მთავარი,სიახლეები

დათის სიცოცხლის გადასარჩენად – აშშ-ში ქართველი ემიგრანტები თანხას აგროვებენ

10.09.2024
დათის სიცოცხლის გადასარჩენად – აშშ-ში ქართველი ემიგრანტები თანხას აგროვებენ

ავტორი: ნათია კაპანაძე

________________

დათი ქოქრაშვილი 2022 წლის 31 მარტს თბილისში, პეკინის ქუჩაზე სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა. ამ შემთხვევამ მნიშვნელოვნად დააზიანა 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობა და შეცვალა მისი ოჯახის ცხოვრება. ბევრმა წამყვანმა კლინიკამ და ქირურგმა უარი თქვა მის მკურნალობაზე. საბოლოოდ, ავარიის შემდეგ დათიმ 26 ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა. საქართველოში, ისრაელსა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია ნიუ-იორკში რამდენიმე კვირის წინ ჩაუტარდა.

სწორედ დათის სიცოცხლის გადასარჩენად შედგა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო კონცერტი 15 ქართველი მომღერლის მონაწილეობით კვირას, 8 სექტემბერს აშშ-ში, ბრუკლინში მდებარე Irina Dance Academy-ში. ღონისძიებაზე დამსწრე ქართველმა ემიგრანტებმა საქველმოქმედო აუქციონშიც მიიღეს მონაწილეობა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: ნინი შერმადინი, გოჩა აბულაძე, სოფი სააკაშვილი, თამთა და ზვიადი, თამრიკო დავითაშვილი, გოგიტა გოგიძე, ნინი წიკლაური, „სეიშენი“, „მალიბუ“, ანუკი ბეჟანიშვილი, ნია დვალიშვილი, გიორგი კალანდაძე და თედო ქორიძე.

საღამოს წამყვანები ვახო ბიჭიკაშვილი და სოსო თოლორაია იყვნენ.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მილენა ბაზინოვა, ლუკა კერატიშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი და ნათია ჟორჟოლიანი.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, Milena Beauty House-ის დამფუძნებელი და ემიგრანტი ქართველების გამაერთიანებელი ერთ- ერთი დიდი ჯგუფის და ფეისბუქ ჯგუფ მილე-New-მის ადმინისტრატორი მილენა ბაზინოვა ამბობს, რომ საქველმოქმედო აქცია შედგა, ახლა კი ის და მისი თანამოაზრე ქართველი ემიგრანტები აგრძელებენ მცდელობას მოიპოვონ სხვა ფინანსური რესურსები დათის სიცოცხლის გადასარჩენად.

„უკვე ორი წელია დათი და მისი ოჯახი შეუპოვრად იბრძვის, ახლა ჩვენი ჯერია მათ გვერდით დავდგეთ“ – ამბობენ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ნიუ იორკში.

ისინი კვლავ აქტიურად ავრცელებენ მოწოდებებს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ჯგუფში და აგრძელებენ ემიგრანტებს შორის ფინანსების მობილიზებას.

ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს დღესაც აქვთ შანსი თანხა გადაურიცხონ დათის და მისი მშობლებს – ZELLE: 201 973 3833.

_________________

მთავარ ფოტოზე: დათი მილენა ბაზინოვასთან ერთად

საქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინში

საქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინში

საქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინში

საქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინში

საქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: