რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აფრთხილებს:
„თბილისში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან გეგმავენ წასვლას, ვურჩევთ გამოიჩინონ სიფხიზლე და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“ – ნათქვამია განცხადებაში.
ყველას, ვისაც ქ. ბათუმში, ლადო გუდიაშვილის 8 ნომერში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შემოსატანი გაქვთ ბინის ნასყიდობის თანხა, გთხოვთ, ამ განცხადების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში გამოცხადდეთ შპს „შენი სახლის“ [ს/კ 448394960] ამავე მისამართზე მდებარე ოფისში, უკვე გადახდილი თანხის დასაფიქსირებლად და სამომავლო გადახდის გრაფიკების შესადგენად. ძალიან გთხოვთ, ნუ გვაიძულებთ მივმართოთ უკიდურეს ზომებს და გავაუქმოთ ნასყიდობის ხელშეკრულებები.
სამშენებლო კომპანია გადადის საგანგებო რეჟიმში, ამიტომ, ამ 3-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, პრეტენზიები აღარ მიიღება და დაიწყება ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმების პროცესი. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები იმ კეთილსინდისიერი შემძენების წინაშე, ვისაც სრულად აქვს დაფარული ბინის საფასური და, ასევე, ვისაც სრულად ჯერ არ აქვს დაფარული, მაგრამ დღესაც პატიოსნად იხდის თანხას გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლოში სამომავლო დავას სჯობს პრობლემის 3 დღეში მოგვარება!
„ნუ მესვრი“ – ამ სლოგანით დღეს, 21 ივნისს, ჟურნალისტები ბათუმშიც შეიკრიბნენ. პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს ათზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. სხვადასხვა ქალაქში აქციაზე გამოსული ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას აპროტესტებენ.
ჟურნალისტების დაშავების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, სამართალდამცავებმა არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და მისცენ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
„ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ ჟურნალისტებს თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ.
საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი, საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.
„რომელ დეპუტატსაც თავში მოუვიდა ასეთი პროვოკაციული საქციელი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულები იყვნენ ჩვენს წინასაინფარქტო მდგომარეობამდე მიყვანაში, მანდატი უნდა დატოვონ, მომავალში უკან შემობრუნების შესაძლებლობის გარეშე და ასევე ყველა სამომავლო პრივილეგიის ჩამორთმევით.
არ მინდა სიცოცხლის ბოლომდე ჩემი გადასახადიდან ხელფასს და პენსიას იღებდნენ! ვის ხელშიც გაიარა ამ ანტისახელმწიფოებრივი შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებმა, სირცხვილი!“- წერს მანანა რატიანი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლური საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობდა, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც ესწრებოდა. რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა და სხდომას რუსულ ენაზე წარმართავდა.
პარლამენტის წინ ასობით ადამიანმა გააპროტესტა მომხდარი. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ რუსულ ოკუპაციას და მოითხოვდნენ იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას, რომლებმაც რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს.
აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა, ასევე, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები, რის შედეგადაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 240 ადამიანი.
გუშინდელ მოვლენებს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძეც გამოეხმაურა ფეისბუქში, სადაც წერს, რომ „ყველა აგებს პასუხს, ვინც ვერ მიაქცია სათანადო ყურადღება იმას, რომ ეს გაუგებრობა არ მომხდარიყო“.
საქართველოში გუშინ, 20 ივნისს, დაწყებულ საპროტესტო აქციებს ქართველი ემიგრანტები საფრანგეთიდან შეუერთდებიან. საპროტესტო აქცია რენში სავარაუდოდ დღეს, საფრანგეთის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. პარიზში კი მანიფესტაციები შაბათ-კვირას იგეგმება.
ქართველი ემიგრანტების ფეისბუქგვერდზე „ქართველები საფრანგეთში, Géorgiens en France” აქციებს ასევე აანონსებენ მარსელსა და სტრასბურგში.
გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა დეპუტატმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და სხდომას რუსულ ენაზე გაუძღვა, რასაც ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.
20 ივნისის აქცია პარლამენტთან ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ორ პაციენტთან ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერაცია.“
ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.
აქციაზე დაშავდა სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი, რომლებიც მკურნალობას კლინიკებში გადიან.
საპროტესტო აქცია გუშინ საღამოს დაიწყო საქართველოს პარლამენტის წინ, მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნა გააპროტესტა. გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე იჯდა და ასამბლეას იქედან, რუსულ ენაზე უძღვებოდა.
დღეს, 21 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იგეგმება, სადაც 20 ივნისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.
ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.
ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.
ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
___________
ფოტოზე: 20 ივნისს გამართული აქცია ბათუმში, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა გააპროტესტეს
გუშინ განვითარებული მოვლენების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. კობახიძე დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრება და ბაქოში ვიზიტს შეწყვეტს.
აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გუშინ სწორედ ირაკლი კობახიძის გადაყენება იყო, რომელმაც საკუთარი სავარძელი მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო სესიაზე დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს დაუთმო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.
როდის დაბრუნდება კობახიძე საქართველოში დაზუსტებული არ არის – გუშინ ,,ქართული ოცნების” ბრიფინგებზე თბილისის მერი – კახი კალაძე და პრემიერი მამუკა ბახტაძე აცხადებდნენ, რომ აუცილებლად მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება ხალხისთვის მაღალი თანამდებობის ყველა იმ პირს ვინც მართლმადიდებლური სესია ასე დაგეგმა და გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ შენობაში შემოუშვა.
მთავრობის არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამ დრომდე მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს.
საპროტესტო აქციაზე სიტუაცია გუშინ, გვიან ღამით დაიძაბა, როცა სპეცდანიშნულების რაზმმა, რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით პარლამენტის წინ შეკრებილების დაშლა დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმი უკვე დაშლილ აქციაზე დამიზნებით ესროდა აქტივისტებს რეზინის ტყვიებს. აქციაზე სამმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა, დაშავებულები არიან როგორც პოლიციის, ასევე აქციის მონაწილეთა მხრიდან.
კობახიძემ ვიზიტი რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გააუქმა. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან.
აქციაზე შეკრებილები რუსი დეპუტატის, სერგი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. ისინი ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ.
თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, სამართალდამცავების მხრიდან აქციის დარბევისას ნასროლი რეზინის ტყვიებით ათეულობით ადამიანი დაშავდა.
„ღამის განმავლობაში 24 პატიენტია შემოსული, აქედან 4-ს ჩაუტარდა ოპერაცია, 2-ს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით [თვალის ამოღება], დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი, გიორგი კორძახია.
აქციის მონაწილეების გარდა დარბევისას დაშავდა, სულ მცირე, 12 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი.
______________
რა მოხდა
ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.
ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.
ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს და ვითარების განსამუხტად 3 წინაპირობას ასახელებს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე [11:30] არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია გუშინ საღამოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაშავებული პირების შესახებ. აქციის დაშლის მიზნით, პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოქალაქეებს რეზინის ტყვიები დაუშინა, ასევე გაუშვა ცრემლსადენი გაზი.
„ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, კლინიკაში შევიდა 24 პაციენტი, აქედან ექვს პაციენტს დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია, ორი ოპერაცია დასრულდა თვალის ამოღებით, დანარჩენზე მიმდინარეობს კვლევები, დაკვირვებები“, – ამბობს კლინიკის ექიმი ჟურნალისტებთან.
ინგოროყვას კლინიკის ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაშავებული 46 პაციენტი შეიყვანეს, კლინკის ექიმის ცნობით, ამ დილისთვის უმეტესობამ დატოვა კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, სტაციონარში მკურნალობას კი განაგრძობს 11 პაციენტი.
„მათ ჩაუტარდათ სხვადასხვა ქირურგიული ოპერაცია სხეულის სხვადასხვა მიდამოს ქსოვილოვანი დაზიანებებით. ყველა პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია“, – აცხადებენ კლინიკაში.
ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ისინი ახლა გადიან კლინიკებში და დაზუსტებულ ინფორმაციას დაშავებულების შესახებ მოგვიანებით გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. პარლამენტში გუშინ მართლმადიდებლური საერთაშორისო ასამბლეა ტარდებოდა, სადაც რუსმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და სხდომა რუსულ ენაზე წაიყვანა.
„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
„საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი რუსეთის სათათბიროს წევრის განთავსება ვფიქრობთ არ განსხვავდება იმ სამხედრო ინტერვეციის და ოკუპაციისგან, რასაც რამდენიმე წელია ახორციელებს რუსეთი საქართველოს მიმართ. რათქმა უნდა, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლების ამ არასწორმა, უფრო მეტიც ვფიქრობ მოღალატეობრივმა ნაბიჯმა დაძაბა საქართველოს მოსახლეობა, რადგანაც ყველას აწუხებს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.
ვფიქრობთ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაითავისოს საკითხის სიმძიმე, არ შეეცადოს მოვლენების განვითარება გადააბრალოს სხვებს, მომხდარის გამო აიღოს პასუხიმგებლობა, დროულად დააყენოს იმ პირების პასუხიმგებლობის საკითხი, ვინც ორგანიზებას უწევდა ამ არასახელმწიფოებრივ ქმედებებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოხატვისა და პროტესტის უფლება, არ მიმართოს რეპრესიების გზებს, რომელიც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისათვის“ , – აღნიშნულია ქართველ მუსლიმთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.
ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.
ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის შენობიდან გაძევებას ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს უწყება თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ “საქართველოს პარლამენტის შენობა რუსმა პარლამენტარებმა რადიკალების მიერ შენობის დაკავების გამო დატოვეს“ და რომ გავრილოვმა „დაცვის თანხლებით დატოვა პარლამენტის შენობა”.
რუსეთის საგარეო უწყების ამ პოსტის ქვეშ არის ასობით კომენტარი. ერთ-ერთი ქართველი კომენტატორი კი წერს, რომ რუსეთის საგარეო უწყება ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან საქართველოს პარლამენტი არავითარ რადიკალებს არ დაუკავებიათ და პროტესტი გამოთქვეს პარლამენტის შენობაში მყოფმა დეპუტატებმა.
____
საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა დეპუტატმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და სხდომას რუსულ ენაზე გაუძღვა.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.
“გადადგეს მოღალატე კობახიძე”, “#არაივანიშვილს”, “გადადგეს რეზიდენტი გახარია”, – ამ და სხვა ტრანსფარანტებით ბათუმში, ევროპის მოედანზე საქართელოს პარლამენტში დღეს მომხდარ შემთხვევას აპროტესტებენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა” .
დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლური ასამბლეის მსვლელობის დროს, თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. ასაბლეა პარლამენტში პროტესტის შემდეგ შეწყდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც დღეს აქციაზე მოვიდნენ, ხელისუფლება კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულეს. მათი შეფასებით დღევანდელი ფაქტით “ხელისუფლების რეალური სახე გამოჩნდა”.
“ჩვენ უნდა დავივიწყოთ წყენები… გთხოვთ, გამოდით ყველა და დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ მოღალატეობრივ ქმედებაზე,” – მიმართა შეკრებილებს ბათუმის საკრებულოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ.
“ჩვენ აქ დავრჩებით, ვიდრე არ მივიღებთ ხელისუფლებისგან ღირსეულ პასუხს,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რეზო ხარაზი.
აქციის წევრები ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე აპირებს მსვლელობის მოწყობას.
უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.
ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.
ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.
თხილის წამლობა
თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე – რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.
თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა.
“გარკვეულ წყაროებში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს დეზინფორმაციას,” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე თქმით, საგარეო უწყება, რომელიც მუდმივად აყენებს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს, სრულად იზიარებს საზოგადოების სამართლიან პროტესტს ამ ფორმატით ჩატარებულ ღონისძიებაზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს ელჩმა პოლონეთში დღეს, 20 ივნისს, განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობა დატოვა, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაცია ასევე გაავრცელა რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ.
საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შესვლის შემდეგ, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე ქართული ოცნების სახელით კახი კალაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს:
„ქართული ოცნების“ სახელით მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი საქართველოს პარლამენტში. რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ამ ფორმით კონფერენცია არ გაგრძელდება. ჩვენ 17 საუკუნეა მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლები ვართ და ყველა პლატფორმას ვიყენებთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის. დაუშვებელი იყო რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე, ვიბრძვით განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით. დღეს საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში კონსენსუსია მომხდართან დაკავშირებით, მტერს სიტუაციის სარგებლობის უფლება არ უნდა მივცეთ. მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელ გუნდს დარტყმა მიაყენა, ამიტომ ორგანიზატორებს მოუწევთ განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა.
არც ჩემთვის, არც თანაგუნდელებისთვის არ იყო მისაღები ის ფორმა, რაც დღეს ვნახეთ. არავინ ვაპირებთ ,,გაპრავებას“ – კობახიძე საზღვარგარეთაა, როცა დაბრუნდება, განმარტავს ყველაფერს: ვის უნდა გაეხსნა სხდომა, ვის უნდა წაეყვანა და ასე შემდეგ, ისევე, როგორც განმარტავს ქუცნაშვილიც. როგორც განვითარდა მოვლენები, ეს ასე დაგეგმილი არ იყო“, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა დეპუტატმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და სხდომას რუსულ ენაზე გაუძღვა.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.
ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ პოლიციაში მისვლას აპირებს ერთი ადვოკატით.
„მე მივალ პოლიციაში და მივცემ ჩვენებას, რაც უნდათ ის მიქნან, უნდათ გამაშაონ, უნდათ დამიჭირონ, რაც უნდათ იქ მიქნან… ვინმეს თუ გონია, რომ პოლიციაში იმიტომ მივდივარ, რომ რამეს გავერიდო, იმას ღმერთმა უშველოს. მე რომ აქ დავრჩე, ეს იქნება არეულობის კერა,“ – განაცხადა ვასაძემ.
მან აღნიშნა, რომ დაემშვიდობა ცოლ-შვილს და დაწერილი აქვს ანდერძი. ვასაძემ ასევე მიმართა ბიძინა ივანიშვილსაც:
„ვიცი, რატომ მიბარებ ბიძინა პოლიციაში, გინდა შემათრიო პოლიტიკაში, დამსვა პოლიციაში, დამკითხო, ჩამსვა, რაც გინდა ის ქენი, არაფრის არ მეშინია და გამხადო ამ ხალხის თვალში გმირი. გამოვა, რომ ხალხი მხარს მიჭირს და გინდა შემათრიოთ პოლიტიკაში. არც სკამი მინდა ხალხნო, არც თანამდებობა,“ – განაცხადა ლევან ვასაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დღეს დაიბარა.
უწყების თანახმად, ბიზნესმენი გამოკითხვაზე დაბარებულია გამოძიების ფარგლებში, რომელიც მის მიერ “სახალხო რაზმების” შექმნის დაანონსების შემდეგ დაიწყო.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე დღეს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისa და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.
„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დანიშნეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ირმა რატიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს თარგმანები. „მას ეკუთვნის იაპონური პოეზიის ძეგლის – „ასი უძველესი იაპონური ლექსი“ მხატვრული თარგმანი იაპონური ენიდან ქართულად და ესეისტური წიგნი – „იაპონური დღიურები“.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა რატიანი ლიტერატურათმცოდნეა და მისი ინიციატივით, საქართველოში შედარებითი ლიტერატურის ქართული საერთაშორისო ასოციაცია დაფუძნდა, „როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ლიტერატურული ასოციაციის, ქართული განყოფილება. 2008-2012 წლებში ირმა რატიანი ამ ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 2102 წლიდან დღემდე მისი საპატიო პრეზიდენტია“.
„ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ სსიპის, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა.
ფონდის საქმიანობის საგანია ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
საქართველოს პარლამეტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლას აქციით აპროქტესტებენ ბათუმშიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ ტრანსფარანტებით: „ რუსეთუმეებო ყარხართ“, „შველა ევროპაშია“, „სირცხვილია“.
მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის გამოსვლას ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიმოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის გამოსვლას ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიმოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის გამოსვლას ნ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
გავრილოვმა ასამბლეას დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა. შესვენების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დაიკავა ტრიბუნა და თქვა, რომ არ მისცემდა გავრილოვს სხდომის წაყვანის შესაძლებლობას.
შესვენების შემდეგ გავრილოვი პარლამენტში აღარ დაბრუნებულა.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად გუშინ ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.
დელეგაციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.
პროტესტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი და საკოანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ „არ იცოდნენ“ ის რაც მოხდა.
საქართველოში მეორე დღეა მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელიც დღეს, 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართვით დაიწყო საქართველოს პარლამენტიდან. გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას რუსულ ენაზე. საზოგადოება საპროტესტო აქციებით გამოეხმაურა რუსული დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა რუს დეპუტატს საშუალება აღარ მისცეს, ისევ ჩამჯდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „არ იცოდნენ“, რაც მოხდა. როგორ ძლიერდება საქართველოში კრემლის ე.წ. რბილი ძალა – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ პოლიტოლოგი, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, ლევან ცუცქირიძე საუბრობს.
ბატონო ლევან, როგორ ფიქრობთ, რა ხდება ქვეყანაში. რას ნიშნავს ხელისუფლების ქმედება, როცა საქართველოს პარლამენტში რუს დეპუტატს აძლევენ სხდომის რუსულად წარმართვის უფლებას და უთმობენ თავმჯდომარის სავარძელს?
ხანდახან ვფიქრობ, რომ ამაზე უარესი რაღაცები არ მოხდება-მეთქი, შემდეგ გადის დრო და ხდება უარესი. რაც პარლამეტში ახლა ხდება, ჩემი აზრით, არის ფსკერი. ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირი წასვლა, იმ პოლიტიკოსების, სამარცხვინო პარლამენტარების მიერ, რომლებმაც იცოდნენ რა მზადდებოდა საქართველოში, იცოდნენ, რა ფორმატში გაკეთდებოდა ეს შეხვედრა და მაინც ხელი შეუწყვეს ამის ორგანიზებას. საზოგადოების რეაქციების შემდეგ თითქოს გონს მოვიდა ზოგიერთი, მაგრამ დაწყებული ორგანიზატორებიდან ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ეროვნული ინტერესების, ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის რყევა, როცა შენი ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს, ჯერ ქვეყანაში უშვებ, მერე პარლამეტში და მერე სვამ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას. ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლური მნიშვნელობის ამხელა შეურაცხყოფა მე სხვა არ მახსენდება.
როგორც ვიცით, გავრილოვი არის ადამიანი, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას და არ ცნობს საქართველოს იურიდიულ საზღვრებს …
რა თქმა უნდა და ახლა ვიხსენებ, ასე საჯაროდ სახეში ბოლოს ვინ შეგვაფურთხა. მე ვფიქრობ, რომ მთელ საზოგადოებას შეგვაფურთხა იმ ხალხმა, რომელმაც იცოდა რა გაკეთდებოდა აქ და ბოლო მომენტამდე მოიყვანა ეს.
რატომ აკეთებენ მსგავს რამეს ხელისუფლება, მართლა ფიქრობენ, რომ ეს არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გზა თუ უფრო უარეს რამეზე უნდა მივიტანოთ ეჭვი?
ნაწილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის სახელმწიფო. მათ არ იციან, რას ნიშნავს სახელმწიფი ინტერესი, მათ არ იციან, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესი. ნაწილი კი, როგორც ჩანს, პირდაპირ მუშაობს რუსული ინტერესების გატარებაზე საქართველოში. რუსული ინტერესები რა არის თუკი აქამდე ვერ გავიგეთ ისევ ვიტყვი, რომ რუსული ინტერესი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება. როგორც ჩანს, ჩვენ გვყავს ასეთი ადამიანები საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებაში, რომლებიც ამას ხელს უწყობენ. ჩვენ თუ გვინდა ჩვენი სახელმწიფო შევინარჩუნოთ, ამ ყველაფერს უნდა გაეცეს ძალიან მკაცრი პოლიტიკური პასუხი.
ჩვენ არ მოგვისმენია არც თავმჯდომარის და უმრავლესობიდან არც სხვების განცხადება ამ ყველაფერზე, გარდა ერთი-ორი დეპუტატისა, ვინც ამბობს, რომ „რცხვენია“.
იმიტომ არიან ჩუმად, რომ, როგორც ჩანს, ერთი გულით თანაუგრძნობენ ამ ღონისძიების ორგანიზებას და ერთი სული აქვთ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ რუსეთის კალთაში ჩაგორდნენ ისევ ტკბილად, ჩააბარონ ეს სახელმწიფო. მეორე – მგონი საერთოდ ტვინის განძრევა არ შეუძლიათ.
ჩვენ ხომ გვაჩვენა ისტორიამ, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ტკბილად რუსულ კალთაში.
როგორც ჩანს, ვიღაცას ვერ ასწავლა და ამაზეა ლაპარაკი. ვერ ასწავლა ძალიან დიდი რაოდენობის პოლიტიკოსს. ან საიდან უნდა ესწავლათ, წიგნი მაგათ არ აქვთ წაკითხული, უყურებენ რუსულ ტელევიზიებს და ისტორია საიდან უნდა ესწავლათ.
რა არის ეს მართლმადიდებლური ასამბლეა და უნდა ჩატარებულიყო საერთოდ პარლამენტში?
პირველად გავიგე, არ ვიცი. რას ნიშნავს მართლმადიდებლური ასამბლეა, იქ სადაც არიან რუსი პოლიტიკოსები, რომლებიც ვიცით, რასაც წარმოადგენენ, რაზეა საუბარი. რუსეთში ვინც იყო თავისუფლების, ადამიანის ღირსების, თავისუფალი სიტყვის, სამართლიანობის დამცველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, ან საფლავში წევს ან ქვეყნიდან არის გაქცეული. რუსეთის პარლამეტში არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის შავრაზმული, ბოროტი იდეოლოგიის გატარებას, როგორც რუსეთში, რომლებმაც მოსპეს და გაანადგურეს ყველა ნათელი გონების ადამიანი და პოლიტიკოსი იქ და ახლა ამის შემოტანა უნდა ჩვენთან. ამას აკეთებდნენ ჯარით და ბოლომდე ვერ გააკეთეს და ახლა, ამ აბსოლუტური სიბრიყვის და ეროვნული ინტერესების მოღალატე პოლიტიკოსების ხარჯზე აკეთებენ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდიდან.
ასამბლეა დატოვა საქართველოში უკრაინის ელჩმა პროტესტის ნიშნით. გამოდის ჩვენ არ ვუფრთხილდებით უკრაინასთან პოლიტიკურ ურთიერთობებსაც?
უკრაინასთან ჩვენ ურთიერთობები დიდი ხანია გაფუჭებულია. ზედაპირულად შეიძლება ჩანს კარგი, მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ჩვენსავე გამო დაზარალდა. უკრაინის ელჩმა ვერ მოითმინა და გავიდა, ქართველი დეპუტატები კი ისხდნენ და პირდაღებული უსმენდნენ ამ ყველაფერს. ამაზე მეტი დიდი სირცხვილი რა გინდა რომ ნახო.
ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა რუსული რბილი ძალის საფრთხეებზე საქართველოში. მან ასევე გააკეთა მინიშნება რუსი ტურისტების საქართველოში ზრდაზე, რომელიც ჩვენ ასე გვახარებს და ასევე იმაზე, რომ თუ რა საფრთხის შემცველია, როცა რუსები აქტიურად ყიდულობენ ქონებას საქართველოში.
რომ დავაკვირდეთ ამ ვითომ ქართულ ეთნონაციონალისტებს, რადიკალებს და ექსტრემისტებს, ვის წინააღმდეგ რაზმავენ ისინი საზოგადოებრივ აზრს? საწყალ, გაუბედურებულ, უმუშევარ ადამიანებს ვის წინააღმდეგ ამხედრებენ? ისედაც ჩაგრული ჯგუფების და ასევე იმ ემიგრანტების წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოს მიმართ ბოროტი ზრახვები არ აქვთ. არაბები, ინდოელები, პაკისტანელები თურმე ჩვენი მტრები არიან, აღმაშენებელზე რესტორნები რომ გახსნეს და რუსები, რომლებიც ყიდულობენ უძრავ ქონებას და ნელ-ნელა ხელთ იგდებენ ქართულ საკუთრებას, არ ქმნიან საფრთხეს. რუსები რეალურად დამოკიდებული არიან მხოლოდ იმაზე, რას ეტყვის მათ მათი პრეზიდენტი და ხვალიდან სულ სხვანაირად მოიქცევიან. აქედანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რეალურად ეს ვითომ პატრიოტები ვინ არიან.
ანუ ლევან ვასაძის გააქტიურებაც ხელისუფლების ინტერესებშია?
ვინ არის ხელისუფლება? მე დიდი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, რადგან მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება. ჩვენ რეალურად ვდგავართ გადარჩენის საფრთხის წინაშე. საქართველოს საზღვრები რომ აქვს და რუკაზე რომ არის ჯერ კიდევ დატანილი, არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ვართ. რას შევადარო ეს ყველაფერი, რა ისტორიული ანალოგი შეიძლება მოვიყვანო? … აი, მაგალითად, ფაშისტური გერმანიის რომელიმე პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო და ლონდონში პარლამენტის სპიკერის ადგილზე დამჯდარიყო ეგეთი რამეა რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ყოფნა.
როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია და შემდგომი ნაბიჯები ამ ყველაფერზე?
პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ამ ადამიანების, რომლებმაც ეს გააკეთეს. და ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იყოს ძალიან მძიმე. უნდა დასხდნენ ოპოზიცია, საზოგადოებრივი ჯგუფები, თვითონ ამ მმართველ პარტიაშიც თუ არის ვინმე, ვინც აცნობიერებს ამ ყველაფერს და მოიფიქრონ რამე. რამდენს ხანს შეიძლება იყო მხოლოდ აღშფოთებული, რადგან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოდის მომენტები, როდესაც ნაბიჯი უნდა გადადგა. არის ზღვარი თავმოყვარეობის, ეროვნული ინტერესის, რეალური, ნამდვილი პატრიოტიზმის, რომლის მერეც უნდა თქვა, – „მორჩა“.
თამარ ჩუგოშვილმა, ასევე თამარ ხულორდავამ უმრავლესობიდან თქვეს, რომ რცხვენიათ იმ ყველაფრის, რაც პარლამენტში მოხდა. საკმარისია მათი მხრიდან ეს რეაქცია თუ უფრო რადიკალური უნდა იყოს მათი გადაწყვეტილება?
რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, რომ ამ ადამიანებს შერცხვეთ. ჩვენ ყველას შეგვიძლია შეგვრცხვეს, მაგრამ ჩვენ ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ვის რისი გაკეთება შეგვიძლია, ამაზეა ლაპარაკი. იმ ხალხმა, ვინც არიან პარლამენტში და პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენზე მეტი შეუძლიათ, შესაბამისი დოზით რაღაც უნდა გააკეთონ, თორემ ჩვენ უკვე დიდი ხანია ყველას რაღაცის გვრცხვენია, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ეს არ არის საკმარისი.
საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე რუსი დეპუტატის პარლამენტში მისვლას ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება, ის სთხოვს შეხვედრის ორგანიზატორებს, დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები:
„უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!
ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!
სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!“ წერს მამუკა ბახტაძე.
დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რუსულად გაუძღვა სხდომას.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
„ყველაფერს აქვს საზღვარი, ვისაც გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე წამოსკუპება დიპლომატიად მიგაჩნიათ, ხართ დიპლომატიაში უვიცები, პოლიტიკაში ბეცები, ხოლო როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები უბრალოდ უთავმოყვარეოები [ამაზე რბილი გამოთქმა არ არსებობს, თორემ ისე შინაარსობრივად, ღალატი ამიხსენით რა არის? …. ]
Дальнейший период жизни Сергея Гаврилова странным образом связан с локальными войнами – он был в Приднестровье и Абхазии в то время, когда в этих республиках разгоралась и происходила гражданская война. Он был в Косово, потом в Иране и Ираке – так же в периоды вооруженных конфликтов. В Багдаде Гаврилов был дважды – в первую и вторую войну (вместе с Геннадием Зюгановым он укреплял легитимность режима Саддама Хусейна). Был Гаврилов и в Крыму, когда там произошла конфронтация между украинцами и крымскими татарами. Все эти вояжи Сергей Гаврилов совмещал с основной работой в корпорации МиГ, где официально осуществлял контроль за исполнением экспортных контрактов корпорации. Фактически он являлся сотрудником действующего резерва спецслужб.”https://rusmafiozi.blogspot.com/2011/03/blog-post_7138.html
ვინც ეს საზიზღრობა ჩაიდინა, მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს. არსად, საერთაშორისო არენაზე არც სცემენ პატივს იმ მთავრობას და პარლამენტს, რომელიც ასე დაუწვება შენი თანამოქალაქეების განადგურებაში, შენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მებრძოლ მტერს.
ამას არც დიპლომატიასთან, არც საერთაშორისო ურთიერთობებთან, არც პროტოკოლთან საერთო არ აქვს. [ზოგი რეგვენი დეპუტატი, გავრილოვის საქართველოში შემოშვების ახსნას ამ ტერმინებით ცდილობდა].
P.S. არსად დაგეკარგოთ მართლმადიდებელი პარლამენტარების შეკრებაზე ათეისტური კომუნისტური პარტიის წევრი დეპუტატი! “- წერს ირაკლი მელაშვილი.
დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.
დელეგაციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი), 20 ივნისს, საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. კომისიის გადაწყვეტილება, 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.
სემეკის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელი [საოჯახო სასტუმროს მფლობელი] უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი.
პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 კუბურ მეტრს;
მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო [საკუთარი] მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.
სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით. აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს.
სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლადმიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.
რაც შეეხება ჰოსტელებს, სემეკის განმარტებით, თუ მათ აქვთ მოწყობილი ე.წ. „რესეფშენი“ [მიმღები/განყოფილება], აქვს ასე ვთქვათ სასტუმროსთვის დამახასიათებელი საწოლები, ისინიც წყლის ტარიფს ახალი მოდელით გადაიხდიან.
სემეკში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ აღნიშნული მოდელით გადახდა სავალდებულო იქნება ნებისმიერი წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მაგალითად, ქალაქ ბათუმში წყლის მიმწოდებელი ერთი კომპანიაა – „ბათუმის წყალი“, რომელიც მუნიციპალური საწარმოა. წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების ტარიფები კი, ბათუმის საკრებულოს 2006 წლის გადაწყვეტილებითაა დადგენილი და 1 კუბურ მეტრზე – საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის გადასახადი შეადგენს 51 თეთრს, კომერციული [არასაყოფაცხოვრებო] აბონენტებისთვის კი – 4 ლარს:
ხვალ ისინი აპირებენ, სექსუალური უმცირესობების შეკრება დაარბიონ.
მე, როგორც საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი, ოფიციალურად ვუცხადებ მხარდაჭერას გამოხატვის, შეკრების და გადაადგილების თავისუფლების რეალიზებას ლგბტ თემისათვის და მოვუწოდებ მწერლებს, მუსიკოსებს, ცნობილ ადამიანებს: გამოხატეთ საჯარო მხარდაჭერა, ნუ შეუშინდებით სოციალური კაპიტალის შერყევას, ძალადობის დაგმობა და თანასწორობის პრინციპი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი სოციალური კაპიტალი. ეს არაა რომელიმე ჯგუფის მხარდაჭერა (თუმცა, მე პირადად ამ კონკრეტულ ჯგუფს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ), ეს არის ისეთი მაღალი იდეის მხარდაჭერა, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება. ამ იდეისთვის იბრძოდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა (იხილეთ მისი პუბლიცისტური წერილები, იხილეთ ალუდას საქციელი, როცა ის უმრავლესობის დიქტატს არ დაემორჩილა) და ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფუნდამენტი შეუქმნა ქართულ სახელმწიფოს.
ჩვენ გვჭირდება სწორედ ასეთი ადამიანები. იაფფასიანი სადღეგრძელოებით და კომბლებით შეიარაღებული აგრესორები ამ ქვეყანას არ სჭირდება. ჩვენ ისედაც საკმარისზე მეტი აგრესია და ძალადობა გამოვიარეთ, გამოვიარეთ, მათ შორის, სამოქალაქო ომი, რომლის ტრავმებს დღემდე ვეჯახებით.
საქართველოს პენცენტრი არის მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზება თითოეული მოქალაქისთვის. გამოხატვის უფლება არის ის სიკეთე, რომლით სარგებლობის ექსკლუზივი არ აქვს რომელიმე ჯგუფს, ის საერთოა ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. თუ ეს ვინმეს არ ესმის, ეს არის მისი პრობლემა, და არა, ამ შემთხვევაში, სექსუალური უმცირესობების.“
_____________________
14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.
კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.
აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. უწყებამ გმაოძიებაც დაიწყო რის შემდეგაც, ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს.
ამ მოვლენების ფონზე ქვიარ აქტივისტებსა და შსს-ის წარმომაგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზა.
18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიების გადადებას არ აპირებენ.
პარლამენტარი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან გააძევეს, მან პარლამენტშივე მიმართა მამუკა მდინარაძეს, რომ რუსული დელეგაცია წასულიყო დარბაზიდან ან მთლიანად ჩაეშალათ ღონისძიება.
„ქუცნაშვილი და მდინარაძე წავიდნენ ორგანიზატორებთან ამ თემაზე სალაპარაკოდ, კატეგორიულად ვამბობთ, გამორიცხულია ამ დარბაზში რუსული დელეგაცია შემოვიდეს. ეს ძალიან კარგად ესმის მამუკა მდინარაძეს, თუმცა არ ესმოდა ზაქარია ქუცნაშვილს. დილით მე მას ვუხსნიდი, რომ ამ თემაზე საერთოდ კამათი ქართველ პოლიტიკოსებს თუ პარლამენტარებს შორის უკვე ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ აქ არაფერი საკამათო არ უნდა იყოს. უნდათ ჩაშალონ ეს ღონისძიება, უნდათ გაიყვანონ რუსული დელეგაცია – ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოზიცია და არა უბრალოდ ოპოზიციის პოზიცია. ამ დარბაზიდან ფეხს არ გამოვდგამთ. საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაცია ფეხს ვერ შემოდგამს“, – აცხადებს ელენე ხოშტარია „რუსთავი 2“-თან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა დეპუტატმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და სხდომას რუსულ ენაზე გაუძღვა.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.
პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან თამარ ხულორდავა „ბათუმელების“ კითხვას – რატომ ზის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვი და რატომ მიმდინარეობს რუსულ ენაზე ასამბლეა? გვწერს: „აბა რა გითხრათ…“
ხულორდავამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის წერს: „ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ალბათ უნდა მცოდნოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასამბლეა პარლამენტის შენობაში იმართებოდა. ჩემდა სამარცხვინოდ გუშინდლამდე არც ის ვიცოდი, რომ მას ეს რუსი დეპუტატი გავრილოვი ხელმძღვანელობდა“.
დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი რუსულად გაუძღვა სხდომას.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც ესწრება. დღეს რუსი დეპუტატი გავრილოვი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, საიდანაც სხდომას რუსულ ენაზე წარმართავდა.
რატომ მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში სხდომა რუსულ ენაზე და რატომ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? – „ბათუმელები“ ამ კითხვაზე პასუხის მოპოვებას ცდილობს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებისგან, ასევე, სხვა პარტიების წარმომადგენლებისგან. ამ შინაარსის კითხვა „ბათუმელებმა“ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც გაუგზავნა, თუმცა შეტყობინებას ირაკლი კობახიძე ჯერ არ გამოხმაურებია.
„ჩვენი ახალი პარტიის ყრილობა იწყება და მაგისთვის ახლა ნაღდად არ მცალია,“ – ასე გვიპასუხა ზემოთ დასახელებულ კითხვაზე დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა უმრავლესობა.
შეტყობინებებს და ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს პარლამენტის წევრი მმართველი „ქართული ოცნებიდან“ თამარ ხულორდავაც.
„ბათუმელების“ ცდილობს დაუკავშირდეს ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის სხვა წევრებსაც და გამოხმაურების შემთხვევაში მათ პოზიციებს შემოგთავაზებთ.
საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, მისვლას ბათუმში აქციით გააპროტესტებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ დაანონსა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 15:00 საათიდან ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.
დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის სავარძლიდან რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.
დელეგაციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.
მაიაკოვსკის ქუჩა ბათუმში მარტიდან გადაკეტილია სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების გამო. ქუჩის სრული რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ცნობით, ხელშეკრულებაში სამუშაოების დასრულების ვადა ორი თვით გადავადდა.
„14 ივნისს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, ძალიან ცუდი გრუნტი იყო, შესაბამისად სამუშაოების დასრულების ვადაც გაგრძელდა ორი თვით“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიძინა კონცელიძემ, ტექნიკურმა ზედამხედველმა.
მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ბათუმის მერიას ხელშეკრულება შპს „გზებთან“ 4 703 979 ლარზე აქვს გაფორმებული. ტენდერის ტექნიკური დავალებისმიხედვით მაიაკოვსკის ქუჩის მთლიანი სიგრძე 2 321 მეტრია, საშუალო სიგანე კი 12-15 მეტრი. გათვალისწინებულია ვარცლისა და საგზაო სამოსის მოწყობა; ახალი ტროტუარების მოწყობა ორივე მხარეს; სანიაღვრე არხების მოწყობა; ავტოსადგურიდან ე.წ. „ბონის“ კულტურის სახლამდე 1 გრძ.მ სიგანის გზაგამყოფის მოწყობა; წრიულების მოწყობა-ერთი ბაზრის შესასვლელთან და მეორე მაიაკოვსკისა და ნიჟარაძის ქუჩების გადაკვეთაზე; გზაგამყოფ ზოლში კი გათვალისწინებულია გარე განათება.
„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!“ – წერს ფეისბუქის გვერდზე პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. კომენტარის გაკეთებაზე მან უარი გვითხრა.
ამ წუთებში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და აცხადებენ, რომ არ შემოუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობს.
გენერალური ასმაბლეის სესიაზე შესვენება იყო გამოცხადებული, როდესაც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები და აქტივისტები მოვიდნენ. ამ დროისთვის სხდომის განახლება ვერ ხერხდება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ასამბლეის სხდომა ჩაიშლება.
დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი რუსულად გაუძღვა სხდომას.
რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.
დელეგაციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.
21 წლის მაშველი ანრი ნემსაძე ბათუმის სანაპიროზე სამი წელია მუშაობს. ამ ხნის მანძილზე ანრიმ ზღვაში დახრჩობას 200-მდე ადამიანი გადაარჩინა. სანამ მაშველად დაიწყებდა მუშაობას, ანრი წყალბურთელი იყო და სპორტი იმის გამო მიატოვა, რომ გუნდი დაიშალა. „არ დაგვაფინანსეს და აუზის უქონლობის გამო დავიშალეთ, ასე რომ არ მომხდარიყო, სპორტულ კარიერას გავაგრძელებდი,“ – გვეუბნება ანრი.
სპორტის მიტოვებაზე გული წყდება, თუმცა ამბობს, რომ კომპენსირებას მაშველად მუშაობით ახერხებს. წელს ანრი ნემსაძეს, გრიგოლ აზნაურაშვილსა და მანუჩარ წულუკიძეს სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საპატიო სიგელიც გადასცეს.
„ვცდილობ შევინარჩუნო ფორმა, მაგრამ ის ვარჯიშები, რაც წყალბურთის დროს გვჭირდებოდა და აუცილებელი იყო, ვთქვათ, დღეში 3-4 კილომეტრის გაცურვა, ამას ფიზიკურად ვეღარ მოვახერხებ“, – ამბობს ანრი.
ანრი ნემსაძე საზღვაო აკადემიაში გემის მექანიკოსის პროფესიას ეუფლება და პარალელურად მაშველის პროფესიაშიც იმაღლებს უნარებს.
ანრი ნემსაძე, მაშველი
ანრი ნემსაძის თქმით, მაშველის მთავარი თვისება ყურადღებაა. ასევე გონების მოკრეფა, რომ პერიმეტრი ასი პროცენტით იყოს დაცული. „მე სადაც ვმუშაობ, აჭარული სახლის და კოშკის წინ, ამ პერიმეტრზე არასდროს არ ყოფილა ადამიანის დაღუპვის შემთხვევა. ყოველ 5-10 წუთში შემოვლას ვაკეთებთ, ვაკონტროლებთ პერიმეტრს. თუ შევნიშნეთ, რომ ვიღაც შევიდა ზღვაში და ვეღარ გამოდის, პირველ რიგში გადავცემთ ინფორმაციას რაციით, რომ ადამიანი შორს არის გასული და ვიძახებთ სკუტერს“.
იმ შემთხვევაში, თუ დრო არ ითმენს, კატერის მოსვლამდე მაშველები ზღვაში შედიან და ადამიანს „მალიბუს“ ან კამერას აწვდიან.
თუ თავიანთ საკონტროლო პერიმეტრზე სხვა ადამიანი შემოდის სხვა სექტორიდან, ინფორმაციას ამის შესახებაც რაციით გადასცემენ მომიჯნავე სექტორის მაშველებს.
20 წლის მაშველი თემურ ცეცხლაძე ბათუმის პლაჟზე მესამე წელია მუშაობს. მაშველობა ადრეც სურდა, თუმცა ამბობს, რომ რადგან არასრულწლოვანი იყო, მუშაობის უფლება არ ჰქონდა. „მომწონს როცა ვარ ხალხის სამსახურში და მაშველობა ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ ადამიანებს დაეხმარო“ – გვეუბნება ის.
თემურ ცეცხლაძე
თემურ ცეცხლაძე მოკრივეა და პარალელურად, ბათუმის უნივერსიტეტში ეკონომიკასაც სწავლობს. მისი აზრით, მაშველისთვის ფიზიკურ მომზადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.
„ყველაფერთან ერთად, ფსიქოლოგიურ მომზადებასაც გავდივართ, რომ რისკები მაქსიმალურად იყოს შემცირებული“ – ამბობს თემური.
თემური მე-9 პოსტზე მუშაობს, რესტორან „სან-რემოს“ ტერიტორიაზე. „2017 წელს იყო შემთხვევა, როცა რუსი ტურისტი შევიდა შტორმში ნასვამ მდგომარეობაში, მივეცი გაფრთხილება, წითელი დროშებიც იყო გამოფენილი, თუმცა მაინც არ მოგვისმინა. ბუნებრივია, შტორმში მუშაობა ბევრად რთულია, რადგან საკუთარ სიცოცხლეზეც ფიქრობ და სხვაზეც. ხშირად მიწევს ბავშვების გამოყვანა, ყველაზე ბევრი ბავშვი „ალი და ნინოს“ მიმდებარედ ბანაობს ხოლმე და იქ ხშირია გადარჩენის ფაქტები“.
თემურის აზრით, ადამიანი სამაშველო სამსახურში მხოლოდ ხელფასის გამო ვერ გაძლებს, თუ მისთვის ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ არის.
21 წლისაა პაატა სალაძე მაშველად მეორე წელია მუშაობს და ამბობს, რომ წინა წელმა დიდი გამოცდილება მისცა:
„ოთხი ადამიანი გადავარჩინე. ერთი შემთხვევა უფრო რთული იყო, რადგან შტორმში შევიდა ახალგაზრდა კაცი და გამოვიყვანეთ“. პაატა ამბობს, რომ ყველაზე ჯიუტები ქართველი დამსვენებლები არიან რადგან „ისინი ნაკლებად ემორჩილებიან მაშველის მითითებებს“.
პაატა სალაძე
გიგა კონჯარია წელს პირველად იმუშავებს მაშველად. ის საზღვაო აკადემიაში სწავლობს. „წვრთნები მომეწონა და ვაპირებ მომავალშიც გავაგრძელო“ – გვეუბნება გიგა.
ცურავს ბავშვობიდან, გვიყვება, რომ სოფელში ყოფნისას მდინარეში მყოფი ბავშვები გადაარჩინა: „ხიდზე ვიდექი და ვხედავდი ბავშვები ვერ გამოდიოდნენ, გადავხტი და ორივე გამოვიყვანე“.
თუკი დამსვენებელი ზღვაში ნაპირიდან 30-40 მეტრის დაშორებით შევიდა, მაშინ მაშველები აკვირდებიან და იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ადამიანი ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებს, სამაშველო რეაგირებას იწყებენ.
გიგა კონჯარია
თითო სექტორში ორ-ორი მაშველი მუშაობს. ისინი დილის ცხრიდან საღამოს ცხრა საათამდე მუშაობენ და შესვენებაზე საათნახევრით გადიან. მაშველის ანაზღაურება თვეში 500 ლარია, წელს შესაძლოა ანაზღაურება 50 ლარითაც გაეზარდოთ.
მაშველების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ზღვაში ადამიანები ნასვამ მდგომარეობაში შედიან ან ძლიერი შტორმის დროს და საფრთხეს უქმნიან არა მარტო საკუთარ სიცოცხლეს.
„წინა წელს მქონდა შემთხვევა, როცა ხუთბალიან შტორმში შევიდა ნასვამი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მივეცი გაფრთხილება. ავიღე მალიბუ, შევედი და გამოყვანის დროს ორივეს დაგვარტყა ძლიერმა ტალღამ და სხვადასხვა მხარეს გადაგვისროლა. ისევ შევედი ზღვაში და მალიბუ გადავეცი, შემდეგ მოვიდა დამხმარე ჯგუფიც და გამოვიყვანეთ,“- ყვება ანრი.
მაშველი ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე, რაც ადამიანები ზღვიდან გამოუყვანია, სულ ცოტა 70 პროცენტს მადლიერებაც კი არ გამოუხატავს მაშველის მიმართ ან თუნდაც სინანული, რომ მაშველის რჩევა არ გაითვალისწინა.
„ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა 18 წლის ბიჭი გადავარჩინე და მადლობა გადამიხადა,“- გვეუბნება ანრი.
მაშველები ტექნიკური აღჭურვილობით კმაყოფილი არიან, თუმცა მათი თქმით, კარგი იქნება, თუ ზღვაზე სამაშველო სკუტერების რაოდენობა გაიზრდება.წელს ბათუმის სანაპიროზე მაშველი დრონიც გამოჩნდა. დრონის ფუნქცია შორს მანძილზე სამაშველო რგოლის გატანა და ადამიანის გამოყვანაა.
ანრი ამბობს, რომ მთელი დღე ზღვის სანაპიროზე ყოფნა საკმაოდ რთულია, შეიძლება ეს ჯანმრთელობაზეც აისახოს. ყოფილა შემთხვევა, როცა მეორე წელს მაშველს მუშაობა აღარ გაუგრძელებია, თუმცა ანრის აზრით, „თუ ვაჟკაცობა და გმირული სული გაქვს, მოტივაციას მოგცემს იმისთვის, რომ შენი საქმე აკეთო და არც მზემ და არც სხვა გარემოებებმა ხელი არ შეგიშალოს“.
მაშველები სეზონის წინ და ინდივიდუალურადაც ემზადებიან ფიზიკურად. აბარებენ ნორმატივებს, რაც ითვალისწინებს გარკვეული მანძილის დაფარვას გარკვეულ დროში. წელს ბათუმის სანაპიროზე ქალი მაშველებიც იმუშავებენ, რაც ბიჭების აზრით, მისასალმებელია.
მაშველი ბიჭების თქმით, ის დამოკიდებულება, რომელიც მაშველი კაცებისა თუ ქალების ფიზიკურ აღნაგობაზე არსებობს, სტერეოტიპულია და კარგი მაშველისთვის მაინც და მაინც კუნთები არ არის აუცილებელი.
„ბათუმის სანაპიროზე ბევრი ტურისტი შემხვედრია ევროპის ქვეყნებიდან, რომლებსაც უთქვამთ, რომ თვითონაც მაშველებად მუშაობენ და არც ერთი არ ყოფილა ისეთი აღნაგობის, ვთქვათ, რაც კინოებში გვინახავს“ – გვეუბნება ანრი.
ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩის #38-ში, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. ხელოსნები ბოლო დეტალებზე მუშაობენ. შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, სარდაფის, შიდა კონსტრუქციების მოწყობისა და გადახურვის ჩათვლით. შენარჩუნებული და აღდგენილია ძველი ხის იატაკი და ფანჯრები.
ზუბალაშვილის ქუჩის #38ზუბალაშვილის ქუჩის #38ზუბალაშვილის ქუჩის #38
ამ სახლის რესტავრირებისთვის ჯამში 615 209 ლარი დაიხარჯა. აქედან 487 576 ლარი უშუალოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაუხადეს, 10 726 ლარი რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობისთვის გამოიყო, რეაბილიტაციის პროექტი კი რამდენიმე სხვა პროექტთან ერთად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 229 600 ლარად შეისყიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.
ზუბალაშვილის ქუჩის #38
შპს „გეოგრაფიკის“ სპეციალისტების შეფასებით, რომლებმაც 2015 წელს მერიის დაკვეთით ბათუმში ძეგლები აღწერეს, XIX საუკუნის ბოლოს აგებული L-ის ფორმის ერთსართულიანი სახლი დაბალ ცოკოლზე დგას.
ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძეზუბალაშვილის ქუჩის #38
შენობა ქუჩის ისტორიული განაშენიანების ნაწილს წარმოადგენს და გარკვეულწილად განსაზღვრავს მის არქიტექტურულ სახეს, მასშტაბს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის ისტორიული განაშენიანების თავდაპირველი სახის შენარჩუნებაში.
ზუბალაშვილის ქუჩის #38
სახლი ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობათა რიგში დგას და თავადაც ძეგლს წარმოადგენს. სახლის გადასარჩენად ჩარევის სარეკომენდაციო ფორმად „გეოგრაფიკმა“ რესტავრაცია-რეკონსტრუქცია მიუთითა.
ამ სახლს ორი მესაკუთრე ჰყავს, შედეგით ორივე კმაყოფილია.
ივნისის თვე ქართველი რეჟისორებისა და ზოგადად ქართული კინოსთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა. 16-18 ივნისს ქართული კინოს დღეებს რომმა უმასპინძლა. რომის კინოს სახლში [Casa del Cinema] ნაჩვენები იყო სხვადასხვა დროს გადაღებული ქართული ფილმები: „მანდარინები“ [რეჟისორი ზაზა ურუშაძე], „ცისფერი მთები“ [რეჟისორი ელდარ შენგელაია], „ნატვრის ხე“ [რეჟისორი თენგიზ აბულაძე], „შემთხვევითი პაემნები“ [რეჟისორი ლევან კოღუაშვილი] და „ჩემი ბებია“ [რეჟისორი კოტე მიქაბერიძე].
ღონისძიება 16 ივნისს გაიხსნა კონცერტით, სადაც ქართველმა მუსიკოსებმა ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს ქართული კინოფილმებიდან.
კინოპროგრამის გარდა, რომში ასევე გაიმართა ქართველი და იტალიელი კინემატოგრაფისტების მეგობრობასთან დაკავშირებული კინოპოსტერების, ისტორიული ფოტომასალისა და წერილების გამოფენა.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევდნენ საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი. პროექტის მხარდამჭერი იყო სახელმწიფო პროგრამა „საქართველო-ევროპა“.
12 ივნისს პერუში დააჯილდოვეს მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“. ფილმმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო აიღო კინოფესტივალზე Festival de cine Al Este.
„სანამ მამა დაბრუნდება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე.
კადრი ფილმიდან „სანამ მამა დაბრუნდება“
15-25 ივნისს კი აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. ფილმი საქართველოს, შვედეთის და რუსეთის კოპროდუქციაა. დიტო ცინცაძის ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგება.
აღსანიშნავია, რომ დისტრიბუტორებისთვის, ტელევიზიებისა და ფესტივალების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ქართული ფილმის ჩვენება შედგება. დიტო ცინცაძის ფილმს „შინდისი“, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირების რეალურ ისტორიაზე მოგვითხრობს, შანხაიში დახურულ ჩვენებაზე 18 ივნისს ნახავენ.
___________
მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „სანამ მამა დაბრუნდება“
ოფიციალური ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე ბათუმის მერიამ რამდენიმე ათეულ კომპანიას მისცა თანხმობა კონკრეტულ ზონაში სამშენებლო პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე და თითქმის ამდენივეს უარი უთხრა. „იურიდიული მრჩევლის“ დირექტორი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელმაც დოკუმენტები შეისწავლა, ამბობს, რომ, როგორც თანხმობა, ასევე უარი, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია და არ არსებობს არგუმენტირებული დასკვნა, თუ რატომ დაეთანხმა ერთ სამშენებლო კომპანიას მერია კოეფიციენტის გაზრდაზე, ხოლო მეორეს კი უარი უთხრა იგივე ქუჩაზე, იგივე ინფრასტრუქტურულ გარემოში. ამ თემაზე მან ჩვენს კითხვებსაც უპასუხა.
გიორგი,ვიცით, რომ მასალა შეისწავლეთ. რადასკვნებისგაკეთებისსაშუალებასგვაძლევს არსებული მდგომარეობა?
პირველი შესწავლით რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებს და ეს, პირველ რიგში, შეეხება დასაბუთებულობის სტანდარტს. როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საუბარია იმ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაზე, რაზეც საზოგადოების მაღალი ინტერესია, ამომწურავად უნდა იყოს განმარტებული თუ რა ფაქტობრივი გარემოებების გამო ჩათვალა მერმა მიზანშეწონილად ამგვარი გადაწყვეტილება. ის ფაქტი, რომ ზონალურმა საბჭომიმსჯელა, არ არის საკმარისი, რადგან ზონალური საბჭო იღებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს, მერი კი იღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებებს. ზოგადად, ზონალური საბჭოც ვალდებულია დასაბუთებულად მსჯელობდეს, რადგან სამართლებრივი სტანდარტი ითხოვს მეტ არგუმენტაციას თითოეული საჯარო მოხელისგან, რა რანგისაც არ უნდა იყოს იგი.
რიგ შემთხვევაშიჩანს, რომდამოკიდებულება – „რაღაცისშეცვლაგვინდა“ [რასაცამბობს,მაგალითად,მერი] გადაწყვეტილებებშიასახულიარარის, რაზემიანიშნებსეს?
სამშენებლო ბიზნესი არის წამყვანი დარგი ბათუმის რეალობაში, შესაბამისად, მერს აქვს ბიზნესზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მაგრამ არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ ეს ბიზნესი უნდა დავაპაუზოთ ან უნდა ჩავკლათ. საუბარია იმაზე, რომ სამშენებლო ბიზნესი ჰარმონიულად იყოს შერწყმული საზოგადოებრივ ცხოვრების პროცესთან, შენარჩუნებული და დაცული იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და საბოლოოდ, დადგენილი იყოს ერთიანი თამაშის წესები ყველასთვის. როდესაც ამაზე არის დაკვეთა და რეალურად სხვა სურათია, რა თქმა უნდა, საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ რეალურ პროცესებს აცდენილია ადგილობრივი ხელისუფლება, რაც, ლოგიკურად, ბევრ უპასუხო კითხვას აჩენს.
ყველა გადაწყვეტილება, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი, არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ჩვენ ვერ გავარკვევთ თუ რა ფაქტობრივ ან სამართლებრივ ბაზისურ მონაცემებს ეყრდნობა აღნიშნული გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებების გაცნობისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ინდივიდუალური გემოვნების საკითხია K2-ის გაზრდა ან უარი.
ხომარჩანს, რომზოგჯერგადაწყვეტილებებსიღებენშერჩევით? – მაგალითად,როცა ერთ უბანშიზოგკომპანიასაძლევენთანხმობას, ხოლოთითქმისიდენტურპროექტზესხვასუარსეუბნებიან?
ჩემი პროფესიული საქმიანობიდან არაერთი მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ, როდესაც კომპანის უარი უთხრეს K2 კოეფიციენტის გაზრდაზე, მაგრამ სხვა კომპანიას ათეულ მეტრში გაცილებით მეტ სართულზე გაუზარდეს კოეფიციენტი. თუნდაც არ იყო ამ პროცესის მონაწილე და ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან აკვირდებოდე, გექნება განცდა, რომ ვიღაც სარგებლობს პრივილეგიით. სწორედ, ამგვარი პრივილეგია ქმნის დისკრიმინაციულ საფუძვლებს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ცალსახად მიუღებელია.
ამ საკითხის გადაწყვეტა მარტივად შეგვიძლია. ქალაქს უნდა ჰქონდეს საყრდენი დოკუმენტი – გენერალური გეგმა და შემდგომ, პოლიტიკური ნება, რომ პატივი ვცეთ ჩვენ სამართლებრივი ნორმებს.
თუნდაცამრამდენიმებრძანებითშეგვიძლიავთქვათ, რომმშენებლობისნებართვისმიღებისსაკითხიერთიანხედვას, ერთი და იგივე წესებსექვემდებარება?
თუნდაც ერთ მხარეს იყოს ათასი დადებითი გადაწყვეტილება, მაგრამ ათასმეერთე, იმავე გარემოების ფარგლებში, უარყოფითი გვქონდეს, უკვე ბალანსი ირღვევა და ვვარდებით საერთო მწყობრი სივრციდან. სამართალში ბალანსის დარღვევა არის ყველაზე საშიში პრეცედენტის შექმნის წყარო. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარი პრეცედენტები მერის და ზონალური საბჭოს მხრიდან არაერთია, ამიტომ დასკვნები თავად საზოგადოებამ გააკეთოს.
“ვერ დასვამთ შეკითხვას, გაძევებული ხართ უკვე. სინანული გვიანია,” – ამ სიტყვებით სცადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონის შეჩერება შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე.
დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოს ჩააბარა. სხდომაზე შესვენება ენმ-ის წევრ ელგუჯა ბაგრატიონსა და თორნიკე რიჟვაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გამოცხადდა.
გაფრთხილების მიუხედავად, ელგუჯა ბაგრატიონს სხდომათა დარბაზი არ დაუტოვებია. ის ხელფასის 5 პროცენტით დაჯარიმდება რეგლამენტის დარღვევის გამო. რადგან რეგლამენტი დეპუტატის იძულებით გაძევებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ის თორნიკე რიჟვაძის თითქმის ყველა პასუხს ეხმიანებოდა რეპლიკებით გამორთულ მიკროფონთან.
სხდომის განახლების შემდეგ, თორნიკე რიჟვაძეს კიდევ ერთხელ ჰკითხეს “რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან” დაკავშირებით.
“მშენებლობის 99 პროცენტი დასრულებულია,” – მოკლედ თქვა მან.
კამათი გამოიწვია ბიუროკრატიული ხარჯების თემამაც. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ერთი მესამედით შემცირდა ეს ხარჯი.
“აგერ არის აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მთავრობაში შრომის ანაზღაურება დაახლოებით მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა,” – მიმართა თორნიკე რიჟვაძეს გია აბულაძემ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა.
სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს “პოლიტპატიმრების საქმის” პროკურორთან დაკავშირებით ვკითხეთ, რომელიც “ღირსების ორდენით” დააჯილდოვა პრეზიდენტმა და რომლის შესახებაც ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვას თორნიკე რიჟვაძემ სხდომაზე კამათის ფონზე ნაწილობრივ უპასუხა.
“უნდა გავმიჯნოთ თვითონ საკითხის შინაარსი. აქ იყო კონკრეტული უწყება წარმდგენი ჯილდოზე და კონკრეტული ინიციატივა მიიღო ჯილდოს მინიჭების თაობაზე. ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მოტივები სწორედ ამ ინსტიტუტებში უნდა გავარკვიოთ… მე სიღრმისეულად არ ვიცნობ ამ კონკრეტული დაჯილდოების შინაარსს და გამიჭირდება პასუხის გაცემა,” – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში უმაღლეს საბჭოში კამათის ფონზე ჩააბარა
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სისტემაში 2019 წლის ივნისის თვის მდგომარეობით საქართველოში სულ 4 კაცი მუშაობს სოცმუშაკად, ერთ-ერთი მათგანი 45 წლის პაატა ქათამაძეა შუახევის მუნიციპალიტეტიდან, ის აჭარაში ერთადერთი კაცი სოცმუშაკია.
მან გაიარა გასაუბრება, ტესტირება და ყველა საფეხური, რაც საქართველოში სოცმუშაკად დასაქმებისთვისაა საჭირო.
,,არ ვიცი რატომ მუშაობენ სოცმუშაკებად მხოლოდ ქალები, ალბათ მამაკაცები სხვა პოზიციებზე უფრო რეალიზებულად გრძნობენ თავს, ზუსტად ვერ გეტყვით. ამ პროფესიას თანაგრძნობისა და მოთმინების დიდი უნარი სჭირდება. იშვიათია სოცმუშაკი მამაკაცი, მაგრამ, როცა ოთხი წლის წინ აქ დავიწყე მუშაობა, ამაში უჩვეულო არავის არაფერი დაუნახავს“, – ამბობს პაატა ქათამაძე.
მისი თქმით, სოცმუშაკს საკუთარი თავის სხვის ადგილზე წარმოდგენა უნდა შეეძლოს და გრძნობდეს, ვის რა სჭირდება. აუცილებელია გეგმის სწორად დასახვაც რთულ მდგომარეობაში რომ დაეხმარო მას, ვისაც ეს სჭირდება.
პაატა ქათამაძე ამბობს, რომ სოფლისგან განსხვავებით ქალაქებში სოცმუშაკების შრომა ბევრად უფრო რთული და მრავალმხრივია. სოფლად მომუშავე სოცმუშაკებს, მაგალითად, არ უწევთ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად, ქუჩაში დასაქმებულ ბავშვების ჯგუფთან მუშაობა.
სოცმუშაკი კაცი ამბობს, რომ თუ აქამდე შუახევსა და, საერთოდ, აჭარაში არასრულწლოვანთა ქორწინების ბევრი შემთხვევა იყო, ახლა ეს ტენდენცია შეცვლილია და პრაქტიკაში მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა ახსოვს.
ყველაზე ხშირად პაატა ქათამაძეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან უწევს მუშაობა და ფიქრობს, რომ ძალადობის შემთხვევები ოჯახებში მიმართვიანობაზე გაცილებით მეტი შეიძლება იყოს.
„ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ რეგიონში ცნობიერების ამაღლებაზე – ვაწყობთ შეხვედრებს, ვსაუბრობთ ჩვენი მომსახურებების შესახებ, სოციალურ პროგრამებზე ვუამბობთ მოსახლეობას, ვხვდებით სხვადასხვა ჯგუფს სოფლებში, არაერთი მაგალითია, როცა შეხვედრა-სემინარების შემდეგ სოციალური სამსახურის სხვადასხვა პროგრამაში ერთვება, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი, მრავალშვილიანი ოჯახები მოგვმართვენ ხშირად“, – ამბობს სოცმუშაკი.
გარდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა, პაატა ქათამაძე ბავშვებთან და შშმ პირებთან მუშაობს. ამბობს, რომ მისთვის სამსახური ცხოვრების წესია და არა, უბრალოდ, მოვალეობა, რაც ხელფასის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს. მიიჩნევს, რომ ყველა სხვა პროფესიის მსგავსად, სოცმუშაკის პროფესიაც საქართველოში სათანადოდ არ ფასდება.
,,იქნებ თქვენი სტატიის შემდეგ მეტმა კაცმა ისურვოს სოცმუშაკობა და როგორღაც პოპულარული გახდეს სხვების თანაგრძნობასა და თანადგომაზე დაფუძნებული საქმის კეთება“, – ამბობს ერთადერთი სოცმუშაკი კაცი აჭარიდან.