მთავარი,სიახლეები

„სტაბილურად მძიმეა“ – კლინიკა გონიოში ავარიის შედეგად დაშავებულზე

27.11.2022
„სტაბილურად მძიმეა“ –  კლინიკა გონიოში ავარიის შედეგად დაშავებულზე

„სტაბილურად მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია,“ – გვითხრეს დაშავებული კაცის შესახებ „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ . კაცი გუშინ, 26 ნოემბერს, ავტოავარიაში მოყვა.

გონიოს დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავებული კი, კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, მას მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა. მეორე დაშავებულს კი, რომელიც ახლა რეანიმაციაშია, მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

ორივე დაშავებული ახალგაზრდა კაცია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.