მთავარი,სიახლეები

მართვის მოწმობის მისაღებად ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებაც სავალდებულო იქნება

29.11.2022 •
მართვის მოწმობის მისაღებად ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებაც სავალდებულო იქნება

მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება გამოსაცდელს 2023 წლის პირველი იანვრის ნაცვლად 2023 წლის პირველი სექტემბრიდან მოუწევს.

აღნიშნული ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაბამის ბრძანებაში შეიტანა.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან გამოსაცდელს მოუწევს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელი მძღოლობის კანდიდატს აძლევს 2 დავალებას იმ სხვადასხვა დავალებიდან, რომლებიც მინისტრის ბრძანებაშია მიცემული.

 

ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები და პსუხები ასევე შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

 

B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა საქართველოში ორეტაპიანია – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში [ქუჩებში იმ საგამოცდო მარშრუტებზე, რომლებიც შსს-მ დაამტკიცა].

პრაქტიკული გამოცდებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგამოცდო მარშრუტები დამტკიცებულია ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ფოთში, რომელსაც ზუგდიდიც დაემატა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/405925/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: