მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში მიუსაფარი ცხოველების პატრონობისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი

29.11.2022
ბათუმში მიუსაფარი ცხოველების პატრონობისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი

400 ათასი ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბიუჯეტში 2023 წლის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებებისთვის“.

შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიამ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 24 დეკემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება, უზრუნველყოს  „ქალაქის ტერიტორიიდან [სულ – 2600] უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების [ზრდასრული ძაღლი, კატა] დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურები [ვაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება];

საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში შეყვანილი ცხოველების ევთანაზია [ჰუმანური დაძინება ნარკოზით], ტრავმირებული ცხოველის მკურნალობა მ/შ ოპერაციული მკურნალობა;

ასევე [სულ-2000] ბუნებრივ არიალში გაშვებული დაბირკული, გასტერილებული, უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველის [ძაღლი, კატა] დაჭერა და ტრანსპორტირება რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურები, რევაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება“.

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე.

ჩაქვის დასახლებაში ახალი ძაღლსაშენის, იპოდრომისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა ბათუმის მერიამ ორი წლის წინ დააანონსა, კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა, დღეს, არათუ მშენებლობის დაწყება, დეტალური პროექტიც არ აქვს.

ამავე თემაზე: 

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: