მთავარი,სიახლეები

შტორმმა სანაპირო ზოლის ნაწილი დაანგრია – როგორ გამოიყურება ბათუმი დღეს

28.11.2022
შტორმმა სანაპირო ზოლის ნაწილი დაანგრია – როგორ გამოიყურება ბათუმი დღეს

ზღვამ ბათუმის სანაპიროს კიდევ ერთი მონაკვეთი ჩამოაჭრა. გუშინ, 27 ნოემბერს, შტორმმა სანაპირო ზოლი ჩაანგრია და წაიღო.

ასე გამოიყურება დღეს, 28 ნოემბერს ბათუმის სანაპირო

შტორმის შედეგად პირსი ჩაინგრა, დაზიანდა გარე განათების ბოძებიც

დაზიანებულია საპლაჟო ინფრასტრუქტურაც

განსხვავებით წინა შტორმებისგან, ზღვამ ამჯერად კიდევ უფრო დიდი ტერიტორია მიიტაცა

შტორმის შედეგად დაზარალდნენ მოიჯარეებიც, რომლებსაც პლაჟზე სხვადასხვა ობიექტები ჰქონდათ მოწყობილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: