საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 30 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 06:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“ – აცხადებს დეპარტამენტი.
ჯანდაცვის სამინისტროში, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
პროფესიული განვითარები საბჭოს გადაწყვეტილებით, 7 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა.
პროფესიული განვითარების საბჭოს წინა სხდომა 17 ნოემბერს ჩატარდა, რომელზეც სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 4 ექიმს შეუჩერეს.
პროფესიული განვითარების საბჭო, განცხადების საფუძველზე, შეისწავლის ექიმთა პროფესიული საქმიანობას, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა 2022 წელს 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.
უკრაინის უშიშროების ცნობით, დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული ლიტერატურა აღმოაჩინეს პოჩაევის სასულიერო სემინარიასა და ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში. უწყება, უკვე მეორე კვირაა, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში შემოწმებასა და დაკითხვებს განაგრძობს.
როგორც უშიშროების სამსახურის განცხადებაში აღნიშნული, ამოიღეს ლიტერატურა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, უარყოფილი უკრაინელი ერის, მისი ენის არსებობა და უკრაინის უფლება სახელმწიფოებრიობაზე.
„ბროშურები და წიგნები სავსეა ქსენოფობიით, სიძულვილით, შეურაცხმყოფელი გამონაგონით სხვა ეთნიკურობისა და რელიგიის მქონე ხალხისადმი. ლიტერატურის დიდი ნაწილი – რუსი ავტორებისაა და რუსეთშია გამოცემული,“ – უშიშროება დასძენს, რომ ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში აღმოაჩინეს რუსული სამხედრო ფორმირება „დონის დიდი ჯარების“ სიმბოლიკაც.
„ლაპარაკია იმ უკანონო სამხედრო ფორმირების შევრონებზე, რომელიც 2014 წელს რაშისტებს ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპაციაში დაეხმარა,“ – აზუსტებს უწყება.
25 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩხრეკაჩაატარა ჩერნოვიც-ბუკოვინის ეპარქიაში, რომელიც ასევე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილება.
უწყების ცნობით, ამოღებულია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის ხელმძღვანელთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეა; მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციები, რომლებსაც საეკლესიო მსახურებისას იყენებდნენ და დიდი რაოდენობით კრემლისტური ლიტერატურა.
22 ნოემბრის დილით უშიშროების სამსახური შევიდა კიევ-პეჩორის ლავრაში;
იმავე დღეს, უშიშროების სამსახურმა დაიწყო ჩხრეკა კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და სარნი-პოლესსკის ეპარქიაში;
უწყების ცნობით ოპერაციის მიზანია „კონტრდაზვერვის ღონისძიებების გატარება უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღსაკვეთად“;
ჩხრეკის მეორე დღეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაიკითხა 350 სასულიერო პირი, კიევ-პეჩორის ლავრიდან კი ამოიღეს პრორუსული და პროპაგანდისტული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და ეკლესიის სკოლებში სწავლებისას გამოიყენებოდა, 2 მილიონი გრივნა (100 ათასი დოლარი) და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.
უშიშროების ოპერაციას მოსკოვმა „რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კიევის ომი უწოდა“;
ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში რუსეთის ხელშეწყობის ბრალდებით 33 სასულიერო პირი დააკავეს.
ამ დღეებში ისრაელში უკრაინის დელეგაცია ჩავიდა. ვიზიტის მიზანი ისრაელის თავდაცვის არმიის (ცახალი) წარმომადგენლებთან შეხვედრა და ისეთი სისტემის შექმნაზე მუშაობაა, რომელსაც სარაკეტო დარტყმების შესახებ წინასწარ შეტყობინება შეუძლია.
ინფორმაციას ტვიტერზე ისრაელელი ჟურნალისტი მორია ასრაფ უოლბერგი აქვეყნებს.
„დელეგაცია კიევიდან, მის შემადგენლობაშია უკრაინის არმიის მაღალჩინოსანიც, „ცახალის“ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ისრაელში ჩავიდა. შეხვედრების მიზანი უკრაინისთვის სარაკეტო თავდასხმების გამაფრთხილებელი სისტემის შექმნაში დახმარებაა“ – წერს ჟურნალისტი.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკორექტულობის გამო უკრაინელთა ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ სურდა.
უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სურვილი, მიიღონ შეიარაღება ისრაელისგან, თუმცა ადგილობრივი მედიის წყაროების ცნობით, ქვეყნის პოზიცია ამ საკითხზე არ შეცვლილა.
ისრაელში უკრაინის საელჩოს და უკრაინის თავდაცვის უწყებას დელეგაციის ვიზიტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
דיווחנו הערב במהדורה:
משלחת מקייב, ובה בכיר מאוד בצבא האוקראיני, הגיעה ארצה באחרונה לסדרת פגישות עם גורמים בצה״ל. מטרת הביקור הרשמית הייתה קידום בניית מערכות התרעה נגד טילים עבור האוקראינים. בישראל ביקשו לשמור על ביקור המשלחת בדיסקרטיות בצל הרגישות המדינית מול מוסקבה >
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბევრჯერ საჯაროდ უსაყვედურა ისრაელის ხელისუფლებას იმის გამო, რომ ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ აწვდის და მისი დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარულ ტვირთს მოიცავს.
უკრაინაში ირანული დრონების გამოჩენის შემდეგ, არაერთი ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ისრაელმა პოზიცია შეიცვალოს, თუმცა ქვეყანა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ამ დრომდე არ თანხმდება.
პარალელურად, როგორც დასავლური მედია წერს, ისრაელი უკრაინას საიდუმლოდ აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც კიევს ირანულ კამიკაძე-დრონებთან ბრძოლაში ეხმარება.
17 ნოემბერს გამოცემა Haaretz-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების თხოვნით, ისრაელი უკრაინისთვის მილიონობით დოლარის „სტრატეგიული აღჭურვილობის“ შეძენას დათანხმდა.
2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია. ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. გაეროს სააგენტოთა ჯგუფი სპეციალური განცხადებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას. სააგენტოთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში შევა.
სადა შეფუთვა გულისხმობს თამბაქოს ნაწარმისთვის სასაქონლო ნიშნის, ფერების, ბრენდის გამოსახულების ან სარეკლამო ინფორმაციის გამოყენების აკრძალვას, გარდა ბრენდის სახელებისა და პროდუქტის სახელებისა, რომლებიც ნაჩვენები იქნება სტანდარტულ ფერსა და შრიფტში.
2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო რეგულაცია, რომელიც სამაგალითო გახდა მრავალი ქვეყნისთვის: „ამ კანონის, ასევე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვა კომპონენტების წარმატებული დანერგვიდან უკვე 2 წლის შემდგომ, ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, დაფიქსირდა თამბაქოს მოხმარების და თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურების მნიშვნელოვანი კლება, შემცირების ტენდენციები გაჩნდა მასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებითაც“.
თუმცა, ჯანმოს ცნობით, იმისთვის, რომ მიღწეული პროგრესი შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს, აუცილებელია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ყოვლისმომცველი პოლიტიკის სრულფასოვნად და მდგრადად განხორციელება. თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის კანონმდებლობა ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ რეგულაციად მიიჩნევა, რომელიც მიმზიდველობას უკარგავს თამბაქოს პროდუქტებს და ამცირებს თამბაქოს მავნეობის შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.
„მივესალმებით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ მტკიცე პოზიციას თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შეუფერხებელი ამოქმედების კუთხით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას“, – წერია ჯანმოს ევროპის ოფისის განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა. მოსამართლეებისთვის სულ 73 ვაკანსიაა.
ვაკანსიაა ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებშიც. ბათუმში ქობულეთისთვის შეარჩევენ ერთ მაგისტრატ მოსამართლეს, ხელვაჩაურში კი თითო-თითო მაგისტრს – ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის.
„კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება განხორციელდეს 2022 წლის 28 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად,“ – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაში.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ჯამაგირი თვეში 5 ათასი ლარია, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის [მათ შორის, მაგისტრატის] ხელფასი კი – 4 ათასი ლარი. მოსამართლეები ასევე იღებენ დანამატებს.
უფლებადამცველები და მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ რეალურად სასამართლოს კლანი მართავს, ხოლო კონკურსი მოსამართლეებისთვის ფორმალურად ცხადდება. სასამართლოში კლანის არსებობას ადასტურებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორიც – კლანზე საუბარია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც.
„ჩვენ განვაახლებთ ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობას. შემდეგი ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება ეს პროექტი,“ – აღნიშნა დღეს, 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ.
საუბარია იმ ყინულის მოედანსა და საცურაო აუზზე ბათუმში, სადაც აჭარის მთავრობამ 29 მილიონი ლარი უკვე დახარჯა, ადგილზე კი, არც ყინულის არენაა მოწყობილი და არც აუზი. ეს პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.
„აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ ამჯერად პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელახლა შეისყიდა, რაშიც დამატებით 719 ათას 800 ლარი გადაიხადა. კონკურსში გამარჯვებულ კომპანია BWC-ისთან ხელშეკრულება 2022 წლის მაისში გაფორმდა.
„გაუზიარე სინათლე, Поділися Світлом!“ – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც ომში მყოფი უკრაინის დენის გენერატორებით დახმარებას ითვალისწინებს. რუსეთი უკრაინაში მიზანმიმართულად ანადგურებს ელექტროენერგიისა და წყლის ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„ჩვენ, 90-იანებს გამოვლილ ადამიანებს, ძალიან კარგად გვესმის, რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. თუმცა 90-იანებისგან განსხვავებით, დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მათ დავეხმაროთ.
გაჩნდა იდეა, შევაგროვოთ ფული და ვიყიდოთ თუნდაც 100 გენერატორი უშუქოდ დარჩენილი უკრაინელებისთვის.
სულ ცოტა ხნის წინ ლიეტუვის მოსახლეობამ, ჩვენზე პატარა ქვეყანამ, ბაირახტარისთვის საჭირო ფული – 5 მლნ დოლარი შეუგროვა უკრაინას, შემდეგ კი ჩეხებმა სამ დღეში შეაგროვეს ძალიან ბევრი თანხა.
ვიფიქრეთ, რომ ეს ჩვენც შეგვიძლია,“ – ამბობენ კამპანიის ინიციატორები – ლანა ღვინჯილია, ლევან ბუთხუზი, ეკა ასათიანი და დათო სიხარულიძე. მათ ვიდეორგოლიც ჩაწერეს სპეციალურად ამ კამპანიისთვის.
მათივე ინფორმაციით, შეძენილ გენერატორებს უკრაინაში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს, რომელიც ყველაზე დაზარალებული უბნის 100 სადარბაზოს მიაწოდებს დენის წყაროს.
„გაუზიარე სინათლე“ კამპანიის ინიციატორები: ლანა ღვინჯილია, ლევან ბუთხუზი, ეკა ასათიანი.
„გვინდა, რომ 12 დეკემბრამდე შემოუერთდნენ ადამიანები ამ კამპანიას, რადგან 25 დეკემბერს უკრაინაში არის შობა და ეს არა მარტო სიმბოლური ამბავია მათთვის, არამედ ზამთრის პიკიცაა.
ყველაზე დიდი მოტივატორი დღეს საკუთარი მაგალითია. ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ აქციაში – „გააზიარე სინათლე, Share Light Поділися Світлом!“, ვთხოვთ, ამაზე ღიად თქვას, დაწეროს ან გადაიღოს ვიდეო და ატვირთოს ნებისმიერ სოციალურ პლატფორმაზე“, – ამბობენ კამპანიის ინიციატორები.
მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე:
GE07TB7163836070100002
მიმღები – „პოპულუს რეი“. დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: „შემოწირულობა“.
საკონდიტრო ნაწარმისა და სნექების მწარმოებელ კომპანიას – „ჯორგიან ბეიქერს“ Georgian Bakers – სასუსნავის მოყვარული მომხმარებელი 14 წელიწადია, იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დაარსება რთულ დროს – 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა და დამფუძნებლებს, შესაბამისად, ბევრი გაუთვალისწინებელი ბარიერის გადალახვა მოუწიათ, 2009 წლის აპრილში კომპანია „ჯორჯიან ბეიქერსი“ მაინც გაიხსნა და პირველი პროდუქციაც მალევე გამოუშვა. მომხმარებლის პირველი ფიდბექის შემდეგ კი უკვე ცხადი გახდა, რომ „ჯორჯიან ბეიქერსის“ ორცხობილები ქართულ ბაზარზე თავის ადგილს მალე დაიმკვიდრებდა.
გამართული სტრატეგიისა და მოტივირებული დამფუძნებლების ყოველღიური შრომის შედეგად, 4 სახის პროდუქტითა და რამდენიმე დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი თანდათან გაფართოოვდა. დღეისათვის „ჯორჯიან ბეიქერსი“ 20-ზე მეტ ნაწარმს და 50 თანამშრომელს ითვლის და საქართველოს ბაზარზე საკონდიტრო მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ოპერირებს, რომელიც ყოველწლიურად სარეალიზაციოდ 1000 ტონამდე ორცხობილასა და სნექს უშვებს.
2022 წლამდე „ჯორჯიან ბეიქერი“ საკუთარი რესურსით 5000-მდე სავაჭრო ობიექტს ამარაგებდა. 2022 წლის შემოდგომიდან დამფუძნებლებმა სტრატეგია შეცვალეს და საქართველოში ერთერთ უმსხვილეს კვების პროდუქტების დისტრიბუტორს, „დიპლომატ ჰოლდინგს“, დაუპარტნიორდნენ, რომელმაც პროდუქციის ლოჯისტიკას და რეალიზაცია საკუთარ თავზე აიღო. გამოთავისუფლებული რესურსი კი კომპანიამ პროდუქციის დახვეწისა და გამრავალფეროვნებისკენ მიმართა.
სიახლეა ისიც, რომ თიბისი მხარდაჭერით „ჯორჯიან ბეიქერსის“ საწარმომ 2021 წლიდან ორთაჭალიდან ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადმოინაცვლა. ახალი საწარმო 2500 კვმ ფართობს იკავებს და თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი.
„თიბისი გვერდში დაგვიდგა რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, მაშინ, როცა კომპანიას სჭირდებოდა სახსრები ახალი სიცოცხლის შესაძენად თავისი საქმიანობისთვის, რაც გამოიხატებოდა საწარმოს გადატანაში ერთი ადგილიდან მეორეში და ასევე მის განახლებაში. ამავე პერიოდში პრობლემები გვქონდა საზღვარგარეთიდან ნედლეულის შემოტანის ნაწილშიც. ზუსტად ამ დროს, პანდემიის პიკში, თიბისიმ დაინახა ჩვენი პოტენციალი, გვენდო და დავიწყეთ პარტნიორობა, რომელიც დღემდე გრძელდება,“ – ამბობა „ჯორჯიან ბეიქერსის“ დამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა.
„ჯორჯიან ბეიქერსის“ წარმატების მთავარი საფუძველი, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ხარისხიანი ნედლეული, მომხმარებლის ინტერესი და უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელსაც კომპანიაში დაარსებიდან დღემდე ავითარებენ.
„ჯორჯიან ბეიქერსმა“ გადაუხვია სტანდარტულ გზებს და შეიმუშავა პროდუქციის წარმოების თავისი, უნიკალური ტექნოლოგია, რომლის შედეგიც ჩვენი პროდუქციის ხარისხი, გამორჩეული სიფხვიერე და კარგად დაბალანსებული გემოებია. 14 წელია, ჩვენი ნაწარმი – საბავშვო და სნექის მიმართულება, სეზონური შოკოლადის გლაზურიანი ორცხობილა – აქტუალობას და ერთგულ მომხმარებელს არ კარგავს, რაც ჩვენი გუნდის შრომისა და პერმანენტყულად სიახლეების ძიების პროცესის შედეგია“ – ამბობს მიხეილ ფარულავა.
სამომავლოდ „ჯორჯიან ბეიქერსი“ კიდევ უფრო გაფართოებას, პროდუქციის რაოდენობის გაზრდას და მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება გამოსაცდელს 2023 წლის პირველი იანვრის ნაცვლად 2023 წლის პირველი სექტემბრიდან მოუწევს.
აღნიშნული ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაბამის ბრძანებაში შეიტანა.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან გამოსაცდელს მოუწევს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.
სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელი მძღოლობის კანდიდატს აძლევს 2 დავალებას იმ სხვადასხვა დავალებიდან, რომლებიც მინისტრის ბრძანებაშია მიცემული.
[toggle title=”ამ დავალებების სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №20 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-18 პუნქტით გათვალისწინებული 387 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის 383 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოქმედების შესრულება გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად (ზეპირი პასუხის გადმოცემა შესაძლებელია თავისუფალი თხრობით, თუმცა პასუხი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი დავალების პასუხს). სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება მიცემულ იქნეს შემდეგი დავალებები (2 დავალება):
ა) „B“ კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე:
ა.ა) განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის);
ა.ბ) განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);
ა.გ) განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე);
ა.დ) განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს);
ა.ე) განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ (პასუხი: ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე);
ა.ვ) განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა (პასუხი: ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს, თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია);
ა.ზ) განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა (პასუხი: დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში);
ა.თ) განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმარულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე);
ა.ი) განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);
ა.კ) განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა);
ა.ლ) განმარტოს, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი);
ა.მ) განმარტოს, როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია (პასუხი: უნდა ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მოხვევის ყველა შუქ-მაჩვენებლის სინქრონულ მუშაობას ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა);
ა.ნ) განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე (პასუხი: მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონის შემოწმება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია);
ა.ო) განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში (პასუხი: საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილბები − საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში);
ა.პ) განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში (პასუხი: საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას);
ა.ჟ) აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი);
ა.რ) აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი);
ა.ს) აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა (მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში);
ა.ტ) აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური);
ა.უ) აჩვენოს, სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი);
ბ) „BE“ კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე:
ბ.ა) განმარტოს, როგორ უნდა დაიტვირთოს და დამაგრდეს ტვირთი უსაფრთხოდ მისაბმელზე (პასუხი: დატვირთვა მისაბმელზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. მძიმე ტვირთი უნდა განთავსდეს მაქსიმალურად დაბლა იმისათვის, რომ ის მაქსიმალურად იყოს განლაგებული ღერძ(ებ)ის ზემოდან. შედარებით მსუბუქი და მოცულობითი ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ დატვირთვა მისაბმელ მოწყობილობაზე არ აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის სპეციფიკაციას. ტვირთი მისაბმელზე უნდა განლაგდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ფარგლებში. ამასთან, დამაგრებული ტვირთი არ უნდა გადაადგილდებოდეს და არ უნდა გადავარდეს მისაბმელიდან მოხვევის ან დამუხრუჭების დროს);
ბ.ბ) განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში (პასუხი: საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, პროტექტორის ნახატის სიმაღლე (მათ შორის, მისაბმელის საბურავის) არ უნდა იყოს 1,6 მმ-ზე ნაკლები);
ბ.გ) განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში (პასუხი: საბურავების საერთო მდგომარეობის შესამოწმებლად საბურავები უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები);
ბ.დ) განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);
ბ.ე) განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს);
ბ.ვ) აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა (მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში);
ბ.ზ) აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი);
ბ.თ) აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის კარი სანდოდ და უსაფრთხოდ დაკეტილი (მძღოლობის კანდიდატმა ფიზიკური შემოწმება უნდა განახორციელოს იმაში დასარწმუნებლად, რომ ავტომობილისა და მისაბმელის ყველა კარი დაკეტილია და ავტომობილის შიდა სანათ(ებ)ი გამორთულია);
გ) „C“ და „D“ კატეგორიების/„C1“ და „D1“ ქვეკატეგორიების საგამოცდო ავტომობილებზე:
გ.ა) განმარტოს, უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის დროს (პასუხი: დატვირთვა თანაბრად უნდა იყოს განაწილებული სატრანსპორტო საშუალების მთელ სიგრძეზე, ისე, რომ გავლენა არ იქონიოს სატრანსპორტო საშუალების ეფექტურ მართვაზე. ნებისმიერი ტვირთი ისე უნდა იქნეს გადაზიდული, რომ საფრთხე არ შეუქმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ტვირთი უსაფრთხოდ უნდა განლაგდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონა) ფარგლებში. ამასთან, დამაგრებული ტვირთი არ უნდა გადაადგილდებოდეს და არ უნდა გადავარდეს სატრანსპორტო საშუალებიდან მოხვევის ან დამუხურუჭების დროს);
გ.ბ) განმარტოს, როგორ მოწმდება შუქამრეკლების გამართული მუშაობა (პასუხი: უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა შუქამრეკლი დაყენებულია, სუფთაა და ფუნქციონებს (არ არის გაბზარული ან გატეხილი));
გ.გ) განმარტოს, როგორ მოწმდება საქარე მინისა და ფანჯრების მდგომარეობა (პასუხი: საქარე მინა და ფანჯრები უნდა იყოს სუფთა, გამჭვირვალე და უდეფექტო. მათზე არ უნდა იყოს ისეთი რამ დაკრული, რაც შეზღუდავს მხედველობის არეალს);
გ.დ) განმარტოს, როგორ მოწმდება საშხეფარების (ფრთები) გამართულობა სატრანსპორტო საშუალებაზე (პასუხი: საშხეფარების (ფრთები) გამართულობა მოწმდება ვიზუალურად, ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში);
გ.ე) განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში (პასუხი: საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილბები − საზომი-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში);
გ.ვ) განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში (პასუხი: საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, პროტექტორის ნახატის სიმაღლე არ უნდა იყოს 1,0 მმ-ზე ნაკლები „C1“ ქვეკატეგორიისა და „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში, ხოლო „D1“ ქვეკატეგორიისა და „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში − 2,0 მმ-ზე ნაკლები);
გ.ზ) განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში (პასუხი: საბურავების საერთო მდგომარეობის შესამოწმებლად, საბურავები უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანებისა და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები);
გ.თ) განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის მდგომარეობა (პასუხი: მინამრეცხი უნდა მუშაობდეს და მისი ჯაგრისები უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში);
გ.ი) განმარტოს, როგორ მოწმდება ავტომობილის ძარის გამართულობა (პასუხი: ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში უნდა დარწმუნდეს, რომ ძარა ვარგისია ექსპლუატაციისათვის და არ აქვს მნიშვნელოვანი დეფექტები. ძარაზე არ უნდა იყოს დაუმაგრებელი ისეთი ნაწილი ან მოწყობილობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს);
გ.კ) განმარტოს, როგორ მოწმდება ჰაერის სათანდო წნევა სამუხრუჭე სისტემაში (პასუხი: უნდა დარწმუნდეს, რომ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი მიუთიებს ჰაერის სათანადო წნევას, შესაბამისი მაფრთხილებელი სიგნალის მაჩვენებელი ჩამქვრალია, ხოლო ხმოვანი მაფრთხილებელი სიგნალი არ გამოსცემს ხმას);
გ.ლ) განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებულ უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის);
გ.მ) განმარტოს, როგორ მოწმდება, რომ თვლების ქანჩები სათანადოდ არის მოჭერილი (პასუხი: ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მოშვებული ხომ არ არის თვლების რომელიმე ქანჩი და დარწმუნდეს, რომ თვლების ქანჩების ინდიკატორები (არსებობის შემთხვევაში) არის სათანადო მდგომარეობაში);
გ.ნ) განმარტოს, როგორ მოწმდება სატრანსპორტო საშუალების დაკიდების სისტემის მდგომარეობა (პასუხი: ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში უნდა შემოწმდეს დაკიდების სისტემა, გაცვეთის აშკარა ნიშნების ან დაზიანების არარსებობაზე);
გ.ო) განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა (პასუხი: დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში);
გ.პ) განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);
გ.ჟ) განმარტოს, როგორ მოწმდება ფარების მწყობრში ყოფნა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა და ყველა გაბარიტული სინათლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი);
გ.რ) განმარტოს, როგორ გამოიყენებს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ამწე მექანიზმს (სატრანსპორტო საშუალების მიხედვით, მაგ: პანდუსი შშმ პირებისათვის ან ტვირთის ასაწევად) (პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა მოკლედ უნდა ახსნას შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ამწე მექანიზმის სათანადო და უსაფრთხო მუშაობის პრინციპი);
გ.ს) განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმარულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე);
გ.ტ) განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა (პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა);
გ.უ) განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე (პასუხი: მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია);
გ.ფ) განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვამდე (პასუხი: უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა საკონტროლო მაჩვენებლისა და მაფრთხილებელი სიგნალის მუშაობა);
გ.ქ) განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა მაჩვენებელი უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვის შემდეგ (პასუხი: უნდა შემოწმდეს, რომ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა საკონტროლო მაჩვენებელი და მაფრთხილებელი სიგნალი მიუთითებენ ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე);
გ.ღ) აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი);
გ.ყ) აჩვენოს, როგორ მოწმდება, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი, მათ შორის, სატვირთო განყოფილების კარი, არის დახურული (პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი უნდა დახუროს, ხოლო სატვირთო განყოფილების კარის ჩამკეტი ბერკეტი უნდა დააყენოს რეკომენდებულ უსაფრთხო პოზიციაზე);
გ.შ) აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა საჰაერო სისტემაში გაჟონვა (მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეავსოს ჰაერის რეზერვუარები და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით შეამოწმოს ეცემა თუ არა ჰაერის წნევა, შემოუაროს სატრანსპორტო საშუალებას და ყურადღებით მოუსმინოს ნებისმიერ ხმას, რომელიც შესაძლოა მიანიშნებდეს ჰაერის გაჟონვაზე);
გ.ჩ) აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი);
გ.ც) აჩვენოს, ტაქოგრაფში როგორ გამოცვლის მონაცემების აღრიცხვის მატარებელს (მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეძლოს ელექტრო-მექანიკურ (ანალოგური) ტაქოგრაფის პერსონალურ დიაგრამული დისკის − სააღრიცხვო ფურცლის შეცვლა. ელექტრონული (ციფრული) ტაქოგრაფის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა უნდა განმარტოს, როგორ ხორციელდება მისი გამოყენება (პასუხი: ელექტრონულ (ციფრული) ტაქოგრაფში მუშაობის რეჟიმის დასაწყებად, ტაქოგრაფის ბარათის ჩასადებში უნდა მოთავსდეს მძღოლის ბარათი, რის შემდეგაც, ტაქოგრაფის მენიუში სანავიგაციო ღილაკების მეშვეობით, შესაბამისი ჩამონათვალიდან არჩეულ უნდა იქნეს სამუშაოს დაწყების ადგილი (ქვეყანა) და ღილაკით „OK“ დადასტურდეს ქვეყნის არჩევა, ხოლო დასვენების რეჟიმი უნდა შეიცვალოს სამუშაო რეჟიმით (სხვა სამუშაო, ლოდინის პერიოდი და ა.შ.). აღნიშნულის შედეგად სამუშაო დღე ტაქოგრაფში ჩაითვლება გახსნილად. საერთო სამუშაო დროის ამოწურვის ან გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ უნდა დაიხუროს სამუშაო დღე. ამ მიზნით, სატრანსპორტო საშუალება უნდა გაჩერდეს და გამოირთოს ძრავა, რის შედეგადაც, ტაქოგრაფში ავტომატურად ფიქსირდება დასვენების რეჟიმი. გარდა ამისა, ტაქოგრაფის მენიუში სანავიგაციო ღილაკების მეშვეობით, შესაბამისი ჩამონათვალიდან არჩეულ უნდა იქნეს სამუშაოს დასრულების ადგილი (ქვეყანა) და ღილაკით „OK“ დადასტურდეს ქვეყნის არჩევა. რამდენიმეკაციანი ეკიპაჟის (ორი ან მეტი მძღოლი) შემთხვევაში სათადარიგო მძღოლის ბარათი უნდა მოთავსდეს ტაქოგრაფში, მეორე ბარათის ჩასადებში);
გ.ძ) აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე (მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური).“.
წყარო: შს მინისტრის ბრძანება
[/toggle]
ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები და პსუხები ასევე შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე
B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა საქართველოში ორეტაპიანია – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში [ქუჩებში იმ საგამოცდო მარშრუტებზე, რომლებიც შსს-მ დაამტკიცა].
პრაქტიკული გამოცდებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგამოცდო მარშრუტები დამტკიცებულია ბათუმში,რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ფოთში, რომელსაც ზუგდიდიც დაემატა.
2022 წლის 24-25 ნოემბერს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“-ს ფარგლებში განახორციელა გაცვლითი ვიზიტები ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიულ სასწავლებლებში. გაცვლითი ვიზიტების მიზნებია პარტნიორი პროფესიული სასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება, სასწავლებლებს შორის ჰორიზონტალური კავშირებისა და ქსელური მუშაობის ხელშეწყობა, და პროფესიული სასწავლებლების სამომავლო განვითარების მიმართულებების განსაზღვრა.
ორდღიანი სასწავლო ტურის ფარგლებში 15 პარტნიორი სასწავლებლის 32 წარმომადგენელმა მოინახულა შემდეგი კოლეჯები:
კასპის პროფესიული კოლეჯი
გორის უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი
კოლეჯი განთიადი
კოლეჯი ამაგი
მარნეულის კოლეჯი
კოლეჯი მოდუსი
მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი.
ეს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის იყო შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის კოლეჯების მუშაობას, გაეზიარებინათ მათი პროფესიული გამოცდილება, სხვადასხვა რეგიონების კოლეჯების წარმომადგენლებს შორის გამართულიყო დიალოგი და გაძლიერებულიყო პროფესიული კავშირები.
„ევროკავშირის მიერ მხარდაჭრილი პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ეხმარება პროფესიულ სასწავლებლებს სწავლების ეფექტურობის გაზრდაში ახალი სასწავლო რესურსებით, ადამიანური რესურსების გაძლიერებითა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შექმნით“ – სოციალურ ქსელში წერს თათია სეფერთელაძე, კასპის პროფესიული კოლეჯი.
ეს იყო რიგით მეორე გაცვლითი ვიზიტი, რომელიც განხორციელდა LINKS პროექტის ფარგლებში. პირველი ვიზიტი 2022 წლის ივნისში აჭარასა და გურიაში ჩატარდა. ამ ვიზიტების დახმარებით პროექტის პარტნიორი პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები შეძლებენ კრიტიკულად შეაფასონ თავიანთი მიდგომები, აქტივობები და სასწავლო მეთოდები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის განახლებას, დახვეწას და ეფექტური საგანმანათლებლო სერვისების გაფართოებას.
ცოდნისადაუნარებისგანვითარებისქსელებისადაპლატფორმებისგაძლიერება (LINKS) ევროკავშირისფინანსურიმხარდაჭერითდასაქართველოსგაეროსასოციაციის (UNAG) დასაქართველოსღიასაზოგადოებისფონდის (OSGF) თანამშრომლობითხორციელდება.პროექტი მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH)
400 ათასი ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბიუჯეტში 2023 წლის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებებისთვის“.
შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიამ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 24 დეკემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება, უზრუნველყოს „ქალაქის ტერიტორიიდან [სულ – 2600] უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების [ზრდასრული ძაღლი, კატა] დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურები [ვაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება];
საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში შეყვანილი ცხოველების ევთანაზია [ჰუმანური დაძინება ნარკოზით], ტრავმირებული ცხოველის მკურნალობა მ/შ ოპერაციული მკურნალობა;
ასევე [სულ-2000] ბუნებრივ არიალში გაშვებული დაბირკული, გასტერილებული, უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველის [ძაღლი, კატა] დაჭერა და ტრანსპორტირება რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურები, რევაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება“.
• ქალაქის ტერიტორიიდან (ხელმისაწვდომი ადგილებიდან) ლეშის დროული გამოტანა სპეციალური ტრანსპორტით, კრემაცია ან/და “ბიოთერმულ“ ორმოში დამარხვა.
• მოზარდი ცხოველების (ლეკვი, კნუტი) დაჭერა ტრანსპორტირება და თავშესაფარში (ვეტერინალური კლინიკა) გადაყვანა მოვლა პატრონობა. ლეკვი ოთხი თვის ასაკიდან ექვემდებარება სტერილიზაცია, კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
• თავშესაფარში (ვერინალურ კლინიკაში) შეყვანილი ცხოველები (ძაღლი, კატა) ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით ნუმერაციის შესაბამისად და შემდეგში ხდება მათი გაშვება ექიმი ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე იმავე არეალებში, საიდან იქნა ცხოველი აყვანილი;
• ცხოველების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნას სპეციალური აღჭურვილობით მოწყობილი ავტომანქანით (ავტომანქანაზე დამონტაჟებული ლითონის კონსტრუქციის გალია აერაციით.
• ჩატარებული პროცედურების შესაბამისად წარმოებული იქნას ელექტრონული ბაზა (აყვანილი და გაშვებული ცხოველის ადგილმდებარეობის, ფერის სქესის, კლიპის ნომრის შესაბამისად);
• მუშების უზრუნველყოფა სპეც. ტანსაცმელით და ძაღლსაჭერი სპეციალური ინვენტარით (საკი, ბადე და სხვა, აგრესიული ცხოველების მიმართ დაჭერის დროს შესაძლებელია კანონით დაშვებული (სპეციალური დასაძინებელი აღჭურვილობის და პრეპარატების) გამოყენება;
• ვოლიერების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, დასუფთავება სველი წესით დღის განმავლობაში 2-ჯერ მათ შორის ერთჯერ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით დილით და საღამოს;
• ნაოპერაციები ცხოველების მოთავსება დროებითი დაყოვნების (საკარანტინო) ვოლიერში მორიგე პერსონალის დაკვირვების პირობებში;
• ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ:
ა) იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს:
ა.ა)აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);
ა.ბ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;
ბ) ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებებს, ასევე პათოლოგიები, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;
გ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;
• ცხოველები რომელთაც ჩაუტარდათ ევთანაზია, ასევე ცხოველების ლეშის ქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანის პერიოდში თავსდება სპეციალურ ტომრებში და შემდეგ ხდება მათი კრემაცია (კრემატორიუმში);
• ცხოველების კრემაცია პრედენდენტმა შეიძლება განახორციელოს, როგორც საკუთარ მფლობელობაში, ასევე ქვეკონტრაქტორი კომპანიის მფლობელობაში არსებული კრემატორიუმის მეშვეობით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
მომსახურების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს:
ა. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ბ. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს თანამედროვედ აღჭურვილი სპეციალური ზოოვეტერინალური კლინიკა და დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიცირებული საკმარისი რაოდენობის სპეციალისტებით ვეტერინარით და კინოლოგით;
გ. ძაღლსამყოფი ვოლიერები არანაკლებ 50 (ორმოცდაათი), შესაბამისი ნუმერაციით;
დ. ვეტერინალურ კლინიკაში უნდა ფუნქციონირებდეს ცხელი ხაზი (დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე) კვირისა და დასვენების დღეების გარდა.
ე. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვადსხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარების და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების პერიოდში შესაბამისი ჯგუფით უზრუნველყოფა მ/შ კვირისა და დასვენების დღეებში.
[/toggle]
მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე.
ჩაქვის დასახლებაში ახალი ძაღლსაშენის, იპოდრომისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა ბათუმის მერიამ ორი წლის წინ დააანონსა, კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა, დღეს, არათუ მშენებლობის დაწყება, დეტალური პროექტიც არ აქვს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დაკვირვებით, ბოლო სამი თვეა, უკრაინაში რუსეთის არმიამ თავისი ძალების ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებად დაკომპლექტება შეწყვიტა.
ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი – ეს არის არმიაში შექმნილი ფორმირება, რომელიც იქმნება ბატალიონის ბაზაზე ბრძოლის საწარმოებლად და მოიცავს სატანკო, მოტომსროლელ, ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, საინჟინრო, ზურგისა და სხვა დანაყოფებს.
უწყების შეფასებით, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის კონცეფცია, ბოლო 10 წელია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსულ სამხედრო დოქტრინაში. მასში შედიოდა ბატალიონები სრული კომპლექტაციით – დამხმარე, მათ შორის სატანკო, სადაზვერვო და (დასავლური პრაქტიკისგან განსხვავებით) საარტილერიო დანაყოფებით.
„ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის რუსული კონცეფციის რამდენიმე ხარვეზი ცხადად ვლინდება უკრაინასთან ომში, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის მსხვილმასშტაბიანი ბრძოლების დროს. ასეთ ჯგუფებში საბრძოლო ქვეითების შედარებით მცირე რაოდენობა ხშირად არასაკმარისი აღმოჩნდება ხოლმე,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 29 ნოემბრის რელიზში.
დაზვერვა ასევე მიუთითებს, რომ არტილერიის დეცენტრალიზებულმა განლაგებამ უკრაინაში საშუალება არ მისცა რუსეთს, შეიარაღებაში საკუთარი უპირატესობა მთელი ძალით გამოეყენებინა.
„ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების მეთაურები არ იყვნენ აღჭურვილნი საკმარისი უფლებამოსილებით, რათა მოქნილად ესარგებლათ ყველა შესაძლებლობით ისე, როგორც ამას ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მოდელი ითვალისწინებს,“ – აღნიშნავს უწყება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ხერსონის დაბომბვაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ ოკუპაციისგან გათავისუფლებული ქალაქი მაინც დაუცველი რჩება, რადგან ის რუსული არტილერიის წვდომის არეალშია.
არითმია გულის რითმის არევას ნიშნავს. ზოგჯერ სავსებით ნორმალურია, ადამიანს ჰქონდეს სწრაფი ან ნელი გულისცემა, მაგალითად, გულისცემა შეიძლება გაიზარდოს ვარჯიშის დროს ან შენელდეს ძილის დროს, მაგრამ არსებობს არითმია, რომლის უკანაც შესაძლოა სერიოზული პრობლემა იდგეს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი ნინო გორგასლიძე სწორედ ასეთ შემთხვევებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.
ქალბატონო ნინო, რას ნიშნავს გულის არითმია?
არითმია გულის რითმის დარღვევაა. ის შეიძლება გამოიხატოს გულის „საკუთარი“ რითმის აჩქარება-შენელებაში. თუმცა ზოგჯერ ირთვება მექანიზმი, რაც ანაცვლებს ნორმალურ, ფიზიოლოგიურ იმპულსებს და ამ დროს ვითარდება საკმაოდ სახიფათო არითმიები.
გულის არითმია ვითარდება მაშინ, როდესაც ელექტრული სიგნალები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ გულისცემას, სწორად არ მუშაობენ. გაუმართავი სიგნალი იწვევს გულის რითმის აჩქარებას (ტაქიკარდია), შენელებას (ბრადიკარდია) ან არარეგულარულ ცემას.
რა შეიძლება გახდეს არითმიის მიზეზი?
არითმია შესაძლოა იყოს სრულიად უწყინარი, მაგალითად, სინუსური არითმია [გულის შეკუმშვების სიხშირის ცვლილება, სუნთქვის სტადიასთან ერთად]. ეს არის გულის ჩვეულებრივი რითმის აჩქარება ან შენელება და ხშირია ჯანმრთელ მოსახლეობაში. ის არ არის საშიში, განსაკუთრებით ახალგაზრდა პოპულაციაში. მაგრამ როცა გულის ნორმალურ რიტმს ანაცვლებს პათოლოგიური იმპულსები, ამ შემთხვევაში ვითარდება (შედარებით) საშიში და სახიფათო არითმიები.
არითმიის მიზეზები შეიძლება იყოს კარდიული და არაკარდიული. რა თქმა უნდა, ყველაზე სახიფათო კარდიული მიზეზებია, მათ შორის არის იშემიური დაავადება, გადატანილი ინფარქტი, მიმდინარე მწვავე ინფარქტი, დაბალი განდევნის ფრაქცია, გულის მძიმე უკმარისობა. ამ შემთხვევაში მეტი ალბათობაა და მაღალია რისკი იმისა, რომ განვითარდეს საშიში არითმიები. არაკარდიული მიზეზები საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს: სტრესი, ენდოკრინული პრობლემები, ალკოჰოლის და კოფეინის ჭარბი გამოყენება, მედიკამენტების ზოგიერთი ჯგუფი და ა.შ.
როგორი გამოვლინება აქვს არითმიას?
არითმია ძირითადად გულის ფრიალისა და გულის აჩქარების შეგრძნებით ვლინდება, ასევე შეიძლება პაციენტს აღენიშნოს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ სახიფათო არითმიას პაციენტი სუბიექტურად ვერ აღიქვამს.
Mayoclinic: არითმიის ძირითადი ნიშნებია: აჩქარებული ან შენელებული გულისცემა; ტკივილი მკერდის არეში; ჰაერის უკმარისობა; არითმიის სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: შფოთვას, დაღლილობას, თავბრუსხვევას, ოფლიანობას, გულის წასვლის შეგრძნებას.
რა სიხშირით განვითარებული არითმია არის საყურადღებო/რაიმე დარღვევის მანიშნებელი?
არითმიის სიმპტომების გაჩენისთანავე სასურველია მივმართოთ ექიმს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა გულის ძლიერი ფრიალი უეცრად იწყება და ხანგრძლივდება. შესაძლოა ესეც „უწყინარი“ არითმია იყოს. თუმცა ამის განსაზღვრა ჯობია სამედიცინო პერსონალს მივანდოთ და ჩავიტაროთ საბაზისო კვლევები (ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში ჰოლტერის 24 სთ-იანი მონიტორინგი). თუმცა აღნიშნული კვლევებით შეიძლება ვერ მოხდეს არითმიის ვერიფიცირება. ამ შემთხვევაში კვლევების მასშტაბი ფართოვდება.
ზოგჯერ საქმე გვაქვს ძალიან სახიფათო არითმიებთან, მაგალითად, ვენტრიკულური (პარკუჭოვანი) ტაქიკარდია, წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია) და ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული არითმიების აღმოცენებისთანავე მათი იდენტიფიცირება.
რა ხდება მოციმციმე არითმიის დროს?
გულს აქვს ერთი სინუსის კვანძი, საიდანაც ხდება გულის ძირითადი იმპულსების გენერირება. მოციმციმე არითმიის დროს ჩათვალეთ, რომ ეს კვანძი გათიშულია და იმპულსები წინა გულებიდან მოდის აბსოლუტურად არათანაბრად, არარეგულარულად, აქვს ინსულტის განვითარების ძალიან მაღალი რისკი, განსაკუთრებით არანამკურნალევ პაციენტებში.
NCDC: მოციმციმე არითმია ოთხი-ხუთჯერ ზრდის ინსულტის რისკს, აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებლებთან.
რა იწვევს მას?
მოციმციმე არითმიის ყველაზე ხშირი მიზეზი გულის პათოლოგიებია, მაგრამ ასევე ხშირად შეიძლება განუვითარდეს პაციენტს ორგანიზმის ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის, ენდოკრინული პათოლოგიების შემთხვევაში და ა.შ.
როგორია მკურნალობა მოციმციმე არითმიის დროს?
ახლად დაწყებული (<48სთ-ზე) არითმიის შემთხვევაში უნდა ვეცადოთ აღვადგინოთ გულის ნორმალური (სინუსური) რითმი. ვაკონტროლოთ გულის შეკუმშვათა სიხშირე, ასევე შევამციროთ ინსულტის რისკი, ეს გამოიხატება სისხლის ადეკვატურ „გათხელებაში“. მედიკამენტები აუცილებლად უნდა დანიშნოს ექიმმა, პროტოკოლების შესაბამისად. ასევე არსებობს მკურნალობის ინვაზიური მეთოდებით, როგორიცაა, მაგალითად, აბლაციის პროცედურა, რაც არითმოლოგების კომპეტენციაა. ამ დროს ხდება პათოლოგიური კერების, რომლებიც „ცუდ იმპულსებს გამოიმუშავებენ“, სხვადასხვა მეთოდით „მოწვა“.
რას არის გულის ჯანმრთელობისთვის საჭირო პრევენციული ღონისძიებები?
ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ჩივილების აღმოცენების შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობა.
მიმდინარე გულის შეტევა ან ნაწიბურები წინა გულის შეტევით; კორონარული არტერიული დაავადება (დაბლოკილი არტერიები გულში); გულის სტრუქტურის ცვლილებები, როგორიცაა კარდიომიოპათია;
არაკარდიული მიზეზებია: შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა (ჰიპერთირეოზი), ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი); ძილის აპნოე; რეცეპტის გარეშე შეძენილი გარკვეული მედიკამენტები, მათ შორის გაციების და ალერგიის სამკურნალო საშუალებები; ალკოჰოლის ან კოფეინის ჭარბი მოხმარება; ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება; გენეტიკა; მოწევა; სტრესი ან შფოთვა.
NCDC: ინსულტის მიზეზით ყოველწლიურად 5 მლნ ადამიანი იღუპება, მოციმციმე არითმიის არსებობის შემთხვევაში ინსულტის განვითარების რისკი 5-ჯერ მატულობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, არითმიის დადგენა თვითკონტროლითაც შესაძლებელია, მაგალითად ასეთი ხერხია პულსის განსაზღვრა: პულსი ემთხვევა გულის შეკუმშვის სიხშირეს. 1 წუთის განმავლობაში ითვლი დარტყმების რაოდენობას, ასევე ადგენ რამდენად რითმულია დარტყმები. თუ პულსაცია არითმიულია და დარტყმების რაოდენობა ცდება 100-ს, მიმართეთ ექიმს.
პულსის გასინჯვა შესაძლებელია როგორც მაჯაზე, ისე მხრის არტერიის და საძილე არტერიის გაყოლებაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 88 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
ტანკი – 2 911 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 5 866 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 1 901 ერთეული [+2]
MLRS – 395 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 280 ერთეული [+2]
ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 555 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 423 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
333 თვითმფრინავი
177 ვერტმფრენი
2 581 უპილოტო საფრენი აპარატი
391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 876 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
904 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 628 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 406 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსების ბოლოდროინდელი განცხადებები ბახმუტთან სერიოზულ ტერიტორიულ წინსვლაზე გადაჭარბებულია და ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე არ დასტურდება.
როგორც ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის არმიამ სავარაუდოდ დაიკავა სოფელი ოზარიანოვკა, რომელიც ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით, 15 კილომეტრში მდებარეობს.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ჯერჯერობით ღია წყაროებში არ გამოჩენილა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსებმა ბახმუტისთვის გარშემორტყმის მიზნით მართლაც დაიკავეს კურდიუმოვკა, კლეშჩეევკა, ანდრეევკა, ზელენოპოლიე, პოდგოროდნოე და სპირნე.
ISW მიუთითებს, რომ რუსული წყაროები ხანგრძლივი საინფორმაციო ოპერაციის ფარგლებში ხშირად ავრცელებდნენ ყალბ ცნობებს ბახმუტის გარშემო სამხედრო წარმატებაზე. შესაბამისად, ახლანდელი განცხადებებიც შესაძლოა, ამ საინფორმაციო კამპანიის ნაწილი იყოს.
თუმცა, ინსტიტუტის შეფასებით, მაშინაც კი, თუ ეს განცხადებები სიმართლეს შეესაბამება და რუსებმა მართლაც შეძლებს ბახმუტის გარშემო დასახლებული პუნქტების დაკავება, „ისინი, სავარაუდოდ, მაინც ვერ დაემუქრებიან ბახმუტ-სივერსკისა და ბახმუტ-კონსტანტინოვკის კრიტიკულად მნიშვნელოვან მაგისტრალებს, რომლებიც უკრაინის არმიისთვის ქალაქთან დასაკავშირებელ მთავარ სახმელეთო ფუნქციას ასრულებს“.
ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბახმუტამდე რუსეთის ჯარებს მოუწევთ, გადაკვეთონ დაახლოებით სამკილომეტრიანი ტერიტორია, მინდვრები, რომლებშიც არანაირი თავშესაფარი და შესანიღბი საშუალება არ არსებობს, ამიტომ მათ ამ ამოცანის სწრაფად შესრულება ძალიან გაუჭირდებათ.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ 27 და 28 ნოემბერს რუსული ძალების წინსვლას ბახმუტის გარშემო, რაიმე სერიოზული ეფექტი ექნება ოპერატიულ დონეზე,“ – ასკვნის ISW.
ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:
ბელარუსში რუსეთის ჯარების გადაყვანა, სავარაუდოდ, მიმართულია რუსეთის საწვრთნელი პოტენციალის გასაზრდელად და საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად;
რუსი ბლოგერები განაგრძობდნენ რუსეთის თავდაცვის უწყების მწვავე კრიტიკას;
რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, უკრაინაზე სარაკეტო დარტყმის ახალი ტალღისთვის ემზადებიან;
რუსები განაგრძობენ უკრაინელთა კონტრშეტევისგან თავდაცვას სვატოვოს გარშემო;
რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმია განაგრძობს შეტევებს კრემენაიას დასავლეთით;
რუსეთის არმიამ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია ბახმუტის სამხრეთით;
რუსები განაგრძობდნენ პოზიციების გამაგრებას და საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობას ხერსონის აღმოსავლეთ ნაწილში;
უკრაინის არმია განაგრძობს დარტყმებს რუსულ სამხედრო ობიექტებზე უკრაინის სამხრეთში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ქსელების გასწვრივ;
რუსები კვლავაც აწყდებიან სერიოზულ პრობლემებს მობილიზებულების არასათანადო მომზადების, აღჭურვილობის, დაბალი საბრძოლო განწყობისა და დისციპლინის გამო;
რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების სისტემა რუსულ საგანმანათლებლო სისტემას მოარგონ.
„გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობის საქმეა“, – აღნიშნავენ საია-ს მონიტორები, რომლებიც ბოლო ერთი წელი აკვირდებოდნენ 490 სისხლის სამართლის საქმის განხილვას. საია მონიტორინგს ატარებდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ზუგდიდის [დისტანციურად] საქალაქო სასამართლოებში.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი მიგნებაც: უმეტეს შემთხვევაში მოსამართლეებს 15 წუთიც არ სჭირდებათ საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. იურისტების აზრით, ეს აჩვენებს იმას, რომ მოსამართლე რეალურად არ არკვევს, რამდენად კანონიერად და სამართლიანად დათანხმდა ბრალდებული პროკურორს, საპროცესო შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი.
დღეს, 28 ნოემბერს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალში სასამართლოებზე, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მონიტორინგის რამდენიმე მიგნებაზე „ბათუმელებმა“ საია-ს ანალიტიკოსთან, თამარ ბოჭორიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ქალბატონო თამარ, ფემიციდის გაზრდილი მაჩვენებლის პარალელურად, რაზე მეტყველებს თქვენი მონიტორინგის ეს მიგნება – გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ოჯახში ძალადობის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზრდება.
ზოგადად მივესალმებით იმას, რომ გაზრდილია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, თუმცა რეალურად ეს გამამართლებელი არის განპირობებული იმით, რომ ეს არის ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები. საქმეები, რომელიც გამამართლებელი განაჩენით დასრულდა, 92% ეხება ოჯახში ძალადობას. რეალურად, ეს უკუსვლაა.
ეს არის გამოძიების პრობლემაა, პირველ რიგში, რადგან ძირითად შემთხვევაში გამოძიება ეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, სხვა მტკიცებულებებს კი, რიგ შემთხვევაში ობიექტურად ვერ მოიპოვებს, ზოგჯერ კი, გამოძიება არ ცდილობს, მეტი მტკიცებულების მოპოვებას. გამოძიებამ უნდა იზრუნოს თავიდანვე იმაზე, რომ თუკი დაზარალებული პოზიციას შეიცვლის და კანონით გათვალისწინებულ ბერკეტს გამოიყენებს, ანუ არ მისცემს ჩვენებას, საქმე არ ჩამოიშალოს. გამოძიებამ უნდა იმუშაოს სხვაგვარად, რომ სხვა, მყარი მტკიცებულებების საფუძველზე გამოვიდეს განაჩენი.
გამოძიება ხშირად მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. შეიძლება ამ დროს მოწმე იყოს ოჯახის სხვა წევრი, მეზობელი… ხშირად სისტემატური ხასიათი აქვს ხოლმე ძალადობას და როცა ამის შესახებ სამართალდამცველებამდე მიდის ინფორმაცია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვა პირებსაც აქვთ ინფორმაცია.
რამდენად მართებული იქნება სამართლებრივად, სასამართლომ არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი?
მოსამართლეებიც საუბრობენ, რომ ცდილობენ სხვა მტკიცებულებებსაც დაეყრდნონ, თუმცა მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მიიღებენ გამამტყუნებელ განაჩენს. საჭიროა ერთი მყარი პირდაპირი მტკიცებულება მაინც და ექსპერტიზა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის და მყარი მტკიცებულებების საფუძველზეც მიუღიათ გამამტყუნებელი განაჩენი.
ბათუმშიც, რამდენიმე წლის წინ, მაგალითად, დავით მამისეიშვილმა, როცა ის ბათუმში მუშაობდა მოსამართლედ, გაამტყუნა კაცი იმის მიუხედავად, რომ ძალადობის მსხვერპლმა ადვოკატმა ქალმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა. რამ განაპირობა სასამართლოს მხრიდან ამგვარი მიდგომის შეცვლა?
ზოგადი მიდგომა არის ის, რომ მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაზე ვერ ვიტყვით, რომ ეს ირიბი მტკიცებულებაა. გააჩნია მოცემულობას: რა დგინდება ექსპერტიზის დასკვნით. დასკვნით შესაძლოა სხვა ირიბ მტკიცებულებებთან ერთად შექმნას საკმარისი სამართლებრივი საფუძველი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სასამართლოს როლზე როცა ვსაუბრობთ, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლო ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ უმეტესად გირაოს იყენებს. სასამართლოს მიდგომა არ არის მკაცრი. ჩვენ გვახსოვს თელავის სასამართლოს შემთხვევაც, გირაოს საფუძველზე გაუშვა მოსამართლემ ბრალდებული სხდომის დარბაზიდან, მეორე დღეს კი, ამ კაცმა ყოფილი მეუღლე მოკლა.
„ბათუმელები“ წერდა ძალადობის ერთ შემთხვევაზე ბათუმში, როცა ბრალდებული მანამდე გასამართლებული იყო ოჯახში ძალადობისთვის, სასჯელი მოხდის შემდეგ კი, შემაკავებელი ორდერის პირობებში ისევ იძალადა. ისიც გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა მოსამართლემ. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ასაბუთებს სასამართლომ ასეთ მიდგომას?
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, რაც თქვენ დაასახელეთ, ძალიან დიდი რისკი იყო სასამართლოს მხრიდან. ჩვენ გვქონდა ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემთხვევა, როცა მოძალადეს გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება, შემდეგ კი, ჩვენი მონიტორი იმავე ბრალდებულს შეხვდა სასამართლოში – ისევ მისულა ყოფილ ცოლთან, ფანჯრებს უშენდა ქვებს და აშანტაჟებდა.
ძალიან სენსიტიურია ოჯახში ძალადობის საქმეები, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებს როცა ვადევნებთ თვალს, ვფიქრობ, რომ სასამართლოს მკაცრი ხელი არ უნდა დააკლდეს ამას.
თქვენი დაკვირვებით, სასამართლოსაც აკლია ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე სათანადო მგრძნობელობა, მოსამართლეც გულგრილია?
დიახ, გარკვეულ შემთხვევაში ასეა… მხოლოდ ქალები ვერ გაძლიერდებიან სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, აუცილებელია უწყებების აქტიური კამპანია. პროკურატურამ, მაგალითად, დაიწყო ეს კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს როლიც გაძლიერდეს.
კამპანიის მიღმა რამდენად დგამს პროკურატურა რეალურ ნაბიჯებს? მონიტორინგის პრეზენტაციის დროსაც აღნიშნეთ, რომ, მაგალითად, პროკურატურა არ იძიებს, რამდენად ახდენენ ზეწოლას ძალადობის მსხვერპლ ქალზე, რომ მან ჩვენება არ მისცეს სასამართლოს, პოლიციაში კი უკვე მოყოლილი აქვს ამბავი, როგორ სცემეს.
დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რამდენად დიდია ხშირად ეკონომიკური დამოუკიდებლობის პრობლემა. პროკურორებიც ხშირად, როცა ასაბუთებენ თავიანთ პოზიციას, საუბრობენ იმაზე, რომ დაზარალებულმა შეცვალა ჩვენება, ან არ იძლევა საერთოდ ჩვენებას. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ მასზე რაღაც ახდენს ზემოქმედებას. პროკურატურამ უნდა მიაქციოს ყურადღება, ჰქონდა თუ არა ადგილი დამატებით ძალადობას, მიმდინარე პროცესის დროს, რაც არ ხდება.
სად არის ყველაზე სუსტი წერტილი – რა გამოკვეთა ოჯახში ძალადობის პროცესებზე თქვენი მონიტორინგის დროს?
ჩვენი აზრით, რეპრესიული ხელია საჭირო სასამართლოს მხრიდან, სასჯელების მიმართულებით, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების კუთხით…
ჩვენი კონკრეტული რეკომენდაცია ასევე ის, რომ პრევენციის კუთხით სასჯელის დროს მოძალადეებმა სარეაბილიტაციო სასწავლო კურსი გაიარონ. ეს არის ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსი და ამ ეტაპზე ნიშნავენ მხოლოდ პირობით მსჯავრთან ერთად. მაგალითად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასთან ერთად ამას ვერ დავნიშნავთ.
ჩვენი მონაცემებით, პირობითი მსჯავრის შემთხვევაშიც უჭირთ ამ პროგრამის დავალება მსჯავრდებულისთვის მოსამართლეებს, რადგან ეს კურსები არაა ჩამოყალიბებული იმ ფორმით, რომ ბევრ მსჯავრდებულს დაავალოს მოსამართლემ ეს.
მონიტორინგის მიხედვით, ოჯახურ დანაშაულებზე სასამართლო ყველაზე ხშირად [46%] იყენებს პირობით მსჯავრს. რამდენად დასაბუთებულია სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები?
გაზრდილია თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელიც [6 პროცენტი], როცა მოძალადე ციხეში მიდის. ჩვენი რეკომენდაციაა ის, რომ მკაფიო, ინდივიდუალური მიდგომით შეაფასონ მოსამართლეებმა სასჯელი. სამწუხაროდ ეს არ ჩანს. სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური.
მინდა გკითხოთ საპროცესო შეთანხმებაზეც – აღნიშნული გაქვთ დასკვნაში, რომ საქმეთა ნახევარზე მეტ შემთხვევაში [51 პროცენტი] 15 წუთზე ნაკლები დრო ჰყოფნის მოსამართლეს საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად, რომ მოსამართლე ხშირად ნოტარიუსის როლშია.
ყველა სხდომას ვერ ვაკვირდებით, ცხადია, მაგრამ საერთო მასშტაბის როცა დავაკვირდით, ეს იყო 500-მდე სხდომა, ვნახეთ, რომ სამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის საქმეზეც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. საიას შეფასებით, სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებზე არის სუსტი.
დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსამართლეს ჰქონდა რეალურად კითხვები ბრალდებულთან: რამდენად მისაღები იყო მისთვის საპროცესო შეთანხმება, თუმცა სასამართლომ მაინც დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება.
კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ სასჯელი არასამართლიანია, არაკანონიერია, ან გაუჩნდება ეჭვი მოსამართლეს, რომ ზეწოლის შედეგად დათანხმდა ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას, არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება და განაგრძოს არსებითი განხილვა.
საპროცესო შეთანხმებების გარკვეულ შემთხვევებში კი, მოსამართლეებს 3 – 5 წუთი დასჭირდათ საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად: მხოლოდ მიესალმა მხარეებს, მიმოიხილა სამართლებრივი მოცემულობა, რამდენიმე კითხვა დასვა, მაგალითად, ეთანხმებოდა თუ არა ბრალდებული შეთანხმების პირობებს და ჩაქუჩი ჩამოჰკრა.
რეალურად კი შეუძლია მოსამართლემ გამოარკვიოს ის, რაც კანონით ევალება – რამდენად სამართლიანად თანხმდებიან მხარეები საპროცესო შეთანხმებას?
ეს შემთხვევა რას აჩვენებს თქვენთვის, რაც საიას მონიტორინგში მოხვდა – იქამდე გადაიხადა ჯარიმა ბრალდებულმა, ვიდრე მოსამართლე საპროცესო შეთანხმებას დაუმტკიცებდა და გადახდის ქვითარი მოსამართლეს წარუდგინა კიდეც?
ეს საგანგაშო შემთხვევაა, როდესაც დაცვის მხარე პროცესზე გამოცხადდა ჯარიმის გადახდის ქვითრით ხელში. მან განაცხადა კიდეც, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხადა. ერთი შემთხვევა დავაფიქსირეთ მხოლოდ ასეთი, თუმცა ეს აჩვენებს იმას, რომ, სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა არსებობს.
ეს აჩვენებს იმასაც, რომ სასამართლო არაფრად მიაჩნიათ მხარეებს და შეთანხმება აუცილებლად დამტკიცდება. ამასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებსაც მივაწოდეთ ინფორმაცია.
უკრაინაში რუსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დღიდან 22 წლის მფრინავმა, დენის ლუკოვმა ნახა ყველაფერი, ომი, სიკვდილი, სასოწარკვეთა, გმირობა და სიყვარული.
მას არასოდეს უოცნებია ოფიცრის ეპოლეტებზე – მშობლების თქმით, დენისი ჩვეულებრივი ბავშვი იყო. სკოლაშიც ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა სწავლით. მშვიდ, თავაზიან და მორცხვ ბიჭად იცნობდნენ. სულ ტანკებით თამაშობდა და ემალებოდა მშობლებს, რომლებიც არ იწონებდნენ მის გატაცებას კომპიუტერული თამაშებით.
ლუკოვს უკრაინის გმირის წოდება აქვს. მის შესახებ მასალას უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი აქვეყნებს.
დენისის მამა ქირურგია, სურდა შვილი მის კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ მიხვდა, რომ დენისს ექიმის პროფესია არ მოსწონდა. დენისის მამას ბევრი მეგობარი ჰყავდა სამხედრო პირებს შორის და გადაწყვიტა ერთხელ დენისისთვის ვერტმფრენით ფრენა შეეთავაზებინა.
„ფრენის არ გეშინია? ვკითხე გაფრენის წინ. არ მეშინია, ეს ჩემი საქმეა და გავფრინდებიო, მიპასუხა“, – იხსენებს დენისის მამა.
ექვსთვიანი აქტიური პრაქტიკული ვარჯიშისა და სახელმძღვანელოებში კირკიტის შემდეგ დენის ლუკოვი ხარკოვის საჰაერო ძალების სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უნივერსიტეტში სწავლის პირველივე წელს ცხადი გახდა, რომ დენისმა საკუთარი საქმე იპოვა.
ხარკოვში სწავლის დროს მომავალმა მფრინავმა კარინა გაიცნო, რომელსაც სამხედრო ლიცეუმი ჰქონდა დამთავრებული და დენისის მსგავსად ფორმას ატარებდა.
დენის ლუკოვი მეუღლესთან, კარინასთან ერთად/ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform
„2018 წელს სამხედრო ლიცეუმში თითქმის არ სწავლობდნენ გოგოები, ერთხელ წვეულებაზე ვიყავით, მოვიდა დენისი და მკითხა, ვწერდი თუ არა უკვე საკურსო ნაშრომს, მერე მთხოვა მომეყოლა, როგორ იწერებოდა საკურსო თემა. მე კი ვიდექი და ვფიქრობდი, წვეულებაა, ირგვლივ მუსიკა ჟღერს, ეს ბიჭი კი მოდის და სასწავლო პროცესზე მელაპარაკება-მეთქი“, – იხსენებს დენისის მეუღლე.
რამდენიმე თვის შემდეგ დენისმა და კარინამ ერთად ცხოვრება დაიწყეს.
ომის დაწყების დროს დენის ლუკოვი უკვე ლეიტენანტი იყო და საავიაციო ბრიგადის ვერტმფრენის განყოფილების პილოტ-ნავიგატორად მსახურობდა.
24 თებერვალს რუსებმა აეროდრომის დაბომბვა დაიწყეს. ირგვლივ ყველაფერი ფეთქდებოდა. დენისმა ოჯახის წევრებთან დარეკვა და გამომშვიდობება მოასწრო.
დენის ლუკოვი თანამებრძოლებთან ერთად/ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform
ეკიპაჟი ბორტის გადასარჩენად გაიქცა. აფეთქების შედეგად ვერტმფრენის კაბინის კარი ჩაიკეტა. მეთაურმა შუშა ჩაამსხვრია და ილუმინატორიდან დენისი კაბინაში გადასვა, რის შემდეგაც მან ვერტმფრენის გაღება შეძლო. ეკიპაჟის წევრებმა სწრაფად დაიკავეს ადგილები, ვერტმფრენი ნელ-ნელა აფრინდა, პარალელურად აფრინდა მოიერიშე თვითმფრინავიც, მაგრამ მას მტრის რაკეტის ფრაგმენტები მოხვდა. თვითმფრინავი აფეთქდა.
„მაშინ დენისმა სიკვდილი პირველად ნახა საკუთარი თვალით, ვერტმფრენი სხვადასხვა მხარეს აწყდებოდა, მერე დავეშვით, ავიღეთ ჩანთები და სხვა აეროდრომისკენ წავედით. დენისს ხელებზე მინის ნამსხვრევებისგან იარები დარჩა. მერე ამბობდა, იმ დღეს ხელახლა დავიბადეო“, – იხსენებს დენისის თანამებრძოლი, სერგეი ნიკოლაევიჩი.
დენისის Mi-8 ტიპის ვერტმფრენის ეკიპაჟი დონეცკის რეგიონში დაფრინავდა, მათი მისია მტრის სამხედრო აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის განადგურება იყო.
ეკიპაჟმა პილოტ-ნავიგატორ ლუკოვთან ერთად წარმატებით შეასრულა 30-მდე სამხედრო ფრენა.
„ფრენის დროს ხმას არ იღებდა ხოლმე. შესასრულებელ საბრძოლო დავალებაზე ფიქრობდა, არასდროს უთქვამს, დღეს ვერ გავფრინდები და დავალება სხვამ შეასრულოსო. „ომის შვილი“, ასე ვეძახდით დენისს“, – იხსენებს სერგეი ნიკოლაევიჩი.
დენის ლუკოვი/ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform
ეკიპაჟმა შეასრულა რთული მისია და გადაიყვანა შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმები დანიშნულების ადგილზე, რათა მოეგერიებინა თავდასხმა კრამატორსკის მახლობლად ფედოროვკას დასახლებაში და იცავდა სპეცრაზმის მოქმედებებს ჰაერიდან. უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების შეთანხმებული მოქმედების წყალობით, მტრის შეტევა შეჩერდა.
„მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრა, ძალიან აქტიური და მიზანდასახული იყო. ყოველთვის აზუსტებდა და განიხილავდა, რა იყო შემდეგი ამოცანა და რისთვის უნდა ყოფილიყო ეკიპაჟი მზად. როცა ვეკითხებოდი, თუ გაფრინდები ამ დავალებაზე-მეთქი, მისი პასუხი უცვლელი იყო: „დიახ“. ეკლებით-ვარსკვლავებამდე – ეს იყო დენისის გზა ომში“, – ამბობს ლუკოვის თანამებრძოლი, ეკიპაჟის მეთაური.
დენისი ოცნებობდა ომის დამთავრების შემდეგ მეუღლესთან ერთად გაეხსნა ზოომაღაზია, სადაც ის და კარინა ერთად იმუშავებდნენ.
დენის ლუკოვი/ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform
კარინა გეგმავს დენისის ოცნება აასრულოს და ზოომაღაზია მარტომ გახსნას.
უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის, დენის ლუკოვს III ხარისხის ორდენი მიენიჭა.
EdCamp-ი მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოებაა, რომელიც თავდაპირველად აშშ-ში ფილადელფიელმა პედაგოგებმა დააარსეს. Give Get პრინციპზე დაფუძნებული თანამშრომლობა გულისხმობს პირადი გამოცდილების გაზიარებას და ასევე სხვისი გამოცდილების მიღებას, სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისთვის სკოლებში.
ამ ფორმატის ტრენინგი ბათუმშიც გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ასზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა. ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ არა მარტო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები, ასევე ყველა ის პედაგოგი, ვისაც სურდა თავისი მეთოდები კოლეგებისთვის გაეცნო.
„ბათუმელები“ EdCamp Georgia-ში მონაწილე პედაგოგებს გაესაუბრა.
ხათუნა რაზმაძე
ხათუნა რაზმაძე 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მათემატიკის მასწავლებელია. მისი თქმით, ამ ფორმატის ტრენინგი იმიტომაა ძალიან საინტერესო და მოსახერხებელი, რომ მასწავლებელს აქვს არჩევანი, მისთვის საინტერესო თემის მიხედვით დაესწროს ტრენინგს.
„ტრენერებს 1 წუთი ჰქონდათ თემის პრეზენტაციისთვის და ამ 1 წუთშიც კი მოვასწარი ჩემთვის საინტერესო მარცვლის აღება.
ნებისმიერი მასწავლებელს, რამდენი წლის სტაჟიც არ უნდა ჰქონდეს, სჭირდება ცოდნის ყოველდღიური განახლება. თუ ახალი ნაპერწკალი არ შეიტანე შენს საკლასო სივრცეში, მგონია, პროფესიას რაღაც აკლდება.
ამ ფორმატის დადებითი მხარე არის ის, რომ აგებულია ურთიერთსწავლებაზე, მეთოდების, გამოცდილების გაზიარებაზე და ნებისმიერი გამოცდილება შეიძლება გახდეს რაღაც ახალი ნაპერწკალი, ახალი მიდგომის, მეთოდის გაჩენის ინსპირაცია“, – გვითხრა მან.
მისი აზრით, ნებისმიერი მასწავლებელი, თუ ის კარგი მსმენელია, მინიმუმ 5 სიახლეს მაინც წაიღებს ასეთი ტრენინგებიდან.
რით განსხვავდება ტრენინგის ეს ფორმატი იმ ფორმატისგან, რასაც აქამდე სთავაზობდა პედაგოგებს სახელმწიფო? – ვკითხეთ ხათუნა რაზმაძეს.
ხათუნას აზრით, განსხვავებაა ის, რომ ამ პროცესში ჩართული ყველა ექსპერტი არის მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც თავის პრაქტიკაში საკლასო ოთახში დანერგილი და უკვე გამოცდილი მეთოდები მოაქვს.
„ასეთი ტრენერი უფრო შენიანია, რადგან ეს არის ადამიანი, ვინც ჩართულია სასწავლო პროცესში, გესაუბრება საკლასო ოთახიდან და უფრო მეტად ესმის ბავშვის“, – ამბობს ხათუნა.
რა მოსწონთ ყველაზე მეტად ბავშვებს? – ვკითხეთ მას. ხათუნა რაზმაძის თქმით, ბავშვებს მოსწონთ, როცა უსმენენ და როცა აკეთებენ:
„ასჯერ გაგონილს ერთხელ გაკეთებული სჯობიაო, ხომ არსებობს ანდაზა – ბავშვს მოსწონს, როდესაც თვითონ არის პროცესში ჩართული, როდესაც ახალს აღმოაჩენს გაკვეთილზე, როცა პოზიტიური, ბედნიერი მასწავლებელი ხვდება საკლასო სივრცეში და მოსწონს, როცა მისი სჯერათ. როცა მოსწავლეს ისე უყურებს მასწავლებელი, როგორც ინდივიდს. საგნის შეყვარებაც აქედან იწყება.“
ლესა ხარიტონენკო
ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ მასწავლებლები გერმანიიდან და უკრაინიდან. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ ტრენერს კიევიდან, ლესა ხარიტონენკოს, რომელიც სკოლის დირექტორია. ის შვიდი წელია, რაც EdCamp-ის პროექტშია ჩართული და ამბობს, რომ ამ ფორმატის ტრენინგებმა, როგორც მასწავლებელი, ძალიან შეცვალა.
„როცა პირველად მივიღე მონაწილეობა ამ ფორმატის ტრენინგებში, სრულიად განსხვავებული დავბრუნდი ჩემს საკლასო ოთახში. ეს არის ახალი იდეების მიღების შესაძლებლობა, გამოცდილი პროფესიონალების ცოდნის გაზიარება.
უფრო თავდაჯერებულიც გავხდი, რადგან ზოგჯერ სიახლეების მიღების შიში ჩარჩოებში გვაქცევს და ამ ფორმატით მე ეს შიშიც დავძლიე. სულ სხვა თვალით შევხედე ჩემს პროფესიას“, – გვითხრა მან.
ლესას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სკოლაში ბავშვები და პედაგოგები პარტნიორები იყვნენ. „ზოგჯერ აუცილებელია თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს, ზოგჯერ იატაკზეც შეიძლება დავსხდეთ და ასე ჩავატაროთ გაკვეთილი. თუ კარგი მასწავლებელი ხარ, გრძნობ ბავშვს და გაქვს მისი სიყვარული.
წლების წინ, როცა ასე ვიქცეოდი, მეუბნებოდნენ, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ საკლასო ოთახში ბავშვია ყველაზე მნიშვნელოვანი – რას გრძნობს ის“, – გვითხრა ლესა ხარიტონენკომ.
მანია ქასროშვილი მცხეთიდან ჩამოვიდა „ედკამპში“ მონაწილეობისთვის. ის დაწყებითი განათლების მასწავლებელია. მისი აზრით, თანამშრომლობის და პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია პროფესიული ზრდა.
„მარტო ვერაფერს გააკეთებ, არათუ სისტემაში, საკლასო ოთახში კი ვერ შეცვლი ვერაფერს მოსწავლის, კოლეგის, მშობლის გარეშე. ამიტომ ვცდილობ, ეს სამი რგოლი ყოველთვის ერთად ვიყოთ“, – გვეუბნება ის.
ირინა გოჩიტაშვილი, მასწავლებელი
ირინა გოჩიტაშვილი თბილისის 67-ე საჯარო სკოლის ექსპერტ-მასწავლებელია, მათემატიკას ასწავლის. ტრენინგზე თავისუფალი დასწრების მეთოდი მასაც მოსწონს, თუმცა დასძენს, რომ მხოლოდ ტრენინგები ვერაფერს მისცემს მასწავლებელს, თუ აქ მიღებული გამოცდილება არ დანერგა საკლასო ოთახში.
„მასწავლებელმა უნდა შეძლოს თითოეული მოსწავლის წაკითხვა და მასზე მორგებული გაკვეთილის ჩატარება“, – გვეუბნება ის. – „ეს რომ შეძლოს მასწავლებელმა, ამიტომ ვუსმენთ დღეს ერთმანეთის გამოცდილებას.
ლადო აფხაზავას ვორქშოფს დავესწარი და ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის მისი გამოცდილება არაფორმალური განათლების მიმართულებით. მისგან ვისწავლე, როგორ უნდა დავგეგმო განსხვავებულ გარემოში გაკვეთილი.
დღევანდელი თაობა აღარ კმაყოფილდება მხოლოდ წიგნით, ამიტომ ჩვენგან ყოველდღე ელოდებიან სიახლეებს. მეც ყოველდღიურად ვეძებ გზებს, რომ მათემატიკა არ გახდეს მოსწავლისთვის ტვირთი და სახალისო იყოს ბავშვისთვის სწავლა“.
ირინას აზრით, ამ ტიპის ტრენინგები ტრადიციულისგან იმით განსხვავდება, რომ მიწოდებული ინფორმაცია არის მისთვის გასაგები და მასწავლებლის პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ფორმატის ტრენინგზე დასწრება არ არის სავალდებულო, ჩვენ, მასწავლებლები, თვითონ ვირჩევთ თემის, ინტერესების მიხედვით და ეს არის კარგი. როცა ვალდებულებაა, აღიზიანებთ მასწავლებლებს.
მასწავლებლის ანაზღაურებაც ახდენს გავლენას მოტივაციაზე და პროფესიულ ზრდაზე. ვფიქრობ, ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული სტატუსის ცვლილებაზე, რადგან ეს მასწავლებლის სტრესს იწვევს“, – გვეუბნება ირინა.
ლალი მარგიანი
ლალი მარგიანი მარნეულში, არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის ქართულ ენას.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ბევრ სიახლეს გავეცანი. რადგან ფორმატი არის თავისუფალი, აქტიური და მხიარული, ეს ძალიან მომწონს. კი არ ვისმენთ მასწავლებლები მხოლოდ, არამედ ვთამაშობთ, ვმოძრაობთ და ასე ვსწავლობთ“.
მისი თქმით, მოსწავლეებსაც მოსწონთ ხალისით, აქტიურობით სწავლა და იმავეს ელოდებიან მათგანაც.
„სწავლა-სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულება მოსწავლისა და მასწავლებლის. თუმცა, ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში არც ბავშვები და არც პედაგოგები არ არიან ისეთი გამბედავები, როგორც ქართულენოვან სკოლებში.
სწავლა-სწავლებამდე სანამ მივალთ, ინფრასტრუქტურაა შესაცვლელი ამ სკოლებში. მე, მასწავლებელს, არ მსიამოვნებს იმ ჩაბურულ, გადატყავებულ, დანგრეულ, ფანჯრებდაკერებულ საკლასო გარემოში მუშაობა და ბავშვს რა მოვთხოვო?
ბავშვი კლასში იმაზე ფიქრობს, ჩამტვრეული მინა წებოვანი ლენტით შეაკავოს, თუ რამე პლაკატი მიაწებოს. კარები დაღეჭილი- მიღეჭილი, იატაკებიც იგივე მდგომარეობაში. მე მრცხვენია, ასეთ გარემოში რომ უწევთ ბავშვებს ყოფნა და იმის, რომ ამ ბავშვებს მეტი არაფერი აქვთ ნანახი“, – გვითხრა ლალი მარგიანმა.
მისი თქმით, სილაღე და სიფერადე სასწავლო გარემოს შემადგენელი ნაწილია და ამაზე ყველა ბავშვს თანაბრად უნდა ჰქონდეს წვდომა.
„აი, ამ პრობლემაზე არ უნდა ილაპარაკო თურმე, მასწავლებელი ხარ და გინდა თუ არ გინდა, მაინც უნდა გახვიდე შედეგზეო. არ იცი ცურვა, მაგრამ მაინც უნდა გაცურო.
ჩვენგან ითხოვენ გლობალურ პროექტებს, შედეგებზე გასვლას, საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და ბოლომდე მაინც ვერ გრძნობენ, თუ რა ხდება ჩვენს სკოლებში“, – ამბობს ლალი.
მარიამ ღლონტი
მარიამ ღლონტი ბათუმში, კერძო სკოლა „გორდასა“ და მე-17 საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე ასწავლის. მას და მის კოლეგებს მაშინ გავესაუბრეთ, როცა ლადო აფხაზავას ტრენინგიდან გამოვიდნენ. „ჩემი აზრით, ტრენინგი უნდა იყოს ისეთი, როგორსაც დღეს დავესწარი. მომინდა, რომ დღეს ორშაბათი ყოფილიყო და გაკვეთილზე შევსულიყავი“, – გვითხრა მარიამმა.
რა იყო განსაკუთრებული ამ ვორქშოფზე? – ვკითხეთ მას.
„ლადოს აქვს სიხარული, ის ბედნიერი ადამიანია კლასში. თუ მასწავლებელი ბედნიერია, მაშინ კლასიც ბედნიერია.
მასწავლებელს აბედნიერებს სასკოლო გარემო და ეს გარემო უნდა შემიქმნას სკოლამ. უნდა მიხაროდეს სკოლაში, კლასში შესვლა“, – გვითხრა მან.
ანი ქილიფთარი
ანი ქილიფთარი მარიამის კოლეგაა, ისიც „გორდაში“ ასწავლის. „ემოციებით გამოვედი ტრენინგიდან. ვფიქრობ, გამორჩეული იყო იმით, რომ ტრენინგი აგებული იყო მასწავლებლის პირად პრაქტიკაზე, გამოცდილებაზე და გათვალისწინებული იყო ყველა ის ემოცია, ხალისი, რაც სჭირდებათ თანამედროვე ბავშვებს კლასში.
ამის გარეშე მხოლოდ „წაიკითხე-მომიყევით“ დღევანდელ თაობას ვერ დააინტერესებ“, – ამბობს ანი.
გურანდა სურმანიძის თქმით, იყო ხალისიანი და ქმნიდე განწყობას კლასში, დამოკიდებულია მასწავლებლის შემოქმედებით უნარზე და არა ასაკზე.
„მესმის, რომ ახალგაზრდა პედაგოგებს უფრო მეტი უნარი აქვთ სიახლეების მიღების და შემოტანის, თუმცა ეს შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული. ტრენინგი დახუნძლული იყო აქტივობებით, სიახლეებით, რაც ძალიან მოგვწონს“.
გურანდა სურმანიძე
ტრენინგს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლები – ლელა ბორჩხაძე და ნონა ჩხაიძეც ესწრებოდნენ.
მათ მიმოზა ღოლიჯაშვილის მეთოდზე გაამახვილეს ყურადღება. პედაგოგების თქმით, კოლეგის გამოცდილება ძალიან შთამბეჭდავი იყო მათთვის და აპირებენ თავიანთ კლასებში გამოიყენონ ეს პრაქტიკა.
„თეატრალური დადგმის გამოყენებით სწავლება მომეწონა ძალიან. არაჩვეულებრივი საშუალებაა, კონკრეტული თემის ინსცენირება გააკეთო, სადაც ბავშვი თვითონ აირჩევს როლს და სახალისო გარემოში უკეთ ისწავლის. არც გაკვეთილი იქნება ერთფეროვანი.
ლელა ბორჩხაძე
ტრენინგის ფორმატიც საინტერესოა იმიტომ, რომ აქ არ ვზივარ და არ ვუსმენ მომაბეზრებელ თემებს, არამედ მეც ჩართული ვარ მუშაობაში, მომწონს, რომ თავისუფალია დასწრება და თუ არ მომეწონება რომელიმე თემა, ავდგები და გამოვალ“, – გვეუბნება ლელა ბორჩხაძე.
თეატრალიზებული წარმოდგენა, როგორც სწავლების მეთოდი, მოსწონს ნონა ჩხაიძესაც. ფიქრობს, რომ ეს კარგი საშუალებაა აქტიური და საინტერესოდ სწავლებისთვის.
ნონა ჩხაიძე
„როგორც მიმოზამ გვითხრა, გერმანიაშიც იყენებენ ამ ფორმატს აქტიურად და ძალიან ამართლებს. როცა მოსწავლე თვითონ ირჩევს თემას და პერსონაჟებს, ეს ბევრად საინტერესოს ხდის მისთვის სწავლების პროცესს“, – ამბობს ნონა.
„ედკამპი“ ორ დღეს გაგრძელდა ბათუმში პედაგოგებისთვის. ტრენინგი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დასახმარებლად ხულოს 2023 წლის ბიუჯეტში 21 600 ლარი იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ დღეს, 28 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე განაცხადეს.
ახალი ქვეპროგრამა მარტოხელა მშობლების ყოველთვიურ, 100-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს.
აქამდე ხულოს მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლების დასახმარებლად ბიუჯეტში თანხა არ ჰქონდა გათვალისწინებული. პროგრამის ამოქმედება წელს, სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, მარტოხელა მშობლების დასახმარებლად პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება.
საქართველოში მარტოხელა მშობლის დასახმარებლად მთავრობას ერთიანი სტრატეგია არ აქვს. თითოეულ მუნიციპალიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ დაეხმაროს მარტოხელა მშობელს, რომელთა უმრავლესობა მარტოხელა დედაა ან საერთოდ, დაეხმაროს თუ არა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის 2023 წლის ბიუჯეტში 20 000 ლარია გამოყოფილი.
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ქვეპროგრამის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ქვეპროგრამით განხორციელდება ქალთა მეტი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში. დაგეგმილია ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართება გასვლითი შეხვედრები.
მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის გეგმა 21 370 000 ლარია, თუმცა შესაძლოა ბიუჯეტის გეგმაში შევიდეს ცვლილებებიც.
ჩემი შვილი უკვე დიდია. მას ოჯახი ჰყავს და ის არ იბრძვის უკრაინაში.
და როგორ იგრძნობდით თავს, ფრონტის წინა ხაზზე რომ აღმოჩენილიყო?
ამ მომენტში მე ეგეთ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგან მას სამხედრო სწავლება არასოდეს გაუვლია. მას შესაბამისი პროფესია არ აქვს, მაგრამ ცხადია, ასეთი რამ თეორიულად შეიძლებოდა მომხდარიყო.
ესე იგი, შეიძლება გაიწვიონ?
არა, ამ მომენტში არა, ეს პროცესი დასრულებულია. ჩვენ გვჯერა, რომ უკვე საკმარისი ძალა გვყავს იმ ტერიტორიის დასაცავად, რომელიც ახლა რუსეთის ნაწილია.
ეს არის ნაწყვეტი BBC-ის ინტერვიუდან, ჟურნალისტის შეკითხვებს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა უპასუხა.
კელინი ბრიტანეთში ელჩად 2019 წელს დაინიშნა, ის მანამდე რუსეთის დიპლომატიურ მისიებს რამდენიმე ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობდა. ანდრეი კელინს ორი შვილი ჰყავს – ქალ-ვაჟი.
შეკითხვა, რატომ არ იბრძვიან უკრაინაში თანამდებობის პირებისა და გავლენიანი რუსების შვილები იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციას განაგრძობს და უკრაინაში საომრად ათასობით მოქალაქეს უშვებს, ომის 9 თვის განმავლობაში არაერთხელ დაისვა.
რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების დღესვე „პოპულარული პოლიტიკის“ [არხი] წამყვანმა, დმიტრი ნიზოვცევმა პირდაპირ ეთერში პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შვილს ნიკოლაის, სამხედრო კომისარიატის თანამშრომლის სახელით დაურეკა და აცნობა, რომ მეორე დღეს, დილის 10 საათზე, სამხედრო კომისარიატში უნდა გამოცხადებულიყო.
„დილის 10 საათზე, ცხადია, ხვალ მე არ მოვალ. თუ ის იცით, რომ მე ბატონი პესკოვი ვარ, ისიც უნდა გესმოდეთ, რომ არც ისე მართებულია, რომ მე იქ ვიყო. მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ. მე საერთოდ უნდა გავერკვე, რა ხდება და რა უფლებები მაქვს…“ – უპასუხა ჟურნალისტს პუტინის პრესმდივნის შვილმა.
____
ვლადიმერ პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა, მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ იგეგმებოდა 300 000 რეზერვისტის გაწვევა.
21 სექტემბრის შემდეგ მობილიზაციის წინააღმდეგ გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია, ქვეყანა კი ასობით ათასმა მოქალაქემ დატოვა.
მობილიზაცია ნოემბრიდან ოფიციალურად დასრულებულია, თუმცა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოური სამთავრობო უწყებები აღნიშნავენ, რუსეთის ხელისუფლება რეზერვისტების გაწვევას ფარულად განაგრძობს, მობილიზაციის ტვირთი კი ძირითადად ქვეყნის ღარიბ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს აწვება. იმავე წყაროების თქმით, რუსეთი მობილიზაციას ახალი წლიდან განაახლებს, რადგან ქვეყნის მთავრობის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, უკრაინაში გამარჯვებისთვის მას 5 000 000 მობილიზებული სჭირდება.
უკრაინიდან და რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება მობილიზებულების ვიდეომიმართვები, რომლებშიც ისინი აუტანელ პირობებზე, ცუდ მომზადებაზე, პირადი აღჭურვილობის ნაკლებობაზე და სხვა პრობლემებზე საუბრობენ და ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლაზე უარს ამბობენ. პარალელურად, რუსეთის სხვადასხვა რეგიონული მთავრობების შენობებთან არ წყდება რეზერვისტების ოჯახის წევრებისა და ახლობლების საპროტესტო აქციები.
2021 წლის ზაფხულში, უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთი იაპონიაზე თავდასხმას აპირებდა – Newsweek-ის ცნობით ამის შესახებ ლაპარაკია წერილში, რომელმაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან გამოჟონა.
გამოცემის ცნობით, წერილი, რომელშიც რუსეთის განზრახვაა აღწერილი, ФСБ-ს აგენტმა 17 მარტს გაუგზავნა ადამიანის უფლებათა დამცველ რუს აქტივისტს, ვლადიმირ ოსეჩკინს, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და იქიდან მართავს ცნობილ ანტიკორუფციულ ვებსაიტს – Gulagu.net-ს.
Newsweek-ი წერს, რომ აგენტი რეგულარულად აწვდის ოსეჩკინს ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურის შიგნით მიმდინარე პროცესებზე.
ინფორმატორი აგენტის ერთ-ერთი წერილი შეისწავლა Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა ქრისტო გროზევმაც. გროზევი ამბობს, რომ მან წერილი აჩვენა ФСБ-ს ორ (ახლანდელ და ყოფილ) თანამშრომელს, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ „ის ნამდვილად მათი კოლეგის დაწერილია“.
17 მარტის წერილში ინფორმატორი აგენტი ვლადიმირ ოსეჩკინს წერს, რომ 2021 წლის აგვისტოში რუსეთი „სერიოზულად ემზადებოდა ლოკალური სამხედრო კონფლიქტისთვის იაპონიასთან“.
აგენტი დეტალურად აღწერს რუსული ვერტმფრენების გადაადგილებას და დასძენს, რომ სამხედრო მზადების პარალელურად მუშაობდა რუსული პროპაგანდის მანქანა, რათა იაპონელებისთვის „ნაცისტებისა“ და „ფაშისტების“ იარლიყი მიეკერებინათ.
აგენტის თქმით, მოსკოვსა და ტოკიოს შორის მთავარი „შებრკოლების ლოდი“ კურილის კუნძულებია.
„თუმცა ძალიან მაღალი იყო რისკი, რომ ლოკალური კონფლიქტი ქვეყნებს შორის მწვავე კონფრონტაციაში და შესაძლოა, ომშიც კი გადაზრდილიყო. საბოლოოდ, რატომ შეარჩიეს უკრაინა ომისთვის (სცენარი დიდად არ შეცვლილა), ამ კითხვას უკვე სხვებმა უნდა უპასუხონ. საერთო ჯამში, ხელისუფლების მანიაკალური მისწრაფებების გამო ომი რუსეთისთვის გარდაუვალი იყო“, – დასძენს ინფორმატორი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ომის მეცხრე თვეს რუსეთს კვლავ დაპყრობილი აქვს უკრაინის დაახლოებით 20%.
სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 28 ნოემბერს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2000 ლარი.
მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაშიც გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლებიც დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.
ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებული მასწავლებლების დახმარებაც იქნება 2000 ლარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთის არმია არავითარ შემთხვევაში არ გავა.
„არაა საჭირო რაღაც ნიშნების ძებნა იქ, სადაც ისინი არ არის და ვერც იქნება,“ – ასე უპასუხა პესკოვმა შეკითხვას იმის შესახებ, ემზადება თუ არა რუსეთის ჯარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად.
პესკოვს ეს შეკითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გუშინ უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტმა პიოტრ კოტინმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის არმია ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გასვლას აპირებდეს.
„ბოლო კვირებში მიღებული ინფორმაციით, გაჩნდა ნიშნები, რომ ისინი შესაძლოა ზაესის დატოვებას აპირებენ და ამისთვის ემზადებიან. პირველ რიგში, ძალიან ბევრი ცნობა ჩნდება რუსულ მედიაში იმაზე, რომ ალბათ, აჯობებდა რუსეთის არმიას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაეტოვებინა და კონტროლი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის გადაეცა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩემოდნებს ალაგებენ, თან ძარცვავენ ყველაფერს, რისი გაძარცვაც შეუძლიათ მოასწრონ,“ – ამბობს კოტინი და დასძენს, რომ „ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გადიან, თუმცა შეიძლება იმის თქმა, რომ ემზადებიან“.
რუსულ საინფორმაციო სივრცეში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ გაჩენილ ცნობებზე დღევანდელ ანგარიშში ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც (ISW) წერს. როგორც ანალიტიკოსები მიუთითებენ, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში ნელ-ნელა კარგავენ იმედს, რომ რუსეთისა არმია ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილის შენარჩუნებას შეძლებს.
„რუსმა სამხედრო ბლოგერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის არმია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასაბრუნებლად კონტრშეტევას იწყებს. „ვაგნერთან“ დაკავშირებული ჯგუფები ტვიტერზე აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ „ამგვარი დისკურსი შესაძლოა მართლაც ქმნიდეს საინფორმაციო წინაპირობებს ზაპოროჟიედან ძალების გაყვანისთვის“.
ზაპოროჟიეს ოლქი უკრაინის იმ ოთხ ოკუპირებულ ოლქს შორისაა, სადაც რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა და რუსეთის ნაწილად გამოაცხადა.
რუსეთმა „შეიერთა“ ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები, თუმცა ნოემბრის დასაწყისში, ფაქტობრივად, მომარაგების გარეშე დარჩენილი რუსეთის არმია იძულებული გახდა, ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილი დაეტოვებინა და დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადასულიყო.
თავის დროზე ხერსონიდან ჯარების გაყვანასაც მსგავსი საინფორმაციო კამპანია უძღოდა წინ. ომის კვლევის ინსტიტუტი ჯერ კიდევ ოქტომბერში წერდა, რომ თავდაცვითი პოზიციების გამაგრების პარალელურად, კრემლი საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მარცხისთვის ამზადებდა.
მანამდე, აგვისტოს ბოლოდან, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა დაიწყო, რუსეთმა ხერსონში თავისი დანაყოფები მაქსიმალურად გააძლიერა, ჩნდებოდა ცნობები, რომ რუსეთის არმია ქალაქის ბრძოლებისთვის ემზადებოდა. მიუხედავად ამისა, 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ხერსონის დასავლეთი ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა, 11 ნოემბერს კი ქალაქში უკრაინის არმია შევიდა.
„დააკვირდით, ჯაღმაიძეს ამ განცხადებაშიც კი ფემიციდი საერთოდ არ უხსენებია, მონასტერზე საუბრის დროსაც ქალი არსად ფიგურირებს… ის, რომ მონაზონი იყო ქალი და ამის გამოც გახდა იგი ძალადობის მსხვერპლი, ის ამაზე საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას. საპატრიარქო მონასტერში ჩადენილ დანაშაულსაც განიხილავს, როგორც რაღაც საკრალურზე თავდასხმად და არა ქალზე ძალადობად,“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზეგვესაუბრება.
პერიოდულად ქალების დაკნინების და, მაგალითად, პატრიარქისგან ქმრებისთვის ფეხის დაბანის მოწოდებების შემდეგ, საპატრიარქო საკუთარ პასუხისმგებლობას ვერც ახლა ხედავს, როცა მონაზონზე იძალადეს. ანდრია ჯაღმაიძემ ხაშურში, მონასტერში ჩადენილი დანაშაული მედიას დააბრალა.
რას აჩვენებს ეს გადაბრალება? – თეოლოგი სიტუაციის ახსნას ერთი ფრაზით ცდილობს: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. უბრალოდ ქარავნის წინამძღოლს სურს, რომ ძაღლიც არ ყეფდეს“.
„ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო მირიან, თქვენი აზრით, საპატრიარქომ პრესცენტრის ხელმძღვანელის პოზიციით, ამჯერადაც სცადა ქალების დაკნინება, როცა ანდრია ჯაღმაიძემ თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის საქმეში განქორწინებული კაცის მიერ ყოფილი ცოლის დაწვა დაუკავშირა „ოჯახური ტრადიციების ნგრევას“?
სამყაროს განვითარებული ნაწილი, ის ქვეყნები, რომლებიც სწორედაც რომ ქრისტიანული რელიგიის ფასეულობათა სისტემით არიან ფორმირებული [და არამხოლოდ], ვითარდებიან კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, ბუნებისთვის მიყენებული ზიანი მიუღებელი ნორმაა, მიმდინარეობს ამის სათანადოდ გააზრება, მას ასწავლიან სკოლებსა და სასწავლებლებში. აქტიურად მიმდინარეობს ასევე ქალისა და მამაკაცის ისტორიული როლების გადააზრება.
ამ ყველაფრის პარალელურად კი, ჩვენი საზოგადოება ვითარდება ამის საპირისპირო მიმართულებით. ხსენებული გაუკუღმართებული განვითარების ფლაგმანი საქართველოში არის საპატრიარქო.
რაციონალურია, რომ, მაგალითად, როდესაც იხდი დიდ თანხას ავტომანქანაში, შეგიძლია იყიდო ელექტრომანქანა, ან წყალბადზე მომუშავე ავტომობილი. მაინც იხდი ფულს და იმდენი ჭკუა იქნებ გეყოს, რომ აი, გადაიხადე დიდი თანხა ავტომანქანაში, მაგრამ სამაგიეროდ, ბუნებას ნაკლებად აზიანებ, რაც არის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი. ეს ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. ეს ხამობა და უსასრულო მანია ბენზინის მხვრეპავი ჯიპების მიმართ, არის ერთგვარი დიაგნოზი.
იგივე ქალის და მამაკაცის თანასწორობის დისკურსზე მთელი სამყარო ცდილობს ამ ყველაფრის გადააზრებას და საქართველოს ამის გამოცდილება ჯერ კიდევ მე-9 საუკუნიდან გააჩნია [არსებობს ლიტერატურულად დოკუმენტირებული დისკუსია]. ამ ყველაფრის პარალელურად, თვეგამოშვებით საპატრიარქოს სახელით, ხან უშუალოდ პატრიარქი, დიდ მიზოგინიას [ქალთმოძულეობა] გამოაცხობს ხოლმე: ხან მოუწოდებს ქალებს, რომ ფეხი დაბანონ ქმრებს, ხან მოუწოდებს მორჩილებისკენ. ცოტაღა აკლია პატრიარქს, რომ პირდაპირ უთხრას ქალებს: მონები ხართ, მონად ხართ დაბადებულნიო.
ჯაღმაიძე ახმოვანებს საპატრიარქოს დამოკიდებულებებს, რომელიც ოჯახური კონფლიქტების დროს ყოველთვის ცალსახად მიზოგინურია. საპატრიარქო ცდილობს ცალსახად, ყველაფერში მაინც დამნაშავედ გამოიყვანოს ქალი. როცა ცდილობ გამოზარდო მოძალადეების მთელი სოციალური ფენა, ბრიყვი უნდა იყო ფიქრობდე, რომ ეს მოძალადეები შენვე არ მოგიბრუნდებიან. გამაოგნებელია, რომ იგივე ჯაღმაიძე ამ ყველაფერს აბრალებს მედიას.
მე თუ მიგულისხმა, მადლობა, მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემი საუბარი.
ქართული ქრისტიანობა სამწუხაროდ აგებულია შიშის ფენომენზე. პრიალა პიჯაკებში გამოწყობილი ბიზნესმენები მართლა სწირავენ ფულს ვიღაც მღვდლებს, მაგრამ სწორედ შიშის საფუძველზე. ძალიან რთულია, საქართველოში იპოვოთ გააზრებული ქრისტიანი, ადამიანი, რომელმაც გაიაზრა ქრისტიანობა. ყველა არის დაშინებული, დაკომპლექსებული.
ჯაღმაიძის ფილოსოფია შემდეგში ძევს: თუ ეს საკრალური შიში შენარჩუნდება ეკლესიის მიმართ, მაშინ ადამიანები ვერ გაბედავენ რელიგიურ სივრცეს უხეშად შეეხონ. აი, როგორც სოფლებშია შეხედულება, რომ სასაფლაოდან არაფრის წამოღება არ შეიძლება.
სიბრიყვეა, დაადანაშაულო ადამიანები [ჟურნალისტები], რომლებიც უბრალოდ ამბობენ, რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ ხომ არ მოგვიგონია 120 000-დოლარიანი ჯიპების ამბავი? ჩვენ ხომ არ გვიცთუნებია მღვდელმთავრები, რომ იყვნენ ასეთი ხამები?
ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიის დესაკრალიზაციას უკავშირებს „ოჯახური ტრადიციების ნგრევას“, შემდეგ კი პარალელს ავლებს თერჯოლაში ქალის მკვლელობასთან. რის წარმოჩენას ცდილობს ამით საპატრიარქო?
გენდერული ემანსიპაციის პროცესი მიმდინარეობს სამყაროში და ქართველი ქალებიც გადიან საკუთარ გზას ამ მხრივ. ბოლო ათწლეულებია საქართველოში ეკონომიკა, ფაქტობრივად, დგას ქალზე, როგორც შრომით რესურსზე. მთელი ლეგალური და არალეგალური ემიგრაციის დიდი ნაწილი ქალები არიან, რომლებიც მონურ შრომას გადიან ევროპის ქვეყნებსა თუ აშშ-ში. მათი ფულადი გზავნილები წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკაში დიდ ხვედრით წილს.
ვფიქრობ, რომ ოჯახის ის ხატება, რაც დღეს საპატრიარქოშია პოპულარული, ნასაზრდოებია თავად პატრიარქის ბავშვობისდროინდელი მეხსიერებით, ვინაიდან მთაში მართლაც უფრო პატრიარქალური იყო ოჯახური ცხოვრება, ვიდრე ბარში. სხვაგვარად გაუგებარია, ტრადიციული ოჯახი რატომ უნდა გულისხმობდეს ერთის მიერ მეორეს ჩაგვრას.
განქორწინების შესახებ როგორი იყო ტრადიციულად ეკლესიის ხედვა? საპატრიარქოს პრესსპიკერი განქორწინებული ქმრისგან ცოლის მკვლელობის საქმეზე საუბრის დროს არ ახსენებს „მკვლელობას“, „ფემიციდს“. ის წერს, რომ გახშირდა „ოჯახური კონფლიქტები“ და ეს „ოჯახური ტრაგედიაა“.
საინტერესო ამბავია, რომ განქორწინების საკითხი დასავლეთში უფრო მკაცრადაა რეგულირებული, ვიდრე აღმოსავლეთში. კათოლიკური ეკლესია, მაგალითად, არ ცნობს ერთზე მეტ განქორწინებას. თუ დაქორწინდები ხელახლა და კვლავ გინდა ჯვრისწერა, საჭიროა ეს საქმე განიხილოს უშუალოდ პაპმა. იქ რამდენიმე საკითხი ითვლება განქორწინებისთვის საკმარის საფუძვლად, მათ შორის ძალადობა, რომლის შემთხვევაშიც პაპი გაძლევს ხელახლა დაქორწინების უფლებას.
აღმოსავლეთში კი, როგორც ჩანს, თავიდანვე მიხვდნენ მამები, რომ ადამიანი ასეთი მყარი არ არის თავის გადაწყვეტილებებში და შესაბამისად, სამგზის ქორწინება დაუშვეს. ჩვენთანაც, კანონიკური თვალსაზრისით, სამგზის ქორწინებაა შესაძლებელი, მესამე ქორწინებაზე სპეციალური ლოცვა იკითხება და სრულფასოვან ჯვრისწერად არ მიიჩნევა. თუმცა ამათ მოდაში შემოიღეს კათოლიკური მოდელი და განუმეორებლობის პოსტულატი.
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით ჩანს თუ არა უკიდურესი პატრიარქალური დამოკიდებულება, რომ განქორწინებული ქალიც კი ექვემდებარება ყოფილ ქმარს?
მამაკაცებს შთააგონებენ, მათ შორის, ეკლესია, რომ ქალი მის მფლობელობაში არსებული ნივთია. ქალს კი შთააგონებენ, რომ ის მამაკაცზე დაქვემდებარებულია მუდმივად. ეს ყველაფერი, პირიქით, ანტიოჯახური ფილოსოფიაა.
რაში აწყობს საპატრიარქოს ქალების დაკნინება?
ჩვენი მრევლის უმეტესობა როგორია? თქვენ როგორ მამაკაცებს იცნობთ თქვენ ირგვლივ?
ჭკვიანი კაცია პატრიარქი, ისინი უყურებენ ყოველთვის იმას, მოსახლეობაში რა აზრი მუსირებს.
იგივე ხაშურში [სადაც მონასტერი დააყაჩაღეს და მონაზონი გააუპატიურეს], დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა იზიარებს აზრს, რომ ქალის თავი მამაკაცია, მისი ბატონი და მფლობელია.
რასაც ეკლესია არ ცდილობს, არის ის, რომ განავითაროს საზოგადოების აზრი, გამოაღვიძოს საზოგადოება და აიძულოს, გაიაზროს ჭეშმარიტი ქრისტიანობა. მედიაც ხომ ხშირად მსგავს, საკრალურ წარმოდგენებს უწყობს ხელს? თქვენს მედიასაშუალებას ეს არ ეხება, მაგრამ ხშირად ვხედავთ ტელევიზიით რაღაც ჯადოქრობებს, ჯადოების ახსნას, გამოლოცვას და ასე შემდეგ. მედიაც, ხშირად, სააზროვნო მასალის შეთავაზების ნაცვლად, ადამიანებს აგიჟებს.
თუმცა ქალთა უფლებების გააქტიურებას მედია აქტიურად ცდილობს.
რა თქმა უნდა, საპატრიარქოს და მედიის შედარება არც კი შეიძლება… ჩვენ ყველას გვახსოვს „5 ივლისი“, როცა ლეგიტიმური ძალადობა განახორციელა საპატრიარქომ, რაზმების ორგანიზებას შეუწყო ხელი და მიუსია ჟურნალისტებს.
ამჯერად რას ცდილობს საპატრიარქო, როცა ის მონასტერში მომხდარი დანაშაულის შემდეგაც საკუთარი პასუხისმგებლობის დანახვის ნაცვლად, მედიის ბრალს ხედავს?
საპატრიარქოს ძალიან აწყობს, თუ მედიასაშუალებები რელიგიურ თემატიკასთან მიმართებაში ენას საერთოდ ჩაიგდებენ, არაფერს გააშუქებენ, თუნდაც მრევლი მონებად გაყიდონ. ან თუ გაშუქდება რამე, ეს იყოს დაფუძნებული შიშზე, რომ აი, მოჩვენება გამოესახა ადამიანს სადღაც, „მამაომ გამოულოცა“ და მსგავსი სისულელეები.
ჟურნალისტები საპატრიარქოს ხელს უშლიან თვითნებობაში, თუმცა მეორეა, რომ მედიის კრიტიკის გამო მათ არაფერი გადაუდიათ, ან არ შეუცვლიათ მიდგომები. იგივე მოსკოვშიც ჩადიან, მოსკოვიდანაც ჩამოდიან… უბრალოდ, საზოგადოების რაღაც ნაწილთან უხერხულობა ექმნებათ, მაგალითად, როცა გაშუქდა, რომ პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა.
უკრაინის თემა ხომ მარტო პოლიტიკა არ არის?! რეგიონის დონეზე ჩვენ ვართ ერთი ბედის ქვეყნები და ამას ხალხი ძალიან კარგად გრძნობს. ამ დროს შენი პატრიარქი ლოცავდეს იმ ქვეყნის პატრიარქს, რომელიც ადამიანებს ხოცავს და ჰუმანიტარულ კატასტროფას აწყობს, არ მოგწონს.
თუმცა ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ეს რეალობაა. უბრალოდ ქარავნის წინამძღოლს სურს, რომ ძაღლიც არ ყეფდეს.
აღნიშნეთ, არ ეგონათ, თუ წახალისებული მოძალადეები მასაც მიუბრუნდებოდნენო. მონასტერში მომხდარი შემთხვევა არ იქნება ფაქტორი, რამაც შესაძლოა საპატრიარქო მინიმუმ ძალადობის წამხალისებლის როლში აღარ დატოვოს?
დააკვირდით, ჯაღმაიძეს ამ განცხადებაშიც კი ფემიციდი საერთოდ არ უხსენებია, მონასტერზე საუბრის დროსაც ქალი არსად ფიგურირებს, ანუ ის, რომ მონაზონი იყო ქალი და ამის გამოც გახდა იგი ძალადობის მსხვერპლი, ის ამაზე საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას.
საპატრიარქო მონასტერში ჩადენილ დანაშაულსაც განიხილავს, როგორც რაღაც საკრალურზე თავდასხმად და არა ქალზე ძალადობად.
ეს რას აჩვენებს?
იმას, რომ მათ საკუთარი თანაგუნდელებიც კი არ აინტერესებთ. მათ უბრალოდ ვერ გათვალეს ის, რომ როდესაც საპატრიარქო უკვე 17 მაისიდან აგენერირებს ძალადობრივ ჯგუფებს და მოძალადის წახალისებას აქცევს საზოგადოებრივ ნორმად, ეს მასაც შემოუტრიალდება.
მსგავსი ამბავი მოხდა 1921 წელსაც, როცა ეკლესიამ ისე გადაამეტა და ხალხი გააღიზიანა, რომ მთელი ძალისხმევა მიმართეს უკვე საეკლესიო ობიექტების წინააღმდეგ. ეს სიმდიდრის დემონსტრირებაც სამღვდელოების მხრიდან შეიძლება იყოს ძალადობის წამახალისებელი. წარმოიდგინეთ, ადამიანი შრომობს მთელი დღე-ღამე და ხშირად ლუკმა-პურის ფული არ აქვს, ამ დროს მღვდელი ლამის ხომალდით დადის სადღაც, პროვინციის ქუჩებში. ეს აჩენს უსამართლობის განცდას.
ჩემი აზრით, საპატრიარქო არაფერს შეცვლის, მიიყვანენ სიტუაციას უმაღლეს კრიზისამდე და შემდეგ შესაძლოა, რაღაც მოხდეს. ვიდრე სისტემა მუშაობს, ისინი არ ეცდებიან რაიმეს შეცვლას.
იგივე ჯაღმაიძე და მეუფე შიო, რომლებიც თითქოს ახალ თაობას წარმოადგენენ – გააჩინეს გარკვეული მოლოდინი, რომ სიახლეების ინიცირებას დაიწყებდნენ, რომ ქრისტიანობის გადააზრების მცდელობას მინიმუმ ექნებოდა ადგილი და პირიქით მოხდა: მათ პატრიარქის ფილოსოფიიდან ამოიღეს ყველაზე არქაული თემები და იმას ჩაებღაუჭნენ. ეს ანომალიური განვითარებაა. ახალგაზრდა მღვდლებიც კი სრულ სიგიჟეებს ქადაგებენ.
მეუფე შიომ, მაგალითად, შექმნა ოჯახის პრობლემატიკის კვლევის კომისია, დაუძახა სამღვდელოებას, ფოტოებიც გამოაქვეყნეს, თუმცა ამ შეხვედრაზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განეხილათ, საწერი კალმითა და წიგნაკით მისული იყო მხოლოდ თეოლოგი ლევან აბაშიძე. დანარჩენი ყველა ჯიბეში ხელებჩაწყობილნი უსმენდა შიოს რაღაც მოსაზრებებს.
ამ დროს დასავლეთში ოჯახის ინსტიტუტზე არსებობს მთელი სოციოლოგიური გამოკითხვები, დაკვირვებები ოჯახურ ფასეულობებზე, მაგალითად, გერმანიაშიც განქორწინების დროს არსებობს სამრჩევლო ადგილები, მათ შორის, ეკლესია ძალიან აქტიურად ჩართულია ამ პროცესში, მედიაციას სთავაზობს წყვილს, მრჩეველს და კრიზისის დაძლევას, ასევე ეკლესიას აქვს თავშესაფრები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და ა.შ.
საქართველოში კი მარტივად დაინახეს ეს საკითხი: ჩაავლეს პატრიარქის მოსაზრებას, რომ შენ ქალი ხარ და უნდა იყო მონა, კაცი კი, შენი ბატონია. არც კვლევა გჭირდება, არც მრჩეველი, არც კრიზისის დაძლევის კონსულტანტი.
როდის გააქტიურდა ქალის მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიაში და რამ შეუწყო ამას ხელი?
ზოგადად კულტურები ყველგან არის პატრიარქალური ფორმაციის, რადგან მას შემდეგ, რაც ადამიანმა დაიწყო ჯოხის და ქვის გამოყენება, მეორე ადამიანი გახდა მოწყვლადი. მამაკაცი უნდა ყოფილიყო საზარბაზნე ხორცი, ვისაც უნდა უზრუნველეყო უსაფრთხოება გარკვეული სოციუმის, ქალი კი, გადავიდა მეორე პლანზე, რაც ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი იყო. კაცს ამ დროს დამატებით „დრაივები“ ჩაურთეს, რომ შენ ხარ ძლიერი, შენ შეგიძლია, თუ საჭიროა, თავი უნდა გაწირო და ასე შემდეგ, ეს ერთგვარი ანთროპოლოგიური საფუძველი შემდეგ ქრისტიანობაშიც აისახა, თუმცა თვითონ სახარება ძალიან ემანსიპატორულია. მაგალითად, იუდაიზმმა ვერ გაიაზრა ეს მომენტი, როცა ქრისტე სჯულის შესახებ ესაუბრება ჭასთან მეძავ ქალს.
ეს მიზოგინია კი, რაც დღეს აქვს ქართულ ეკლესიას, გააქტიურდა 2009 – 2010 წლებიდან, მანამდე ეს არ იყო ამ ფორმით. პირიქით, საბჭოთა კავშირის დროს მრევლის დიდი ნაწილი იყვნენ ქალები და თვითონ პატრიარქის არჩევნებზეც მონაწილეობა აქვთ მიღებული ქალებს. შემდეგ შეცვალეს ეს წესი და მომავალ პატრიარქს უკვე მხოლოდ კაცები აირჩევენ.
სამრევლო ცხოვრებაც თბილისში ქალებმა შემოინახეს. შემდეგ იყო 2012 წლის საშობაო ეპისტოლე, სადაც უკვე საუბარი იყო ქმრისთვის ფეხის დაბანაზე. ეპისტოლეში იდება ის, რაც ზოგადსაკაცობრიოა, ჩვენს ეპისტოლეში კი ასახეს მსგავსი დამცირების აქტი. თუ დააკვირდებით, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება უკვე ცერემონიული მკვლელობები: მოკლეს გოგო, რომელმაც მოდელობა გადაწყვიტა; მოკლეს ლექტორი ქალი სტუდენტების თვალწინ…
რატომ არ აწყობს საპატრიარქოს, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს? გვახსოვს სამღვდელოების აქტიური წინააღმდეგობა სკოლაში სქესობრივ,სექსუალურ განათლებაზეც, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.
დიახ, ასეა, რეალურად ძალიან დიდი სამუშაოა სექსუალურ განათლებაზე, რასაც თავგამოდებით ებრძვის საპატრიარქო. გვახსოვს იქ საკომიტეტო განხილვის სხდომებზე შევარდნა და ასე შემდეგ.
რეალურად კი, სექსუალური განათლების ნაწილია იმის გააზრებაც, თუ როგორ მუშაობს ადამიანის სხეული, რომ შენ არ ხარ სხვისი მფლობელი.
ჩვენ, საქართველოში, არ ვიცით, რა არის სიყვარული. განსაკუთრებით ქართველ კაცს სასწავლი აქვს ახლიდან – რა არის ქალის სიყვარული. მას სურს, რომ ფლობდეს ქალს და ამიტომაც განქორწინებული კაციც რაღაცას აღიქვამს ისე, როგორც თალიბანი, რომ ეს არის თითქოს ღირსების შელახვა. თალიბანს უფრო ვენათესავებით ჩვენ დღეს, ვიდრე ქრისტიანულ კულტურას.
ღირსების დაცვაზე გამახსენდა: ირანში გოგო დაშორდა ქმარს და წავიდა თურქეთში. ეს ქალი მისმა მამამ და ძმამ შეიტყუა უკან, მის ქმარს რომ თავი მოეჭრა მისთვის. ეს მამაკაცი დადიოდა მერე ამ ქალის მოჭრილი თავით ხელში, მას მიაჩნდა, რომ ღირსება დაიცვა.
ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც ირანში იმ კუთხით, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს აქვს გააზრებული ეს პრობლემები. კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება მთლიანი სურათის შესაცვლელად არ არის საკმარისი. თვალხილულად ჩანს, რომ მრევლი თბილისში, მაგალითად, შემცირებულია – წინათ პატრიარქის წირვებზე ხალხი ტაძრის გარეთაც იდგა, თუმცა ეკლესიას ამაზე არ აქვს სწორება – მთავარია, რომ პოლიტიკურ მეინსტრიმში დარჩეს, უმრავლესობას მოსწონდეს.
ჩვენთან გოროზი პატრიარქალურობა დამკვიდრდა და ახალ სამყაროში ქართველმა კაცებმა თავიანთი თავი ვერ იპოვეს. ქალებმა შედარებით აუღეს ალღო გამოწვევებს, უცხოეთში გაიქცნენ, კაცების უმრავლესობა კი, ფუნქციადაკარგულია… ქვეყნის ეკონომიკაც მათ ვერაფერს სთავაზობს.
ამ დროს საპატრიარქოს ცვლილება არ აწყობს, რადგან შიში აქვს: თუკი საპატრიარქო თანასწორობაზე დაიწყებს საუბარს, ალბათ მთელი ეს ხორხოცა, ცეხავიკი ბიზნესმენები აღარ აჩუქებენ ფულს, მანქანებს. ჩვენი ბიზნესმენების ცოლები სადმე გინახავთ? მათ ჰყავთ 4-5 საყვარელი და ცოლი სახლში გამოკეტილი.
საპატრიარქოს რეიტინგიც სატყუარასავითაა – მას იმიტომ აქვს რეიტინგი, რომ აქვს გავლენა. თუ ის დაკარგავს ამ გავლენას, ბიზნესმენები, ბატონი ჩხარტიშვილის თამადობით, ეტყვიან, წადით თქვენი თანასწორობიანადო.
პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ეკლესიას, როგორც საზოგადოებრივი საზრისის შემოქმედს, კონკურენტი ამ დრომდე ვერ გამოუჩნდა, ჩვენი მთელი განათლების სისტემა ჩაფლავებულია… გამოსავალი არის ალბათ ის, რომ არ შედრკეს ისევ მედია და კრიტიკული ანალიზი.
რაც კეთდება, შესაძლოა, ზღვაში წვეთია, მაგრამ იყოს, თორემ მერე მართლაც სრულად დაღამდება, როგორც ირანში.
ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. მეციტრუსეების თქმით, ჯერ ციტრუსის შეძენის მსურველი არ გამოჩენილა იმის მიუხედავად, რომ ციტრუსის მოსავალი წელს მცირეა – აჭარის რეგიონში დაახლოებით 45 ათას ტონა მოსავალს ელიან.
მეციტრუსეებს პოზიტიური მოლოდინი არც აქვთ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია.
„შარშანდელზე ნაკლები ფასი არ იქნება,“ – ამბობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ონიანი „ბათუმელებთან“. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელს შევახსენეთ, რომ შარშანდელთან შედარებით თითქმის ყველაფრის ფასი გაორმაგდა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია, ციტრუსი კი, გასულ წელსაც საშუალოდ 60 – 80 თეთრი ღირდა.
„იგივე არ დარჩება [ფასი], ხარისხიან მანდარინზე მოთხოვნა იქნება მაღალი. კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით… ხარისხიანი მანდარინი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ნორმალურ ფასში ჩაბარდება,“ – გვითხრა ირაკლი ონიანმა.
წელს ციტრუსის საპროგნოზო მაჩვენებელი 45 ათასი ტონაა. ამ ეტაპზე 700 ტონაა ექსპორტირებული. ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, 500-ზე მეტი ტონა სომხეთში წაიღეს, დაახლოებით 150 ტონა კი – რუსეთსა და უკრაინაში.
„გართულდა, რა თქმა უნდა, ლოჯისტიკა, რაც აისახა ტრანსპორტირების ფასზე,“ – ციტრუსის შტაბის ხელმძღვანელი გვიყვება, როგორ გართულდა ციტრუსის ექსპორტი ომის გამო საქართველოსთვის ერთ-ერთ ძირითად – უკრაინის ბაზარზე.
„არის სახმელეთო და საზღვაო მიმართულებები. ერთი გზაა ციტრუსის შეტანა თურქეთში, შემდეგ კი, რუმინეთის გავლით შედის უკრაინაში. მოძრაობს ასევე ბორანი – ციტრუსი ჩააქვთ ბულგარეთამდე და შემდეგ შეაქვთ ასევე რუმინეთიდან უკრაინაში.
რუსეთში ისევ შედის მანდარინი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან,“ – აღნიშნა ირაკლი ონიანმა „ბათუმელებთან“.
რატომ ვერ შეაქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზრებზე? – ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ დღემდე ციტრუსი ევროპის ბაზრებზე არ გაუტანიათ. რეალურ გამოწვევებზე საუბრის ნაცვლად და იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ციტრუსის უმნიშვნელო რაოდენობა გააქვთ ევროპაში, სამინისტროს წარმომადგენელი გვაიმედებს, რომ ქართული მანდარინის ზოგიერთი ექსპორტიორი მანდარინს ევროპაში წელსაც გაიტანს.
„ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებმაც წინა წლებში მანდარინი წაიღეს პოლონეთში, ბალტიისპირეთში, სლოვენიაში. გვჯერა, რომ წელსაც გვექნება ექსპორტი ევროპის ქვეყნებში, პირიქით, მოიმატებს კიდეც, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს,“ – ამბობს ირაკლი ონიანი.
მეციტრუსეს წელს 1 კილოგრამიარასტანდარტულ მანდარინში 20 თეთრს გადაუხდიან [15 თეთრი ბიუჯეტიდან, 5 თეთრი – საწარმო]. საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ასევე დასძენს, რომ მანდარინის შესაფუთად 22 საწარმოა მზად.
„22 აქტიური საწარმოა, ყველა მზადყოფნაშია, ნახევარმა უკვე დაიწყო მუშაობა,“ – გვითხრა ირაკლი ონიანმა, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა.
ზღვამ ბათუმის სანაპიროს კიდევ ერთი მონაკვეთი ჩამოაჭრა. გუშინ, 27 ნოემბერს, შტორმმა სანაპირო ზოლი ჩაანგრია და წაიღო.
ასე გამოიყურება დღეს, 28 ნოემბერს ბათუმის სანაპიროშტორმის შედეგად პირსი ჩაინგრა, დაზიანდა გარე განათების ბოძებიცდაზიანებულია საპლაჟო ინფრასტრუქტურაცგანსხვავებით წინა შტორმებისგან, ზღვამ ამჯერად კიდევ უფრო დიდი ტერიტორია მიიტაცაშტორმის შედეგად დაზარალდნენ მოიჯარეებიც, რომლებსაც პლაჟზე სხვადასხვა ობიექტები ჰქონდათ მოწყობილი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ნოემბრის 21 საათიდან 29 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 6 – 11 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 0 – 5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში კვირის ბოლომდე ძირითადად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 27 ნოემბერს ქალაქ ხერსონზე 54 საარტილერიო შეტევა განხორციელდა. უწყების ცნობით, რუსეთის არმია ქალაქზე თავდასხმისთვის ძირითადად ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, კერძოდ კი BM-21 „გრადს“ იყენებს.
„ხერსონი უკრაინის არმიამ 11 ნოემბერს გაათავისუფლა, თუმცა ქალაქი მას შემდეგ თითქმის ყოველდღიურად იბომბება რუსული არტილერიით. მხოლოდ 24 ნოემბერს 10 ადამიანი დაიღუპა,“ – წერსდაზვერვა 28 ნოემბრის რელიზში. – „ახლა რუსები ხერსონს დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახლახან მოწყობილი თავდაცვითი ხაზის ზურგიდან ისვრიან.“
უწყება მიუთითებს, რომ გათავისუფლების მიუხედავად, ქალაქი დაუცველი დარჩა, რადგან ის რუსული საარტილერიო სისტემების წვდომის არეალშია.
უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ოლქი ხერსონი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი რუსეთის არმიამ ჯერ კიდევ ომის დასაწყისში დაიკავა, 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ კი ქალაქი და ოლქის დასავლეთი ნაწილი უკრაინამ დაიბრუნა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ხერსონის დასავლეთი ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა, 11 ნოემბერს ქალაქში უკრაინის არმია შევიდა.
როგორც სამხედრო ექსპერტები, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რუსეთის არმიის ხერსონიდან გასვლა უკრაინის არმიის კარგად დაგეგმილმა სამხედრო კამპანიამ განაპირობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 87 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
ტანკი – 2 908 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 5 861 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 1 899 ერთეული [+2]
MLRS – 395 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 555 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 416 ერთეული [+4]
სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
333 თვითმფრინავი
177 ვერტმფრენი
2 572 უპილოტო საფრენი აპარატი
390 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 866 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
904 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 624 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 395 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის სარდლობა შიშობს, რომ უკრაინის არმია შეძლებს მდინარე დნეპრის გადალახვას, დაიწყებს კონტრშეტევას აღმოსავლეთ ხერსონში და დაემუქრება ქალაქ მელიტოპოლს და ყირიმიდან მომავალ სახმელეთო ლოგისტიკურ ქსელებს.
ISW-ის ანალიტიკოსებმა გააანალიზეს სატელიტური ფოტოები, რომლებიც ცხადად აჩვენებს, სად და რა ფორმით ამაგრებენ რუსები თავდაცვის ხაზს აღმოსავლეთ ხერსონში.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ჯარები არ ცდილობენ უკრაინის არმიის სრულად შეჩერებას და პრიორიტეტს ანიჭებენ ისეთ თავდაცვით პოზიციებს, რომლებიც უკრაინელთა წინსვლას შეაფერხებს და მათ დროს მოაგებინებს.
„ისინი გრძელვადიანი დაცვის პირობებს ქმნიან ხერსონის აღმოსავლეთში კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეხების ხაზის გასწვრივ. სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ რუსეთის არმია განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს სანგრებისა და ისეთი ტანკსაწინააღმდეგო საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობას, როგორიცაა „დრაკონის კბილები“. ამ საფორტიფიკაციო ნაგებობებს რუსები აშენებენ იმ გამყოფი ხაზის გასწვრივ, რომელიც დენპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მყოფ რუსეთის ჯარებს აკავშირებს ხერსონის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთის ზურგის რაიონებთან, ყირიმთან და მელიტოპოლისა და ზაპოროჟიეს ოლქის გარშემო არსებულ ზურგის რაიონებთან“ – წერს ISW-ი.
თხრილები და ტანკსაწინააღმდეგო ფორტიფიკაცია ველიკა ბლაგოვიშჩენკასთან ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. ფოტო გადაღებულია 15 ნოემბერს/Maxar Technologies
ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ ეს საველე საფორტიფიკაციო ნაგებობები განლაგებულია უშუალოდ გამყოფი ხაზის გასწვრივ გზებისადმი პერპენდიკულარულად. ამგვარად, ისინი უფრო მეტად წააგავს ცალკეულ საგუშაგოებს, ვიდრე ერთიანი თავდაცვითი ხაზის ნაწილს.
ISW-ის ცნობით, რუსებმა ასევე გაამაგრეს 3-კილომეტრიანი ზოლი, რომელიც კინბურნის ნახევარკუნძულს ხერსონის ოლქისგან ჰყოფს.
„რუსების თავდაცვითი პოზიციები ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა სერიოზულ საფრთხედ განიხილავს დნეპრის გადალახვისა და მარცხენა სანაპიროზე უკრაინელთა კონტრშეტევის დაწყების შესაძლებლობას,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ISW-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, ხერსონის აღმოსავლეთში, რუსების საველე ფორტიფიკაციების უმრავლესობა დაუცველი აღმოჩნდება ალყის შემთხვევაში, რადგან უფრო მეტად მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუშალოს უკრაინის არმიის გზებზე გადაადგილებას.
„ბევრი ნაგებობა გზების გასწვრივ თავად გზების საზღვრებს არ სცდება. ასეთი პოზიციების უმრავლესობას ღია ფლანგები აქვს და ერთმანეთისგან ტაქტიკური მხარდაჭერის მანძილით არ არიან დაშორებულნი, რაც თითოეულ მათგანს უკრაინელთა ალყისთვის დაუცველს ხდის,“ – მიუთითებს ISW.
თხრილები და ტანკსაწინააღმდეგო ფორტიფიკაცია სტეპნესთან, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. ფოტო გადაღებულია 15 ნოემბერს/Maxar Technologies
ინსტიტუტის ვარაუდით, რუსები უკრაინელთა კონტრშეტევის არა შეჩერებას, არამედ მხოლოდ შენელებას ეცდებიან, რათა ამ დროში დამატებითი თავდაცვითი ნაგებობების მოწყობა მოასწრონ.
„მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად ან ცუდადაა მოწყობილი ეს თავდაცვითი ნაგებობები, რუსების მცდელობა ხაზს უსვამს ამ ტერიტორიის კრიტიკულ მნიშვნელობას. თუ უკრაინის არმია დაიკავებს ხერსონის აღმოსავლეთ ნაწილს და იქ გამაგრდება, შემდეგი კონტრშეტევით მელიტოპოლს დაემუქრება,“ – ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინელთა კონტრშეტევა ზოგჯერ, იმაზე სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე დასაწყისში, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ინსტიტუტი არ აკეთებს პროგნოზს უკრაინელთა მომავალ სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით და არც იმას აფასებს, რამდენად შეუძლია უკრაინის არმიას ამგავრი კონტრშეტევების წარმოება.
„თუმცა ცხადია, რომ რუსეთის სარდლობა სერიოზულად განიხილავს უკრაინელთა კონტრშეტევას დნეპრის გადალახვით ან კინბურნის ნახევარკუნძულის გავლით,“ – წერს ინსტიტუტი.
ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები 27 ნოემბრისთვის:
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსი სამხედროები ემზადებიან ფარული მობილიზაციის შემდეგი ტალღისთვის, რომელიც მთელ რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 დეკემბრიდან დაიწყება;
უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის ჯარები თავდაცვით ოპერაციას აწარმოებენ სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ და განაგრძობენ შეტევას კრემენაიას დასავლეთით;
რუსული წყაროების თანახმად, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებაზე;
რუსეთის არმიამ რამდენიმე შეტევა განახორციელა ავდეევკის გარშემო და სავარაუდოდ, მცირედ წინსვლასაც მიაღწია;
რუსეთის არმიამ დაარტყა დნეპრს, კრივოი როგსა და ზაპოროჟიეს;
რუსეთის საოკუპაციო ჩინოვნიკები განაგრძობდნენ უკრაინელი ბავშების იძულებით გაყვანას ლუგანსკიდან რუსეთში იმ საბაბით, რომ ბავშვებს განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
მთავარ ფოტოზე: რუსების თავდაცვითი პოზიციებისა და ფორტიფიკაციების რუკა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის აღმოსავლეთ ნაწილში/ISW
ბათუმის ახალ ბულვარში ზღვამ სანაპირო ისევ დააზიანა. შტორმის შედეგად ზღვამ პრომინადის ნაწილი წაიღო, დაზიანებულია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურაც.
დაზიანდა ახალი ბულვარის ის მონაკვეთი, სადაც ზღვამ 2022 წლის თებერვალშიც ჩამოშალა პრომინადი.
დაზიანებული სანაპირო ბათუმში, 27 ნოემბერი
ამ დროისთვის სანაპირო ზოლის დაზიანებული მონაკვეთი სპეციალური ლენტით შემოსაზღვრულია, გამორთულია გარეგანათება.
დაზიანებული სანაპირო ბათუმში, 27 ნოემბერი
„შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება მოხდება. სანაპიროზე შეტანილი იქნება 412 960 კბმ პლაჟწარმომქმნელი მასალა,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ 27 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაზიანებული სანაპირო ბათუმში, 27 ნოემბერი
ზღვის სანაპირო ხელოვნური კვების სამუშაოები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს. სპეციალისტები აქამდეც საუბრობდნენ იმაზე, რომ ზღვაში ინერტული მასალის შეტანის გარეშე ბათუმის სანაპიროს საფრთხე ემუქრებოდა.
დაზიანებული სანაპირო ბათუმში, 27 ნოემბერიდაზიანებული სანაპირო ბათუმში, 27 ნოემბერიდაზიანებული სანაპირო ბათუმში, 27 ნოემბერიდაზიანებული სანაპირო ბათუმში, 27 ნოემბერი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია 3 ახალ შვეულმფრენს იყიდის, ხოლო მის ბალანსზე არსებულ 1 შვეულმფრენს გაყიდის. შვეულმფრენების შეძენას სასაზღვრო პოლიცია გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს და თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
სასაზღვრო პოლიცია მის ბალანსზე რიცხულ AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენს 5,5 მილიონ ევროდ გაყიდის, ხოლო 3 ერთეულ H145 ტიპის შვეულმფრენში 26,5 მილიონ ევროს გადაიხდის.
[toggle title=”რატომ ყიდის შსს AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენს – დააწკაპუნეთ აქ“] სასაზღვრო პოლიციის განაცხადის მიხედვით:
„მნიშვნელოვანია, რომ სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული შვეულმფრენების ნაწილი მოძველებულია, ასევე მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს მათი გეგმიური რემონტის ჩატარება და მარაგი ნაწილების მოძიება.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დააფიქსირა მზაობა, რომ მოხდეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენის რეალიზაცია.
გასათვალისწინებელია, ის გარემოება რომ AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი განკუთვნილია მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადასაყვანად, აღნიშნული შვეულმფრენის კომპლექტაცია არ იძლევა საშუალებას გამოყენებული იქნას პოლიციური და სამაშველო მისიებისთვის.
გარდა ამისა, აღნიშნული შვეულმფრენი იმყოფება არასაფრენოსნო მდგომარეობაში, ესაჭიროება მოცულობითი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარება, რაც სოლიდურ ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული.“
[/toggle]
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, კომპანია Airbus Helicopters S.A.S-მა მოლაპარაკების პროცესში „გამოთქვა მზაობა პრივატიზების გზით შეიძინოს მისივე წარმოებული აღნიშნული საფრენი აპარატი [AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი], მასზე დამონტაჟებული სხვადასხვა აღჭურვილობით, რომლის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრა 5 500 000 ევრო (რომელიც ჩაერიცხება შსს მომსახურების სააგენტოს)…
ამასთან, AIRBUS-მა გამოთქვა მზაობა საერთო პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეღავათიან ფასად (საერთო ღირებულება 26 500 000 ევრო) შევისყიდოთ 3 ერთეული H 145 ტიპის შვეულმფრენი (რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო ასევე სამაშველო მისიებში) და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები.“
პოლიციისვე ინფორმაციით, AIRBUS-ი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლების ტრენენგებს“.
პოლიციის განაცხადის მიხედვით, 3 ერთეული H145-ის ტიპის შვეულმფრენის (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) ჯამური ღირებულების – 26 500 000 ევროს, გადახდა განხორციელდება შემდეგი წესით:
საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში 15 700 000 ევროს ექვივალენტი ლარში,
5 500 000 ევროს ექვივალენტი ლარში სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ „Airbus Helicopters SAS“-ის მიერ საპრივატიზებო თანხის ჩარიცხვის შემდგომ,
ხოლო დარჩენილი 5 300 000 ევროს ექვივალენტი ლარში საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში [ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად].
„ვინაიდან ზემოაღნიშნული შვეულმფრენები განკუთვნილია პოლიციური და სამაშველო მისიებისთვის მათი დაკომპლექტება უნდა მოხდეს შესაბამისი აღჭურვილობით, რისი გათვალისწინებითაც მათი მოწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, კერძოდ: პირველი შვეულმფრენის მიღება მოხდება 17 თვის განმავლობაში, მეორე შვეულმფრენის – 19 თვის განმავლობაში, ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში.“ – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განაცხადში.
[toggle title=”H145 ტიპის შვეულმფრენების შესახებ – დააწკაპუნეთ აქ“]
სასაზღვრო პოლიციის განმარტებით:
„H145 არის მცირე ზომის მრავალფუნქციური შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები.
იგი აღჭურვილია 2 ძრავით, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ვინაიდან ერთი ძრავის დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე ძრავამ აიღოს სრული დატვირთვა.
მნიშვნელოვანია, რომ მას გააჩნია დახურული კუდა ხრახნი, რაც უსაფრთხოების მხრივ უნიკალურია და იძლევა საშუალებას მოხდეს დაზარალებულთან ან ტვირთთან შვეულმფრენის უკანა მხრიდან წვდომა, რაც სამგზავრო კაბინის მთელი ფართის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
გასათვალისწინებელია, რომ მას შეუძლია 6000 მეტრის სიმაღლეზე ოპერირება, შესაბამისად მისი გამოყენება საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონშია შესაძლებელი.“
[/toggle]
H145 / ფოტო: AIRBUS
როგორ ასაბუთებს სასაზღვრო პოლიცია შვეულმფრენების ტენდერის გარეშე შეძენას:
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო ახორციელებს საჰაერო უშიშროების და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კომპლექსური ამოცანების შესრულებას და საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, აღნიშნული შესყიდვა ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების ხასიათს.
კომპანია “Airbus Helicopters”-ი და მისი ოფიციალური წარმომადგენლები, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ. შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა გამოიწვევს ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას და ჩაშლას.“
ქალაქში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი 374 ათასი ლარით გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულს ევალება ევროპის მოედანზე საგამოფენო სივრცის (დახლების) მოწყობა – ჯიხურების, ფანჩატურის დადგმა, შესასვლელი თაღის, სანტას კუთხის, საახალწლო ინსტალაციების მოწყობა, კარვებით, სცენის დეკორაციისა და ახალი წელი შენს ეზოში – მოსიარულე ავტომანქანებით უზრუნველყოფა;
ასევე ცეცხლოვანი შოუს, ილუზიონისტის, აკრობატების, ჯამბაზების წარმოდგენა; ბიოტუალეტის, ტერიტორიის დალაგება დასუფთავების, ბუხრების შეშით უზრუნველყოფა; ლედ ეკრანით, საწვიმარი ლაბადებით, სასცენო კოსტიუმებით და პიროტექნიკური მომსახურება;
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბანერების და აფიშების ბეჭდვაც, დიჯეი აპარატურით მომსახურება, სარეკლამო და ვიდეორგოლების დამზადება. კონცერტებისა და რეპეტიციების დროს, ქეითერინგით უზრუნველყოფა – 12 დღის განმავლობაში.
მომსახურების პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 9 იანვრამდე პერიოდი იქნება. საახალწლო ღონისძიებები კი, ევროპის მოედანზე, 2022 წლის 25 დეკემბერს დაიწყება და 2023 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა ინსტალაცია თუ სასცენო კოსტიუმები იმ ესკიზების შესაბამისი უნდა იყოს, რაც ტენდერს თან ახლავს.
რაც შეეხება „ახალი წელი შენს ეზოში – მოსიარულე ავტომანქანას“ – ის საახალწლო პროგრამის წარმოდგენებს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსების „დიდ ეზოებში“ ითვალისწინებს.
ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „კონკრეტული ადგილები დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების დროს [სულ 21 უბანი და 21 წარმოდგენა].
პრეტენდენტმა თითოეული წარმოდგენისთვის უნდა უზრუნველყოს: „სატვირთო მანქანის სცენად გადაქცევა – შესაბამისი დეკორაციებითა და ტექნიკით;
„შოუსათვის – 5 ანიმატორი – სანტა კლაუსი, ელფები, ზღაპრების გმირებით 30 წუთიანი საახალწლო საბავშვო შოუ პროგრამა. შოუს შემსრულებლები და კოსტიუმები დამკვეთთან შეთანხმებით.
თითოეული წარმოდგენის დროს ბავშვებზე ჰელიუმის ბუშტების (ჯამში 2100 ცალი) და კანფეტების (ლოლიპოპის) (ჯამში 2100 ცალი) დარიგება“
ტენდერში წინადადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება.
—
ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის:
„სტაბილურად მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია,“ – გვითხრეს დაშავებული კაცის შესახებ „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ . კაცი გუშინ, 26 ნოემბერს, ავტოავარიაში მოყვა.
გონიოს დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავებული კი, კლინიკაში გადაიყვანეს.
„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, მას მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა. მეორე დაშავებულს კი, რომელიც ახლა რეანიმაციაშია, მრავლობითი მოტეხილობა აქვს.