მთავარი,სიახლეები

BIAFF 2019 – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური

30.08.2019 • 2269
BIAFF 2019 – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის პროგრამისთვის  ფილმების შერჩევა დაასრულა.  კინოფესტივალის [BIAFF] დამფუძნებელმა ზვიად ელიზიანმა წლევანდელი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა გამოაქვეყნა.

წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში  25 ფილმი იქნება წარმოდგენილი, საიდანაც 6 ქართველი რეჟისორის ნამუშევარია. ეს ფილმებია:

[checklist]

  • გაბანა, ნიკოლოზ გუგუშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ
  • კარს მიღმა, ნიკა ქურდაძე, საფრანგეთი / საქართველო, 2019; 31 წთ
  • ტრადიცია, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2019; 22 წთ
  • ცხოველი, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019; 30 წთ
  • ცუდი ხალხი, გიორგი სიხარულიძე, საქართველო, 2019; 20 წთ
  • „აიღე“, ვიქტორია ჰანტი, ავსტრალია, 2019; 9 წთ
  • ანა, დეკელ ბერენსონი, უკრაინა / ისრაელი / დიდი ბრიტანეთი, 2019; 15 წთ
  • ბაგატელი, დენიელ ლევინი, აშშ, 2019; 30 წთ
  • ბრმა სიყვარული, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია, 2019; 18 წთ
  • ბებო აქსო, მეგი ბასილია, ისრაელი, 2019; 26 წთ
  • გამორჩეული გრძნობები, კერენ მარჩიანო, საფრანგეთი, 2019, 11 წთ
  • დელირიუმი, ვაჰიდ & ნავიდ ნამი, ირანი, 2019; 16 წთ
  • იმედი, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019; 26 წთ
  • ზღვის ტალთები, ამირ გოლამი, ირანი, 2018; 16 წთ
  • ინდაური, ამირ მასუდ სოჰეილი, ავღანეთი, 2019; 15 წთ
  • იყავი ფხიზლად, იყავი მზად, ფჰამ თიენ ან, ვიეტნამი /სამხრეთ კორეა/აშშ, 2019, 14 წთ
  • კივილი, ტომ სტენკო, რუსეთი, 2019; 24 წთ
  • მანო ა მანო, ლუიზა კურვასორი, საფრანგეთი, 2018; 23 წთ
  • მიუწვდომელი, ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა, 2018; 27 წთ
  • საზამთროს წვენი, ირინე მორეი, ესპანეთი, 2019; 22 წთ
  • საზღვარზე, ვეი შუუჯუნი, ჩინეთი, 2018; 15 წთ
  • სკამები, ორხან აგაზადე, აზერბაიჯანი, 2019; 20 წთ
  • ღმერთი ურჩხული, აგუსტინა სან მარტინი, არგენტინა, 2019; 10 წთ
  • შესანიშნავი 60 დღე, ტაევუ კიმ, სამხრეთ კორეა 2019; 9 წთ
  • ხაფანგი, ნადა რიადი, ეგვიპტე / გერმანია, 2019 წელი, 20 წთ

[/checklist]

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ნომინაციებია – საუკეთესი ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი.

საერთაშორისო ჟიური შედგება 3 წევრისგან – ოთარ შამათავა – თავმჯდომარე [საქართველო], პოლ ტილჯეს [ლუქსემბურგი], დავიდ ლორენცი [გერმანია].

BIAFF ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“ და სასტუმრო “Wyndham”-ის  საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. კინოჩვენებები გაიმართება ასევე ღია ცის ქვეშ ევროპის მოედანზე.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის ე.წ.„უფასო ბილეთების“ აღება იქნება საჭირო [რაც დაჯავშნის და კონტროლისთვის გამოიყენება] კინოთეატრში [აპოლო] BIAFF ინფოცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ რეგისტრაციის მეშვეობით ფესტივალის საიტზე: https://biaff.org/media-acreditation 

ბათუმის კინოფესტივალი ჩატარდება 2019 წლის 15-22 სექტემბერს.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია  ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: