მთავარი,სიახლეები

რას მოისმენთ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალზე – პროგრამა

03.09.2019 • 1632
რას მოისმენთ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალზე – პროგრამა

1-10 სექტემბერს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი იმართება, რომლის ფარგლებშიც ბათუმს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები და ახალგაზრდა, ვირტუოზი შემსრულებლები ესტუმრნენ. ფესტივალი პირველ სექტემბერს იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა და 10 სექტემბერს ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი UNESCO-ს პატრონაჟით უკვე მეშვიდე წელია იმართება.

წელს დრამატული თეატრის საკონცერტო დარბაზში გაცოცხლდება ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, სენსანსის, შოპენის, ლისტის და რაველის ნაწარმოებები. 3, 5, 6, 7 და 10 სექტემბერს კონცერტები 20:00 საათზე გაიმართება.

ფესტივალის მომდევნო დღეების საკონცერტო პროგრამა ასეთია:

 

3 სექტემბერი  

ჯანკარლო დე ლორენცო – დირიჟორი/იტალია / ბათუმის ფესტივალის ორკესტრი

დავით ალადაშვილი – ფორტეპიანო/საქართველო

კლაუდიო მანსუტი – კლარნეტი/იტალია

პროგრამა: ბეთჰოვენი – „ეგმონტი“ უვერტიურა, მოცარტი – კონცერტი კლარნეტისთვის ლა მაჟორი

ბეთჰოვენი – საფორტეპიანო კონცერტი #5 თხზ.73

 

5 სექტემბერი 

ალექსანდრა მასალევა – ფორტეპიანო/რუსეთი

პროგრამა: მიშელ სონი – „ნაპირები“ დიურანის გამოცემა, ლისტი – საფორტეპიანო სონატა სი მინორი

ლისტი – „რიგოლეტო“ პერიფრაზი

 

6 სექტემბერი

ლიდი სოლომონი – ფორტეპიანო/საფრანგეთი

პროგრამა: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, სონი, რაველი

 

7 სექტემბერი

გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო

 

10 სექტემბერი

ფორტეპიანოს „მომავლის ვარსკვლავები“ – დასკვნითი გალა კონცერტი

ლიზა მეგრელიშვილი, ანაჰიტ სტელმაშოვა, ეკა ნიკოლაძე, ბარბარე ჩხაიძე, ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე.


კონცერტებზე დასასწრები ბილეთის ფასი 10, 20 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ – TKT.GE -ზე ასევე ბათუმის დრამატული თეატრის სალაროში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: