სიახლეები

1496 ბავშვი მინდობით – ვითარება ბავშვთა სახლების შემდეგ [ინფოგრაფიკა]

17.07.2018
1496 ბავშვი მინდობით – ვითარება ბავშვთა სახლების შემდეგ [ინფოგრაფიკა]

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მინდობით აღზრდაში სულ განთავსებულია 1496 ბავშვი; 2016 წლის მონაცემებით მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით ისარგებლა – 1355 ბავშვმა; 2017 წელს მინდობით აღზრდაში სახელმწიფო 1448 ბავშვზე ზრუნავდა;

2016 წელს მიმღები ოჯახის უპირატესობით მინდობით აღზრდიდან გაშვილდა 4 ბავშვი;  2017 წელს – 7; 2018 წელს – 5 ბავშვი;

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის  „მცირე საოჯახო ტიპის სახლების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, 2018 წლის მაისის მდგომარეობით,  რეგისტრირებულია 47 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსებულია 6 წლის ზემოთ ასაკის 339 ბენეფიციარი.  ამ პროგრამის  „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულია ერთი სახლი, სადაც განთავსებულია 7 ბენეფიციარი.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: