მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ძუძუს წარმონაქმნების მოშორების არაოპერაციული მეთოდი ბათუმში – სიახლე

04.09.2019 • 6261
ძუძუს წარმონაქმნების მოშორების არაოპერაციული მეთოდი ბათუმში – სიახლე

უკვე ორი თვეა, რაც საქართველოში ქალებს შეუძლიათ ხანმოკლე პროცედურის საშუალებით, უახლესი მეთოდით მკერდიდან მოიცილონ არასასურველი წარმონაქმნები, საეჭვო კვანძები და ფიბროადენომები.

ვაკუუმ რეზექციის – ანუ გამოტუმბვით ამოჭრის (VAE) მეთოდი ამერიკაში 10 წელზე მეტია რაც პოპულარულია, ის არაოპერაციული მეთოდია სარძევე ჯირკვლებიდან წარმონაქმნების მოსაცილებლად.

სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების მოცილებისას ვაკუუმ რეზექციის გამოყენება აშშსა და ევროპაშიოქროს სტანდარტადარის მიჩნეული. აღნიშნული მეთოდიკა რეკომენდებულია წამყვანი ცენტრებისა და მამოლოგიური ასოციაციების მიერ, როგორც სექტორალური ანუ ღია რეზექციის მცირეინვაზიური ალტერნატივა ფიბროადენომისა და სარძევე ჯირკვლის სხვა ტიპის წარმონაქმნების მოცილებისას, აგრეთვე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ადრეული დიაგნოსტირებისას.

ბათუმში კლინიკა „ნიუ პლაზმას“ დამფუძნებელი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე გვიყვება: „ჩვენთან ეს მეთოდი აქამდე არ არსებობდა. ინფორმაცია არც პაციენტებს ჰქონდათ და არც ექიმებს. ამავდროულად ყოველთვის არის უდიდესი საჭიროება კვანძების დროული და სწორი დიაგნოსტიკისა და ამისათვის  ჩვენ დავუკავშირდით ესტონურ კომპანიას, რომელიც შუამავალია ევროპის ქვეყნებში, ჩამოვიტანეთ ამერიკიდან აპარატი და დავნერგეთ ეს მეთოდი ჩვენთან.

მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე

მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე

უკვე ორი თვეა, რაც „კლინიკა ნიუ პლაზმაში“ პირველი პროცედურები ჩატარდა. თავიდან დავიწყეთ უშუალოდ ჩამოსული სპეციალისტების მეთვალყურეობით, ახლა კი დამოუკიდებლად ვთავაზობთ ამ სერვისს პაციენტებს.

მეთოდის დაუფლებაში დამეხმარა გამოცდილებამ ძუძუს ბიოფსიებში, რომელთაც უკვე თითქმის 10 წელი ექოსკოპიური კონტროლით ვაკეთებ. ვაკუუმ რეზექცია კი ბიოფსიის გაუმჯობესებული და თანამედროვე ვარიანტია, რადგან ვაკუუმრეზექცია თავიდან შექმნილი იყო როგორც დიაგნოსტიკური მეთოდი, შემდეგ კი განმტკიცდა მისი სამკურნალო ნაწილიც.

ძუძუში შეიძლება ბევრი სახის კვანძი ჩნდებოდეს. მთავარია, ჩვენ მოვახერხოთ დროული დიაგნოსტირება და განსაზღვრა – კვანძი კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი, შეიცავს სამომავლოდ რაიმე გადაგვარების რისკს თუ არა.

სამწუხაროდ, ამის შეფასება მხოლოდ ვიზუალური დაკვირვებით და მისი ნაწილობრივი ბიოფსიით ხშირად შეუძლებელია. ვაკუუმრეზექცია კი იძლევა იმის საშუალებას, რომ კვანძი სრულად ამოვიღოთ, შემდეგ კი გავაგზავნოთ ლაბორატორიაში, სადაც მორფოლოგი დაადგენს 100%-ან დიაგნოზს.

ამავდროულად ვაკუუმრეზექცია არის უსაფრთხო: ამდენი ხნის განმავლობაში ჩატარებული მრავალი კვლევის თანახმად, ამ მეთოდის შედეგები ღია ოპერაციებისგან არ განსხვავდება და ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებულ არავითარ რისკს არ შეიცავს.

როცა არსებობს საშაულება, რომ სამომავლო საფრთხე თავიდან აიცილო ახლა ადვილად, რატომ უნდა გადადო ეს სამომავლოდ?

[highlight color=”green”]არსებობს უამრავი უპირატესობა, რაც ვაკუუმრეზექციას ოპერაციული მეთოდისგან გამოარჩევს:[/highlight]

[checklist]

  • დრო – პროცედურა დაახლოებით 15-წუთიანია, როცა ღია ოპერაციებს რამდენიმე საათამდე დრო და ხშირად სტაციონარში დარჩენა აჭირდება
  • ფასი – იმ ფონზე, რომ ვაკუუმრეზექცია დაახლოებით იმდენივე ღირს, რაც სტანდარტული ოპერაცია, ეს მეთოდი თავიდან აგაცილებთ შემდეგომ ძვირადღირებულ სტაციონარულ და აღდგენით მკურნალობას
  • კომფორტი – ვაკუუმ რეზექციის მეთოდი კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით, სრულიად უმტკივნეულოდ.
  • სილამაზე – არ რჩება ნაწიბურები და ძუძუს ფორმა არ იცვლება
  • უსაფრთხოება – როგორც აღვნიშნეთ, მეთოდი უსაფრთხოა. ამის დასტური ისიცაა, რომ წელიწადში მილიონ-ნახევარზე მეტი პროცედურა ტარდება მსოფლიოში.

[/checklist]

სამომავლოდ იგეგმება მეთოდის აქტიური დანერგვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რათა ვაკუუმრეზექციის მეთოდი გახდეს პოპულარული და ხელმისაწვდომი ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის.


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 568 10 44 10
სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:კლინიკა ნიუ პლაზმა – New Plasma Clinic 

მისამართი: ბათუმი, პუშკინის ქუჩა N141

გადაბეჭდვის წესი


ასევე: