მთავარი,სიახლეები

ნაგავი არდაგანის ტბაში სანიაღვრე არხებიდან [ფოტო]

01.07.2019 • 1811
ნაგავი არდაგანის ტბაში სანიაღვრე არხებიდან [ფოტო]

ბათუმში, არდაგანის ტბის დაბინძურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ტბა, წვიმის დროს სანიაღვრე არხებიდან ბინძურდება, ხოლო მშრალ ამინდში დაჭაობებას იწყებს. ტბის დაჭაობების მიზეზი, ამ დრომდე დაუდგენელია და ამ კუთხით მას არავინ იკვლევს.

არდაგანის ტბის ერთადერთი „მეპატრონე“ დღეს „ბათუმის წყალია“, რომლის თანამშრომლები ბადეებით თუ სპეცტექნიკით ტბის ზედაპირს თითქმის ყოველ დღე  წმენდენ შლამისა [მშრალ ამინდში] თუ იმ ნარჩენებისგან, რომელიც ტბაში სანიაღვრე არხებიდან ხვდება [წვიმის დროს].

28 ივნისის წვიმის დროს ტბა, ძირითადად, ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი სანიაღვრე არხით დაბინძურდა. ეს არხი მოძველებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ამ არხის რეაბილიტაცია და ტბასთან სატუმბი სადგურის მშენებლობა, ბათუმის მერიის გეგმით, 2020 წლის მარტში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე: რა მონაკვეთში გადაიკეტა და როდის აღდგება მოძრაობა სრულად ჯავახიშვილის ქუჩაზე

ჯავახიშვილის სანიაღვრე არხისა და სატუმბი სადგურის მშენებლობის პერიოდში კი ამორტიზებული არხიდან წვიმის წყალი [ნაგავთან ერთად] ღიად ჩაედინება ტბაში.

ბოლო წვიმების დროს ტბაში, როგორც სამშენებლო, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენები აღმოჩნდა:

არდაგანის ტბიდან ამოღებული ნაგავი / 29.06.2019 / ფოტო: ბათუმელები

არდაგანის ტბიდან ამოღებული ნაგავი / 29.06.2019 / ფოტო: ბათუმელები

არდაგანის ტბა / 29.06.2019 / ფოტო: ბათუმელები

არდაგანის ტბა / 29.06.2019 / ფოტო: ბათუმელები

ამ თემაზე:

რატომ ვერ/არ შველიან არდაგანის ტბას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: