მთავარი,სიახლეები

დღეს სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

18.11.2025
დღეს სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო საჩივარი აქვს შეტანილი პროკურატურასაც და მზია ამაღლობელსათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვს.

სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა უკანონო პატიმარია. მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოეპყრნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: