At the appellate hearing of Mzia Amaglobeli, lawyer Maia Mtsariashvili described her client’s integrity, her lack of political or economic influence, and law-abiding life, stressing that given Amaglobeli is recognized as a prisoner of conscience, it is now the court’s responsibility to determine whether Georgia truly functions as a rule-of-law state. She stated:
“Today, I represent Mzia, the laureate of the European Union’s highest award, the Sakharov Prize. She received this prestigious honor for her contribution to the protection of human rights and freedom of expression.
In December, her star will be unveiled in front of the European Parliament.
Mzia’s criminal case is now part of the civilized world’s agenda. Nothing can erase that.
Honorable judges,
The Sakharov Prize and other awards like it are not merely a matter of prestige — they represent an international legal assessment.
When Europe’s highest institutions recognize a Georgian citizen as a prisoner of conscience, we must ask: Is Georgia truly a rule-of-law state?
The responsibility to answer that question falls to you today.
Yes, today I represent Mzia, who:
Has never had, and does not have, any (political or economical) power;
Has never been corrupt and has never accepted illegal income from anyone;
Owns an apartment worth far less than a million and could never have paid such a large bail with her property (her apartment is likely worth no more than 100,000 GEL, which is roughly the only offer her lawyers could make for her release, an offer the city court clearly disregarded);
Has never lived in luxury;
Has never owned expensive cars, items, or works of art;
Has never broken the law, not even crossing a restricted road;
Has never even had her home searched, because it was well known that not a single illegal penny could be found there;
Yes, she has lost her sight, which is the responsibility of the state — and, at the same time, of the judiciary.
Yes, she is characterized by exceptional integrity (something even the court found difficult to note) and manages a single office room on the fourth floor of Batumelebi, serving as the manager of two trusted and highly reputable media outlets, Batumelebi and Netgazeti.
I hope this court will acknowledge these indisputable facts and take them into account”.
On 18 November, the Kutaisi Court of Appeals is expected to deliver its verdict in Mzia Amaglobeli’s case.
The panel of judges consists of Nikoloz Margvelashvili (presiding judge), Marina Siradze, and Nana Jokhadze.
Prosecutors Tornike Gogeshvili and Shota Chkhaidze are seeking to toughen the verdict issued by the Batumi City Court and to increase her prison sentence not to 2 years, but to between 4 and 7 years.
The defense is requesting that Mzia Amaglobeli be declared not guilty and released.
At today’s hearing, the defense lawyers will deliver their closing statements.
დღეს, 18 ნოემბერს, მზია ამაღლობელის საქმეზე, სავარაუდოდ, განაჩენი გამოცხადდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
„ბათუმელები“ გთავაზობთ პირდაპირ, განახლებად რეპორტაჟს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან.
საქმეს განიხილავენ ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. პროკურორები – თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით. დაცვის მხარე მოითხოვს მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას. დღევანდელ სხდომაზე სწორედ ადვოკატები იტყვიან დასკვნით სიტყვას.
მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობამ სასამართლოებში ფოტო/ვიდეოგადაღება აკრძალა, სასამართლო პროცესების ოპერატიულად გაშუქების ერთადერთი გზა ჟურნალისტების მიერ პროცესზე გაკეთებული ჩანაწერებია.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პენიტენციური სამსახურის ავტომობილით მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიიდან გადმოიყვანეს.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. ნახეთ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი.
13:10 სთ – უკვე დარბაზში ვართ. სხდომა ტარდება ისევ იგივე, შედარებით პატარა დარბაზში. დამსწრეები ითხოვენ, კიდევ რამდენიმე ადამიანი შემოუშვან, რადგან ფიზიკურად მათი შემოსვლა და სხდომაზე დასწრება შესაძლებელია. თუმცა, მანდატურები ამბობენ, რომ განსაზღვრულზე მეტ ადამიანს მოსამართლის ნებართვის გარეშე არ შემოუშვებენ.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი ჯერ კიდევ პირველ სხდომაზე, 11 ნოემბერს დაჰპირდა მზიას და მის მხარდამჭერებს, რომ მომდევნო სხდომებს დიდ დარბაზში ჩაატარებდა. თუმცა, ეს პირობა არც წინა, 14 ნოემბრის სხდომაზე შეუსრულებია და არც დღეს ასრულებს.
სხდომას ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე
13:13 სთ – მზია უკვე დარბაზშია. ხელის აწევით გვესალმება. „მზია, გვიყვარხარ“ – ეძახიან მას დარბაზიდან.
13:15 სთ – მოსამართლეებიც – ნიკოლოზ მარგველაშვილი, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე დარბაზში შემოვიდნენ. სხდომა გაიხსნა.
ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რამდენიმე საათში კი, უკვე 12 იანვარს, სისხლის სამართლის წესით.
ბათუმის პოლიციის იმდროინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გარტყმის გამო პროკურატურამ ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა ბრალი. ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს წარდგენილი ბრალი პოლიციელისთვის ხელის შეშლის მუხლამდე გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ირაკლი დგებუაძემ დაკავების პერიოდში მზია ამაღლობელს აგინა, სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, არ მისცა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება. მზია ამაღლობელთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს.
13:20 სთ – დასკვნითი სიტყვას იწყებს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
„მე დღეს წარმოვადგენ მზია ამაღლობელს, სანიმუშო მოქალაქეს, სანიმუშო ადამიანს, მედიამენეჯერს […] წარმოვადგენ ადამიანს, რომელიც მტკიცედ, ურყევად ემსახურება საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას” – იწყებს საუბარს მაია მწარიაშვილი.
ის თვლის იმ ჯილდოებს, პრემიებსა და დამსახურებებს, რომლებიც როგორც პირადად მზიას, ისე მის დაფუძნებულ მედიაორგანიზაციებს – „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მიუღიათ წლების განმავლობაში. მათ შორის, წინა ხელისუფლების დროს.
მაია მწარიაშვილმა გაიხსენა ის გახმაურებული საქმეები, რომელთა გაშუქებაში და გამოძიებაში მზია ამაღლობელის დაფუძნებული მედიასაშუალებების როლი იყო მნიშვნელოვანი. მათ შორის, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე და როინ შავაძის საქმე. მაია მწარიაშვილმა აღნიშნა, რომ ბედის ირონიით, სწორედ ეს საქმე განიხილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ადვოკატმა ჩამოთვალა ის სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც მზია ამაღლობელს განუხორციელებია წლების განმავლობაში აჭარის რეგიონში. მათ შორისაა, ბიბლიოთეკების მომარაგება და განვითარება მაღალმთიანი აჭარის სოფლებში.
მაია მწარიაშვილი ჰყვება, როგორ აგინებდა და ემუქრებოდა ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ.
„ეზოში, ამდენი ხალხის თვალწინ რომ არ ერიდება ლანძვა-გინებას და მუქარას, იმ კაცს რა შეუშლიდა ხელს საკუთარ კაბინეტში გაეკეთებინა ეს? არაფერი. მაგრამ, ამის აღიარებას სჭირდება სინდის-ნამუსი”, – ამბობს მაია მწარიაშვილი.
ადვოკატი ამბობს, რომ მაშინ, როცა პოლიცია თავად მალავს განყოფილებაში გადაღებულ ვიდეოებს, პროკურატურა აქეთ სთხოვს ადვოკატებს, ვიდეოებით დაადასტუროს ის, თუ როგორ აგინებდა დგებუაძე ამაღლობელს კაბინეტში. ადვოკატის თქმით, აბსოლუტურად ალოგიკურია პროკურატურა დაცვის მხარეს სთხოვდეს ვიდეოებით დაადასტუროს პოლიციის განყოფილებაში მომხდარი მოვლენები.
14:00 სთ – როგორც წინა სხდომები, დასკვნითი სხდომაც შეძახილებისა და საპროტესტო სლოგანების ფონზე მიმდინარეობს. მზია ამაღლობელის კოლეგებისა და მხარდამჭერების ის ნაწილი, ვინც დარბაზში არ შემოუშვეს, სასამართლოს ჭიშკარს მიღმა ატარებს აქციას, მათი შეძახილების ხმა ფონად გასდევს ადვოკატის საუბარს.
მზია ამაღლობელი დღესაც შემინულ სივრცეშია. ის ისევ ფეხზე დგას და ისე უსმენს მის ადვოკატს. ტრადიციულად, არ ჯდება ბრალდებულის სკამზე.
16:40 სთ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე თითქმის 4 საათია, რაც მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დასკვნით სიტყვას ამბობს.
ადვოკატმა დეტალურად განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცრუ მოწმე პოლიციელების მიერ მიცემული ცრუ ჩვენებები და ყველა ის გარემოება, რომელიც დამალა პირველი ინსტანციის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ და არ ასახა განაჩენში.
„სააპელაციო სასამართლო ვერ გაექცევა მსჯელობას ჩვენს მიერ მითითებულ დეტალურ გარემოებებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება სასამართლომ უტყუარად მიიჩნიოს ბრალდების რომელიმე ზემოთ მითითებული მტკიცებულება. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ გააქრობს ჩვენს ყველა მსჯელობას განაჩენიდან და სწორედ ასე მოიქცა ბათუმის საქალაქო სასამართლო.
სწორედ ამიტომ, მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
ჩვენს მიერ ზემოთ მითითებული აშკარა, ნათელი და უხეში წინააღმდეგობების გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების ვერცერთი მოწმის და ვერც დაზარალებულის ჩვენებას, შესაბამისად, ბრალდების ეს მტკიცებულებები სამართლებრივად და ბრალდების მტკიცების თვალსაზრისით, უვარგისია, ვინაიდან წინააღმდეგობრივია როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვის მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებისას ყველა არსებით საკითხში.
დაცვის მტკიცებულებები კი ძირითადად ვიდეომტკიცებულებებია, რასაც სასამართლო ვერ გაჭრის პოლიციელთა ცრუ ჩვენებებით“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
17:30 სთ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა თავისი დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
5 საათიანი სიტყვის დასასრულს, მან მოსამართლეებს – ნიკოლოზ მარგველაშვილს, ნანა ჯოხაძეს და მარინა სირაძეს მიმართა.
„ბატონო მოსამართლეებო!
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მოისმინა, არ შეიძლება იმაზე ცხადად ჩვენება, ვიდრე ეს ჩვენ ვაჩვენთ სასამართლოს, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა, მაინც მწვანე შუქი აუნთო სისტემის ძალადობას მოქალაქეზე.
მზია სინდისის პატიმარია და სინდისის პატიმარი ვერ იქნება დამნაშავე.
დამნაშავეა სისტემა, რომელიც მწვანე შუქს აძლევს ინსტიტუციურ ძალადობას. ნებისმიერი სისტემური ძალადობა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდეაც სასამართლო ამის უფლებას იძლევა.
ბატონო მოსამართლეები, ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სისტემამ შეწყვიტა სამართლიანობა. ეს ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილებაში წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
დიახ, ამ ქვეყანაში სისტემამ დიდი ხანია შეწყვიტა სამართლიანობა.
არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის დოკუმენტს, მხოლოდ განაჩენია და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის ქვეყანას. ეს განაჩენი განაპირობებს, თუ როგორი იქნება ეს ქვეყანა სავარაუდოდ ბევრი წლის განმავლობაში.
კანონი მარტივია, სადაც არ არის დანაშაული, არ უნდა იყოს სასჯელი.
მოვითხოვ არა შეწყალებას, არამედ გამართლებას – ეს არის ერთადერთი სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
მინდა მჯეროდეს, რომ კანონი თქვენთვის მხოლოდ ტექსტი არ არის,” – ამ სიტყვებით დაასრულა მაია მწარიაშვილმა თავისი დასკვნითი სიტყვა.
18:00 სთ – ადვოკატების შემდეგ სასამართლოს მზია ამაღლობელმა მიმართა:
„სათქმელი არაფერი არ არის, რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ ღირსებულ დაცვისთვის. დაცვის სიტყვა, რომელიც დღეს ამ ისტორიულ შენობაში მოვისმინეთ, რომელსაც სასმაართლო ჰქვია, არის სიმართლის ხმა, ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი. განსაკუთრებით, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის.
არ ვიცი, დღეს თუ ხვალ, როდის გამოიტანთ გადაწყვეტლებას და რამდენად სამართლიანი იქნება. რამდენად ჩამტოვებთ სისხლის სამართლს დანაშაულში სილის გაწვსითვის. არ ვიცი, დაველოდები გადაწყვეტილებას.
საპატიმრო სასჯელის რაოდენობაზე აღარ ვსაუბრობ, გამომდინარე იქიდან, რომ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს დღეს ქვეყანაში …
ერთ-ერთი ადვოკატი გამეხუმრა, დარბაზიდან რომ გაგიშვან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო. ჩავთვალოთ, დაბაზიდან გამიშვით. ვფიქრობ, რომ სახლში მისვლამდე შეიძლება უკან მიმაბრუნონ, იმდენად რეპრესიული კანონებია. სამედიცინო პირბადის ტარების გამო შეიძლება დაგაჯარიმონ, დაგაპატიმრონ […] კითხვა – „რატომ“ – არ უნდა დავსვათ. იმიტომ, რომ რეჟიმს რაც მოუნდება გააკეთებს და მოიფიქრებს მიზეზებს.
[…]თუ დავკარგავთ რწმენას, რეჟიმი აუცილებლად არაერთჯერ დაგვაპატიმრებს და გააკეთებს ყველაფერს მისთვის, რომ ჩვენ მუდმივად დამცირებულები, შეურაცხყოფილები და საკუთარი ქვეყნიდან განდევნილებიც ვიყოთ.
პატიმრობა სასურველი არ არის, არც მარტივია, მაგრამ საშიშიც არ არის. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობიდან როცა გამოვალ, რა დამხვდება გარეთ.
დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა, რომელიც პროპაგანდამ ეკონომიკურმა გამოწვევებმა … ტანკის გარეშე რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება?!
ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზიშია, ღირსება გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის, იმიტომ, რომ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება გვაქვს.
ბრძოლა ბოლომდე!“ – ასე დაასრულა მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოში.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სავარაუდოდ, მოსამართლეთა კოლეგია დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.
20:00 სთ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა.
20:30 სთ – „მეც, მზიაც და სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც, მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
“This is a case of systemic illegality, systemic violence. This is a case of police retaliation, a case of whitewashing the system’s unlawful actions. At the same time, it is a case of police revenge,” said Maia Mtsariashvili today, on November 18, during Mzia Amaglobeli’s ongoing hearing at the Kutaisi Court of Appeals.
At this moment, the lawyer is delivering her closing argument.
“In the case of Mzia Amaglobeli, prosecutors’ every witness/police officer stated that the slap to Dgebuadze was, in fact, a slap to all of them — and that they all remain insulted to this day.
The so-called victim, Dgebuadze, feels insulted; the then-director of the Adjara Police Department, Beselia, feels insulted; and the entire government feels insulted — because, according to them, Mzia Amaglobeli sought to discredit the police.
Therefore, in reality, what we are seeing here is a case built on the wounded pride of the police and of Dgebuadze.
Accordingly, this case has nothing to do with a criminal offense — not with attack, nor with resistance.
This so-called case of ‘whitewashing systemic illegality,’ of ‘systemic revenge,’ was investigated from the very first day by the system itself — the police.
Your Honors,
Do not assume that a police officer’s sense of being ‘insulted’ is rightful, understandable, or natural.
In reality, behind this so-called ‘insulted police’ lies an attempt to cover up and whitewash unlawful acts committed by the police themselves — acts of official falsification. Because after all, they would hardly punish themselves.
And so this manipulated case was created — a case that has already cost Mzia nearly a year of her life and her eyesight.
The process of manufacturing the charges.
Today I am not only speaking about the charges and the verdict — I am also speaking about the very process that created those charges and that verdict.
The prosecutor said we should look at the broader picture and the context.
I will point you to that context — based solely on facts and evidence. It is worth noting that both the prosecution’s appeal and its closing arguments were based entirely on the prosecutor’s interpretations and opinions, unsupported by any evidence whatsoever. Not a single piece of evidence was cited.
How do you hide and whitewash systemic illegality?
You must manufacture “proven guilt” and designate someone as the “culprit”.
This is exactly how Mzia Amaglobeli was cast as the “criminal” – first as the attacker, and later as someone who resisted the police. What does it matter — as long as the “victim” is the police and not Mzia?
This is how the victim was turned into the perpetrator,” said Maia Mtsariashvili.
Mzia Amaglobeli’s lawyer then reviewed in detail the events of January 11–12 and recounted chronologically how everything began.
“Mzia Amaglobeli was not a participant in the protest. She went there only after learning that her colleague (Tsiala Katamidze) had been detained. She asked Tamar Tzulukidze, a representative of GYLA, to go to the scene and check on her. (The court removed Tzulukidze from the witness list.)
On January 11–12, 2025, at the protest outside the Batumi police building, police carried out unlawful and violent detentions of peaceful demonstrators — some for putting up stickers, some for simply asking why others had been detained. (The court removed those detainees from the witness list — Tsiala Katamidze, Gafar Ilmaz, Vazha Darchia, Goderdzi Frangishvili, Teo Beridze, Malkhaz Iremadze.)
This is the context, in short. Do you know what ‘context’ the prosecution was talking about? Perhaps the very context they themselves made sure to remove.
When Mzia arrived, all the so-called “offenders” were already detained. The protest had practically ended; only supporters and family members remained. (The court removed the detention reports because the file contained no documentation of who was detained when, who the last detainee was, or how long the protest lasted.) According to the reports, all of the detainees were calling unnamed police officers ‘dogs,’ ‘pigs,’ ‘servants of Russia.’
Mzia put up a sticker — and they detained her.
There is video of this. And this is where the unlawful acts began — unlawful acts that this criminal case now seeks to cover up. The investigation not only failed to attach this video but motioned for it to be excluded. The court fully ignored it in the verdict.
She was detained unlawfully, without any legal grounds — a violation committed personally by a high-ranking police official. The video, the report, the administrative offense protocol — none of it was examined by the court.
To justify the unlawful actions of this high-ranking official, Mzia had to be charged administratively, supposedly for insulting the police.
Then it turned out this was not enough. They added to the protocol that she had resisted arrest. No one knows whom she allegedly resisted or when — but the administrative court accepted it just like that.
Next, they needed “evidence” for the administrative proceedings, so Batumi police submitted a video that shows no resistance at all (but stampede), and which was filmed after Mzia had already been released from unlawful detention.
The prosecution did not dare say this aloud in court… but the court did.
Then they needed to ensure that Mzia’s complaint about her unlawful detention was never examined. So they reassigned it to Grigol Beselia — again — and it is still formally “under review.” They ridiculed Mzia. The verdict did not mention this either.
Then they needed criminal charges against Mzia — because Irakli Dgebuadze had threatened her: “I will have you imprisoned on criminal charges,” and indeed, she was imprisoned.
Then they needed to erase all internal video recordings from inside the building (showing violence against Mzia) — and they erased them.
The court excluded all of our correspondence with the Special Investigation Service — every document showing that the agency did nothing to investigate or secure the video footage.
Then they needed to ensure that the patrol police officers who were present had their body cameras switched off — and they did.
Then they needed to erase perimeter camera recordings showing how police assaulted those detained, including Mzia and others, including the two bothers – Gabaidzes. The prosecution erased these videos; the Ministry of Internal Affairs refused to give them to us, claiming they “could not be found.”
Next, they needed to erase the recordings from Adjara TV, which was broadcasting live (its cameras are visible at the scene in our videos). They trimmed the footage and submitted only 44 seconds to the case file.
The defense was also misled — a court order was included into the case granting access to all footage of that night, but in the end only 44 seconds of video existed. The prosecution has still not answered for this, nor has the court.
By erasing Adjara TV and other recordings, they erased the evidence showing that only minutes before her detention, police trampled over Mzia Amaglobeli — knocking her to the ground, where she briefly lost consciousness and lost one of her shoes. (The prosecution confirmed this incident because our video exists — and because it serves them to agree that Mzia had injuries that needed an explanation.)
The state prosecutor claimed that Mzia was trampled because the protest “became unlawful,” which is a lie.
At the moment she was trampled, the protest was no longer underway, nor had it become unlawful.
How does the prosecution counter our evidence? With nothing. No concrete evidence was cited — nor can they cite any.
I have a well-founded suspicion that Adjara TV had even clearer footage of the unlawful and violent detention of Mzia and the Gabaidzes — which is why Adjara police did not seize it.
Then they needed to erase our 19 video pieces of evidence — and they did. They were excluded.
Later the Appeals Court accepted them as admissible. And these were key pieces of our evidence.
Then they needed to erase them again, and even with the appealed verdict, they disappeared once more – the court simply ignored them. Yes, we discussed these videos, presented them, showed them — but there is no mention of any of them in the verdict. The court stated that only the 44-second video exists and that it supposedly has priority over all other evidence.
Why do our videos not have priority over the police officers’ false testimonies?
Then they needed to explain away Irakli Dgebuadze’s threat (of imprisoning Mzia under criminal charges) — and they had him explain it as: ‘I was merely explaining legal qualifications to my colleagues.’ A mockery,” said Maia Mtsariashvili.
The appellate hearing in Mzia Amaglobeli’s case is ongoing at the Kutaisi Court of Appeals. The lawyer is delivering her closing remarks.
„ესაა სისტემური უკანონობის, სისტემური ძალადობის საქმე. ესაა საპოლიციო ანგარიშსწორების საქმე, სისტემის უკანონობების გათეთრების საქმე. ამავდროულად, ესაა საპოლიციო ანგარიშსწორების საქმე,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის პროცესზე.
ამ წუთებში ადვოკატი სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
„მზია ამაღლობელის საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმე/პოლიციელმა განაცხადა, რომ დგებუაძისათვის გაწნული სილა იყო მათთვის გაწნული სილა და ყველა მათგანი დღემდე შეურაცხყოფილია ამით.
შეურაცხყოფილია ე.წ დაზარალებული, დგებუაძე, შეურაცხყოფილია აჭარის პოლიციის მაშინდელი დეპარტამენტის დირექტორი ბესელია და შეურაცხყოფილია სრულიად ხელისუფლება, ვინაიდან, მათი განმარტებებით, მზია ამაღლობელს სურდა პოლიციის დისკრედიტაცია.
ამიტომ, სინამდვილეში ჩვენ ვიხილავთ პოლიციის და დგებუაძის შელახული პატივმოყვარეობის საქმეს.
შესაბამისად, ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართლებრივ ბრალდებასთან, არც თავდასხმასთან და არც წინააღმდეგობასთან.
ამ ე.წ „სისტემური უკანონობის გათეთრების“, „სისტემური შურისძიების“ საქმეს პირველივე დღიდან იძიებდა თავად ეს სისტემა, პოლიცია.
ბატონო მოსამართლეებო,
ისე არ წარმოიდგინოთ, რომ პოლიციელის/პოლიციელების შეურაცხყოფის გრძნობა მართლზომიერი, გასაგები და ბუნებრივია.
სინამდვილეში ე.წ „შეურაცხყოფილი“ პოლიციის უკან საქმე გვაქვს, პოლიციის მიერვე ჩადენილი უკანონობების გადაფარვასთან, გათეთრებასთან, სამსახურებრივ სიყალბეებთან. აბა საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდნენ.
ასე შეიქმნა ეს მანიპულირებული საქმე, რამაც მზიას ცხოვრების თითქმის 1 წელი და თვალისჩინი უკვე შეიწირა.
დღეს მე არა მხოლოდ ბრალდებასა და განაჩენზე გესაუბრებით, ამავდროულად გესაუბრებით თავად იმ პროცესზე, რომელმაც ეს ბრალდება და განაჩენი შექმნა.
ბატონმა პროკურორმა ბრძანა, უნდა შევხედოთ ფართო სურათში და კონტექსტშიო.
მე მიგითითებთ ამ კონტექსტზე, მხოლოდ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბრალდების როგორც სააპელაციო საჩივარი, ისე დასკვნითი სიტყვა მხოლოდ პროკურორის შეფასებები და მოსაზრებები იყო, რომლის უკან არ იდგა არც ერთი მტკიცებულება და მას არც მიუთითებია არც ერთ მტკიცებულებაზე.
როგორ უნდა დამალო, გაათეთრო სისტემური უკანონობა?
უნდა შექმნა „დამტკიცებული დამნაშავეობა“, დანიშნო „დამნაშავედ“.
სწორედ ასე დანიშნეს მზია ამაღლობელი დამნაშავედ, თავდამსხმელად, მერე – წინააღმდეგობის გამწევად. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია დაზარალებული იყოს პოლიცია და არა მზია.
ასე დანიშნეს მსხვერპლი დამნაშავედ,”- თქვა მაია მწარიაშვილმა.
მზია ამაღლობელის ადვოკატი დეტალურად მიმოიხილავს 11-12 იანვარს განვითარებულ მოვლენებს და ქრონოლოგიურად ჰყვება, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი.
„მზია ამაღლობელი არ იყო ამ აქციის მონაწილე, არამედ აქციაზე მივიდა მას შემდეგ, რაც შეიტყო მისი კოლეგის (ციალა ქათამიძის დაკავება) და სთხოვა საიას წარმომადგენელს, თამარ წულუკიძეს ადგილზე მისვლა და მონახულება. (სასამართლომ წულუკიძე მოწმეთა სიიდან ამორიცხა).
2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმში პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ განახორციელა მშვიდობიანი მანიფესტანტების უკანონო და ძალადობრივი დაკავება. მათ შორის ზოგი სტიკერის გაკვრის გამო და ზოგი იმის გამო, რომ იკითხეს, თუ რატომ დააკავეს სხვა. (სასამართლომ ამორიცხა მოწმეთა სიიდან ამორიცხა ეს დაკავებულები, ციალა ქათამიძე, გ.აფარ ილმაზი, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, თეო ბერიძე, მალხაზ ირემაძე).
აი, ეს არის კონტექსტი მოკლედ. ხომ არ იცით, რომელ კონტექსტზე საუბრობდა აქ ბრალდება? იმაზე ხომ არა, თავად რომ ამოარიცხინა.
მზიას მისვლისას უკვე ყველა ე.წ. სამართალდამრღვევი დაკავებული იყო. აქცია ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობდა და მხოლოდ გულშემატკივრები და ოჯახის წევრები გროვდებოდნენ.
მზიამ სტიკერი მიაკრა და დააკავეს.
ეს ვიდეო არსებობს. აქედან დაიწყო ის უკანონობები, რის გადაფარვასაც ემსახურება ეს სისხლის სამართლის საქმეც. გამოძიებამ არა მხოლოდ არ დაურთო ეს ვიდეო, არამედ იშუამდგომლა ამორიცხვა. სასამართლომ განაჩენიდან გააქრო ეს ვიდეო.
მზია დააკავეს მაშინ და იმისთვის, რაზე დაკავების უფლებაც არ არსებობდა, ანუ კანონი დაარღვია უმაღლესმა საპოლიციო ჩინმა – ვიდეო, პატაკი, სამართალდარღვევის ოქმი. სასამართლომ არც კი იმსჯელა. სწორედ ამ უმაღლესი საპოლიციო ჩინის უკანონო ქმედების „გაპრავებას“ დასჭირდა მზიას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა ვითომდა იმიტომ, რომ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს.
შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო და სამართალდარღვევის ოქმში დაამატეს, რომ თურმე წინააღმდეგობასაც უწევდა ვიღაცების დაკავებაში. არავინ იცის, ვის დაკავებაში, როდის, მაგრამ ადმინისტრაციულმა სასამართლომ აი, ასე გაიზიარა ეს.
შემდეგ დასჭირდათ, რომ მტკიცებულება ეშოვათ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის და ბათუმის პოლიციამ წარადგინა ვიდეო, სადაც არც წინააღმდეგობაა (არამედ ჭყლეტაა) და ამასთან გადაღებულია, მას შემდეგ, რაც მზია უკვე გაათავისუფლეს ამ უკანონო დაკავებიდან.
სახელმწიფო ბრალდებამ ვერ იკადრა ეს ეთქვა ამ დარბაზში…, სასამართლომ იკადრა.
შემდეგ დასჭირდათ ის, რომ მზია ამაღლობელის საჩივარი მისი უკანონო დაკავების გამო არასოდეს განეხილათ. ამიტომ, ფორმალურად განსახილველად დააწერეს ისევ გრიგოლ ბესელიას. დღემდე იხილავს… დასცინეს მზიას. სასამართლომ ეს არ თქვა განაჩენში, არც აღნიშნა.
შემდეგ დასჭირდათ მზიას სისხლის წესით ბრალდება, იმიტომ, რომ ირაკლი დგებუაძე დაემუქრა სისხლით დაგიჭერო და დაიჭირეს;
შემდეგ დასჭირდათ, რომ გაექროთ შენობის შიგნით განთავსებული ყველა ვიდეო კამერა და მისი ჩანაწერი (მზიაზე ძალადობა) და გააქრეს.
სასამართლომ ამ საქმიდან ამორიცხა ყველა ჩვენი მიმოწერა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ამ თვალსაზრისით, ყველა მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ეს სამსახური არაფერს იძიებს, არ ეძებს და ამაგრებს ვიდეოებს.
შემდეგ დასჭირდათ, რომ საპატრულო პოლიციას, რომელიც ადგილზე იყო განლაგებული გამორთული ჰქონოდა სამხრე კამერები და გამოართვევინეს.
შემდეგ დასჭირდათ, რომ გაექროთ პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერები და მათი ჩანაწერები, სადაც გამოჩნდებოდა, როგორ ძალადობდა პოლიცია იმ დღეს დაკავებულებზე, მათ შორის მზიაზე, მათ შორის სხვებზე, მათ შორის გაბაიძეებზე. ბრალდებამ, ეს ვიდეოები გააქრო, შსს-მ – ჩვენ არ მოგვცა, არ იძებნებაო.
შემდეგ, დასჭირდათ, რომ გაექროთ ჩანაწერები, რაც აჭარის ტელევიზიას, რომელიც ადგილზე მუშაობდა და გადასცემდა ლაივ რეჟიმში (ჩვენს ვიდოებში ჩანს მისი კამერები), დაჭრეს და საქმეში წარმოადგინეს მხოლოდ 44 წამი.
ამასთან, დაცვაც მოატყუეს, საქმეში ჩადეს განჩინება და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 44 წამია ვიდეო; ამაზე ბრალდებამ არც ახლა გვიპასუხა, არც სასამართლომ გვიპასუხა;
აჭარის ტელევიზიის და სხვა ჩანაწერების გაქრობით გააქრეს იმის მტკიცებულებები, რომ დაკავებამდე სულ ორიოდე წუთით ადრე მზია ამაღლობელს გადაურა პოლიციამ თავზე, გადაჯეგა, სადაც მან გონიც კი დაკარგა, დაკარგა ცალი ფეხსაცმელი. (ბრალდებამ დაადასტურა, რომ ეს მართლაც მოხდა, იმიტომ რომ ჩვენი ვიდეო არსებობს და თან აწყობთ დაგვეთანხმონ, მზიას აქვს დაზიანებები, რაც უნდა ახსნან…
სახელმწიფო ბრალმდებელმა აქ თქვა, რომ იმიტომ გადაუარეს მზიას, რომ აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოო, რაც სიცრუეა.
მზიაზე გადავლის დროს აქცია აღარ მიმდინარეობდა და არც კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიუღია.
რით ჭრის ჩვენს მტკიცებულებებს ბრალდება? არაფრით. არც დაუსახელებია კონკრეტული მტკიცებულება და ვერც დაასახელებს.
მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მზიაზე გადავლის და გაბაიძეების უკანონო და ძალადობრივი დაკავების უკეთესი კადრები ჰქონდა აჭარის ტელევიზიას და ამიტომ არ ამოიღო აჭარის პოლიციამ.
შემდეგ დასჭირდათ, რომ გაექროთ საქმიდან ჩვენი 19 ვიდეომტკიცებულება და გააქრეს კიდეც. ამორიცხეს.
სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო და ეს იყო ჩვენი მტკიცებულებები;
შემდეგ დასჭირდათ, რომ კვლავ გაექროთ და გასაჩივრებული განაჩენით კვლავ გაქრა. სასამართლომ უბრალოდ სრული იგნორირება მოახდინა. კი, ვიმსჯელეთ ამ ვიდეომტკიცებულებებზე, ვაქვეყნეთ, ვაჩვენეთ, მაგრამ განაჩენში არაა. სასამართლომ თქვა, რომ არსებობს მხოლოდ 44-წამიანი ვიდეო, რომელსაც თურმე აქვს პრიმატი სხვა მტკიცებულებებთან შედარებით.
რატომ არა აქვს პრიმატი ჩვენს ვიდეოებს პოლიციელთა ცრუ ჩვენებებთან მიმართებით?!
შემდეგ დასჭირდათ აეხსნათ ირაკლი დგებუაძის მუქარა და აახსნევინეს შემდეგნაირად: სისხლის სამართალში კვალიფიკაციის საკითხებს ვუხსნიდი კოლეგებსო. დაცინვაა,” – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მზია ამაღლობელის ადვოკატები მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო პროკურატურა ბრალისა და სასჯელის დამძიმებას.
სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
მოსამართლეების წინაშე ამ წუთებში დასკვნითი სიტყვა თქვა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
„პირველ ინსტანციაში წარმოვადგენდი მზია ამაღლობელს, სანიმუშო მოქალაქეს, სანიმუშო ადამიანს, ჟურნალისტს, მედიამენეჯერს, ადამიანს, რომლის მიერ უანგაროდ განხორციელებულ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეთა ჩამოთვლას გვერდების წაკითხვა მოვანდომე.
წარმოვადგენდი ადამიანს, რომელიც მტკიცედ, ურყევად ემსახურებოდა მის პროფესიულ ღირებულებებს და ანგარიშვალდებულებებს საზოგადოების წინაშე.
წარმოვადგენდი ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ გადაეცა არაერთი პროფესიული ჯილდო პროფესიისადმი ურყევი სამსახურისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის.
წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის მედია ორგანიზაციას გადაეცა ჯილდო „პრესის თავისუფლებისათვის – სიგნალი ევროპას“ როინ შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებასა და გაშუქებაში შეტანილი საგანგებო წვლილისა და პროფესიული სიმამაცისათვის.
მზიას მედიაგამოცემის ნამუშევარი მტკიცებულებად დაერთო შავაძის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში.
მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომელიც იბრძოდა ე.წ „ფოტოგრაფების“ საქმეზე და მან გაცილებით ადრე, ვიდრე დააკავებდნენ, ამხილა სუს-ის ის თანამშრომელი, რომელიც შემდეგ პასუხისგებაში მიეცა ამ საქმეზე, ვგულისხმობ დავით დევნოზაშვილს.
იმ საშიშ დროში (როგორც უყვართ ხოლმე მოხსენიება) კონსტიტუციით ხელში დაადგა თავზე და უკითხავდა მუხლებს კონსტიტუციიდან.
მათი უმრავლესობა, ვინც დღეს სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურის ორგანოებში საქმიანობს თავს კომფორტულად გრძნობდა იმ სისტემაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის რუსულენოვანი მედიაგამოცემა აკრძალა რუსულმა „როსკომნადზორმა“ ანტისაბჭოთა აგიტაციის გამო.
მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში იცავდა ყველაზე მოწყვლადი, სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მოხუცების, მოსწავლეების, ეკომიგრანტების, განათლების მიღების მსურველთა უფლებებს.
მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის უშუალო ხელშეწყობით, ინიციატივით აჭარის მაღალმთიან სოფლებში განახლდა 17 სასოფლო და 12 სასკოლო ბიბლიოთეკა.
მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის უშუალო ინიციატივით და ხელშეწყობით აჭარაში გამოიცემოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ბეჭდვითი გამოცემები წიგნების სახით, ხდებოდა უნიკალური ფოტომასალის მოძიება.
მე წარმოვადგენდი ადამიანს, რომლის ინიციატივით განხორციელდა არაერთი საქველმოქმედო პროექტი, ის უბრალოდ ეხმარებოდა გაჭირვებულ ბავშვებს, უსახლკაროდ დარჩენილებს, ცხოვრების, მომავლის შანსს და იმედს აძლევდა.
აი, ამ ადამიანს წარმოვადგენდი.
ამ ჩამონათვალიდან სასამართლომ განაჩენში მიუთითა ნული, არაფერი. ისიც კი არ მიუთითა, რომ მზია ამაღლობელი ჟურნალისტია. ასაკიც კი არ მიუთითა, რომ უკვე 50 წლისაა და პატარა გოგო აღარ არის.
თითქოს ვიღაც ვიგინდარას, უისტორიოს, უსაქმურს ასამართლებდა, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი უკეთებია და ბედის უკუღმართობით მხოლოდ იმ მიტინგზე აღმოჩნდა და ისიც იმიტომ, რომ დგებუაძისათვის სილა გაელაწუნებინა.
სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის დასაბუთების ნაწილში იცით რა მიუთითა?
„სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ სამართლიანობა გულისხმობს მართლწესრიგში ბალანსის აღდგენას და შენარჩუნებას და საზოგადოებაში მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფისათვის ადექვატურ სასჯელად მიიჩნია მზიას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
აი, ამ განაჩენს ვასაჩივრებთ, რომელიც ამბობს, რომ მზიას პატიმრობა საჭიროა ამ საზოგადოებაში მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის.
დაცინვაა ეს დასაბუთება ბატონო მოსამართლეებო.
დღეს წარმოვადგენ მზიას, რომელიც არის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის ლაურეატი. მას ეს უმაღლესი ჯილდო გადაეცა ადამიანის უფლებათა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის.
დეკემბერში ევროპარლამენტის წინ გაიხსნება მისი ვარსკვლავი.
მზიას სისხლის სამართლის საქმე ცივილიზებული სამყაროს დღის წესრიგის ნაწილია. ამას აღარაფერი წაშლის.
პატივცემულო მოსამართლეებო,
სახაროვის ეს და სხვა ასეთივე პრიზები, მხოლოდ პრესტიჟი არ არის, ესა არის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება.
როდესაც ევროპის უმაღლესი ინსტიტუციები საქართველოს მოქალაქეს სინდისის პატიმრად აღიარებენ, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა – არის კი საქართველო სამართლებრივი სახელმწიფო?
ამ კითხვაზე პასუხი დღეს თქვენი ხვედრი და პასუხისმგებლობაა.
დიახ, დღეს მე წარმოვადგენ მზიას, რომელსაც
არც გააჩნდა და არც გააჩნია ძალაუფლება;
არასოდეს ყოფილა კორუმპირებული, არასოდეს მიუღია უკანონო შემოსავალი არავისგან;
მისი ბინა არ ღირს მილიონი და ვერასოდეს გადაიხდიდა ამხელა გირაოს მისი ქონებით; (მისი ბინა სავარაუდოდ 100 000 ლარზე მეტი არ ღირს, რადგან მხოლოდ ამის შეთავაზება შეძლეს ადვოკატებმა მისი თავისუფლების სანაცვლოდ, რაც ცხადია, არ გაითვალისწინა სასამართლომ)
მას არასოდეს უცხოვრია ფუფუნებაში;
არასოდეს ჰქონია ძვირფასი მანქანები, ნივთები, ხელოვნების ნიმუშები;
არასოდეს დაურღვევია კანონი, გზაც კი არ გადაუკვეთავს იქ, სადაც აკრძალულია;
მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ 1 უკანონო თეთრსაც კი ვერ ნახავდნენ;
დიახ, მას დაეკარგა მხედველობა, რაც სახელმწიფოს და ამავდროულად სასამართლოს პასუხისმგებლობაა.
დიახ, მას ახასიათებს გადაჭარბებული კეთილსინდისიერება (რისი აღნიშვნაც კი გაუჭირდა სასამართლოს) და აქვს 1 სამუშაო ოთახში „ბათუმელების“ ოფისის მე-4 სართულზე და არის 2 სანდო და მაღალი რეპუტაციის მედიაგამოცემის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ მენეჯერი.
იმედია, ეს სასამართლო ამ უდავო გარემოებებს მიუთითებს და გაითვალისწინებს კიდეც”, – თქვა მაია მწარიაშვილმა.
მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ნოემბრის 21 საათიდან 19 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 160 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 355 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 23 594 ერთეული [+0]
საარტილერიო სისტემა – 34 499 ერთეული [+13]
MLRS – 1 545 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 247 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 81 793 ერთეული [+294]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 940 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 579 ერთეული [+43]
სპეცტექნიკა – 4 000 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
97 303 უპილოტო საფრენი აპარატი
636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 086 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 613 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 381 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
46 993 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო საჩივარი აქვს შეტანილი პროკურატურასაც და მზია ამაღლობელსათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვს.
სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა უკანონო პატიმარია. მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოეპყრნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.
„ქართული ოცნება“ გეგმავს ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემა აუკრძალოს. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ნოემბერს დააანონსა.
„ბათუმელები“ დავით ძიძიშვილს ესაუბრა, რომელიც ამჟამად ბელგიაშია ემიგრაციაში. დავით ძიძიშვილი არის სამოქალაქო პლატფორმა 2025-ის წარმომადგენელი, ჰიბრიდული ომების მკვლევარი.
ბატონო დავით, დღეს გავიგეთ, რომ „ოცნება“საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. როგორი იყო თქვენი, როგორც მოქალაქის და ემიგრანტის პირველი რეაქცია, როდესაც ეს ინფორმაცია გაიგეთ?
რეაქცია აღარაფერზე აღარ მაქვს, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს საქართველოში. თითქოს რაღაც გაიდლაინი აქვთ, როგორ უნდა დაამყარონ დიქტატურა. ვიტყოდი, რუსული გაიდლაინია და იმას მიჰყვებიან, რაც რუსეთმა და ბელარუსმა გააკეთა-მეთქი, მაგრამ ეს ამ ორ ქვეყანასაც არ გაუკეთებია.
ბელარუსიც და რუსეთიც კი ატარებენ არჩევნებს საზღვარგარეთ.
ბელარუსი აქტივისტები კი საუბრობენ, რომ ბელარუსი საელჩოებში გახსნილ საარჩევნო უბნებს იყენებს არასასურველი აქტივისტების დასაკავებლად, მაგრამ ფორმალურად მაინც აქვს ქვეყანას საარჩევნო უბანი გახსნილი, ფორმალურად ინარჩუნებენ დემოკრატიის ინსტრუმენტს, რომ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი ქვეყნის საელჩოში, როგორც მისი ქვეყნის ტერიტორიაზე, ხმის მიცემის უფლება.
ვინ ართმევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას? მაგალითად, ართმევს ერიტრეა. რამდენიმე სახელმწიფოა სულ მსოფლიოში, ვინც მსგავს რამეს აკეთებს, მაგრამ ერიტრეა ალბათ საუკეთესო მაგალითია, რადგან არის ქვეყანა, სადაც არავინ არ კითხულობს რა მდგომარეობაშია ადამიანის უფლებები, რადგან იქ კატასტროფა უკვე მოხდა.
ამ მოცემულობაში გაგვაღვიძა შალვა პაპუაშვილმა და თქვა, რომ ჩვენ ვართ ერიტრეა, რომელიც აღარ მისცემს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უფლებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ საელჩოების ტერიტორიაზე.
საელჩოს ფუნქცია დიდწილად რა არის?! ის, რომ საქართველო წარმოადგინოს საერთაშორისო ურთიერთობებში. ფაქტია, რომ ეს აღარ ხდება, იმიტომ, რომ არც ერთ დასავლურ სახელმწიფოში აკრედიტებული ქართველი დიპლომატი თავის ფუნქციას არ ან ვერ ასრულებს.
ასევე საელჩოს ფუნქციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მისცეს წვდომა კონსტიტუციით გარანტირებულ ყველაზე ელემენტარულ უფლებებზე. საელჩოს საშუალებით შენი ქვეყანა გაძლევს საშუალებას მისცე ხმა, აირჩიო შენი ქვეყნის მთავრობა.
ამ საკანონმდებლო ცვლილებით კი გვეუბნებიან, რომ ამის უფლებაც არ გვაქვს და არჩევნებში მონაწილეობა თუ გინდათ, ჩამოდით საქართველოშიო. ვფიქრობ, ამასაც შეზღუდავენ ცოტა ხანში.
ცესკოს ვებგვერდის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებზე ჯამში 90 000-ზე ცოტა მეტი ქართველი დაარეგისტრირეს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უცხო ქვეყნებში, რეალურად კი არჩევნებზე მივიდა 32 000-მდე ამომრჩეველი. ამ ადამიანებსაც უამრავი ბარიერი შეუქმნეს – ჯერ ასობით კილომეტრის გავლა უწევდათ საარჩევნო უბნებამდე მისასვლელად, შემდეგ რიგში იდგნენ მთელი დღე და მაინც ვერ მოახერხა ბევრმა ხმის მიცემა.
რეალურად რომ შევხედოთ, ამ 30 ათას ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ხელისუფლებისთვის.
2024 წლისარჩევნებმა გვაჩვენა ერთი მხრივ ის, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები ოპოზიციურად არიან განწყობილები, თუმცა მეორე მხრივ, ამომრჩეველთა ის ოდენობა, რაც მივიდა საარჩევნო უბანზე, საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. მაშ რატომ მოშალა ეს ფორმალური დემოკრატიის საფუძველი „ქართულმაოცნებამ“?
როგორც ჰიბრიდული ომების მკვლევარი, ისე გიპასუხებთ. ეს ამბავი ახლა „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა ორი მიზეზისთვის.
ჯერ ერთი – იმისათვის, რომ დემოკრატია, როგორც პროცესი, უბრალოდ საბოლოოდ დაასამაროს და თქვას, რომ არ გვაქვს საქართველოში დემოკრატია და პრინციპში არც არაფერში არ გვჭირდება. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ მსგავს ამბებს ხშირად იყენებს მნიშვნელოვანი თემის გადასაფარად.
დღეს, იმ ინფორმაციის გავრცელებით, რომ ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ, „ოცნება“ ორი მნიშვნელოვანი თემის გადაფარვას ცდილობს.
ერთი ეს არის ფულის გათეთრების უპრეცედენტო სქემა, რომელიც მოიფიქრეს და შენიღბეს ე.წ. არაბული სამშენებლო ინვესტიციით.
ჩემი აზრით, ეს არის ფულის გათეთრების სქემა, რომელშიც სახელმწიფო პირდაპირ მონაწილეობს და ამ მასშტაბის ფულის გათეთრების სქემა არც კი ვიცი კიდევ რომელიმე სახელმწიფოში თუ განხორციელებულა ოდესმე.
ვფიქრობ, ეს არის რუსულ-არაბული ფულის დატრიალების საქმე. თან ხელისუფლება ხედავს, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყო ყველამ, პოლიტიკური პარტიებით დაწყებული დამთავრებული სამოქალაქო საზოგადოებით.
რაც მთავარია, „ოცნებას“ თავისივე ამომრჩეველიც კი მოუტრიალდა. „ოცნების“ ამომრჩეველს არ ადარდებს, რომ ფული გათეთრდება, მაგრამ ადარდებს, რომ არაბები იყიდიან მიწებს.
ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეთნიკურობას მნიშვნელობა არ აქვს, აქ სქემაა პრობლემური, რომელიც რეალურად ფულის გათეთრების სქემაა და ქვეყნის დაზიანების მეტს არაფერს არ გამოიწვევს.
ჩემი აზრით, თავის ამომრჩეველთანაც კი ვერ გაამართლეს ეს სქემა და ახლა ამ თემის საინფორმაციო გადაფარვას ცდილობენ.
მეორე საკითხი, რომლის გადაფარვაც დღეს სცადა პაპუაშვილმა, არის სამხრეთ ოსეთის, ე.წ. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციის გაუქმება, სანაკოევის ადმინისტრაციას რომ ვეძახით, რაც რეალურად რუსეთის მოთხოვნა იყო.
2008 წლის ომის მერე რუსეთს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა, რომელსაც მუდმივად აყენებდა და აყენებს. ერთი ეს არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება, რაც იდეაში ფორმალურად ნიშნავს იმას, რომ შენ უბრალოდ აღარ გაქვს საერთოდ მსგავსი ტიპის ადმინისტრაციული ერთეული. სანაკოევის ადმინისტრაცია პრობლემა იყო რუსეთისთვის და დღეს აგერ თქვა კაცმა [პაპუაშვილმა], ამას ვაუქმებო.
მეორე, რასაც რუსეთი ითხოვს, არის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებების გაფორმება ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან. ვეჭვობ, ამაზე პირდაპირ წავიდეს „ქართული ოცნება“, მაგრამ ამის ნაცვლად შეუძლია მოიფიქროს ე.წ. ნეიტრალიტეტის თემა.
ამ თემას რაღაც მომენტში შემოაგდებს ქვეყანაში, მაგრამ ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.
რაღაც მომენტში ალბათ იფიქრებს, რომ ჩანიშნოს ვადამდელი არჩევნები და აგერ თავი დაიზღვია, რომ ემანდ, შემთხვევით, მეტი ემიგრანტი არ მივიდეს არჩევნებზე და მართლა რამე გავლენა არ მოახდინოს საარჩევნო პროცესზე.
თუმცა ამ ეტაპზე მაინც ვფიქრობ, რომ თემა შემოიტანეს საინფორმაციო ხმაურისათვის. რუსული პროპაგანდის ნაცადი მეთოდია, როცა ერთი მავნებლობის გადაფარვას ცდილობ ხუთი, ექვსი ან მეტი პატარ-პატარა მავნებლობით.
ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უზღუდავ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, მავნებლობაზე მეტია.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ისევ ექნებათ ხმის მიცემის უფლება, „ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას მაშინ, როცა ათასობით დედა 10-15 წლის განმავლობაში ვერ ნახულობს შვილებს, ოჯახები ვერ ერთიანდებიან, რადგან ემიგრაციაში წასულებს ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო პრობლემასთან უწევთ გამკლავება?
აი, ეს ფრაზა არის როგორი უტიფრობის პიკი იცით… ვერ წარმოიდგენთ. ემიგრაციაში მყოფი ადამიანები ხშირად დღიურ გამომუშავებაზე არიან. ბევრს წესრიგში არ აქვს საბუთები და რიგ ქვეყნებში, სადაც არალეგალურ მიგრაციას მკაცრად აკონტროლებენ, სახლიდან გამოსვლასაც კი ერიდებიან.
იგივე გერმანიაში ან აშშ-ში, სადაც ბოლო დროს დეპორტაციის აქტიური პოლიტიკა აქვთ, მიგრანტები სახლიდან გამოსვლისას იქით-აქეთ იყურებიან, პოლიცია ხომ არ დგას სადმე, რომ შემთხვევით ვინმემ არ გააჩეროს და საქართველოში არ დაადეპორტონ.
აი, ამ ხალხს ეუბნება პაპუაშვილი, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოდით საქართველოშიო. როცა ადამიანები ელემენტარულად საბუთებს ვერ აწესრიგებენ, ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის შესაძლებლობას ვერ იჩენენ 8 და 10 წლის განმავლობაში.
სინამდვილეში შალვა პაპუაშვილს არ სჭირდება ამის ახსნა, კარგად იცის და სპეციალურად ამბობს. ამბობს, იმიტომ, რომ ადამიანები გააღიზიანოს და ბევრი ადამიანი ალაპარაკოს მაქსიმალურად. პაპუაშვილმა ზუსტად იცის რა პრობლემები აქვთ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ლეგალურად ცხოვრების კუთხით.
ახლა ეს კაცი გვეუბნება, რომ თურმე ხალხს ეზარება საქართველოში ჩამოსვლა…
ფინანსებს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურად არ შეუძლიათ, იმიტომ, რომ იციან, საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში, უკან ვეღარ დაბრუნდებიან იმ ქვეყანაში, რომლიდანაც ოჯახს არჩენენ.
ჩვეულებრივი, უტიფარი კაცია, უფრო მძიმე სიტყვებს არ გამოვიყენებ.
აქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც, ცხოვრობენ თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკებში. ზოგს სამი-ოთხი ბავშვი ჰყავს და ცხოვრობს ისეთ პირობებში, რომ აქვთ საერთო საპირფარეშო, საერთო სამზარეულო. თავშესაფრის მოთხოვნის საქმეები ხანდახან იწელება წლები – ურთულესი პროცესია ამ ხალხისთვისაც. ახლა პაპუაშვილი ეუბნება ამ ხალხს, რომ უნდა ადგნენ და ჩამოვიდნენ, იმიტომ, რომ შალვამ ასე გადაუწყვიტა ამ ხალხს, რომ ჩამოვიდნენ ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოში.
ეს ფრაზა არის ამორალური, ცინიკური და არაადამიანური ფრაზა, რომელიც დღეს გვითხრა ქვეყნის არალეგიტიმურმა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რას ნიშნავს, როცა ემიგრანტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში იზრდება, ხოლო მათი უფლებები იზღუდება?
ჯერ კიდევ 2019 წლის ინტერვიუში თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილებს ვერ ვქმნით, ამიტომ საზღვარგარეთ წადით სამუშაოდო.
ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საქართველოში მას არ მოუწიოს თავისი ფულის ხარჯვა იმაზე, რომ მოქალაქეებმა საჭმელი ჭამონ. ემიგრანტებმა უნდა გამოაგზავნონ ფული, ოღონდ ეს ფული არ უნდა იყოს იმდენი, რომ ამ მოქალაქეებს თავისუფალი ნების გამოვლენის სურვილი გაუჩნდეთ. ამიტომ, ეს ფული, ამავდროულად უნდა იყოს კონტროლსდაქვემდებარებული.
არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაღაც ოდენობის თანხის გადმორიცხვაზე კონტროლი დაწესდეს. ბიძინას არ უნდა, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი ფული. ამ დროს რეალურად თავისუფალი ფულის ქვეყანაში შემომტანი არის ქართული ემიგრაცია. ემიგრანტები ქვეყნის ყველაზე მსხვილი დონორები არიან.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ამასაც შეზღუდავს. ბიძინას სურვილია, ქვეყანაში ადამიანები არაფერს არ წყვეტდნენ და არ ჰქონდეთ რაიმე ტიპის ცვლილების განხორციელების სურვილი, ბიძინა იყოს მუდმივად, ბიძინას ჰქონდეს ყველაფრის რესურსი და ყველაფრის უნარი და ყველაფრის შესაძლებლობა, მათ შორის – ადამიანების დაკავების ან არ დაკავების.
მას საქართველოში ლეგიტიმაციისთვის სჭირდება ადმინისტრაციული რესურსი და სოციალურად დაუცველები. ის ხალხი, ვისაც ბიძინა არ მოსწონს, უნდა იყოს ემიგრაციაში და საქართველოში უნდა გზავნიდეს ფულს.
ოღონდ ამ ქართველებს არაფრის უფლება, გარდა ფულის გამოგზავნისა, არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის ბიძინას როლური მოდელი, რომელიც უნდა, ამ ქვეყნიდან რომ გააკეთოს.
Zaza Shatirishvili, a speaker affiliated with Bidzina Ivanishvili — a Russia-enriched oligarch and Georgia’s strongman — is calling U.S. Vice President J.D. Vance a representative of the “deep state.”
His letter was disseminated by the Georgian Dream propaganda mouthpiece Imedi TV. The statement issued under Shatirishvili’s name is built entirely around conspiracy theory rhetoric. In the letter, he once again promotes the narrative that the source of problems within the European Union is the “deep state.”
The letter attributed to Shatirishvili reads:
“If we look at the signature style of how oligarchs operate, everything is unfolding exactly according to their plan. For years, they systematically dismantled Europe — and now they themselves conduct “research,” write up the “findings,” and tell us that the European Union is apparently in deep crisis. Naturally, they will once again blame their own wrongdoing on the same people — those puppet bureaucrats — who, on their orders, have been undermining the continent’s wellbeing.
When I talk about this method of operation by the “deep state,” I always recall the deeply cynical speech delivered by J.D. Vance, the U.S. Vice President, at the Munich Security Conference, where he publicly exposed the EU’s flaws. He said that the migrant crisis, the erosion of Christianity, and the disregard for freedom of speech and expression had pushed the Union into a crisis of democracy. Yet Vance somehow never attempted to identify who caused these problems — because we know full well that the “deep state” is the source of this misfortune. The very “deep state” that J.D. Vance himself represents!”
The “Global War Party” is a Georgian Dream conspiracy theory that the ruling party uses as the basis for governing the country and defining its foreign policy. Recently, Georgian Dream leaders stopped using the term “Global War Party” and replaced it with “deep state.”
Initially, Georgian Dream claimed that the “deep state” was merely the “main instrument of informal influence” of the “Global War Party,” meaning the two were separate “entities.” According to the party’s latest conspiracy narrative, however, the “deep state” and the “Global War Party” are now the same.
To date, Georgian Dream has presented no evidence whatsoever to substantiate these conspiracy claims and cannot identify who supposedly leads the “Global War Party.” In reality, the only common trait among those whom Georgian Dream labels as part of this so-called “Global War Party” is that, at various times and over various issues, they have criticized the Georgian Dream government.
More broadly, the “deep state” is a global conspiracy theory referring to a shadow governing structure in which unofficial actors purportedly play a significant role in shaping and implementing state policy.
ქართველი ემიგრანტები „ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვეღარ მისცემენ უცხოეთში. „ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ დღეს, 17 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
განცხადება „ბათუმელებს“ რუსუდან ქოროღლიშვილმა მიაწოდა. ის გერმანიაში, საუნივერსიტეტო ქალაქ მარბურგთან ახლოს ცხოვრობს.
ემიგრანტებს თავიანთ განცხადებაში მოჰყავთ ამონარიდები საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მიხედვითაც მათი ხმის უფლება გარანტირებული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის ემიგრაციაშიც.
„ჩვენი ხმა – ჩვენი სახელმწიფოა! ჩვენი არჩევანი – ჩვენი უფლებაა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით! ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას და არა პრივილეგიას!
ემიგრანტები მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს:
„მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს – ევროკავშირს, ევროპარლამენტს, აშშ-ს, ევროპის საბჭოს, საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასა და ინსტიტუციებს – გამოიყენონ ყველა დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რათა მხარი დაგვიჭირონ საქართველოს მოქალაქეებს ამ ბრძოლაში და განახორციელონ აქტიური მონიტორინგი, რადგან ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის განადგურების ბოლო ინდიკატორს და არჩევანის უფლების შეზღუდვა არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი.
ეს საქართველოს კონსტიტუციის მიზანმიმართული დარღვევა, ადამიანის ფუნდამენტური უფლების გათელვა და მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების სისტემური დემონტაჟია, რადგან ჩვენი ხმა არის საქართველოს სახელმწიფო!
საქართველოს დიასპორა ქვეყნის განუყოფელი ნაწილია! ჩვენ ბევრი ვართ! ჩვენ ყველგან ვართ! ჩვენს ხმას ვერავინ ჩაახშობს!“ – წერენ ემიგრანტები.
____________
ფოტოზე: ქართველი ემიგრანტების აქცია გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში. 2024 წელი
ბათუმის მერია აგრძელებს ქალაქის ქუჩებში ქვაფენილების აყრას და მის ნაცვლად ასფალტბეტონის დაგებას.
ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ქვაფენილს კიდევ 15 ქუჩაზე აყრიან. სამუშაოებისთვის კი მომავალ წელს 3 მილიონ 230 ათას 163 ლარია გაწერილი.
2026-2027 წლებში ქვაფენილის აყრა და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა შემდეგ ქუჩებზეა დაგეგმილი:
დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ხარიტონ ახვლედიანის, სტეფანე ზუბალაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჰაიდარ აბაშიძის, იორდან მეტაქსას, სელიმ ხიმშიაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ ლერმონტოვის და მურად ხინიკაძის.
„მრავალწლიანი პროექტია. სამუშაოების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 6 126 910 ლარს“ – წერია ბიუჯეტის პროექტში [ანუ, 3 230 263 ლარი დაიხარჯება 2026 წელს, ხოლო დანარჩენი 2 896 648 ლარი – 2027 წელს] .
2026 წელს უნდა დასრულდეს ქვაფენილის აყრა რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზეც, თუმცა ქვაფენილიანი ქუჩები ბათუმში მაინც დარჩება [ძირითადად მემედ აბაშიძის გამზირი].
ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი [ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთა] / 17.11.2025ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.
„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ფაქტობრივად საარჩევნო ხმის უფლებას ართმევს.
დღეს, 17 ნოემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილება, რის შემდეგაც ემიგრანტებს მხოლოდ საქართველოში ექნებათ ხმის მიცემის უფლება – უცხოეთში საარჩევნო უბნებს აღარ გახსნიან.
რატომ დასჭირდა „ოცნებას“ ამ ცვლილების შემოტანა ახლა, რისთვის ემზადება ის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ვისაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება უნდა, 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდეს და აქ მისცეს ხმა არჩევნებში. ჩვენ ვიცით, რომ ემიგრანტების უმრავლესობა არალეგალურად ცხოვრობს უცხოეთში. რამდენად რეალურია მაგალითად ის, რომ მექსიკის საზღვრიდან გადასული ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა საქართველოში. რისთვის დასჭირდათ ემიგრანტებისთვის ამ ტიპის რეგულაციის შემოტანა?
უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის აბსოლუტური უპატივცემულობის გამოვლენა ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომლებიც არა მარტო ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებსაც თავის დროზე სახელმწიფო ვერ დაეხმარა და საკუთარი ნების წინააღმდეგ, სარჩოს მოსაძიებლად მოუწიათ სხვადასხვა ქვეყანაში სიარული, ამის გარდა, ამ ადამიანებს სერიოზული წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის ზრდაში და ისინი რომ არა, ფაქტობრივად, ქართული ეკონომიკა ჩამოიშლებოდა.
ეს ხალხი არჩენს და კვებავს ქართულ სახელმწიფოს – ეხმარებიან თავიანთ ნათესავებს ხომ? აი, ამ ხალხის მიმართ უპატივცემულობაა, პირველ რიგში, ამ რეგულაციის შემოტანა.
კორნელი კაკაჩია
მეორე მიზეზი არის ის, რომ, როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გააანალიზა ბოლო არჩევნების ტენდენციები, განსაკუთრებით უცხოეთის საარჩევნო უბნების შედეგები, სადაც ჩანდა, რომ მათ უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში წააგეს არჩევნები. ასევე გაითვალისწინეს ალბათ მოლდოვის გამოცდილება, სადაც ფაქტობრივად მაია სანდუს ხელისუფლება დიასპორის ხმებმა შეუნარჩუნა.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ 2028 წლამდე ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ „ოცნების“ ხელმძღვანელობას ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ფიქრობენ, რომ თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, ეს მათ დაეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში.
ფიქრობთ, რომ ახალი არჩევნებისთვის ემზადებიან და რადგან ემიგრანტები ხმას ოპოზიციას აძლევს, ამიტომ წაართვეს ხმის უფლება?
არ არის გამორიცხული. ისინი ვერ აკონტროლებენ პოლიტიკურ კრიზისს, მიუხედავად იმისა, რომ ამას სხვადასხვა რეპრესიული კანონით ცდილობენ – ფაქტია, რომ ეს არ მუშაობს.
საერთაშორისო იზოლაციაშია ქვეყანა, მათ არავინ არ ხვდება და ეს დიდხანს გაგრძელდება ხომ? თანაც, ვერც თავიანთ მიზნებს ახორციელებენ ბოლომდე, რადგან არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობა. მათ უნდათ კომფორტული უმრავლესობა ჰყავდეთ პარლამენტში, რომ შეძლონ საკონსტიტუციო ცვლილებები. საკუთარ თავზე რომ მოირგონ ყველაფერი, ეს უნდათ.
ერთგვარი შურისძიება გამოდის ემიგრანტებზე, რადგან ისინი ხმას არ აძლევენ „ოცნებას“.
ეს შიშით არის გამოწვეული – ფაქტობრივად არჩევნებისთვის ემზადებიან. თუ არჩევნებს არ აპირებენ, მაშინ რაში სჭირდებოდათ ამ ნაბიჯის გადადგმა ახლა. ეს ნიშნავს, რომ ისინი დღეს ემზადებიან არჩევნებისთვის და უნდათ, რომ აი ამ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, ჩამოართვან ხმა და აღარ იყოს მათთვის არავითარი სიურპრიზები. ამოქოლონ ყველა შესაძლებლობა თეორიული და პრაქტიკული, რომელიც საშუალებას მისცემს ოპოზიციურ ძალებს ან საზოგადოებას, რომ შემდეგ არჩევნებში დაამარცხოს მმართველი ძალა.
2024 წლის ოქტომბრის არჩევნების არაღიარების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ დაირღვა საყოველთაობის პრინციპი. თავად „ოცნება“ ამბობს, რომ მილიონ ნახევარი საქართველოს მოქალაქეა უცხოეთში და რა გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს ართმევს ხმის უფლებას. მაშინ, როგორ იქნება ეს არჩევნები საყოველთაო და რატომ ფიქრობენ, რომ ამ ფორმით ჩატარებულ არჩევნებს ვინმე აღიარებს?
მათი მიზანი საყოველთაობის პრინციპის, დემოკრატიის და თანასწორობის პრინციპის დაცვა არ არის. ეს დიდი ხანია ვიცით და აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ახლა მათი მთავარი მიზანია ხელისუფლებაში დარჩენა უსაზღვრო ვადით და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს.
როცა ემიგრაციაში წასულ არალეგალ მოქალაქეს აიძულებ დაბრუნდეს ხმის მისაცემად, ეს ნიშნავს, რომ მას რეალურად ხმას ართმევ?
კი, ფაქტობრივად ჩამოართვეს არჩევნების უფლება, რადგან უფლებას არ აძლევენ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში.
ემიგრანტებს ხომ აქვთ უფლება, რომ უჩივლონ „ქართულ ოცნებას“ ამის გამო?
რა თქმა უნდა, შეუძლიათ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ რა შედეგს მივიღებთ, ეს კიდევ ცალკე საკითხია, გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.
თქვენ ხომ ამბობთ, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აწუხებთ და ამისთვისაც უნდათ ახალი არჩევნები. თუკი პოლიტპატიმრები ეყოლებათ ციხეში, თუკი ოპოზიციის ლიდერებს არ გაათავისუფლებენ, ემიგრანტებს ხმის უფლებას წაართმევენ, როგორ მიიღებენ ასეთი არჩევნებით ლეგიტიმაციას. ვინ უღიარებს შედეგებს, აქ ხომ იმაზე უარესი სურათი იქნება, რაც წინაზე ვნახეთ?
ლეგიტიმაცია აწუხებთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისინი უმრავლესობაში მოსვლის შესაძლებლობას უფრო ეძებენ, რომ ჰქონდეთ კონსტიტუციური უმრავლესობა. ახლა გარკვეული შეზღუდვები აქვთ და უნდათ, რომ აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდეთ.
ვთქვათ ჩაატარეს ეს არჩევნები და დაიწერეს ეს უმრავლესობა. ლეგიტიმაციის საკითხს როგორ აგვარებენ?
შეეცდებიან გააქრონ რეალური ოპოზიცია და ხელოვნური, ფსევდო ოპოზიციის გამოჩენით მიაღწიონ რაიმეს: სხვების თვალის ასახვევად იტყვიან, რომ ისინი არიან რადიკალები, აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ გვყავს კონსტრუქციული ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელსაც ისინი თვითონ დანიშნავენ. უკვე იკვეთება კიდეც ვინ შეასრულებს „ოპოზიციის“ როლს. ამასობაში ელოდებიან, რომ რაიმე ცვლილება იქნება საერთაშორისო გეოპოლიტიკაში მათ სასარგებლოდ.
არ არის ჯერჯერობით მაგის არაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ამით ატყუებენ თავიანთ მხარდამჭერებს და იყენებენ თავიანთ პროპაგანდაში.
ემიგრანტებისთვის უცხოეთში ხმის წართმევის პარალელურად, სხვა შეზღუდვებიც დააანონსეს. რა ელოდება ამ ყველაფრის ფონზე პროტესტს?
ამის გარანტიას ვერავინ მისცემს მათ. შეიძლება იმედი ჰქონდეთ, რომ მოგუდონ ეს პროტესტი, როგორც სამართლებრივად, პოლიტიკურად, ასევე ფიზიკურადაც, მაგრამ ეს მაინც ვერ იქნება გარანტია, რადგან ამ პოლარიზებას თავად ეწევიან.
არცერთი საკანონმდებლო ცვლილება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ზუსტად იმ შედეგს მიიღებენ, რაც მათ სურთ. ჩვენ გვახსოვს უამრავი ბოლო რეპრესიული კანონი, რომელიც არ მუშაობს და ამიტომ უწევთ ახალი შეზღუდვების შემოტანა. მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ, რომ აი, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რეპრესიული კანონმდებლობით, ყველაფერი აქციონ უკანონობად. ანუ უკანონობის დაკანონებას ცდილობენ.
რომელიმე ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრეცედენტი, რომ ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეს ხმის უფლება წაართვეს?
თვითონ ახსენეს კუბის, ნიკარაგუის და ირლანდიის მაგალითი.
აქედან კუბა და ნიკარაგუა დიქტატურებია, სადაც ერთპარტიული დიქტატურაა სწორედ და ერთი ერთში ჯდება „ოცნების“ პოლიტიკასთან. რაც შეეხება ირლანდიას, მათი მაგალითი ცოტა განსხვავებულია, რადგან ირლანდია ფაქტობრივად ემიგრანტების ქვეყანაა და მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის გარეთ ცხოვრობს.
კუბა და ნიკარაგუა კი დიქტატურაა და ამითაც ჩანს საითკენ მიისწრაფვის „ქართული ოცნება“.
დარწმუნებული ვარ, არიან ემიგრანტები, რომლებსაც არ უნდათ საკუთარ ქვეყანასთან მოწყვეტა და ემიგრაციას განიხილავენ, როგორც დროებით მოვლენას. ისინი აპირებენ საქართველოში დაბრუნებას. ამ ნაწილისთვის, ბუნებრივია, ძალიან მტკივნეული იქნება ეს შეზღუდვები. არ არის გამორიცხული, რომ მათ გარკვეული ზომებიც მიიღონ, რომ საბოლოოდ არ წაართვან უფლებები ამ ქვეყანაში.
დავუშვათ, გადაწყვიტა ემიგრანტების დიდმა ნაწილმა არჩევნებზე ჩამოსვლა, რამდენად რეალურია ამის მენეჯმენტი. თუნდაც ფრენების თვალსაზრისით?
ყველა, რომ ჩამოვიდეს, თვითმფრინავები არ გვეყოფა. აბსურდში შევდივართ.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დალი ფუტკარაძე დანიშნეს.
მანამდე ამ პოსტს დავით დიასამიძე იკავებდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დალი ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.
„აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ – წერს მერია.
დალი ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა.
მან 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით, საბავშვო ბაღების პედაგოგებს საჩუქრები გადასცა.
„ეგ საჩუქრები პრეზიდენტის სახელით მოვიდა. ეს იყო ერთი ბოთლი შამპანური და ერთი ბოთლი ღვინო პედაგოგებისთვის. ბაღის სხვა თანამშრომლები რომ არ დაგვჩაგვროდა, მერიამ პრემიების თანხა გამოგვიყო. 100-პროცენტიანი პრემიები საახალწლოდ გავეცით, სააღდგომოდ კი ყველა თანამშრომელზე -70 – პროცენტიანი”, – ამბობდა მაშინ „ნეტგაზეთთან“ დალი ფუტკარაძე.
ის ამ თანამდებობას 2013 წლამდე იკავებდა, შემდეგ კი დალი ფუტკარაძე განათლების სამინისტროში მინისტრის მრჩევლად გადაიყვანეს. დღეს, 17 ნოემბერს კი, დალი ფუტკარაძე ძველ თანამდებობას დაუბრუნდა.
The ruling Georgian Dream party has unveiled plans for significant government restructuring. The Anti-Corruption Bureau, the Personal Data Protection Service will be abolished, with all their functions transferred to the State Audit Office starting 2 March 2026. Meanwhile, the Business Ombudsman will move under the Ministry of Economy beginning 1 January 2026, according to Parliament Speaker Shalva Papuashvili.
“Today, the Anti-Corruption Bureau is primarily responsible for collecting and monitoring declarations from public officials, political parties, and NGOs. Following consultations with the government, it was decided that these functions would be better aligned under the constitutional framework if handled by the State Audit Office, which is a higher-level and more independent body. Accordingly, the Anti-Corruption Bureau will be abolished on March 2, 2026, and its functions fully transferred to the Audit Office,” Papuashvili said.
Earlier, on 11 November, media outlets reported that the bureau’s head, Razhden Kuprashvili, had been dismissed. Reports suggested staff were informed at a meeting, though the agency did not confirm the claims. Kuprashvili told journalists on 12 November:
“Thank you for your concern and interest. As you can see, I am continuing my work. As long as this agency exists, I will remain its head.”
The Personal Data Protection Service will also be abolished on 2 March 2026, with its responsibilities similarly moving to the State Audit Office. Papuashvili emphasized that:
“As an independent body, the Audit Office enjoys a much higher degree of institutional independence, fully aligned with international standards.”
Additionally, the Business Ombudsman will be moved under the Ministry of Economy starting 1 January 2026. According to Papuashvili, the change is intended to “ensure more responsive action to business needs and better coordination at the political level.”
Papuashvili said the broader reforms are aimed at aligning Georgia’s governance system with constitutional frameworks, ‘optimizing state resources by around 20 million lari’, simplifying structural functions, and improving management efficiency.
დღეს, 17 ნოემბერს, ბათუმის ბულვარში მდებარე „ბათუმი თაუერის“ აპარტამენტის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა ერთ-ერთ აპარტამენტში გაჩნდა, რომელშიც არავინ იმყოფებოდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, ცეცხლი მე-6 სართულზე, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.
ამ დროისთვის [14:50 სთ] „ბათუმი თაუერის“ მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და შენობაში არავის უშვებენ. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეებიც.
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ სურვილებსა და საჭიროებებს, განსაკუთრებით კი, ისეთ დღეებსა და თარიღებში, რომელსაც მოუთმენლად ელიან.
ერთ-ერთი ასეთი თარიღი 28 ნოემბერი, Black Friday-ია, დღე, როდესაც თითქმის ყველა მაღაზიაში ფასდაკლებებით სარგებლობთ. თიბისი კი, ყოველ წელს, ტრადიციულად, განსაკუთრებულ შეთავაზებებს გიმზადებთ და გაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინოთ უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს.
28 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელები, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ობიექტში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით სარგებელსაც მიიღებენ და ქეშბექ შეთავაზებებით ისარგებლებენ. მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის გარკვეულ ნაწილს, რადგან მაქსიმალურად ისარგებლონ ყველაზე მასშტაბური ფასდაკლების დღით და იყიდონ უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს.
ტრადიციულად მრავალფეროვანი იქნება თიბისის შერჩეული ობიექტების კატეგორიებიც – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლა, აქსესუარები – მნიშვნელობა არ აქვს, რის შეძენას დაგეგმავთ, თიბისის ბარათებით Black Friday-ზე დაზოგავთ უფრო მეტს.
დაელოდეთ, პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალს და მოამზადეთ სურვილების სია 28 ნოემბრისთვის.
თუ ახალი თიბისი ბარათები ჯერ არ გაქვთ, აიღეთ ონლაინ 30 წამში, ფიზიკურ ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე, რადგან Black Friday-სთვის მოსამზადებლად სულ ცოტა დრო რჩება!
იმ შემთხვევაში კი, თუ Black Friday-ის სურვილების სიისთვის თანხა არ გყოფნით, დაიმტკიცეთ ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი ონლაინბანკიდან.
Georgian citizens will no longer be able to vote from abroad in parliamentary elections — Georgian Dream plans to introduce corresponding amendments to the Election Code.
The statement was made today, 17 November, by GD’s Parliamentary Speaker Shalva Papuashvili.
According to him, a new Election Code will be initiated in Parliament, which will include “essentially technical amendments,” one of which concerns the voting procedures for citizens residing abroad.
“The amendment concerns the voting procedure and stipulates that, just like in local self-government elections, voting in parliamentary elections will also take place only within the borders of Georgia.
This decision is based on the obligation imposed on the state by Article 24 of the Constitution of Georgia to ensure the free expression of will, which implies the expression of that will free from external interference,” Papuashvili said at the briefing.
He added that “nothing changes regarding the voting rights of Georgian citizens residing in other countries. As before, every Georgian citizen, regardless of where they are located or live, retains full passive and active electoral rights. The only requirement is to come to Georgia once every four years to cast a vote,” the Speaker said.
He explained the decision by referring to recurring accusations of “foreign interference” in recent years and the “risks regarding the Georgian citizens abroad.”
October 26, 2024 – Georgian voters are lined up at the polling precinct in London
The decision to ban overseas voting comes against the backdrop of historically poor results for Georgian Dream among emigrant voters. After the first win in 2012, the party’s support at polling stations abroad has steadily decreased: in 2016 it received 39.6% (compared to 48.68% nationally), in 2020 – 29.03% (48.22% nationally), and in 2024 – just 13.49% (53.93% nationally).
The exact number of eligible voters living outside Georgia is unknown, though unofficial estimates from the Ministry of Foreign Affairs put it at more than 1.5 million. Emigrants have long campaigned for more overseas polling stations to exercise their voting rights. During the 2024 parliamentary elections, they advocated for Georgian Dream to expand polling abroad; the party opened only 67 polling stations, 15 more than in previous elections.
The decision effectively cuts off the political influence of millions of Georgians living abroad, who have also become an important source of economic support. In just the first nine months of 2025, emigrants sent $2.7 billion back to Georgia, following $3.4 billion in 2024 and $4.1 billion in 2023.
Another video from Batumelebi’s archive shows voter turnout in New York for October 26, 2024 elections:
⚠️In #NewYork, where 4 polling precincts are located at a single address with over 13K registered voters, long queues have formed, leading the police to block the street. Despite requests, CEC didn’t open any precinct at another location.#GEOElections2024#GeorgiaElectionspic.twitter.com/560c3s4d3b
საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვეღარ მისცემენ უცხოეთში – „ოცნება“ შესაბამის ცვლილებებს გეგმავს საარჩევნო კოდექსში.
ამის შესახებ დღეს, 17 ნოემბერს განაცხადა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტში დაინიცირდება ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელშიც, „არსებითად ტექნიკური ცვლილებები“ შევა და ერთ-ერთი ცვლილება შეეხება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს.
„ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს საზღვრებში.
ეს გადაწყვეტილება ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ძალების ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს“ – თქვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ამავე დროს, „არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო ხმის უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა“ – განაცხადა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმით განმარტა, რომ ბოლო წლებში ისმის ბრალდებები „უცხოურ ჩარევასთან“ დაკავშირებით და „არსებობს რისკები უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ“.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებამ“ საზღვარგარეთ წააგო. გასული წლის არჩევნებზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ამომრჩევლები, ქართველი ემიგრანტები იყვნენ მობილიზებული ხმის მისაცემად, თუმცა ბევრ ადგილას ცესკოს არ გაუხსნია საარჩევნო უბნები, რამაც ქართველი ემიგრანტების უკმაყოფილება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე არჩევნები არ მოუგია (მაშინ ხმა ემიგრანტთა 54,43%-მა მისცა) და ის უცხოეთში არჩევნებს ტრადიციულად აგებს.
ამავე დროს, 2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში, ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.
One day before the final hearing in the appellate case of Georgia’s imprisoned journalist Mzia Amaglobeli, the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) has announced that it is filing a new application with the ECHR on behalf of her. The application concerns Mzia Amaglobeli’s unlawful administrative arrest and the violations committed in the course of the administrative offence proceedings conducted against her.
Statement by GYLA:
As is known to the public, a few hours before she was arrested under criminal law, the police initially detained Mzia Amaglobeli under administrative procedure and later initiated 2 cases of administrative offence proceedings in respect of the same factual circumstances. In both cases the domestic courts found Mzia Amaglobeli offenderand imposed fines fornon-complianceto a lawful order of the police and verbal insult of a police officer (Article 173) – in the amount of 2000 GEL, and for defacement ofthe appearance of a building by placing a sticker on the wall (Article 150) – in the amount of 1000 GEL.
The newly submitted application to the European Court of Human Rights argues that Mzia Amaglobeli’s administrative arrest, as well as the conduct of the administrative offence proceedings, resulted in a violation of such fundamental rights under the European Convention on Human Rights as the right to liberty and security (Article 5), the right to a fair trial (Article 6), freedom of expression (Article 10), freedom of assembly and association (Article 11), and the right to an effective remedy (Article 13) in conjunction with Article 5 of the Convention.
In particular:
Right to Liberty and Security (Article 5 of the Convention) and the Right to an Effective Remedy (Article 13)
As established, on 11 January 2025 Mzia Amaglobeli was arrested by the Chief of the Adjara Police Department, Grigol Beselia, for placing a sticker with the slogan “Georgia is going on a strike” on the exterior facade of the auxiliary building of the Batumi City Division of the Ministry of Internal Affairs (MIA). During detention, the then Chief of the Batumi Police, Irakli Dgebuadze, stated that Mzia Amaglobeli was arrested under Article 150 for defacement of the appearanceof a building. Notably, this Article does not consider the arrest by the police. Accordingly, in order to justify the unlawful deprivation of liberty, the police drew up a falsified administrative offence report under Article 173, which contained entirely incorrect information, including regarding the identity of the arresting officer. The application submitted to the Strasbourg Court emphasises that Mzia Amaglobeli’s arrest was routine and arbitrary, without any assessment of the individual circumstances of the case.
At the domestic level, Mzia Amaglobeli challenged her unlawful detention before the Ministry of Internal Affairs. On 31 January 2025, Mzia Amaglobeli and her representative were informed that the complaint addressed to the then Minister of Internal Affairs, Vakhtang Gomelauri, concerning the legality of the administrative detention, had been forwarded to the same body and the same person – the Director of the Adjara Police Department, Grigol Beselia, who had unlawfully arrested Mzia Amaglobeli. In addition to the fact that the review of the lawfulness of the detention was assigned to the person who had carried out the arrest himself, the complaint has not been examined to date. These circumstances, which also reflect a systemic deficiency in the legislation, render effective judicial control over the lawfulness of detention practically impossible, resulting in a violation of Article 13 of the Convention.
Right to a Fair Trial (Article 6 of the Convention)
The application argues that in case under Article 173, the rights guaranteed by Articles 6(1) and 6(2) of the Convention were violated, insofar as the decisions of both the first-instance court and the court of appealswere unreasoned, and the factual and legal findings were false and inadequate. In reality, the case contains no evidence, apart from the statements of the police officers that would confirm either the alleged verbal insult by Mzia Amaglobeli or the police officers’ calls addressing her. Consequently, both judicial instances incorrectly distributed the burden of proof and found Mzia Amaglobeli offender based solely on the testimonies presented by the police officers, thereby breaching the standards of a fair trial.
Freedom of Expression (Article 10 of the Convention), Freedom of Assembly and Association (Article 11)
On 30 April 2025 another administrative offence report was drawn up against Mzia Amaglobeli under Article 150, by which the MIA alleged that she had conducteddefacement of the appearanceof a building by placing a sticker. It is noteworthy that the administrative offence report was prepared by police officer Nodar Zenaishvili, who on 11 January had drafted Mzia Amaglobeli’s arrest report and had himself indicated the fact of placing the sticker as the motive for arrest. The application argues that, at a time when Mzia Amaglobeli had not verbally insulted the police officers and her act of placing a sticker had caused no damage, there was no legitimate ground justifying an interference with her rights to freedom of expression and freedom of assembly and association, and that the administrative proceedings were arbitrary and constituted targeted punishment of Mzia Amaglobeli.
It is noteworthy that the first application of Mzia Amaglobeli is already pending before the European Court of Human Rights in the expedited terms. The first case concerns the unlawful imposition of pre-trial detention as a preventive measure in the criminal proceedings, the conduct of an expert examination of Mzia Amaglobeli’s mobile phone on the basis of an unreasoned court order, and other violations committed during the criminal proceedings, in respect of which domestic remedies have already been exhausted. Additional applications concerning other violations of Mzia Amaglobeli’s rights will be lodged before the Strasbourg Court gradually.
დღეს, 17 ნოემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა.
საქმე ეხება 2025 წლის 11 იანვრის გვიან საღამოს მზია ამაღლობელის პირველ, ადმინისტრაციულ დაკავებას აქციაზე სტიკერის გაკვრის გამო.
„საქმე შეეხება ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული სრულიად უსამართლოდ.
სანამ მზია ამაღლობელს ბრალს წარუდგენდნენ, ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა პოლიციამ უკანონოდ და შემდგომ მის მიმართ ერთსა და იმავე ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ეს ეხებოდა 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ასევე სტიკერის გაკვრის გამო იერ-სახის დამახინჯების მუხლებზეა საუბარი, თუმცა ეს ყველაფერი იყო ერთი და იგივე გარემოება და არც ერთი ამ მუხლის საფუძველზე არ არსებობდა წინაპირობები, რომ შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმები.
მიუხედავად ამისა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე შემდგომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა მზია ამაღლობელთან მიმართებით გამოიტანეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები და მზია ამაღლობელი ერთ საქმეზე 2 000 ლარით, ხოლო მეორე საქმეზე 1000 ლარით დააჯარიმეს.
ორივე საქმეზე გამოყენებული იყო ადმინისტრაციული დაკავება, რაც წინააღმდეგობაში მოდის და არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით წარდგენილ ახალ საჩივარში მიუთითა, რომ ამ ქმედებებით და ამ პროცესში გამოვლენილი დარღვევებით სახეზეა კონვენციის ისეთი დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია: მე-5 მუხლთან – ეს არის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; მე-6 მუხლთან – სამართლიანი სასამართლოს უფლება; გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება – ეს კონვენციის მე-10 და 11-ე მუხლებია და ასევე, სამართლიანობის დაცვის ქმედითი უფლება, ესაა კონვენციის მე-13 მუხლი, მე-5 მუხლთან ერთობლიობაში.
ამ მუხლების ფარგლებში ჩვენ ვდავობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო.
როგოც საზოგადოებას ახსოვს, მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს დამხმარე შენობის ფასადზე გაკრული სტიკერის გამო, რომელზეც იყო წარწერა „იფიცება საქართველო“.
ამ სტიკერის გაკვრის გამო, აჭარის პოლიციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა და იმ დროინდელმა ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ირაკლი დგებუაძემ გააკეთა განმარტება მზია ამაღლობელის დაკავებისთანავე, რომ მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე.
ეს მუხლი გულისხმობს იერსახის დამახინჯებას და როდესაც პოლიცია მიხვდა, რომ ამ მუხლის საფუძველზე მათ არ ჰქონდათ კანონმდებლობით, ფორმალურადაც კი, უფლება, რომ პირი დაეკავებინათ, პოლიციამ გააყალბა სამართალდარღვევის ოქმი და მას ჩაუწერეს, რომ თითქოს მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, თუმცა ეს ვერ დაადასტურეს ვერც სასამართლო პროცესებზე. პოლიციელებმა მისცეს ცრუ ჩვენებები სასამართლო სხდომაზე და აი, ამ, ე.წ. მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა მზია ამაღლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი მზია ამაღლობელის საქმეში არსებულ დარღვევებზე,
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელის ერთი საქმე უკვე განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საკმაოდ სწრაფ ტემპებში.
პირველი საქმე შეეხებოდა მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას, რომელიც ასევე უსაფუძვლოდ იყო გამოყენებული და სხვა, თანმდევ დარღვევებს, მათ შორის პატაკის საფუძველზე ტელეფონის ჩამორთმევას, ექსპერტიზის ჩატარებას და რამდენიმე დღის წინაც დადასტურდა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ჩატარდა და არავითარი წინაპირობები არ არსებობდა ამის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელი იპოვის სამართალს, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით შეუძლებელია, რომ იყოს მიღწეული“ – განაცხადა ბრიფინგზე ნონა ქურდოვანიძემ.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.
ალექსი ახვლედიანის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა.
„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციის გასაკეთებლად წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში.
მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა.
პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში.
მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან [თვალის] დაკავშირებით, შემდგომ აპირებდა დაბრუნებას იგივე კლინიკაში, მაგრამ რადგან თურქეთში მოხვდა, უკვე თურქეთში გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ სითხის ჩადგომა კვლავ გაუმეორდა და არის იქეთ,“ – უთხრა ალექსი ახვლედიანმა „ტვ პირველს“.
ალექსი ახვლედიანის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია ითხოვს თუ არა თორნიკე რიჟვაძე და მისი ოჯახი გერმანიაში თავშესაფარს.
„თავშესაფართან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მსმენია და რატომ უნდა მოითხოვოს, იმასაც ვერ ვხვდები,“ – უთხრა „ტვ პირველს“ ალექსი ახვლედიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე ესაუბრა თუ არა პირადად თორნიკე რიჟვაძეს, ალექსი ახვლედიანი ამბობს, რომ არა, რადგან მას ტელეფონი არ აქვს.
16 ნოემბერს გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში ოჯახთან ერთად წავიდა.
გამოცემას სკოლაში, სადაც თორნიკე რიჟვაძის შვილები ამ დრომდე ირიცხებიან, დაუდასტურეს, რომ ბავშვები სკოლაში არ დადიან. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით გერმანიაში არიან თორნიკე რიჟვაძის მშობლებიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 159 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 355 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 23 594 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 34 486 ერთეული [+17]
MLRS – 1 544 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 246 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 81 499 ერთეული [+213]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 940 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 536 ერთეული [+72]
სპეცტექნიკა – 4 000 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
97 097 უპილოტო საფრენი აპარატი
636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 071 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 613 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 363 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
46 914 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ გეგმავს ჩაატაროს ახალი კვლევა, იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმის აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორიის უსაფრთხოების ზონა.
კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.
ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისათვის სააერნაოსნო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
OLS – ეს არის უსაფრთხოების ზედაპირები, რომლებიც აეროპორტის გარშემო ადგენს დაბრკოლებების ლიმიტებს სიმაღლეზე. ანუ, თუ ობიექტი ამ ზედაპირებზე მაღლაა ის ითვლება დაბრკოლებად და შეიძლება საფრთხე შეექმნას ავიაციას.
ამიტომ, OLS -ით დადგენილია თუ სად და რა სიმაღლეზე შეიძლება იდგეს შენობა, ბოძი, ხე ან სხვა ობიექტი, რომ თვითმფრინავების აფრენა-დაფრენას არ შეუშალოს ხელი.
ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით, აეროპორტის უსაფრთხოების წესები და გეოგრაფია აფერხებს ბათუმის მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებას. კერძოდ, ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები მხოლოდ ზღვის მიმართულებით ფრინდებიან და ზღვის მიმართულებიდან ეშვებიან. შექმნილია სპეციალური უსაფრთხოების ზონა, რომელი ზონაც „ზღუდავს ქალაქის განვითარებას“.
“საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დადგენილია დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი.
თუმცა, მიმდებარე მაღალი რელიეფისა და „აეროპორტის უნიკალური საექსპლუატაციო მახასიათებლების გამო – კერძოდ, ზღვის მიმართულებით აფრენით და ზღვიდან დაშვებით ცალმხრივი ოპერაციების გამო – არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი (OLS) მნიშვნელოვნად ზღუდავს ურბანულ განვითარებას, განსაკუთრებით შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირებით შემოფარგლური არით,” – ვკითხულობთ ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.
„საქაერონავიგაციის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნულია, რომ „კვლევის მიზანი არ არის ICAO Annex 14-ში [საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის დოკუმენტი] განსაზღვრული სტანდარტული დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირების შემუშავება.
მის ნაცვლად გამოყენებული იქნება მორგებული/მოდიფიცირებული დაბრკოლებების შემზღუდავი ზედაპირების და ამ ზედაპირების შესაბამისი აეროდრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რუკის კონცეფცია და მეთოდოლოგია, სრული დასაბუთებით, რომელიც მოწოდებული იქნება ეროვნული რეგულაციებისა და ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად სააერნაოსნო კვლევის მეშვეობით.
ტექნიკური დავალების მიხედვით, საჭიროა ბათუმის აეროპორტისთვის შემზღუდავი ზედაპირების ხელახალი შეფასება და მორგებული OLS-ის შემუშავება, რომელიც ადაპტირებული იქნება როგორც სახელსაწყო (IFR), ასევე ვიზუალური (VFR) ფრენების შესრულებისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ICAO-ს სტანდარტების და რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად.
ამ დავალების მიზანია:
„ფრენების უსაფრთხოებაზე, ასევე სანავიგაციო და საკომუნიკაციო მიწისზედა საშუალებებზე, არსებული რელიეფის და დაბრკოლებების შეჭრით გამოწვეული ზეგავლენის შეფასების მიზნით დეტალური სააერნაოსნო კვლევის ჩატარება;
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის მორგებული OLS-ის, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება, დადგენილი ან შემოთავაზებული ფრენის ოპერაციების, ასევე არსებული დაბროლებების/რელიეფის პირობების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოებას და რეგულარულობას, ასევე ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას;
იქ სადაც საჭიროა, განისაზღვროს და შემოთავაზებულ იქნას გადახედილი ფრენის პროცედურები (მათ შორის გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური და ფარდობითი სიმაღლე მეორე წრეზე წასვლისას ერთი ძრავის მტყუნების გაუთვალისწინებელ შემთხვევაში), ახალი, მორგებული OLS-ის დანერგვის მხარდასაჭერად.“
ამავე დავალების მიხედვით:
იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის აეროპორტში მოქმედი ფრენის პროცედურები დაფუძნებულია მეორე წრეზე წასვლა მარცხენა მოხვევით, რომელიც ხორციელდება ქალაქის თავზე, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს, მარჯვენა მოხვევით მეორე წრეზე წასვლის შესაძლებლობა, ბათუმის თავზე აკრძალული საჰაერო სივრცის დაწესებით (შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების ფარგლებში), თუ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს არსებული დაცვის არის შეღწევადობის შემცირებას და/ან ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ნაკლებად შემზღუდავი სიმაღლის ზღვარის დადგენას;
კონსულტანტმა ასევე უნდა შეაფასოს მარცხენა მოხვევით მეორე წრეზე წასვლის შესაძლებლობა, აეროპორტის სამხრეთით აკრძალულ საჰაერო სივრცის დაწესებით (შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების ფარგლებში), იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კონფიგურაცია უზრუნველყოფს უკეთეს შერბილებას და/ან იძლევა განვითარების უფრო მოქნილი პირობების შექმნის შესაძლებლობას სამხრეთ ზონაში;
ინფორმაციისთვის: „მარჯვენა მოხვევით მეორე წრეზე წასვლის შესაძლებლობის“ შემთხვევაში თვითმფრინავს მოუწევს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გადაფრენა. ეს ტერიტორია ნაწილობრივ აეროპორტის დაცვის არეალშიც ექცევა. აქ კი „ოცნების“ მთავრობას არაბულ კომპანიასთან ერთად მასშტაბური პროექტის განხორციელება აქვს დააანონსებული. ამ ეტაპზე უცნობია შეუშლის თუ არა ხელს აეროპორტის დამცავი ზონა ამ პროექტს. თუმცა ამ შემთხვევაში იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ აეროპორტის დაცვის არე შესაძლოა „ქალაქის ურბანულ განვითარებას“ მოარგონ.
ბათუმის აეროპორტისთვის მორგებული OLS-ი კი უნდა მოიცავდეს:
„მშენებლობის დაშვებული მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრას; სივრცით ზონირებას – წინასწარ განსაზღვრული სიმაღლის ზღვრებით, თითოეულ
არეში, ცალკეული დაბრკოლებების ინდივიდუალური შეფასების ნაცვლად; ანგარიშს, რომელიც აღწერს მორგებული OLS-ის თითოეულ ზედაპირს, მითითებული საწყისი წერტილებით და შესაბამისი პარამეტრებით.
მომზადებული რუკა უნდა იყოს ფერებით კოდირებული, თითოეულ ზონაზე მითითებული უნდა იყოს მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები. საბოლოო პროდუქტი
უნდა იყოს თავსებადი ქალაქმშენებლობის GIS/CAD სისტემებთან.
რუკა, ასევე უნდა ითვალისწინებდეს დაბრკოლებებისაგან უსაფრთხო სიმაღლეების მოთხოვნებს არსებული ან შემოთავაზებული სახელსაწყო ფრენის პროცედურებისთვის, გარდა ICAO-ს 1944 წლის კონვენციის დანართი 14-ით გათვალისწინებული დაბრკოლებების შემზღუდავი (OLS) ზედაპირების, რომელთა შეცვლაც სააერნაოსნო კვლევით შეუძლებელია.
კვლევის დასრულების შემდეგ, მორგებული OLS და კვლევის შედეგები წარდგენილი იქნება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განხილვისა და დამტკიცების მიზნით, ხოლო შემდგომ შესაძლოა ინტეგრირდეს ქალაქ ბათუმის შესაბამის ურბანულ განვითარების გეგმაში.
ეს გახდება სამშენებლო ნებართვების გაცემისა და აეროპორტის მიმდებარე განვითარების უსაფრთხო და კოორდინირებული მართვის საფუძველი.
ამ დავალების წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს, როგორც საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო ოპერირებას, ასევე ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრად
ურბანულ განვითარებას,“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.
კვლევის ჩასატარებლად და შესაბამისი დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერში გამარჯვებულს ვადა 7 თვე ექნება.
ბათუმის აეროპორტის მდებარეობა/ხედი ახალი ბულვარიდან
აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოებისთვის სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები და დაშვებული სიმაღლეები, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნებითაა დადგენილი. ამ კონვენციას საქართველოც მიერთებულია. ბათუმში კი არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული – ამის შესახებ „ბათუმელები“ 2018 წელს წერდა:
საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო თანხა 2 999 375 ლარია, ანუ ერთ ავტომობილში პარლამენტი მაქსიმუმ 119 ათას 975 ლარს გადაიხდის [ამაში, როგორც ტენდერშია აღნიშნული, შედის გეგმიური მომსახურების ღირებულებაც 150 000 კილომეტრზე].
ავტომობილები შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
„შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული… ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.“ – აღნიშნულია ტენდერში.
სხვა პირობებთან ერთად ასევე აღნიშნულია, რომ „150 000 კილომეტრზე ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ.
ხუნდების ამ რაოდენობის ამოწურვის შემდგომ, მათი ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 11 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 დეკემბერს დასრულდება.
შესასყიდი ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლები
წყარო: შესყიდვების პორტალი
„ავტომობილ(ებ)ის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად ან ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 240 დღის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით ამავე ვადაში უნდა უზრუნველყოს ავტომობილების შემსყიდველზე გადაფორმება.“ – წერია ტენდერის პირობაში.
„ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული იქნა მოთხოვნის შესაბამისი მონაცემების 2 კომერციული წიწადადება. სატენდერო პროცედურის ხანგრძლივობის გათვალისწიწებით, მიზანშეწონილია განხორციელდეს მრავალწლიანი შესყიდვა… სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვროს საავნსო ანგარიშსწორების ფორმა, კერძოდ 90% საავანსო ანგარიშსწორება განხორციელდეს 2025 წლის ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი 10%-ის ანგარიშსწორება გახორციელდეს 2026 წლის ბიუჯეტიდან.“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ნოემბრის 21 საათიდან 17 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 158 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 353 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 23 591 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 34 469 ერთეული [+26]
MLRS – 1 543 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 244 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 81 286 ერთეული [+409]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 940 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 464 ერთეული [+68]
სპეცტექნიკა – 4 000 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
96 993 უპილოტო საფრენი აპარატი
636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 056 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 613 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 340 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
46 799 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის 1 მილიონ 400 000 ლარი უნდა დახარჯულიყო ბიუჯეტიდან 2025 წლის 3 კვარტალში, თუმცა მხოლოდ 487 ათას 100 ლარი აითვისეს. ანუ, ქვეპროგრამის ცხრა თვის შესრულებამ გეგმის მხოლოდ 34,8 პროცენტი შეადგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკნომიკის სამინისტრო 2025 წლის 9 თვის სამუშაოებთან დაკავშირებით წერს, რომ „ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყო 2 077 გრძ/მ გაზსადენი დაბა ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე, თუმცა გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს შეფერხებით, რაც გამოწვეულია ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებით, ვინაიდან გაზსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს.
გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და შესაბამისად ხორციელდება გაზსადენის სამონტაჟო სამუშაოები.“
„აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების“ ქვეპროგრამისთვის 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში სულ 3 მილიონ 268 000 ლარია გაწერილი და სამუშაოები ამავე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. დასრულდება თუ არა სამუშაოები უცნობია, თუმცა, აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გაზიფიცირებისთვის თანხა ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.
აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირების პროგრამა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. აჭარის ბიუჯეტიდან მხოლოდ ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა ფინანსდება, უშუალოდ სოფლების გაზიფიცირებაზე კი, გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიაა პასუხისმგებელი. შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის დაწყებისთანავე გაწერილი იყო გეგმა-გრაფიკიც, რომელიც ვერ შეასრულეს და ვადებიც გადაწიეს.
აჭარის შემთხვევაში სამუშაოების შეფერხების მიზეზად გზის რეკონსტრუქციას ასახელებდნენ 4 წლის წინაც. „ძირითადი გაზსადენის მილის სამონტაჟო სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების მიხედვით“ – მოგვწერეს 2021 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია კი, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, 5 წლის წინ მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად, თუმცა, დღემდე დაუსრულებელია.
„…მილი აუცილებლად ტრასის გასწვრივ უნდა გავიდეს. თუ ყველაფერი გეგმით წარიმართა, 2021 წელს დავასრულებთ, თუ არადა, არის შეთანხმება და გაზსადენის ამ მონაკვეთის მშენებლობას 2022 წელში დავასრულებთ“, – ეს „ბათუმელებს“ გაზსადენის მშენებელ კომპანიაში 2020 წელში გვითხრეს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას [მათ შორის მიწას] „ოცნების“ მთავრობა პირდაპირი წესით კვლავ გაყიდის. დაახლოებით ხუთი თვის წინ კი, „ოცნების“ პრემიერმა განაცხადა, რომ მათ უარი თქვეს უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე.
არაკონსტიტუციურმა პარლამენტმა 2025 წლის 11 ნოემბერს დაამტკიცა ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში, რომლითაც პირდაპირი მიყიდვის წესი კი არ გაუქმდა, არამედ კანონში დააკონკრეტეს, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა, ასევე უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
ანუ, მთავრობას კვლავ რჩება უფლება უძრავი ქონება პირდაპირი წესით გაასხვისოს, ოღონდ – გარკვეული პირობებით. ამ პირობებს კი თავად მთავრობა დაადგენს.
ახალი ცვლილებების ინიციატორიც „ოცნების“ მთავრობაა.
„ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცება“, – წერია ცვლილებების შესახებ მიღებულ ახალ კანონში, რომელიც 2025 წლის 14 ნოემბერს ამოქმედდა.
აქედან გამომდინარე, „ოცნების“ მთავრობამ „პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები“ 60 დღის ვადაში, ანუ 2026 წლის 14 იანვრამდე უნდა დაადგინოს.
„ამჟამად, კანონმდებლობით არ არის დადგენილი წინაპირობები, თუ რა შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა ან მისი პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონის გარეშე…
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები, ხოლო სხვა შემთხვევებში, უძრავი ნივთის განკარგვა განხორციელდება აუქციონის ფორმით“, – აღნიშნული იყო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში გაჩნდა შემდეგი ჩანაწერები:
„ქონების სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს სახელმწიფო ქონების [გარდა მოძრავი ქონებისა] ფიზიკური პირის, კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაში გაცვლას. სახელმწიფო ქონების გაცვლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მიყიდვით კვლავ შესაძლებელი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაც.
ირაკლი კობახიძემ პირდაპირი მიყიდვის წესის გაუქმებას „პრინციპული გადაწყვეტილება“ უწოდა არაკონსტიტუციურ პარლამენტში, როცა წლიური მოხსენება წარადგინა:
„ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. თავისთავად, ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის კორუფციის რისკებს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა, ასე ვთქვათ, დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ივნისს.
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთ კერძო კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით თბილისში 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადასცეს.
ამის შემდეგ არაერთი განკარგულება გამოიცა სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით გაყიდვაზე. მათ შორის: 2025 წლის 29 სექტემბრის განკარგულებით, 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს 1 ლარად ეკლესიას ჩოხატაურის კურორტ ბახმაროში; ხოლო ამავე წლის ოქტომბერში – სენაკისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 5 603 კვადრატული მეტრი მიწა და შენობა.
გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სამი წელია გახსნილია, განათების გარეშეა. თუმცა, ამ ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის გასწვრივ გარეგანათების ბოძები დამონტაჟებულია.
გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანზე გარეგანათება ჩართული არ არის / 10.11.2025
გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი გრიგოლეთი-ურეკის გზას ქობულეთის შემოვლით გზასთან აკავშირებს [ეს ავტობანი, სადაც დაშვებული სიჩქარე 110 კმ/საათია, იწყება წყალწმინდაში, გაივლის ურეკის, შეკვეთილის ტერიტორიაზე და უერთდება ქობულეთის შემოვლით გზას, სადაც მოძრაობის სიჩქარე 70 კმ/საათამდე შეამცირეს].
ავტობანის წყალწმინდა-ხიდმაღალის მონაკვეთი კი, რომელიც მდინარე სუფსაზე გადადის, ჯერ კიდევ დაუსრულებელია.
გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი [წყალწმინდა-ურეკი-შეკვეთილის მონაკვეთი] /1.11.2025„ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში იკითხა, კონკრეტულად როდის ჩაირთვება განათება გრიგოლეთი-ქობულეთის გზის გახსნილ მონაკვეთზე და რომელი კომპანია აგრძელებს სამუშაოებს გზის დაუსრულებელ მონაკვეთზე. ამასთან, დაახლოებით როდის დასრულდება ამ ნაწილის მშენებლობა. თუმცა, დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ოფიციალური წერილით უნდა გამოვითხოვოთ.
წერილის გაგზავნის შემდეგ კი, დეპარტამენტიდან „ბათუმელებს“ მოგვწერეს, რომ მათ აღნიშნული ინფორმაციის გასაცემად მაქსიმუმ 10-დღიანი ვადა სჭირდებათ. დეპარტამენტის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.
გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანზე გარეგანათების ჩართვა „მიმდინარე, 2025 წლის ბოლომდე არის დაგეგმილი“.
განახლება:„დეპარტამენტმა კომპეტენციის ფარგლებში განიხილა თქვენი განცხადება და გაცნობებთ, რომ დეპარტამენტთან 2018 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული NoGTC/CW/ICB-01 ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია Joint Venture „POLAT YOL & MAPA“ ახორციელებს E-70 მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს.
ასევე მოგახსენებთ, რომ E-70 მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის 11 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს.“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან 2025 წლის 20 ნოემბერს.
გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის მშენებარე მონაკვეთი [წყალწმინდა-ხიდმაღალა] / 1.11.2025საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ 2022 წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად 2022-2023 წლებში უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 228 721 622 ლარია. პროექტი დაფინანსებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის [EIB] მიერ.
გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი 4-ზოლიანი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის [E60-ის] შემადგენელი მონაკვეთია. ამ გზის სიგრძე 14.4 კილომეტრია, საიდანაც მხოლოდ 11 კილომეტრია გახსნილი [ჯერ 5-კილომეტრიანიმონაკვეთი გახსნეს, შემდეგ 6 კილომეტრი].
გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი, როცა მთლიანად აშენდება, ერთმანეთთან ქობულეთის შემოვლით და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალებს დააკავშირებს. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალს, ის 4 მონაკვეთად[ლოტად] შენდებოდაა და პრობლემები აქაცაა. ეს მაგისტრალიც მაქსიმუმ 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო.
ამ გზაზე მხოლოდ მეორე და მეოთხე ლოტია გახსნილი, დანარჩენ ორ ლოტზე კი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მეოთხე ლოტზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის გამო აღძრულ საქმეზე კი საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.
გრიგოლეთი-ქობულეთის გზის [წყალწმინდა-ხიდმაღალას მონაკვეთი] მშენებლობასთან დაკავშირებით 2025 წლის ივლისში ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული თ.ლ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე თ.ლ., მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, მასთან კავშირში მყოფი ინსტრუქტორების – 1988 წელს დაბადებული ლ.კ.-ს და 1989 წელს დაბადებული მ.ე.-ს დახმარებით, რუსთავში, საავტომობილო გზის აკრძალულ მონაკვეთებზე, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა.
ასევე დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების მხრიდან დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თ.ლ. სამსახურებრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით მათ არ აწერინებდა სამართალდარღვევის ოქმს.“ – წერს შსს.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 157 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 350 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 23 588 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 34 443 ერთეული [+20]
MLRS – 1 541 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 244 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 80 877 ერთეული [+490]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 940 ერთეული [+14]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 396ერთეული [+90]
სპეცტექნიკა – 3 998 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
96 796 უპილოტო საფრენი აპარატი
636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 044 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 314 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
46 725 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც წინა სხდომაზე მზია ამაღლობელს შემინული სივრციდან გამოსვლის და ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლება მისცა, დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელს სპეციალური, შუშით შემოსაზღვრული ადგილიდან გასვლის საშუალება აღარ მისცა.
11 ნოემბერს, 10-თვიანი პატიმრობის განმავლობაში, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა პირველად მისცა მზია ამაღლობელს სხდომაზე ადვოკატების გვერდით დაჯდომის საშუალება. ყველა სხვა პროცესზე მზია ამაღლობელი საათების განმავლობაში იდგა ფეხზე და არ ჯდებოდა ბრალდებულის სკამზე. ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არაერთხელ მიმართეს მოსამართლე ნინო სახელაშვილს, მზია ამაღლობელს ადგილი დაეკავებინა არა შუშის სივრცეში, არამედ ადვოკატების გვერდით, თუმცა მოსამართლე სახელაშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დღეს, 14 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოში, უკვე მეორედ,მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი კვლავ პატარა, 24-კაციან დარბაზში ჩაატარეს და არა უფრო დიდში, თუმცა მოსამართლე მარგველაშვილმა დიდ დარბაზში სხდომის ჩატარების პირობა 11 ნოემბრის სხდომაზე დადო. დღეს კვლავ დაიკეტა სააპელაციო სასამართლოს ეზოს ჭიშკარი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მოსული მოქალაქეებისთვის.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული მართლმსაჯულების დიაგნოზს.
„არანაირი ეჭვები არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით – დიახ, მათ ამ საკითხზე თითი დაუქნიეს, ამაში ეჭვი არ მეპარება. უთხრეს – „აქ თქვენ ასეთი კეთილები და კეთილგანწყობილები ვერ იქნებით. აი, სამწუხაროდ, ეს არის დიაგნოზი ამ სასამართლოსი და ზოგადად, ქართული მართლმსაჯულების.
მოსამართლეები ეცადნენ რაღაც ადამიანური სხივი ეჩვენებინათ წინა პროცესზე და მაშინვე უთხრეს – „არც გაბედოთ!“ წარმოიდგინეთ, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე რა დღეშია სასამართლო“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროკურორებმა საბოლოო სიტყვა თქვეს. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მზია ამაღლობელის მორიგი, სავარაუდოდ ბოლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში 18 ნოემბერს გაიმართება – დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ ადვოკატები. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას ითხოვს ორწლიანი პატიმრობის შესახებ და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
რა ხდება?
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა უკანონო პატიმარია. მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. მას 2 წელი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონის 10-თვიანი ექსპერტიზის საკითხი მხოლოდ ერთი მაგალითია იმ დარღვევებიდან, რომელიც მის საქმეშია. ნონა ქურდოვანიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე.
„10 თვის წინ მზია ამაღლობელის საქმეში გამოძიებამ ჩადო დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას შემდეგი შინაარსის პატაკი – ,„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც მზია ამაღლობელი თავდასხმამდე მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს”.
ამ ფარატინა ფურცლის გამოყენებით, მზია ამაღლობელის ტელეფონი ამოიღო გამოძიებამ, მოიპოვა წვდომა მის პროფესიულ და პირად ინფორმაციაზე.
პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არც კი შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
10 თვის შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნა მიიტანეს დღეს სხდომაზე. საქმისათვის მნიშვნელოვანი ვერაფერი ვიპოვეთო.
ესაა მხოლოდ ერთი მაგალითი იმ დარღვევებიდან, რაც მზია ამაღლობელის საქმეში მრავლადაა.
ეს დარღვევა უკვე არის სტრასბურგში განსახილველი საქმის ნაწილი და ჩვენ ვდავობთ, რომ ამ მოქმედებით არსებითად იქნა ხელყოფილი მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება.
მხოლოდ პატაკის საფუძველზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ძირს უთხრის კონვენციით გარანტირებულ მე-8 და მე-10 მუხლებით განმტკიცებულ უფლებებს“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 2025 წლის ივნისში დაიწყო.
საქართველოს ხელისუფლებას 17 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა, ეპასუხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მზია ამაღლობელის საქმეზე, ხელისუფლებამ ევროსასამართლოს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა.
The second appellate hearing in the case of Georgia’s imprisoned journalist and 2025 Sakharov Prize laureate, Mzia Amaglobeli, took place on November 18 at the Kutaisi Court of Appeals.
Both the Prosecutor’s Office, which is seeking to increase the charges and sentence against Mzia Amaglobeli, and Amaglobeli’s lawyers, who are requesting that the verdict against her be overturned and that she be released, have filed appeals with the Court.
At the hearing, the prosecutor filed a motion to add the forensic report on Mzia Amaglobeli’s personal mobile phone to the case file. Although the forensic examination and access to Amaglobeli’s phone and personal data were authorized by court order at an early stage of the criminal proceedings, the expert report was presented only today, after almost nine months.
“Mzia Amaglobeli’s phone was subjected to forensic examination. The examination has been completed and we have received the expert report. We request that this report be added to the case,” prosecutor Shota Chkhaidze said.
Mzia Amaglobeli’s lawyer, Maia Mtsariashvili, also responded to the motion, noting that the defense had previously requested the return of Amaglobeli’s personal belongings, including the phone that was suppose to undergo forensic examination months ago:
“According to the expert report, no information of interest to the investigation was found on Mzia Amaglobeli’s phone. No ‘deep state’ was found in the phone.”
Mzia Amaglobeli’s personal belongings — her keys, bank card, and mobile phone — were confiscated upon her arrest on January 12, 2025 after her detention.
On March 4, at the preliminary hearing in the Batumi City Court, prosecutor Tornike Gogeshvili asked Judge Viktor Metreveli to deem the information that would be extracted from Amaglobeli’s phone admissible as case evidence.
As it turned out, a report by detective Vladimer Chitaia had been added to the case file. In a report dated February 15, he informed Colonel Sergi Zhghenti, the deputy head of the Guria Police Department, that according to information available to him, “the attack on the police officer by Mzia Amaglobeli had been pre-planned, and prior to the incident she had communicated via a mobile phone application with unidentified individuals, with whom she exchanged messages and from whom she received instructions.”
It was on the basis of this report that the Prosecutor’s Office requested access to Amaglobeli’s phone. The judge granted the request.
Before the end of trial in city court, the Prosecutor’s Office removed eight witnesses from the case, including detective Vladimer Chitaia.
The forensic examination lasted nearly nine months and ultimately confirmed that no information was found on Mzia Amaglobeli’s phone that would substantiate the false allegation that the slap had supposedly been “pre-planned.”
At today’s hearing, it was also revealed that Mzia Amaglobeli’s lawyers are requesting that she be granted the status of a person with disabilities, as provided under Georgian law due to her severe visual impairment. It should be recalled that while in detention, the imprisoned journalist lost the majority of her vision; she now retains only about 10% of sight in one eye, while in the other she can perceive only light.
Amaglobeli’s lawyer filed a motion to have the written correspondence regarding the granting of her status as a person with disabilities admitted into the case materials, which was approved by the judge
Although at the previous hearing the judge promised the defense that a large courtroom would be considered for today’s session, the hearing is again taking place in a small one, and some of Amaglobeli’s supporters were once again unable to attend.
As during the previous session, the gate to the court yard was locked for those left outside, preventing them even from entering the yard — something journalists say they do not recall happening in other cases.
According to the court marshal, who spoke to journalists at the courtyard gate, “there are no [prison] bars in the large courtroom, and that is why” the session is again being held in the smaller one.
It appears that the court marshal was referring to the glass-and-metal “cage” installed in the courtroom. Throughout the hearings in the City Court, Mzia Amaglobeli was required to remain inside this enclosure and was not permitted to testify from outside, where witnesses normally speak.
For the first time, on November 11, the Kutaisi City Court allowed Amaglobeli to exit the cage and sit beside her lawyers. However, at the November 14 hearing, she was not allowed to do so.