მთავარი,სიახლეები

სუსმა ბიზნესმენი გოჩა გოგიტიძე $2 800 000 „ურანის“ გაყიდვის მცდელობის ბრალდებით დააკავა 

13.03.2019
სუსმა ბიზნესმენი გოჩა გოგიტიძე $2 800 000 „ურანის“ გაყიდვის მცდელობის ბრალდებით  დააკავა 

ქობულეთში ურანის გასხვისების ბრალდებით ორი პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუსი] 11 მარტს დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ბიზნესმენი გოჩა გოგიტიძეა.

ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-მა დღეს, 13 მარტს, შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“.

ბირთვული მასალების გაყიდვის მცდელობაში ბრალდებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: