მთავარი,სიახლეები

BIAFF 2019 – ვინ გამოავლენს გამარჯვებულ ფილმებს კინოფესტივალზე

02.09.2019
BIAFF 2019 – ვინ გამოავლენს გამარჯვებულ ფილმებს კინოფესტივალზე
ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი 2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ბათუმის მერია.

საკონკურსო სექციაში შედის მხატვრული, დოკუმენტური და მოკლმეტრაჟიანი ფილმები.  კინოფესტივალ BIAFF 2019-ის  საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია.

საერთაშორისო მხატვრული ფილმების ჟიური

  1. ალექსანდრე მინდაძე, რუსეთი – ჟიურის თავჯდომარე
  2. ტატიანა დეტლოფსონი, აშშ
  3. მარტინ ბლეინი, დიდი ბრიტანეთი
  4. კარმენ გრეი, დიდი ბრიტანეთი
  5. რუსუდან გლურჯიძე, საქართველო

საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ჟიური

  1. ქშიშტოფ გიერატი, პოლონეთი – ჟიურის თავჯდომარე
  2. გასიდე გოლმაკანი, ირანი
  3. კარენ ავეტისიანი, სომხეთი
  4. ოლეს იანჩუკი, უკრაინა
  5. ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, საქართველო

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიური

  1. ოთარ შამათავა, საქართველო – ჟიურის თავჯდომარე
  2. პოლ თილჯეს, ლუქსემბურგი
  3. დევიდ ლორენცი, გერმანია

ქართული ფილმის კრიტიკოსთა ჟიური

  1. ლელა ოჩიაური – ჟიურის თავჯდომარე
  2. ნინო მხეიძე
  3. სალომე კიკალეიშვილი

 კინოფესტივალ BIAFF-ის ჩვენებები გაიმართება:

[checklist]

  • კინოთეატრ „აპოლოში“
  • სასტუმრო “Wyndham”-ის საკონფერენციო დარბაზში
  • ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე

[/checklist]

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასასწრებად საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფოცენტრში.

საფესტივალო ფილმების სრული სია და ჩვენებების განრიგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 


ამავე თემაზე – BIAFF 2019 – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: