აღსრულების ბიურო „დროას“ დაჯარიმებული წევრის ოჯახის სახლში აღწერას ატარებს – პარტიის განცხადება

დღეს, 26 სექტემბერს, პარტია „დროამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მისი პარტიის წევრის სახლში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებიან და ნივთების აღწერას ატარებენ.

„ჩვენი პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში რამდენიმე წუთის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

განუცხადეს, რომ პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გადაუხდელობის გამო მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ.

ამ დროისთვის მათ სახლი დატოვეს. ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს დაბრუნდებიან ნივთების აღსაწერად. ცნობისთვის, სახლი ნათიას სახელზე არ არის გაფორმებული.

რუსული რეჟიმი მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ცდილობს აქტიური ადამიანების დაშინებას, მაგრამ მაინც არ გამოსდის!“ – წერს „დროა“ ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, „ოცნების“ რეჟიმმა ასობით საქართველოს მოქალაქე 5000 ლარით დააჯარიმა.

მოქალაქეების ნაწილი ან პროტესტის გამო ამბობს უარს უკანონო ჯარიმების გადახდაზე, ან ვერ ფარავს ჯარიმებს.

ბათუმში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი დაიღუპა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიისას.

თვითმხილველი, რომელიც გამოცემა “აჭარა თაიმსს” ესაუბრა, ჰყვება, რომ მოძრავი ავტომობილი ჯავახიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ 6 ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ტროტუარზე მდგარი ერთი პირი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო დახმარების სამსახურმა იგი კლინიკაში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მიყვანიდან მალევე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ბათუმში, აეროპორტის უბანში ქუჩას გია ყანჩელის სახელი მიანიჭეს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აეროპორტის უბანში მუხრან მაჭავარიანის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე გზის მონაკვეთს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრის, მასწავლებლის, მიხეილ შარაშიძის სახელი მიანიჭეს.

გარდა ამისა, შარაშიძის ქუჩის მე-V ჩიხი ქუჩად ჩამოყალიბდა და ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელი მიენიჭა.

შარაშიძის ქუჩის მე-V ჩიხის ქუჩად ჩამოყალიბებისა და სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოს მოქალაქეებმა მიმართეს.

„ვინაიდან ზემოთ ხსენებული ჩიხი გამჭოლია და რეალურად წარმოადგენს ქუჩას, მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს ქუჩად და მიენიჭოს შესაბამისი სახელი“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ბათუმის ამ მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა. სახელდების საკითხებთან ერთად განიხილეს რამდენიმე განაშენიანების დეტალურ გეგმაში და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილების შესახებ განკარგულებები.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 სექტემბრის 21 საათიდან 27 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა.

იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 28-29 სექტემბერს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

პოლონეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან, ხოლო უკვე ქვეყანაში მყოფებს ურჩევს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

ამის შესახებ განცხადება მინსკში პოლონეთის საელჩომ გაავრცელა.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რეგიონში მზარდი დაძაბულობის, მიმდინარე ომის და ბელარუსში პოლონეთის მოქალაქეების თვითნებური დაპატიმრებების გამო.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ბელარუსის რესპუბლიკაში დარჩენილ პოლონელ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ მისი ტერიტორია არსებული კომერციული და კერძო საშუალებების გამოყენებით“ – აფრთხილებს საელჩო პოლონეთის მოქალაქეებს და ასევე, დასძენს, რომ საზღვრების დახურვის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს ან შეუძლებელიც კი გახდეს.

აიძულებდა მტვირთავად მუშაობას და მოწყალების თხოვნას – ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა.

„ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ი.შ. მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხას ნ.გ. სრულად ეუფლებოდა“ – წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 106 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 203 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 287 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 33 147 ერთეული [+14]
  • MLRS – 1 501 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 222 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 345 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 63 569 ერთეული [+334]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 747 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 62 818 ერთეული [+82]
  • სპეცტექნიკა – 3 975 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 86 769 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 254 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 956 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 42 665 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი: „პუტინს ახალ ტერიტორიებზე თავდასხმა სურს. ის ნატოს სიგნალს უგზავნის“

უკრაინას, EU-ს მხარდაჭერით, შეუძლია იბრძოლოს და დაიბრუნოს ქვეყანა ომამდელ საზღვრებში – ტრამპი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„დგებუაძისთვის გაწნილი სილა არ უკავშირდება მის საქმიანობას“ – მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი 

„არ დასტურდება არცერთი საპოლიციო ფუნქცია/მოქმედება, რასაც ასრულებდა ირაკლი დგებუაძე და რომლის გამოც მან მიიღო სილა.

ერთადერთი, რაც ბრალდების აღწერილობიდან დარჩა, არის ის, რომ გაარტყა ხელი, სინამდვილეში კი – გააწნა სილა. მხოლოდ ეს გარემოება დასტურდება უტყუარად საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მტკიცებულებებით, რაც არ იძლევა მზია ამაღლობელის ქმედების არც სსკ-ის 3531-ე [პოლიციელზე თავდასხმა] და არც 353-ე მუხლით [წინააღმდეგობის გაწევა] კვალიფიკაციის საშუალებას,“ – აღნიშნულია მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარში, სადაც სამართლებრივად არის დასაბუთებული, რატომ არის დაუსაბუთებელი და უკანონო „მზია ამაღლობელის საქმეზე“ კვალიფიკაციის შეცვლა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი და სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გაასამართლა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით და არა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რასაც მას პროკურატურა ედავებოდა.

  • მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდება გადააკვალიფიცირა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე [სსკ-ის 353-ე მუხლი]. მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსმა პარტნიორმა, მაია მწარიაშვილმა, საიას იურისტმა ჯუმბერ ქათამაძემ და გიორგი ხიმშიაშვილმა სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბერს მიმართეს:

 

  • „ირაკლი დგებუაძისთვის გარტყმული სილა არ უკავშირდება მის კანონიერ საქმიანობას…“ 

ადვოკატები სააპელაციო საჩივარში ასაბუთებენ, რატომ არ გვაქვს საქმე მზია ამაღლობელის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევასთან, როცა მან ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. ადვოკატები მიუთითებენ ვიდეომტკიცებულებებზე, რომლებიც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დამალა და არ შეაფასა, ასევე მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა მიხედვითაც, არ დასტურდება არც ერთი საპოლიციო ფუნქცია ან მოქმედება, რასაც ირაკლი დგებუაძე ასრულებდა და რომლის გამოც მან მიიღო სილა.

„ბრალდების ახალი ფორმულირებით არ ჩანს, თუ რატომ ჰქონდა მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძის რომელიმე საქმიანობის ხელშეშლის მიზანი, ან ჰქონდა კი საერთოდ ასეთი. სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანება არ იძლევა სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციის საშუალებას.

ირაკლი დგებუაძისათვის გარტყმული სილა არ უკავშირდება არც მის პოლიციელობას და არც მის კანონიერ საქმიანობას. არამედ ნაკარნახევია პირადი მოტივებით, მისი ყეყეჩური და  თავხედური დამოკიდებულებით და პასუხით, როგორც ეს მზია ამაღლობელმა განმარტა. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და შესაბამისად აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ეს გარემოება, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა,“ – ვკითხულობთ სააპელაციო საჩივარში.

ადვოკატები საჩივარში განმარტავენ, რომ პოლიციელზე თავდასხმის მუხლისგან განსხვავებით, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მოიაზრებს ბრალდებულის გასაკიცხ ქმედებას – პოლიციელის უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.

„ხელშეშლა უნდა იყოს მაშინ, როდესაც პოლიციელი ახორციელებს კონკრეტულ უფლებამოსილებას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, ანუ ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ფუნქციას, იმყოფება ამ ფუნქციის განხორციელების პროცესში. შესაბამისად, ხელშეშლა და პოლიციელის ის საქმიანობა, რისი ხელშეშლის სურვილიც ჰქონდათ, დროში თანხვედრი მოქმედებებია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნორმის კანონისმიერი კონსტრუქცია ვერ მიებმება პოლიციელის ისეთ მოქმედებას, რაც კანონით არ არის გაწერილი, გათვალისწინებული და მით უფრო ეს ვერ იქნება ნავარაუდევი ასეთი ფუნქცია. ამიტომ, სისხლის სამართლის ამ ნორმის თვალსაზრისით, პოლიციელის საქმიანობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით არ არის აბსტრაქტული. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაგვანახოს პოლიციელის ეს ფუნქცია, მაშინ, როდესაც ქმედებას აკვალიფიცირებს სსკ-ის 353-ე მუხლით,“ – აღნიშნულია საჩივარში.

  • ბრალდების ფორმულირებაში სასამართლომ ვერ მიუთითა ის საქმიანობა, რისი ხელშეშლისთვისაც მიიღო სილა ირაკლი დგებუაძემ. ამ გარემოების გარეშე კი, სსკ-ის 353-ე მუხლით [წინააღმდეგობის გაწევა] კვალიფიკაცია გამორიცხულია.

„განაჩენი იმდენად გაუმართავი, ხელოვნური და შაბლონურია, რომ შიგადაშიგ სასამართლო ავითარებს მსჯელობას, რომ ბრალდება დადასტურებულია მაშინ, როდესაც მან შეცვალა კვალიფიკაცია,“ – წერენ საჩივარში მზია ამაღლობელის ადვოკატები და, პირველ რიგში, განაჩენის შაბლონურობაზე ამახვილებენ ყურადღებას: მოსამართლე შიგადაშიგ ავითარებს ლოგიკას, რომ ბრალდება დადასტურდა, მაშინ რატომღა შეცვალა მოსამართლემ ბრალდების კვალიფიკაცია?

„მაგალითად, გასაჩივრებული განაჩენის 5.23 პუნქტში სასამართლო ავითარებს მსჯელობას: „სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობით.

აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, საქმის განხილვისას, რა დროსაც, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინა და ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვერ დადასტურდა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რის თაობაზეც სასამართლო სამართლებრივი შეფასების ნაწილში იმსჯელებს.

სამართლებრივად გაუმართავ და არათანამიმდევრულ მსჯელობაში, სასამართლო ამბობს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ჯეროვნად ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებითო და ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლოს მიერო.

სასამართლოს, როგორც ჩანს, გამორჩა მხედველობიდან, რომ მან გადააკვალიფიცირა ბრალდება და ისიც, რომ ბრალდებას წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები სხვა მუხლის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ამ აბზაცის შემდეგ წინადადებაში სასამართლო მსჯელობს, რომ თავდასხმა არ დადასტურდა, რაშიც სრულებით ვეთანხმებით სასამართლოს.

რაც შეეხება, სხვა მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებდა ახალ გარემოებებს სსკ-ის 353-ე მუხლის თვალსაზრისით, ამ სასამართლოზე არც წარმოდგენილა და არც გამოკვლეულა, ვინაიდან ბრალდების ყველა მტკიცებულება, მათი აზრით, წარმოდგენილი იყო სსკ-ის 3531-ე მუხლით ბრალდების მტკიცების თვალსაზრისით. ამ ორი მუხლის მაკვალიფიცირებელი ფაქტობრივი გარემოებები კი სხვადასხვაა,“ – აღნიშნულია საჩივარში.

  • რის გამო გააწნა სილა მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს? – მოსამართლის ვერსია 

მზია ამაღლობელის განაჩენის მიხედვით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

„2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 00:50 საათზე, ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11ა-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უხსნიდა მიმდინარე საპროტესტო შეკრების დროს დაკავებული პირების დაკავების საფუძველს.

ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებულმა მზია ამაღლობელმა საქმიანობის შეწყვეტის მიზნით – ირაკლი დგებუაძეს – ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი“.

ადვოკატები საჩივარში ფაქტებზე დაყრდნობით წერენ, რომ ეს სიცრუეა:

„სიცრუეა ის, რომ ირაკლი დგებუაძე ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უხსნიდა დაკავებული მოქალაქეების დაკავების საფუძველს. ის ამას არ აკეთებდა და ეს ვერ დადასტურდა ბრალდების მტკიცებულებებით, არამედ გამოირიცხა დაცვის მხარის მტკიცებულებებით, როგორც მოწმეთა ჩვენებებით [მოწმეები ეთერ თურაძე, ეკა დავითაძე], თავად მზია ამაღლობელის ჩვენებით და ჩვენი ვიდეომტკიცებულებით,“ – წერია საჩივარში.

ადვოკატები წერენ იმაზეც, რომ მოსამართლემ ვერ მიუთითა: რა ფუნქციას ახორციელებდა ირაკლი დგებუაძე ინციდენტის მომენტში?

ასევე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ირაკლი დგებუაძის რომელიმე მოწოდების ადრესატი მზია ამაღლობელი იყო.

„სასამართლო უთითებს, რომ დადგენილია, რომ ირაკლი დგებუაძე აქციაზე იცავდა საზოგადოებრივ წესრიგსო, რაც სრულებით საკმარისი არ არის ქმედების სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, ვინაიდან სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რას ახორციელებდა ირაკლი დგებუაძე უშუალოდ იმ  მომენტში, როდესაც განხორციელდა მისთვის ე.წ. ხელშეშლა. იმ დღეს სხვადასხვა დროს ის [ირაკლი დგებუაძე] რა ფუნქციებს ახორციელებდა კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი არ არის;

სასამართლო უთითებს, რომ იმ დღეს ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა წესრიგის დაცვისკენ, რაც ასევე არასწორია, როგორც მტკიცების, ისე კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობის მინიჭების თვალსაზრისით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირაკლი დგებუაძე მხოლოდ ციალა ქათამიძეს მოუწოდებს ააძროს ასფალტზე დაკრული სტიკერი, რაც არ არის მოწოდება წესრიგის დაცვისკენ და არ არის მოწოდება, რომელიც მიემართებოდა მზია ამაღლობელისკენ [მზია ამაღლობელი ამ დროს იქ არ არის] და ამავდროულად ეს მოწოდება არ შეიძლება განხილულ იქნას იმ ქმედებად, რომლის განხორციელების ხელშეშლა უნდოდა მზია ამაღლობელს ამ მოწოდებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ გაწნული სილით;

ერთადერთი, რაც სიმართლესთან ახლოსაა სასამართლოს ზემოთ მითითებულ მსჯელობაში არის ის, რომ ირაკლი დგებუაძეს აცვია პოლიციის ქურთუკი და არა ფორმა, ხოლო ამ ქურთუკს პოლიციის ნიშანი აქვს მხოლოდ მარცხენა მხარზე, რაც არ ჩანს წინიდან. ირაკლი დგებუაძეს არ აცვია სხვა რაიმე ტანსაცმელი, რომელსაც აქვს პოლიციის განმასხვავებელი ნიშანი.

სასამართლო თითქოს მსჯელობს მზია ამაღლობელის ქმედების სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციის თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს სპეციალური მიზანი.

სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედება მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი საქმიანობის შეცვლის ან შეწყვეტის მიზნით, მიუთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სსკ-ის 3531-ე მუხლით კავლიფიკაციასთან ზღვრის გავლების გარემოებებზე, თუმცა არაფერს ამბობს, თუ სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი მაკვალიფიცირებელი გარემოება დადასტურდა ბრალდების რომელიმე, თუნდაც ერთი მტკიცებულებით, არათუ უტყუარ და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში.

___

„მტკიცებულებები დამალა და არ შეაფასა“ – რა ჩაწერა მოსამართლემ მზია ამაღლობელის განაჩენში?

„ოცნება“ ესხმის თავს, მოწინააღმდეგე მხარე კი მხოლოდ თავის მართლების რეჟიმშია – ინტერვიუ

„უკან დასახევი გზა „ოცნებას“ აღარ აქვს… ოცნებას“ ახლა მთელი ძალისხმევა გადააქვს სიტუაციის რადიკალიზაციაზე და დაპირისპირების გაზრდაზე მოსახლეობაში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც ევროპული სახელმწიფოების – გერმანიისა და შემდეგ დიდი ბრიტანეთის ელჩების  საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარებაზე ვკითხეთ.

პოლიტიკის ანალიტიკოსის დაკვირვებით, „ოცნების“ ეს ნაბიჯიც მხოლოდ მის მხარდამჭერებზეა გათვლილი, მათ მობილიზებაზე, რომ დაპირისპირების მუხტი გაიზარდოს.

„პოლიტიკაშიც არსებობს თამაშის ნორმები. „ოცნებამ“ ჩათვალა, რომ წამგებიანია ამ ნორმების დაცვა იმიტომ, რომ აღარ აქვს არგუმენტები. ეს დაახლოებით ჰგავს შემთხვევას, როცა ქუჩაში ადამიანები საკითხის გადაწყვეტას ცდილობენ თავდაპირველად საკითხის გარჩევით, მაგრამ ის, ვინც არ არის მართალი, გადადის აგრესიაზე, ხელჩართულ ბრძოლაზე, იქნევს მუშტებს – არ აწყობს, რომ საქმე ბოლომდე იყოს გარკვეული და გამოჩნდეს, ვინ არის მართალი, ვინ – მტყუანი.

დაახლოებით ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოს პოლიტიკაში. „ქართული ოცნება“ კარნახობს თამაშის წესებს ოპოზიციას და ეს თამაშის წესია: არანაირი დიალოგი, არანაირი დისკუსია, პირდაპირ ჩხუბი და ურთიერთდადანაშაულება, მხოლოდ უარგუმენტო თავდასხმა,“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

„ბათუმელებმა“ პოლიტიკის ანალიტიკოსთან,  ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან – კახა გოგოლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო კახა, თქვენი დაკვირვებით, რას ცდილობს ამჯერად „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა, როცა ევროპული სახელმწიფოების ელჩებს იბარებს?

ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილი, თანაც არჩევნების წინ. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ელჩების კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ აზიანებს მის იმიჯს.

ეს უფრო არის შიდა მოხმარების საკითხი – მათ მხარდამჭერებსა და  ამომრჩევლებს რაღაცნაირად შეაგონონ: აი, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად მართალია საერთაშორისო თანამეგობრობასთან და არ პატიობს არავის არაფერს.

ეს არის ასევე ძალის დემონსტრირება: აი, მაგრები ვართ, რაღაც ბანანის რესპუბლიკა კი არ ვართ, არამედ შეგვიძლია დავიბაროთ ელჩები და გავკიცხოთ იმის გამო, თუ როგორ მოქმედებენ.

ამით „ოცნებას“ სურს, გაამყაროს პროპაგანდისტული აზრი, რომელსაც კულტივირებს დიდი ხანია: ქვეყანაში არსებობს საერთაშორისო ჩარევა და რომ რადიკალებს, რევოლუციონერებს აქვთ მხარდაჭერა სწორედ დასავლეთის ქვეყნებიდან. ეს არის სუვერენიტეტში ჩარევა და ჩვენ ვაგრძელებთ თითქოს სუვერენიტეტის განმტკიცებას.

  • მიგაჩნიათ, რომ „ოცნებას“ ევროპასთან კიდევ უფრო ღრმა დაპირისპირების ეტაპზე გადასვლა აწყობს მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზების გამო?

რა თქმა უნდა, ეს სხვებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა სხვებსაც აჩვენებენ, რომ აი, ბოლომდე მებრძოლი ვართ, არ გვეშინია არც საერთაშორისო თანამეგობრობის, არც ევროპელების, არც ამერიკელების, არავისი საერთოდ.

კახა გოგოლაშვილი

„ოცნების“ ამოცანაა, თავისი ამომრჩეველი მყარად გადავიდეს მის მხარეს. მყარი ამომრჩეველი „ოცნებას“ ჰყავს რეალურად ის, ვინც ლოიალურია ბოლომდე – ალბათ ამ პარტიის სრული რესურსის ნახევარი არის ასეთი. სხვები კი, უყურებენ: რამდენად ძლიერია „ქართული ოცნება“? რამდენ ხანს იქნება ხელისუფლებაში? როგორ შეძლებს ის მოწინააღმდეგეების კონტროლს? ვის მხარეს ჯობია ყოფნა? ამ ადამიანებს იდეოლოგიური ბმა „ოცნებასთან“ არ აქვთ და მხოლოდ მერკანტილური, პრაგმატული გათვლებით მოქმედებენ.

„ოცნებას“ აქვს აღებული თავდასხმის სტრატეგია: ის არის თავდამსხმელი, მოწინააღმდეგე მხარე კი, მხოლოდ თავს იცავს, თავის მართლების რეჟიმში გამოდის. რას ამბობს, ვთქვათ, გერმანიის ელჩი, რომ აბსოლუტურად უარვყოფთ ამ ბრალდებებს… „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის გარკვეული პროპაგანდისტული ძალა: ვინც თავს ესხმის, ყოველთვის ის ჩანს უფრო გამბედავად, ხოლო ვინც თავს იცავს, ის თავდაცვის პოზიციაშია. „ქართული ოცნება“ გამოდის, როგორც ინიციატორი და ბრალმდებელი, ის კიდევ უფრო იმყარებს თავის იმიჯს მოსახლეობის ნაწილში, რომელიც მიიჩნევს, რომ „ოცნება“ თითქოს რაღაც სტაბილური ძალაა.

„ოცნებას“ თავისთავად არ ადარდებს, რამდენად სამართლიანია მისი შეტევა. ის აჩვენებს ძალას.

  • რამდენად აზიანებს „ოცნების“ ეს მიდგომა ევროპასთან საქართველოს ურთიერთობას? 27 ქვეყნის საელჩო „ოცნების“ ბრალდების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც ხაზგასმულია, რომ „ოცნების“ ბრალდებები „უსაფუძვლოა“ და „ზიანის მომტანი“.

ჩვენ უკვე აღარ ვართ კანდიდატი ქვეყანა, შეჩერებულია ყველანაირი დახმარება საქართველოსთვის ევროკავშირიდან, შეწყვეტილია პერსპექტივა, რომ მომავალში ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ევროპისკენ და ხდება ქვეყნის დესუვერენიზაცია – რუსეთი პრაქტიკულად კარნახობს საქართველოს საგარეო პოლიტიკას.

საქართველოს შიდა საქმეებში თუ ვინმე ერევა დღეს, ეს არის რუსეთი. საზღვრის მონაცემებსაც რომ დავაკვირდეთ: რუსეთის მოქალაქეებს ზოგს უშვებენ, ზოგს – არა.

აგერ, ზელენსკი გამოვიდა და პირდაპირ თქვა: საქართველო დაკარგა ევროატლანტიკურმა თანამეგობრობამ და პირდაპირ რუსეთის დავალებებს ასრულებსო. აქაც „ოცნება“ თავის მართლების მაგივრად, ზელენსკის პასუხობს აგრესიით. შევადაროთ „ოცნების“ პასუხი და ელჩების პასუხი, ასე ვთქვათ, ბრალდებებზე. „ოცნების“ პასუხი იყო აგრესია, ზელენსკის დემონიზების მცდელობა. შეადარეთ ახლა ამას ელჩების პასუხი და განმარტება.

როგორც ჩანს, „ოცნებას“ თავისი ამომრჩეველიც ასე ჰყავს შეჩვეული: „ოცნებამ“ უკან არ უნდა დაიხიოს, საჭიროა პირდაპირ თავდასხმა და აგრესია. შესაბამისად, „ოცნების“ ლიდერები თავს კი არ იმართლებენ რომელიმე შემთხვევაზე – პირდაპირ თავს ესხმიან. მაგალითად, ჟურნალისტი უსვამთ შეკითხვას, ის პასუხს კი არ გაგცემთ, პირდაპირ გადმოდის თავდასხმაზე: თქვენ მხარე ხართ და იმიტომ სვამთ ამ შეკითხვას, ნაციონალი ხართ და ამიტომ კითხულობთ და ასე შემდეგ.

  • ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტაქტიკა მომგებიანია, თუ მას სხვა გამოსავალი არსებულ პოლიტიკურ კრიზისში აღარ დარჩა?

პოლიტიკაშიც არსებობს თამაშის ნორმები. „ოცნებამ“ ჩათვალა, რომ წამგებიანია ამ ნორმების დაცვა, იმიტომ, რომ აღარ აქვს არგუმენტები. ეს დაახლოებით ჰგავს შემთხვევას, როცა ქუჩაში ადამიანები საკითხის გადაწყვეტას ცდილობენ თავდაპირველად საკითხის გარჩევით, მაგრამ ის, ვინც არ არის მართალი, გადადის აგრესიაზე, ხელჩართულ ბრძოლაზე, იქნევს მუშტებს – არ აწყობს, რომ საქმე ბოლომდე გაირკვეს და გამოჩნდეს, ვინ არის მართალი, ვინ – მტყუანი.

დაახლოებით ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოს პოლიტიკაში. „ქართული ოცნება“ კარნახობს თამაშის წესებს ოპოზიციას და ეს თამაშის წესია: არანაირი დიალოგი, არანაირი დისკუსია, პირდაპირ ჩხუბი, დადანაშაულება, მხოლოდ უარგუმენტო თავდასხმა. ეს არის „ოცნების“ მიერ შემოტანილი პოლიტიკური კულტურის სტანდარტი.

  • სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმის გამოცდილება რას აჩვენებს: ხანგრძლივად შეიძლება შეინარჩუნოს პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლება მიტაცებული ძალაუფლებით და მსგავსი აგრესიით?

მას, ვინც იტაცებს ძალაუფლებას, შეიძლება, ასე ვთქვათ, არასდროს სძინავს. ნებისმიერი ქურდი არ არის მშვიდად, არ სძინავს – ძალაუფლების მიტაცებაც არის ქურდობა.

თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ საზოგადოებაში ხდება ეს ამბავი და არსებობს თუ არა საზოგადოებრივი კონტროლი ისეთი, რომელიც ამ ქურდობას არ აიტანს და აიძულებს, მაგალითად, პოლიტიკურ პარტიას, დაუბრუნდეს დემოკრატიული თამაშის წესებს.

საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამის ძალა. საზოგადოების მხრიდან ასეთ სიტუაციაში დასჯის ელემენტები რა არის? მაგალითად, გაფიცვა, გამოსვლა და დესტაბილიზაციის შექმნა, ყველაზე რადიკალური ზომა, ეს უკვე რევოლუციაა და კიდევ უფრო რადიკალური – შეიარაღებული რევოლუცია, სამოქალაქო ომი და ასე შემდეგ. „ოცნება“, პრინციპში, გადავიდა რადიკალური შესაძლებლობების პროვოცირებაზე და მის წინააღმდეგ მზადებაზე.

  • რატომ აწყობს „ოცნებას“ რადიკალიზმის პროვოცირება?

იმიტომ, რომ სხვა გზებით უკვე შეუძლებელია შეინარჩუნოს ძალაუფლება. თუ, მაგალითად, ის გამოაცხადებს სამართლიან არჩევნებს, რომელსაც ხალხი მიიღებს, ის ვერ გაიმარჯვებს, მის ინტერესებშია სიტუაციის რადიკალიზაცია და შემდეგ ამ ბრალდებით სახელისუფლებო რესურსის გამოყენება, თითქოს რადიკალური სიტუაციის განმუხტვისთვის და აი, აქ უკვე ის პოულობს გამართლებას.

ოთხჯერ აღვკვეთეთ რევოლუციის მცდელობაო – ამას ლაპარაკობდნენ იმიტომ, რომ აწყობდათ სიტუაციის აქეთკენ წაყვანა – აი, რადიკალები არსებობენ, გადატრიალებას აპირებენ და ამიტომ მივიღე სადამსჯელო ზომები, საქმე ეხება კონსტიტუციური წესრიგის დაცვასო.

„ოცნებას“ ახლა მთელი ძალისხმევა გადააქვს სიტუაციის რადიკალიზაციაზე და დაპირისპირების გაზრდაზე მოსახლეობაში. „ოცნების“ ამოცანაა, ორი ბანაკი დაუპირისპირდეს ერთმანეთს. ერთი ბანაკი, რომელიც პატარაა ადამიანების რაოდენობით, მაგრამ მდიდარია რესურსით, აღჭურვილია საპოლიციო ძალებით, მან უნდა გაატაროს ხისტი ზომები მეორე ბანაკის წინააღმდეგ – მეორე ბანაკი უნდა დაჩაგროს და გააჩუმოს.

ლოიალურად განწყობილ ჯგუფებს კი ეუბნებიან, ჩვენთან ახლოს იყავით და არავინ თქვენ ხელს არ დაგაკარებთ.

ამ სიტუაციაში აწყობს „ოცნებას“ რადიკალიზმის პროვოცირება, იტყვის: გვესვრიან „მოლოტოვებს“, პარლამენტს ცეცხლს უკიდებენ და ლეგიტიმური უფლება გვაქვს, ძალა გამოვიყენოთ.

ასეთი ტიპის ხელისუფლება სწორედ რადიკალიზაციის პირობებში ინარჩუნებს შანსს, დარჩეს ხელისუფლებაში. პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია მისთვის დიდი საფრთხეა.

  • თქვენ  „ოცნებისგან“ კიდევ უფრო მეტ ძალადობას ელით, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ დაამყაროს დიქტატურა?

უკან დასახევი გზა „ოცნებას“ აღარ აქვს. თუ „ოცნება“ დაიწყებს სიტუაციის დეესკალაციას საზოგადოებაში, წინა პლანზე წამოიწევს დემოკრატიული მოთხოვნები: კანონების გაუქმება, მაგალითად, გააქტიურდება შეკითხვა: როგორ არის გადანაწილებული ეკონომიკა საქართველოში? ვიცით, რომ ის მიბმულია კონკრეტულ კლანს… ამ პოლემიკაში „ოცნების“ არგუმენტები წამგებიანია, ამიტომაც, ურჩევნია ყველაფერმა გადაიწიოს ფიზიკური დაპირისპირების სფეროში – გამოიყენოს ფიზიკური ძალა, გამოიყენოს სასამართლო, ციხე, დაშინება…

ეს არის მოჯადოებული წრე, სადაც ავტორიტარული რეჟიმი, როგორც წესი, შედის და შემდეგ ვეღარ გამოდის – ნებისმიერ გამოსვლას კი, იგი დაღუპვამდე მიჰყავს. იშვიათად მომხდარა, რომ ამ წრიდან რომელიმე ავტორიტარული რეჟიმი დაღუპვის გარეშე გამოსულა: მაგალითად, ფრანკომ შეძლო თავისი გუნდი რაღაცნაირად გამოეყვანა მსგავსი სიტუაციიდან… პინოჩეტმაც მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება მიუხედავად იმისა, რომ ციხეში მოხვდა 80 წელს მიწეული კაცი.

მოკლედ, ძალიან ცოტა ვინმემ თუ შეძლო, რომ გამოსულიყო მსგავსი სიტუაციიდან ისე, რომ მისთვის პასუხი არ მოეთხოვათ.

  • „ოცნება“ ყველაზე ხშირად გერმანიის და ევროკავშირის ელჩებს ესხმის თავს. ეს რატომ ხდება, თქვენი აზრით?

გერმანიის და ევროკავშირის ელჩები მაინც ყველაზე მეტად გაბედულად მოქმედებენ. ასევე, უფრო რეზონანსულია, როცა, მაგალითად, ევროკავშირის ელჩი ხვდება კრიტიკულად განწყობილ NGO-ებს, ან აქციაზე ნაცემ ადამიანებს.

ეს ელჩები უფრო მეტს ბედავენ, რადგან მათ უკან საკმაოდ დიდი ძალა და გავლენაა.

  • აქვე მინდა გკითხოთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: ყაველაშვილს მხოლოდ სერბეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები შეხვდნენ. ასევე, ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველოს წარმომადგენლობა არ მიიწვიეს.

საქართველო ამ კონტექსტში დასავლური სტრუქტურებიდან იზოლირებულია, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ეს მხოლოდ შიდა მოხმარების კონტექსტში აზიანებს „ოცნებას“, მისთვის ეს საკითხი არ არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი.

„ოცნება“ ნელ-ნელა გვთავაზობს რიტორიკას: თუ დასავლეთში სადმე არ დაგვიძახეს, ეს პრობლემა არ არის, მთავარია, დაგვიძახოს რუსეთმა, ჩინეთმა, ჩვენმა მეზობლებმა. მათ დასავლეთიდან გადააქვთ აქცენტი სხვა მიმართულებაზე. უბრალოდ, „ოცნება“ ჯერ ამას მარტივად ვერ ახერხებს, რადგან საქართველოს მოსახლეობის 20% ევროპაშია და იქ მუშაობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ევროინტეგრაცია სურს, ამიტომაც, ამ საკითხებს ასე მარტივად ვერ შეაბრუნებ სხვა მიმართულებით.

  • კრემლის პროპაგანდა კიდევ უფრო გააქტიურდა პროსახელისუფლებო ტელევიზიებში ახალი გადაცემებით დასავლეთის წინააღმდეგ. ფიქრობთ, რომ ამას ექნება გავლენა და საქართველოში ხალხის ევროპული არჩევანი ასეთი კატეგორიული აღარ იქნება, როგორც არის დღემდე?

ეს შესაძლებელია. მე რომ „იმედს“ ვუყურებდე, სხვანაირად ვილაპარაკებდი ახლა თქვენთან, ასეთ ინტერვიუს ვერ მოისმენდით ჩემგან. ყოველდღე რომ „იმედს“ უყურო, შეიძლება, რომ ის მესიჯები ტვინში ჩაგებეჭდოს, წარმოდგენა შეგიცვალოს.

ძალიან დიდი ძალა აქვს მეცნიერულად დალაგებულ და მიზანმიმართულ პროპაგანდას. „ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ პროევროპული განწყობები შეიცვლება და ეს 80 % ჩამოვა [ბოლო კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% ევროინტეგრაციას ირჩევს], მაგალითად, 50 %-ზე.

  • რა გამოსავალი რჩება საზოგადოებას, რომელსაც სურს დამოუკიდებელი საქართველო, ევროპული განვითარება და გზას უკეტავენ ევროპისკენ? რა შეიძლება იყოს, თქვენი აზრით, წინააღმდეგობის სწორი სტრატეგია?

საზოგადოებამ, ჩემი აზრით, უნდა აირჩიოს არარადიკალური გზები, ნებისმიერი რადიკალიზაცია აწყობს რეჟიმს, ავტორიტარულ სისტემას.

რადიკალიზაციამ შეიძლება მოიტანოს შედეგი რევოლუციის სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი საერთაშორისო თვალსაზრისით განულებულია და არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით „ქართულ ოცნებაზე“ – ევროკავშირიდან და დემოკრატიული ქვეყნებიდან მას მხარდაჭერა აღარ აქვს, მაგრამ მხარდაჭერა აქვს, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ანუ რეგიონული მასშტაბით არ არის იზოლირებული. ის არის ნაწილობრივ იზოლირებული.

„ოცნების“ სტრატეგიაა, რომ დასავლეთს უნდა დაშორდეს, სამაგიეროდ ჰყავთ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, თურქეთისთვის ამ ეტაპზე არ არის პრიორიტეტი, მისი მეზობელი ქვეყანა არის თუ არა დემოკრატიული.

სომხეთი ცდილობს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა სამეზობლოში ის ბალანსირებს და ძალიან კარგად ეგუება საქართველოს ხელისუფლებას. სომხეთს სჭირდება საქართველოს ტერიტორია იგივე პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტისთვის.

იზოლაციაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. იმის თქმა, რომ რეჟიმი ძალიან დასუსტებულია და მას ერთი ხელის მიწოლით ხალხის მასა გადააგდებს, არ არის სწორი.

მე პირადად ამიტომ ვიყავი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე – რაც შეიძლება მეტი გავლენის ბერკეტები უნდა გამოართვა მას, თუნდაც საკრებულოებში…

ცხადია, პროტესტი უნდა დარჩეს, მაგრამ იგი უნდა ემსახურებოდეს კონსტიტუციური შესაძლებლობების გამოყენებას.

  • „მშვიდობიანი დამხობა“ თუ არა, რაზეც საუბრობს ოპოზიციის ნაწილი, სხვა რა შესაძლებლობა დარჩა ხალხს?

თუ დავიტოვებთ მხოლოდ რადიკალური ბრძოლის მეთოდებს, აქ უკვე ძალა ძალას ეჯახება. როცა ძალა ძალას ეჯახება, ეჭვი მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს.

სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე ვერცერთი დალაგებულად აღწერილი გეგმა, რამე თანმიმდევრობა ნაბიჯები, რომლის შედეგადაც მშვიდობიანად დაემხობა „ოცნება“ 4 ოქტომბერს. ზოგიერთმა დაიწყო საუბარი, რომ აუცილებელი არაა, ერთ დღეზე გავჩერდეთ, იმ დღეს უნდა დაიწყოს და ნელ-ნელა დავამხობთო.

მიმაჩნია, რომ ეს უფრო პროპაგანდისტული ლოზუნგებია, რომელიც საბოლოოდ დაეხმარება „ოცნებას“ პოზიციების გამყარებაში, რადგან ეს გამოიწვევს ფრუსტრაციას.

სტიქიური იყო ეს აქციები გასული წლის დეკემბერში და იმის გამო, რომ არ ჰქონდა რეალური პოლიტიკური შედეგი, ნელ-ნელა ფრუსტრაცია მოხდა. რაღაც ბირთვი შენარჩუნდა, რომელიც სულ დადის და ახლაც დადის…

ეს მოხდა იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ვერ დაინახეს პოლიტიკური შედეგის შესაძლებლობა.

მხოლოდ ხალხის შეკრება და შეკრებაზე პოლიტიკის აწყობა, არ არის სწორი. არ მინდა, რომ სკეპტიციზმი შევიტანო ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გამოვიდეს, ვინც ფიქრობს, რომ ცოტათი მაინც რაღაცას უშველის, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ის გზა არ არის, რომლითაც შეიძლება „ოცნების“ ხელისუფლების გაშვება.

რატომ ასწავლის კერძო სკოლებში „ოცნების“ მთავრობა შვილებს, სადაც ათასობით ლარს და ევროს იხდიან

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნების უმრავლესობა შვილებს კვლავ არ ასწავლის საჯარო სკოლაში და არჩევანს კერძო სკოლებზე აკეთებენ.

ისინი წლის განმავლობაში ათასობით ლარს, დოლარსა და ევროს ხარჯავენ იმისთვის, რომ შვილები პრესტიჟულ სკოლებში ჰყავდეთ, სადაც დაცული იქნება მათი შვილების უსაფრთხოება.

„ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლები საკუთარი შვილებისთვის სწორედ დასავლურ განათლებას და ცხოვრებას ირჩევენ, სხვისი შვილებისთვის კი გაუმართავი ინფრასტრუქტურა, გაურემონტებელი სკოლები და ნაკლებად დაცული გარემო ემეტებათ.

საჯარო სკოლებში, სადაც ერთ შენობაში ხშირად რამდენიმე სკოლაა შესახლებული, დანგრეული სკოლები კი წლობით ვერ შენდება, ბავშვები მოკლებულნი არიან მათზე მორგებულ გარემოს. პრობლემად რჩება სკოლებში ბავშვების კვების საკითხიც და ყოველ არჩევნებზე გაცემული დაპირების მიუხედავად, „ოცნება“ ვერ იმეტებს თანხებს საჯარო სკოლებში მშიერი ბავშვების გამოსაკვებად. მაშინ, როცა მილიონი ლარი პარტიულ ღონისძიებებსა და კონცერტებზე იხარჯება, თავად კი ხალხს არწმუნებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2025 წელს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შვილებს კერძო სკოლაში ასწავლის.

კობახიძეს ორი შვილის სწავლის საფასური წელიწადში 38 347 ლარი დაუჯდა.

„ევროპულ სკოლაში“ ასწავლის შვილებს „ოცნების“ შს მინისტრი გეკა გელაძეც, სადაც გარემოც უსაფრთხოა, კვების სისტემაც მოწესრიგებულია და განათლებაც ბავშვზეა ორიენტირებული.

სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებითა და ტექნოლოგიებით.

გეკა გელაძეს ორი შვილი ჰყავს. დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მას 20 793 ლარი აქვს გადახდილი შვილის სწავლაში საქართველოში.

ასევე გადახდილი აქვს 35 097 ფუნტი, ლონდონის (LLP UNIVERSITY OF EXETER) უნივერსიტეტში, სადაც სავარაუდოდ მისი მეორე შვილი იღებს განათლებას.

ლაშა ხუციშვილი „ქართული ოცნების“ ფინანსთა მინისტრია და მისი შვილებისთვის ისიც ფასიან სკოლებს ამჯობინებს.

მასაც ორი შვილი ჰყავს და 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, ხუციშვილს 14 000 ლარი აქვს გადახდილი ორი შვილის განათლებაში.

ფასიან სკოლაში სწავლობენ დავით სონღულაშვილის შვილებიც.

სონღულაშვილი, რომელმაც პარლამენტში ყოფნისას რუსული კანონის მიღებას დაუჭირა მხარი, დღეს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე იმყოფება, სამივე შვილს ფასიან სკოლაში ასწავლის.

მან 18 195 ლარი გადაიხადა შვილების განათლებაში გასულ წელს.

მიხეილ სარჯველაძე, „ოცნების“ კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს იკავებს, შვილის სწავლაში 5 000 ლარს იხდის წელიწადში.

შვილების განათლება გასულ წელს 15 000 ლარი და 3 000 ევრო დაუჯდა შალვა გოგოლაძესაც, „ოცნების“ სპორტის მინისტრს.

საკუთარი შვილების განათლებაში ფულს არც ნინო წილოსანი ზოგავს, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი.

2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, წილოსანმა შვილები უხვად დაასაჩუქრა.

15 646 ლარი გადაიხადა ერთი შვილის სწავლაში, მეორე შვილს 15 820 ფუნტი აჩუქა, მესამე შვილს კი – 46 850 ამერიკული დოლარი.

ფრანგულ სკოლაში აძლევს განათლებას საკუთარ შვილს თეა წულუკიანიც. რომელმაც 2025 წელს ე.წ. საპარლამენტო კომისია შექმნა და 2008 წლის აგვისტოს ომში ბრალი პირდაპირ საქართველოს დასდო. სიტყვიერი ბრალდება დოკუმენტურადაც გააფორმა და ამით ოკუპანტი რუსეთისგან და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის ქებაც დაიმსახურა.

თეა წულუკიანს შვილისთვის ევროპული განათლების მიღება წელიწადში ათასობით ლარი უჯდება.

2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გასულს წელს შვილის სწავლის საფასური 6 440 ლარი, წულუკიანის მეუღლემ ნუგზარ კაკულიამ გადაიხადა. იმის წინა წელს კი – 14 635 ლარი, თეა წულუკიანმა გადაიხადა.

გიორგი კახიანი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი ასევე ფასიან სკოლაში ატარებს შვილს. 2025 წელს ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ წარმოუდგენია, 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, შვილის სწავლაში 8250 ამერიკული დოლარი გადაიხადა.

ილია ინჯიაც „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატია, რომელიც ასევე გამორჩეულად ანტიდასავლელი და პრორუსი ყოფილი დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას შვილია.

ინჯიამ და მისმა მეუღლემ გასულ წელს ორი შვილის სწავლაში 12 500 ლარი გადაიხადეს.

რა ხდება ამ დროს საჯარო სკოლებში? – სახელმწიფოს ერთი ბავშვისთვის მაღალკონტიგენტიანი სკოლებისთვის ვაუჩერის სახით გამოყოფილი აქვს 500 ლარი. ეს თანხა ზოგ შემთხვევაში სკოლებს ხელფასის გასაცემადაც არ ჰყოფნით. იქ, სადაც მოსწავლეების კონტიგენტი მცირეა, ამ შემთხვევაში ვაუჩერი დაახლოებით 700 ლარიდან იწყება.

___

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება, ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს, რაც საქართველოს იზოლაციაში აქცევს და აშორებს დასავლურ სამყაროს.

„ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, საქართველო დადგა ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც ასევე დიდ ზიანს მიაყენებს ამ ქვეყნის მოსახლეობას. ევროპასთან ჩაკეტილი კარები, საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ახალგაზრდებს წაართმევს არა მარტო ხარისხიანი განათლების უფლებას, ქვეყანა დაკარგავს განვითარების და ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობას.

კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საფრთხეები ოკუპანტი რუსეთიდან.

Glovo და Wolt „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უარყოფენ

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში კურიერების მსვლელობა იყო, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიმბოლიკებით გადაადგილდებოდნენ.

მსვლელობაში მონაწილე კურიერებს ასევე ჰქონდათ „გლოვოს“ და „ვოლტის“ სიმბოლიკებიც.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, აღნიშნული საკურიერო კომპანიები ოფიციალურად არიან ჩართული „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში, თუ ეს არის ცალკეული კურიერის ინდივიდუალური გადაწყვეტილება?

Glovo და Wolt-ის წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ არ ადასტურებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას.

„არა, ოფიციალურად ნამდვილად არ არის კომპანია ჩართული, ჩვენ პარტიულ კამპანიებში ჩართვის უფლებას არ ვაძლევთ კურიერებს, თუ ვინმე ინდივიდუალურად გადაწყვეტს, მაშინ „ვოლტის“ მაისური არ უნდა ეცვას და კომპანიის ემბლემა არ უნდა ჩანდეს. ძალიან ცუდია თუ ჩანდა სადმე ჩვენი კომპანიის ნიშანი“, – ამბობს „ვოლტის“ წარმომადგენელი „ბათუმელებთან“.

„გლოვოს“ წარმომადგენელმაც უარყო კომპანიის სახელით „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში კურიერების მონაწილეობა.

საკურიერო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კურიერებს საარჩევნო კამპანიაში მათი ლოგოს გამოყენების უფლება არ აქვთ.

„ბათუმელები“ ესაუბრა „ვოლტის“ ერთ-ერთ კურიერს ჯაბა გორგილაძეს, რომელიც ამბობს, რომ „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე პირადად მას არაფერი სმენია.

„მე პირადად, ძალიან რადიკალურად ვარ განწყობილი “ქართული ოცნების” მიმართ – უცხოელების აყვანა დაიწყეს კომპანიებმა მას შემდეგ, რაც ჩვენი შემოსავალი შემცირდა.

ძალიან გაკვირვებულიც და აღშფოთებულიც ვარ ამით. ასე თუ გაგრძელდა 20-30 წელიწადში სტუმრები ვიქნებით ჩვენივე ქვეყანაში. ქართულად მოლაპარაკე პერსონალიც კი ჭირს უკვე გარკვეულ ბიზნესებში და ასეთ მოცემულობაში წარმოუდგენელია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა.

700 კურიერი ვართ და ის ვინც „ოცნების“ მხარდასაჭერად გამოვიდა დღეს, რეალურად ზღვაში წვეთია. საბედნიეროდ, ბევრად მეტია ადეკვატურად მოაზროვნე საზოგადოება, ვინც მიიჩნევს, რომ „ოცნება“ არ არის ის პარტია, ვინც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანს. მათ არ სურთ უკეთესი მომავალი ჩვენთვის.

ქალაქი პატარაა და შესაძლოა რომელიღაცა მერის წარმომადგენლის ან საკრებულოს წევრის ახლობელია ის, ვინც გამოვიდა ამ მსვლელობაზე, ვიღაცის ხათრით ალბათ, შესაძლებელია თანხაც გადაუხადეს, ან შესაძლოა მართლა მოსწონთ ეს პარტია, არ ვიცი.

მე, პირადად, პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოს ვაყენებ წინ და მერე პარტიებს. რეალურად, დღეს ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს.

მე, პირადად, ბოიკოტს ვუცხადებ „ოცნების“ მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს, რადგან არანაირი აზრი არ აქვს მათ მიერ ჩატარებულ „არჩევნებს“, – ამბობს ჯაბა გორგილაძე.

ვინ დგას მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის უკან – „მითების დეტექტორი“

„ქართული ოცნება, ანონიმური ფეისბუქგვერდები და ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“ – ამ სათაურით აქვეყნებს „მითების დეტექტორი“ სტატიას, რომელშიც თავმოყრილი და გაანალიზებულია, თუ როგორ ცდილობდა „ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას.

„ამაღლობელის დაკავებისთანავე მის წინააღმდეგ კოორდინირებული დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, პროსახელისუფლებო მედია, ანტიდასავლური/პრორუსული აქტორები და ანონიმური ანგარიშები იყვნენ ჩართულნი. თავდაპირველად, შეტევები მის პიროვნებასა და ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის ჩართვის შემდეგ კამპანია უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ნარატივში გადაიზარდა“ – წერს „მითების დეტექტორი“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში მზია ამაღლობელს არა მხოლოდ „დანაშაულის“ შესრულებაში სდებდნენ ბრალს, არამედ დასავლეთის ელჩებსა და ორგანიზაციებს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას და ორმაგი სტანდარტების გამოყენებას აბრალებდნენ.

„მითების დეტექტორის“ მონიტორინგის შედეგად, რომელიც მზია ამაღლობელის შესახებ ინფორმაციის შესწავლას 10 თებერვლიდან 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, პროპაგანდის შემდეგი გზავნილები გამოვლინდა:

  • თითქოს მზია ამაღლობელი მოქმედებდა მიზანმიმართულად, ოპოზიციისა და დასავლეთის დაკვეთით, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური არეულობის გამოწვევა და მეორე ფრონტის გახსნა სურს;
  • თითქოს საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრებით და ამ საქმის შეფასებით უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში;
  • დასავლეთის ორმაგი სტანდარტი – ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციები დანაშაულს, რომელიც დასავლეთში მკაცრად ისჯება, საქართველოში ახალისებენ.

„მითების დეტექტორის“ თანახმად, ზემოაღნიშნულ გზავნილებს ავრცელებდნენ:

  • „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, დავით მათიკაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კირცხალია, თორნიკე ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ირაკლი ხელაძე.
  • პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია და ჟურნალისტები: ზვიად ავალიანი (POSTV), ანუკი გუმბერიძე (ტელეკომპანია იმედი), ირაკლი ჩიხლაძე (ტელეკომპანია იმედი);
  • „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ექსპერტები და სხვა: გია აბაშიძე, რამაზ საყვარელიძე, გელა  ნიკოლაიშვილი (ერთიანი ნეიტრალური საქართველო), გურამ მაჭარაშვილი (ხალხის ძალა), დავით ჩიხელიძე (რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი),  გოგა ხაინდრავა (რეჟისორი);
  • პრორუსული/ანტილიბერალური აქტორები: ნიკოლოზ მჟავანაძე (სეზონი ტვ), სოსო შატბერაშვილი (მემარცხენე ალიანსი), სოსო მანჯავიძე (ერი მედია); გელა ზედელაშვილი (ასავალ-დასავალი); ჯაბა ხუბუა (ასავალ-დასავალი); ბესო ბარბაქაძე (საქართველო და მსოფლიო);
  • ფეისბუკ გვერდები და ანგარიშები: „არა ნაცებს – არა დიქტატურას“, „მიხუნ ჰაუზენი“, დაათ ცაბაძე, Kakha Danelia, Boris Gedevani.

„მითების დეტექტორი“ წერს, რომ გარდა დისკრედიტაციის კამპანიისა, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური თუ დეზინფორმაციული შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა. დეზინფორმაციის კამპანია მოიცავდა როგორც მზია ამაღლობელის საქმის სიმძიმის გადამეტებულად წარმოჩენას, ასევე საერთაშორისო კომენტარების მანიპულაციურ გაშუქებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მანიპულაციის და დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულნი იყვნენ ტელეკომპანიები: „იმედი“ და  POSTV, ანონიმური ანგარიშები ფეისბუქზე და ფეისბუქგვერდები, გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტომასალა.

იხილეთ ვრცლად: ქართული ოცნება, ანონიმური ფეისბუქ-გვერდები და ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

ბათუმის სანაპიროს დასუფთავება ქალაქის ბიუჯეტს დამატებით 80 ათასი ლარი დაუჯდება

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებამ“ დამატებით 80 ათასი ლარის ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გააფორმა კერძო პირებთან ტექნიკისა და ოპერატორების დაქირავებაზე.

„სანდასუფთავების“ ინფორმაციით, ამის აუცილებლობა გამოიწვია შტორმმა, რის შედეგადაც პლაჟზე დიდი რაოდენობით ნატანი [ასევე, „მძიმე ხეები და ტოტები“] დაგროვდა, მის გასატანად კი, „სანდასუფთავების“ და ადრე, ტენდერით დაქირავებული ტექნიკა საკმარისი არ აღმოჩნდა.

„აღნიშნულ სამუშაოებს ვაწარმოებდით ელექტრონული ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე შპს „სანდასუფთავებას“ საკუთრებაში არსებული ტექნიკით. თუმცა ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, აღნიშნული ტექნიკა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება“ – წერს „სანდასუფთავება“.

შტორმის შედეგი ბათუმის სანაპიროზე / 20.09.2025

2025 წლის განმავლობაში ტექნიკისა და მათი ოპერატორების დაქირავებაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან „სანდასუფთავებას“2024 წელს აქვს გაფორმებული 58 ათას ლარზე. შესყიდვების პორტალზე ამ კომპანიისთვის თანხის გადახდა ამ დროისთვის [25.09.2025] არ ფიქსირდება.

დამატებითი ხელშეკრულებები კი „სანდასუფთავებამ“ 2025 წლის 22-23 სექტემბერს გააფორმა შპს „ვეფხვთან“ და ინდმეწარმე გაბრიელ იაკობაძესთან – თითოეულთან 40 ათას ლარზე.

„ვეფხვთან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან
გაბრიელ იაკობაძესთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან

ამ ხელშეკრულებების მიხედვით, „მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოთხოვნის შესაბამისად, 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით“.

„მომსახურების საფასურის ანაზღაურება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად“ – წერს „სანდასუფთავება“ შესყიდვების სააგენტოს.

შესყიდვების პორტალზე „სანდასუფთავების“ მიერ ჯერ არ არის ატვირთული დოკუმენტები, რა მომსახურება გასწიეს და რამდენი გადაუხადეს [ან გადაუხდიან] „ვეფხვსა“ და გაბრიელ იაკობაძეს.

ბათუმის პლაჟის გაწმენდა / ფოტოები შესყიდვების პორტალიდან

„შპს „სანდასუფთავება“ პასუხისმგებელია ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობაზე. ორგანიზაცია ვალდებულია დაასუფთაოს აღნიშნული ტერიტორიები და უმოკლეს ვადაში აღმოფხვრას პრობლემა. ვითარება ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული, რადგან აღნიშნული მოვლენა გამოიწვია მოულოდნელად მოსულმა უხვმა ნალექმა და ზღვაზე 6 ბალიანმა შტორმმა, წინსწრებით ვერ იქნება განსაზღვრული რა რაოდენობის ტექნიკის გამოყენება მოუწევდა ორგანიზაციას“ – წერს „სანდასუფთავება“ შესყიდვების პორტალზე.

ამასთან, მერიის კომპანია იქვე აღნიშნავს, რომ ნატანის მასშტაბური რაოდენობა ჩვეულებრივზე მეტ რესურს მოითხოვს, რამაც შეიძლება შეაფერხოს ყოველდღიური დასუფთავების პროცესები ქალაქის სხვა უბნებში. დაგვიანებულმა რეაგირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტურისტული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შეჩერება, საფრთხეს შეუქმნას მოქალაქეების უსაფრთხოებას… ნარჩენი ზღვის ტალღებით ისევ წყალში დაბრუნდეს და ზიანი მიაყენოს ბიომრავალფეროვნებას.

„სანდასუფთავება“ და მისი მესაკუთრე ბათუმის მერია უხვ ნალექს, შტორმსა და მისგან გამოწვეულ შედეგებს ყოველთვის „მოულოდნელს“ უწოდებს პოსტფაქტუმ, თუმცა უხვი ნალექი და შტორმი [გამოწვეული მძიმე შედეგებით] ბოლო წლებია ბათუმისთვის უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

აქვე აღსანიშნავია, რომ „მოსალოდნელი უამინდობა“ ყოველთვისაა გათვალისწინებული იმ ტენდერებში თუ პირდაპირ შესყიდვებში, რომლებიც გასართობ ღონისძიებებს უკავშირდება და პირობებშიც აღნიშნავენ, რომ ამის გამო ღონისძიების ჩატარების თარიღი შეიძლება შეიცვალოს. ამჯერადაც ასე მოხდა – ფესტივალი „განდაგანა 2025“ ბათუმში დაგეგმილზე გვიან ჩაატარეს, ამ ღონისძიებაში კი ბიუჯეტიდან 735 ათას 342 ლარი დაიხარჯა.

ზღვის სანაპიროს ტურისტების მოსაზიდად მხოლოდ პლაჟიდან ნაგვის გატანა არ შველის. სიტუაცია გაცილებით სერიოზული და მძიმეა ბათუმის სანაპიროზე.

ბათუმის მერიაშიც, აჭარის თუ ქვეყნის სამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურებში ისიც კარგად იციან, რომ ბათუმის სანაპირო ზოლის ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, მანამდე კი მდინარეების კალაპოტებიდან სხვადასხვა მშენებლობისთვის ხრეშის ამოღება უნდა აიკრძალოს და ეს ხრეში მხოლოდ სანაპირო ზოლის დაცვას მოხმარდეს.

მარტო ბათუმის ახალ ბულვართან პლაჟის შესანარჩუნებლად და ნაპირის დასაცავად ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა საჭირო.

20-21 სექტემბერს აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის წყლის უჩვეულო, ძლიერი სიმღვრივეც შეინიშნებოდა.

არც ბათუმის მერიას, არც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თუ აჭარის არალეგიტიმურ მთავრობას ზღვის სიმღვრივის პრობლემაზე ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.

ამ თემაზე ვრცლად

„ტალახში არავინ იბანავებს, აღარც ტურიზმი გვექნება, რაღად გვინდა ეს მშენებლობები?“ – ზღვის ბიოლოგი

„საქართველო გზაჯვარედინზე დგას. მზიას ბედი ერის მომავლის ბედია“ -ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მარტინშ სტაკისი ლატვიის დედაქალაქის, რიგის ყოფილი მერი, ფეისბუქზე წერს, რომ საქართველო გზაჯვარედინზეა – ევროპული თუ რუსული გზა.

„საქართველო გზაჯვარედინზე დგას: ღირსებისა და თავისუფლების ევროპული გზით სიარული, თუ რუსეთის ვასალური სახელმწიფოს სახით ავტოკრატიულ ტალახში უიმედოდ ჩაძირვა.

მზია ამაღლობელის ბედი ერის მომავლის ბედია“, – წერს ევროპარლამენტარი ფეისბუქზე ჰეშტეგით – #mziamovement.

ამავე თემაზე:

ვინ მოხვდება „მზიას სიაში“ – რის გაკეთებას გეგმავენ ემიგრანტები 

 

„დიფ სთეითთან“ გვიჭირს ურთიერთობის დალაგება“ – კობახიძე მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებული ვახშამზე

რატომ არ იყო მიწვეული საქართველოს წარმომადგენელი ნიუ-იორკში, მარკო რუბიოს მასპინძლობით გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე, სადაც რეგიონის საკითხები განიხილებოდა და ესწრებოდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც, ასე ალაგებთ ურთიერთობას აშშ-სთან? – ჰკითხეს დღეს, 25 სექტემბერს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა.

კობახიძე პასუხად „დიფ სთეითზე“ და „მეორე ფრონტის“ გახსნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აშშ-ისთან ურთიერთობები მას შემდეგ შეიცვლება თუ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითს დაამარცხებს.

„არ ვიცი, შეიძლება უფრო დემოკრატიულ ქვეყნებთან საუბრობენ და საქართველოსთან არ საუბრობენ, მაგრამ, რაც შეეხება დემოკრატიას, თავად გამოიტანეთ დასკვნები ყველაფერთან დაკავშირებით.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის.

ამ შემთხვევაში, ურთიერთობები დალაგდება. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეული ვართ, ყველა შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ისევ იმეორებს პროპაგანდას მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.

„როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, „დიფ სთეითთან“ ვერ დავალაგეთ იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. პირდაპირ იყო მათი წარმომადგენელი მოსული, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა ეს შეხვედრა, სადაც ერთხელ, ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა. ამაზე ვთქვით უარი და ამის მერე „დიფ სთეითთან“ გვიჭირს ურთიერთობების დალაგება“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზეც:

„ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევიან ევროკავშირის, ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ზომა. ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებს“.

დღეს ნინო დათაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს, 25 სექტემბერს, თბილისში, 19:00 საათზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

ნინო დათაშვილი სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს.

ნინო 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში განვითარებული მოვლენების შემდეგ დააკავეს. მას ედავებიან საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საპროტესტო აქცია გაიმართება თბილისში, განათლების სამინისტროსთან.

_________________

ამ თემაზე:

„ბავშვზე მოძალადე გამოუშვეს, ნინო კი პატიმრობაში დატოვეს, ჯანმრთელობის მიუხედავად“ – ადვოკატი

მშენებელი კომპანიის დირექტორმა უკვე გაყიდული ტერასა 70 000 აშშ დოლარად გაყიდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა, რომ ბათუმში მშენებარე ობიექტზე ტერასას საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცემდა.

ასევე დაჰპირდა, რომ შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შედეგად ტერასას საცხოვრებელ ბინად გადააკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფართობი არ იყო ამ კომპანიის საკუთრებაში და მესამე პირის საკუთრებას წარმოადგენდა.

ბრალდებულმა მეტი დამაჯერებლობისთვის დაზარალებულთან შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა და მასთან ერთად საჯარო რეესტრში წარადგინა, რითაც დაზარალებული დაარწმუნა, რომ დასახელებული უძრავი ქონება, რამდენიმე დღეში მის საკუთრებად აღირიცხებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ქმედების შედეგად ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა 70 000 აშშ დოლარს.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 23 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობას გულისხმობს  და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Georgia Summons UK Ambassador, a Day After German Diplomat

This time, the UK Ambassador has been summoned to the Ministry of Foreign Affairs. Gareth Ward, the United Kingdom’s Ambassador to Georgia, is already at the Ministry for the meeting. The Ambassador did not make any comments to the media before entering.

Yesterday, on September 24, Germany’s Ambassador to Georgia, Peter Fischer, was also summoned to the Foreign Ministry.

“1st “summoning” of German ambassador in Georgia. For Germany, I refuted in detail baseless attacks on me & placed responsibility for new low in 🇩🇪🇬🇪 relations on Govt of Georgia & GD reps who by actions & rhetoric caused it & block EU-path.
I was not heard.
I am not a radical.
🇩🇪 remains a friend,” the German Ambassador wrote on X.

“Georgian Dream” has accused partner countries’ ambassadors of violating the Vienna Convention, interfering in Georgia’s internal affairs, and promoting a “radical agenda.” Diplomats, in turn, reject these accusations and say that “Georgian Dream” is spreading a disinformation narrative.

Summoning a foreign diplomat to the Foreign Ministry is considered a form of diplomatic sanction. Gareth Ward is expected to meet with Deputy Foreign Minister Maka Bochorishvili of “Georgian Dream.”


“We Called for the Release of Mzia,” Says British Ambassador — “The UK’s Position Has Been Clear”

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჯერად ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჯერად დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. გაერთიანებული სამეფოს  ელჩი საქართველოში – გარეტ ვორდი უკვე შეხვედრაზეა საგარეო უწყებაში. ელჩს მედიასთან კომენტარი შეხვედრაზე შესვლამდე არ გაუკეთებია.

გუშინ, 24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი დაიბარეს.

„გერმანიის ელჩის პირველი „გამოძახება“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. გერმანიის პოზიციიდან მე დეტალურად უარვყავი ჩემზე უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალ კრიზისზე პასუხისმგებლობა დავაკისრე საქართველოს მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს და საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა დაბლოკეს. ყური არ დამიგდეს. მე რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება“, – დაწერა გერმანიის ელჩმა X-ზე.

„ქართული ოცნება” საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს ვენის კონვენციის დარღვევაში, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და “რადიკალური დღის წესრიგის წახალისებაში” ადანაშაულებს, რასაც დიპლომატები უარყოფებენ და “ოცნებას” ადანაშაულებენ დეზინფორმაციული ნარატივის გატარებაში.

უცხო ქვეყნის დიპლომატის საგარეო უწყებაში დაბარება ერთგვარი დიპლომატიური სანქციაა. გარეტ ვორდს, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე შეხვდება.

___

ამ თემაზე:

გერმანია გმობს მისი ელჩის დაბარებას საქართველოს საგარეო უწყებაში

„არ არსებობს არანაირი დიფ სთეითი“ – ინტერვიუ ბრიტანეთის ელჩთან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 105 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 201 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 287 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 33 133 ერთეული [+38]
  • MLRS – 1 501 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 222 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 345 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 63 235 ერთეული [+415]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 747 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 62 736 ერთეული [+120]
  • სპეცტექნიკა – 3 975 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 86 623 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 246 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 921 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 42 602 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი: „პუტინს ახალ ტერიტორიებზე თავდასხმა სურს. ის ნატოს სიგნალს უგზავნის“

უკრაინას, EU-ს მხარდაჭერით, შეუძლია იბრძოლოს და დაიბრუნოს ქვეყანა ომამდელ საზღვრებში – ტრამპი

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ისტორიაში პირველად გაანადგურეს ორი რუსული ამფიბიური თვითმფრინავი

50 ქვეყანა ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსული გამანდგურებლის შეჭრაზე განცხადებას ავრცელებს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ერეკლეს ხმალი დაუმალეს, მიასადაგეს ოცნების მორჩილ პოლიტიკას“ – ინტერვიუ

„ერეკლეს ბოლომდე ვერ განაიარაღებდნენ – შეუძლებელია ერეკლე მეფე ხმლის გარეშე. ერეკლე მეფეს, რომელიც სულ იბრძოდა, ხმალი ქარქაშში არასდროს ჩაუგია, ამიტომაც, მიასადაგეს „ოცნების“ მორჩილ პოლიტიკას – ფაქტობრივად, მაქსიმალურად დაუმალეს ერეკლეს ხმალი.

ეს არის ძირითადად საგარეო მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილი – რუსეთის ფეხ-ქვეშ გაგების კიდევ ერთი მცდელობა. ეს ძეგლი არის ასევე შიდა მოხმარებისთვის, ანუ ერეკლეს ავტორიტეტის დახმარებით – რომელიც ამ მეფეს ძალიან დიდი აქვს – პრორუსული ორიენტაციის რეაბილიტაცია საქართველოში,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ბექა კობახიძე.

ბექა კობახიძეს ერეკლე მეფის ძეგლის გახსნაზე ვესაუბრეთ.

„ირაკლი კობახიძე ან შალვა პაპუაშვილი რომ ყოფილიყვნენ მე-18 საუკუნის ქართლ-კახეთში, ალბათ იმას იტყოდნენ, ერეკლემ კრწანისის ბრძოლა ვერ აარიდა საქართველოს და ლეგიტიმაცია გაუკეთა აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრასო.

კარგი იქნებოდა, ის ეთქვა, რომ 1795 წელს, როცა აღა-მაჰმად-ხანი შემოდიოდა საქართველოში თბილისის გადასაწვავად, ერეკლე წერილს წერილზე აგზავნიდა რუსებთან: მოდიან, გთხოვთ, დროზე დაგვეხმარეთ და მოგვეშველეთო. რუსეთმა პირიქით, ამ დროს ჯარები გაიყვანა საქართველოდან – ევალებოდა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით საქართველოს დახმარება, მაგრამ, როგორც იცით, რუსეთმა მარტო შეატოვა ერეკლე მეორე აღა-მაჰმად-ხანს.

ამაზე „ოცნების“ ლიდერებისგან არანაირი კომენტარი არ მოგვისმენია და აგერ, აღა-მაჰმად-ხანის სამშობლოში – ირანში დარბიან ხოლმე გასვენებებზე და თუ საელჩოში – პანაშვიდის წიგნებში ჩანაწერის გასაკეთებლად… „ოცნება“ ეწევა ისტორიის გაყალბებას და ინსტრუმენტალიზებას.

„ბათუმელებმა“ ისტორიკოსს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ბექა კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ბექა, რის დემონსტრირება სცადა „ოცნებამ“ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნით?

დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე მეფე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მონარქია საქართველოს ისტორიაში. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ ასეთი დონის მმართველი საქართველოს არ ჰყოლია. ეს იყო კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ომში გაატარა.

თუმცა ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რუსების მიერ ხდება ერეკლეს პოზიციონირება, როგორც პრორუსი მეფის.

თუ რამე არის ერეკლე მეფის დაკნინება და სახის შეცვლა, არის ის, რაც კეთდება საბჭოთა დროიდან მოყოლებული დღემდე.

ბექა კობახიძე

მნიშვნელოვანია, რატომ გაიხსნა ძეგლი ამ კონკრეტულ ადგილას?

როდესაც საქართველოს ოკუპაციის 60-წლიანი წელი შესრულდა, 1981 წელს, შევარდნაძემ თქვა ცნობილი სიტყვები – „საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“. ამას მოჰყვა ზურაბ წერეთლის ძეგლის გახსნა აეროპორტთან – ქალი, რომელიც არის საქართველოს სიმბოლო, ჩრდილოეთისკენ არის შეტრიალებული და ხელში უჭირავს მზე.

აეროპორტთან დადგეს ძეგლი იმიტომ, რომ რუსეთიდან როცა ჩამოდის ადამიანი – მაშინ ძირითადად საქართველოში მოსკოვიდან იყო რეისები და არა დასავლეთიდან – დაენახა ეს სიმბოლო: საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის!

არის ასევე მეორე ძეგლი, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა, ეს არის პეტრე ბაგრატიონის ძეგლი. ეს ძეგლი დღესაც დგას კრწანისში. რატომ დაიდგა ეს ძეგლი კრწანისში? – იმიტომ, რომ ცეკას აგარაკები იყო კრწანისში, სადაც შევარდნაძე ცხოვრობდა, იქიდან რომ ჩამოვიდოდა ადამიანი – ცეკას ან პოლიტბიუროს წევრი – პირველი უნდა ენახა იმ ქართველის ძეგლი, პეტრე ბაგრატიონის ამ შემთხვევაში, რომელიც ხმალს იქნევდა რუსეთისთვის.

მესამე შემთხვევაც გვაქვს: აი, დარიალიდან რომ გამოვალთ გუდაურთან – რუსეთ-საქართველოს მეგობრობის მოზაიკაც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად მოაწყვეს. წარმოიდგინეთ, რუსეთიდან ადამიანი საქართველოში შემოდის აეროპორტით, აი, დარიალიდან შემოსულ რუსს კი უნდა ენახა ეს მოზაიკა.

ამით მაშინდელი ქართველი კომუნისტები რუსეთს ეუბნებოდნენ, თქვენი მორჩილები ვართ, თქვენი მოყვარული.

ამის საპირისპიროდ, 2005 წელს აეროპორტის ტრასის ნაწილს დაერქვა ამერიკის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სახელი. ამით სააკაშვილის ხელისუფლება სიმბოლიზირებდა იმას, რომ როდესაც ადამიანი ჩამოვა თბილისში, პირველი ქუჩა, რომელზეც ის გაივლის, არის ამერიკის პრეზიდენტის სახელობის.

ახლა ეს პროცესი ბრუნდება უკან – ესენი [„ოცნება“] ერეკლეს ტირაჟირებენ, როგორც პრორუს მეფეს და იგივე აეროპორტის ტრასაზე დადგეს ერეკლეს ძეგლი. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ხდებოდა 1980-იან წლებში, სიმბოლიზმის თვალსაზრისით.

რასაკვირველია, კახელებს ეუბნებიან, რომ ეს აეროპორტის ტრასა კი არ არის, კახეთის გზატკეცილია და ერეკლე რახან კახელი იყო, ამიტომ დავდგით ეს ძეგლი კახეთის გზატკეცილზეო, მაგრამ ამას აქვს საგარეო პოლიტიკური დანიშნულება: რომ შევიდეთ აეროპორტში და ვნახოთ ტაბლო, საიდან არის რეისების უმრავლესობა, ვნახავთ, რომ რეისების უმრავლესობა არის რუსეთიდან. რუსეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა პირველი უნდა ნახონ „ცარ ირაკლი ვტაროის“ ძეგლი, რომელიც „ოცნების“ ტყუილების მიხედვით, თითქოს იყო პრორუსი.

  • მიგაჩნიათ, რომ „ოცნება“ ამ შემთხვევაშიც მანიპულირებს „გეორგიევსკის ტრაქტატით“ და ცდილობს ერეკლე მეორის პრორუსად წარმოაჩინოს?

 პრორუსული ორიენტაცია ძლიერდება და ამის ინსტრუმენტად იყენებენ ერეკლეს.

ამით ქართველებს ეუბნებიან, რომ აი, ერეკლეს ჩვენ წარმოვაჩენთ, როგორც პატრიოტს, მაგრამ რუსებს ეუბნებიან, რომ ჩვენ წარმოვაჩენთ ერეკლე მეორეს, როგორც პრორუსულად განწყობილ ადამიანს.

  • „ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – ამას კრემლის პროპაგანდისტი, სიმონიანი 2025 წლის აპრილში ამბობდა. ანუ კრემლიც „ოცნების“ მსგავსად ფოკუსს ერეკლე მეფეზე აკეთებს? 

 დიახ, ეს არაა შემთხვევითი, როგორც სახელები არაა დამთხვევა – ირაკლი [ირაკლი კობახიძე] და ერეკლე.

  • მნიშვნელოვანია, რომ მეფე ერეკლე ამ ახალ ძეგლში ხმლის გარეშეა? მას ხმალი არც აღმართული აქვს და არც ქარქაშში ჩაუგია – მარცხენა ხელით უჭირავს დაშვებული… „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობა ამბობდა, რომ ამ ძეგლს მერაბ მერაბიშვილის ესკიზით ამზადებდა, სადაც ერეკლე მეფე შემართული ხმლით არის. 

რასაკვირველია, ესეც სიმბოლურია. ერეკლეს ბოლომდე ვერ განაიარაღებდნენ – შეუძლებელია, ერეკლე მეფე ხმლის გარეშე.

ერეკლე მეფე, რომელიც სულ იბრძოდა, ხმალი ქარქაშში არასდროს ჩაუგია, მიასადაგეს „ოცნების“ მორჩილ პოლიტიკას – ფაქტობრივად მაქსიმალურად დაუმალეს ერეკლეს ხმალი.

  • ძეგლის გახსნის დროს ირაკლი კობახიძემ თქვა: „ერეკლე მეორე პრაგმატიზმის ნამდვილი სიმბოლოა“, ასევე, „ერეკლე მეორის დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული გვაქვს ეროვნული და რელიგიური იდენტობა…“ რას აჩვენებს „ოცნების“ პრემიერის ეს გზავნილი?

ირაკლი კობახიძე ან შალვა პაპუაშვილი რომ ყოფილიყვნენ მე-18 საუკუნის ქართლ-კახეთში, ალბათ იმას იტყოდნენ, ერეკლემ კრწანისის ბრძოლა ვერ აარიდა საქართველოს და ლეგიტიმაცია გაუკეთა აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრასო.

კარგი იქნებოდა, კობახიძეს ის ეთქვა, რომ 1795 წელს, როცა აღა-მაჰმად-ხანი შემოდიოდა საქართველოში თბილისის გადასაწვავად, ერეკლე წერილს წერილზე აგზავნიდა რუსებთან: მოდიან, გთხოვთ, დროზე დაგვეხმარეთ და მოგვეშველეთო. რუსეთმა პირიქით, ამ დროს ჯარები გაიყვანა საქართველოდან – ევალებოდა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით საქართველოს დახმარება, მაგრამ, როგორც იცით, რუსეთმა მარტო შეატოვა ერეკლე მეორე აღა-მაჰმად-ხანს.

ამაზე „ოცნების“ ლიდერებისგან არანაირი კომენტარი არ მოგვისმენია და აგერ, აღა-მაჰმად-ხანის სამშობლოში – ირანში დარბიან ხოლმე გასვენებებზე და თუ საელჩოში პანაშვიდის წიგნებში ჩანაწერის გასაკეთებლად.

მეორეს მხრივ, რუსეთზე სიტყვას ვერ დააძვრევინებ. გასაგებია, რომ ისინი ეწევიან ისტორიის გაყალბებას და ინსტრუმენტალიზებას.

  • რა არ ვიცით „გეორგიევსკის ტრაქტატის“ და ერეკლე მეფის შესახებ? ყველაზე მეტად რა ჩაიკარგა ისტორიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პროცესში?

„გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით, რუსეთს ნებისმიერი საგარეო აგრესიისგან სრულად უნდა დაეცვა საქართველო. რუსეთს ევალებოდა: ჯარის ნაწილი ჰყოლოდა მუდმივად საქართველოს ტერიტორიაზე პირველადი შეკავებისთვის და შემდეგ უკვე სრული ძალებით წამოსულიყო – საგარეო აგრესიის შემთხვევაში – საქართველოს დასახმარებლად. რუსეთი საჭირო დროს არათუ დასახმარებლად არ წამოვიდა, არამედ ის ჯარი, რომელიც ევალებოდა, რომ აქ ჰყოლოდა, გაიყვანა საქართველოდან, ანუ ფაქტობრივად ხელ-ფეხი გაუხსნა აღა-მაჰმად-ხანს იმისთვის, რომ საქართველო გაენადგურებინა.

ამიტომაც, ირაკლი კობახიძე თუ „პრაგმატულ პოლიტიკაში“ გულისხმობს რუსეთთან კავშირის გაბმას, აგერ ვამბობ, რომ რუსეთს ევალებოდა საქართველოს დაცვა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის წინააღმდეგ „გეორგიევსკის ტრაქტატით“, მაგრამ რუსეთმა ეს პირობა არ შეასრულა.

ის, რომ ამ ტრაქტატმა თითქოს საქართველო რაღაცისგან დაიცვა, არაა სწორი, პირიქით, ტრაქტატის შემდეგ საქართველო აოხრდა, თბილისი გადაიბუგა, დაინგრა, დაიწვა.

  • რა გამოდის დღევანდელი და მაშინდელი გადასახედიდან, როგორი გადაწყვეტილება მიიღო რეალურად ერეკლე მეფემ?

ეს უკვე ისტორიული დებატის საკითხია. ჩვენ დღეს ერეკლეს ვაფასებთ იმ გადმოსახედიდან, რომ 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი გვაქვს გავლილი და დღეს პუტინის რუსეთის აგრესიის ქვეშ ვცხოვრობთ, როგორც ქართველები, ასევე უკრაინელები, მთელი სამეზობლო… მანამდე, მეფის რუსეთის პირობებში, 117 წელი დისკრიმინაციაში და ჩაგვრაში იყვნენ ქართველები. ეს ყველაფერი რომ გვაქვს გამოვლილი, რასაკვირველია, კითხვებს ვსვამთ „გეორგიევსკის ტრაქტატთან“ დაკავშირებით, მაგრამ იმ დროს ერეკლეს ეს ინფორმაცია – რაც მოხდა საქართველოში ბოლო 200 წელი – არ ჰქონდა.

სხვათა შორის, თვითონ ბურნაშოვი წერდა, რომ ერეკლე ისე არაფერს არ ცდილობს, როგორც საკუთარი ქვეყნის ევროპეიზაციასო.

რუსეთის იმპერია განგრძობადია, მაგრამ ერთსახოვანი არ ყოფილა ამ საუკუნეების მანძილზე: პეტრე პირველიდან მოყოლებული 1917 წლამდე, ანუ ბოლშევიკურ გადატრიალებამდე, რუსეთის იმპერია იყო მჩაგვრელი, მაგრამ იყო ევროპული ძალა. რუსეთის იმპერია ევროპულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე უფრო ჩამორჩენილი, მაგრამ ევროპული სახელმწიფო იყო. მიუხედავად ჩაგვრისა, დისკრიმინაციისა და ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლისა, ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ ის, რომ მე-19 საუკუნეში, მაგალითად, ჩვენმა თერგდალეულებმა მიიღეს ევროპული განათლება. მაშინდელი რუსული უნივერსიტეტები ევროპული უნივერსიტეტები იყო. იქ მიღებული ევროპული განათლება ჩამოიტანეს და საქართველოში ნაციონალიზმის გამოღვიძებას მოახმარეს, ხომ?!

საქართველოს მოდერნიზაცია თავისთავად სპარსულ და ოსმალურ სივრცეში ვერ მოხდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ დაურღვევია „გეორგიევსკის ტრაქტატი“ – რუსეთმა მარტო შეატოვა მეფე ერეკლე აღა-მაჰმად-ხანს, შემდეგ კი, მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, ებრძოდა ქართულ იდენტობას. უამრავი ქართველი შეეწირა თავისუფლებისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ.

  • რა გათვლებით მოქმედებდა მაშინ ერეკლე მეფე? ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდში საქართველოს რეალური საფრთხე ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიიდან ჰქონდა ლეკიანობის სახით და ცხადი იყო რუსეთის ინტერესი – შემოსულიყო კავკასიაში. 

ლეკიანობა, ანუ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსვლა, მოტაცება და დაწიოკება – ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. ყოველდღიურად აწუხებდათ ქართველებს ეს საკითხი. შეიძლება ითქვას, რომ უჭირდათ ამის მოგვარება. ამ პრობლემის აღმოფხვრას სჭირდებოდა მუდმივი ჯარი. საქართველოს ჰყავდა ლაშქარი, მაგალითად, კრწანისის ბრძოლისთვის შეიკრიბა ლაშქარი, რომელიც ბრძოლის შემდეგ უნდა დაშლილიყო, ადამიანები უნდა წასულიყვნენ თავიანთ სოფლებში და განეგრძოთ სასოფლო-სამეურნეო ცხოვრება, მაგრამ რეგულარული არმია საქართველოს არ ჰყავდა, არც ფული ჰქონდათ ამ რეგულარული არმიის შესაქმნელად. იყო მცდელობა მორიგე ჯარის გაკეთებისა, ერეკლეს შვილის – ლევან ბატონიშვილის მიერ, მაგრამ ლევანის გარდაცვალების შემდეგ ეს საქმეც ვერ მივიდა ბოლომდე.

ამიტომაც, ერეკლე ფიქრობდა, რომ რუსეთი დაიცავდა არამხოლოდ ოსმალეთისგან და ირანისგან, არამედ ჩრდილოეთ კავკასიიდანაც, მაგრამ ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ, ომარ ხანის შემოსევა იყო და კახეთის სოფლების დაწიოკებაც.

ერეკლე ძალიან იმედგაცრუებული იყო რუსებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ტოტლებენზე, რომელიც 1770 წელს შემოვიდა.

პირველად რუსული ჯარი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 1770 წელს, როდესაც რუსეთ-თურქეთის ომი მიდიოდა. აი, „ქართული ოცნება“ რომ იგონებს, მეორე ფრონტის გახსნას გვაიძულებენო, იმ დროს რუსეთის მიზანი რეალურად ეგ იყო: ერეკლეს მეორე ფრონტი გაეხსნა თურქებისთვის. ამის სანაცვლოდ ერეკლეს არაფერს არ პირდებოდნენ.

რუსების მიზანი იყო, რომ თურქების ძალების ნაწილი თავისკენ მოეზიდა ერეკლეს, ძირითადი ფრონტი კი, იყო ბალკანეთი… ამ დროს ერეკლეს ინტერესი იყო სამცხე-საათაბაგოს შემოერთება – ახალციხის საფაშო. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში და ოსმალურ ადმინისტრაციაში ეს იყო ჩილდირის ვილაიეთი, რომელიც ისტორიული საქართველოს ტერიტორიაა და ამიტომ ტოტლებენთან ერთად ერეკლე გადავიდა სამცხე-საათაბაგოში, მიადგა აწყურის ციხეს. დღეს აწყურის ციხე საქართველოს შემადგენლობაშია, რასაკვირველია, მაგრამ მაშინ ოსმალეთის იყო და წართმევა უნდოდა ოსმალებისთვის.

ერეკლე მიატოვა ტოტლებენმა. მერე ასპინძაში ოსმალების წინააღმდეგ მარტოს მოუწია ერეკლეს ბრძოლა, რომელშიც გაიმარჯვა, მაგრამ ამ ბრძოლას ფასი დაეკარგა იმის გამო, რომ ტოტლებენი წავიდა და დაიწყო ქართული ციხე-ქალაქების დაკავება ერეკლეს ზურგს უკან, ესე იგი, თავადების და მოსახლეობის დაფიცება რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე.

ტოტლებენმა საქართველოს ანექსია დაიწყო ფაქტობრივად და ერეკლეს მოუწია ასპინძის გამარჯვების ფაქტობრივად წყალში ჩაყრა, მობრუნება იმისთვის, რომ გენერალი ტოტლებენი გაენეიტრალებია, რომელიც ვითომ მის დასახმარებლად იყო გამოგზავნილი. მას პრობლემის მეტი ერეკლესთვის არაფერი შეუქმნია.

იმდროინდელი ქართლ-კახეთი ძალიან დაღლილია ოსმალობით და ყიზილბაშობით. საუკუნეები გრძელდებოდა ეს ამბავი და აი, ოღონდ მოვიდეს ვინმე და ოღონდ ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო იყოს და ბევრ რამეზე ერეკლე თვალს ხუჭავს.

რეალობაში, რუსებმა ერეკლეს, ფაქტობრივად, ცუდის მეტი არაფერი არ გაუკეთეს.

  • თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა „ოცნებას“ ისტორიის კიდევ ერთხელ მანიპულირება ერეკლე მეფეზე აქცენტირებით, რა პოლიტიკური გზავნილი შექმნეს ამით?

ეს არის ძირითადად საგარეო მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილი, ეს არის რუსეთის ფეხ-ქვეშ გაგების კიდევ ერთი მცდელობა.

ეს არის ასევე შიდა მოხმარებისთვის, ანუ ერეკლეს ავტორიტეტის დახმარებით – რომელიც ამ მეფეს ძალიან დიდი აქვს – პრორუსული ორიენტაციის რეაბილიტაცია საქართველოში.

პრორუსული ფლანგი საქართველოში 10-20%-ის ფარგლებში ყოველთვის იყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ბოლო 224 წელია რუსეთი არის მთავარი მჩაგვრელი – მთავარი საფრთხე ამ ქვეყნისთვის, საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ასიათასობით ქართველი არის დევნილი.

ამიტომაც, ამ ხალხს დააჯერო ის, რომ რუსეთი კარგია – გარდა იმ 10-20 %-ისა – შეუძლებელია. რუსეთის იმიჯის გაკეთილშობილება შეუძლებელია,

ესენი ცდილობენ დასავლეთის დისკრედიტაციას და იმის თქმას, რომ არა, რუსეთი კი არ არის მარტო ცუდი, არამედ დასავლეთიც ცუდია, შეიძლება დასავლეთი უარესია. აი, ამის გატანას ცდილობენ… სუვერენულები კი არა, გაყიდულები და რუსეთის ფეხ-ქვეშ არიან.

„ამბასადორ ბათუმის“ 25% გაასხვისეს, 50% კი დააგირავეს

„ამბასადორ ბათუმის“ 50 პროცენტის მფლობელმა, ვართან ვართანოვმა კომპანიის 25 პროცენტი სომხეთში დაფუძნებულ კომპანიას 2 მილიონ 75 000 ლარად მიჰყიდა. კომპანიის 25% პროცენტის მფლობელი გახდა შპს „ანნა სქაი“ – ეს კომპანია სომხეთში 2023 წლის აპრილში დაუფუძნებიათ.

2025 წლის ივლისში „ამბასადორის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, ელგუჯა ქებურიამ კომპანიის თავისი წილი, 50%, „საქართველოს ბანკში“ დააგირავა. მან საჯარო რეესტრს კომპანიის ამონაწერში ცვლილების შეტანა მალევე მოსთხოვა და კომპანიის თავისი წილი შვილებს – თორნიკე და გიორგი ქებურიებს გადაუნაწილა. ორივე მათგანს აქვს რუსეთის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად.

„ამბასადორი“ ის კომპანიაა, რომელიც ბათუმის ბულვარში, შესასვლელთან ახლოს, მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. მშენებლობას მოქალაქეები ეწინააღმდეგებოდნენ იმის გამო, რომ მისი მასშტაბი ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახეს არღვევს.

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა პირველად 2018 წელს მოიპოვა, პროექტი ოთხსართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.

2019 წლის დასაწყისში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღება სცადა. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი სამშენებლო ნაკვეთზე ძეგლის სტატუსის მოხსნა იქნებოდა, თუმცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსგან უარი მიიღო.

2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დაჯარიმდა პროექტის სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას, შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად, მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა.

2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. სააგენტომ მაშინ პროექტის შეცვლაზე უარი უთხრა, თუმცა 2021 წლის 21 იანვარს კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა.

საბოლოოდ შპს „ამბსადორი ბათუმმა“ ბულვარში 21 სართული ააშენა და ამ სართულზეც დააშენა. პროექტის მიხედვით, აქ ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი უნდა მოაწყოს.

2022 წლის 22 აგვისტოს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ამბასადორ ბათუმს“  ამ ეტაპზე ლაშა მელიქაძე ხელმძღვანელობს.

Georgia’s First Woman Journalist Prisoner of Conscience, Mzia Amaglobeli, Wins Forum 2000 International Award

Mzia Amaglobeli, journalist, and founding CEO of Batumelebi and Netgazeti, has been named the recipient of this year’s Forum 2000 International Award for Courage and Responsibility.

Forum 2000 is both a foundation and an annual conference held in Prague, Czech Republic.

“This year, the award will be presented to the Georgian movement of resistance to the graduated autocratization of the country and one of it´s symbols Mzia Amaglobeli, a respected journalist and director of the independent Georgian media platforms Batumelebi and Netgazeti,” reads a press release published on the Forum 2000 website.

The award ceremony will take place in Prague on October 12–14, during the Forum 2000 conference.

“Mzia Amaglobeli, whose work focuses on human rights, corruption, and social justice, has been recognized as Georgia’s first female political prisoner and prisoner of conscience,” the press release notes, drawing attention as well to her health condition:

“She suffers from a severe degenerative eye disease, and her health has deteriorated in prison. Since February 2025, she has repeatedly requested to be transferred to a specialized ophthalmological clinic. Medical examinations confirmed that the function of her right eye has declined to just 10 percent, and she can hardly see with the left.”

“Mzia Amaglobeli has long stood against authoritarianism, censorship, and political intimidation,” said Forum 2000 Executive Director Jakub Klepal.

Forum 2000 was founded in 1996 on the initiative of Czech President Václav Havel, Japanese philanthropist Yohei Sasakawa, and Nobel Peace Prize laureate Elie Wiesel.

The Forum 2000 International Award for Courage and Responsibility, established in 2021, is presented annually to individuals or institutions that have demonstrated civic courage and placed public responsibility, democracy, and the defense of human rights above personal interests.

Past laureates of the award include Rocío San Miguel, Venezuelan lawyer and human rights defender (2024); Vladimir Kara-Murza, Russian opposition politician, writer, and historian (2023); Zhang Zhan, Chinese citizen journalist and former lawyer (2022); and Carl Gershman, democracy and human rights advocate, former president of the National Endowment for Democracy (2021).

Mzia Amaglobeli has been unlawfully imprisoned for more than eight months.

მზია ამაღლობელს ჩეხეთში „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია. „ფორუმი 2000“ არის ფონდი და ამავე სახელწოდების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ჩეხეთში, პრაღაში იმართება. 

„წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ – ნათქვამია „ფორუმ 2000-ის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია 12-14 ოქტომბერს, პრაღაში კონფერენციის – „ფორუმ 2000“-ის ფარგლებში გაიმართება.

„მზია ამაღლობელი, რომლის საქმიანობაც ადამიანის უფლებებს, კორუფციასთან ბრძოლას და სოციალურ სამართლიანობას ეძღვნება, აღიარებულია, როგორც საქართველოს პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი და სინდისის პატიმარი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“ – აღნიშნულია „ფორუმ 2000“-ის პრესრელიზში, რომელიც ასევე ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:

„მას თვალის დაავადება აწუხებს და ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 2025 წლის თებერვლიდან იგი არაერთხელ მოითხოვდა სპეციალიზებულ ოფთალმოლოგიურ კლინიკაში გადაყვანას. სამედიცინო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მარჯვენა თვალის ფუნქცია მხოლოდ 10 პროცენტამდე დაეცა, ხოლო მარცხენა თვალით თითქმის ვერ ხედავს. მიუხედავად ექსპერტების რეკომენდაციებისა, იგი სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, რაც მას სიბრმავის რისკის წინაშე აყენებს“.

„მზია ამაღლობელი დიდი ხანია ებრძვის ავტორიტარიზმს, ცენზურასა და პოლიტიკურ შევიწროებას. ის გადაიქცა ერთიანობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ“ – ამბობს „ფორუმ 2000“-ის აღმასრულებელი დირექტორი იაკუბ კლეპალი.

„ფორუმი 2000“ 1996 წელს დაარსდა ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის, იაპონელი ფილანთროპის, იოჰეი სასაკავასა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის – ელი ვიზელის ერთობლივი ინიციატივით.

„ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც 2021 წელს დაწესდა, ყოველწლიურად გადაეცემა ადამიანებს ან ინსტიტუციებს, რომლებმაც გამოიჩინეს სამოქალაქო სიმამაცე და პირად ინტერესებზე მაღლა დააყენეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა.

„ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატები წინა წლებში იყვნენ: როსიო სან მიგელი, ვენესუელელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი [2024 წელი]; ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მწერალი და ისტორიკოსი [2023 წელი]; ჟანგ ჟანი, ჩინელი სამოქალაქო ჟურნალისტი და ყოფილი იურისტი [2022 წელი]; კარლ გერშმანი, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველი, „ეროვნული ფონდის დემოკრატიისათვის“ ყოფილი პრეზიდენტი [2021 წელი].

მზია ამაღლობელი 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 

ნოვოროსიისკს უკრაინული დრონები დაესხა თავს – მედია

დღეს, 24 სექტემბერს, შუადღისას, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთში, ნოვოროსიისკის ცენტრალურ რაიონებზე.

ამავე დროს, საზღვაო დრონები თავს დაესხნენ რუსეთის უდიდეს, ნოვოროსიისკის საზღვაო პორტს, სადაც, სხვა ობიექტებთან ერთად, მდებარეობს კასპიის მილსადენების კონსორციუმის ნავთობტერმინალი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ბაზა.

რუსული მედია წერს, რომ ნოვოროსიისკზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ცეცხლი გაუჩნდა ავტომანქანებს.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. „გუბერნატორმა მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და, თუ შესაძლებელია, დარჩნენ სახლში“ – წერს მედიაგამოცემა „მედუზა“.

_______________

ფოტოზე: კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალიდან.

ხალხი იძახდა, ივანიშვილის ფულს მოგცემს, ფულსო. ჯერ კიდევ 2012 წელს შემეშინდა მისი მოსვლის – ემიგრანტი

„დიახ, ევროპაში ქართველობა ვერ წამართვეს, გერმანიაში ნებისმიერ დროს შემიძლია მქონდეს ქართული დროშა მხრებზე, ასე ვიარო მთელი დღე და არავინ მაძლევს შენიშვნას ამის გამო.

რა ქართველობის წართმევაზეა ლაპარაკი? – უბედურება და ყველაზე მტკივნეულია ის, რომ ამ პროცესში ვკარგავთ ადამიანებს.

უკან რომ გავიხედავ, ვხედავ ვისთან აღარ მაქვს ურთიერთობა, ძალიან ახლობელი რომ იყო. ზოგი ნათესავია, ბავშვობის მეგობარი,ზოგთან შეიძლება ნათელ-მირონიც მაქვს. ილუზია არსებობდა, რომ შეგვეძლო ეს ხალხი გამოგვეგლიჯა მათთვის ხელიდან. პარტიულობაზე არ არის ლაპარაკი, არამედ ჩვენს სამშობლოზე, განუკითხაობაზე, საშინელ სასამართლო სისტემაზე…

ეს აღარ უნდა მომხდარიყო თავისუფალ საქართველოში“, – საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებს ემიგრანტი რუსუდან ქოროღლიშვილი.

ის გერმანიაში, საუნივერსიტეტო ქალაქ მარბურგთან ახლოს ცხოვრობს, მეუღლესთან და შვილთან ერთად. მეუღლე გერმანელია და როცა ერთად ცხოვრება დაიწყეს, გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ საქართველოში დარჩებოდნენ, თუმცა ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ფიქრობდნენ.

რუსუდანი გვიყვება, რომ გერმანიაში უფრო სწრაფად გაიხსნა მისთვის არაერთი სამსახურის კარი, ვიდრე საქართველოში.

„ამიტომაც გადავწყვიტე აქ შემეძინა ის გამოცდილება, რითაც გამოვადგებოდი ჩემს ქვეყანას. გავიდა დრო, გაიზარდა ჩემი შვილი, ახლა სტუდენტია და ბოლო ორი-სამი წელი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში დაბრუნდება და გამოადგება ქვეყანას.

ამ თემებზე როცა ვსაუბრობ, ვნერვიულობ – ჩემი შვილი, რომელიც აქ გაიზარდა, მარტო საქართველოზე ფიქრობს. ქართული ენა ჩემი შვილისთვის მე არ მისწავლებია, კარიერაზე ვიყავი გადართული, მეუღლემ ასწავლა, ერთად სწავლობდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ. ერთი წამით არ შემიწყვეტია ფიქრი საქართველოზე, არც მე და არც ჩემს გერმანელ მეუღლეს. 

რუსუდანი თარჯიმანია, მაგრამ პროფესიით მუშაობა არ უცდია: „მეუღლე  მკურნალი პედაგოგია, 40-წლიანი გამოცდილებით, ორივე სოციალური თერაპიით ვართ დაკავებული. ბოლო 10 წელია ერთ დაწესებულებაში ვართ, სადაც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

მე ვარ ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. ვაკეთებ პედაგოგიურ კონცეფციებს, როგორ განვითარდეს ვიღაც ინდივიდუალურად, ასევე, ვმუშაობ ჯგუფის განვითარებაზე“.

„გაჭირვებით მოპოვებული თავისუფლების დათმობა ვერ მოხდება“

მიუხედავად იმისა, რომ წლებია გერმანიაში ცხოვრობს, რუსუდან ქოროღლიშვილი საქართველოში ვითარებას კარგად იცნობს. ხშირად ჩამოდის. ბოლოს ის, 2024 წლის არჩევნების დროს ჩამოვიდა:

„საარჩევნოდ ვიყავი საქართველოში. ჩემი შეფასება ნამდვილად ძალიან კატეგორიულია. როდესაც გვარბევდნენ და გვცემდნენ, რაც ვნახე არის საშინელი ძალადობა ხალხზე. ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ შეიძლება უარესი გაეკეთებინათ.

ახლა ნაკლებად არბევენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გაცილებით უარესი ხდება, ვიდრე ფიზიკური ძალადობაა. ასეთი ნაბრძოლი, გაჭირვებით მოპოვებული თავისუფლების დათმობა ვერ მოხდება. ეს იქნება ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა ყოველი ჩვენგანის.

ვფიქრობ, ყველა იქ უნდა ვიბრძოდეთ, სადაც ვართ და შეგვიძლია.

ვისაც შეგვიძლია, უნდა ჩამოვიდეს, ვისაც შეგვიძლია რაღაც უნდა გავაკეთოთ აქ. ემიგრაცია აკეთებს ბევრს, მე ვიცი ადამიანები, ვინც სამსახურების შემდეგ, დილის 4 საათამდე აკეთებენ პეტიციებს, აორგანიზებენ აქციებს, ვავრცელებთ ინფორმაციას საქართველოზე“.

რუსუდანი გვიყვება, რომ საქართველოს ამბები ევროპაში ნაკლებად შუქდება, როცა აქტივობა იკლებს:

„აღარ შუქდება აქ საქართველოს ამბები თუ ჩვენ, ემიგრაციამ არ ავუტალახეთ კარები პოლიტიკოსებს, ადგილობრივებს. თუ არ მივწერეთ წერილები, არ მოვამზადეთ პეტიციები, არ მოვაწყვეთ აქციები და არ ველაპარაკეთ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს.

ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რაღაც არ გამოგვივიდა“.

„ოცნების“ ნარატივებს – „აბა ომი გინდათ?“, „ქალი ქალი არ არის“, „ევროპა ქართველობას გვართმევს“ – რუსუდანი ადამიანებზე ისეთ მიზანმიმართულ ზემოქმედებას ადარებს, როგორიც მუშაობს რუსეთში და ჩინეთში: „შეიძლება მაგ სისულელეზე გამეცინოს კიდეც, მაგრამ ძალიან მტკივა, რომ არსებობენ საქართველოში ადამიანები, ვინც ამას ისმენს და იჯერებს.

ესე იგი, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რაღაცა არ გამოგვივიდა. ეს ხომ აბსურდია. ეს განსაკუთრებით კარგად აპრობირებულია რუსეთსა და ჩინეთში. ნახევარი სიმართლე – 1917 წელს დაწერილი კგბ-ს სახელმძღვანელოთიც რომ ისარგებლონ, ესეც იმუშავებს. ცალსახად ტყუილებსაც კი აჯერებენ ადამიანებს.

მოღალატე არსებობს ნებისმიერ საზოგადოებაში, ეს არ არის მარტო ქართული სენი, როგორც იძახიან, ჩვენ ქართველები ვართ ეგეთებიო – იგივე ხდება ევროპაში. პროპაგანდამ ევროპაშიც კი იმუშავა. ჩკეტილ სტრუქტურებში სერიოზულად ურეცხავენ ტვინებს – ჯარს არ მინდა ცუდად შევეხო, მაგრამ საპოლიციო სისტემაში ძალიან ადვილად აღწევენ წარმატებას“. 

„ორიოდე წლის წინ მათ ჯერ კიდევ ეშინოდათ ხალხის“.

რუსუდანი ძალას ხალხში ხედავს და მიიჩნევს, რომ გაერთიანების და სწორი ნაბიჯების შედეგი იყო ის, რომ თავდაპირველად „ოცნებამ“ რუსული კანონი უკან გაიწვია: „ორიოდე წლის წინ მათ ჯერ კიდევ ეშინოდათ ხალხის. რუსული კანონი უკან წაიღეს, რადგან ხალხის პროტესტმა მოახდინა შთაბეჭდილება.

წინა წლებში, როგორც საზოგადოებას, ბევრი შანსი გვაქვს დაკარგული. ნაკლებად გავაკრიტიკებ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას.

სულ მგონია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დაიწყო მაშინ, როდესაც ერთი საშინელება მოხდა, ახლა შეიძლება არავის აღარ ახსოვდეს, იმდენ საშინელებას აკეთებენ, მაგრამ თუ გახსოვთ, ბერას კრიტიკის გამო ბავშვი, ახალგაზრდა ბიჭი ძალიან დაჩაგრეს. აი, მაშინ უნდა ამოგვეღო ხმა, მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დამდგარიყო, უნდა დაენახა, რომ ასე იზღუდება გამოხატვის თავისუფლება“.

„ამ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ. საკუთარი Facebook-ის გვერდი გადავამოწმე, რამე თუ დავწერე ამ ფაქტთან დაკავშირებით, რამენაირად თუ გამოვეხმაურე, დავგმე-მეთქი? – არა. რამდენი ასეთი ფაქტი გავატარეთ. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად იმისთვის, რომ შეიძლება რაღაცა შემოგვიტრიალდეს.

ეს არის ჩვენი პრობლემის ნაწილი, ჩვენ არ ვიყავით ფხიზლები ან არ ვიყავით ყოველთვის გამბედავები… სხვათა შორის, ყოველ წელს ჩამოვდივარ, ხან წელიწადში ორჯერაც – ენერგიას ვერსად ვერ ვივსებ, უნდა ჩამოვიდე საქართველოში, რომ დავფრინდები და აეროპორტის იმ ჭუჭყიან-მტვრიან ჰაერს შევისუნთქავ, უკვე ბედნიერი ვარ.

ჩემს აეროპორტს აქვს ძალიან სპეციფიკური სუნი. აი, ის სუნი მჭირდება და ვიცი, რომ უკვე სახლში ვარ. 

 „ერთადერთხელ მივეცი მიშას ხმა – 2012 წელს. იმიტომ, რომ მივხვდი, ვინ მოდიოდა“. 

მანამდე არასოდეს ამირჩევია სააკაშვილი ან „ნაციონალური მოძრაობა“ – პირველად ავირჩიე 2012 წელს, როდესაც მოდიოდა ივანიშვილი. 

ძალიან შემეშინდა ივანიშვილის მოსვლის. საშინელი ამბავი ხდებოდა მთელ ქალაქში, ხალხი დარბოდა და ფულს მოგვცემს, ფულს მოგვცემსო – იძახდნენ. ეს არ გამიგია გლეხისგან, მშრომელი ადამიანისგან, მშრომელი მაგას ვერ წამოეგო, მაგრამ ხელოვნების ელიტის ნაწილი აკეთებდა სერიოზულ პროპაგანდას – ფულს მოგვცემსო. მაშინ ამან ძალიან შემაშინა, მეგონა ბოროტ ზღაპარში მოვხვდი.

დედაჩემის მეგობარი ქალბატონი – პროფესორი, თავის დარგში ბრწყინვალე და აღიარებული, სახელს არ დავასახელებ, მითხრა – რა გინდათ, ფულს მოგვცემსო. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდება. 

ძალიან ჩაკვდა საქართველო მაგათი მოსვლის შემდეგ, ძალიან ცოტა ხანში. ყველაფერი ხდებოდა ინერციით. მე ვიძახდი, რომ ეს კაცი აგენტია და არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში-მეთქი… მას მისცა ხმა მეგობრების იმ ნაწილმა, ვისაც ამას ვეუბნებოდი“.

 „საყოველთაო გაფიცვას ვისურვებდი“

300-დღიანი პროტესტის შემდეგ რუსუდან ქოროღლიშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების გაფიცვა ახალ ძალას შემატებდა პროტესტს.

„ბუნებრივია, ყოველთვის ბევრი ადამიანი ვერ იდგება ქუჩაში. მე შეიძლება ჩემი მოსაზრება ვთქვა, ან ჩემი სურვილები, როგორ წარმომიდგენია გამარჯვება: ვისურვებდი საყოველთაო გაფიცვას, რომ არ იმუშაოს არც ერთმა რესტორანმა და არც ერთმა მაღაზიამ. საჯარო მოხელეების გაფიცვა გამიხარდებოდა ძალიან და ეს ყველაფერი 4 ოქტომბრამდე.

ვისაც რა დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს ამ თარიღის მიმართ, მაგრამ „4 ოქტომბერი“ უკვე არსებობს – ჯანმრთელობის პრობლემა რომ არ მქონოდა, აუცილებლად ჩამოვიდოდი. ზუსტად 4 ოქტომბერს ჩამოვიდოდი და ვიქნებოდი მანდ. სამწუხაროდ, არ შემიძლია. ვფიქრობ, რომ ბრძოლები ჯერ კიდევ წინ გვაქვს“.

 „ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება ძალიან მძიმე იქნება“

„ადამიანებს, ვისაც არ ეშინიათ ამის [ვიზალიბერალიზაციის გაუქმების], რეალური სურათი არ აქვთ. ყველას გვახსოვს, ვიზის მიღება იყო წვალება. რა მიზეზითაც გვიჩერდება უვიზო რეჟიმი, ეს ფაქტობრივად ტერორთან თანამონაწილეობაა – საქართველო ამყარებს კონტაქტს ირანთან, ჩინეთთან, რუსეთთან, არღვევს ხელშეკრულებებს, არ იღებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობას და პირიქით ეხმარება. ეს ხომ ფაქტებია და უცხოელი პოლიტიკოსებიც საუბრობენ.

ჩვენ ვექცევით ძალიან არასაიმედო ქვეყნების ნიშაში.

აქამდე ჩვენ ვიყავით ღარიბი ქვეყანა, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა – ხალხს ჰქონდა ვიზა, გადიოდა და მოდიოდა. ახლა ეს დამოკიდებულება აღარ იქნება. საქართველო გახდა საშიში ევროპისთვის, თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით და მისი მმართველებით, ვინც ძალიან ცუდ ხალხს ემხრობა. ადამიანები ვეღარ წავლენ და ვერ მოინახულებენ ემიგრანტ დედებს, თუ საერთოდ აინტერესებთ ემიგრანტი დედების მონახულება ან ცოლების მონახულება. ჯანმრთელობის საკითხებზე აღარ ვლაპარაკობ“. 

„ისინი არიან ხელისუფლებაში, რომ უღალატონ ჩვენს ქვეყანას“

რუსუდანი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა და უნდა გაქარწყლდეს ყველა მოსაზრება გარდა იმისა, რომ ახლა საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება:

„ისინი იმიტომ არიან ხელისუფლებაში, რომ უღალატონ ქვეყანას, შეთანხმებაა ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მე არ ვარ შეთქმულების თეორეტიკოსი, მაგრამ ევროპასაც რომ შევხედოთ, დემოკრატიის წინააღმდეგ როგორი ბრძოლებია, ეს მხოლოდ ქართველებს არ დაგვემართა. უბრალოდ, ჩვენ ცოტანი ვართ და ადვილად შეიძლება ჩვენი გაჩერება.

ბევრი რამ წყდება უკრაინაში და წყდება რუსეთის სრულფასოვანი კაპიტულაციით. აი, მაშინ შეიძლება გვეშველოს. თუმცა, გააჩნია რა პროცესები მოჰყვება ამას, ან რა იქნება მაგის წინ, როგორ წარიმართება საქართველოს ბედი. ყოველ შემთხვევაში, უბრძოლველად დანებების უფლება რომ არ გვაქვს, ეს ვიცით.

ხან ნიჰილიზმი შემოგვაწვება, ხან დეპრესია, ხან დარდი და ტკივილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და საქართველო ვერ დამარცხდება. 

მინდა, შეძლოთ და ჟურნალისტებმა გააგრძელოთ საქმიანობა. რასაც აკეთებთ ეს მნიშვნელოვანია. თავისუფალ სიტყვასთან ერთად დგას და ეცემა ყველაფერი. ან ვდგავართ, ან ვეცემით. წარმოდგენაც არ მინდა, რისი ატანა გიწევთ“.

German Ambassador Summoned to Georgia’s Foreign Ministry – TV Pirveli

Germany’s Ambassador to Georgia, Peter Fischer, was summoned to the Ministry of Foreign Affairs on Tuesday, TV Pirveli reported. The channel said it had interviewed the ambassador as he arrived at the ministry.

According to the translation published by TV Pirveli, Fischer said he intends to reject what he called “baseless and provocative” accusations voiced against him.

“I have been summoned by the Ministry of Foreign Affairs. A summons is a form of diplomatic sanction. To be honest, this is very unusual. This is the first time in the history of modern Georgia’s relations with Germany that a German ambassador has been summoned to the ministry,” Fischer told TV Pirveli.

He added that while he would listen to what ministry officials had to say, he would also “firmly reject the baseless and provocative accusations” made against the Federal Republic of Germany, himself, and other ambassadors. Fischer also said he would criticize the Georgian government’s current course, arguing that it contradicts the country’s stated goal of joining the European Union.

Netgazeti contacted the Ministry of Foreign Affairs for comment. Officials said a statement would be released later.

რა მისამართებზე აცრიან აჭარაში ცოფზე ძაღლებსა და კატებს უფასოდ 26 სექტემბერს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების, ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გამართავს.

ბათუმსა და მთელ აჭარაში უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, პარასკევს, 11:00-დან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:

  • ბათუმი – 6 მაისის პარკი – ტბის მიმდებარე ტერიტორია; კოლონადები სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან;
  • ხულო – სტალინის ქ. №2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
  • შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
  • ქედა – 26 მაისის ქ.№ 2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
  • ხელვაჩაური – დიდაჭარის №23 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
  • ქობულეთი – თავისუფლების №19.

უფასო ვაქცინაცია ცოფზე ჩატარდება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. მისამართების სია რეგიონების მიხედვით შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ.

ცოფთან ბრძოლის დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო ამ დღის აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით.

ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.

კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება, ამიტომ შინაური ცხოველების ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია.

Unprecedented Turbidity Threatens the Black Sea and Adjara’s River Ecosystems

On September 20–21, the Black Sea coastline of Adjara experienced an unprecedented surge in water turbidity, signaling a severe ecological crisis. According to marine biologist and ecologist Archil Guchmanidze, measurements taken with specialized instruments showed turbidity levels of 2,650 NTU — a level never before recorded in the Black Sea. For context, anything above 50 NTU is already lethal for many marine organisms.

“This is catastrophic,” Guchmanidze explains. “Our rivers no longer fulfill their natural role. Reckless sand and gravel extraction occurs everywhere, in any quantity, and rivers now flow where they shouldn’t, washing away shores they should not touch. Deltas, estuaries, and lower river reaches have lost their marsh forests and accumulation zones. Without these natural barriers, sediments flow directly into the sea, and the Black Sea distributes them back onto our beaches.”

Guchmanidze emphasizes that this is not just about muddy water: “This turbidity is not simply a change in water color. It represents a massive negative impact on the coastal ecosystem. Filter feeders, mollusks, benthic organisms, and crustaceans are extremely vulnerable because they cannot survive in such an environment. Some of them have likely already died. And no one is measuring or monitoring this.”

The biologist warns of the long-term consequences: “If this continues, we will kill the rivers, we will kill the sea, no one will bathe in the mud, tourism will disappear, and then what is the point of all this construction? Economic interests cannot come at the expense of ecological collapse.”

Archil Guchmanidze

According to Guchmanidze, the problem starts upstream: “All of this begins in the rivers. What is washed up on the shore is not marine sediment; it’s riverine material brought into the sea. Our rivers are being stripped bare. Sand and gravel are taken recklessly, without thought for environmental consequences. The natural sediment barriers between river water and the seabed are gone, and the rivers are now eroding soil and substrate that should remain intact.”

The lack of governance exacerbates the crisis: “No government agency is studying this, no one is interested. There are no ichthyological, hydrological, or hydrogeological assessments. We are not evaluating the impact of this on the river ecosystem or the sea. Meanwhile, construction continues because tourism drives demand for sand and gravel. But if we do not stop, this will destroy both the rivers and the sea, and tourism itself will vanish.”

Guchmanidze also criticizes attempts to downplay the issue: “Tomorrow, some will claim that the sea is in perfect condition, that all parameters are normal, that it’s cleaner than ever. However, the truth is that no city in western Georgia has a functioning sewage treatment plant. Most of Batumi isn’t even sewered. Wastewater flows directly into the sea without treatment. This is a classic example of prioritizing economic interests over environmental responsibility.”

He adds a sobering perspective: “We must find a balance between economic development and ecology. If we fail, improper development will destroy ecosystems, and a dead ecosystem will, in turn, halt economic growth. What we saw yesterday is a textbook example of that balance being violated. This is not an abstract issue — it’s happening now, with devastating consequences.”


Batumi coastline on September 20–21 during the peak of the Black Sea turbidity event

On September 22, Batumelebi contacted the Adjara Environmental Protection Department for comment. The press office initially promised information but did not respond to phone calls or messages on September 22 or 23. To date, neither the Adjara Environmental Protection Department nor the region’s authorities has issued any statement regarding the sea’s turbidity.

 

ზელენსკი: „პუტინს ახალ ტერიტორიებზე თავდასხმა სურს. ის ნატოს სიგნალს უგზავნის“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, პუტინს სურს ბრძოლის გაგრძელება, ახალ ტერიტორიებზე თავდასხმა და ამისთვის მას არ სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი შეჭრა ევროპის საჰაერო სივრცეში ამ განზრახვას ადასტურებს.

„მე მივიჩნევ, რომ პუტინს სხვა ტერიტორიებზე გაფართოება სურს.

ერთი წლის წინ ვუთხარი ჩემს კოლეგებს: ნუ დაელოდებით, სანამ ის უკრაინაში ომს დაასრულებს, რომ სხვაგან გააგრძელოს. მას შეუძლია სხვაგან დაიწყოს უკრაინაში ომის დასრულების გარეშე, რადგან მან იცის, რომ თავისი სამხედრო მანქანისთვის სჭირდება თავისი ქარხნები, ბიზნესმენების ახლო წრე, რომლებსაც ფული აქვთ, დიდი ფული სამხედრო სექტორში. მას სურს აჩვენოს, რომ ამის გაგრძელება შესაძლებელია“.

ზელენსკიმ დასძინა, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც პუტინი კიევთან ნებისმიერ სამშვიდობო შეხვედრას ან მოლაპარაკებებს აჭიანურებს.

„მას (პუტინს) ასეთი შეხვედრის ეშინია, მას ჩემი არ ეშინია, შეხვედრის ეშინია, რადგან იქ რაღაც შედეგის მიღწევა სჭირდება. მაგრამ დღეს მისი სურვილი ომის გაგრძელებაა. რა თქმა უნდა, მან ეს პრეზიდენტ ტრამპს უთხრა და ვფიქრობ, ზოგჯერ, როდესაც ისინი საუბრობენ – რუსული და ამერიკული გუნდები – ისინიც ამბობენ, რომ მშვიდობა სურთ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

რას აკეთებს დღეს პუტინი? ის ნატოს სიგნალს უგზავნის. მას სურს ნახოს, როგორ შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების დაცვა და გრძნობს, რომ მათ არ შეუძლიათ.

…ეს გასაგებია – ისინი (ნატოს სამხედრო ძალები) პროფესიონალები არიან, მაგრამ ომში არ არიან. და რუსეთი ამ ომში 10 წელზე მეტია იმყოფება“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პუტინზე საკმარისი ზეწოლა არ მოახდინა, რადგან ცდილობდა დაეტოვებინა პუტინთან მოლაპარაკებების დიპლომატიური გზა.

„ზეწოლა არ მოახდინა, რადგან გულწრფელად სურდა მოლაპარაკება. გულწრფელად სურდა შეხვედრა – ჩვენ შორის სამმხრივი შეხვედრა. მაგრამ პუტინმა, როგორც ყოველთვის, მე მჯერა, რომ სიტუაცია გამოიყენა. მან ფოტო გადაიღო ტრამპთან. მან ეს თავის აუდიტორიას – რუსულ საზოგადოებას – მიჰყიდა: „ნახეთ, მე აშშ-სთან ვარ და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ“, – თქვა ზელენსკიმ.

საია: 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად ვერ დავაკვირდებით არჩევნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ორგანიზაციის 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება.

„2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.

ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.

საია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 104 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 201 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 285 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 33 095 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 496 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 218 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 426 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 345 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 62 820 ერთეული [+334]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 747 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 62 616 ერთეული [+130]
  • სპეცტექნიკა – 3 973 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 85 822 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 208 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 816 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 42 374 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინას, EU-ს მხარდაჭერით, შეუძლია იბრძოლოს და დაიბრუნოს ქვეყანა ომამდელ საზღვრებში – ტრამპი

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ისტორიაში პირველად გაანადგურეს ორი რუსული ამფიბიური თვითმფრინავი

50 ქვეყანა ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსული გამანდგურებლის შეჭრაზე განცხადებას ავრცელებს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მასწავლებლის ხელფასი ესტონეთში 1900 ევროა“ – ემიგრანტი ქალი

თამარა სეხნიაშვილი-ლენგი 11 წელია ევროპაში, კერძოდ ესტონეთში ცხოვრობს.

თავიდან ესტონეთში გაცვლითი პროგრამით ჩავიდა როგორც მასწავლებელი, ახლა კი სტარტაპერია და მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც დაეხმარება კომპანიებს, ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ, აქვთ თუ არა თანამშრომლებს სამსახურებრივი გადაწვა და დაეხმაროს მათ ამ პრობლემის დაძლევაში.

თამარას „ბათუმელები“ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ესტონეთში 2015 წელს ჩამოვედი და ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელმაც ცვლილება მოახდინა ჩემში. გავიზარდე პიროვნულადაც და პირველად რაც დავინახე, იყო ის, რომ როცა გზას ვკვეთდი, მაგალითად, მანქანები ხუთი მეტრის მოშორებით გაჩერდნენ, რომ რამე ზიანი არ მომსვლოდა. საქართველოში ეს წარმოუდგენელია.

21 წლის ადამიანმა ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ ვიყავი დაცული, როგორც ადამიანი, როგორც ინდივიდი.

მქონდა ფასი, რადგან არ დამჭირდა ვინმეს მფარველობა წარმატების მისაღწევად.

საქართველოშიც მქონდა სამსახური, ბინა და შემეძლო დავრჩენილიყავი ჩემს ქვეყანაში, მაგრამ არ მქონდა წინსვლის შესაძლებლობა, არ მქონდა დაცულობის შეგრძნება.

აუცილებლად ვიღაცის შვილი, ან ვიღაცის მფარველობის ქვეშ უნდა ვყოფილიყავი, რომ რაღაც წარმატებისთვის მიმეღწია. სხვა ევროპულ ქვეყნებში არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ესტონეთში მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გამოცდილებას, უმაღლეს განათლებას, არ მინახავს აქ ვინმე მხოლოდ იმიტომ დაენიშნოთ სადმე, რომ ვიღაცის ბიძაშვილია.

ყველაფერი მოწმდება ხარისხიანად, ყველაფერი კეთდება ხარისხიანად და თუ სადმე რაღაც არის დარღვეული, არსებობს რეალური მექანიზმები, რომ ადამიანმა თავისი სიმართლე დაამტკიცოს და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის“, – ამბობს თამარა სეხნიაშვილი-ლენგი.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა ნახონ და გაიგონ მეტი, ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობები, როგორც პროფესიაში, ასევე სხვა სფეროებში.

„ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ უბრალოდ საზღვრის გადაკვეთა, ტურიზმი და ასე შემდეგ. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა ნახოს, როგორ ცხოვრობენ სხვები, რა უფლებებით სარგებლობენ, რა შესაძლებლობები არსებობს სხვა ქვეყნებში და მოითხოვოს იგივე თავის ქვეყანაში.

როცა ჩამოვდივარ საქართველოში, ბოლო პერიოდში ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ იბრძვის არსებობისთვის. ევროპაში კი ასე არ არის. საქართველოში ყველაფერი გაძვირებულია.

აქ პენსიონერი 600-700 ევროს იღებს, საქართველოში კი სადღაც 100 ევრო გამოდის პენსია, რაც ძალიან ცოტაა.

აქ, ტალინის მცხოვრებებისთვის მგზავრობა უფასოა. ქალები დეკრეტული შვებულებით წელიწად-ნახევარი სარგებლობენ ისე, რომ ხელფასის 80% ერიცხებათ. ადამიანები იღებენ უმუშევრობის დახმარებასაც, რაც ხელფასის 60%-ია. თუ ადამიანი ცუდად გრძნობ თავს და ვერ ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, 6 თვის განმავლობაში შეუძლია აიღოს ბიულეტენი და მიიღოს ხელფასის 70%. ანუ, ადამიანს სახელმწიფო არ ტოვებს მარტო“, – ამბობს თამარა.

მისი თქმით, ესტონეთის სახელმწიფო, საქართველოსგან განსხვავებით, სოციალური დახმარების გამო მოქალაქეზე პოლიტიკურ ზეწოლას არ ახორციელებს.

„ამის გამო ვერავინ დაავალდებულებს მოქალაქეს, რომ ხმა მისცენ, მაგალითად, მმართველ პარტიას. მე არასდროს მიგრძვნია მსგავსი რამ. ოჯახის წევრებიც კი არ საუბრობენ ამაზე. ყველას თავისი აზრი აქვს, ყველა ერთმანეთის აზრს პატივს სცემს და იღებს.

თავიდან, როცა აქ ჩამოვედი, მასწავლებლად ვმუშაობდი. ვიცი, როგორი პოლიტიკური წნეხის ქვეშ არიან საქართველოში მასწავლებლები, ესტონეთში კი მსგავს რამეს ვერ შენიშნავთ.

სკოლა ავტონომიურია და თავისუფალია პარტიული ინტერესებისგან.

მასწავლებლის ხელფასი 1900 ევროა და ხელზე 1600 ევრო გამოდის, თუმცა ეს თანხაც საკმარისია იმისთვის, რომ ოჯახი შეინახო. ხელფასი სწვდება საჭიროებებს.

ჯანდაცვა უფასოა იმ გაგებით, რომ მოქალაქეების გადასახადები ამ სფეროსაც ხმარდება.

მე შემიძლია ჩემი ოჯახის ექიმს დავურეკო, წავიდე, ნებისმიერი სახის ანალიზები ავიღო და ეს ყველაფერი უკვე გადახდილია ჩემი გადასახადებიდან“, – ამბობს თამარა სეხნიაშვილი.

მისი თქმით, ევროპისგან საქართველოს დაშორება და მარტო დარჩენა აგრესორ რუსეთთან ნამდვილად ტრაგედია იქნება.

„ეს ძალიან ტრაგიკული იქნება. დამიჯერეთ, ემიგრანტებისთვისაც ძალიან მტკივნეულია ეს საკითხი, იმიტომ, რომ გვინდა ჩვენს ქვეყანასთან და შორიდან განვიცდით იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება დღეს.

ესტონეთიც ძალიან დიდი ხანი იყო რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ და ეს ერი მომწონს იმიტომ, რომ არ ავიწყდებათ, რომ რუსეთთან არ შეიძლება არანაირი ურთიერთობა. ეს ისტორიული მეხსიერება აქვთ. ჩვენ რატომ გვავიწყდება ეს?

ესტონეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არასდროს მიბრუნდეს რუსეთისკენ და აღარ მოექცეს მათი ჩაგვრის ქვეშ.

ფინეთი ყოველდღე აძლიერებს საზღვარს რუსეთთან. 19 სექტემბერს სამი ბომბდამშენი შემოვიდა ესტონეთის საზღვრებში და ყველამ ვნახეთ, როგორ დადგა ფეხზე მთელი ევროპა“ – ამბობს თამარა სეხნიაშვილი-ლენგი.

საქართველოში კი, მისი აზრით, „ოცნების“ მთავრობა და ივანიშვილი ხალხს ისე ექცევა, როგორც „სეთური „დათა თუთაშხიაში“.

„საზღვრების ჩაკეტვა სურთ, რომ ადამიანებმა ვერ მიიღონ უკეთესი შესაძლებლობები. საბჭოთა კავშირის დროს სხვა რამე კი არ ხდებოდა, არ უნდოდათ ენახათ, როგორ კარგად ცხოვრობდნენ ადამიანები დასავლეთში.

თუმცა თავიანთი შვილებისთვის არ უნდათ ჩაკეტილი საზღვრები. სხვებისთვის უნდათ. თავიანთი თავისთვის უნდათ საუკეთესო, სახელმწიფო ინტერესი კი მთლიანად უგულებელყოფილია. კრიმინალური მეთოდებით მართავენ ქვეყანას და ხალხი ისეთ დონეზეა მიყვანილი, დაავიწყდეთ ყველა სხვა მიზანი იმის გარდა, „დღეს რა ვჭამოთ“.

მე, მაგალითად, ვერ ვისწავლიდი მაგისტრატურაზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ არ ჰქონოდა სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის 100%-იანი დაფინანსება და სტიპენდია. ეს პროგრამა არსებობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ბევრ ახალგაზრდას განვითარების საშუალება მისცა. ამიტომ, არ შეიძლება ევროპული კარი დაიხუროს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ხალხისთვის.

მჯერა იმ ბრძოლის, რაც დღეს მიმდინარეობს საქართველოში. არასდროს უნდა მივცეთ იმედს სიკვდილის საშუალება. სხვა არაფერი დაგვრჩენია ბრძოლის გარდა, რადგან ჩვენი ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ.

ამას წინათ ფოთის თეატრი იყო ჩამოსული. ძალიან სერიოზული სპექტაკლი ჩამოიტანეს აფხაზეთის ომის თემატიკაზე. ვთარგმნიდი სპექტაკლს, ყველანაირად ვცდილობ, მეტი ინფორმაცია მივაწოდო ადამიანებს, რომ საქართველო ამ ბრძოლაში არ იყოს მიტოვებული“, – ამბობს თამარა სეხნიაშვილი-ლენგი.

საქონელს მთაში ახალი ვირუსი გაუჩნდა: „ჩლიქები ულპება, ვერ დადიან, არავინ გვეხმარება“

„ერთი პირუტყვი უკვე დავმარხე, სხვებს – ჩემი ძალებით ვმკურნალობ… ყველა თავისი ძალით ცდილობს, გადაარჩინოს პირუტყვი, იმიტომ, რომ არავინაა მომხმარე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოში, სოფელ ქედლებში მცხოვრებმა ბეგლარ შანთაძემ. მისი საქონელიც ჯერ კიდევ გაურკვეველი და მასობრივად გავრცელებული ვირუსით დაავადდა.

უკვე მეორე თვეა აჭარის მთაში პირუტყვი ავადდება. არალეგიტიმური მთავრობა მესაქონლეებს არათუ არ ეხმარება – განმარტებასაც კი არ აკეთებს.

მესაქონლეები ჰყვებიან, რომ ვეტერინარებმაც არ იციან, ამ დაავადებას კონკრეტულად რა მედიკამენტი შველის, მაგრამ მინიმუმ ერთი ძროხის მკურნალობა საშუალოდ 250 ლარი ჯდება.

ვეტერინარების თქმით, დაავადებული საქონლის დიდი ნაწილი გამოკეთდა, თუმცა არის ახალი შემთხვევები, ასევე არსებობს ხელახლა დაავადების პრაქტიკა.

რამდენიმე ვეტერინარი ხულოდან „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის მთებში ჯერ კიდევ დაუდგენელი ვირუსი მასობრივად არის გავრცელებული უკვე ცნობილ „თურქულთან“ ერთად, რასაც „მკურნალობენ შეძლებისდაგვარად“ – როგორც ეს ერთ-ერთმა ვეტერინარმა გვითხრა.

„საქონელს ჩლიქები ულპება, ძვრება, უჭირთ ენის მოძრაობა, პირს ვერ აღებენ, შიათ, ძუძუზე აქვთ გამონაყარი,“ – გვიყვება ნათია აბულაძე. ის ჯერ კიდევ იალაღზეა, ალმეს მთაზე. რამდენიმე დღის წინ აქ თოვდა კიდეც. ნათია ამბობს, რომ პრობლემაა საქონლის ტრანსპორტირება და ის, რომ იალაღებზე საერთოდ არ ჰყავთ ვეტერინარი.

მესაქონლეები იალაღებიდან თუ ბარიდან გვიხსნიან, რომ საქონელი წინა წლებშიც ავადდებოდა ზაფხულობით, მაგრამ ასე რთულად არა, როგორც წელს. მემთეურების თქმით, ამ დროს ძროხა ნაკლებად იწველება, ან რასაც წველიან, ღვრიან, რადგან დაავადებული ძროხის რძე საკვებად უვარგისია.

საქონელს მთაში ახალი ვირუსი გაუჩნდა: „ჩლიქები ულპება, ვერ დადიან, არავინ გვეხმარება“

სახელმწიფოს არც ამ ნაწილში აუღია პასუხისმგებლობა – როგორც რძის პროდუქტების უსაფრთხოების, ისე ზიანის ანაზღაურების კუთხით.

რა კეთდება იმისთვის, რომ მესაქონლეობა გადარჩეს, რატომ არ ეხმარება მთავრობა მესაქონლეებს და რამდენად უსაფრთხოა ამ დროს რძის პროდუქტები? – კითხვებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. უწყების პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხეს.

„ვეტერინარი კი გვყავს, მაგრამ ერთი ვეტერინარი როგორ დაეხმარება ამდენს? ვეტერინარს კიდევ ცალკე თანხა უნდა გადაუხადო,“ – გვესაუბრება ბეგლარ შანთაძე. მესაქონლე ხულოდან.

„ამიტომაც, ვეტაფთიაქში ჩავედი და რაც მირჩიეს, ყველაფერი წამოვიღე, იქნებ მეშველოს-მეთქი. დაახლოებით 250 ლარი ღირს ერთი დაავადებული პირუტყვის ერთჯერადად მკურნალობა.

წინა წლებშიც ავადდებოდა პირუტყვი, მაგრამ რაღაც გამონაყარი თუ ექნებოდა ძროხას, მარგანცოვკიანი წყლით დავუმუშავებდით და ეს იყო. ახლა ყველგან აქვს: ძუძუზე, მუცელზე, ფეხზე, ცხვირზე, ენაზე…

რომ დამეღუპა საქონელი, დავრეკე და მითხრეს, ანაზღაურება მხოლოდ მაშინ გერგება, თუ ჯილეხით მოკვდაო. მე რა ვიცი, რით მოკვდა-მეთქი. სულ ეს იყო. არავინ არ მოსულა, არაფერი არ შეუმოწმებიათ. ამოვთხარე მიწა და დავმარხე, რა მექნა?

ფაქტობრივად გამოიყვანა ამ დაავადებამ წყობიდან საქონელი. ჩემი აზრით, იმის პრობლემა არაა, რომ ვინმემ ის იკადროს და დაავადებული საქონლის რძის პროდუქტი დაამზადოს. ყველამ იცის, რომ ეს საშიშია. ვინ იკადრებს ამას?“ – გვითხრა ბეგლარ შანთაძემ.

„შეძლებისდაგვარად“ – ამ სიტყვას რამდენჯერმე ახსენებს ვეტერინარი ნუგზარ ქედელიძე, რომელიც ხულოს სოფელ ქედლებში ცხოვრობს, თუმცა ის ვეტერინარად უკვე აღარ მუშაობს:

„ეს არის დაავადება „თურქული“, რომელსაც დაემატა რაღაც ვირუსი, მაგრამ ეს სპეციალისტებმა უნდა განიხილონ, რა არის და როგორ ვებრძოლოთ.

იალაღებიდან დაახლოებით 70 % უკვე დაბრუნდა სოფელში და ეს დაავადებაც ჩამოჰყვა სოფლად: ზოგი წამლებს იყენებს, ზოგი – დეზინფექციას. შეძლებისდაგვარად მუშაობენ ვეტერინარები,“ – უთხრა ნუგზარ ქედელიძემ „ბათუმელებს“.

„ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, ეს არაა „თურქული“, შტამია რაღაც ახალი, მეც არ ვიცი კარგად, ადრეც იყო დაავადებები, მაგრამ წელს ცოტა ნამეტანი არის,“ – ამბობს ხულოს მკვიდრი და მოქმედი ვეტერინარი, თენგიზ ირემაძე. ის ირწმუნება, რომ დაავადება უკვე მილევის ეტაპზე გადადის.

თენგიზ ირემაძე განმარტავს, რომ „ვაქცინა გეგმიური ყველაფერი ჩატარებულია“, თუმცა ყველაფერზე აცრა არ ტარდება, ამიტომაც, მესაქონლეს ინდივიდუალურად, სიმპტომების მიხედვით ურჩევს, რომელი მედიკამენტია საჭირო.

„რძის პროდუქტები საშიში არ არის – ეს გამორიცხულია, რადგან ამ დროს საქონელი ფიზიკურად არც იწველება.

დახოცვა ამის გამო არ დაფიქსირებულა. როგორც ჯანმრთელი ადამიანი, ისე საქონელიც ეცემა ზოგჯერ. მითხრეს, ამას წინათ ამ დაავადების გამო დაიღუპა საქონელიო და აღმოჩნდა, რომ ვაშლის გამო დაიღუპა.

რაც შეეხება ხორცს – სასაკლაოზე ხორცის ხარისხს ამოწმებს ექიმი-ვეტერინარი, რძის საწარმოებში ასევე რძე მოწმდება ლაბორატორიულად,“ – გვითხრა თენგიზ ირემაძემ.

„ბათუმელები“ კომპანია „ცეზარის“ დამფუძნებელს, ცეზარ კახაძეს დაუკავშირდა. ეს კომპანია ხულოში რძის პროდუქტებს იბარებს.

„ჩვენთან კვლევები მუდმივად ტარდება ლაბორატორიულად. ამ პრობლემის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცით, მაგრამ რეაგირება მოხდა მალევე და შესაბამისი მკურნალობა ჩატარდა. მალევე აღმოიფხვრა პრობლემა, არ გვიწევს რძის დაბრუნება,“ – გვითხრა ცეზარ კახაძემ.

რას აკეთებს ამ დროს ადგილობრივი მთავრობა?

ხულოს საკრებულოს წევრს ენმ-დან – მარად შავაძესაც ჰყავს საქონელი. იგი სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს.

„პირველ რიგში, გასარკვევია, ეს აცრები რამდენად კვალიფციურად ტარდება, ეს უნდა აკონტროლოს შესაბამისმა სამსახურმა.

მე, მაგალითად, საერთოდ არ ვიყენებდი რძეს იმ დროს, როცა საქონელი დაავადებული იყო – ვღვრიდით. ახლა ვიყენებთ უკვე რძეს, როცა პირუტყვი მომჯობინდა.

მე თვითონ ვნახე წამალი და სპეციალისტიც – სხვებმაც ინდივიდუალურად იმოქმედეს, რადგან სხვა გამოსავალი არაა. უნდა იმუშაონ შესაბამისმა სამსახურებმა, აკონტროლონ უსაფრთხოებაც, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მუშაობს.

პრობლემა ისიცაა, რომ პირუტყვისთვის საჭირო წამალიც გაძვირდა – მანამდე თუ ერთი თავი წამალი 20-30 ლარი ღირდა, ახლა ეს ფასი გაორმაგებულია, პერიოდულად არცაა წამალი და ჯავახეთიდან გადმოვიტანე,“ – დასძინა მარად შავაძემ.

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის ზედამხედველობით ჯერ არავინ დაინტერესდა – $13,9 მლნ მომსახურებისთვის

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საერთაშორისო ტენდერი აქვს გამოცხადებული.

დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებები აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის მეშვეობით 2025 წლის 23 სექტემბრამდე უნდა წარედგინათ, თუმცა ეს ვადა დეპარტამენტმა 2025 წლის 7 ოქტომბრამდე გადაწია. 23 სექტემბრის მდგომარეობით, შეთავაზებაზე დაინტერესება ჯერ არავის გამოუხატავს.

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზის მშენებლობის ზედამხედველობისთვის, დღევანდელი გათვლებით, მაქსიმუმ 13,9 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.

ამ თემაზე: ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერია გამოცხადებული

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი საავტომობილო გზის პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა“ – მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტი ასევე გვწერს, რომ ახალი გზის „სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდში“. პროექტის სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ „მოკლებული არიან შესაძლებლობას“ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარია გათვლილი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან დაიხარჯება 185 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის თანხა, ანუ სესხი იქნება – 435 მილიონი ლარი. დონორი ამ შემთხვევაში, როგორც ოფიციალურადაა გაცხადებული, აზიის განვითარების ბანკი [ADB] იქნება.

ვრცლად ამ თემაზე:

კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

 

მთავარი ფოტო: რენდერი: ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა სარფში, ზღვის სანაპიროსთან / ფოტო პროექტიდან

 

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ნომინანტია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც 8 თვეა უკანონო პატიმარია, სახაროვის პრემიის ნომინანტებს შორის დაასახელეს დღეს, 23 სექტემბერს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე.

სახაროვის პრემიაზე მზია ამაღლობელი 66-მა ევროპარლამენტარმა წარადგინა.

წელს სახაროვის პრემიის ფინალისტები არიან:

  • მზია ამაღლობელი, საქართველო
  • ბუდაპეშტის პრაიდი, უნგრეთი
  • კონფლიქტის ზონებში მოღვაწე ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები [პალესტინის პრესის ასოციაცია, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება (PRCS) და გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო (UNRWA), პალესტინა
  • ჟურნალისტები პალესტინაში, პალესტინა
  • ჩარლი კირკი, ამერიკის შეერთებული შტატები
  • ანდჟეი პოცობუტი, ბელარუსი
  • ბუალემ სანსალი, ალჟირი
  • სერბი სტუდენტები, სერბეთი

16 ოქტომბერს ცნობილი გახდება სახაროვის პრემიის სამი ფინალისტის ვინაობა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაირკვევა, ვის გადაეცემა წელს პრემია.

რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პრემია ყოველწლიურად გადაეცემა იმ პირს ან ჯგუფს, ვინც საკუთარი საქმიანობა მიუძღვნა ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების დაცვას.

პრემია ევროპარლამენტის მიერ ყოველწლიურად გაიცემა 1988 წლიდან. ეს არის უმაღლესი ევროპული ჯილდო ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებისა და მუშაობისთვის.

ყოველწლიურად, სექტემბერში, ევროპარლამენტარები და პოლიტიკური ჯგუფები სახაროვის პრემიის კანდიდატებს წარადგენენ. თითოეულ კანდიდატს მინიმუმ 40 ევროპარლამენტარის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს და თითოეულ ევროპარლამენტარს მხოლოდ ერთი კანდიდატის მხარდაჭერა შეუძლია.

სახაროვის პრემიის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ: ნელსონ მანდელა [1993], მალალა იუსაფზაი [2014], ორგანიზაცია „მემორიალი“ [2008], არაბული გაზაფხულის აქტივისტები [2011], ალექსეი ნავალნი [2021], ირანული მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე თავისუფლება“ და ჰამსა ამინი [2023] და ა.შ.

Exit mobile version