მთავარი,სიახლეები

ბათუმში გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას გააპროტესტებენ

03.09.2019 • 1261
ბათუმში გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას გააპროტესტებენ

#სირცხვილია –  გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატად დასახელებას ბათუმში გააპროტესტებენ. საპროტესტო აქცია დღეს, 3 სექტემბერს, 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება.

„დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია გადაყენების ნაცვლად, დააწინაურა. საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას. ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ. გავრილოვის 19 პატიმარი უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. გამოდი გარეთ, გამოხატე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე.

19:00-ზე, ევროპის მოედანზე, ბათუმში – ქვეყნის სამსახურში!,” – ნათქვამია ორგანიზატორების  მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის პარალელურად დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება თბილისში,  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.  ორგანიზატორები „სირცხვილიას“ აქციების ლიდერები არიან.

 

ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: