მთავარი,სიახლეები

რა გაირკვა „ქობულეთში $2 800 000 ურანის გაყიდვის მცდელობის საქმეზე“

04.09.2019
რა გაირკვა „ქობულეთში $2 800 000 ურანის გაყიდვის მცდელობის საქმეზე“

„გრძელდება სასამართლო გამოძიება. ამ ეტაპზე ბრალდების მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს,“ – ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა. ის ქობულეთში $2 800 000 ღირებულების ურანის გაყიდვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გოჩა გოგიტიძის ინტერესებს იცავს. სუს-მა 3 მარტს ამ საქმეზე რომან ქათამაძეც დააკავა.

„პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. რამდენჯერმე ვიყავი ჩასული და გადაიდო. სხვა არაფერი ვიცი, ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა ბრალდებულ რომან ქათამაძის მეუღლემ, ეკა ოქროპირიძემ.

გამოძიების ვერსიით, „აღნიშნული პირები ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“.

რას ამბობენ თავად ბრალდებულები? – ადვოკატი ირმა ჭკადუა აღნიშნავს, რომ ბრალდებულებს სასამართლოსთვის ჩვენება ჯერ არ მიუციათ და საქმის დეტალებზე ვერ დაგველაპარაკება, ვიდრე მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამის შესახებ არ შეუთანხმდება. მორიგი პროცესი ოქტომბერშია ჩანიშნული. ორივე ბრალდებული ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბირთვული მასალების გაყიდვის მცდელობაში ბრალდებულებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: