მთავარი,სიახლეები

ეძებენ ქალს, რომლის მობილურიც ბოლოს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაფიქსირდა

10.09.2024
ეძებენ ქალს, რომლის მობილურიც ბოლოს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაფიქსირდა

ოჯახი ეძებს ნელიკო მაჩაიძეს, რომელიც 24 საათია ოჯახსა და მეგობრებს არ დაკონტაქტებია.

„ტელეფონი გათიშული აქვს. მსგავსი რამ მას არ ახასიათებს, ამიტომაც ოჯახი და ახლობლები ძალიან ღელავენ.

ბოლოს მისი ტელეფონი დაფიქსირდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რის შემდეგაც კვალი დაიკარგა,“ – წერენ ახალგაზრდა ქალის მეგობრები ფეისბუქზე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ნელიკო მაჩაიძის ოჯახის წევრებს, რომელთაც გვითხრეს, რომ პოლიცია საქმის კურსშია.

თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას ახალგაზრდა ქალის ადგილსამყოფლის შესახებ, დარეკეთ ნომერზე: 555 51 81 04 – ია მაჩაიძე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: