მთავარი,სიახლეები

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის გზებზე ჩაბარება ზუგდიდშიც იქნება შესაძლებელი

20.11.2022 • 2951
მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის გზებზე ჩაბარება ზუგდიდშიც იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად ქუჩის მარშრუტები ზუგდიდშიც დაამტკიცა.

ზუგდიდში სამი საგამოცდო მარშრუტი იქნება:

  • N1 მარშრუტი –  მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – შ. ხუბულავას ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა – უკუმიმართულება: თამარ მეფის ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – შ. ხუბულავას ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია;
  • N2 მარშრუტი – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – შ. ხუბულავას ქუჩა – ბარამიას ქუჩა – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – უკუმიმართულება: შოთა რუსთაველის ქუჩა – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა – წითელი ჯვრის ქუჩა – თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი – შ. ხუბულავას ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია;
  • N3 მარშრუტი – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – შ. ხუბულავას ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა – უკუმიმართულება: თამარ მეფის ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – შ. ხუბულავას ქუჩა – ბარამიას ქუჩა – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა – წითელი ჯვრის ქუჩა – თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი – შ. ხუბულავას ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.

ზუგდიდის საგამოცდო მარშრუტების დამტკიცების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება 2022 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.

ზუგდიდის საგამოცდო მარშრუტების სანახავად, გადადით ამ ბმულზე.

B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა საქართველოში ორეტაპიანია – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში [ქუჩებში იმ საგამოცდო მარშრუტებზე, რომლებიც შსს-მ დაამტკიცა].

საგამოცდო მარშრუტები ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ფოთში, შს მინისტრმა 2022 წლის აპრილში დაამტკიცა, თუმცა ბრძანებაში 22 ივნისს შევიდა ცვლილება, შესაბამისად, ამ ცხრა ქალაქში ახალი საგამოცდო მარშრუტები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ იმ დროისთვის „მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებდნენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე“.

ამ თემაზე:

რა ქუჩებზე ჩააბარებთ ბათუმში გამოცდას მართვის მოწმობის მისაღებად – 2 მარშრუტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: