რეკლამა,სიახლეები

ვითიბი ბანკის ბარათის მფლობელებისთვის Apple Pay ხელმისაწვდომი გახდა

03.09.2019
ვითიბი ბანკის ბარათის მფლობელებისთვის Apple Pay ხელმისაწვდომი გახდა

დღეიდან ვითიბი ბანკის ბარათების მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ მარტივი და უსაფრთხო პირადი გადახდების ინსტრუმენტით Apple Pay, რომელიც მთლიანად ცვლის მობილური გადახდებს და ხდის მათ უფრო მარტივს და სწრაფს.

Apple Pay  დაფუძნებულია უსაფრთხოებაზე და კონფენდენციალურობაზე. ბარათის ნომრის დამატებისას,  Apple Pay არ ინახავს მას არც მოწყობილობაზე და არცApple -ის  სერვერებზე. სანაცვლოდ ხდება მოწყობილობის უნიკალური ნომრის მინიჭება, რომელიც იშიფრება და უსაფრთხოდ ინახება თქვენი მოწყობილობის ჩიპში – „უსაფრთხო ელემენტი“.

Apple Pay-ს დაყენება მარტივია. საკრედიტო და სადებეტო ბარათის დამატება ხდება აპლიკაციით Wallet, სავაჭრო ობიექტებში გადახდა შესაძლებელია ტელეფონით iPhone SE, iPhone 6 და უფრო გვიანი მოდელებით, ასევე Apple Watch -ით.

ონლაინ ან აპლიკაციით რაიმეს შეძენის დროს Apple Pay იძლევა  მარტივ, Touch ID -ზე ერთი შეხებით  გადახდის შესაძლებლობას, ასევე გვერდითი ღილაკის ორჯერ დაჭერით ან Face ID -ს გამოყენებით IPhone X –ს შემთხვევაში. ამასთან ერთად საჭირო აღარ არის, დოკუმენტებში საკონტაქტო მონაცემების ხელით შევსება,  განმეორებით მიწოდების ან ანგარიშის დეტალების შეყვანა. შენაძენის გადახდისას აპლიკაციით ან ბრაუზერში Safari, Apple Pay მუშაობს iPhone 6 -ს ან შემდგომი მოდელის ტელეფონებზე, ასევე ხელმისწვდომია  iPad Pro, iPad Air 2, iPad mini 3 -ს და უფრო ახალ მოდელებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Apple Pay,2012 წლის შემდგომ გამოშვებული Mac-ზე რომელზედაც დაყენებულია სისტემა macOS Sierra, ხოლო გადახდის დადასტურება შესაძლებელია ტელეფონით iPhone 6, შემდგომი მოდელის ტელეფონებით, Apple Watch -ის გამოყენებით და ასევე MacBook Pro -ს Touch ID -ზე თითის მიკარებით.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: