კოლეგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სავარაუდო ზეწოლა განახორციელა და შეეცადა რეალური ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენას მედიის თანდასწრებით. აღნიშნული პროვოკაციული ინციდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო და შემდგომ ეზოში გაგრძელდა.
გვინდა მოვუწოდოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ მომხდარი პროვოკაციული ქმედებით და არ დატოვონ რეაგირების გარეშე აღნიშნული ინციდენტი, ვინაიდან ამ ტიპის ქმედებები აზიანებს საარჩევნო გარემოს. როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება, ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორების მიმართ პირადი თავდასხმები, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არჩევნების მთლიანობას.
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ სახალხო დამცველთან ერთად გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ჩართულ მხარეებს გამოიჩინონ მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. შესაბამისად, ყველა მსგავსი შემთხვევისას, მნიშვნელოვანია სათანადო რეაგირება მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციის თვალსაზრისით. ამასთანავე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც სახალხო დამცველის, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას.
ჩვენი მხრივ გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული თანამშრომლის ღირსებას და გამოიყენებს ყველა ზომას, რომ აღკვეთოს საქალაქო სასამართლოში მომხდარი პროვოკაციული ინციდენტის მსგავსი ფაქტები. ამასთან ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს თავის საქმიანობას მხოლოდ კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების არჩევნების ჩატარებას.
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან განვითარებას.
ქცევის კოდექსი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.
ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.
დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებელია მიმდინარე წლის 9-11 სექტემბრის ჩათვლით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
დოკუმენტს ხელი 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიების ხელმძღვანელმა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა მოაწეროს.
ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროდ12 სექტემბერს გამოქვეყნდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ცნობით, 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები აჭარაში 66 უბანზე ძველი წესით ჩატარდება. დანარჩენ უბნებში კი კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. აჭარის 6 საარჩევნო ოლქში ჯამში 316 საარჩევნო უბანი იქნება.
ბათუმის N79 საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ყველა [88 უბანი] საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. გამონაკლისია დანარჩენი ოლქები აჭარაში, სადაც ზოგიერთ უბანზე კენჭისყრა ძველი წესით გაიმართება.
საარჩევნო უბნის ნომრები აჭარაში, სადაც კენჭისყრა ძველი წესით გაიმართება [ოლქების მიხედვით]
ქობულეთის N80 ოლქი
№26 საარჩევნო უბანი: სოფ. აჭი, სოფ. ქაქუთის ნაწილი.
ხელვაჩაურის N83 ოლქი
№9საარჩევნოუბანი: სოფელი განთიადი [ნაწილი; განთიადში არის ასევე N8 საარჩევნო უბანი, სადაც ხმის მიცემა ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება].
№37საარჩევნოუბანი: სოფელი ქვედა ჩხუტუნეთი, სოფელი ცხემლარა, სოფელი ჩხუტუნეთი [ნაწილი].
№38საარჩევნოუბანი: სოფელი ჩიქუნეთი, სოფელი ქოქოლეთი, ქვ. ქოქოლეთი, სოფელი ზედა ქოქოლეთი.
№39საარჩევნოუბანი: სოფელი ჩხუტუნეთი, სოფელი ზედა ჩხუტუნეთი [ნაწილი].
ქედის N80 ოლქი
№3 ორცვის საარჩევნო უბანი: სოფ. ორცვა, სოფ. არსენაული.
№5 აქუცის საარჩევნო უბანი: სოფ. აქუცა.
№6 დანდალოს საარჩევნო უბანი: სოფ. დანდალო, სოფ. ტაკიძეები.
№8 ჯალაბაშვილების საარჩევნო უბანი: სოფ. ჯალაბაშვილები.
№9 ხარაულის საარჩევნო უბანი: სოფ. ხარაულას ნაწილი.
№18 სილიბაურის საარჩევნო უბანი: სოფ. ნამონასტრევი, სოფ. სილიბაური.
№20 მეძიბნის საარჩევნო უბანი: სოფ. აგოთა, სოფ. მეძიბნა.
№23 აგარის საარჩევნო უბანი: სოფ. ზედა აგარა, სოფ. ქვედა აგარა.
შუახევის N82 ოლქი
№2 საარჩევნო უბანი: სოფ. თერნალი. სოფ. სხეფი.
№7 საარჩევნო უბანი: სოფ. ზემოხევი.
№8 საარჩევნო უბანი: სოფ. ვანი.
№11 საარჩევნო უბანი: სოფ. ლომანაური.
№12 საარჩევნო უბანი: სოფ. გოგინაური.
№13 საარჩევნო უბანი: სოფ. კვიახიძეები.
№18 საარჩევნო უბანი: სოფ. ოლადაური.
№19 საარჩევნო უბანი: სოფ.პაპოშვილები [ნაწილი].
№21 საარჩევნო უბანი: სოფ. მაწყვალთა.
№22 საარჩევნო უბანი: სოფ. კარაპეტი.
№24 საარჩევნო უბანი: სოფ . ცინარეთი.
№25 საარჩევნო უბანი: სოფ. წაბლანა.
№26 საარჩევნო უბანი: სოფ. გოგაძეები.
№27 საარჩევნო უბანი: სოფ. ტბეთი.
№29 საარჩევნო უბანი: სოფ. შუბანი, იაკობაური.
№30 საარჩევნო უბანი: სოფ. ტომაშეთი, წელათი.
№31 საარჩევნო უბანი: სოფ. დარჩიძეები.
№32 საარჩევნო უბანი: სოფ. კობალთა, ქუთაური.
№33 საარჩევნო უბანი: სოფ. ჟანივრი.
№34 საარჩევნო უბანი: სოფ.ხაბელაშვილები.
№35 საარჩევნო უბანი: სოფ. ნაღვარევი.
№36 საარჩევნო უბანი: სოფ. ბრილი.
№37 საარჩევნო უბანი: სოფ. ინწკირვეთი.
№40 საარჩევნო უბანი: სოფ. ცეკვა, ცხემლისი.
№44 საარჩევნო უბანი: სოფ. გორი, სოფ. პაპოშვილები [ნაწილი].
№45 საარჩევნო უბანი: სოფ. ტაკიძეები. სოფ. ხიჭაური.
№46 საარჩევნო უბანი: სოფ. ნიგაზეული.
№47 საარჩევნო უბანი: სოფ. ფურტიო.
№48 საარჩევნო უბანი: სოფ. ოლადაური.
ხულოს N84 ოლქი
№19 ჩაოს საარჩევნო უბანი: სოფ. ჩაო.
№20 თაგოს საარჩევნო უბანი: სოფ თაგო.
№21 ბაკოს საარჩევნო უბანი: სოფ ბაკო.
№22 თხილვანის საარჩევნო უბანი: სოფ: თხილვანა, ქვედა თხილვანა, ზედა თხილვანა.
№28 ყინჩაურის საარჩევნო უბანი: სოფ. ყინჩაური.
№29 ძმაგულის საარჩევნო უბანი: სოფ. ძმაგულა.
№30 ფაჩხის საარჩევნო უბანი: სოფ. ფაჩხა.
№31 წაბლანის საარჩევნო უბანი: სოფ. წაბლანა.
№32 კვატიის საარჩევნო უბანი: სოფ. კვატია.
№33 ფუშრუკავლის საარჩევნო უბანი: სოფ. ფუშრუკაული.
№34 რაქვთა საარჩევნო უბანი: სოფ. რაქვთა.
№35 ვერნების საარჩევნო უბანი: სოფ. ვერნები. სოფ. მახალაკური, სოფ. ოშანახევი.
№37 ვანაძეების საარჩევნო უბანი: სოფ. ვანაძეები.
№41.ხიხაძირის საარჩევნო უბანი: სოფ. ხიხაძირი, სოფ. ახალშენი, სოფ. ნადაბური.
№42.კალოთის საარჩევნო უბანი: სოფ. კალოთა.
№43.სკვანის საარჩევნო უბანი: სოფ. სკვანა.
№44.წაბლიანის საარჩევნო უბანი: სოფ. წაბლანა, სოფ.წაბლიანი [ყოფ. სოფ. ყიშლა].)
№45 გელაძეების საარჩევნო უბანი: სოფ. გელაძეები.
№46 ელელიძეების საარჩევნო უბანი: სოფ. ელელიძეები.
№47.მთისუბნის საარჩევნო უბანი: სოფ. ბაკო, სოფ. მთისუბანი.
№50 დიდი რიყეთის საარჩევნო უბანი: სოფ. რიყეთი.
№51 ტაბახმელის საარჩევნო უბანი: სოფ. ტაბახმელა.
№52 მანიაკეთის საარჩევნო უბანი: სოფ. მანიაკეთი.
№ 53. ჭერის საარჩევნო უბანი: სოფ. გურძაული, სოფ.ჭერი.
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების ზუსტი საზღვრების სანახავად დააწკაპუნეთ აქ
ცესკოს ინფორმაციით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყანაში სულ 3 030 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან 2 262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართება, რაც ითვალისწინებს ამომრჩეველთა რეგისტრაციას, ხმის დათვლას და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; 768 უბანზე კი – ტრადიციული [ძველი] წესით.
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნების მცირე ნაწილში არ იქნება ელექტრონული ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატები, ტექნოლოგიებს აქაც ვიყენებთ. კერძოდ, ტრადიციული წესით 768 საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება, გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.“ – აცხადებს ცესკო.
აქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით რომ შეძლებდა, ამის შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ 2023 წლის 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო.
2024 წლის აგვისტოში რუსეთის შეტევას უკრაინის 184 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის რვა ბავშვი იყო. ამავე პერიოდში დაშავდა 856 მშვიდობიანი მოქალაქე – ამის შესახებ გაეროს უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.
ომის თითქმის ყველა მსხვერპლი დაიღუპა რაკეტების, ბომბებისა და საარტილერიო დარტყმების შედეგად, ორი ადამიანი აფეთქდა ნაღმზე.
გაეროს შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა უკრაინის 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა – 24 614.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 626 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
ტანკი – 8 639 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 16 906 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 17 830 ერთეული [+26]
MLRS – 1 180 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 942 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 897 ერთეული [+33]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 588 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 24 262 ერთეული [+44]
სპეცტექნიკა – 3 049 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
642 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
31 166 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 969 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 447 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
14 358 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
25 825 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს – რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.
11 სექტემბერს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე. საარჩევნო ოლქების მიხედვით საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა, განთავსებულია ბმულზე: https://cesko.ge/static/file/202409085742-imitacia.pdf
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესონ ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი.
9 წელია ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგია, მაგრამ დასახული მიზნების შესრულება კვლავ გამოწვევად რჩება, ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ.
მაგალითად, ანგარიშში წერია, რომ 2015-2020 და 2022-2030 წლების სტრატეგიებში ერთი და იგივე მიმართულებები რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, ესენია: ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვ.
„გამოწვევად რჩება პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესრულება, სანდო ინფორმაციის არსებობა და ხარჯების ეფექტიანად და პროდუქტიულად განკარგვის მიზნით დაფინანსების მექანიზმის შემუშავება“, – წერია აუდიტის დასკვნაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი აუდიტის ანგარიშში მომსახურების ხარისხს ეხება. კერძოდ, აქ ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო რეგულაციებში არსებული სხვადასხვა ჩანაწერის მიუხედავად, სამინისტრო და პასუხისმგებელი ორგანოები სერვისის მიმწოდებლების სრულყოფილ ზედამხედველობას არ ახორციელებენ;
2018-2022 წლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი 12 სტაციონარული დაწესებულებიდან მონიტორინგი ხორციელდებოდა ძირითადად 3 დაწესებულებაში. 2019-2021 წლებში ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარების საწოლების დატვირთვა 5 სამედიცინო დაწესებულებაში აჭარბებდა 100%-ს, მათ შორის, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც დატვირთვა 3-ჯერ აღემატებოდა ზღვრულ შესაძლებლობებს;
გარდა ამისა, კანონში „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაზე ლიცენზიის ფლობის მოთხოვნა განსაზღვრული არ არის.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 58 მდგომარეობიდან 11, რომელსაც ფარავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, გაიდლაინი – კლინიკური მდგომარეობის მართვის რეკომენდაცია, შექმნილია მხოლოდ 15 შემთხვევაში; გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა პროგრამის მონაწილე 22 სამედიცინო დაწესებულებისა და სამინისტროსგან გამოითხოვა სერვისის განხორციელების პროტოკოლები, 17 დაწესებულებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზით გამოვლინდა, რომ მხოლოდ 6 დაწესებულებას აქვს შემუშავებული პროტოკოლები, საიდანაც ერთი დაწესებულების პროტოკოლი ზოგადი ხასიათისაა; ანგარიშში წერია, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული შესაბამისი დაავადებების მართვის გაიდლაინებისა და მომსახურების პროტოკოლების არარსებობა უმეტეს შემთხვევაში და სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის არათანაბარი განაწილება/დატვირთვა, საგრძნობლად ზრდის არასათანადო მომსახურების რისკებს.
პრობლემად რჩება საცხოვრებელთან ახლოს სხვადასხვა ფსიქოსოციალური სერვისის, როგორც ფიზიკური, ისე ინფორმაციული ხელმისაწვდომობა; მაგალითად, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპონენტისთვის 2018-2022 წლებში მიმწოდებელი მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი, მაშინ, როცა ამავე პერიოდში ბენეფიციარები წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა რეგიონიდან;
2018-2022 წლებში ბენეფიციარების 99%-ის საცხოვრებელ ქალაქში ფუნქციონირებდა ავტორიზებული აფთიაქი, საიდანაც მოსარგებლეს შეეძლო მისთვის გამოწერილი მედიკამენტის მიღება, თუმცა მათ 34%-ს მედიკამენტების მიღება უხდებოდათ საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულ ქალაქში მდებარე დაწესებულებაში ან/და აფთიაქში, რითაც იზღუდება მედიკამენტებზე ფიზიკურ ხელმისაწვდომობა;
ანგარიშში ასევე წერია, რომ პრობლემურია სამედიცინო სერვისების დაფინანსების არსებული მექანიზმიც. კერძოდ, „გლობალური ბიუჯეტის ფარგლებში სერვისის მიმწოდებლებს უნაზღაურდებათ ყოველთვიურად განსაზღვრული თანხა, მიუხედავად იმისა, მიიღეს თუ არა ბენეფიციარებმა მათთვის განკუთვნილი სერვისი; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოემსახურება მეტ ბენეფიციარს, გლობალური ბიუჯეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმწოდებელს ეზრდება ხარჯი დაფინანსების უცვლელობის პირობებში. შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმი არ არის ორიენტირებული მომსახურების მოსარგებლეების რაოდენობის ზრდაზე“.
პრობლემურია ამ მხრივ სამედიცინო სტატისტიკის წარმოებაც, რაც საჭიროა საზოგადოების რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებისათვის, დაავადებების ტენდენციების გასაანალიზებლად და მტკიცებულებებზე დაყრდნობით პოლიტიკის შესამუშავებლად. კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დანერგილი მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სანდო ინფორმაციის არსებობას.
ამასთან, გამოვლენილი ცდომილებები მიუთითებს იმაზე, რომ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს არ განუხორციელებია დაწესებულებების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის სისწორის ანალიზი, შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები საჭიროებს დაზუსტებას. მაგალითად, მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, როგორიცაა, დეპრესია, ცენტრის მონაცემებით საქართველოში უფრო იშვიათად ფიქსირდება, ვიდრე შიზოფრენია, რაც ეჭვქვეშ აყენებს ამ მონაცემების სისწორეს. ჯანმოს მიხედვით, მოსახლეობის 3.8%-ს უფიქსირდება დეპრესია, როცა შიზოფრენია (2022 წლის მონაცემებით) 222 ადამიანიდან შესაძლოა ჰქონდეს ერთს (0,45%). ცენტრის 2021 წლის მონაცემის მიხედვით კი, საქართველოში დაფიქსირდა 895 ახალი შიზოფრენიის, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობების შემთხვევა, როცა გუნება-განწყობის (აფექტური) აშლილობები, მათ შორის, დეპრესიის შემთხვევა – მხოლოდ 392-ია, რაც თითქმის ორჯერ ნაკლები მაჩვენებელია.
გარდა ამისა, ამავე საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებაც წერდა:
„წინა წლების მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, უგულებელყოფილია პაციენტთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები.
დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ ქვეყანაში მოქმედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მინიმალურ სტანდარტებსაც კი, არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ არის გატარებული საკმარისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის ქვეყანაში არ არის საკმარისად განვითარებული თემზე დაფუძნებული საცხოვრისები.
პაციენტებს წასასვლელი არსად აქვთ და, შესაბამისად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხანგრძლივად უწევთ ყოფნა“.
2021 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 12 სტაციონარი/თავშესაფარი და 15 ამბულატორია შეამოწმა.
მთავარ ფოტოზე: ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (გლდანის ფსიქიატრიული დაწესებულება), 2023 წელი. წყარო: სახალხო დამცველის აპარატი.
თუ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება გსურთ, მაშინ ჩვენი ახალი დაიჯესტი ზუსტად თქვენთვისაა. გასული კვირის განმავლობაში, 2-6 სექტემბერს, „ბათუმელები/ნეტგაზეთი“ აქტიურად განიხილავდა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის:
– რუსული კანონის საფრთხეებს, რომლებიც ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას.
– ევროკავშირთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, რაც მიანიშნებს ქვეყნის ევროპულ მომავალზე.
– რუსულ საფრთხეს და მის გავლენას საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
გაინტერესებთ მეტი? გადადით ლინკებზე და გაეცანით, როგორ აღწერენ ჟურნალისტები ამ აქტუალურ თემებს, რა პოზიციები უჭირავს საზოგადოებას და როგორ შექმნის თავისუფალი არჩევნები საქართველოს მომავლის გზას.
რუსული კანონის შესახებ:
ომბუდსმენი მინისტრს მიმართავს, შეცვალოს რუსულ კანონზე გამოცემული ბრძანება
ცოლ-ქმარმა ქალდანებმა პარაოლიმპიადის ჯილდოები მოიპოვეს. გიორგიმ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ანამ კი ბრინჯაო. ანა ქალდანი მეორე ქართველი პარასპორტსმენია, ვინც პარალიმპიური მედალი ორჯერ მოიგო. პარიზის მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე შვიდი მედალი დააგროვა, რაც სარეკორდოა
უცხოეთის ამბები:
ლავროვი ზურაბიშვილზე: ვერ გამოიყენა რუსეთთან მეგობრობის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა
ქეთევან ერემაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე 120-ზე მეტი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის ინტერესებს იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ
ბათუმის მერია მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის გაფართოებას იწყებს.
პროექტის ღირებულება 210 000 ლარია.
ბათუმის შემოსასვლელში არსებული ხიდი, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის.
არსებული ხიდი, მოქალაქეების თქმით, რეაბილიტაციის დროს დაავიწროვეს, რის გამოც მძღოლებმა მას „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს. მაშინ, აღნიშნულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარდა.
ახლა კი მერია ხიდს ისევ აფართოებს.
მერიის ინფორმაციით, ხიდის გაფართოების სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
მათივე ინფორმაციით, „ხიდის რეკონსტრუქციის მიმდინარეობისას საავტომობილო მოძრაობა არ შეიზღუდება“.
დინარე ყოროლისწყალზე არსებულ ხიდს, ისევ გააფართოვებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 სექტემბრის 21 საათიდან 9 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 28 – 33 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 26 – 31 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 სექტემბერს ბათუმსა და მთელს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 625 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
ტანკი – 8 636 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 16 897 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 17 804 ერთეული [+30]
MLRS – 1 180 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 942 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 864 ერთეული [+80]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 588 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 24 218 ერთეული [+47]
სპეცტექნიკა – 3 047 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
642 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
31 121 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 961 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 447 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
14 295 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
25 795 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 7 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ქაშიბაძემ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, თანამდებობის პირებითა და მათი ოჯახის წევრებით დააკომპლექტა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.
„მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საოლქო კომისიამ დღეს დაამტკიცა უბნებზე კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განაცხადი იყო შესული.
რეგისტრაცია ხდებოდა ონლაინ და ახალი კრიტერიუმებიც ჰქონდათ შეტანილი, მაგრამ რეალურად, კონკურენციის გარეშე შეირჩა კანდიდატები.
მათი ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“, არიან თანამდებობის პირების ოჯახის წევრები ან სხვადასხვა სახელმწიფო სიპებსა და აიპებში დასაქმებული პირები, მასწავლებლები და ასე შემდეგ. სამწუხარო ფაქტია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულიად „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ფილიალად იქცა.
გარდა ამისა, არ გადასცეს ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარეების და მოადგილეებს შესახებ, თუ ვინ არიან არჩეულები, რადგან ჯერ იმიზეზებდნენ, რომ პირადი ინფორმაციააო და ჩვენი კომისიის წევრებს არ ჰქონდათ ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია.
ჩვენ მოვითხოვეთ სხდომის გადადება, მაგრამ არ დააკმაყოფილა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მოთხოვნა და მაინც დაამტკიცეს საბოლოოდ. თუმცა, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა“, – ამბობს ნიკა ქაშიბაძე.
მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება პრობლემურია, რადგან ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალობას.
„ეს აჩვენებს, რომ ეს ხალხი ვერ იქნება დამოუკიდებელი უბნის თავმჯდომარეები, როგორც უნდა იყოს კანონით განსაზღვრული. ეს არის „ქართული ოცნების“ შტაბი და ის ადამიანები, რომლებიც იქ განახორციელებენ მმართველი პარტიის პოლიტიკას უბანზე, არჩევნების დროს, ვერ უზრუნველჰყოფენ გამჭვირვალობას. ეს კანონდარღვევაა საარჩევნო კანონმდებლობის.
„ქართულ ოცნებას“ საოლქო კომისია უზურპირებული აქვს“, – ამბობს ნიკა ქაშიბაძე.
„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 100 ახალი მიკროავტობუსი შეიძინა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 15,9 მლნ ლარს გადავიხდით. ახალი მიკროავტობუსები ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულში იმოძრავებს.
სიძვირის მიუხედავად, მიკროავტობუსები ადაპტირებული არ არის და შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე პირები ვერ ისარგებლებენ.
არქიტექტორი ნოდო ქარცივაძე ეტლითმოსარგებლეა და სოფელ ახალშენიდან ყოველ დღე უწევს ქალაქში ჩამოსვლა. ახალი მიკროავტობუსი მისი სოფლის მიმართულებითაც ივლის, თუმცა ნოდო ქარცივაძეს ამ ტრანსპორტით სარგებლობა არ შეუძლია.
„მიკროავტობუსების შემოყვანას რომ აპირებდნენ, პირველად ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებზე“ ვნახე და მაშინვე ჩანდა, რომ არ იყო ადაპტირების საკითხი განსაზღვრული.
ამის შემდეგ, მე და ჩემს მეგობრებს გვქონდა კომუნიკაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტთან“ და ვთხოვეთ, რომ გაეთვალისწინებინათ ადაპტირების საკითხი, რადგან ბევრი მიმართულებით უნდა იმოძრაონ ამ მიკროავტობუსებმა, მათ შორის ქალაქგარეთ და ვიცით, როგორი რთულია იმ შშმ ადამიანებისთვის გადაადგილება, ვინც გარეუბნებში ცხოვრობს.
ქალაქის შიგნით, რაღაც დონეზე ასე თუ ისე მოგვარებულია ეს საკითხი, მაგრამ ქალაქის გარეთ, გარეუბნებში, პრაქტიკულად ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის“, – ამბობს ნოდო ქარცივაძე.
მისი თქმით, ეტლით მოსარგებლე პირებმა, სიტყვიერადა თხოვეს შესაბამის უწყებებს და წერილობითაც, თუმცა მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ გაგვითვალისწინეს.
მეც პირადად ახალშენიდან დავდივარ სამსახურში, ათი წელია კომუნიკაცია მაქვს მუნიციპალიტეტთან და სულ ვითხოვ, რომ დანიშნონ ადაპტირებული ტრანსპორტი, მაგრამ მაინც გამოიჩინეს გულგრილობა.
მე კი მყავს პირადი ავტომობილი და დავდივარ, მაგრამ ყოველდღიურად მაინც დიდი ხარჯია პირადი მანქანით გადაადგილება და არ იქნებოდა ცუდი, მუნიციპალური ტრანსპორტითაც რომ მესარგებლა.
საერთოდ, ადაპტირებული მიკროავტობუსების პრაქტიკა საქართველოში არ მახსენდება რომ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ მერიას, რომ ვყოფილიყავით თუნდაც პირველი ამ მიმართულებით, მაგრამ მაინც არ გაითვალისწინეს“, – გვეუბნება ნოდო ქარცივაძე.
მისი თქმით, ადაპტირებული მიკროავტობუსები ევროპის ბევრ ქვეყანაში მოძრაობს და შეგვეძლო მათი გამოცდილება გაგვეზიარებინა.
„მე, პირადად, ვიმგზავრე ესპანეთში ყოფნისას ადაპტირებული მიკროავტობუსით.
შეიძლებოდა მოკვლევა რომ ჩაეტარებინათ, რა მიმართულებებზე ცხოვრობენ ეტლით მოსარგებლე ადამიანები და იმ მარშრუტებზე მაინც შეეძინათ ადაპტირებული ტრანსპორტი, მაგრამ არც ამაზე იმუშავეს. 100 მიკროავტობუსიდან, ნახევარი მაინც შეეძინათ ადაპტირებული“, – ამბობს ნოდო ქარცივაძე.
ახალი მიკროავტობუსები ეტაპობრივად დაიწყებენ მოძრაობას განსაზღვრულ მარშრუტებზე. ისინი მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან გააჩერებენ და მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ უკონტაქტო პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი.
„ძლიერი საქართველო“ დაუყოვნებლივ გაზრდის მინიმალურ პენსიას 1000 ლარამდე და ყოველწლიურად დაარეგულირებს მას ინფლაციის შესაბამისად, რათა ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულმა წევრებმა ღირსეულად იცხოვრონ,“ – აღნიშნულია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაში „ილიას გზით“.
რა გათვლებით აპირებს „ძლიერი საქართველო“ ამ დაპირების შესრულებას? – „ბათუმელები“ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკონომისტ თაზო დათუნაშვილს ესაუბრა.
ბატონო თაზო, თქვენს საარჩევნო პროგრამაში „ილიას გზა“ ამომრჩეველს 1000-ლარიან პენსიას ჰპირდებით. კონკრეტულად რა ფინანსური გათვლებით აპირებთ ამ დაპირების შესრულებას?
ჩვენი ეკონომიკური პაკეტის უმთავრესი მიზანია ეკონომიკური გაძლიერება, კაპიტალის ბაზრის დანერგვა და გაძლიერება საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ბიზნესს ექნება წვდომა ბევრად უფრო მაღალ რისკზე წამსვლელ, ინსტიტუციურ ინვესტორებზე, რომლებიც ფულს ჩადებენ ქართულ ბიზნესში. ამ შემთხვევაში ბიზნესი არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ საბანკო სისტემაზე, რომელიც ძალიან კონსერვატიული მსესხებელია.
კაპიტალის ბაზარი ქმნის იმ საშუალებას, რომ საინვესტიციო ფონდებმა თუ ინვესტორებმა ჩადონ ფული ქართულ ეკონომიკაში. ეს იქნება სტიმული იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მდგრადი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს გულისხმობს 10-დან 14 პროცენტამდე ეკონომიკურ ზრდას.
მნიშვნელოვანი ფაქტორია საჯარო დანახარჯების შემცირება, მათ შორის, ბიუროკრატიის.
მნიშვნელოვანია ასევე რეალური პრივატიზაცია, ეს იქნება მიწის პრივატიზაცია, როდესაც მიწაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომა გაიზრდება, ასევე, მაგალითად, „საქართველოს რკინიგზა“, რომელსაც ძალიან ცუდად მართავს ქვეყანა. ასეთი აქტივების პრივატიზაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
„ილიას გზაში“ საუბარია იმაზეც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტსაც შეკვეცავთ. როგორია დასაბუთება?
რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შეკვეცა საჭიროა – საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს არაადეკვატური ბიუჯეტი იმ ფუნქციისთვის, რასაც ის ასრულებს.
კაპიტალის ბაზრის შექმნა, მოქნილი საგადასახადო სისტემის შექმნა, პრივატიზაციის გეგმა და ბიუროკრატიის ხარჯის შემცირება – ჯამში ეს არის ის ფაქტორები, რაც ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ფულის მობილიზება მოვახდინოთ საპენსიო ფონდში.
თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაგროვებითი საპენსიო სისტემა გაძლიერდეს. ვხედავთ, რომ უკანასკნელი რეფორმებით, რაც საქართველოში ჩატარდა, პირიქით, გაუარესდა ვითარება. ვხედავთ, რომ საპენსიო სისტემაც მოერგო ერთი ადამიანის სურვილებს. ეს არის პირდაპირი დაქვემდებარება ივანიშვილის ოლიგარქიულ ინტერესებზე.
ის, რასაც ჩვენ 1995 წლიდან ვეძახით პენსიას, სინამდვილეში არის სოციალური განაცემი. ამ სოციალურ განაცემს არ აქვს არავითარი დიფერენციაცია. ის გაიცემა საყოველთაოდ და თანაბრად. ჩვენი ხედვით კი, დაგროვებითი უნდა იყოს საპენსიო სისტემა. ლოგიკურია, რომ რამდენიც ვიმუშავეთ, იმის შესაბამისი პენსია მივიღოთ.
დაგროვებითი პენსიის მოდელი უკვე არსებობს. თქვენ რა ცვლილებას გვთავაზობთ?
ევრორეკომენდაციაც ეს იყო, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეგვექმნა. თუმცა უკანასკნელი რეფორმები, რაც ჩატარდა საქართველოში, ეს იყო ამ საპენსიო თანხის პირდაპირ სამთავრობო კონტროლს დაქვემდებარება. ფაქტობრივად მთლიანად მოშალეს სისტემა, რომელიც იცავდა საპენსიო ფონდს.
ჩვენ ამ რეფორმას გავაგრძელებთ და წავიყვანთ სწორი მიმართულებით, ისეთი მიმართულებით, როგორც ეს არის, მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ან აშშ-ს კერძო საპენსიო სისტემის მოდელი არსებობს. რეფორმირებაა საჭირო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავიდეს დაგროვებით პენსიაზე.
თუმცა ყველას არ ექნება საშუალება, რომ დაგროვებით პენსიას მიაღწიოს. ჩვენი გათვლაა, რომ ბევრად ნაკლები ადამიანი იყოს ამაზე დამოკიდებული. ამავდროულად კი, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ მათზე, ვისაც რეალურად სჭირდება სოციალური პენსია. ამ საყოველთაო, სოციალური პენსიის ჩანაცვლება უნდა მოხდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემით. წლიდან წლამდე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გადადიოდეს დაგროვებით სისტემაზე.
თაზო დათუნაშვილი
ვინც სახელმწიფოზე იქნება დამოკიდებული, მას ჰპირდებით 1000-ლარიან პენსიას. რა ეტაპიდან უშვებთ ამ შესაძლებლობას?
მარტივად შეიძლება 1000-ლარიანი პენსიის მიღწევა პირველივე მანდატის პირობებში.
პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი იქნება და საყოველთაო იქნება ეს, შემდეგ კი, ეტაპობრივად მოხდება ერთის მეორით ჩანაცვლება.
ჩვენ უნდა წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა და დაგროვებითი მოდელი. ეს, ცხადია, იმაზეა დამოკიდებული, ფული როგორ დავაგროვეთ და როგორი ამონაგები მივიღეთ. სოციალური პენსია კი, უნდა იყოს ღირსეულად თვიდან თვემდე თავის გატანის საშუალება. 300 ლარით თვეში შეუძლებელია ბაზისური მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამ პროცესის ნაწილია ისიც, რომ ამ 1000-ლარიანი პენსიის ინდექსირება მოხდეს ინფლაციაზე – როცა ქვეყანაში ფასების ზრდაა, ამას უნდა უპასუხოს სახელმწიფოს გასაცემელმა, რომ ადამიანები არ აღმოჩნდნენ ინფლაციის ტყვეობაში, როგორც დღესაა.
„ილიას გზა“ ასევე ითვალისწინებს სოციალურად დაუცველებისთვის „სამართლიანი დახმარების სისტემის“ ჩამოყალიბებას. ეს რას გულისხმობს?
ეს გულისხმობს იმგვარი მოდელის შექმნას, რაც იქნება მიმართული მოწყვლადი ჯგუფების კონკრეტულ საჭიროებებზე.
დღეს არსებული მოდელი არის დისკრიმინაციული, ურტყამს ადამიანის ღირსებას და პირდაპირი მახეა. ეს სისტემა ასევე ადამიანებს პოლიტიკურად მიბმულს ხდის ხელისუფლებაზე. სოციალური დასაქმების პროგრამა, რაც აამოქმედეს, უღირსი ამბავია და პოლიტიზებულია თავიდან ბოლომდე.
სოფლებში, სადაც ოჯახების ნახევარი სოციალურად დაუცველია, მთელმა სოფელმა იცის, როდის მოდიან შემოწმებაზე და ამ დროს მეზობლებთან მალავენ ტელევიზორებს, მაცივრებს… სისტემა არ უნდა იყოს ქულებზე დამოკიდებული, არც იმაზე, ადამიანი დასაქმდა თუ არა. დასაქმება არ უნდა დემოტივატორი, რომ შემიწყვიტო სოციალური დახმარება.
სოციალური დახმარება გრადაციულად შენარჩუნებული უნდა იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი მუშაობას დაიწყებს, მაგრამ საკმარისი შემოსავალი არ აქვს.
აჭარა-გურიის საზღვარზე არსებული ულამაზესი გომის მთა ზღვის დონიდან დაახლოებით 2755 მეტრზე მდებარეობს.
გომისმთა ცნობილია თავისი ღრუბლებისა და ნისლების „ტბით“, რომლის საცქერლად აქ ასობით ტურისტი ამოდის. ღრუბლების ზღვაში ჩამავალი მზე თუ ნისლებში მზის ამოსვლა დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.
კურორტი გომისმთა / 2020 წელი / ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელებიგომის მთა ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
თუმცა, ამ მწვანე და მშვენიერ კურორტზე შეხვდებით საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანებულ ადგილებსაც, რაც ერთგვარ დისონანს ქმნის.
გომისმთის მშვენიერი გარემო, საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დანაგვიანებული. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ნაგვის ურნები ძირითადად კურორტის ცენტრალურ მაგისტრალზეა განთავსებული, თუმცა როგორც ადგილობრივები „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ნაგავი კვირაში ერთხელ ან უფრო გვიანაც გააქვთ, რის გამოც, გარემო ბინძურდება.
კოტეჯებთან ახლოს ვერსად შეხვდებით ნაგვის ურნებს, ამიტომ გარემოს დაცვის პასუხისმგებლობა, მთლიანად აქ მაცხოვრებელ ადამიანებზეა დამოკიდებული.
მათ უნდა შეაგროვონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და შემდეგ დაბის ცენტრში ჩაიტანონ ურნებში განსათავსებლად, მაგრამ როგორც ჩანს, ნარჩენები ურნებამდე არ აღწევს და გარემოში იფანტება.
ნაგვის ურნები დაბის ცენტრშია მხოლოდ განთავსებული, თუმცა დანაგვიანებულია ურნების ირგვლივ გარემოც.
გარემოზე ზრუნვა, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ოზურგეთის მინიციპალიტეტის ვალდებულებაშია, თუმცა როგორც ვხედავთ, გარემოს სათანადო ყურადღება არ ექცევა.
მაგისტრალზე დატოვებული ნაგავი/გომის მთა
გომის მთის საზაფხულო საძოვრებზე აჭარელ მემთეურებს ნახირი ამოჰყავთ და ზაფხულის განმავლობაში ნატურალურ რძის პროდუქტებს აწარმოებენ. განსაკუთრებით პოპულარულია აჭარული რძის ნაწარმი „კაიმაღი“. თუმცა ნარჩენებისგან დაბინძურებული გარემო, საფრთხეს უქმნის ცხოველების ჯანმრთელობასაც.
გარემოში გაბნეული საყოფაცხოვრებო ნარჩენებით იკვებება პირუტყვიც, რაც საფრთხეს უქმნის ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტების წარმოებას.ხშირად, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნაგვის ურნამდე არ არწევს და გარემოს ანაგვიანებს/გომისმთა.