მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჯავახიშვილის, ბაგრატიონისა და ორბელიანის ქუჩებს შორის მოძრაობა შეიზღუდება

04.09.2019
ბათუმში ჯავახიშვილის, ბაგრატიონისა და ორბელიანის  ქუჩებს შორის მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე. შეზუდვა შეეხება ასევე  ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთს.  შეზღუდვა ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:

  • N8 მუნიციპალური ავტობუსი – ლეონიძის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები;
  • N11 მუნიციპალური ავტობუსი – ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩები;
  • N42 მიკროავტობუსი – ორბელიანის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: