უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 163 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 357 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 23 600 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 34 550 ერთეული [+20]
MLRS – 1 546 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 247 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 82 620 ერთეული [+150]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 768 ერთეული [+65]
სპეცტექნიკა – 4 002 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
97 638 უპილოტო საფრენი აპარატი
637 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 156 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 618 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 452 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 253 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„თუ აქამდე შეიძლებოდა, მთელი ზაფხული შეიძლებოდა, საარჩევნოდაც შეიძლებოდა, ახლა აღარ შეიძლება?” – სვამს კითხვას 63 წლის გარემოვაჭრე ნუნუ ბერიძე ბათუმიდან.
ის 14 წელია ბათუმში, ბონის ბაზრის წინ, ლიანდაგებთან ვაჭრობს.
18 ნოემბერს ნუნუსთან და სხვა გარემოვაჭრეებთან ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ და გააფრთხილეს.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა თქმით, გარევაჭრობა „ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს“.
არც ნუნუ ბერიძე და არც სხვა მოვაჭრეები არ აპირებენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნებს დაემორჩილონ.
„4 შვილიშვილი მყავს, ცხოვრება ძალიან მიჭირს, მეუღლე არ მყავს და ბავშვები მყავს მოსავლელი.
სიმსივნიანი ქალი რომ 18 ქიმიას გაიკეთებს და მერე აქ დაჯდება, ამ ორპირში, ხომ ხვდებით როგორ დღეში ვარ…
სად ვიმუშაო? დამლაგებლად მუშაობა არ შემიძლია, მომვლელად მუშაობა არ შემიძლია. 20-30 ლარი შეიძლება იშოვო აქ დღეში და საღამოს სახლში ბოსტნეული მიგაქვს იაფად,“ – გვიხსნის თავის მდგომარეობას ნუნუ ბერიძე.
ნუნუ ბერიძე, გარემოვაჭრე
მოვაჭრეები ამბობენ, რომ არც მათ არ მოსწონთ მზეში, წვიმასა და ქარში ქუჩაში დგომა და ვაჭრობა, მაგრამ შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ აქვთ. შესაბამისად, არც არჩევანი აქვთ.
84 წლის ლამარა, რომელიც გვთხოვს, რომ სტატიაში მისი გვარი არ დავწეროთ, გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
„ერთი მოვიდეს მერიიდან ვინმე და მითხრას, რომ არ უნდა ვივაჭრო. ვის რას ვუშავებ? ქედიდან ჩამოვდივარ ათ დღეში ერთხელ, ჩემი ოჯახის პროდუქტი ჩამომაქვს და ვყიდი. პენსია მაქვს, მაგრამ 6 სული მყავს სახლში და არ გვყოფნის. ბანკის ვალი მაქვს და ბავშვებს ვაძლევ პენსიის ფულს, რომ შეიტანონ ბანკში.
მე ვარ 1941 წელს დაბადებული. 41 ვარ. „ოცნებას“ ვუჭერ მხარს და ახლა მაგათ აქედან უნდა ამაგდონ?“ – სვამს კითხვას ის.
გარევაჭრობა ბონის ბაზრის წინ. აქ მერიამ მოვაჭრეები გააფრთხილა და უთხრა, რომ აღარ უნდა ივაჭრონ
ლამარას გვერდით მოვაჭრე ქალსაც არ სურს მისი სახელი და გვარი სტატიაში მოხვდეს, თუმცა გვეუბნება, რომ თუკი მერია რეალურ ალტერნატიულ ფართობს გამოუყოფს სავაჭროდ, თანახმაა გადავიდეს.
„ოღონდ ეგ ადგილი ისეთი უნდა იყოს, რომ ხალხი მოძრაობდეს. ბაზარშიც შევიდოდი, ადგილები რომ იყოს, მაგრამ არ არის. გარევაჭრობის უფლებას თუ არ მოგვცემენ, აბა რა ვქნათ? ხომ ხედავთ, ბოსტნეულით ვვაჭრობ, არაფერზე ვაწუხებ სახელმწიფოს, ჩემით ვირჩენ თავს. თუ ამ შემოსავლის წყაროს გადაგვიკეტავენ, მაშინ რას გვთავაზობენ?“ – გვეკითხება ის.
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გააფრთხილა „ბათუმი პლაზას“ მიმდებარედ მყოფი გარემოვაჭრეებიც. ასევე, მერია წერეთლის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილის მხარეს მყოფ მოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლებას აღარ აძლევს, შენობების კედლის მხარეს მყოფი გარემოვაჭრეები კი მაქსიმალურად შეავიწროვა.
გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე
ნათელა აბაშიძე 20 წელია წერეთლისა და აკაკი ბერიძის ქუჩის კუთხეში ვაჭრობს. 72 წლის ქალი ამბობს, რომ პენსია მას და მის შვილიშვილებს არ ჰყოფნით, ამიტომ სხვა გამოსავალი, გარევაჭრობის გარდა, თავის რჩენისათვის არ აქვს.
„20 წელია აქ ვვაჭრობ. 72 წლის ვარ. ამ ასაკის ხალხს ქუჩაში რა გვინდა? არ მყოფნის პენსია. ამდენი ფული შეჭამეს ჩინოვნიკებმა და ჩვენ 20 ლარზე მეტი არ დაგვიმატეს.
ახლა მერია გვეუბნება არ შეიძლება გარევაჭრობაო. რა ვქნათ აბა? როგორ ვირჩინოთ თავი? 20 ლარი რომ დაგვიმატეს პენსია, არ გვეყო, არა,“ – ამბობს ნათელა აბაშიძე.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გარევაჭრობის აკრძალვას „ტურისტული ქალაქის იერსახის დამახინჯების“ მოტივით იწყებს და გარემოვაჭრეებს „უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებებით“ ემუქრება.
„საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვისა და გარევაჭრობის ფაქტზე მუნიციპალურმა ინსპექციამ ცენტრალური ბაზრისა და „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უნებართვო კომერციული საქმიანობისთვის მოვაჭრეები გააფრთხილა.
პროდუქციის უკანონო რეალიზაციის მიზნით ტროტუარზე მოწყობილი უსახური კონსტრუქციები, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.
უკანონო საქმიანობის აღკვეთის გაფრთხილების შემდგომ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარდება უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებები და უსახურ სავაჭრო დახლებს ტერიტორიიდან გაიტანენ.
მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ეტაპობრივად უზრუნველყოფს ჭავჭავაძე-ლერმონტოვის, ინასარიძისა და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე უნებართვოდ, პროდუქციის რეალიზებაზე მონიტორინგს,“ – ნათქვამია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.
მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152² მუხლით, ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3 000, იურიდიულ პირთა დაჯარიმებას კი 4 000 ლარის ოდენობით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის მერია ქალაქში გარევაჭრობის პრობლემის მოგვარებას იწყებს. ფაქტობრივად ყველა ახალი მერის პირველი ამოცანა გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკება და ამ საკითხის მოგვარებაა.
ყველაზე მეტი ძალისხმევა ამ მხრივ ბათუმის ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ გასწია, რომელმაც ბათუმის ავტოსადგურში ალტერნატიული ფართობიც კი გამოყო გარემოვაჭრეებისთვის და თვეების განმავლობაში, მოლაპარაკებების და პოლიციის გზითაც კი ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრას, თუმცა ამაოდ.
ფაქტია, უახლოესი წლების გამოცდილება აჩვენებს – ბათუმში მერები იცვლებიან, გარემოვაჭრეები კი ადგილზე რჩებიან.
ბათუმში დღეს, 20 ნოემბერს, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. ჰაერში მყარი ნაწილაკების ზრდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებას“ უკავშირდება.
„06 ნოემბრიდან, ზოგიერთ სადგურზე, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.“ – წერია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
ამავე პორტალის მიხედვით ბათუმში 20 ნოემბერს [დღის 5 საათის მონაცემებით], ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემს ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მდებარე ავტომატური სადგური აფიქსირებს.
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სადგურის მონაცემები
რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებულ სადგურს, ის მონაცემებს არ აფიქსირებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემთან წვდომა. ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება“.
ბათუმში, ცენტრალურ პარკში მდებარე სადგური მონაცემებს დროებით არ ასახავს
ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებით ნოემბრის დასაწყისშიც იყო დაბინძურებული.
სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.
2026 წლისთვის ბათუმის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 5,4 მილიონი ლარით გაიზრდება, მერიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის საჭირო თანხა კი – 6,7 მილიონი ლარით.
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც მერიის საბიუჯეტო სამსახურმა საკრებულოში უკვე გადააგზავნა, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
მიმდინარე, 2025 წლის ბიუჯეტი 564,5 მილიონი ლარია.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში შრომის ანაზღაურების მუხლში თანხა გაზრდილია და 62 მილიონ 750 600 ლარს შეადგენს, რაც მერიის ფინანსისტების განმარტებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით არის განპირობებული: „საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 460 ლარისა“.
2025 წლის ბიუჯეტში ხელფასებისთვის 55 მილიონ 977 300 ლარია გაწერილი.
მერიაში განმარტავენ, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში თანხის გაზრდა ახალი საბავშვო ბაღების გახსნასაც უკავშირდება, თუმცა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს „მომუშავეთა რიცხოვნობა“ არ იზრდება და კვლავ 2 975 რჩება.
პროექტის მიხედვით, მერია მომავალ წელს ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას და სამი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას გეგმავს. ახალ ბაღს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე #188-ში ააშენებენ, სადაც „ოცნების ქალაქია“, ინასარიძის, აღმაშენებლისა და პუშკინის ქუჩებზე კი, მოქმედი საბავშვო ბაღების ეზოებს მოაწყობენ.
სამომავლოდ „საქონლისა და მომსახურების გრაფაში“ – 101 მილიონ 354 300 ლარი გაითვალისწინეს. ეს საინტერესო მუხლია ბიუჯეტში, იმ თვალსაზრისით, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულებს ხელფასს ხშირად იმ თანხიდან უხდიან, რაც ბიუჯეტში „საქონლისა და მომსახურების“ მუხლშია გაწერილი.
მიმდინარე წლის 10 თვის ანგარიშის მიხედვით „საქონელსა და მომსახურებაზე“ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 61 მილიონ 469 900 ლარი, მისი წილი მთლიან ასიგნებებში 18,1%-ია.
მერიის ფინანსისტების პროგნოზით, 2026 წელს შემოსავლებმა ბიუჯეტში 494 მილიონ 500 000 ლარი უნდა შეადგინოს, მათ შორის გადასახდელები – 134 მილიონ 903 ათას ლარს, გრანტები – 248 მილიონ 914 ათას ლარს და სხვა შემოსავლები 110 მილიონ 682 ლარს შეადგენს.
მერიის პროგნოზით, რამდენიმე მილიონით უნდა გაიზარდოს ბიუჯეტში ქონების გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი. 2025 წლის გეგმის მიხედვით ბიუჯეტში ქონების გადასახადებიდან 48 მილიონი უნდა შევიდეს, 2026 წლის გეგმა კი 57 მილიონია. მიმდინარე წელს 73 მილიონითაა განსაზღვრული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან [დღგ] მისაღები თანხა, 2026 წლის პროგნოზი კი 77 მილიონი ლარია.
გრანტის სახით მომავალ წელს მერიის ბიუჯეტში 248 მილიონ 914 300 ლარი უნდა აისახოს. აქედან 376 300 ლარს მერია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ელოდება, 538 ათასი ლარს – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 104 მილიონ 200 ათასი ლარი აჭარის ბიუჯეტიდან გადმოირიცხება, როგორც მიმდინარე დანიშნულების გრანტები. ამასთან, კაპიტალური ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით 143 მილიონ 800 ათასი ლარი უნდა გადმოირიცხოს.
სხვა შემოსავლების სახით მომავალ წელს მერიამ 110 მილიონ 682 700 ლარი უნდა ამოიღოს, ეს თანხა ბიუჯეტში ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს, რენტისა და პროცენტებიდან შემოსულ თანხებს აერთიანებს, მათ შორის არის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და ჯარიმები.
პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში მთლიანი თანხის 42.2% – 240 მილიონ 540 300 ლარი არაფინანსური აქტივების ზრდაზე მოდის, სოციალურ უზრუნველყოფას კი 25 მილიონ 298 000 ლარით დააფინანსებენ.
პროექტის თანახმად, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში სხვა ხარჯების პროგნოზი 59 მილიონ 738 300 ლარია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სესხის დასაფარად 41 მილიონ 478 900 ლარი გაითვალისწინეს, რაც მთლიანი გადასახდელების 7.3 პროცენტია.
ამავე პროექტის მიხედვით, 2026 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი 3 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება.
საჯარო რეესტრმა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაციაზე მოთხოვნა დაუხარვეზა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 19 ნოემბერს მიიღო.
დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრს ვერიკო ბერიკიშვილმა მიმართა და მოითხოვა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში კი ვკითხულობთ, რომ რეესტრს რეგისტრაციისთვის წარუდგინეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, შპს „იგლ ჰილს საქართველო“-ს ერთპიროვნული დამფუძნებელი არის შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი“, ხოლო დამფუძნებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი თითქოს არის მოჰამედ ალი რაშიდ ალაბბარი. რეესტრს წარუდგინეს გადაწყვეტილება, რომლითაც ვერიკო ბერიკიშვილს ენიჭება უფლებამოსილება პარტნიორის (ანუ დამფუძნებლის) სახელით დაესწროს კრებებს და მიიღოს გადაწყვეტილებები.
თუმცა, საჯარო რეესტრი წერს, რომ ” წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება მოჰამედ ალი რაშიდ ალაბბარის უფლებამოსილება წარმოადგინოს „შპს იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი“.
ამიტომ რეგისტრაციამდე გაჩნდა იურიდიული პრობლემა, რომ დადასტურებული წარმომადგენლობა არ არსებობს.
“ასევე წარმოდგენილ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და წესდებაში ნებადართული და განთავსებული კაპიტალი არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კერძოდ, საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო ნებადართული კაპიტალი 1 000 ლარი,“ – ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაში „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“.
მეწარმეთა შესახებ „საქართველოს კანონის თანახმად ნებადართული კაპიტალი არის კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც სააქციო საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება.
„ამდენად, სადამფუძნებლო შეთანხმებაში, კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობად 1 000 ლარის მითითება ეწინააღმდეგება განთავსებული კაპიტალის ოდენობას,“ – წერს საჯარო რეესტრი.
საჯარო რეესტრის განმარტებით, კომპანიის წესდების ორი მუხლი ეწინააღმდეგება სადამფუძნებლო შეთანხმებასა და გადაწყვეტილებას.
„გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის განთავსებული წილი, ხოლო წესდებაში მითითებულია, რომ საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის გამოშვებული წილი,“ – ვკითხულობთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, „იგლ ჰილსი“ თბილისსა [კრწანისი] და ბათუმში [გონიო], ჯამურად, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
„სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, ესაა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მილიარდი ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მილიონი ლარის ყოველწლიური შემოსავალი ბიუჯეტში,“ – ამბობს „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.
პროექტს 8,46 წუთიანი ვიდეო მიუძღვნა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თქვა, რომ კრწანისსა და გონიოში დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით „16 ათასი საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობას. სასტუმროების მშენებლობას 1400-ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და აპარტამენტებით. საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული თუ სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას“.
2025 წლის 29 ოქტომბერს „ბათუმელებმა“ წერილობით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა არაბულ კომპანიასთან „საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულების“ ასლები, თუმცა სამინისტროს პასუხი ამ დრომდე არ მოუწერია.
მოგვიანებით გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც ყველა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება არაბულ კომპანიას, მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად. შესაბამისად, არცერთ ამ დოკუმენტს საქართველოს მთავრობა აღარ გაასაჯაროებს.
ირაკლი კობახიძემ ვიდეორგოლში, რომელიც პროექტის მხარდასაჭერად ჩაწერა, მიზეზი შემდეგნაირად განმარტა.
„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას. ეს ფაქტი ეფუძნება ერთის მხრივ საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
თუმცა ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა“, – ამბობს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
მთავრობის ადმინისტრაციას საიდუმლო და პერსონალური ინფორმაციის მიღების უფლება მისცეს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მიღების უფლებაც.
„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში „ოცნების“ პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების [მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების] შემცველი ინფორმაცია.
„ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა დამუშავების ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და მონაცემთა ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით“, – ჩაწერეს კანონში.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება „საკანონმდებლო მაცნეში“ 2025 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში. ცვლილება „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 12 ნოემბერს მიიღო და „ოცნების“ პრეზიდენტმაც ხელი იმავე დღეს მოაწერა.
ცვლილება მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონის მე-13 მუხლში შეიტანეს, რომელსაც შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი დაამატეს:
„მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსგან/ორგანოებისგან გამოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია.
ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა დამუშავების ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და მონაცემთა ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით“.
აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, თუ რატომ არის შექმნილი მთავრობის ადმინისტრაცია:
„1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.“
ამავე კანონით, „მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს“.
„ქართული ოცნება“ აპირებს დასაჯოს 10-დან 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და „რეაბილიტაციის“ სახელით გამოკეტოს სპეციალურ დაწესებულებაში, რომელსაც ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ.
ბავშვთა უფლებადამცველები ამ ინიციატივას აპროტესტებენ და მიიჩნევენ რეპრესიულად, რადგან მათი განცხადებით, 14 წლამდე ბავშვი სამართლებრივად ვერ ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რადგან კანონით მათთვის ასეთი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არსებობს. ამ ინიციატივით კი „ოცნების“ პარლამენტი ბავშვების სისხლის სამართლის წესით დასჯის მექანიზმს ქმნის.
ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის უფლებათა კოდექსთან, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან, სისხლის სამართლის კოდექსთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან.
თამარ გაბოძე
ამ საკითხზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს, თამარ გაბოძეს ესაუბრა, რომელიც წლებია ბავშვთა უფლებებს იცავს სასამართლოში.
ქალბატონო თამარ, გვინდა კარგად ავუხსნათ საზოგადოებას, რას უპირებს „ქართული ოცნება“ ბავშვებს ამ ინიციატივით?
დაანონსებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც ბავშვები, რომლებიც არიან 10-დან 14 წლამდე და პროკურატურა მიიჩნევს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, დაიწყება ამ ბავშვების მიმართ გარკვეული პროგრამები, რომლებიც ასევე ითვალისწინებს ბავშვის დახურულ დაწესებულებაში გადაყვანას.
ეს ინიციატივა თავისთავად უკვე არის პრობლემა, რადგან 14 წლამდე ბავშვი ვერ ჩაიდენს დანაშაულს, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი არის 14 წელი.
ბავშვს ამ პასუხისმგებლობას დააკისრებენ „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით“, მხოლოდ პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, რომ ბავშვმა, მათი გაგებით, ჩაიდინა დანაშაული.
14 წელს მიღწეული ბავშვების და სრულწლოვანების შემთხვევაში კი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არ არის საკმარისი – გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების სტანდარტი, მანამდე ადამიანი მიიჩნევა უდანაშაულოდ.
ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ პროკურორი იმსჯელებს და ადვოკატი არ ეყოლება ბავშვს?
ამ ინიციატივაში მსგავსი არაფერი წერია. დიახ, პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით მიიჩნევა ბავშვი დამნაშავედ. თანაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომელიც ძალიან მინიმალური სტანდარტია სისხლის სამართალში და ამ სტანდარტით გადაწყვეტენ, რომ დასაჯონ ბავშვები.
თითქოს არქვამენ ბავშვების რეაბილიტაციის და დახმარების შესახებ კანონს, მაგრამ ბავშვების რეაბილიტაცია და დახმარება სახელმწიფოს ისედაც ევალება. სახელმწიფოს ევალება თითოეული ბავშვის დახმარება, მისი რესოციალიზაცია, მისი საჭიროებების იდენტიფიცირება და ინდივიდუალურად მუშაობა.
შესაბამისად, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ როდესაც პასუხისმგებლობის ასაკს 10 წლიდან ადგენენ და მით უმეტეს, როდესაც ამ სახლს სარეაბილიტაციო სახლს ეძახი, ეს არის პრობლემა: არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა ამ დაწესებულებას, სადაც ბავშვებს იძულებით აცხოვრებენ – გამოიყვანენ ოჯახებიდან, მოაშორებენ მშობლიურ სივრცეს და გადაიყვანენ იძულებით საცხოვრისში. ამას სახლი ვერ ერქმევა.
სახლი არის ის ადგილი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ ოჯახებთან ერთად და არა ის ადგილი, სადაც ბავშვი იძულებით იქნება მოთავსებული. ასეთ შემთხვევაში, ეს ადგილი არის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მნიშვნელობა არ აქვს რა ფერის კედლები აქვს ამ დაწესებულებას და არის თუ არა იქ სათამაშოები. ეს მაინც იქნება ციხე.
ციხე 10 წლის ბავშვებისთვის არის გაუგონარი და დაუშვებელი რამ.
თუ არის ცნობილი, რამდენი ხნით გაამწესებენ ამ დაწესებულებაში ბავშვებს?
ექვს თვეზეა საუბარი, თუმცა შემაშფოთებელია ასევე ის, რომ პროკურორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ეს ვადები გაგრძელდეს იმდენი ხნით, სანამ ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი.
შესაძლოა ეს იყოს 10-დან 18 წლამდე და გამოდის, რომ მთელი ბავშვობა შეიძლება ამ გამოკეტილ სივრცეში გაატაროს ბავშვმა, რომელსაც ედავებიან იმას, რომ რაღაც მათთვის მოსაწონი არ გააკეთა.
ამას ვერ დავარქმევთ დანაშაულს, რადგან 14 წელს მიუღწეველი ბავშვი ვერ ჩაიდენს დანაშაულს. მით უმეტეს, როცა ბავშვის უფლებებს ვერავინ დაიცავს. რეალურად, ეს გამოდის სისხლის სამართლის ალტერნატიული მექანიზმი.
გამოდის, დაცვის უფლებასაც ართმევენ ბავშვს?
ასე გამოდის. შესაძლებელია, რომ ბავშვი გაიყვანონ ოჯახიდან. მაგრამ ოჯახიდან ბავშვის გაყვანა ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება – თუ ამ ოჯახში აქვს ბავშვს საფრთხე. სხვა რამე ღონისძიებით ამ ბავშვს ვერ დაიცავს სახელმწიფო.
როცა ბავშვს არ შეუძლია ნებართვის გარეშე დატოვოს დაწესებულება, ეს უკვე პატიმრობაა.
არსებობს კი დღეს ისეთი დაწესებულებები, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაცია იქნება შესაძლებელი, მათი უფლებების სრული დაცვით?
ითქვა, რომ ამ სახლებს ააშენებენ, მაგრამ როგორი ინფრასტრუქტურაც არ უნდა იყოს, რა დიზაინიც არ უნდა ჰქონდეს, რა აღჭურვილობა და გარემოც არ უნდა იყოს, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა და მისი იძულებით ამ დაწესებულებაში ცხოვრება არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვა. ამას ვერ ერქმევა სახლი, ეს არის ციხე.
საბჭოთა კავშირში რომ ჰქონდათ ბავშვების „გამოსასწორებელი“ სახლები, რაღაც ისეთის გაკეთებას გეგმავენ?
დაახლოებით ასეთი შეიძლება იყოს. ეს არის ბავშვების არასათანადო მოპყრობა და წამება.
როცა ბავშვები ერთად არიან რაღაც ტიპის დახურულ დაწესებულებაში, იქ ყოველთვის არსებობს ბავშვების უფლებების დარღვევის რისკი.
ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ინსტიტუციებში, უთითებენ ხოლმე არასათანადო მოპყრობაზე, ხშირად ძალადობაზე, უფლებების დარღვევაზე. ოჯახიდან ბავშვი უნდა გაიყვანონ მხოლოდ ბავშვის უფლებათა კოდექსით და ბავშვთა უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული ნორმების გათვალისწინებით.
მთელი წელია „ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონების მთელ რიგ წყებას ქმნის, რომელიც ადამიანის უფლებების წინააღმდეგაა მიმართული. მათი ეს ინიციატივაც ამ საერთო რეპრესიების გაგრძელებაა, როგორ ფიქრობთ?
დიახ, ეს ინიციატივა პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციას, ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კოდექსს, ჩვენ გვაქვს ეროვნული კანონმდებლობა კონვენციასთან ერთად. კონვენციას ძალიან ჰგავს ბავშვთა უფლებათა კოდექსი, ერთი და იგივე სტანდარტები და ნორმებია ორივეში ასახული და ორივეს თანახმად ბავშვის ოჯახიდან გაყვანის დაშვება შესაძლებელია მაშინ, როცა ბავშვის მიმართ არსებობს ამ ოჯახში საფრთხე.
სხვა შემთხვევაში უკანონოა. ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ბავშვთა უფლებების სახელმძღვანელო პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ასევე ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს და სისხლის სამართლის კოდექსს, რომლის თანახმადაც 14 წლამდე ბავშვებისთვის უბრალოდ არ არსებობს პასუხისმგებლობა. აი, ამ კოდექსის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტეს ალტერნატიული პასუხისმგებლობის დაკისრება ბავშვებისთვის.
ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, როცა უჭირთ გაუმკლავდნენ სხვადასხვა გარემოებას და ამისთვის სახელმწიფოს ნამდვილად ევალება ბავშვების მხარდაჭერა, დაცვა, დახმარება და არა მათი ჩაკეტვა. ბავშვი არ უნდა მოწყდეს საოჯახო გარემოს, სასკოლო გარემოს და არ შეილახოს მისი საუკეთესო ინტერესი.
ამ „დანაშაულების“ ჩამონათვალი წერია სადმე, რის გამოც უპირებენ ბავშვებს გამოკეტვას?
დანაშაულს განსაზღვრავს სისხლის სამართლის კოდექსი და ამის მიხედვით, პურის მოპარვაც დანაშაულია და შოკოლადისაც. შესაბამისად, იხელმძღვანელებენ ამ კოდექსით და ამ კოდექსში ნებისმიერი მოძრავი ნივთის ფარულად აღება არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ბავშვებს ვეძახით არასრულწლოვანებს. მაშინ რატომ ვსჯით მათ იმ კანონებით, რომელიც სრულწლოვანებისთვის შეიქმნა?
არასრულწლოვანის მართლმსაჯულების კოდექსში არსებობს გარემოებები, რაც ითვალისწინებს შეღავათებს. მაგალითად, სასჯელის დანიშვნის დროს, არასრულწლოვანებს ენიშნებათ ნაკლები სასჯელი: როდესაც ბავშვი პირველად ცდება სამართალს, მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს განრიდება და არ უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კი სრულიად თავდაყირა აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ბავშვის მართლა დახმარების და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ვალდებულებებს და უბრალოდ 10, 12, 11 წლის ბავშვებს თავისუფლებას უზღუდავს.
რის მიხედვით წყვეტს მაგალითად პროკურორი, 6 თვე უნდა დატოვოს დაწესებულებაში ბავშვი თუ 1 წელი? თუკი არ არის კონკრეტული კრიტერიუმები გაწერილი?
ყველა შემთხვევაში არ მოათავსებენ ბავშვს დაწესებულებაში. კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბავშვს სამოხელეო დანაშაულში ვერ დასდებენ ბრალს, ხომ? რაღაც საყოფაცხოვრებო ნივთების ან საკვები პროდუქტების აღებას ედავებიან უმეტეს შემთხვევაში და ამაზეა აგებული მთელი ეს ინიციატივა.
მშობელს რა შეუძლია მოიმოქმედოს ამ დროს – მასაც არ აქვს უფლება, შვილი დაიცვას?
ამ კანონის თანახმად, თუ მშობელი შეეწინააღმდეგება ბავშვის მიმართ ამ კანონის გამოყენებას, დაისჯება ადმინისტრაციული წესით და შესაძლოა გამოიყენონ ადმინისტრაციული პატიმრობაც.
რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ ამის წინააღმდეგ თქვენ, ბავშვთა უფლებადამცველებმა?
ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც ბავშვთა უფლებადამცველები, ნამდვილად შევეწინააღმდეგებით ყველაფერს, რაც ბავშვებს აზიანებს. ყველა პროფესიონალი, რომელიც მუშაობს ბავშვების უფლებებზე, ანუ უბრალოდ ბავშვებთან, ყველამ უნდა შეაფასოს ეს ინიციატივა, მათ შორის ფსიქოლოგებმაც და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმაც უნდა გააკეთონ შეფასება, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონმა ბავშვების მიმართ.
ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვები შეიძლება მართლა აღმოჩნდნენ ცუდ სიტუაციაში და დასჭირდეთ დახმარება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა დაისაჯონ, მოხდეს მათი სტიგმატიზება და მოვიხსენიოთ დამნაშავეებად.
თითოეულ შემთხვევაში უნდა გამოიკვლიოს სახელმწიფომ, რატომ ხდება ეს, სად სჭირდება ბავშვს დახმარება, რა არის ის გარემოებები, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ბავშვზე და ებრძოლონ ამ გარემოებებს, ბავშვები კი არ უნდა განარიდონ.
_________________
მთავარი ფოტო: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის/UNICEF Georgia
უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება.
„გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია.
სანამ მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, #TrialWatch უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებს ანგარიშს (Fairness Report), რომელიც შეაფასებს მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის სამართლიანობას“.
კლუნების ფონდი – TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს 2025 წლის მარტიდან აკვირდება.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch-ი მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად.
TrialWatch-ი არის კლუნის ფონდის ინიციატივა, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს.
ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებს. ფონდის დახმარებით ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად
წუხელ, 19 ნოემბრის ღამეს, პოლიციამ თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 13 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით.
შსს წერს, რომ „დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“.
19 ნოემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან დაანონსებული იყო პატიმრობაში მყოფი 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გავლით, რუსთველის გამზირზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ნაწილმა მსვლელობა პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე განაგრძო, თუმცა პოლიცია დემონსტრანტებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
უცხოეთიდან საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში 318.71 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა [დაახლოებით 865.6 მილიონი ლარი].
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13.4%-ით [37.6 მილიონი აშშ დოლარით] მეტია 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.4 პროცენტი იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა,“ – წერს სებ-ი.
ამასთან, უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 143.26 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა, ხოლო დანაჩენი 175.45 მილიონი – სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან.
2025 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოირიცხა:
აშშ – 59.27 მილიონი აშშ დოლარი
იტალია – 53.17 მილიონი აშშ დოლარი
რუსეთი – 41.32 მილიონი აშშ დოლარი
გერმანია – 29.61 მილიონი აშშ დოლარი
საბერძნეთი – 25.81 მილიონი აშშ დოლარი
ისრაელი – 24.06 მილიონი აშშ დოლარი
თურქეთი – 10.71 მილიონი აშშ დოლარი
სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მილიონი აშშ დოლარი [110.9 მილიონი ლარი] გადაიგზავნა.
————
სამოქალაქო პლატფორმა 2025-ის წარმომადგენელი, ჰიბრიდული ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი, რომელიც ამჟამად ბელგიაშია ემიგრაციაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ემიგრანტები ქვეყნის ყველაზე მსხვილი დონორები არიან:
„არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაღაცა ოდენობის თანხის გადმორიცხვაზე კონტროლი დაწესდეს. ბიძინას არ უნდა, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი ფული. ამ დროს რეალურად თავისუფალი ფულის ქვეყანაში შემომტანი არის ქართული ემიგრაცია.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ ნ.მ. – ს , რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში – 50 000 -მდე აშშ დოლარი.
პოლიციამ ა.ფ. და რ.გ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.“ – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 162 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 357 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 597 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 34 530 ერთეული [+19]
MLRS – 1 546 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 247 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 82 470 ერთეული [+384]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+41]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 703 ერთეული [+68]
სპეცტექნიკა – 4 002 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
97 515 უპილოტო საფრენი აპარატი
637 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 134 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 618 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 426 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 170 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებით ეხმიანება დღეს, 19 ნოემბრის ღამეს, თბილისში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების დაკავებას.
„პოლიციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედება — მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული უკანონო ხელშეშლა, პროტესტის ჩახშობა და ადამიანების უკანონო დაკავება — წარმოადგენს ე.წ. სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს არ მისცეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მიუხედავად საკმარისი რაოდენობისა, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით ჯერ ტროტუარებზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ტროტუარის დატოვებისკენაც მოუწოდეს. ამის პარალელურად, ფიზიკური ძალის გამოყენებით 10-მდე დემონსტრანტი დააკავეს“ – წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.
ორგანიზაცია განცხადებაში მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის 161-ე მუხლზე – „შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა“:
„შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.
„დღევანდელი ქმედება არის დანაშაული.
„ქართული ოცნება“ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ იყენებს ძალისმიერ მეთოდებს და საბოლოოდ ცდილობს პროტესტის მონაწილეებისთვის გამოხატვის უფლების წართმევას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომავალ წელს ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 71 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავს.
მიმდინარე წლის გეგმა 68 მილიონი ლარია. 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით სათამაშო ბიზნესიდან 56 მილიონ 607 000 ლარი შევიდა.
ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბიუჯეტში სხვა შემოსავლების ნაწილშია ასახული. ბიუჯეტის შესრულების 10 თვის ანგარიშის მიხედვით სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 104 მილიონ 603 თასი ლარით იყო განსაზღვრული, შესრულებამ 102 მილიონ 129,8 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 97,6 პროცენტია.
სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 28,5%-ს შეადგენს.
ამ ნაწილში ერთიანდება საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებული 14 მილიონ 580,8 ათასი ლარი, მათ შორის: 12 მილიონ 239 100 ლარი პროცენტებიდან, რენტის სახით 2 მილიონ 341,7 ათასი ლარი.
საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებულია 67 მილიონ 396,6 ათასი ლარი, აქედან ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით – 66 მილიონ 814,1 ათასი ლარი.
მშენებლობის ნებართვაზე გადახდილი მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 10 თვეში 5 მილიონ 187,6 ათასი ლარი შევიდა. ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის – 3 მილიონ 964, 4 ათასი ლარი, სანქციების, ჯარიმების და საურავების სახით მობილიზებულია 15 მილიონ 185,3 ათასი ლარი.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც გრანტის სახით, 1 657 775 ლარი უნდა გადასცეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თითოეული ორგანიზაცია, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ შეარჩია, 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.
ვინ არიან ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობოების სახელით შეარჩია და დააჯილდოვა? – „ბათუმელები“ გამარჯვებული ორგანიზაციების ნაწილს ესაუბრა. ნაწილთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა, რადგან რეგისტრაციის დოკუმენტში საკონტაქტო ინფორმაცია არ აქვთ მითითებული.
„ოცნების“ მიერ დაჯილდოებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის კვლევის ცენტრია“, რომელიც 2025 წლის 22 ივლისს დაფუძნდა.
ორგანიზაციის დირექტორს, ნუგზარ გრძელიშვილს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა აქამდე არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება და ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მთელი რიგი რეპრესიული კანონები მიიღო სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, რატომ გადაწყვიტა ორგანიზაციის დაფუძნება.
„ჯერ ერთი, ეგ ჩემთვის რუსული კანონი არ არის… სიცრუეა ის, რომ ეს არის რეპრესიული კანონი. არასამთავრობო სექტორის საქმიანობა ამ კანონს არ შეუზღუდავს, არავინ არ გამქრალა, მშვენივრად მუშაობენ. მან, უბრალოდ მოსთხოვა არასამთავრობოებს გაესაჯაროებინათ თავიანთი დაფინანსება“, – ამბობს გრძელიშვილი „ოცნების“ მიერ მიღებულ რუსულ კანონზე და დასძენს, რომ წლების წინ მასაც ჰქონდა არასამთავრობო დაარსებული.
როცა თქვენ არასამთავრობოში მუშაობდით, არ გქონდათ გასაჯაროებული ფინანსები და მალავდით რაიმეს? – ჩავეკითხეთ მას. თუმცა ნუგზარ გრძელიშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარი აღარ უნდა.
გამომძიებელი ჟურნალისტის მანქანა რუსული კანონის მიღების შემდეგ. გრძელიშვილი კი მიიჩნევს, რომ კანონი რეპრესიული არ არის.
ნუგზარ გრძელიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო გრანტი მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის მიიღო.
„ვაპირებთ კვლევის ჩატარებას სხვადასხვა თემაზე, ეს თემებია სოციალური დისტანცირების დონის გამოვლენა, ენების ცოდნის დონის გამოვლენა, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის დამოკიდებულების გამოვლენა, უცხოელებთან დამოკიდებულების გამოვლენა“, – ამბობს ნუგზარ გრძელიშვილი.
ანუ ქსენოფობიას იკვლევთ? – ჩავეკითხეთ მას, რაზეც ნუგზარ გრძელიშვილმა გვიპასუხა – „ქსენოფობია რატომ, კარგი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს?“
რატომ არის ამ საკითხის გარკვევა საჭირო მაინცადამაინც ეთნიკურ უმცირესობებში? – ამ კითხვას გრძელიშვილი ასე პასუხობს: – „პრობლემას რატომ ეძებთ ყველაფერში? მარნეული იმიტომ შეირჩა, რომ უფრო კარგად დაგეგმოს მთავრობამ ინტეგრაციული პროცესები. ყველა ეთნიკურ ჯგუფში, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, უნდა ვიცოდეთ რა ხდება“.
მისი თქმით, ამავე კვლევაში შედის მედიის გავლენის კვლევაც. „ეს მოგვცემს რაოდენობრივ მონაცემებს, შემდეგ ჩავატარებთ ფოკუსჯგუფებს, 6 ფოკუსჯგუფი ჩატარდება, რაც მოგვცემს უკვე თვისობრივ შედეგებს, შემდეგ შევადგენთ ანგარიშს და წარვუდგენთ მთავრობას“, – ამბობს ნუგზარ გრძელიშვილი.
მას ვკითხეთ, შერჩეული ჰყავთ თუ არა კვლევის ჯგუფი და რამდენი ადამიანი აპირებს ამ კვლევის ჩატარებას. ნუგზარ გრძელიშვილი დეტალებს არ აზუსტებს, თუმცა ამბობს, რომ „ყველა გვყავს, რაც საჭიროა“.
ნუგზარ გრძელიშვილს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა აქამდე სამოქალაქო სექტორში მუშაობის გამოცდილება, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ძალიან ბევრ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს.
„ჩემი ბიოგრაფია მოგიყვეთ? ჩემს სვ-ს გამოგიგზავნით, გაწყობთ? მეილზე გადმოგიგზავნით სივსაც და სხვების მონაცემებსაც, ვინც ჩართულია ამ პროექტში“, – გვითხრა ნუგზარ გრძელიშვილმა. თუმცა შემდეგ დაპირებული ინფორმაცია მისგან აღარ მიგვიღია.
„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ 2020 წელს არის დაფუძნებული. ამ ორგანიზაციიდან მარიამ ვერშინინას ვესაუბრეთ.
მისი პროექტი თვითმმართველობებში, კონკრეტულად, საკრებულოს ფუნქციურ გაძლიერებას და შიდა საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას უნდა მოემსახუროს.
როგორ აპირებს მარიამ ვერშინინა ამას? როგორც თვითონ გვეუბნება, მისი ორგანიზაცია თვითმმართველობისთვის „ტიპური რეგლამენტის შექმნას“ აპირებს.
„არის ხოლმე რაღაც საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არ აისახება რეგლამენტებში. ჩვენ ვაპირებთ, 2014 წლიდან თვითმმართველობის კოდექსში რა საკანონმდებლო ცვლილებაც შევიდა, ეს შევაგროვოთ, რომელიც ყველა თვითმმართველობას დაეხმარება, რომ მოახერხონ იმპლემენტაცია“, – ამბობს მარიამ ვერშინინა.
ხომ არსებობს საკანონმდებლო მაცნე, ამაზე კიდევ ცალკე მუშაობა რატომ არის მნიშვნელოვანი? – ვეკითხებით მას.
„როცა საკანონმდებლო ცვლილებები რეგლამენტში არ არის ასახული, საკრებულოს წევრები არიან ინფორმაციულ ვაკუუმში, ასევე მოსახლეობის ჩართულობა არ არის.
ამ შეგროვებული ინფორმაციის იმპლემენტაციაში ჩვენ გვეხმარება ასოციაცია „NALA“ და დიდი ალბათობით ონლაინ ექნებათ ამ რესურსზე წვდომა“, – ამბობს მარიამ ვერშინინა.
მისი თქმით, სამოქალაქო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და წინა წლებში სხვა არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთანაც უმუშავია.
„მიმუშავია UNDP“-სთან, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა პროექტში, მქონია სხვადასხვა გრანტი, მაგრამ სახელმწიფო გრანტი პირველად მივიღე“, – ამბობს მარიამ ვერშინინა.
რუსულ კანონთან დაკავშირებით კითხვები მასაც დავუსვით.
საზოგადოების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ.
„რუსული კანონის რეესტრში დავრეგისტრირდით, არავინ გვაიძულებდა, მაგრამ მაინც“, – ამბობს ის. მიიჩნევს თუ არა, რომ ე.წ. კანონი უცხოური გავლენის შესახებ რეპრესიულია? – მარიამ ვერშინინას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს.
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლებამ სახელმწიფო გრანტი გადასცა, „საზოგადოებრივი დამცველია“. ორგანიზაცია, რეესტრის მიხედვით, 2011 წელს არის დაფუძნებული. „ბათუმელები“ მის წარმომადგენელს, ირინა ფუტკარაძეს ესაუბრა.
ირინა ფუტკარაძის თქმით, მას წლების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო დონორის დაფინანსებით აქვს პროექტები განხორციელებული და მიმდინარე პროექტსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
ეს პროექტი იძებნება რუსული კანონის რეესტრშიც – ეს კი იმას ნიშნავს, რომ „საზოგადოებრივი დამცველი“ დარეგისტრირებულია ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში. გამოდის, „ოცნება“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 99 688 ლარს უხდის ორგანიზაციას, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრშია.
ამ კითხვის დასმას ირინა ფუტკარაძისთვისაც ვაპირებდით, თუმცა მან ტელეფონი გათიშა – „უკაცრავად, დაკავებული ვარ. მეტს ვერ გიპასუხებთ“. დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად კი ის გვერდი მიგვითითა, რომელიც, მისივე თქმით, „ახლა გათიშულია“.
სახელმწიფო გრანტს 97 900 ლარის ოდენობით ასევე მიიღებს „დემოგრაფიისა და ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი“.
ორგანიზაცია წელს, 20 ივნისს დაფუძნდა. მისი წარმომადგენელი ნატალია კოპალეიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია და ახლა ენჯეოსექტორშიც აპირებს მუშაობს.
„ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე თვეა, რაც არსებობს, ახალი შექმნილია და ჩავატარებთ კვლევას – გამოვიკვლევთ შობადობის შემცირების პრობლემას, იმ მიზეზებს, რაც არის საქართველოსთვის თავისებურება, გარდა იმ გლობალური პრობლემებისა, რაც ყველა ქვეყანას ახასიათებს.
კვლევა ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით. გამოიკითხება 18-45 წლის ასაკის მოსახლეობა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მრავალშვილიანობაზე, ქორწინების ასაკზე, რატომ იკლო ჩვენთან შობადობამ, ბავშვთა ყოლის მოთხოვნა როგორია მოსახლეობაში, რომ მარტივი აღწარმოების კოეფიციენტსაც ვერ ვაკმაყოფილებთ დღეს. ამ კვლევის შედეგები დაიდება“, – ამბობს ნატალია კოპალეიშვილი.
„მე ვარ დემოგრაფი“, – გვეუბნება ის. – „რა თქმა უნდა, მაქვს გამოცდილება, იქიდან გამომდინარე, რომ მე საქსტატში ვმუშაობდი 20 წელი, დემოგრაფიის განყოფილებაში და მაქვს მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება.
ახლა ვმუშაობ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტში. არასამთავრობოში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. ეს არის ჩემი პირველი კვლევა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის“, – ამბობს ნატალია კოპალეიშვილი.
მასაც ასევე ვკითხეთ, რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ რეპრესიულ გარემოზე, რომელსაც გაქრობისკენ მიჰყავს სამოქალაქო ორგანიზაციები და რომლებიც ასევე მუშაობდნენ მსგავს საკითხებზე, მათ შორის ქალების, ბავშვების უფლებებზე და ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე.
„ჩვენ გვქონდა პირველი მცდელობა და პირველივე მცდელობაზე მოვიპოვეთ გრანტი. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს უარყოფითი განწყობა“, – გვეუბნება კოპალეიშვილი.
მას ვკითხეთ, უნდა ჰქონდეთ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგალითად, დასავლური გრანტების მიღების შესაძლებლობა შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი იარლიყების მიწებების გარეშე, რის გაკეთებასაც დღეს აიძულებს რუსული კანონი ასეთ ორგანიზაციებს?
„მე ამ მხრივ არ მაქვს არანაირი გამოცდილება, ამ კანონს ასე ახლოს ჯერ არ შევხებივარ, ამაზე ნაფიქრი არ მაქვს… მე არ ვთვლი, რომ ქვეყანაში რეპრესიებია… მე დემოგრაფიაზე ვმუშაობ და დემოგრაფიას და პოლიტიკას მე ერთმანეთს ვერ ვუკავშირებ“, – გვიპასუხა ამ კითხვაზე ნატალია კოპალეიშვილმა.
„დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტიც“ სახელმწიფო გრანტის მიმღებია. ორგანიზაცია 2023 წელს არის დაფუძნებული. „ბათუმელები“ მის წარმომადგენელს, თინათინ ცერცვაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ დრო არ ჰქონდა.
„გასაუბრებებზე ვარ ახლა და ვერ დაგელაპარაკებით, დამიკავშირდით 3 დღის შემდეგ“, – გვითხრა და ტელეფონი გათიშა.
სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ორგანიზაციას 100 ათას ლარს გადასცემენ „ახალგაზრდებში რბილი უნარების განვითარების“ ხელშეწყობისთვის და ამისთვის ორგანიზაცია მოაწყობს საჯარო გამოსვლებისა და დისკუსიების სერიას.
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ბიუჯეტიდან მიიღებს გრანტს, „ახალი ქართული ჰაბია“. ეს ორგანიზაციაც 2025 წლის 25 მარტში დაფუძნდა, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, მათ შორის რუსული კანონის და სხვა რეპრესიული კანონების გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო.
ორგანიზაციის წარმომადგენელი ნუცა ქოქრაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს მათი პირველი გრანტია.
„აქამდე არ გვქონია გრანტები და ჩვენი პროექტი გულისხმობს შშმ პირების მშობლების გაძლიერებას. ფსიქოლოგი ჩაატარებს ტრენინგებს, როგორ უნდა შეუწყონ თავიანთ შვილებს ხელი, რომ მათი სოციალიზაცია მოხდეს და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – გვიტხრა მან და. თუმცა დასძინა, რომ ეს ტრენინგები მხოლოდ თბილისის მასშტაბით არის დაგეგმილი.
ასევე გვითხრა, რომ თავად ამჟამად კომპანია „სილქნეტშია“ დასაქმებული და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა იქნება თქვენთვისაც დაბრკოლება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომ მოიძიოთ სხვა, მაგალითად დასავლური გრანტები? – ვკითხეთ ნუცა ქოქრაშვილს.
„ახლა ამაზე ვერ გიპასუხებთ, სამომავლო გეგმებზე ახლა ვერაფერს გეტყვით“, – გვიტხრა ქოქრაშვილმა და დაამატა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ არანაირი პრობლემა არ აქვთ.
სამოქალაქო აქტივისტის სახლის კედელი რუსული კანონის მიღების შემდეგ.
„დემოკრატიის განვითარების სააგენტო“ 2016 წელს არის დაფუძნებული.
დავუკავშირდით მის წარმომადგენელს თეა ესართიას, თუმცა მან გვითხრა, რომ დაკავებული იყო და შეგვეძლო დავკავშირებოდით „9 საათის შემდეგ“. თუმცა შეთანხმებულ დროს „ბათუმელების“ ზარებს მან აღარ უპასუხა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, თეა ესართიას ორგანიზაციამ 99 980 ლარი უნდა მიიღოს პროექტისთვის, რომლის მიზანია „დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა“.
თუმცა უცნობია, როგორ აპირებენ ასეთი ვრცელი თემატიკის დაფარვას 11 თვეში.
სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია „ენაგრამა“ 2021 წელს დაფუძნდა. „ბათუმელები“ მის წარმომადგენელს, რატი სხირტლაძეს ესაუბრა.
„ჩვენ ვართ ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ორგანიზაცია. ჩვენი პროექტი არის ციფრული სტენოგრაფი და ვაკეთებთ ქართულენოვან ხელოვნურ ინტელექტს. ეს არის ტექსტი ხმაში, ანუ როცა ხმის სტენოგრაფირება მოხდება ავტომატურად.
ამ პროექტის ფარგლებში შერჩეულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. აქ კვირაში 2-3-ჯერ აქვთ სხდომა და შემდეგ ხდება ამის დაოქმება. იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ხელით კეთდება, საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.
ჩვენ დიდი ხანია გვინდა განათლების სისტემაში ამის დანერგვა. ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელი ვარ კავკასიის უნივერსიტეტში და მაისში გავდიოდით ამ პროგრამის აკრედიტაციას. მაშინ შედგა ამ უწყებასთან ჩვენი კავშირი, მამაჩემიც ექსპერტი იყო აქ დიდი ხანი და ვიცოდი, რომ ხანგრძლივი და რთული სხდომები აქვთ.
ამ სისტემაში გამართვის შემდეგ, გვინდა, რომ მერე გავრცელდეს სხვა უწყებებზეც“, – ამბობს რატი სხირტლაძე.
მისი თქმით, ამ სახელმწიფო გრანტამდე მათ მიღებული ჰქონდათ ორი გრანტი რუსთაველის ფონდიდან, რომლებიც ითვალისწინებდა აფხაზური ენის სასწავლო, ელექტრონული კურსის შექმნას. „ასევე ჰორიზონტ ევროპის გამარჯვებულებიც ვართ. ეს გრანტიც წელს მოვიპოვეთ. გრანტის მოცულობა არის 2 მილიონ 700 ათასი ევრო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია კოორდინატორი და ჩართულია სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ. „ჰორიზონტ ევროპას“ გრანტზე არის დაშვებული გამონაკლისი, ამიტომ „გამჭვირვალობის“ რეესტრში დარეგისტრირებას არ გვთხოვენ“, – გვეუბნება ის.
რატი სხირტლაძეს კითხვები დავუსვით იმ რეპრესიულ გარემოზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო სექტორისთვის შექმნა ქვეყანაში.
მას ვკითხეთ, რას ფიქრობს იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ დასავლური გრანტების მიღების შემთხვევაში, არასამთავრობოებს მოსთხოვა, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები დაიწერონ?
რატი სხირტლაძე ამბობს, რომ „ასეთ თემებზე საუბარს ერიდება“.
„მეცნიერი ვარ მე და ასეთ თემებზე საუბარს ძალიან ვერიდები. ბევრი რამე მომწონს, ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ პოლიტიკურ კითხვებზე თავს შევიკავებ“, – გვიტხრა რატი სხირტლაძემ.
დასავლურ გრანტებს მეცნიერებიც იღებდნენ რეპრესიულ კანონებამდე. არ ფიქრობთ, რომ ეს კანონები, თუნდაც როგორც მეცნიერს ხელს შეგიშლით მომავალში? – ამ კითხვაზე რატი სხირტლაძემ გვითხრა, რომ პოლიტიკურ შეფასებებს ახლა ვერ გააკეთებს, ,,არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე“.
მთლიანობაში სახელმწიფოსგან დაფინანსებას, ანუ 1 657 775 ლარს, წელს „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი 17 ორგანიზაცია მიიღებს და ამაში ხალხის ფული დაიხარჯება, მათ შორის მათიც, ვისაც ივანიშვილის რეჟიმი წელიწადზე მეტია რეპრესიებით, ძალადობითა და დევნით უპირისპირდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.
ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა და იქვე განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ადეიშვილმა, გენპროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, გავლენა იქონია გამოძიებაზე და მისი დავალებით ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმის გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, „რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში“.
ზურაბ ადეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) ჰქონდა წარდგენილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ყოფილი გენპროკურორი გაამართლა.
ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილს „ამნისტიის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წელი და სამი თვე მიესაჯა“.
რა მოხდა 2004 წლის 24 ნოემბერს – პროკურატურის ვერსია
საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც საზოგადოებას შესთავაზა თავისი ვერსია, თუ რა მოხდა 2004 წლის 24 ნოემბერს, რა დროსაც ბუტა რობაქიძე გარდაიცვალა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ გაჩერებულ იქნა „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი – ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ხსენებული ფაქტის თობაზე იმავე ღამით ინფორმაცია მიიღო შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე.
ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და ავტომანქანაში მასთან ერთად მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. აღნიშნულის შემდეგ იმჟამინდელი საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.
ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულ იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები, ხოლო გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე გამოცხადდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა გამოიწვია,“ – ამბობს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ჯამში 349 ათას 943 ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა.
საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი ტენდერი მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული 976 ათას 60 ლარით. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებს, ბათუმის მერია ტრადიციულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გასცემს.
საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეები და მათი ჰონორარები ჯერ ცნობილი არ არის. ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით კი, მერიას აღნიშნული ჰონორარებისთვის მინიმუმ 425 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.
თუ ამ თანხებს მთლიანად აითვისებენ, საახალწლო ღონისძიებები, 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ბათუმის ბიუჯეტს მთლიანობაში 1 მილიონ 751 ათასი ლარი დაუჯდება.
თუმცა, გამორიცხული არ არის ეს თანხაც გაიზარდოს. კულტურის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე, რომელზეც გასამართი ღონისძიებების ლოკაციებია მონიშნული, მემედ აბაშიძის გამზირზე დატანილია ყინულის მოედანიც.
კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ყინულის მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით დეტალებს ბათუმის ყინულის სასახლესთან აზუსტებენ და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ნოემბრის ბოლოს მიიღებენ.
ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერებით ირკვევა, რომ მერია საახალწლო ღონისძიებებს ევროპის მოედანზე და მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებში ჩაატარებს: მემედ აბაშიძის გამზირზე [თავდადებულის ქუჩიდან კ. გამსახურდიას ქუჩამდე მონაკვეთში] და ბარათაშვილის ქუჩის დასაწყისში [აბაშიძის გამზირიდან მელაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში].
ცენტრის მიერ 124 ათას 462 ლარით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს: საგამოფენო სივრცეების [დახლები], კვების ობიექტების [ჯიხურების], ასევე კვების სივრცის [სკამ-მაგიდები] მოწყობა;
მასვე ევალება სანტას კუთხის მოწყობა; კარავი ტექნიკური პერსონალისთვის; ქუჩის ხეივნის მოწყობა; ტრანსპორტით მომსახურება; საწვიმარი ლაბადების მიწოდება და სხვა. თითოეული მომსახურების დეტალური ტექნიკური აღწერილობა გაწერილია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.
მეორე ტენდერი კულტურის ცენტრს 225 ათას 481 ლარით აქვს გამოცხადებული. ამ ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს: ლედ ეკრანით მომსახურება; დიჯეი მაგიდა ლედეკრანით; კარვებით უზრუნველყოფა; ბიოტუალეტით მომსახურება; სცენის დეკორაციები; ფერადი ქაღალდის და ფერადი ბრჭყვიალა ქაღალდის სასროლი აპარატებით მომსახურება; პიროტექნიკური მომსახურება.
ასევე: დიჯეი კონცერტების, ქეითირინგით, გიტარის კომბით და ელექტროკლავიშით მომსახურება; გახმოვანებითა და დაცვის პერსონალით უზრუნველყოფა; სცენის გარე გამათბობელით მომსახურება, კაბელარხის და ინტერნეტრეკლამის უზრუნველყოფა.
ორთავე ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და 28 ნოემბერს დასრულდება.
რაც შეეხება საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის მერიის სამმართველოს მიერ 976 ათას 60 ლარით გამოცხადებულ ტენდერს, მასში წინადადებების მიღება 19 ნოემბერს დასრულდება.
იმ ადგილიდან 130 მეტრში, სადაც მერია მთავარ ნაძვის ხეს აწყობს, სკვერის და ქუჩის გარეგანათება რამდენიმე დღეა გამორთულია. ამ ადგილზე 357-ე დღეა პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. იმის გამო, რომ ეს კონკრეტული ლოკაცია ჩაბნელებულია, აქციის მონაწილეები ქუჩის განათებულ – მოპირდაპირე მხარეს, აჭარის მთავრობის სახლთან იკრიბებიან.
მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 18 ნოემბერს ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მზია ამაღლობელის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 2 კვირის ვადაში ჩაბარდებათ. ამის შემდეგ მათ კიდევ 2 კვირა აქვთ იმისათვის, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრონ.
როგორც „ბათუმელებს“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ განუმარტა, პროცედურულად დაცვის მხარის და პროკურატურის საჩივრები ჯერ შევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რის შემდეგაც მხარეებს ვადა მიეცემათ შესაგებელის წარდგენისათვის. საბოლოოდ, საკასაციო საჩივრები, შესაგებელი და სრულად საქმე გაიგზავნება უზენაეს სასამართლოში.
კანონის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში საქმის შესვლიდან დაიწყება ვადის ათვლა.
უზენაეს სასამართლოს 6 თვე აქვს საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად.
დღეს, 19 ნოემბერს, უკრაინაში, ქალაქ ტერნოპოლში რუსული რაკეტა და დრონი ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა. რუსეთის შეტევას 19 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 66 დაშავდა. დაშავებულებს შორის 16 ბავშვია.
განახლებული ინფორმაცია: მსხვერპლის რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია.
დარტყმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო ობიექტიც.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 18 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას 48 რაკეტითა და 476 დრონით შეუტია, სამიზნეების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდასხმის ძირითადი სამიზნე იყო ლვოვის, ტერნოპოლისა და ხარკოვის ოლქები.
ასევე, 19 ნოემბრის დილით რუსული დარტყმის შედეგად ლვოვში დიდი ხანძარი გაჩნდა. ქალაქში დაზიანდა ელექტროსადგური, ხის გადამამუშავებელი ქარხანა და საწყობი. ივანო-ფრანკოვსკის ოლქზე რუსეთის კომბინირებული დარტყმის შედეგად კი სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.
აჭარის მთავრობის აპარატმა 3 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 271 ათას 380 ლარია, თუმცა ფასების ცხრილში მითითებულია, რომ ერთი ავტომანქანის ზღვრული ღირებულება 68 ათას 860 ლარი უნდა იყოს.
ამავე ცხრილში აღნიშნულია, რომ „ავტომობილის ღირებულება მოცემულია – აქციზის გადასახადის გათვალისწინებით [მსუბუქ ავტომობილებზე დღგ-ს გადასახადი არ მოქმედებს], ხოლო ავტონაწილების ღირებულება გათვალისწინებულია დღგ-ს ჩათვლით“.
ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ასევე, რომ ავტომანქანები იყოს რუხი ფერის.
მანქანების მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღე.
მანქანები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვება, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 500კმ], განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.
„პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო [გეგმიური] მომსახურების [ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდიციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.] გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ ორ ქალაქში, მათ შორის, [თბილისი, ბათუმი], ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში [არაგეგმიური], მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე [ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი], 3 წელი ან 150 000 კილომეტრი [რომელიც ადრე შესრულდება] სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა [ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი].“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 28 ნოემბერს დაიწყება და ამავე წლის პირველ დეკემბერს დასრულდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 4 პირი დააკავეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტზე.
„გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის ხელმძღვანელებმა, 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს.
შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას გადაეცა 3 432 520 ლარი, თუმცა სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით, თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს“ – აცხადებს საგამოძიებო.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის მერიასთან ასამდე მოქალაქე შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მშენებელი კომპანიისგან დაზარალებულები არიან და მერიას სთხოვენ დახმარებას ბინების მიღებაში, რომელთა თანხაც გადახდილი აქვთ, თუმცა მშენებლობა შეჩერებულია.
მოქალაქეების თქმით, საქმე ეხება ბათუმში, ბაგრატიონის #113-ში მიმდინარე მშენებლობას, რომელშიც ბინა მოქალაქეებს წლების წინ აქვთ შეძენილი, თუმცა პროექტი რამდენიმე კომპანიაზე გადაიყიდა, საცხოვრებელი კორპუსი კი ამ დრომდე არ აშენებულა.
„2017 წელს შეიძინა ბინა ჩემმა შვილმა, 2025 წელია და ბინა ისევ არ აქვს. 22 სართული უნდა აშენებულიყო და 10 სართულია ჯერ. დაახლოებით 120 ოჯახი ვართ დაზარალებული“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წინასწარ, ერთი კვირით ადრე შეთანხმებული იყვნენ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრაზე, თუმცა მერიაში მოსულებს ქალაქის მერი ადგილზე არ დახვდა.
მოქალაქეებმა მერიასთან რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს, მობილიზებული იყო პოლიცია.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენელმა აცნობა, რომ ბათუმის მერი მათ დღეს, მოკლე ხანში შეხვდებოდა.
„მერია დაგვიდგეს გვერდით, ყველა დაგვაკმაყოფილონ“ – ასეთია მოქალაქეების მოთხოვნა.
ბათუმში არაერთი დაუსრულებელი კორპუსია. დაზარალებული მოქალაქეები, რომლებმაც ბინებში ფული უკვე გადაიხადეს, წლებია კორპუსების აშენებას უშედეგოდ ელოდებიან.
მოქალაქეების ინფორმაციით მშენებლობას ბოლოს „როდოს დეველოპმენტი“ აწარმოებდა, ეს კომპანია 2022 წელს არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მისი მფლობელი ლევან ვადაჭკორიაა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის მოქალაქეც არის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა.
აიძულებდა მას სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებული თანხა მისთვის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაზარალებულს შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა“ – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 161 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 356 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 595 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 34 511 ერთეული [+12]
MLRS – 1 546 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 247 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 82 086 ერთეული [+293]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 940 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 635 ერთეული [+56]
სპეცტექნიკა – 4 001 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
97 396 უპილოტო საფრენი აპარატი
636 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 106 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 615 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 398 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 101 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მწერალი ნინო ხარატიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ გადაწყვეტილებას, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
„არჩევანი ისედაც დიდი ხანია აღარ გვაქვს, მაგრამ აწ უკვე მე და ჩემნაირებს, ე.წ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს, ის ოფიციალურადაც წაგვართვეს… ფაშისტ დუგინსაც აკურთხებინეს ეს გადაწყვეტილება, ლამის ქვეყნის ღალატი დაგვაბრალეს და „უცხო ქვეყნის იურისდიქცია,“ რომ გავლენას ახდენს ჩვენზე, ისიც მოიყვანეს არგუმენტად.
ე. ი. მე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მაშინებს და მაშანტაჟებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმა არ მივცე და მეც: შეშინებული, დამფრთხალი, რომ გერმანიამ არ დამჩაგროს და არ გამომაძევოს, ვერ ვიღებ ობიექტურ გადაწყვეტილებას, თორემ სხვაგვარად, რა თქმა უნდა, „ქართული კოშმარის“ ამომრჩეველი ვიქნებოდი!
და ამ „ლოგიკით“ არ ისმის კითხვა, თუ რატომ არ უნდა უნდოდეს მმართველ პარტიას ამ აყვავებული ეკონომიკის პერიოდში ჩემი, – ამ შემთხვევაში მე და ჩემი „კრებით ემიგრანტს“ გულისხმობს – მამულში დაბრუნება? რატომ არ სურს, რომ მე „ამეხილოს თვალი“ და „დიფ სთეითმა“ გამომაძევოს, რომ მე ნამდვილ სამოთხეში დავბრუნდე: თავისი ბაობაბებით, ზებრებით და პინგვინებით და ვიცხოვრო „ძირძველი“ ტრადიციებით? აღარ მომიწიოს „პერვერსი“ დასავლეთის კლანჭებში დარჩენა?
თუ მანდ დასაბრუნებელი და მერე ჩემი დასასაქმებელი ფულისთვის უცხო ქვეყანაში მოხუცებს რომ ვუვლი ან პლანტაციებზე ვმუშაობ ვირივით 24/7-ზე – არ სწვდება ჩვენი მძლავრი ეკონომიკის მკლავები? თუ სამოთხე მხოლოდ ოლიგარქისაა? ქვეყანაც?
იქნებ „მძლავრი ეკონომიკის“ პარტიამ დიდი ხანია უკვე კონსტიტუციასთან ერთად სახარებაც გადააკეთა და აწ მხოლოდ ამ ფილოსოფიით აპირებს ქვეყანა „სასუფეველში“ ადგილის დამკვიდრებას:
„ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი კი არა და „ღატაკი“ შევა ღმრთის სასუფეველში?“
ან ალბათ „უცხო იურისდიქციით“ გზააბნეულ ამომრჩევლებს „ზეციური საქართველოს“ იმედზე დარჩენისკენ მოგვიწოდებენ, სანამ მიწიერს – ოლიგარქი ბოლომდე არ შთანთქავს?“ -წერს ნინო ხარატიშვილი ფეისბუქზე.
„მეც, მზიაც და სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც, მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელი ორწლიან პატიმრობაში დატოვა.
„ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით სწორედ, იმიტომ, რომ იყო აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელი. უკვე სიტყვებმაც ფასი დაკარგა ჩვენი სასამართლო გადაწყვეტილების შეფასებისას.
იმ გადაწყვეტილების უკანონობაზე და საერთოდ პროცესის უკანონობაზე, მზიას წინააღმდეგ საპოლიციო ანგარიშსწორებაზე, სისტემის უკანონობაზე, ამ სასამართლო დარბაზში ვისაუბრე უწყვეტად, ალბათ ხუთი საათი, რამდენის საშუალებაც მომცეს, მაგრამ მოსამართლეები უბრალოდ იძულებული იყვნენ ეთმინათ ჩემი ხუთსაათიანი გამოსვლა. სახეებზე ვკითხულობდი უკმაყოფილებას, ცხადია.
ჩვენი სასამართლო ჯერჯერობით კიდევ თამაშობს პროცედურულ სამართლიანობას, ასე ვთქვათ, პატივს გვდებენ მათი აზრით და გვისმენენ. ცოტა ხანში არც ამ პროცედურულ სამართლიანობას აღარ ითამაშებენ.
აი, ამ სასამართლოში, რასაც მე ვუყურებ, სამი პროცესი დაინიშნა ერთი კვირის განმავლობაში, ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს სააპელაციო სასამართლოში და მგონია, რომ სარეჟიმო ობიექტზე დავდივარ, ციხეში როცა შევდივართ, იქ არის ასეთი წესები, ორი რაციით აკონტროლებენ შენს გადაადგილებას. „ორი კაცი გამოვიდა, სამი კაცი შევიდა, ახლა ეს ორი კაცი იქით გავიდა“ – კორიდორში თუ გამოხვედი, მოგდევენ -რატომ გამოხვედი… წარმოუდგენელი ამბავი ხდება ამ სასამართლოში, რაც ბათუმის სასამართლოში არ მინახავს და უნდა აღვნიშნო.
ყველა შემდგომი დღე უარესია ჩვენ მართლმსაჯულებაში.
ახალს არაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ დიახ, მეც, მზიაც, სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც, მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის და არც ერთ სხვა სასამართლო შენობაში, სამწუხაროდ, საქართველოში მართლმსაჯულება არ არის.
მე დღეს ამ სასამართლოს ვუთხარი ეს, მაგრამ რა გითხრათ.
ვუთხარი, რომ ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმას, აღიარო, რომ სისტემამ რაღაც მომენტში შეწყვიტა იყოს სამართლიანი და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში სისტემამ უკვე შეწყვიტა იყოს სამართლიანი.
სისტემამ გადაწყვიტა, რომ იყოს ტოტალურად უსამართლო და მოძალადე და ასეთი სისტემები არსებობენ მხოლოდ იქ, სადაც სასამართლოები აძლევენ ამის უფლებას.
დღეს, სასამართლოს ამ შემადგენლობამ კიდევ ერთხელ მისცა სისტემას უფლება, გადაუაროს ადამიანს ისე, როგორც მას გაუხარდება. არ უნდათ ამ მოსამართლეებს იყვნენ დამოუკიდებლები, არ უნდათ და ვერ მოანდომებ.
სწორედ იმ წიგნში ამოვიკითხე, რომელიც მზიას ეჭირა პირველ სასამართლო პროცესზე, მარია რესას წიგნი რომ გადავფურცლე, ეს გამონათქვამი ძალიან მენიშნა ამ წიგნში და ამიტომ და ბევრი რამის გამოც ეჭირა მზიას ეს წიგნი. მაშინ იცოდა, რასაკვირველია სისტემასთან ბრძოლა როგორი იქნებოდა.
ერთ-ერთი ნობელის პრემიის ლაურეატის გამონათქვამი წერია ამ წიგნში და ეს მინდა გითხრათ.
შეიძლება ერთ დღეს აღმოჩნდეს, რომ ჩვენ სისტემის წინაშე უძლურნი ვართ და აი, დღეს ეს არის მაგალითი, იმიტომ, რომ სისტემის წინაშე, ამ მოძალადე სისტემის წინაშე ადამიანები უძლურები არიან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არასოდეს არ უნდა დადგეს ის დღე, როდესაც ჩვენ ამ უსამართლობას შევეგუებით.
მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს დღე არ დამდგარა და ამ უსამართლობას არ შევეგუებით, არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე, დარწმუნებული ვარ“- თქვა მაია მწარიაშვილმა.
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ: ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას, პროკურატურა კი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 312 დღეა უკანონო პატიმარია. იგი დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით და უკანონოდ – სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ სისხლის სამართლის წესით – ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის აქციაზე სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით.
დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.
Today, November 18, the Kutaisi Court of Appeals upheld the Batumi City Court’s verdict sentencing Mzia Amaglobeli to two years in prison. The decision will be appealed to the Supreme Court of Georgia.
On August 6, Batumi City Court judge Nino Sakhelashvili reclassified the charges. Amaglobeli was initially charged under Criminal Code of Geogria, Article 353¹ – Attacking a police officer, employee of the Special Penitentiary Service or other representative of authority or a public institution – which carries a sentence of 4 to 7 years in prison. However, the final sentencing was made under part one of the Article 353 – Resistance, threat, or violence against a protector of public order or other representative of the authorities – a lesser charge punishable by a fine, house arrest for up to two years, or imprisonment for two to six years.
She was arrested on January 12, 2025, on criminal charges and has been held in pretrial detention until sentencing. Despite the lack of legal grounds to keep her in custody, Judge Sakhelashvili extended her detention, effectively keeping her in unlawful imprisonment.
Journalist Mzia Amaglobeli, laureate of Sakharov Prize for Freedom of Thought, addressed panel of judges – Nikoloz Margvelashvili (presiding judge), Marina Siradze, and Nana Jokhadze – at the end of appellate hearing:
Imprisonment is not desirable, nor is it easy, but it is not dangerous either. Today we have no Gulag Archipelago. I am not afraid of imprisonment, I am afraid of what I will find outside when I get out of prison.
Will I find a country that fights for freedom, democracy, and a European future, or will I find a country [conquered] by the propaganda, by economic challenges… .. Will I find a country conquered by the Russia without a tank?!
For us all in this courtroom today, dignity lies in protecting the Constitution of Georgia. Therefore, I call on everyone to fight before it is too late. Because we have an obligation to protect the Constitution. Fight to the end!”
Prosecutors Tornike Gogeshvili and Shota Chkhaidze sought to toughen the verdict and increase her sentence to between four and seven years, while the defense requested that she be found not guilty and released.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 17 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უცხოეთში მყოფი ემიგრანტები.
საია მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია.
„ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, არსობრივად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს“ – წერს ორგანიზაცია.
საიას განცხადებაში ვკითხულობთ:
„საარჩევნო უფლება არ შეიძლება მხოლოდ ფორმალურად არსებობდეს. სახელმწიფოს მხრიდან უფლების მიზანმიმართულ დარღვევად უნდა ჩაითვალოს ისეთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს აქვს რეალური შესაძლებლობა უზრუნველყოს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა, მაგრამ მმართველი პარტიის ინტერესების გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ ხმის მიცემის რეალური შესაძლებლობა.
არჩევნების საყოველთაობის პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში რეალური მონაწილეობა და არ დაუშვას, რომ მათი აქტიური საარჩევნო უფლება ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ფორმალობად იქცეს. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“, უკვე წლების მანძილზე არსებული შესაძლებლობის მოქალაქეებისთვის წართმევით, მათთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით, გაუგებარია როგორ ასრულებს სახელმწიფო ამ ვალდებულებას.
საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განაგრძონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე.
არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას, მიუხედავად გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გარემოებებისა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს საქართველოს შემთხვევაში, რადგან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა დიდია და მუდმივად იზრდება. ისინი ქვეყანაში დარჩენილ ოჯახებს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ და ამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით, მოქალაქეთა ევროპული მობილობის გათვალისწინებით და სახელმწიფოების ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა გამოიჩინონ პოზიტიური მიდგომა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებთან დაკავშირებით.
ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას აძლევენ, მზარდია და ამის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ შესაძლებლობის წართმევა დაუშვებელია.
ამასთან, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის წესის ჩამოყალიბება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიით, კონსტიტუციურად გაუმართლებელი და მანკიერი პრაქტიკაა, რადგან ეს ორი პროცესი არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა.
არსებითია ისიც, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პროცესის პარალელურად მმართველი პარტია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით აწარმოებს დავას საკონსტიტუციო სასამართლოში, გარდა ამისა, აძლიერებს ზეწოლას დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიაზე.
ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების“ მისწრაფებებს და ძირს უთხრის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
Journalist Mzia Amaglobeli, laureate of Sakharov Prize for Freedom of Thought, addressed panel of judges at the end of appellate hearing:
“There is nothing to say, really, except to express my gratitude for this worthy defence. The defence speech that we heard today in this historic building, which is called the court, is the voice of truth. A voice that strengthens me a lot and I think will be an example of struggle for many people besides me. Especially for that part of society that is fighting for a democratic Georgia.
I don’t know, today or tomorrow, when you will issue a decision and how fair it will be. Whether you will remain me the criminal for a slap. I don’t know, I will wait for the decision.
I’m not talking about the length of the prison sentence, considering that we have such repressive laws in the country today … One of the lawyers joked to me, ‘if they release you out of the courtroom, what should we do?’ Let’s say you release me from the courtroom today… I think they might turn me back even before I get home – the laws are so repressive. You can be fined, imprisoned for wearing a medical mask […] We shouldn’t ask the question “why”. Because the regime will do whatever it wants and come up with reasons.
[…] If we lose faith, the regime will inevitably imprison us repeatedly and will do everything it can to ensure that we are constantly humiliated, insulted, and even expelled from our own country.
Imprisonment is not desirable, nor is it easy, but it is not dangerous either. Today we have no Gulag Archipelago. I am not afraid of imprisonment, I am afraid of what I will find outside when I get out of prison.
Will I find a country that fights for freedom, democracy, and a European future, or will I find a country [conquered] by the propaganda, by economic challenges… .. Will I find a country conquered by the Russia without a tank?!
For us all in this courtroom today, dignity lies in protecting the Constitution of Georgia. Therefore, I call on everyone to fight before it is too late. Because we have an obligation to protect the Constitution. Fight to the end!
Although my colleagues, the critical media, fellow supporter, and my family have not left me alone for a single moment, I believe that if it were not for my lawyers’ competence, their sense of responsibility, their independence from the regime’s influence, and their respect for human rights and the rule of law, I would not have set foot in the courtroom. I would have thought there was no point. I would have said that the court and the prosecution could just talk among themselves. I had a dignified defence, and I hope that the arguments presented by this dignified defence will be taken into account.”
On 18 November, the Kutaisi Court of Appeals is expected to deliver its verdict in Mzia Amaglobeli’s case.
The panel of judges consists of Nikoloz Margvelashvili (presiding judge), Marina Siradze, and Nana Jokhadze.
Prosecutors Tornike Gogeshvili and Shota Chkhaidze are seeking to toughen the verdict issued by the Batumi City Court and to increase her prison sentence not to 2 years, but to between 4 and 7 years.
The defense is requesting that Mzia Amaglobeli be declared not guilty and released.
At today’s hearing, the defense lawyers will deliver their closing statements.
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. ადვოკატების შემდეგ სასამართლოს მზია ამაღლობელმა მიმართა:
„სათქმელი არაფერი არ არის, რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ ღირსებული დაცვისთვის. დაცვის სიტყვა, რომელიც დღეს ამ ისტორიულ შენობაში მოვისმინეთ, რომელსაც სასამართლო ჰქვია, არის სიმართლის ხმა, ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი. განსაკუთრებით, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის.
არ ვიცი, დღეს თუ ხვალ, როდის გამოიტანთ გადაწყვეტლებას და რამდენად სამართლიანი იქნება. რამდენად ჩამტოვებთ სისხლის სამართლს დანაშაულში სილის გაწვსითვის. არ ვიცი, დაველოდები გადაწყვეტილებას.
საპატიმრო სასჯელის რაოდენობაზე აღარ ვსაუბრობ, გამომდინარე იქიდან, რომ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს დღეს ქვეყანაში …
ერთ-ერთი ადვოკატი გამეხუმრა, დარბაზიდან რომ გაგიშვან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო. ჩავთვალოთ, დარბაზიდან გამიშვით. ვფიქრობ, რომ სახლში მისვლამდე შეიძლება უკან მიმაბრუნონ, იმდენად რეპრესიული კანონებია. სამედიცინო პირბადის ტარების გამო შეიძლება დაგაჯარიმონ, დაგაპატიმრონ […] კითხვა – „რატომ“ – არ უნდა დავსვათ. იმიტომ, რომ რეჟიმს რაც მოუნდება, გააკეთებს და მოიფიქრებს მიზეზებს.
[…]თუ დავკარგავთ რწმენას, რეჟიმი აუცილებლად არაერთჯერ დაგვაპატიმრებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ მუდმივად დამცირებულები, შეურაცხყოფილები და საკუთარი ქვეყნიდან განდევნილებიც ვიყოთ.
პატიმრობა სასურველი არ არის, არც მარტივია, მაგრამ საშიშიც არ არის. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობიდან როცა გამოვალ, რა დამხვდება გარეთ.
დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა, რომელიც პროპაგანდამ ეკონომიკურმა გამოწვევებმა … ტანკის გარეშე რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება?!
ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზიშია, ღირსება გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის, იმიტომ, რომ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება გვაქვს.
ბრძოლა ბოლომდე!“ – ასე დაასრულა მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოში.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სავარაუდოდ, მოსამართლეთა კოლეგია დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.
პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა“ – წერს პროკურატურა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ დაზარალებული და სხვა მოწმეები; ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, სადაც აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებული დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
At the Kutaisi Court of Appeal, journalist Mzia Amaglobeli’s lawyer Maia Mtsariashvili concluded her closing statement.
At the end of her 5-hour speech, she addressed the judges – Nikoloz Margvelashvili, Nana Jokhadze and Marina Siradze.
“Judges,
The court of first instance saw and heard everything – it cannot be shown more clearly than we have shown it to the court – but it still legitimized injustice, still gave the green light to the system’s violence against a citizen.
Mzia is a prisoner of conscience and a prisoner of conscience cannot be guilty.
The system is guilty, which gives the green light to institutional violence. Any systemic violence is successful only when the court allows it.
Judges, “sometimes restoring justice means recognizing that the system has stopped being just”, – I read this in the decision of an American judge and I really liked it.
Yes, the system in this country has long ceased to provide justice.
There are court decisions that create a document – only a verdict, and there are court decisions that create a country.
This [your] verdict determines what this country will be like for many years to come.
The law is simple: where there is no crime, there should be no punishment.
I demand not pardon, but acquittal – this is the only legal and fair decision.
I want to believe that the law is not just a text for you,” – with these words Maia Mtsariashvili concluded her 5-hour closing speech.
After Mtsariashvili, Mzia Amaglobeli herself delivered her final speech. Court takes a 30-minutes-long break to consider its ruling and will get back likely with a verdict.
The panel of judges consists of Nikoloz Margvelashvili (presiding judge), Marina Siradze, and Nana Jokhadze.
Prosecutors Tornike Gogeshvili and Shota Chkhaidze are seeking to toughen the verdict issued by the Batumi City Court and to increase her prison sentence not to 2 years, but to between 4 and 7 years.
The defense is requesting that Mzia Amaglobeli be declared not guilty and released.
At today’s hearing, the defense lawyers will deliver their closing statements.
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა თავისი დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
5 საათიანი სიტყვის დასასრულს, მან მოსამართლეებს – ნიკოლოზ მარგველაშვილს, ნანა ჯოხაძეს და მარინა სირაძეს მიმართა.
„ბატონო მოსამართლეებო!
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მოისმინა, არ შეიძლება იმაზე ცხადად ჩვენება, ვიდრე ეს ჩვენ ვაჩვენთ სასამართლოს, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა, მაინც მწვანე შუქი აუნთო სისტემის ძალადობას მოქალაქეზე.
მზია სინდისის პატიმარია და სინდისის პატიმარი ვერ იქნება დამნაშავე.
დამნაშავეა სისტემა, რომელიც მწვანე შუქს აძლევს ინსტიტუციურ ძალადობას. ნებისმიერი სისტემური ძალადობა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდეაც სასამართლო ამის უფლებას იძლევა.
ბატონო მოსამართლეები, ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სისტემამ შეწყვიტა სამართლიანობა. ეს ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილებაში წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
დიახ, ამ ქვეყანაში სისტემამ დიდი ხანია შეწყვიტა სამართლიანობა.
არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის დოკუმენტს, მხოლოდ განაჩენია და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის ქვეყანას. ეს განაჩენი განაპირობებს, თუ როგორი იქნება ეს ქვეყანა სავარაუდოდ ბევრი წლის განმავლობაში.
კანონი მარტივია, სადაც არ არის დანაშაული, არ უნდა იყოს სასჯელი.
მოვითხოვ არა შეწყალებას, არამედ გამართლებას – ეს არის ერთადერთი სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
მინდა მჯეროდეს, რომ კანონი თქვენთვის მხოლოდ ტექსტი არ არის,” – ამ სიტყვებით დაასრულა მაია მწარიაშვილმა თავისი დასკვნითი სიტყვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 18 ნოემბერს მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებაც.
პროკურატურა ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით. დაცვის მხარე კი მოითხოვს მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე თითქმის 4 საათია, რაც მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დასკვნით სიტყვას ამბობს.
ადვოკატმა დეტალურად განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცრუ მოწმე პოლიციელების მიერ მიცემული ცრუ ჩვენებები და ყველა ის გარემოება, რომლებიც დამალა პირველი ინსტანციის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ და არ ასახა განაჩენში.
„სააპელაციო სასამართლო ვერ გაექცევა მსჯელობას ჩვენ მიერ მითითებულ დეტალურ გარემოებებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება სასამართლომ უტყუარად მიიჩნიოს ბრალდების რომელიმე ზემოთ მითითებული მტკიცებულება. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ გააქრობს ჩვენს ყველა მსჯელობას განაჩენიდან და სწორედ ასე მოიქცა ბათუმის საქალაქო სასამართლო.
სწორედ ამიტომ, მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
ჩვენ მიერ ზემოთ მითითებული აშკარა, ნათელი და უხეში წინააღმდეგობების გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების ვერცერთი მოწმის და ვერც დაზარალებულის ჩვენებას, შესაბამისად, ბრალდების ეს მტკიცებულებები სამართლებრივად და ბრალდების მტკიცების თვალსაზრისით, უვარგისია, ვინაიდან წინააღმდეგობრივია როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვის მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებისას ყველა არსებით საკითხში.
დაცვის მტკიცებულებები კი ძირითადად ვიდეომტკიცებულებებია, რასაც სასამართლო ვერ გაჭრის პოლიციელთა ცრუ ჩვენებებით“ – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ქუთაისის სააელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი 13:00 საათზე დაიწყო და ახლაც [16:40 სთ] გრძელდება.
სავარაუდოდ, საქმის განხილვა დღეს დასრულდება. შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებაც.
პროკურატურა ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით. დაცვის მხარე კი მოითხოვს მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას.
ჩვენი პოზიცია ურყევი რჩება: მზიას წინააღმდეგ ბრალდებები გადაჭარბებული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს და მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – ნათქვამია განცხადებაში.