მთავარი,სიახლეები

„განვაახლებთ მშენებლობას“ – რიჟვაძე აუშენებელ აუზზე, რომელზეც 29 მილიონი უკვე დახარჯეს

29.11.2022
„განვაახლებთ მშენებლობას“ – რიჟვაძე აუშენებელ აუზზე, რომელზეც 29 მილიონი უკვე დახარჯეს

„ჩვენ განვაახლებთ ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობას. შემდეგი ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება ეს პროექტი,“ – აღნიშნა დღეს, 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ.

საუბარია იმ ყინულის მოედანსა და საცურაო აუზზე ბათუმში, სადაც აჭარის მთავრობამ 29 მილიონი ლარი უკვე დახარჯა, ადგილზე კი, არც ყინულის არენაა მოწყობილი და არც აუზი. ეს პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.

„აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ ამჯერად პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელახლა შეისყიდა, რაშიც დამატებით 719 ათას 800 ლარი გადაიხადა. კონკურსში გამარჯვებულ კომპანია BWC-ისთან ხელშეკრულება  2022 წლის მაისში გაფორმდა.

____

ამ თემაზე:

სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: