მთავარი,სიახლეები

215 ათასი ლარი მოცეკვავე შადრევნის აუდიოსისტემის განახლებისთვის

03.09.2019
215 ათასი ლარი მოცეკვავე შადრევნის აუდიოსისტემის განახლებისთვის

ბათუმში არდაგანის ტბის ლაზერული შადრევნის აუდიოსისტემის განახლებისთვის „ბათუმის ბულვარს“ 215 668 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია.

ლაზერული [ე.წ. მოცეკვავე] შადრევნის აუდიოსისტემის განახლება [თანმდევი მომსახურება, მონტაჟი, ინსტალაცია, ტესტირება, ტრენინგი] უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 13 სექტემბერს დასრულდება.

– – – – –

დღემდე მოუგვარებელია არდაგანის ტბის დაბინძურების პრობლემა. ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია განთავსებული, წვიმის დროს სანიაღვრე არხებიდან ბინძურდება, ხოლო მშრალ ამინდში დაჭაობებას იწყებს. ტბის დაჭაობების მიზეზი დაუდგენელია და ამ კუთხით მას არც არავინ იკვლევს.

ამ თემაზე:

რატომ ვერ/არ შველიან არდაგანის ტბას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: