ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული თითქმის ყველა „აზოვსტალელი“ უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია – ამის შესახებ ტელემარათონის პირდაპირ ეთერში ისაუბრა ნატალია ზარიცკაიამ, რომლის მეუღლეც „აზოვსტალის“ დამცველი იყო და ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება.
„გაცვალეს 144 ადამიანი, მათგან 95 აზოვსტალის დამცველია. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ: ხელების ამპუტაცია, მხედველობის ნაკლებობა, ჭრილობები ორივე ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის არეში, მძიმე დამწვრობა… ბიჭები დაღლილები არიან. მაგრამ ბედნიერი“, – თქვა ზარიცკაიამ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს და გაცვლის პროცესში ჩართულ ყველა აქტორს. ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ტყვეების სტატუსს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მეშვეობით ადასტურებს.
„მე დამიდასტურეს, რომ ჩემი ქმარი სამხედრო ტყვეა. ის ელენოვკაში, ეგრეთ წოდებულ „დნრ“-ში იმყოფება. „აზოვსტალის“ ევაკუაციიდან ოთხი დღის შემდეგ მე დამიკავშირდა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი ჟენევიდან და მითხრა, რომ მათ ჩემი ქმრის ქარხნიდან გასვლა დააფიქსირეს. ადრე მე ასეთი დადასტურება არ მქონდა. ახლა გაცვლას ველოდები“, – თქვა მან.
ქალმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი უხეშად არღვევს ჟენევის კონვენციას და არსებობს ამის მტკიცებულებები.
„ჩვენ არ შეგვიძლია მათთან დაკავშირება, ამანათების გაგზავნა, არ არსებობს ინფორმაცია მათი გადაადგილების შესახებ. მებრძოლები მძიმე მდგომარეობაში ბრუნდებიან. იყო გოგონა, რომელსაც ჯოხებით სცემეს. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვალებს უხვევენ ან თავზე ტომარას აცვამენ და ლაპარაკს უკრძალავენ“, – განაცხადა მებრძოლის მეუღლემ.
ჟენევის კონვენციის თანახმად, სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ, ახლობლებს კვირაში ორჯერ დაურეკონ. „აზოვსტალის“ დამცველების ახლობლებს კი, მებრძოლების ხმა ქარხნის დატოვების შემდეგ თითქმის არ გაუგიათ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ტყვეთა ყველაზე ფართომასშტაბიანი გაცვლა 29 ივნისს მოხდა: 144 უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა, მათ შორის, აზოვის ჯარისკაცები. გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 65 წლის იყო, უმცროსი – 19 წლის.
დღეს, 2 ივლისს, საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დააჯილდოვეს შორეული ნაოსნობის კაპიტნები ზურაბ ჩხაიძე, აკაკი ესანჯია, ნუგზარ დოლიძე და ვაჟა გოგუაძე.
ასევე, ჯილდოების გადასცეს უფროს მექანიკოსებს: დავით თეთრაშვილს, ნიკოლოზ ცირეკიძეს, ომარ ლომიძეს, ალი სარიშვილს, ლაშა თავაძესა და სტეფანე ვართანიანს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სხვადასხვა კომპანიებთან ერთად საზღვაო აკადემიის 9 სტუდენტს 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის გადასახადს დაუფინანსებენ.
საკრუინგო კომპანიამ Queensway Navigation Co.-მ „უფროსი მექანიკოსი ჯიმშერ დევაძის სახელობის სტიპენდია“ დაუწესა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემის მექანიკის ფაკულტეტის სტუდენტს პაატა გორგილაძეს.
მეზღვაურთა დღე ყოველი წლის 25 ივნისს აღინიშნება. წელს საზეიმო ღონისძიება უამინდობის გამო 2 ივლისს გადაიტანეს.
ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ქუჩები დაიტბორა. წყალი ტროტუარებზეა გადასული და ფეხით მოსიარულეებს მოძრაობა უჭირთ.
ხიმშიაშვილის ქუჩა დაიტბორადატბორილია ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილიცბარცხანას დასახლება, წინსვლის ქუჩა ფოტო: გუჯა ლორთქიფანიძეპუშკინისა და შავშეთის ქუჩების კვეთაგორგილაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა ფოტო: დალი მჟავანაძეთავდადებულისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთა ფოტო: ნინო კურტანიძე
მომხმარებელს შეუძლია (ფიზიკური/იურიდიული) ერთი ან რამდენიმე პაკეტით ერთდროულად ისარგებლოს. ასევე სილქფესტის შეთავაზებები სხვასაც გაუაქტიუროს საკუთარი ბალანსიდან, იგივე კომბინაციის *202# გამოყენებით.
საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა მემედ აბაშიძის გამზირი ტრადიციული მსვლელობით ჩაიარეს და გვირგვინით შეამკეს იუნკრების საფლავები.
მეზღვაურთა დღის ტრადიციული მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებითსაზღვაო აკადემიის სტუდენტებისაზღვაო სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა და მეზღვაურებისაზღვაო სასწავლებლების სტუდენტების მსვლელობა ბათუმშისაზღვაო სასწავლებლების სტუდენტების მსვლელობა ბათუმში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 2|07|2022
ტრადიციულად მეზღვაურთა დღე ყოველი წლის 25 ივნისს აღინიშნება, მაგრამ წელს უამინდობის გამო მისი აღნიშვნა 2 ივლისისათვის გადაიდო.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთი განაგრძობს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას სახმელეთო სამიზნეებისთვის, სავარაუდოდ, უფრო თანამედროვე, ზუსტი მიზნის მქონე, შეიარაღების ნაკლებობის გამო.
„CCTV ვიდეომასალების ანალიზი აჩვენებს, რომ რაკეტა, რომელიც კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს 27 ივნისს დაეცა იყო Kh 32. ეს არის საბჭოთა ეპოქის Kh 22 KITCHEN-ის გაუმჯობესებული ვერსია“ – წერს უწყება 2 ივლისის რელიზში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ მართალია Kh 32 Kh 22-თან შედარებით გაუმჯობესებულია, ის მაინც არ არის განკუთვნილი სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყებისთვის, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში. ეს კი, დასახლებულ პუნტქებში გამოყენებისას, მნიშნელოვნად ზრდის შემთხვევითი ზიანის ალბათობას.
„30 ივნისს, ოდესის ოლქზე სარაკეტო დარტყმებისას, რუსეთმა სავარაუდოდ Kh-22 KITCHEN რაკეტები გამოიყენა. ეს შეიარაღება კიდევ უფრო არაზუსტია და ბოლო კვირების განმავლობაში, უკვე არაერთხელ გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში,“ – აღნიშნავს დაზვერვა.
რაც შეეხება უშუალო საბრძოლო მოქმედებებს დონბასში, დაზვერვის ცნობით, რუსეთის ძალები უმნიშვნელო წარმატებებს აღწევენ ლისიჩანსკისთვის ბრძოლებში, ავიაციისა და არტილერიის დახმარებით, მაშინ როდესაც უკრაინის არმია აკავებს მათ წინსვლას ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 1 ივლისის რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ კუნძული ზმეინი რუსეთმა არა „კეთილი ნების“, არამედ უკრაინელთა ინტენსიური თავდასხმების გამო დატოვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +120]
ტანკი – 1 582 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 3 737 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 800 ერთეული [+4]
MLRS – 246 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 186 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 653 ერთეული [+8]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 144 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 614 ერთეული [+4]
სპეცტექნიკა – 61 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
227 თვითმფრინავი
134 ვერტმფრენი
1 430 უპილოტო საფრენი აპარატი
353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 886 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
702 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 073 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 954 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„სამი კვირა რუსები იბრძოდნენ საშუალო ზომის ქალაქის ასაღებად. ეს არის სულ მსოფლიოში მეორე არმიის შესაძლებლობა?“ – კითხულობს გადამდგარ გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც ამჯერად ვკითხეთ: რა არის უკრაინის სტრატეგიული მიღწევა, როცა მას ისევ უკან დახევა უწევს. იგი დარწმუნებულია, რომ ომი სტრატეგიულად უკრაინამ უკვე მოიგო.
„ლუკაშენკო რომ ლუკაშენკოა, ისიც კი თავს არიდებს პუტინთან ღია კავშირს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში დადის პუტინი,“ – აღნიშნავს გადამდგარი გენერალ-მაიორი და სტრატეგიული უპირატესობის უმთავრეს მიღწევად უკრაინის მსოფლიოს მხარდაჭერას ასახელებს.
ვახტანგ კაპანაძეს არც ის მოლოდინი აქვს, რომ რუსეთი ახალი მიმართულებით შეძლებს შეტევის გაგრძელებას. გენერალი იმ ღამეს ახსენებს ომის სიმბოლოდ ქცეული კუნძულ ზმეინის დატოვება რომ მოუწიათ რუსებს. კუნძულთან მიახლოება ხომალდით ვერ გაბედეს და ძრავიანი კატერებით გამოიყვანეს ოც-ოცი კაციო, გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი.
„გაითვალისწინეთ, რუსებმა ოდესას რაკეტები დაუშინეს კუნძულ ზმეინის დატოვების შემდეგ. ეს ჰგავდა დაბოღმილი, გამწარებული ადამიანის პასუხს იმ წარუმატებლობისთვის, რაც რუსებმა შავ ზღვაში მიიღეს,“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ვახტანგ კაპანაძე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, ამჯერად რუსებმა ოდესაზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს დაკვირვებით, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბვის სტრატეგია შეცვალეს და ერთდროულად სხვადასხვა პოზიციიდან უშვებენ რაკეტას. თქვენი დაკვირვებით, რა მიზანი აქვს ტაქტიკის მსგავს ცვლილებას?
გასული საუკუნის 70-იან წლებში არსებობდა ამერიკელების მიერ შემუშავებული საჰაერო ომის კონცეფცია, რომელსაც ერქვა „შიში, შოკი და ძრწოლა“. ეს კონცეფცია მდგომარეობდა იმაში, რომ მოწინააღმდეგეზე მაღალტექნოლოგიური საშუალებებიდ ზემოქმედებით მოახდინო მისი მორალური მდგრადობის დაქვეითება, საბრძოლო სულისკვეთების მინიმუმამდე დაყვანა, მარტივად რომ ვთქვათ, მიზანი არის შეშინება და შოკურ მდგომარეობაში ჩაგდება, მისი ნების პარალიზება. ფაქტიურად, ეს კონცეფცია მიმართული იყო შედარებით მცირე ძალებით მოწინააღმდეგის მართვის და კონტროლის ცენტრებზე ზემოქმედებაზე, ძლიერი საინფორმაციო დომინირებით, რაც ასევე ითვალისწინებდა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირებას. რუსებმა ამ კონცეფციიდან მხოლოდ გარსი დაიტოვეს და შოკური ეფექტის მიღწევას სწორედ, მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებით ცდილობენ. მარტივად რომ ვთქვათ, მიზანი არის შეშინება და შოკურ მდგომარეობაში ჩაგდება. ამ მიდგომით რუსები ცდილობენ ჩაკლან უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა, პირდაპირ მოსახლეობის უკმაყოფილებაის გამოწვევა გაჭიანურებული ომით იწვევენ, რასაც შესაძლოა ჰქონდეს კასკადური შედეგი: ომით გადაღლა, ასევე ხელისუფლებით უკმაყოფილება.
ამ მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის, რომ რუსებმა ოდესას რაკეტები დაუშინეს კუნძულ ზმეინის დატოვების შემდეგ. ეს უფრო ჰგავდა დაბოღმილი, გამწარებული ადამიანის პასუხს იმ წარუმატებლობისთვის, რაც რუსებმა შავ ზღვაში მიიღეს.
იქნებ პირიქით ოდესაზე სარაკეტო იერიში აჩვენებს იმას, რომ რუსები ლისიჩანსკის აღების შემდეგაც არ გადავლენ ოკუპირებული ტერიტორიის დაცვაზე, რის მოლოდინიც თქვენც გქონდათ და ამჯერად დნესტრისპირეთის მიმართულებით დაიწყებენ იერიშს?
ეს გამორიცხულია, რადგან ამ შემთხვევაში იქნება შესაბამისი დაჯგუფება, რაც არ ჩანს. ასე რომ იყოს, მაშინ სარაკეტო დარტყმებით მოახდენდნენ ერთგვარ შოკურ ეფექტს და შემდეგ უკვე დაჯგუფება მოქმედებს.
რუსებს მოუწევთ თავდაცვით მდგომარეობაზე გადასვლა, მით უფრო, ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე. მსგავსი სარაკეტო იერიში, რაღაც მიმართულებებით ისევ იქნება და იტყვიან, რომ ამას აკეთებენ პრევენციისთვის, ან ურტყამენ შეიარაღებას, რასაც უკრაინას სხვა ქვეყნები აწვდიან და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ რუსები ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით უკვე თავდაცვაზე გადავიდნენ.
რუსებმა დატოვეს კუნძული ზმეინიც, რაც, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მნიშვნელობისაა სადესანტო ოპერაციისთვის, ასევე სავაჭრო კუთხით, რადგან აქედან არის შესაძლებელი ოდესის პორტების აკვატორიის კონტროლი. ნახეთ, როგორ გამოიყვანეს რუსებმა თავიანთი ძალები იქიდან – ხომალდის შეყვანა ვერ გაბედეს უკრაინელების რაკეტების შიშით, ძრავიანი, რეზინის კატერებით შევიდნენ ღამით და ოც-ოცი კაცი გამოიყვანეს, დარჩენილი ტექნიკა გაანადგურეს და დანაღმეს მთელი კუნძული.
ამავე დროს, რუსეთის თავდაცვამ თქვა კუნძულ ზმეინზე, ჰუმანურობის პრინციპის გამო დავტოვეთო, იყო ცინიზმი და უსუსურობა ერთად.
პუტინს მოუსმენდით: რუსეთის „სპეციალური ოპერაციის“ მიზნები უკრაინაში არ შეცვლილაო. რას აჩვენებს თქვენთვის პუტინის ეს გზავნილი? შესაძლოა, რომ დონეცკი – ლუგანსკის სრულად ოკუპაციის შემდეგ მან თქვას, რომ შესრულდა დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის მიზნები?
ალბათ, კი. როგორც ვხედავთ, ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე თითქმის გადიან, დონეცკში კი, 12 ათას კვადრატულ კილომეტრს ჯერ ლიდევ უკრაინა აკონტროლებს. თუკი რუსები აპირებენ ძირითადად თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას, შესაძლოა, კულმინაციის წერტილის წინაპირობამ გადაიწიოს (შეტევის შეჩერებას სხვა დონის დანაკარგები მოეთხოვება და დაცვას – სხვა) და რუსებმა განაგრძონ ბრძოლა. რთულია რუსებზე წინასწარ რამე კონკრეტული თქვა, მაგრამ ამ მდგომარეობით რაც ჩანს, რუსეთი გადავა დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე, სხვა მიმართულებებით ის ვერ შეძლებს პაუზის და გადაჯგუფება-შევსების გარეშე ბრძოლას.
თქვენც აღნიშნავთ, რომ რუსეთი იფიტება, თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთს აქვს ადამიანური რესურსი და რეზერვებს ავსებს, აქვს ტექნიკაც… რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ ის შეტევის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, თანაც, იმის გათვალისწინებით, რუსეთი მიზანში იღებს აღჭურვილობას, რასაც უკრაინას დასავლეთიდან აწვდიან?
რუსებს ასე მარტივად რომ შეეძლოთ დასავლეთიდან მიწოდებული აღჭურვილობის განადგურება, უკრაინა დღეს ასე აქტიურად ვერ მოახერხებდა თავის დაცვას. სწორედ დასავლეთიდან მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის და მხარდაჭერის შედეგია ის, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას უწეს რუსეთს, გარდატეხისთვის კი, მას სჭირდება შესაბამისი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და ამ ტექნიკის დროული მიწოდება.
როგორც კი უკრაინა მიიღებს „ლენდ-ლიზს“ სრულად, სხვა ეფექტი ექნება ამას და გარდატეხაც მაშინ მოხდება.
რაც შეეხება რუსეთის რესურსებს: რა თქმა უნდა, მას რესურსი აქვს, მაგრამ ძირითადად ეს არის თავდაცვისთვის საკმარისი რესურსი. ფარულ მობილიზაციას ახდენენ და, როგორც ჩანს, უჭირთ მაინც ადამიანების შეგროვება იმის მიუხედავად, რომ ფულს უხდიან. როგორც გავიგე, საბანკო დავალიანებებსაც აჭრიან ადამიანებს, ვინც ჯარში წასვლას თანხმდება. მეორეა სამხედრო ტექნიკის ნაწილი – ჩანს, რომ ბელარუსიდან მისცეს რუსეთს ტექნიკა და რუსეთი შუა აზიაში ითხოვს იმ იარაღის დაბრუნებას, რაც თავის დროზე მისცა.
ჩანს ისიც, რომ ეს ეკონომიკური სანქციებიც უკვალოდ არ მიდის და თავის საქმეს აკეთებს. ასე რომ, რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყან რუსებმა, რომ ამ ომის პირობებში აყვავდა რუსეთი და არაფერი უჭირთ, ვერ იქნება ასე.
ერთადერთი, რაზეც შეიძლება გათვლა ჰქონდეს რუსეთს, არის ის, რომ სიღარიბეს და სოციალურ სიდუხჭირეს შეჩვეული რუსეთის მოსახლეობა გამოფიტვას აიტანს, ევროპა – ვერა.
გასაგებია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზანს, მაგრამ უკრაინისთვის რა გამოდის სტრატეგიული უპირატესობა, როცა მას უწევს ქალაქების დათმობა და უკან დახევა?
სევეროდონეცკი აიღეს, ლისიჩანსკისთვჯს გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. მეეჭვება, სერიოზული რესურსების დახარჯვა მოუწევთ რუსებს. სამი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ საშუალო ზომის ქალაქის ასაღებად, სულ ეს არის მსოფლიოში მეორე არმიის შესაძლებლობა?
ამ ომში უკრაინამ სტრატეგიულად უკვე გაიმარჯვა, რადგან რუსეთმა თავის სტრატეგიულ ამოცანას ვერ მიაღწია. ყველამ ვიცით, რაც იყო რუსეთის მიზანი: უკრაინის ხელისუფლების დამხობა, მთელი უკრაინის რუსული გავლენის ქვეშ მოქცევა და ნატოს გაფართოების შეჩერება, მაგრამ მოხდა პირიქით: რუსეთმა მიიღო გაძლიერებული უკრაინა, ხოლო ნატო კიდე უფრო მეტად მიუახლოვდა. მხოლოდ რამდენიმე პრორუსი ექსპერტი თუ გეტყვით საქართველოში, რომ რუსებს ეს განზრახვა არ ჰქონდათ და მას მხოლოდ დონბასის აღება სურდა.
ჩვენ ისტორიული მაგალითებით უნდა ვიმსჯელოთ: საბჭოთა კავშირი-ფინეთის ომში ფინეთი ხომ ითვლება გამარჯვებულად? ამ ომში ფინეთმა დაკარგა ტერიტორიები, კარელია, ვიბორგი და ასე შემდეგ, მაგრამ ის ითვლება გამარჯვებულად, რადგან თავისი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა შეძლეს და განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა.
დონეცკი და ლუგანსკი ახლა უკრაინისთვის სტრატეგიულად მეათეხარისხოვანია. ჩემი აზრით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აზოვის ზღვაზე გასვლა.
ანუ უკრაინა უნდა შეეგუოს დონბასის დაკარგვას იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი გაჩერდეს?
მე არა მგონია, უკრაინაში ოდესმე რომელიმე ხელისუფლებამ აღიაროს და შეეგუოს ამ ტერიტორიების დაკარგვა. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როდის და როგორ მოახერხებს უკრაინა ამას… ყარაბაღში ომი 30 წელი გაგრძელდა. ლუგანსკსა და დონეცკში უკრაინელები 2014 წლიდან ომობენ.
ახლა ლაპარაკია იმაზე, როდის დაეხმარებიან უკრაინას. ფაქტია, ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს. მალე გამოჩნდება, რა იგულისხმება ამ განაცხადში: მხოლოდ ის, რომ რუსეთის შეჩერება შეძლონ, მას დაატოვებინონ ყველა ოკუპირებული ტერიტორია უკრაინაში, თუ დაშალონ რუსეთი ბოლომდე. ეს ჯერ არ არის მკაფიო.
თუმცა ფაქტია, რომ უკრაინა რეალურად გაძლიერდა და კიდევ გაძლიერდება, გადაიარაღდა და სხვა სიძლიერე შეიძინა. ეს არაა მხოლოდ სამხედრო სიძლიერე. უკრაინამ სტრატეგიულად უკვე მოიგო ეს ომი, პირველ რიგში, მოიგო იმიტომ, რომ მთელი სამყარო მის გვერდითაა. ლუკაშენკო რომ ლუკაშენკოა, ისიც კი თავს არიდებს პუტინთან ღია კავშირს. პუტინი ახლა ტაჯიკეთსა და თურქმენეთში დადის. ყაზახეთსაც კი არ სურს რუსეთის მოკავშირედ აღიქვან.
რა ძალა შეიძლება ჰქონდეს დღეს უკრაინისთვის ამ სტრატეგიულ უპირატესობას? ცნობილია, რომ უკრაინელები გამარჯვებად მიიჩნევენ არა მხოლოდ რუსების შეჩერებას, არამედ ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებას ყირიმის ჩათვლით.
როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის სხვა მასშტაბის მომზადება სჭირდება. პირველ რიგში, საჭიროა შეაჩერო მოწინააღმდეგე და მას მიაყენო საკმარისი დანაკარგი. მოწინააღმდეგის რეზერვები უნდა იყოს მოწყვეტილი და მეორე ეშელონები შეყვანილი უნდა იყოს ბრძოლაში. ცხადია, რომ თავად უნდა იყო მომზადებული შეტევითი მოქმედებებისთვის.
ჯერ ეს პირობები უკრაინას არ აქვს, ის დღითიდღე ძლიერდება იმ სამხედრო ტექნიკით, რასაც აწვდიან.
ჩემი აზრით, არ იყო სწორი უკრაინელების მხრიდან სევეროდონეცკში შესაძლებლობების იმ მასშტაბით დახარჯვა, უმჯობესი იყო, უსაფრთხოების ზონად გამოყენება და გამაგრება ლისიჩანსკში. მესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური მოთხოვნა, არ დათმოს უკრაინამ არცერთი გოჯა მიწა, მაგრამ გონივრულად უნდა მოხდეს შესაძლებლობების განსაზღვრა. უკრაინას გეოგრაფიულად იდეალური მდგომარეობა აქვს მანევრული მოქმედებებისთვის, მობილური თავდაცვისა და შეტევისთვის.
რამდენად დაეტყო უკრაინას სამხედრო შეიარაღების კუთხით გაძლიერება? უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ფეისბუქზე წერს, რომ პოლონური ჰაუბიცები ბრძოლის წინა ხაზზე უკვე წარმატებით მუშაობენ.
ძლიერდება, თუმცა ეს არის იმ მოცულობის სამხედრო ტექნიკა, რაც მას სჭირდება განახლებისთვის და ძალების აღდგენისთვის. უკრაინას ჯერ არ აქვს იმ მასშტაბის აღჭურვილობა, რასაც ექნება სხვა ეფექტი. ჯერ მხოლოდ „ლენდ-ლიზის“ პირველი ტალღები შედის უკრაინაში.
ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსული შეიარაღებული ძალები ძირითადად ისევ კონცენტრირდებიან სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულებაზე, აქ არის 40-ზე მეტი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი, ხარკოვის მიმართულებით კი, მხოლოდ 7 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფია. თუ რუსები მიმართულებას შეცვლიან, მათ გადაწყობა დასჭირდებათ. უფრო ჩანს ტენდენცია, რომ დონბასის აღება უნდათ და იქნებ ამას მაინც მიაღწიონ.
თქვენი დაკვირვებით, რას შეძლებენ უკრაინელების სადესანტო ძალები? „The Times“-თან უკრაინის დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმა დაადასტურა, რომ უკრაინული სპეცდანიშნულება მუშაობს რუსეთის ტერიტორიაზე. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მსგავს „საიდუმლო ოპერაციებს“ მტრის ზურგიდან?
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით მუშაობა. მაგალითად, სპეცდანაყოფების და პარტიზანების (ან ორივესი ერთად) აქტიურობა შეიმჩნევა. ხერსონის რაიონის ზურგის საკომუნიკაციო ხაზებზე, ასევე ტრანსციმბირის მაგისტრალი ბლოკირებულია რამდენიმე დღე. იქ იარაღით დატვირთული ვაგონები რელსებიდან გადავიდა და რუსეთმა ეს შეაფასა, როგორც დივერსია. რუსებს მარაგები ძირითადად ურალის იქეთ აქვთ და ფტონტზე მიწოდებას ამ მიმართულებიდან ახორციელებენ. ამ სიღრმეზე თუ ახორციელებენ უკრაინელები სლეცსაქმიანობას, ბარაქა მათ.
„გამორთე რუსული მუსიკა!“ – საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია რუსული ესტრადის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოში კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია, აუხსნას ადამიანებს, თუ რატომ არ უნდა უსმენდნენ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მუსიკას. კონკრეტულად რა აქტივობებს მოიცავს კამპანია და როგორ აპირებენ ორგანიზატორები რუსული მუსიკის გამორთვას, ამ თემაზე „ბათუმელები“ საავტორო უფლებების დაცვის თავმჯდომარეს, გიგა კობალაძეს ესაუბრა.
ბატონო გიგა, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსულ მუსიკაზე უარის თქმა? რატომ არის სახიფათო რუსული ესტრადის მოსმენა საქართველოში?
ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ არ უნდა ვუსმენდეთ რუსულ მუსიკას. დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთი არის მტრული სახელმწიფო, რომელიც მუსიკას კი არა, მთლიანად კულტურას იყენებს იმისთვის, რომ გავლენა შეინარჩუნოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.
ჩვენთან, სამწუხაროდ, ფართოდ გამოიყენება რუსული მუსიკა სხვადასხვა დაწესებულებაში – რესტორნებში, კაფეებში, ტაქსიში, სამარშრუტო ავტობუსებში და ასე შემდეგ. ეს მუსიკა, ერთი მხრივ, ისმის იმ ინერციით, რომელიც რუსული სივრციდან მოგვყვება და მეორე, რაც კიდევ უფრო ცუდია ჩემი აზრით, როცა რუსულ მუსიკას იყენებენ მარკეტინგის მიზნებით – რუს ტურისტებს რუსულ მუსიკას ახვედრებენ. ეს ერთგვარი მაამებლობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მტერს ჩვენთან ხელგაშლილი ვხვდებით. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენც, მოსახლეობამ, ხალხმა, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, დავინახოთ საფრთხე და ამ საფრთხის შემცირებას შევუწყოთ ხელი. ეს ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ და არ გამოვიყენოთ რუსული მუსიკა, განსაკუთრებით საჯარო სივრცეებში და თუ სხვა იყენებს, მას მივუთითოთ ზრდილობის ფარგლებში, რომ გამორთოს რუსული მუსიკა.
ბევრ ადამიანს ეს კამპანია გააკვირვებს ალბათ, რადგან ჩვენთან უყვართ გამეორება, რომ „კულტურა და პოლიტიკა“ სხვადასხვა რამეა და ერთად არ უნდა განვიხილოთ. თქვენი აზრით, მუსიკა და პოლიტიკა როგორ უკავშირდება ერთმანეთს?
ერთ-ერთი ყველაზე მცდარი მოსაზრებაა ის, რომ კულტურა და პოლიტიკა ცალ-ცალკე შეიძლება იყოს. ეს არ შეიძლება ასე იყოს, რადგან კულტურა არის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძლავრი მექანიზმი და ეს მთელ მსოფლიოში ასეა, განსაკუთრებით რუსეთში, რომელიც კულტურას იყენებს იმისთვის, რომ თავისი გავლენის სივრცეები შეინარჩუნოს.
კულტურა არის პოლიტიკის ნაწილი და, შესაბამისად, მუსიკაც არის ის იარაღი, რომლითაც მტერი ცდილობს მასთან ყალბი ერთიანობა გაგრძნობინოს: ამით არ გაწყვიტოს კავშირი და შეინარჩუნოს ის გავლენა, რომელიც, სამწუხაროდ, საუკუნის განმავლობაში ჰქონდა.
ამ კამპანიაში თავად მუსიკის სფეროს წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ასევენ შემსრულებლებიც, რადგან საზოგადოებამდე მიიტანონ ეს ინფორმაცია და გააგებინონ, თუ რატომ არის რუსული მუსიკის მოსმენა საფრთხის შემცველი.
ადამიანი, რომელიცუსმენსმუსიკას, ალბათგეტყვით, რომმოსწონს ეს მუსიკა დამისიუფლებაა, რასმოუსმინოს. როგორაპირებთმისდარწმუნებას?
ჩვენ არავის ვუკრძალავთ და ვერც ავუკრძალავთ მუსიკის მოსმენას. ჩვენ, უბრალოდ, გვსურს, რომ ავუხსნათ და გავაგებინოთ ადამიანებს – შემდეგ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
ნებისმიერი შეგნებული ადამიანი, რომელიც რუსეთს აღიქვამს მტრად, რომელიც რუსეთს აღიქვამს სახელმწიფოდ, რომელმაც ძალიან ბევრი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას თავს, ბუნებრივია, რუსულ მუსიკას არ გამოიყენებს და საბოლოო ჯამში, რუსული მუსიკის მოსმენა უნდა გახდეს სირცხვილი.
ასე გააკეთა ახლახან უკრაინამ, რომელმაც აკრძალა საერთოდ საჯარო სივრცეებში რუსული მუსიკის შესრულება, საკანონმდებლო დონეზეც კი, ასევე მოლდოვამ. კიდევ უფრო ადრე აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რადგან ეს ქვეყნები ხედავენ საფრთხეს და მათ მოსახლეობის მხარდაჭერაც აქვთ ამაში – იქ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, თქვენ ქუჩაში რუსულ მუსიკას ვერ გაიგონებთ.
თუ მუსიკა არაფერს არ ნიშნავს, მაშინ მაინც და მაინც რუსული მუსიკა რატომ ისმის ჭარბად და არა სხვა ქვეყნების მუსიკა. მაგალითად, ბრაზილიელს რატომ არ ვურთავთ კაფეში ბრაზილიურ მუსიკას, პორტუგალიელს ან იაპონელს, ისინიც ხომ ჩამოდიან საქართველოში, მაგრამ მათ არ ვხვდებით ასე. მხოლოდ და მხოლოდ რუსულ მუსიკაზეა აქცენტი.
მართალია, თქვენს კამპანიაში ხაზგასმულია, რომ საუბარია „მდარე ხარისხის“ რუსულ მუსიკაზე, მაგრამ არც ისე იოლი განსასაზღვრია, რა იგულისხმება ამაში. ბევრი გეტყვით, რომ უსმენენ ისეთ რუს მუსიკოსებსა და ჯგუფებს, რომლებიც კარგ მუსიკას ქმნიან და რატომ არის ამ მუსიკის მოსმენა პრობლემა, მათ შორის, თუნდაც რუსული კლასიკური მუსიკის. რას უპასუხებდით მათ?
აქ საუბარია მასობრივ მუსიკაზე, რუსულ ესტრადაზე ძირითადად, რომელიც ფართოდ გამოიყენება. გვინდა იმას მივაღწიოთ, რომ ეს ტენდენცია იმ მხრივ გადავტეხოთ, რომ თვითონ ადამიანებმა თქვან ამაზე უარი.
ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანები მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ზუსტად იმ ფართო სურათიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის უბრალოდ მუსიკა, ეს არის იარაღი მტრის ხელში, რომელიც არ უნდა გამოვაყენებინოთ მას.
აქ არ არის საუბარი ჩაიკოვსკიზე ან რახმანინოვზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი მუსიკა არ გამოიყენება ფართოდ. აქ საუბარია მუსიკაზე, რომელიც არის მასიური გამოყენების და აქედან გამომდინარე აქვს გავლენა, თორემ ჩაიკოვსკი ან რახმანინოვი შეიძლება ძალიან იშვიათად გამოიყენონ. მით უმეტეს, ღირებულებითი თვალსაზრისითაც ძალიან განსხვავდება, ხომ?
უშუალოდ კამპანიაზე რომ ვისაუბროთ – რის გაკეთებას აპირებთ კონკრეტულად?
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით სხვადასხვა აქტივობა. ამაში ჩართულნი არიან ჩვენი მუსიკოსები, ტიკტოკერები, ინფლუენსერები. კამპანია საზაფხულო სეზონის პიკზე, აგვისტოში დაიწყება და გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
რამდენიმე ღონისძიება უკვე დაგეგმილი გვაქვს, მაგალითად, 8-ში თბილისში გვაქვს კონცერტი, შემდეგ, ივლისის ბოლოს ვაპირებთ აჭარაშიც, სადაც იქნება მოწოდებები „გამორთე რუსული მუსიკა!“ თვითონ მუსიკოსები მოუწოდებენ ამისკენ ხალხს, გულშემატკივრებს, რომ შეამცირონ ან საერთოდ უარი თქვან რუსული მუსიკის გამოყენებაზე.
გარდა ამისა, დაგეგმილია მივმართოთ იმ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ მუსიკას, ეს იქნება კაფე-ბარები, სატრანსპორტო კომპანიები, მაღაზიები. მათაც ავუხსნათ, მოვუწოდოთ და ვთხოვოთ, რომ უარი თქვან ამ მუსიკის გამოყენებაზე. გვინდა, რომ ეს კამპანია არ შევწყვიტოთ, გავაგრძელოთ მანამ, სანამ ტენდენცია არ შეიცვლება და ერთგვარი უხერხულობა და სირცხვილი არ გახდება რუსული მუსიკის გამოყენება.
კონკრეტულმა კაფემ ან თუნდაც ბათუმის ნავსადგურში გაჩერებულმა სასეირნო გემის მეპატრონემ შეიძლება თქვას, რომ რუსული მუსიკით მას უნდა მოიზიდოს რუსი ტურისტი, ზოგადად, რუსულენოვანი ტურისტი. იგივე ხდება სამარშრუტო ტაქსებშიც. როგორ აპირებთ მათ დარწმუნებას?
გასაგებია, მაგრამ მათ შეუძლიათ რუს ტურისტს სხვა წესით გააგებინონ, ინგლისურად უთხრან ან სხვა ენაზე. მერწმუნეთ, ნებისმიერ რუსს იმდენი ინგლისური ესმის, რომ გაიგოს, როდის გადის იახტა ან რა ღონისძიება ტარდება ამა თუ იმ რესტორანში ან კაფეში. ასეთი ინგლისური ნებისმიერმა ტურისტმა იცის.
შესაბამისად, ჩვენ ხალხს ავუხსნით ამ ყველაფერს და უარის თქმის შემთხვევაში მათ არაფერი დააკლდებათ, არც მათი ბიზნესი დაზარალდება – პირიქით, მათი მიმზიდველობა გაიზრდება, იმიჯი გაიზრდება და რაც მთავარია, საქმე გაკეთდება. ისინიც საკუთარ წვლილს შეიტანენ იმ საქმეში, რომ მტერთან მაამებლურ პოლიტიკაში არ ვიყოთ და არ შევუქმნათ დამატებითი კომფორტი, რომელიც არ არის საჭირო.
იმ ტაქსის მძღოლმაც, როცა ჩასვამს რუს ტურისტს ავტომანქანაში, არ ჩაურთოს რუსული მუსიკა და ამით არ შეუქმნას დამატებითი კომფორტი, ამაზეა ლაპარაკი. თუ ნებისმიერი ადამიანი გაიაზრებს იმ 200-წლიან ისტორიას, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს, გაიაზრებს იმ უარყოფით შედეგებს, რაც რუსეთმა ჩვენს სახელმწიფოზე და ხალხზე იქონია, გაიაზრებს, თუ მათ გამო რამდენი რამ დავკარგეთ და განვითარებაზე გვათქმევინეს უარი, ძალიან მარტივი გახდება ის, რომ ცნობიერებაც შეეცვალოთ ადამიანებს. ამიტომ ვაპირებთ სწორედ მათ ცნობიერებაზე მოვახდინოთ ზეგავლენა და პოზიტიურად ვიმოქმედოთ. არ შეიძლება მტერთან ისე ვიქცეოდეთ, როგორც მოყვარესთან, ეს მარტივი პრინციპია და ასე მოქმედებს კაცობრიობა დღემდე.
არ შეიძლება მტერს ფიანდაზად ვეგებოდეთ, როცა ის ყოველდღე გვავიწროებს, ჩვენს ტერიტორიებს იპყრობს ყოველდღე და ჩვენს მოქალაქეებს აწამებს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, განვითარებაში ხელს რომ გვიშლის.
ბუნებრივია, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ტურიზმში ჩართულ ბევრ კომპანიასთან. პირველ ეტაპზე ზუსტად მათთან ვაპირებთ წერილობით კომუნიკაციას – ამ ყველაფრის ახსნას და თხოვნას, რომ შეამცირონ რუსული მუსიკა.
ამ ხალხთან ჩვენ ისედაც გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, რადგან მუსიკას იყენებენ და ლიცენზია აქვთ ჩვენი, შესაბამისად, ამ კომუნიკაციაში შემოგვაქვს დამატებითი კომპონენტი, რომ რუსულ მუსიკაზე თქვან უარი.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს შედეგს გამოიღებს და გამოხმაურებაც, რომელიც ამ კამპანიას აქვს უკვე, არის 15-20%, ვინც ამას ეწინააღმდეგება, თორემ დანარჩენი პროცენტი მზადაა, უარი თქვას რუსულ მუსიკაზე.
ორი კვირაა, რაც ეს კამპანია წამოვიწყეთ და უკვე გვაქვს შემთხვევები, როცა თბილისში ბევრმა კაფემ, რესტორანმა თუ სასტუმრომ უარი თქვა რუსული მუსიკის გამოყენებაზე – აბრებიც კი გამოაკრეს, რომ აქ რუსულ მუსიკას ვერ მოისმენს ტურისტი.
2008 წლის ომის შემდგომ ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, საჯარო სივრცეში არ ყოფილიყო ჩართული რუსული მუსიკა. მაშინ აჭარაში არაოფიციალურად გააფრთხილეს კიდეც კაფე-ბარები და რესტორნები, რომ არ ჩაერთოთ რუსული მუსიკა. გარკვეული ეფექტი ამას ჰქონდა, თუმცა მცირე ხნით და სიტუაცია მალევე შეიცვალა. გჭირდებათ თუ არა ამაში, მაგალითად, სახელმწიფოს მხარდაჭერა?
მაშინდელი შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა სულ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობაა – უკრაინაში ომი მიმდინარეობს, განსაკუთრებით გამოკვეთილია რუსეთის უარყოფითი როლი მსოფლიოში. მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგია და უფრო ადვილია ეს გაიაზროს თითოეულმა მოქალაქემ. სამოქალაქო აქტივიზმს რაც შეეხება, ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობა მიიღოს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვთქვათ, ტაქსის მძღოლს სთხოვოს, რომ გამორთოს რუსული, ან კაფეში როცა შეხვდება, იქ სთხოვოს, რომ გამორთონ; გადაიღოს პატარა, რამდენიმეწამიანი ვიდეო და ატვირთოს სოციალურ ქსელში, სადაც იტყვის, რომ „გამორთე რუსული“ და ამის მიზეზს დაასახელებს. რამდენიმე ათეული ვიდეო ჩაწერილია უკვე და ორშაბათიდან დავიწყებთ მათ გავრცელებას სოციალურ ქსელში.
ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობა. ეს იმიტომ გამოიღებს შედეგს, რომ ასე იქმნება საზოგადოებრივი აზრი და ასე ვითარდება, ზოგადად, საზოგადოება. ეს მნიშვნელოვანი საქმეა, რომ შევამციროთ მტრის გავლენა ჩვენს ქვეყანაში.
რუსებმა ხერსონი პირველ მარტს დაიკავეს. უკვე ოთხი თვეა, რუსეთი ხერსონელების გადაბირებას ცდილობს: დასდევენ, იტაცებენ, კლავენ. თუმცა ხერსონი პირველი დღიდანვე იბრძვის: თავიდან მიტინგებს აწყობდნენ, ახლა კი ბრძოლა იატაკქვეშეთში გადავიდა – ქალაქში კოლაბორაციონისტების მანქანებს აფეთქებენ.
რამდენიმე ხერსონელი ჰყვება, როგორია ცხოვრება ოკუპირებულ ქალაქში.
ოთხი თვე ოკუპაციაში
ოქსანას, სახელი შეცვლილია, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ესმოდა, რომ სახლებს ჩხრეკდნენ და ადამიანებს იტაცებდნენ, – „მანქანა რომ ხმაურით ჩაივლის, ან სადარბაზოს კარი მიჯახუნდება, ადამიანებს ამ ხმებისაც კი ეშინიათ.“
ოქსანა ჰყვება, რომ რუსი სამხედროები ხერსონის ბატონ-პატრონებად გრძნობენ თავს, ადგილობრივები კი ცდილობენ, ნაკლებად იურთიერთონ მათთან, ქუჩაში გამოსვლასაც კი ერიდებიან.
„ჩემი ნაცნობი მუშაობდა მიტანის სერვისში, მაგრამ ვერ გაუძლო, დღეში უამრავი საგუშაგოს გავლა უწევდა. ზოგიერთზე უბრალოდ დოკუმენტებს გიმოწმებენ და მეტი არაფერი, ზოგიერთზე კი შეიძლება ძალიან უხეშად მოგექცნენ. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ სამხედროს არ მოეწონა, როგორ ელაპარაკებოდა ეს გოგო და ყვირილი დაუწყო, თუ ბევრს ილაპარაკებ, აგერ ბუჩქებში შეგათრევ და გაგაუპატიურებო,“ – ოქსანა ამბობს, რომ მისმა ნაცნობმა ხერსონი უკვე დატოვა.
ოთხი თვე ოკუპაციაში ცხოვრების შემდეგ, ქალაქიდან თვითონ ოქსანაც წავიდა. ბავშვთან ერთად. გზა ზაპოროჟიემდე გრძელი და რთული აღმოჩნდა, თუმცა ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
პარტიზანები კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ
როდესაც ქალაქი დაიპყრეს, რუსებმა საოკუპაციო ხელისუფლება დანიშნეს და მის სათავეში ვლადიმირ სალდო ჩააყენეს – ხერსონის მერი 2022-2012 წლებში. პრორუსი ბლოგერი, კირილ სტრემოუსოვი კი ე.წ. „სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციის“ უფროსის მოადგილე გახდა.
თუმცა კოლაბორაციონისტების მუშაობას მუდმივად უშლიან ხელს ხერსონელი პარტიზანები, ისინი ქალაქში მუქარის განცხადებებს აკრავენ და თავდასხმებს აწყობენ.
ასე ააფეთქეს 22 ივნისს დეპუტატ ალექსეი კოვალევის მანქანა. კოვალევი რუსებთან თანაშრომლობდა.
24 ივნისს ააფეთქეს დმიტრო სავლუჩენკოს მანქანა – „ოჯახების, ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების“ უფროსის.
სავლუჩენკო დაიღუპა.
საპროტესტო აქცია ხერსონში/ფოტო: 24tv.ua
„ასეთი მოვლენები სხვა კოლაბორაციონისტებზეც მოქმედებს,“ – ამბობს ოკუპირებული ტერიტორიიდან წამოსული პაველ კობერნიკი, ხერსონელი ჟურნალისტი. – „სალდო და სტრემოუსოვი ქუჩაში ჯავშანჟილეტებითა და დაცვით დადიან“.
ჟურნალისტი დასძენს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის გამო, რუსებმა უკვე აღარ იციან, როგორ მოიქცნენ ხერსონში, ამიტომაც მუდმივად იდება რუსეთთან შეერთების მოთხოვნით დაგეგმილი რეფერენდუმი.
„ახლაც კი, როდესაც ხერსონის ბევრი პატრიოტი ქალაქიდან წავიდა, ხერსონშიც და მთელ ოლქშიც რჩება პროუკრაინული მოსახლეობა, რომლებიც ოკუპანტების ყველა გეგმას შლიან. ბოლო ინფორმაციით, რეფერენდუმს 11 სექტემბერს გეგმავენ. იმედი გვაქვს, რომ ამ დროისთვის, ოლქის ის ნაწილი, რომელშიც ქალაქი ხერსონია, უკვე დეოკუპირებული იქნება. მეორეც – როგორი იქნება აქტივობა ამ რეფერენდუმზე? შეიძლება მათ მოახერხონ ხალხის ყირიმიდან და დონეცკიდან გადმოყვანა, როგორც ყოველთვის აკეთებდნენ, რადგან ხერსონელთა უმრავლესობა წინააღმდეგია ნებისმიერი რეფერენდუმის, ეს იქნება რუსეთთან შეერთების თუ დონეცკისა და ლუგანსკის მსგავსი კვაზირესპუბლიკის შექმნის მოთხოვნა,“ – ამბობს კობერნიკი.
„მათი ძალაუფლება შიშზე დგას“
ხერსონი, ოკუპაციიდან მალე, 1990-იანების ქალაქს დაემსგავსა: ქუჩებში გაშლილი ქაოსური ბაზრებით, სადაც ყველაფერი იყიდებოდა, წამლებით დაწყებული და სპირტით დამთავრებული. ალკოჰოლური სასმელები ყირიმიდან შეჰქონდათ და პირდაპირ ბიდონებიდან ყიდდნენ.
„იყო პერიოდი, როდესაც სუპერმარკეტებში საერთოდ აღარაფერი იყო. შედიხარ მაღაზიაში და იქ მხოლოდ კონსერვირებული ზეთისხილი და ანანასი და ძვირიანი სასმელებია. სხვა დახლები დაცარიელებულია. ზოგი დილის 5 საათზე მიდიოდა მაღაზიაში, ყიდულობდა პროდუქტებს და მერე დღისით ბევრად ძვირად ყიდდა იმავე მაღაზიის წინ,“ – იხსენებს ოქსანა.
„საოკუპაციო ხელისუფლებამ ჰუმანიტარული ვითარება დღემდე ვერ მოაგვარა,“ – ამბობს ქალაქიდან წამოსული კიდევ ერთი ჟურნალისტი, საიტ „მოსტის“ რედაქტორი სერგეი ნიკიტენკო. – „საოკუპაციო ადმინისტრაციის შექმნა, ესაა მცდელობა, ხალხს დაანახონ, რომ ძალაუფლება მათ ხელშია, მაგრამ ეს ძალიან უსუსური მცდელობაა. ადამიანები ხედავენ, ვის ნიშნავენ ხელისუფლებაში – პოლიტიკურ აუტსაიდერებს ან უბრალოდ გაუგებარ ადამიანებს, რომლებიც არაფრის მაქნისები არიან. ქალაქშიცა და ოლქშიც განუკითხაობაა, რეპრესიების მანქანა მუშაობს. მთელი მათი ძალაუფლება შიშზე დგას.“
ახლა რუსებს საკვები ყირიმიდან და რუსეთის ფედერაციიდან შეაქვთ, თუმცა ხერსონელები ხარისხსა და ფასებზე წუწუნებენ – „ვიღაც წერდა, რომ რუსული კონსერვი შეჭამა და საავადმყოფოში მოხვდა“.
ვინ არის კოლაბორაციონისტი
იმის გამო, რომ მათთვის დანარჩენი უკრაინის ბაზარი ჩაიკეტა, ხერსონელი ფერმერები იძულებულნი არიან საკუთარი პროდუქტი ან ძალიან იაფად გაყიდონ, ან გადაყარონ, ან რუსებთან ითანამშრომლონ.
„მიდიან ფერმერთან, სთავაზობენ თანამშრომლობას, ის უარს ამბობს. ორი კვირით სარდაფში აგდებენ, ამ დროში კი მის მეურნეობას ძარცვავენ. რამდენიმე მსხვილი ფერმერი დათანხმდა თანამშრომლობას, თუმცა უმრავლესობამ უარი თქვა. ასე ვიცით, რომ ფერმერებს უთხრეს „თქვენი მოსავლის 30 % თქვენ, 70 % მიდის რუსეთში და ყირიმში“, – ჰყვება პაველ კობერნიკი.
რუსების პროპაგანდისტული პლაკატი ხერსონში/ფოტო: telegraf.com.ua
უკრაინის კანონით, კოლაბორაციონისტია პირი, რომელიც „სამეურნეო საქმიანობას აწარმოებს ოკუპანტთან თანამშრომლობით“.
თუმცა კოლაბორაციონიზმის ყველა ფორმას კანონი აr განმარტავს.
„ამ მხრივ ხერსონელები უკეთეს კომუნიკაციას ელოდნენ ხელისუფლებისგან“ – ამბობს „მოსტის“ რედაქტორი სერგეი ნიკიტენკო. – „პირველი 50 დღე არავის უნახავს ჩვენი მაშინდელი გუბერნატორი გენადი ლაგუტა. ხერსონელები ძალიან შეუარცყოფილად გრძნობდნენ თავს. ფიქრობენ, რომ მან უღალატა. გაქრა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ არც კომუნიკაცია ჰქონია ხალხთან. ხალხს არავინ აუხსნა, როგორ მოქცეულიყვნენ, რა ხდება და დღემდე არავინ არაფერს უხსნის.
„ადამიანებმა არ იციან, ვინ მიიჩნევა კოლაბორაციონისტად და ვინ – არა. ხალხი ძალიან განიცდის. ეს განსაკუთრებით ეხებათ კომუნალური სამსახურების თანამშრომლებს, რომელთაც აიძულებენ ან სამსახურები დატოვონ ან რუბლებში აიღონ ხელფასი. ყველა ხომ ვერ დატოვებს მაგალითად „წყალკანალს“, ასე ასობით ათასი ადამიანი დარჩება წყლის გარეშე და ეს კატასტროფა იქნება“.
ვიცე-პრემიერმა ირინა ვერესჩუკმა ხერსონელებს მოუწოდა, ქალაქი დატოვონ, რადგან უკრაინელი სამხედროები ქალაქის დეოკუპაციას გეგმავენ.
ხერსონიდან უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიისკენ ორი გზაა – ყირიმის ან ზაპოროჟიეს გავლით, თუმცა უსაფრთხო არცერთია. ოქსანამ ზაპოროჟიე აირჩია.
„ვიცი ერთი ამბავი, როდესაც ვიღაც ყირიმის გავლით გასვლას ცდილობდა. რუს სამხედროებს მის პასპორტში ციფრების კომბინაცია არ მოეწონათ და სასტიკად სცემეს. მერე მზეზე დააგდეს, მერე ისევ სცემეს, მერე დაკითხეს. სცემდნენ და კითხავდნენ. მეორე დღეს ისევ ქალაქში დააბრუნეს.“
როგორც ოქსანა ჰყვება, რუსებს აქვთ იმ ადამიანების სია, ვისაც ეძებენ, ამიტომაც ყველა ხერსონელს არ შეუძლია საგუშაგოს გავლა. გზაც სახიფათოა. ზოგს საკმარისი ფული არ აქვს, ავადმყოფები და მოხუცები კი ამხელა გზას ვერ გაუძლებენ.
„ყველა დიპლომატისთვის დღესავით ნათელია, რომ ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას. შეიძლება სხვა პროფესიის ადამიანმა მთავრობის ტყუილები დაიჯეროს, გავლენის ქვეშ მოექცეს ან რაღაცის გამო აწყობდეს და ისევ ეგონოს, რომ მთავრობას მართლა უნდა ევროკავშირში.
დარწმუნებული ვარ, არცერთი დიპლომატი, მარტივად რომ ვთქვათ, ამას „არ შეჭამს“. ახლა თუ რომელიმე ადამიანი, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს, ვერ ხვდება, რომ ეს არის მკაფიო საგარეო პოლიტიკის ცვლა პროდასავლურიდან პრორუსულისკენ, მათი ადგილი დიპლომატიაში ვერ იქნება. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ ესმით საგარეო პოლიტიკა“.
ასე აფასებს „ბათუმელებთან“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი, შოთა ღვინერია ქართველი მოქმედი დიპლომატების დუმილს ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს ევროკავშირის 27 ქვეყანაში აქვს საელჩო ან ჰყავს საკონსულო წარმომადგენლობა. ევროპული საბჭოს მიერ 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებიდან, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა მისცეს, 9 დღე გავიდა.
მოქმედი ქართველი დიპლომატები დუმან.
განსხვავებით კარიერული დიპლომატებისგან, რომლებმაც ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე, 24 ივნისს, გააკეთეს ერთობლივი განცხადება და თქვეს, რომ „ხელისუფლებამ თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია“.
„დიპლომატიაში ჩვენი მთავარი იარაღი სიტყვაა. ყველა სიტყვას და ყველა სიტყვის სინონიმს აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყენებ. მე ჩემი ოცწლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში ბევრი რამ მომწონებია, ბევრი რამ არ მომწონებია. დიპლომატია ასეთი რაღაცაა – არ არსებობს 100 %-ით ყოველთვის ყველაფერს მიაღწიო. როგორც დიპლომატი, ჯარისკაცი იღებ დავალებას და ასრულებ იმ მომენტამდე, როდესაც ის დავალება, რომელსაც იღებ, არ არის მორალურად შეუთავსებელი იმ პრინციპებთან, რომელ პრინციპებსაც ემსახურები.
პოლიტიკური პოზიცია თუ არსებობს, შენ როგორც ჯარისკაცი, ამ პოლიტიკურ პოზიციას ან იცავ ან მიდიხარ დიპლომატიური სამსახურიდან. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ახლა იმიტომ ვარ გაოცებული, რომ არცერთი მოქმედი დიპლომატი არ გამოეხმაურა ამ პროცესებს,“ – ამბობს შოთა ღვინერია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი.
იმუშავა თუ არა სამიზნე ქვეყნებში ქართულმა დიპლომატიამ და როგორ – ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 23 ივნისს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.
„პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, დიპლომატები შეზღუდულები არიან თავიანთ მოქმედებაში. უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ დიპლომატებს მაქსიმალურად გამოეყენებინათ არსებული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ჰქონდა უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.
ჩვენ გვყავს ძალიან კარგი და პროფესიონალი დიპლომატები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობენ სისტემაში. მათ აქვთ საკმარისი გამოცდილებაც და ცოდნაც იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ დასახული მიზნის მისაღწევად.
მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მოხდა ქართული დიპლომატიის რესურსის სრულფასოვნად გამოყენება. ამიტომ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიგი გიგიაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი.
ის კარიერული დიპლომატია. ბოლოს საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა დანიის სამეფოსა და ისლანდიაში. გიგი გიგიაძე ერთადერთი ელჩი იყო, რომელმაც 2020 წლის ოქტომბერში საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. 2021 წლის იანვარში გიგიაძე ელჩის პოზიციიდან გამოიწვიეს, როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, საროტაციო ვადის გასვლის გამო.
გიგი გიგიაძე ფოტო: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
გიგი გიგიაძის მსგავსად, შოთა ღვინერიაც თვლის, რომ პოლიტიკური ნების არ არსებობამ განაპირობა დიპლომატიური კორპუსის პასიურობა.
„წარმოიდგინეთ, გინდათ წასვლა თბილისიდან თელავში. გყავთ გამართული მანქანა. მძღოლს ეუბნებით – „წავედით თელავში“. მანქანაში ჯდები და მიდიხარ თელავის მიმართულებით. სადღაც, რაღაცა მომენტში მძღოლს ეშლება გზა და არასწორად მიდის, ან განგებ აკეთებს ამას და თელავის ნაცვლად ხვდებით სხვა ქალაქში.
ამ შემთხვევაში დიპლომატია არის აი, ის მანქანა, რომელიც თუ გაფუჭდა და იმიტომ ვერ ჩახვედი დანიშნულების ადგილას, ეს არის მანქანის ბრალი; თუ მძღოლმა შეცვალა და წავიდა სხვა მიმართულებით, ამას მანქანას [დიპლომატიას] ხომ ვერ დავაბრალებთ? ზუსტად ასეა – დიპლომატია ამ შემთხვევაში არის მიზნის მიღწევის ერთ-ერთი რესურსი.
დედაქალაქიდან მიღებული დეტალური ინსტრუქციის საფუძველზე, რა დონეზე უნდა იაქტიურონ, რა შედეგს უნდა მიაღწიონ, მოქმედებს ყველა დიპლომატიური უწყება. ამის მიხედვით წყვეტს შემდეგ დიპლომატიური კორპუსი, ვისთან უნდა გამართონ ადგილზე შეხვედრები და რა ინტენსივობით.
24 ივნისს გავრცელებულ მიმართვაში ჩვენ ვთქვით, რომ „ხელისუფლებამ თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია“. ზუსტად ამას ნიშნავს განეიტრალება, რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ინსტრუქცია, არ ჰქონდათ სათანადო პოლიტიკური მხარდაჭერა. არ ჰქონდათ სათანადო ბერკეტები ხელში.
დიპლომატიაში ყველაზე მთავარი არის შენი სანდოობა. შენ იქ ვერ ჩახვალ და ტყუილების ლაპარაკს ვერ დაიწყებ.
იმის გამო, რომ არ იყო სათანადო „გასაყიდი“ მასალა თბილისში, არ იყო პროგრესი რეფორმების გზაზე, იყო ძალიან ცუდი ფაქტები, რომლების გადაფარვაც დიპლომატიურ უწყებებს არ შეუძლიათ, მოხდა ის, რომ მათ ვერ შეძლეს იმ მაქსიმალური შედეგის დადება, რასაც მიაღწია უკრაინამ და მოლდოვამ.
ეს არ არის ცუდი მუშაობის შედეგი, ეს არის არასწორი პოლიტიკის შედეგი,“ – ამბობს შოთა ღვინერია.
შოთა ღვინერია ფოტო: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
როგორ უნდა ემუშავათ დიპლომატებს 17 ივნისამდე, მანამ სანამ ევროკომისიამ თავის რეკომენდაციას გამოაქვეყნებდა? – ვკითხეთ გიგი გიგიაძეს.
„არის საკითხები, რომელსაც მარტო დიპლომატები ვერ მოერევიან. საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოქცეულიყო ქვეყანა, არის მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს ქცევა. მთელი ქვეყანა იყო მობილიზებული. მაია სანდუ 24 საათი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობდა, თავისი ქვეყნის პოზიციას ლობირებდა.
ჩვენ, სამწუხაროდ, ანალოგიური ვითარება არ გვქონდა. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პირიქით, კონფრონტაციულ რეჟიმში გადავიდნენ. მათ გააუარესეს რიტორიკა ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერების მიმართ. მოხდა იმის სრულიად საპირისპირო, რაც უნდა გაეკეთებინათ.
საკითხის გამარტივება იქნება, რომ ეს ვიღაცამ მარტო ქართულ დიპლომატიას გადააბრალოს. ვინაიდან აქ ხელისუფლების როლი იყო გადამწყვეტი. ხელისუფლებას უნდა მოეთხოვა შეხვედრები ბრიუსელში, ბერლინში, ყველა დიდ ქვეყანაში. უნდა გაეკეთებინა მაქსიმუმი იმისათვის, რომ ევროპულ საბჭოს სამივე ქვეყნისთვის თანაბარი კრიტერიუმი, თანაბარი წახალისება მიეცა,“ – ამბობს გიგი გიგიაძე.
კარიერული დიპლომატი შოთა ღვინერია კი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს.
„არსებობს უზარმაზარი უფსკრული იმას შორის, რას ამბობენ ისინი და რას აკეთებენ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ერთის მხრივ შეგაქვს განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და ამავდროულად იძახი, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შენთვის არაფერს ნიშნავს, ამავე დროს დგამ იმ შიდაპოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელზეც გეუბნებიან, რომ აზიანებს შენს დემოკრატიას, მიგითითებენ – ეს არ გააკეთო, მაგრამ შენ დემონსტრაციულად აკეთებ საპირისპიროს, აქ უკვე დიპლომატია ვერაფერს გახდება: სახეზეა ის არასწორი მიმართულება და გეზი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო,“ – ამბობს შოთა ღვინერია.
ინტერვიუები გიგი გიგიაძესა და შოთა ღვინერიასთან 29-30 ივნისსა ჩაწერილი. დღეს, პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა თეა კატუკიამ, საქართველოს ელჩმა საფრანგეთში. უკვე ყოფილმა ელჩმა გადადგომის მიზეზად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან „მუდმივ რეჟიმში განხორციელებული“ ზეწოლა დაასახელა.
„დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ,“ – წერს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თეა კატუკია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ცილისწამებას უწოდებს საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას გაკეთებულ განცხადებას ზეწოლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სამინისტრო მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო.
შავ ზღვაში მდებარე, უკრაინის ცნობილ კუნძულ ზმეინიზე, რომელიც უკრაინამ 30 ივნისს დაიბრუნა, რუსეთმა 900 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების აღჭურვილობა დაკარგა – ამის შესახებ უკრაინული „ფორბსი“ წერს.
გამოცემამ დათვალა, რა ღირებულების აღჭურვილობა დაკარგა რუსეთის არმიამ ზმეინიზე და მის წყლებში, მას შემდეგ რაც კუნძული დაიკავეს 2022 წლის თებერვალში.
ყველაზე დიდი დანაკარგი იყო რუსული სარაკეტო კრეისერი „მასკვა“, რომლის ღირებულება 750 მლნ დოლარი იყო. კრეისერი მონაწილეობდა ზმეინის დაპყრობაში. სწორედ ამ კრეისერის მისამართით გაისმა ახლა უკვე ძალიან ცნობილი ფრაზა – „რუსკი ვაენი კარაბლ, იძი ნა *უი!“. კრეისერს უკრაინულმა მხარემ 13 აპრილს „ნეპტუნის“ რაკეტები ესროლა, რის გამოც „მასკვას“ ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა.
გარდა ამისა, „ფორბსის“ ცნობით, ზმეინის წყლებში განადგურდა მინიმუმ რვა საზენიტო სისტემა, რომლის ჯამური ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტი იყო და სხვადასხვა კლასის ოთხი ხომალდი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ დოლარი იყო.
ჯამში გამოცემა ვარაუდობს, რომ რუსეთმა ზმეინიზე 915 მლნ აშშ დოლარის ტექნიკა იზარალა, თუმცა, უკრაინული „ფორბსი“ აქვე აღნიშნავს, რომ დააჯამეს მხოლოდ ის დანაკარგები, რის შესახებაც ცნობილია და რუსეთის ზარალი შესაძლოა ამაზე დიდი იყოს.
შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი 30 ივნისს დაიბრუნა უკრაინამ. რუსეთმა განაცხადა, რომ კუნძული „კეთილი ნებით“, თავად დატოვეს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა დატოვეს კუნძული, რადგან ვეღარ გაუძლეს უკრაინის არტილერიის, სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს.
უკრაინის უშიშროება მორიგი წარმატებული ოპერაციისა და 4 დაკავებული ჯაშუშის შესახებ იუწყება. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ გაანეიტრალეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელიც კიევში მოქმედებდა და რომელიც ქალაქის დაცვისა და უკრაინელი სამხედროების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.
უწყების პრესსპიკერის, არტიომ დიხტიარენკოს თქმით, „აგენტები აგროვებდნენ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და სტრატეგიული ობიექტების გეოლოკაციების შესახებ; ასევე, ცდილობდნენ უკრაინელების გადაბირებას, მხარი დაეჭირათ რუსი ოკუპანტებისთვის“.
უშიშროების სამსახურის ცნობით, აგენტურული ჯგუფი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელმა, პოლკოვნიკმა ვლადისლავ დონეცმა შექმნა. ის რუსების საოკუპაციო დაჯგუფების წევრი იყო კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში და კოორდინაციას უწევდა რუსი აგენტების საქმიანობას უკრაინაში.
„ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი, ვალენტინ ტილილიმი. რუსეთის აგენტები თავიანთ უფროსობასთან მანამდე შეთანხმებული დახურული არხებით კონტაქტობდნენ“, – აღნიშნავს უკრაინის უშიშროება.
გამოძიების ინფორმაციით, აგენტურული ჯგუფი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე გააქტიურდა. ჯგუფის წევრებს შორის მკაცრად იყო განაწილებული პასუხისმგებლობის სფეროები და დივერსიული დავალებები.
4 დაკავებულიდან 3 კიევის მცხოვრებია. გამოძიების მტკიცებით, უშუალოდ ორ მათგანს ევალებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის, სამხედროებისა და სამართალდამცველების შესახებ ინფორმაციის მოგროვება.
კიევის კიდევ ერთ მცხოვრები, რომელიც წარსულში დონეცკის სამართალდამცველ ორგანოებში მუშაობდა, უწყების მტკიცებით, კრემლის პროპაგანდას ავრცელებდა და ამისთვის სპეციალიზებულ ინტერნეტ-პლატფორმებს იყენებდა.
მეოთხე დაკავებული ჰოსტომელში დაარსებული IT კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც გამოძიების ცნობით, აგენტურულ ჯგუფს ტექნიკურად ეხმარებოდა.
ოთხივე დაკავებულს ბრალს სამშობლოს ღალატისთვის წარუდგენენ.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის უშიშროებამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის აგენტურული ქსელის მხილებასა თუ აგენტების დაკავებაზე.
21 ივნისს უკრაინის უშიშროებამ სამშობლოს ღალატის ბრალდება წარუდგინა ორ თანამდებობის პირს. კიევში დააკავეს მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით „მტერს აწვდიდნენ სხვადასხვა ინფორმაციას: თავდაცვის შესაძლებლობებზე, საზღვრების მდგომარეობაზე, ცნობებს უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებზე.“
26 ივნისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოააშკარავა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი ანდრეი დერკაჩიც შედიოდა. ქსელის მიზანი იყო, რუსეთს უკრაინის დაპყრობაში დახმარებოდა.
გამოძიების მტკიცებით, დერკაჩი კურირებდა დაცვის კერძო კომპანიების შექმნას უკრაინის სხვადასხვა ოლქში. ეს სტრუქტურები უკრაინის სწრაფი ოკუპაციისთვის უნდა გამოეყენებინათ.
„უკვე 4 წელია საქართველოს მოქალაქეობას ვითხოვ, ეროვნებით ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე, ბოლნისში, საქართველოში გავიზარდე,“ – ამბობს თამარ გოქჩებელი. მისი დაბადების გვარი დალაქიშვილია, თუმცა 2018 წელს, როცა ის დაქორწინდა თურქეთის მოქალაქეზე, თურქეთის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად გვარის შეცვლაც მოუხდა.
2018 წლიდან თამარ გოქჩებელი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს საგამონაკლისო წესით, ანუ „ორმაგ მოქალაქეობას“, თუმცა უშედეგოდ.
„მითხრეს, რომ არ იქნებოდა ეს პრობლემა და სხვებს აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, ორჯერ მივმართე იუსტიციის სამინისტროში კომისიას და ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მივიღე. კომისიის წევრებმა გასაუბრებაზე მითხრეს, გადაჯიშებული ხარ, გვარი რატომ შეიცვალე, მამამ ამის უფლება როგორ მოგცაო. ატირებული გამოვედი იქიდან, ვერ აღგიწერთ, როგორ ცუდად გვახდი,“ – გვიყვება თამარ გოქჩებელი.
თამარ გოქჩებელმა სახელმწიფო სერვისების სააგენტოში ჩაბარებული გამოცდის შედეგებიც გვაჩვენა – თამარს ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში მაქსიმალური – 10 – 10 ქულა მიუღია, სამართალში კი, მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვია. თამარ გოქჩებელი ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.
„საქართველოში ხშირად ჩამოვდივართ, ჩემი სამშობლო საქართველოა, ნასამართლევი არ ვარ და არც ჩემს ქმარს ჩაუდენია რამე დანაშაული. არ ვიცი, რის გამო მეუბნებიან უარს მოქალაქეობაზე,“ – ამბობს თამარ გოქჩებელი.
ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოქალაქემ ჯერ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს უნდა მიმართოს, გამოცდები ჩააბაროს და შემდეგ სპეციალურ, მუდმივმოქმედ კომისიას გაესაუბროს. კომისიამ სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კომისიის მიერ დასკვნის მომზადების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს. მას შეუძლია კომისიის გადაწყვეტილება გაიზიაროს ან მასზე უარი თქვას და მაინც მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობაც.
თამარ გოქჩებელს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს კომისიამ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა 2019 წელს. კომისიამ დაბადებით საქართველოს მოქალაქეს უარი უთხრა 2021 წელსაც. ამის შემდეგ თამარ გოქჩებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
„არ შეიცავს რეალურ დასაბუთებას“, – ესაა ხაზგასმული თამარ გოქჩებელის სარჩელში, რომლის დაკმაყოფილებაზე სასამართლომაც უარი თქვა.
ადვოკატი ლაშა ბექიშვილი, რომელიც სასამართლოში თამარ გოქჩებელის ინტერესებს იცავს, განმარტავს, რომ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს კომისია იღებს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს და როგორც ნებისმიერი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება, აქაც კომისია ვალდებულია, დაუსაბუთოს მოქალაქეს, რატომ არ უნდა მიენიჭოს მას საქართველოს მოქალაქეობა.
„კომისიის დადებითი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკის მიხედვით, როცა კომისია იღებს დადებით გადაწყვეტილებას, მას უმრავლეს შემთხვევაში იზიარებს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში გაიზიარა კომისიის გადაწყვეტილება და უარი გვითხრა, თუმცა კანონის მიხედვით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვერ გავასაჩივრებთ… კომისიის ხუთი წევრიდან ორმა კი, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, მათ მიიჩნიეს, რომ თამარს უნდა მინიჭებოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე ამბობდა, რომ კომისიის წევრები შინაგანი რწმენით იღებენ გადაწყვეტილებას,“ – გვითხრა ადვოკატმა ლაშა ბექიშვილმა.
თუ სასამართლო თამარ გოქჩებელის სარჩელს დააკმაყოფილებდა, სახელმწიფოს სერვისების სააგენტოს სპეციალური კომისია ვალდებული იქნებოდა, მიეღო დადებითი გადაწყვეტილება, ან ხელახლა ემსჯელა ამ საქმეზე.
თამარ გოქჩებელი აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს.
„ბოლომდე ვიბრძოლებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფრთების გარეშე დავრჩი, ეს არ არის სამართლიანი,“ – ამბობს თამარ გოქჩებელი.
უკრაინული ბორშჩის მომზადების კულტურა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც კულტურული ძეგლი, რომელსაც სჭირდება დაცვა.
„და მაინც, ბორშჩი ჩვენია“ – წერსუკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო ფეისბუქზე.
„ბორშჩის მომზადება და გაზიარება უკრაინელი ხალხისთვის იმედისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“ – წერს იუნესკო.
გადაწყვეტილება დღეს, პირველ ივლისს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
„ბორშჩის მომზადების კულტურა დიდი ხანია გამოიყენება და აღინიშნება უკრაინის ყველა რეგიონში, სადაც საზოგადოება, ოჯახები და რესტორნები ავითარებენ ამ ტრადიციული და პოპულარული კერძის საკუთარ ვერსიებს, რომელიც დაფუძნებულია ჭარხალზე. ის ასახავს ადგილობრივ მახასიათებლებსა და პროდუქტებს რეგიონის მიხედვით. ბორშჩი შეიძლება შეიცავდეს სოკოს, თევზს ან ტკბილ წიწაკას. …ბორშჩი მიიჩნევა უკრაინული საზოგადოების კულტურული მემკვიდრეობის, იდენტობისა და ტრადიციის ნაწილად“ – წერს იუნესკო.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ტრადიციული უკრაინული ბორშჩი ასევე გახდა დაპირისპირების საგანი. 2022 წლის აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინას არ უნდოდა ბორშჩი ყოფილიყო საერთო კერძი და ამას ნაციზმისა და ექსტრემიზმის გამოვლენა უწოდა.
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ დღეს დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ბორშჩისთვის ბრძოლა ომამდე დაიწყო.
„რაც არ უნდა თქვას ზახაროვამ, რომ „კულინარიული წიგნები აკრძალული იყო, რეცეპტი კი საიდუმლოდ ინახებოდა და აკრძალული იყო მომზადება“ და საერთოდ, ჩვენი ბორშჩი „ექსტრემიზმისა და ნაციზმის გამოვლინებაა“, ეს “ექსტრემიზმის გამოვლინება” უკვე ოფიციალურადაა უკრაინული და ოფიციალურად იუნესკოს მფარველობაშია.
მაგრამ ჩვენ გავუზიარებთ ბორშჩის რეცეპტს ყველა ცივილიზებულ ქვეყანას და არაცივილიზებულსაც, რომ მათ ჰქონდეთ რაღაც გემრიელი და უკრაინული.
მაგრამ გახსოვდეთ და დარწმუნებული იყავით – როგორც ბორშჩის ომში, ამ ომშიც გავიმარჯვებთ ჩვენ,“ – წერსტკაჩენკო ტელეგრამზე.
კრემლმა პირველი კომენტარი გააკეთა სარაკეტო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც, ოდესის ოლქში, პირველადი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ამჯერადაც ვლადიმერ პუტინის სიტყვები გაიმეორა.
„მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რუსეთის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში სამოქალაქო სამიზნეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არ მუშაობენ,“ – განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე და დასძინა, რომ რუსეთის სამიზნე მხოლოდ „სამხედრო შეიარაღების საწყობები და ის საწარმოებია, სადაც ტექნიკას ამზადებენ და არემონტებენ. ასევე, საბრძოლო მასალების საწყობები და დაქირავებული მებრძოლების საწვრთნელი ადგილები“.
მეტი დეტალის დასაზუსტებლად, პესკოვმა ჟურნალისტებს ურჩია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართონ.
პირველი ივლისის ღამით რუსეთმა Х-22 რაკეტებით დაარტყა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს და ორ დასასვენებელ კომპლექსს სერგეევკაში, ოდესის ოლქში.
კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. დღის 13.00 საათის მონაცემებით, დაიღუპა 20 და დაიჭრა 40 ადამიანი.
18-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა კრემენჩუგში, სადაც 27 ივნისს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სავაჭრო ცენტრზე. დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღწევს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშინ, როცა რუსეთის არმიამ სავაჭრო ცენტრი დაბომბა, იქ 1 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სავაჭრო ცენტრზე იერიშს ტერორისტული აქტი უწოდა.
„რამშტეინის“ შეთანხმებით, დასავლეთი უკრაინას 600 ტანკს, 400 საარტილერიო სისტემას მიაწვდის, უკრაინა მიიღებს არა ათობით, არამედ ასობით ერთეულ სხვადასხვა შეიარაღებას – უთხრა უკრაინის 24-ე არხს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკურმა ელიტებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღდეგ გამოიყენა მთელი ის შეიარაღება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დააგროვა:
„ეს არის ათასობით ერთეული მძიმე შეიარაღება: არტილერია, ზალპური ცეცხლის სისტემები, ჯავშანტექნიკა. რაც კი მოაგროვა რუსეთმა, ყველაფერს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, ამიტომაც, დასავლეთი მიხვდა, რომ უკრაინას მეტი შეიარაღება სჭირდება“.
მიხაილო პორდოლიაკი აღნიშნავს, რომ პარტნიორები უკრაინას მიაწვდიან იმდენ შეიარაღებას, რამდენიც მას სჭირდება ეფექტიანი თავდაცვისთვის, დანაკარგების მინიმუმამდე დასაყვანად და კონტრშეტევებისა და ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.
პოდოლიაკი დასძენს, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც კარგად იცის შეიარაღების გამოყენება, ამიტომაც დასავლეთს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების არ ეშინია: „მათ ესმით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სწორად გამოიყენებენ ამ იარაღს, რადგან ამ წესებზე უკრაინა შეთანხმებულია“.
პოდოლიაკის თქმით, ბიუროკრატიის ფაქტორების გათვალისწინებით, იარაღის მიწოდების პროცესი სწრაფად მიდის: „თუმცა აქ სხვა პრობლემაცაა. არავინ აგროვებდა იმდენ შეიარაღებას და არ ხარჯავდა იმდენ ფულს იარაღის წარმოებაზე, როგორც რუსეთი. მაგალითად, თუ რუსეთს აქვს მილიონი ერთეული – მსოფლიოს აქვს 100 ათასი, ამიტომაც დასავლეთს ამ შეიარაღების დამატება სჭირდება. ზოგი რამ დასასრულებელია, ზოგი საწყობებიდან ამოაქვთ და ეს ყველაფერი მალე უკრაინაში წამოვა – ორ სამ თვეში.“
30 ივნისს პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.მასში შედის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, არტილერია, საბრძოლო მასალები, რადარები და HIMARS-ები.
საქართველოში წამყვანმა სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტმა და ლეგენდარულმა ამერიკულმა მუსიკალურმა ბრენდმა ბილბორდმა, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, ბილბორდ საქართველოს -Billboard Georgia-ს – დაარსების შესახებ განაცხადეს.
ახალი პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მუსიკალური კონტენტის შეთავაზების საშუალებას მისცემს. ბილბორდისთვის ეს პარტნიორობა, განუწყვეტელი გლობალური წინსვლის პროცესში, ახალი, საინტერესო საფეხურია.
მნიშვნელოვანია, რომ სილქნეტისა და ბილბორდის თანამშრობლობის შედეგად შეიქმნება პირველი ოფიციალური მუსიკალური ჩარტების სისტემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასევე კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
მუსიკალურ ჟურნალისტიკაში ბილბორდი ოქროს სტანდარტს წარმოადგენს, რადგან ის ინდუსტრიაში საუკეთესო ჩარტებს ქმნის და მუსიკის ნებისმიერი ჟანრის ყველაზე სრულყოფილ ბაზას აწარმოებს. ამდენად, ქართული სამუსიკო სფეროსთვის ბილბორდის შემოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ამის აღსანიშნად 2 ივლისს საუთჰემპტონში (ნიუ-იორკი) სილქნეტი გამართავს ღონისძიებას, რომელიც, ამავდროულად, საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.
საუთჰემპტონის ხელოვნების ცენტრთან (Southampton Arts Center) და ჰემპტონის ჯაზის ფესტივალთან (Hamptons Jazz Festival) თანამშრომლობით გამართულ ღონისძიებას ამერიკისა და საქართველოს ბიზნესის, კულტურისა და დიპლომატიური სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები დაესწრებიან; მათ შორისაა ამერიკული ჯაზის ლეგენდა ვინტონ მარსალისი (Wynton Marsalis), რომელიც Jazz at Lincoln Center Orchestra-სთან ერთად კონცერტს გამართავს.
“სილქნეტი ციფრული ეკოსისტემის ფართო სპექტრს ავითარებს, რომლის საფუძველი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საუკეთესო ხარისხის ინფრასტურტურით არის განპირობებული. ბილბორდისა და სილქნეტის პარტნიორობით ჩვენ გვინდა ბაზარზე წარმოვადგინოთ ყველაზე სრულყოფილი მსოფლიო დონის მუსიკალური და გასართობი კონტენტი და მასთან ერთად პირველებმა გავაცნოთ საზოგადოებას მუსიკალური ინდუსტრიის ყველა სიახლე და ინოვაცია, რომელსაც ეზიარებიან ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ვისთვისაც ეს სიახლეები ყველაზე აქტუალურია. ამასთანავე, ბოლბორდ საქართველო ქართველ მუსიკოსებსაც მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ თავიანთი შემოქმედება. მინდა ამ პარტნიორობისთვის და ნდობისათვის მადლობა გადავუხადო ბილბორდს,”- განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
ბილბორდი საქართველო და სილქნეტი აქტიურად ითანამშრომლებენ ბილბორდის გლობალურ პარტნიორებთან, რათა ქართველმა მუსიკოსებმა შეძლონ თავიანთი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე უკეთ წარმოჩენა.
ბილბორდის შესახებ
ბილბორდი გლობალური მუსიკალური ბრენდია, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, როგორც შემსრულებლებს, ასევე მსმენელებს შორის. ასევე, ბილბორდი წარმოადგენს მსოფლიოში ნომერ პირველ ავტორიტეტულ მუსიკალურ ჟურნალს, რომელიც უპირობო ლიდერია მუსიკალური სიახლეების, ტრენდებისა და ინდუსტრიის განმსაზღვრელი ჩარტების წარმოებაში, ფლობს რა მუსიკალურ ჟანრთა ყველაზე სრულყოფილ და აღიარებულ ერთიან ბაზას. ამასთანავე, ბილბორდი პერიოდულად მასპინძლობს ყველაზე ელიტურ კონფერენციებსა და ღონისძიებებს, რომლებზეც მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი პირები იკრიბებიან.
სილქნეტის შესახებ
სილქნეტი ქვეყნის წამყვანი ფიქსირებული და მობილური ქსელის სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ოჯახებსა და ბიზნესს სთავაზობს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, როგორებიცაა მობილური მომსახურება, ფიქსირებული ინტერნეტი, მაუწყებლობის ტრანზიტი და ფიქსირებული ტელეფონია. სილქნეტს მინიჭებული აქვს მუდის (Moody’s) B1/სტაბილური და ფიტჩის (Fitch) B/სტაბილური საკრედიტო რეიტინგები. საქართველოს მასშტაბით სილქნეტს ჰყავს:
დაახლოებით 1.71 მილიონი მობილური ქსელის აბონენტი
დაახლოებით 186,000 ფიქსირებული ქსელის აბონენტი
დაახლოებით 306,000 ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტი
დაახლოებით 234,000 მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტი
(მონაცემები წარმოდგენილია 31/03/2022 მდგომარეობით; წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; მაუწყებლობის ტრანზიტი არ მოიცავს მობილური სტრიმინგის აპლიკაციის მომხმარებლებს)
სილქნეტი კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ჯგუფის, სილქ როუდ ჯგუფის, ნაწილია.
როგორც უკრაინის 24-ე არხს პარტიზანული მოძრაობის წევრები უყვებიან, მელიტოპოლში, ბერდიანსკსა და ენერგოდარში „დიდი გადასახლებაა“ – ქალაქებში, რომლებსაც „უსაფრთხოდ“ მიიჩნევენ, რუს სამხედროებს ოჯახები ჩაჰყავთ და ადგილობრივების ბინებში სახლდებიან.
პარტიზანების ცნობით, „სტუმრები“ ძირითადად ახალაშენებულ კორპუსებში, იმ ბინებში შედიან, სადაც მანამდე შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ. შესვლამდე ოჯახის წევრებისთვის, უმეტესწილად კი ცოლებისთვის, „ჩვენებას” აწყობენ – ათვალიერებენ ბინებს და შემდეგ ერთად ირჩევენ, რომელში დასახლდნენ.
24-ე არხს უყვებიან, რომ სამხედროები ერთმანეთში ტრაბახობენ, თუ როგორ პირობებში იცხოვრებენ მათი შვილები, რუსეთში მყოფ ნათესავებს კი საცხოვრებელი ოთახების, მათ შორის, ტუალეტებისა და საშხაპეების ფოტოებს უგზავნიან.
„ჩვენ ვაფიქსირებთ ოკუპანტების ყველა ოჯახს, რომელიც კი ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა. ვადგენთ მისამართების ჩამონათვალს ვინ სად ცხოვრობს. მართალია, დამპყრობლები ფიქრობენ, რომ უსაფრთხოდ და ფრონტის ხაზიდან შორს არიან, მაგრამ დამშვიდება მათთვის ძალიან ადრეა. ზოგიერთი „მფლობელი“ უკვე გაემგზავრა იმ ქვეყნად“, – ამბობს პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი.
24-ე არხი წერს, რომ მსგავსი ვითარებაა დონბასის ქალაქებში და ლუგანსკის ოლქში. რუსი სამხედროების, დაქირავებული მებრძოლებისა თუ იმ ადამიანების ოჯახები, ვისაც ოკუპანტებთან კარგი კავშირები აქვთ, ადგილობრივი მოსახლეობის ბინებს იკავებენ.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და აბიტურიენტების ღელვა იზრდება, შფოთვა და სტრესი კი აქვეითებს აბიტურიენტის პროდუქტიულობის დონეს და ხელს უშლის შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებაში.
როგორ შეიძლება დაძლიოს აბიტურიენტმა წინასაგამოცდო შფოთვა? – ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის ხელმძღვანელს, ქეთევან ბერიძეს ვესაუბრეთ და ვთხოვეთ რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის.
ქეთევან ბერიძე ამბობს, რომ გამოცდების წინ მღელვარება ნორმალურია, რადგან გამოცდები სპეციფიკური სიტუაციაა, რომელიც მოითხოვს ძალების მობილიზებას.
„ძალების მობილიზების დროს ჩვენ ვითვალისწინებთ ოთხ მნიშვნელოვან ფაქტორს: სხეულებრივ მდგომარეობას, კოგნიტურ ფუნქციებს, სოციალურ და სულიერ მდგომარეობას. ეს კომპონენტები ერთად ქმნის პიროვნებას, რომელიც რეაგირებს ამა თუ იმ გამოწვევაზე.
სტრესი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს და მას თავს ვერ დავაღწევთ. უბრალოდ გასათვალისწინებელია სტრესორები, რომლებიც შეიძლება იყოს პოზიტიურიც და ნეგატიურიც.
გამოცდა ნეგატიურ ფიქრებს შეიძლება იწვევდეს, რადგან, პირველ რიგში, აბიტურიენტი იწყებს შედეგების ანალიზს. ფიქრობს – „ვაითუ ვერ ჩავაბარე, ვაითუ შესაბამისი ქულა ვერ მივიღე“. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი – „თვითშესრულებადი წინასწარმეტყველება“. ეს ნიშნავს იმას, რომ მე თუ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩავიფიქრებ, ასეც განვითარდება მოვლენები“ – ამბობს ქეთევან ბერიძე.
ქეთევან ბერიძე
მან რამდენიმე რეკომენდაცია გაგვიზიარა აბიტურიენტებისათვის:
1. პოზიტიურად განვეწყოთ გამოცდების მიმართ
ამისათვის მნიშვნელოვანია მომზადებული ვიყოთ საგანში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სტუდენტი, რომელიც ძალიან კარგადაა მომზადებული, ბრწყინვალედ ჩააბარებს და ის სტუდენტი, რომელიც შედარებით ნაკლებადაა თავისი ცოდნის დონით გამოცდებისთვის მზად – უფრო ცუდად. ჩვენ ეს არ ვიცით. რატომ? იმიტომ, რომ ცოდნა აუცილებელია, რადგან ამ დროს თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ, მაგრამ შეიძლება ჩვენ ვერ გამოვხატოთ ცოდნა ბოლომდე, იმიტომ, რომ ძალიან ვშფოთავთ. ამას ფსიქოლოგები ვეძახით შფოთვის ოპტიმალური დონის გადაჭარბებას.
შფოთვის ოპტიმალური დონე ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ მომზადებული ვიყოთ გამოცდისთვის. როცა ვიცით, რომ გამოცდა გვაქვს, ბუნებრივია, ვმეცადინეობთ და ვემზადებით, არ ვხარჯავთ დროს ფუჭად და რაღაცებზე უარს ვამბობთ. სწავლის გარდა სხვა რაღაცებზე უარის თქმა და თავისუფალი დროის ისევ წიგნებთან გატარების სურვილს იწვევს შფოთვა. ამ შემთხვევაში ეს სტრესული მდგომარეობა გვეხმარება ძალების მოკრებაში და დროის გადანაწილებაში.
მაგრამ თუ შფოთვა იმდენად აჭარბებს ნორმალურ ზღვარს, რომ მოსწავლე საერთოდ მოწყვეტილია საზოგადოებას, ჩაკეტილია და არ ეკონტაქტება არავის, მხოლოდ კონცენტრირებულია საგამოცდო საკითხებსა და ამ პრობლემის მოგვარებაზე, ამან შეიძლება პირიქით, ხელი შეუშალოს მას.
ამიტომ ფსიქოლოგები, პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ გამოცდებისთვის მზადების პროცესი იყოს დაბალანსებული.
2. მნიშვნელოვანია სხეული. ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად, იაროთ სუფთა ჰაერზე
ეს იმიტომ, რომ ტვინს ჟანგბადი სჭირდება. ამ დროს ჩვენი ტვინი უფრო ნაყოფიერად მუშაობს და აუცილებელია დასვენებაც.
აი, მაგალითად, მშობლები ხშირად ეუბნებიან შვილებს ასეთ რამეს – „გამოცდები დამთავრდეს და მერე გაერთე, ისეირნე და გააკეთე ის, რაც გინდა“. ეს არის არასწორი. ისევ ვიმეორებ, რომ პროცესი უნდა იყოს დაბალანსებული.
ზოგჯერ შეიძლება აბიტურიენტი საერთოდ ფუჭად კარგავდეს დროს, მაგალითად, კომპიუტერში თამაშობდეს რაღაც უშინაარსო თამაშს – ეს სჭირდება ტვინს დასვენებისთვის.
ან ჩავიდეს ეზოში და ეთამაშოს და გაესაუბროს თანატოლებს და დახარჯოს ამაში ნახევარი საათი. ეს არ უნდა აუკრძალოს ბავშვმა საკუთარ თავს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიკრძალოს ეს მშობლების მხრიდან.
ამ ურთიერთობების დროს მხოლოდ კი არ ვისვენებთ, არამედ კონტაქტში შევდივართ სხვებთან. ადამიანები სოციალური არსებები ვართ, კონტაქტი გვჭირდება, ამიტომ ეს მოთხოვნილებაც უნდა დაკმაყოფილდეს.
კოგნიტური ფუნქციების უკეთ მუშაობა დაკავშირებულია კარგ კვებასთან, პოზიტიურ ფიქრებთან და ასევე, კონტაქტებთან. იმისათვის, რომ ადამიანმა მოახერხოს და სრულად კონცენტრირდეს საქმეზე, კარგად დასვენებული უნდა იყოს. შესაბამისად, შედეგიც უკეთესი იქნება, თუ დასვენებულ გონებზე დაიწყებს საქმეს ან მეცადინეობას.
მნიშვნელოვანია სუნთქვაც. როგორც ვსუნთქავთ, ისე ვცხოვრობთ. არის შემთხვევები, როცა სუნთქვას ვერ ვაკონტროლებთ და ძალიან ნელა, პაუზებით ან გახშირებულად ვსუნთქავთ. ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენზე. ამოსუნთქვით ვათავისუფლებთ ჩვენს სხეულს ზედმეტი და უარყოფითი ენერგიებისა და ემოციებისგან.
როცა რაღაცას აკეთებთ, გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენოთ სუნთქვითი ვარჯიშები და სიცილის თერაპია. ეს აგვიმაღლებს განწყობას.
3. მნიშვნელოვანია სულიერი მდგომარეობა
აბიტურიენტმა თავისუფალი დრო იმ საქმეს უნდა დაუთმოს, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს, მაგალითად, დახატოს, იმღეროს, იცეკვოს ან სხვა.
4. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ გამოცდაზე ხართ
საყურადღებოა ვიზუალიზაციის ტექნიკაც. ძილის წინ ან თავისუფალ დროს შეიძლება დავხუჭოთ რაღაც დროით თვალები და წარმოვიდგინოთ, რომ ვართ საგამოცდო გარემოში.
წარმოვიდგინოთ ბილეთის აღების პროცესი, საგამოცდო ოთახი, ტესტი, ხალხი… აუცილებელია, რომ ყველა ვიზუალიზაცია დასრულდეს happy end-ით.
პოზიტიურ კადრებს საგამოცდო პროცესიდან ვატრიალებთ გონებაში და წარმოსახვის ტექნიკით ვცდილობთ მოვახდინოთ ჩვენი ტვინის ადაპტირება სტრესულ გარემოსთან. ეს ეხმარება აბიტურიენტს, რადგან როდესაც უშუალოდ შედის რეალურ საგამოცდო გარემოში, ექმნება წარმოდგენა, რომ თითქოს უკვე ნამყოფია ამ სივრცეში. შესაბამისად, იკლებს საგამოცდო სტრესიც.
კარგი ძილი, კვება, დასვენება, საყვარელი საქმის კეთება და ვიზუალიზაციის ტექნიკების გამოყენება – ეს ის ჩამონათვალია, რომლის ჩატევაც უნდა მოახერხოს აბიტურიენტმა თავის ყოველდღიურობაში, რომ უფრო პროდუქტიული იყოს.
5. მხარდაჭერა
მნიშვნელოვანია გვერდით გვყავდეს მხარდამჭერი ადამიანები. აქ წამყვანი არიან მშობლები.
მშობლები აბიტურიენტ შვილებს უნდა დაეხმარონ იმაში, რომ ბავშვები გახდნენ მეტად თავდაჯერებულები და ჰქონდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა.
ხშირად მშობელი ამბობს, რომ ის არაფერს ისეთს არ ეუბნება ბავშვს, მაგრამ რეალურად მას აქვს იმის მოლოდინი, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვას მისმა შვილმა. ამ შეცდომას კი მშობლები აღიქვამენ, როგორც რაღაც კატასტროფას. აი, ამ დროს უფრო მეტად უჭირს ბავშვს სტრესის დაძლევა.
ამიტომ აუცილებელია მშობელიც პოზიტიურად განეწყოს საგამოცდო პროცესისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ მშობელი შეცდომაზე კი არ ლაპარაკობდეს შვილთან, არამედ პირიქით, არწმუნებდეს, რომ ყველაფერს შეძლებს. ხშირად ხდება ისე, რომ მარცხის მოლოდინი წარმატების ხელშემშლელ მთავარ ფაქტორად გადაიქცევა.
როცა მარცხის მოლოდინი გაქვს, შფოთვაც მაღალია. ამიტომ, თუ აბიტურიენტები ბოლომდე იქნებიან ფოკუსირებულნი იმაზე, რომ იქნებიან წარმატებულები და წარმატებით ჩააბარებენ მისაღებ გამოცდებს, ასეც მოხდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 22.1 მილიარდი აშშ დოლარი (68.4 მილიარდი ლარი) შეადგინა.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6.1 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 207 მილიონი, 144.1 მილიონი და 27.4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მილიარდი აშშ დოლარი (32.2 მილიარდი ლარი), რაც მშპ-ს 52.1 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.8 მილიარდი აშშ დოლარი (24.0 მილიარდი ლარი; მშპ-ს 38.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 942.6 მილიონი აშშ დოლარი (2.9 მილიარდი ლარი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 438.5 მილიონი აშშ დოლარი და 1.2 მილიარდი აშშ დოლარი.
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.0 მილიარდი აშშ დოლარი (15.4 მილიარდი ლარი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მილიარდი აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.5 მილიარდი აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალის 90.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უტევენ ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ქალაქს სისტემატურად ბომბავენ.
მისი თქმით, ოკუპანტები უშედეგოდ ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკზე თავდასხმით.
„ლისიჩანსკის მცხოვრებლები თითქმის 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან სარდაფებსა და სახლებში. ქალაქი ინტენსიურად იბომბება“, – განაცხადა გაიდაიმ.
გარდა ამისა, რუსებმა ნაწილობრივ წარმატებით განახორციელეს თავდასხმა ტოპოლევკას რაიონებში და ვოლჩეიაროვკასა და მალორიაზანცევოს ჩრდილოეთ ნაწილში და ცეცხლის ქვეშ აკონტროლებენ ტოპოლევკა-ლისიჩანსკის გზის მონაკვეთს. ამავე დროს, გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეაჩერეს ოკუპანტების წინსვლა ლოსკუტოვკას, ჟელატინის ქარხნის მიმართულებით და აიძულეს ისინი უკან დაეხიათ.
ჟურნალ The Economist-ის წლიური გამოცემის და კომპანია „სპექტრის“ ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით 30 ივნისს, თიბისი კონცეფტის სივრცეში გაიმართა ფორუმი „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“.
ფორუმის მიზანი კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებს შორის საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლება და ინდუსტრიული ტრენდების და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა იყო; ასევე, 2021 წელს ძალაში შესული „კანონის ინფორმაციული უსაფრთხოების“ განხილვა.
დარგის ექსპერტებმა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ბიზნეს სექტორში გადაწყვეტილების მიმღებებთან კიბერუსაფრთხოების სფეროს ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხების, ტრენდების, ახალი საფრთხეების, შესაძლებლობების და პრობლემის მოგვარების გადაჭრის გზების შესახებ დისკუსია გამართეს.
პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე გაიმართა – როგორ უწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების ტრენდები შემოსავლების ზრდას და რისკების მინიმიზებას; ბიზნესუწყვეტობის ჩავარდნის გამო მიღებული ფინანსური და რეპუტაციური ზარალი, როგორია ადგილობრივი და მსოფლიო პრაქტიკა, რა არის კიბეუსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევები.
ფორუმის დასაწყისში თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მოწვეულ სტუმრებს მაკროეკონომიკული მიმოხილვა გააცნო და ეკომინომიკურ მაჩვენებლებზე უკრაინის ომის გავლენაზე ისაუბრა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი ივლისის 21 საათიდან 2 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.
იქროლებს ცვალებადი დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ხვალ, დღისით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება – 17-22 მ/წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 2-4 ივლისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
„სწრაფად იქნას მიღებული ზომები, რათა გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, მათ შორის იმ გზით, რომ უფრო ეფექტურად იქნან პასუხისგებაში მიცემული ძალადობის წამქეზებლები და განმახორციელებლები“ – ეს ერთ-ერთი მითითებაა იმ დავალებების ჩამონათვალიდან, რომლის შესრულებაც წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
გამოხატავს თუ არა ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულების მზაობას თუნდაც ახლა, როცა სწორედ ამ დავალებების შესრულებაზეა ქვეყნის ბედი დამოკიდებული? ამ თემაზე „ბათუმელები“ კაფე „მზიურის“ მენეჯერს, სამოქალაქო აქტივისტს ანა გოგუაძეს ესაუბრა, რომელსაც რამდენიმე დღე პოლიციელებისა და ჰომოფობიური ჯგუფების გარემოცვაში მოუწია ყოფნა მხოლოდ იმის გამო, რომ ლგბტქ+ თემის სოლიდარობის ნიშნად, კაფეზე ცისარტყელასფერი დროშა გადმოფინა. ანა ეტლით მოსარგებლეა, მან კაფე „მზიური“ თავისუფალ სივრცედ აქცია, სადაც სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობები, შეხვედრები და კინოჩვენებებიც იმართება.
ანა, რა განცდა დაგრჩათ კაფესთან განვითარებული პროცესებიდან, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ დაიცვას ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის, ლგბტქ თემის უფლებები, ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ მაინც?
ვფიქრობ, ის რაც ორი დღე „მზიურში“ ხდებოდა, იშვიათი პრეცედენტი იყო, როცა უშუალოდ ძალადობა არ მომხდარა. არ დაუმტვრევიათ ვთქვათ კაფეს ინვენტარი ან არ მომხდარა ფიზიკური ძალადობა ადამიანებზე.
პოლიციამ შეძლო ამ პროცესის მართვა და კონფლიქტიც იყო არიდებული. ფაქტობრივად, ორი ღამე დაცვის თანამშრომლებმა ეკიპაჟებით გაათენეს კაფეს ეზოში იმისთვის, რომ არ ყოფილიყო შენობა დაზიანებული ან ვინმე არ შეჭრილიყო დროშის მოსახსნელად.
ზოგადად, ძალიან უხერხული სიტუაციაა, რადგან ასობით პოლიციელი ორი დღის განმავლობაში მოცდა იმისთვის, რომ ედარაჯა პატარა კაფეში დროშისთვის.
ვფიქრობ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს პუნქტები დაკმაყოფილდეს. ოღონდ იმ ჭრილში, რაც ამ ორი დღის მანძილზე ვნახე.
მე გუშინ ვიგრძენი, რომ ნება იყო ასე ვთქვათ ძალოვანი სტრუქტურებიდან, დავალება იყო მიცემული, რომ დაეცვათ კანონი.
ჩვენ ამ დროს ვმუშაობდით კაფეში და იყო ძალიან სტრესული მდგომარეობა, მაგრამ თუ პოლიტიკური ნება იქნება, ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ ეს პუნქტები შევასრულოთ და ეს ნება გუშინ დავინახე.
წინა წლებში არ გქონიათ იგივე განცდა?
ხუთი წლის წინ, როცა ჩვენ კაფეში ფილმი გავუშვით, გვაიძულებდნენ რომ ფილმი გამოგვერთო. მაშინ დაცვის პოლიციამ გვითხრა, რომ „დარეკეს 112-ში და კაფეს ტერიტორიაზე ბომბიაო“. აქედან გამომდინარე გვაიძულეს შენობის დატოვება, რადგან სხვა შემთხვევაში იქნებოდა დაუმორჩილებლობის ამბავი.
აქაც იყო ეს მომენტი – გვთხოვდნენ შიგნით გადაკიდეთ დროშა და ფანჯარასთან ნუ არის გამოსაჩენ ადგილზეო, მაგრამ ჩვენ ვუხარით, რომ – „არა“.
ჩვენ ვთქვით, რომ ორი დღე იქნებოდა დროშა გამოფენილი და არა პრაიდის კვირეულის განმავლობაში, ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ და როცა პოლიციელებიც მიხვდნენ, რომ აღარ ჰქონდა მათ თხოვნებს აზრი გაჩერდნენ. იძულებული იყვნენ, რომ ათობით პოლიციელს გაეთენებინა ღამე კაფეს ეზოში.
განსხვავება არის ის, რომ იმავეს ვეღარ იზამდნენ, რაც მაშინ გააკეთეს.
როცა გთხოვდნენ, რომ „შიგნით დაკიდეთ დროშა და ნუ გამოფენ გარეთ“, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიცია რეალურად კი არ იცავდა კანონს, არამედ კანონის დაცვის იმიტაციას ქმნიდა?
რა თქმა უნდა. ისინი ცდილობდნენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ „აი ხომ ხედავთ, ვერ მუშაობთ, თქვენ გეშლებათ ხელი“. ჩვენ ვუთხარით, რომ გვირჩევნია დავიკეტოთ, ვიდრე ჩამოვხსნათ.
ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ ვინმეს ვუმასპინძლოთ, ეს არის სტუმრების თავისუფალი ნება, უნდათ მოსვლა, მოვლენ, არ უნდათ, არ მოვლენ. ჩვენ მზად ვართ, რომ საერთოდ არ ვიმუშაოთ ეს ორი დღე-მეთქი, – ვუთხარი პოლიციელებს.
რა თქმა უნდა, რომ გადაგვეკიდა დროშა შიგნით, ამით უფრო მარტივად გამოძვრებოდნენ, ასე ვთქვათ, არ მოუწევდათ ღამის გათენება, არ მოუწევდათ აქციის მონაწილეების კონტროლი, მარტივად და მალე მორჩებოდნენ, მაგრამ როცა ვუთხარით უარი, შემდეგ უფრო გართულდა სიტუაცია.
ყოველთვის იყო განცდა და ბევრი გარემოებაც მიუთითებდა იმაზე, რომ ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებულია მმართველი პარტიის მიერ. თუკი ხელისუფლებას სურს, რომ შეასრულოს მოწყვლად თემთან დაკავშირებული ეს პუნქტი, რატომ არ ცდილობს გაემიჯნოს მათ?
მანამდე იმდენჯერ მთხოვეს, რომ ჩამოგვეხსნა დროშა და არ მოვხსენი, უცნაურია, რომ აქედან ერთ საათში გამოჩნდნენ ჰომოფობიური ჯგუფები და დაიწყეს პროტესტი. ვერაფერზე ვერ წამოგვიკიდეს და ვერ მოაწყვეს პროვოკაცია, თუმცა ამის სურვილი რომ ყოფილიყო, ამასაც შეძლებდნენ. ვიღაცები კი ყვიროდნენ „ვინ დაგაფინანსათ რომ ეს გაგეკეთებინათ“, „ვიღაცა გმართავთ და გიყენებთ“, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ჩვენ გვინდოდა და ამიტომ გავაკეთეთ, ვფიქრობ აღარ ჰქონდათ სხვა გზა.
ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფოს უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას კანონი, ეს არის აბსოლუტურად გამოსვლადი.
თუკი ეს კაფე იქნებოდა ლგბტქ თემის წარმომადგენლების, ან ეს თემი იქნებოდა აქ შეკრებილი, იმავეს არ მოიმოქმედებდა პოლიცია?
მანდ რომ ყოფილიყო ლგბტქ თემის წარმომადგენლების ღონისძიება, ვფიქრობ, ძალიან გართულდებოდა სიტუაცია. ჩვენ იმდენად გულწრფელად გვინდოდა სოლიდარობის გამოხატვა, რომ თვითონ თემის წარმომადგენლებმაც უდიდესი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და არ ყოფილა მათი მხრიდან რაიმე აქტივობა. ისეთ მდგომარეობაში იყვნენ თვითონ ეს დაჯგუფებები, რომ პროვოკაციის არანაირი შესაძლებლობა არ მიეცათ.
მაშინ გამოდის, რომ პოლიცია კი არ ცდილობს ლგბტქ თემის წარმომადგენლების და მათი გამოხატვის უფლების დაცვას, უბრალოდ ამის გარემოება არ ყოფილა?
ვფიქრობ, კაფეში რაიმე ღონისძიება რომ ყოფილიყო, უმცირესობების წარმომადგენლებს პოლიცია ვერ (ან არ) დაიცავდა. მაგრამ აბსურდთან მივდივართ, რადგან უამრავი რესურსი დაიხარჯა ორი დღის განმავლობაში დროშის დაცვის გამო.
თუმცა, მაინც იმას ვამბობ, რომ თუ სახელმწიფოს ექნება ნება და სურვილი, ამ ექვსი თვეში ყველა პუნქტს შეასრულებენ. მთავარი ნებაა და ხელოვნურად არ უნდა შეუშალო ამ პროცესს ხელი.
ფიქრობთ, რომ ჰომოფობიური განწყობები ხელოვნურად არის წახალისებული ქვეყანაში?
ხელოვნურად არის ნამდვილად, რადგან არცერთ ჩვენს სტუმარს, არცერთ გამვლელს არ ჰქონია ნეგატიური რეაქცია დროშაზე. თვითონ პოლიციის თანამშრომლებსაც კი ვატყობდი სახეზე, რომ ამ სისულელეების გამო უწევდათ იქ ყოფნა.
ვფიქრობ, დაძაბულობის შექმნა ხელოვნურად არის დაგეგმილი, არც მოსახლეობას არ აქვს ამაზე ასეთი აგრესია, როგორც იხატება სურათი და არც ძალოვნებს. ხელოვნურად მართული ამბავია. თითქოსდა რელიგიაში შეფარული, თუმცა ამ ადამიანებს, ვინც აგრესიულად არიან განწყობილი, ვფიქრობ არაფერი აქვთ საერთო რელიგიასთან.
მე, პირადად, ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ადამიანები იქ უანგაროდ იდგნენ. ღამემდე და დილის ათიდან იქ მათი დგომა არ მგონია, მათი ანთებული სურვილი იყოს. ვფიქრობ, მათ დაინტერესებული ძალები აფინანსებენ. დაფინანსებული, ორგანიზებული ადამიანები არიან.
მე, პირადად, არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება შეასრულებს ევროკომისიის ყველა მითითებას. მინდა რომ შევცდე, მაგრამ არა მგონია.
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქვაფენილების აყრა მაისში დაიწყეს და სამუშაოებს დღემდე აგრძელებენ. ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე, გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში, ქვაფენილს მთლიანად აყრიან და მის ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ.
ქვაფენილს მერია საწყობში ინახავს, სამუშაოებში კი, ბიუჯეტიდან 3,6 მილიონ ლარს გადაიხდის.
ფარნავაზ მეფის ქუჩა. 1. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქვაფენილებით[მარცხნივ]. 2. რეაბილიტირებული მონაკვეთი ასფალტით [მარჯვნივ] / 30.06.2022ქვაფენილიანი ქუჩები, სადაც ასფალტს დააგებენ / 30.06.2022
წითელი ხაზით მონიშნულია ქუჩების მონაკვეთები, სადაც ქვაფენილი უნდა შეიცვალოს
გასული წლის ბოლოს ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ქვაფენილის ჩანაცვლება მოაგვარებს საცობების პრობლემას [ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში მოძრაობის ახალი სქემაც აამოქმედეს]. ამასთან, მერიაში მიიჩნიეს, რომ ქვაფენილების მოვლა „ძალიან ძვირი და შრომატევადია“.
თუმცა მერია არათუ მთლიან ქვაფენილიან ქუჩებს, არამედ იმ ქუჩებსაც ვერ უვლის, სადაც ბეტონის საფარია, ასე ვთქვათ, „ფილებად“ დაგებული, ხოლო მათ შორის ზოლში ქვაფენილია. მერია ამ ქვაფენილსაც ყრის და ბეტონით ავსებს:
მერია ამ ქვაფენილსაც ყრის / 30.06.2022ჰეიდარ აბაშიძის ქუჩა / 30.06.2022
ფარნავაზ მეფის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მიერთებებით; ასევე, ვახტანგ გორგასლის ქუჩის [ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე – ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით, ხელშეკრულება შპს „ბონდი-2009“-თან 3 659 056 ლარზეა გაფორმებული.
სამუშაოები ორივე ქუჩაზე და მიერთებებზე 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. ტენდერის ფარგლებში უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციის ქსელები და ველობილიკი.
რეაბილიტაცია ფარნავაზ მეფის ქუჩაზე / 30.06.2022ფარნავაზ მეფის ქუჩა / ბათუმი / 22.06.2022
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის მთავარი თემა კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროების გასვლაა.
„რუსეთმა კუნძულ ზმეინიდან თავისი ძალები გაიყვანა იმის გამო, რომ მისი გარნიზონი იზოლაციაში მოექცა და დაუცველი დარჩა უკრაინელთა თავდასხმების პირისპირ და არა „კეთილი ნების“ ნიშნად, როგორც ამას თვითონ აცხადებს“, – აღნიშნავს უწყება პირველი ივლისის განახლებაში.
30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი გარნიზონი „კეთილი ნების“ ნიშნად კუნძულს ტოვებს.
დაზვერვა მიუთითებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირა უკრაინის შეიარაღებული ძალები გამუდმებით ურტყამდნენ რუსულ გარნიზონს რაკეტებითა და დრონებით. მათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც გამოიყენეს იმ რუსული ხომალდების შესაჩერებლად, რომლებსაც კუნძულზე შეიარაღება და სხვა მარაგები გადაჰქონდა.
კუნძული ზმეინი, რომელიც რუსეთის არმიამ ომის პირველი დღეს დაიკავა, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოდესისკენ და მის მიმდებარე პორტებისკენ მიმავალი ძირითადი საზღვაო მარშრუტების გასწვრივ მდებარეობს.
რაც შეეხება დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს, დაზვერვის ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლები ლისიჩანსკის ნავთოგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების ცნობით, მათ დაიკავეს ლისიჩანსკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელი პრივილა.
გუშინდელ სადაზვერვო ცნობარში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა მიუთითებდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდენცკიდან გასვლის შემდეგ პოზიციებს ინარჩუნებენ ლისიჩანსკში და რუსეთის არმიის წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებენ.
დღეს, პირველ ივლისს, თურქეთში, ქალაქ ხოფასთან, ავტობანზე კლდე ჩამოიშალა. უზარმაზარი ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. როგორც თურქული გამოცემა წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანებულია ოთხი სატვირთო ავტომობილი.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც, წინასწარი ინფორმაციით, მათგან არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის [10:30] ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის ადგილას კი მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 577 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 3 736 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 796 ერთეული [+6]
MLRS – 246 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 186 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 645 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 143 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+1]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 610 ერთეული [+8]
სპეცტექნიკა – 61 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
226 თვითმფრინავი
134 ვერტმფრენი
1 411 უპილოტო საფრენი აპარატი
353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
699 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 067 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 948 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირა, უკრაინის შეიარაღებული ძალები გამუდმებით ურტყამდნენ რუსულ გარნიზონს რაკეტებითა და დრონებით. მათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც გამოიყენეს იმ რუსული ხომალდების შესაჩერებლად, რომლებსაც კუნძულზე შეიარაღება და სხვა მარაგები გადაჰქონდა:
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის წინააღმდეგ საქმე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა.
კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, ძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით, რომელიც ტერორისტული აქტების მოწყობის მუქარას გულისხმობს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ კირილო ბუდანოვი ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში, რომელიც 2022 წლის ივნისში გამოქვეყნდა, ღიად იმუქრებოდა რუსეთში და რუსეთის კოტროლირებად ტერიტორიებზე ტერაქტების მოწყობით. გამოძიება მუშაობს, რათა დაადგინოს დანაშაულის გარემოებები და ბურდანოვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს,“ – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.
გენერალი კირილო ბუდანოვი უკრაინის თავდაცვის უწყების სადაზვერვო სამსახურის უფროსად 2020 წელს დანიშნეს. ომამდე ის მედიასთან იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა დღეს უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ძალოვანია.
სწორედ კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს სამხედრო ტყვეების, მათ შორის, „აზოვსტალის“ დამცველთა გაცვლის პროცესს.
დაზვერვის გენერალმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ომის დასრულების შესაძლო ვადებზე და განაცხადა, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის, ხოლო ომი უახლოეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.
ბუდანოვის თქმით, 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში განვითარდება მოვლენები, რაც მთელი მსოფლიოსთვის ხილულს გახდის გარდამტეხი მომენტის დაწყებას.
ჯერ კიდევ მაისში, „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ბუდანოვი ომში ასეთი მომენტის დადგომის შესაძლებლობას იმით ხსნიდა, რომ აგვისტოდან უკვე ბრძოლის ველზე იქნება ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინას დასავლელი პარტნიორები აწვდიან.
9 დღე-ღამე და 18 საათი დასჭირდა 4 მოგზაურს რუმინეთის ქალაქ მანგალიიდან ბათუმის ნაპირებამდე გადმოსაცურად ნიჩბებიანი ნავით, რომელსაც ძრავაც კი არ აქვს.
„ალბათ, დრო მჭირდება, რომ გავიაზრო და გიპასუხოთ, რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი,“ – პაუზის შემდეგ გვიტხრა დენიელ ლონგმენმა, 4 მოგზაურიდან ერთ-ერთმა, რომელმაც ნიჩბებიანი ნავით გადმოცურა შავი ზღვა.
დენიელ ლონგმენი პროფესიით ბიოლოგია, ის კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორია და მკვლევარი. სხვა ნიჩბოსნები კი ბიზნესში მუშაობენ. ამბობენ, რომ ერთმანეთს სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ ერთად მოგზაურობის სურვილით.
დენიელ ლონგმენი 3 მეგობართან ერთად მოგზაურობს ნიჩბიანი ნავით. ამ დრომდე მხოლოდ ერთ-ერთს – ალექსის ჰქონდა ზღვაში ნიჩბიანი ნავით მოგზაურობის გამოცდილება. ოთხივეს დაღლილობა ეტყობა, თუმცა საგრძნობია შემართება – როგორ შეავსო პოზიტიური ენერგიით მოულოდნელობების გადალახვის შეგრძნებამ – „ალბათ, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ვარსკვლავების ცვენა იყო ღამით, ღია ზღვაში…
იყო შტორმიც, ზოგჯერ ტალღები ნავში შემოდიოდა, მაგრამ სულ სხვაა იგრძნო წვიმის სილამაზე, მზის ჩასვლა და ამოსვლა, ეს უბრალოდ ფანტასტიკაა,“ – ამბობს დენიელ ლონგმენი.
„ორი ადამიანის დაძინება არის შესაძლებელი აქ,“ – პატარა ნავს გვათვალიერებინებს ალექს დუმბრავა და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მოთავსდეს ორი ადამიანი ნავის გადახურულ, ვიწრო ნაწილში დასაძინებლად იმ დროს, როცა ორი მგზავრი ნიჩბებთან რჩება.
ოთხი კაცი რუმინეთიდან ბათუმამდე ნიჩბებიანი ნავით ჩამოვიდაალექსი დუმბრავა
„მეორე ნაწილში მზის ბატარეაა, რომ ნავიგაცია შეძლო, ელექტრომოწყობილობები დამუხტო,“ – ნავის მეორე მხარისკენ გვითითებს ალექსი, სადაც რუმინეთისა და საქართველოს დროშებთან ერთად უკრაინის დროშაც ფრიალებს.
„ეს სოლიდარობის ნიშნად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ და ის, რომ ეს საკითხი საქართველოს გულთანაც ახლოს არის, ქართველმა ხალხმაც განიცადა მსგავსი რამ,“ – გვიყვება დენიელ ლონგმანი.
როგორ იყო დაზღვეული უსაფრთხოება? – დენიელი გვარწმუნებს, რომ „რისკი ყოველთვის და ყველგან არის“, თუმცა ღამით ნავზე ნიჩბოსნები სპეციალური აღჭურვილობით ყოფილან მიმაგრებული.
„თუ გადავარდები ბორტიდან, ვერ ამოგიყვანენ, ნავი დიდად მანევრირებადი არ არის, თუ ტალღები რომელიმე ჩვენგანს წაიღებდა, მისი ამოყვანა ძალიან რთული იქნებოდა. ბუნებრივია, არსებობს საფრთხის ელემენტები, მაგრამ ეს გათვალისწინებული გვქონდა,“ – ამბობს დენიელ ლონგმენი.
ნიჩბოსნების თქმით, გზად ძირითადად მომარაგებულ ხილს ჭამდნენ, ასევე მშრალ საკვებს, რომელიც ნავში მცირე ოდენობით ჰქონდათ. „ცხელი საკვები, რა თქმა უნდა, არ გვქონდა“, – იღიმის დენიელი.
„ალბათ, 4-5 დღე გავჩერდებით აქ, ბათუმში. გვაინტერესებს ქალაქის არქიტექტურა, მთების ნახვაც გვინდა, კლდეზე ცოცვაც კარგი იქნებოდა… უკან გზაზე გავფრინდებით ალბათ“, – ამბობს დენიელი და ბათუმის სანაპიროდან მთებს გაჰყურებს.
მოგზაურები ბათუმში 4-5 დღე გაჩერდებიან
ნიჩბოსნების თქმით, მათ ახალი რეკორდი დაამყარეს, რადგან მანძილი რუმინეთიდან ბათუმამდე დროის ამ მონაკვეთში ამ დრომდე არავის დაუფარავს.
ნიჩბიანი ნავი, რომლითაც მოგზაურები დღეს ბათუმში შემოვიდნენ
ბელორუსიის ძალოვანი უწყებები აგრძელებენ გამოძიებას იმ კაცების წინააღმდეგ, რომლებმაც გაზაფხულზე წყობიდან გამოიყვანეს ლიანდაგები. ახლა რუსი დამპყრობლების გეგმების ჩაშლისთვის „სარკინიგზო პარტიზანებს“ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
ამის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 29 ივნისს, როდესაც ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიების შედეგების შესახებ დაწერა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია მარტის ბოლოს დაკავებულ სამ კაცზე.
რას აკეთებენ „სარკინიგზო პარტიზანები“.
ტელეგრამ არხი „ბელარუსსკი გაიუნი“ იუწყება, რომ ზოგიერთმა ბელარუსმა „სარკინიგზო ომი“ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიწყო. მათ სარელეო კაბინებში დაამონტაჟეს სპეციალური მოწყობილობები, რითაც შუქნიშნებს თიშავდნენ და შესაბამისი სარკინიგზო მონაკვეთების პარალიზებას იწვევდნენ.
იმ პერიოდში მწყობრიდან გამოვიდა სარკინიგზო ხაზები ბრიანსკის, ორიოლის, სმოლენსკის და კურსკის რეგიონებში. ამან საგრძნობლად გააუარესა ბელარუსიდან მიმავალი რუსული ჯარების ლოჯისტიკა. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ, 28 მარტს, ბელორუსის უშიშროების ძალებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთაგან ორი სროლის შედეგად ადგილზე დაიჭრა.
რაში ადანაშაულებენ დაკავებულებს?
ბელორუსიის უშიშროების ძალები დაკავებულებს ადანაშაულებენ პირველი მარტის ღამეს სარელეო კაბინეტისთვის ცეცხლის წაკიდებაში. ბელორუსი გამომძიებლების განცხადებით, დაკავებულ კაცებს ამის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, „1000 რუბლზე ცოტა მეტი“ გადაუხადეს. მათი თქმით, ეს ტერორისტული თავდასხმა, რომელიღაც „უცხოურმა ორგანიზაციამ“ მოაწყო.
ახლა ყველა დაკავებული ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
ექსტრემისტულ ფორმირებაში მონაწილეობა;
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენა, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები, შექმნა საავარიო საფრთხე, ასევე დაემუქრა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
სახელმწიფოს ღალატი.
ბელორუსის უშიშროების ძალების ინფორმაციით, შეიძლება სიკვდილით დაისაჯონ კაცები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს.
როგორ დაბრუნდა „სარკინიგზო ომები“ ბელარუსის რეალობაში
ბელარუსის სარკინიგზო კამპანიაში ჩაერთნენ როგორც რკინიგზის მუშები, ისე ჰაკერები და უსაფრთხოების ძალების ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც ლუკაშენკოს ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან და ამჟამად ბელარუსში არ ცხოვრობენ.
ტერმინი „სარკინიგზო ომი“, რომელსაც ოპოზიციურ წრეებსა და დამოუკიდებელ მედიაში იყენებენ პროცესის დასახასიათებლად, ბელარუსელთათვის უცხო არ არის:
სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებენ ბელარუსელთა წინააღმდეგობას მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ისინი სარკინიგზო ხაზებსა და მატარებლის სადგურებს აფეთქებდნენ, რათა ნაცისტი ოკუპანტებისთვის ხელი შეეშალათ.
ათწლეულების შემდეგ აღნიშნული ტერმინი კვლავ აქტუალური გახდა, თუმცა ამჯერად ის აღნიშნავს წინააღმდეგობას რუსეთის საოკუპაციო ძალებისადმი, რომელთა ნაწილიც უკრაინაში სწორედ ბელარუსის მხრიდან შეიჭრა.
ბელარუსელი ჟურნალისტის, ჰანა ლიუბაკოვას სიტყვებით, ათობით ათასი რუსი სამხედროს ბელარუსში განთავსებამ ფართო შიდა წინააღმდეგობა გამოიწვია იმ ოპოზიციური ქსელების აღდგენასთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩამოყალიბდა.
რისკების მიუხედავად, ომის მოწინააღმდეგე ბელარუსელთა ნაწილი თებერვლის ბოლოს არც ქუჩაში, აქციებზე გამოსვლას მორიდებია, თუმცა ლუკაშენკოს ხელისუფლებამ პროტესტის ეს ფორმა მალე აღკვეთა: უფლებადამცველთა ცნობით, მხოლოდ 27 და 28 თებერვალს პოლიციამ 1 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
30 ივნისს სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივით მარკეტინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ტრენინგი ჩატარდა.
მსმენელები აჭარის, გურიის, ქვემო და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები იყვნენ.
ტრენინგის მიზანი იყო გაეცნო მონაწილეებისთვის მარკეტინგული პროცესი, მისი შემადგენელი კომპონენტები და მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტური და აპრობირებული ინსტრუმენტები.
მსმენელები გაეცნენ მარკეტინგული საქმიანობის გეგმის მომზადების მეთოდოლოგიებს და შესაბამისი პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ადგილობრივი ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება” – ასე ქვია სამწლიან პროექტს, რომლის ფარგლებიც დღეს ზემოთხსენებული ტრენინგი ჩატარდა.
პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და ფონდი – ღია საზოგადოება საქართველო მას ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს, კერძოდ: „საქართველოს გაეროს ასოციაციასთან“, საზოგადოება „ბილიკთან“, „აჭარის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ და „ახალი აზროვნების ინსტიტუტთან” ერთად.
პროექტი ოთხ რეგიონში ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმება, დასაქმებისუნარიანობის გაზრდა, განათლების შესაძლებლობების მიცემა, პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება, ახალგაზრდებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება და დასაქმების ფორუმების უზრუნველყოფა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
ბათუმში გამართულ სემინარს დღეს პროგრამის მონაწილე 15 პარტნიორი პროფესიული სასწავლებლის 54 წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგს ორგანიზაცია „ჯეპრას”პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიაუნის ლექტორი კახა მაღრაძე უძღვებოდა.
ჯეპრას პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიაუნის ლექტორი კახა მაღრაძე
ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოს პროექტის მენეჯერი, ხათუნა იოსელიანი ამბობს, რომ ამ ერთდღიანი ტრენინგის შემდეგ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ისევ გრძელდება:
„ჩვენ უკვე შევადგინეთ 4 სახელმძღვანელო პროფესიული სასწავლებლებისთვის, რაც პროექტების მართვას, ეფექტურ კომუნიკაციას, ციფრულ სამყაროში მუშაობასა და პროდუქტიულობის გაზრდას, სწავლების სხვადასხვა მეთოდებს ეხება.
ეს არის დამხმარე სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის, რომელიც შემუშავდა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების აქტიური ჩართულობით.
ვმუშაობთ ასევე მეწარმეობის სახელმძღვანელოზე, რომელიც ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის იქნება საინტერესო.
სახელმძღვანელოს რესურსი დაეხმარება სხვადასხვა პროფესიის ადამიანს და შეასწავლის როგორ შეიძლება დაიწყოს მეწარმეობა-ანტრეპრენერობა საკუთარ სფეროში.
სახელმძღვანელოების მომზადებისას ვთანამშრომლობთ საქართველოს განათლების სამინისტროსთან და უნარების სააგენტოსთან, მათგან ვიღებთ რეკომენდაციებს და იმედი გვაქვს ეს ჰიბრიდული სახელმძღვანელო სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცევა.
სახელმძღვანელო გარდა წყაროებისა და თეორიული ნაწილისა მოიცავს ინტერვიუებს ცნობილ სტარტაპერებთან, ბიზნესმენებთან, რომლებიც აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
სახელმძღვანელოს ძირითადი თემები ცხადია მოიცავს ისეთ საბაზისო საკითხებს როგორიცაა ბიზნესგეგმის შედგენა, პროდუქტის მარკეტინგი და ა.შ.
სახელმძღვანელოზე მუშაობას სასწავლო წლის დაწყებამდე დავასრულებთ და შემდეგ ვგეგმავთ პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებს დავეხმაროთ სახელმაძღვანელოს გამოყენებაში“ – ამბობს ხათუნა იოსელიანი.
ნინო მთვარელიძე მარნეულში მდებარე კოლეჯ „მოდუსის“მენეჯერია, ის ტრენინგის ერთ-ერთი მსმენელი იყო. ამ კოლეჯის პროფესიული მიმართულებები 2021 წლიდან გამრავალფეროვნდა, საჭირო გახდა ახალი თანამშრომლების მოწვევა და შესაბამისად პროფესიული სასწავლებლის გუნდს სხვადასხვა ინფორმაციის მიღება და კოლეგებთან კოორდინაცია ესაჭიროება.
კოლეჯ „მოდუსის“ მენეჯერი გვეუბნება, რომ მარკეტინგის მიმართულების ტრენინგი მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნებისმიერი დაწესებულების ფუნქციონირებისთვის საჭირო რჩევები მიიღო:
მარნეულში მდებარე კოლეჯ „მოდუსის“მენეჯერი ნინო მთვარელიძე
„ბევრი საინტერესო სიახლე გავიგეთ დღეს, მაგალითად როგორ დავაინტერესოთ ჩვენი სასწავლო პროგრამებით მოსახლეობა და სწორად როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია კოლეჯის სადიპლომო პროგრამების შესახებ.
აჭარა-გურიის პროფესიული სასწავლებლების მონახულება და იქ დასაქმებული გუნდის გაცნობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, პროფესიული გაძლიერებისა და განვითარებისთვის ეს კავშირები აუცილებელია“ – ამბობს ნინო მთვარელიძე.
პროექტის ფარგლებში ქვემო და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა მოინახულეს აჭარისა და გურიის პროფესიული სასწავლებლები. ამავე პროექტის ფარგლებში კი შემოდგომისთვის იგეგმება გურიისა და აჭარის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლთა ვიზიტი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში – იქაური პროფესიული სასწავლებლების დასათვალიერებლად.
ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა აჭარასა და გურიაში პროფესიული კოლეჯები დაათვალიერეს
ეს შეხვედრები გააღმავებს სხვადასხვა რეგიონის პროფესიული სასწავლებლების კავშირებს, რაც მათ გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.
ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია დაეხმაროს საქართველოს უმუშევრობის დაძლევაში. საქართველოში უშევრობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებშია:
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირობებშიც ნათლადაა მინიშნებული, რომ უმნიშვნელოვანესია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ამ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობები მყავს მხედველობაში, რომელთაც ხარისხიან განათლებაზე შედარებით ნაკლები წვდომა აქვთ სხვა ჯგუფებთან შედარებით.
სწორედ ამ პრობლემების დასაძლევად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ჩვენ ვთავაზობთ ინგლისური ენის, კომპიუტერული უნარების კურსებს, ვეხმარებით დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში.
სპეციალურად ითარგმნა მაგალითად მეწარმეობის კურსის სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე“ – ამბობს ხათუნა იოსელიანი.
ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიული კოლეჯების წამომადგენელთა ვიზიტი აჭარისა და გურიის პროფესიულ სასწავლებლებში
აღსანიშნავია ევროკავშირის წვლილი საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით: პროექტი „ადგილობრივი ქსელებისა და პლატფორმების განვითარება ცოდნისა და დასაქმებისათვის” დიდი პროგრამის ნაწილია, რომელსაც ,,განათლება დასაქმებისთვის“ ჰქვია.
დასაქმების ეს პროგრამა 50 მილიონზე მეტი ევროთი ფინანსდება, რაც მოიცავს ტექნიკურ დახმარებას საქართველოს მთავრობისთვის, კერძოდ განათლების სამინისტროსა და უნარების სააგენტოსთვის.
ევროკავშირის ეს დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროგრამებსა და აკადემიური დაწესებულებების პროექტებსაც მოიცავს.
„ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტი 9 გამარჯვებულიდან ერთ-ერთია და 4 სამიზნე რეგიონში ხორციელდება.
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კონტრაქტორი და შესაძლოა კონტენტი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი – NEFTERUDOVOZ-47M და მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი – Minerva Gloria არიან ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე.
აღსანიშნია, რომ გემი – NEFTERUDOVOZ-47M, მოსულია ეგვიპტიდან, დამიეტტას ნავსადგურიდან და გეგმავს ბათუმის ნავსადგურში 3050 ტ. სილიკო-მანგანუმით დატვირთვას.
რაც შეეხება Minerva Gloria-ს, ოფიციალური მონაცემების თანახმად, გემი გამოვიდა იტალიის პორტი სავონადან, იდგა ნოვოროსისკის საღუზე რაიონში, თუმცა არ შესულა ნავსადგურში და არ დატვირთულა; მიმდინარე მონაცემებით, გემი ბათუმის ნავსადგურში გეგემავს 80000 ტ ნედლი ნავთობით დატვირთვას.
ცალსახად განვმარტავთ, რომ არც ერთ ზემოხსენებულ გემს არ შემოუტანია საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ნავთობი, ან სხვა სახის ტვირთი.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს როგორც გემის, ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის უფლება,” – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის საღუზე რაიონში რუსეთიდან ნავთობტანკერები იყო შემოსული, „ბათუმელებმა“ დღეს, 30 ივნისს, გაავრცელა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის „სპეციალური ოპერაციის“ [ასე უწოდებს კრემლი რუსეთის ომს უკრაინაში] მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა.
„მე ვთქვი ამის შესახებ 24 თებერვალს, ადრე დილას, მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად. არაფრის დამატება არ შემიძლია, არაფერი შეცვლილა“ – განაცხადა მან.
მისი თქმით „სპეცოპერაცია“ მიდის გეგმის მიხედვით და არ არის საჭირო მისი დასრულების რაიმე ვადა.
პუტინმა თქვა, რომ ენდობა სამხედრო პროფესიონალებს: „მუშაობა მიმდინარეობს მშვიდად, ჯარები მოძრაობენ და აღწევენ იმ ხაზებს, რომლებიც დასახულია ამ საბრძოლო მუშაობის გარკვეულ ეტაპზე,“ – თქვა მან. .
2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა განაცხადა, რომ დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზანია უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.
პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო შეტევა უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე, მათ შორის – მასობრივი თავდასხმა კიევზე.
რით აჯობა საქართველოს მოლდოვამ, რომელმაც EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო? – მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ინტერნეტგვერდების დათვალიერება გასაგებს ხდის, რამდენად მარტივად შეიძლება იყოს ზოგჯერ საქმე, როცა წარმატების მიღწევა მართლა გინდა:
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, აქტიურად ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს და ადამიანებს, ვისაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე მოლდოვის სასიკეთოდ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, ასევე, ხშირად ჩნდებოდა საერთაშორისო მედიაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ჰქონდა შეხვედრები ევროპაში, თუმცა ილია დარჩიაშვილი უფრო თბილისში არჩევდა ყოფნას და ხვდებოდა, მაგალითად, ჩინეთის ან ინდოეთის ელჩებს მაშინ, როცა რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, ვიდრე ბრიუსელში საქართველოს შესახებ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
ევროპაში პოპესკუს მსგავსად აქტიურობის ნაცვლად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მცხეთის ერთ-ერთ სოფელში ლოკოკინების საწარმოს გახსნისთვისაც მოიცალა.
„ბათუმელებმა“ ორი ქვეყნის – მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ბოლო ერთი თვის აქტივობას გადაავლო თვალი.
25 მაისს ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი დავოსის ფორუმზე რუმინელ კოლეგას – ბოგდან ორესკუს ხვდება, ასევე, ივანა კლიმპუშ ცინცაძეს, უკრაინის რადას დეპუტატს. ამავე დღეს ნიკუ პოპესკუ შეხვდა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუს შეხვედრები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო ილია დარჩიაშვილიც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ კოლეგას, პეკკა ჰაავისტოს და ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, სანჯეი პრადანს შეხვდა.
26 მაისს – ნიკუ პოპესკუ შეხვდა ჩეხეთის ევროპასთან ურთიერთობების მინისტრს, მიკულა ბეკს. პოპესკუ შეხვდა ჩეხ პარლამენტარებს და სენატორ პაველ ფიშერს. ჩეხეთში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერვიუ ჰქონდა რამდენიმე ადგილობრივ მედიასთან.
ნიკუ პოპესკუ განაგრძობს ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში.
26 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელის მერიის ისტორიულ შენობაში დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში, 26 მაისი
27 მაისს – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვედრები ევროპის ქვეყნების ლიდერებთან არ ჰქონია, თუმცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე ილაპარაკა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საქართველო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა და „საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძალიან მაღალი დონეა“.
ილია დარჩიაშვილი საქართველოს პარლამენტში
ამავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, კიდევ ერთი აქტივობა ჰქონდა თბილისში – მან დიასპორის ფორუმი გახსნა და თქვა, რომ „ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე და აგრძელებს წინაპრების ძალისხმევას – საერთო ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად“.
29 მაისი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტგვერდის მონაცემებით, ილია დარჩიაშვილი არც ამ დღეს და არც წინა დღეებში შეხვედრია ვინმეს ევროპაში. სამაგიეროდ, ილია დარჩიაშვილი პრემიერ ღარიბაშვილს იორდანიაში გაჰყვა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში იორდანელ კოლეგასთან და ვიცე-პრემიერთან, აიმან ალ საფადისთან გამართა შეხვედრა.
ილია დარჩიაშვილი იორდანელ კოლეგას შეხვდა
31 მაისი – მოლდოველი ნიკუ პოპესკუ განაგრძობს ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში და სხვადასხვა თანამდებობის პირს ხვდება, მისი ქართველი კოლეგისთვის კი, ევროპა სამუშაოს ფოკუსი ისევ არ არის.
სამაგიეროდ, ილია დარჩიაშვილის აქტივობა ჰქონდა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართულებით. ლაოსი სახელმწიფოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჰოდა, ამ სახელმწიფოს მთავრობასთან „დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება გაფორმდა,“ – იუწყებოდა გაზაფხულის ბოლო დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა ლატვიის პარლამენტის (საეიმას) დელეგაციას, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმძღვანელობით.
პირველი ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი სერგი ოდაინიკი შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კეთრინ ინშლის.
ამ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში შეხვედრები გამართა ევროკომისრებთან ტრანსპორტის, კრიზისების მართვის და გარემოს დაცვის საკითხებში.
2 ივნისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში შეხვდა ევროპარლამენტის წევრებს – საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მარინა კალიურანდს და საქართველოს საკითხზე მომხსენებელ – სვენ მიკსერს.
ამავე დღეს თბილისში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრა საქართველოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ლიეტუვის დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანტას ადომენასი.
2 ივნისს მოლდოვის ელჩი უკრაინაში, ვალერი ჩივერი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დღეს ზელენსკის შეხვედრის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
3 ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ ღია წერილი გაავრცელა და „ევროპის მწვანე კვირეული“ აღნიშნა. წერილში ვრცლად არის აღწერილი, რა გააკეთა და რის გაკეთებას აპირებს მოლდოვა გარემოსდაცვითი მიმართულებით.
ამ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მაიკე ვან კოლდამი მიიღო.
5 ივნისი – ცოტა დრო რჩება, ვიდრე ევროსაბჭო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მალდივის [სახელმწიფო სამხრეთ აზიაში] რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისების და განათლების მინისტრებს შეხვდა.
ილია დარჩიაშვილის შეხვედრა მალდივის რესპუბლიკის მინისტრებთან
6 ივნისი – ევროპაში არ წასულა, მაგრამ თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი მიიღო. „მინისტრმა გულითადი მილოცვა გადასცა ელჩს ეროვნულ დღესთან – 6 ივნისთან დაკავშირებით და მეგობარ შვედ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა,“ – ვკითხულობთ სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
8 ივნისი – ნიკუ პოპესკუს მორიგი სამუშაო ვიზიტი დაიწყო ბრიუსელში. ამ დღეს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია – მინისტრი სხვადასხვა თანამდებობის პირს შეხვდება იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მოლდოვამ მხარდაჭერა მოიპოვოს. ამავე დღეს პოპესკუ შეხვდა ბრიუსელში ევროკომისარს აგროკულტურის დარგში.
ნიკუ პოპესკუ ხშირად ჩნდებოდა დასავლურ მედიაში. ილია დარჩიაშვილის ინტერვიუს შესახებ კი, ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის
9 ივნისი – ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, ნიკუ პოპესკუ პარიზში ჩავიდა და იქ ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ორგანიზებული იყო ევროსაბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობის მხარდაჭერით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეფ ბორელი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქეთრინ კოლონა.
ამავე დღეს პოპესკუ შეხვდა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის გუბერნატორს, კარლო მონტიჩელს. მინისტრმა ამ დღეს france 24-ის სტუდიაში მისვლაც მოასწრო, ინტერვიუს მიცემა და მოლდოვის დიასპორაც მოინახულა პარიზში.
9 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა. ევროპაში ვიზიტი ჰქონდა დარჩიაშვილის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიასაც. მას დუბლინში შეხვედრები ჰქონდა ირლანდიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩარლი ფლანაგანთან და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისის (Department of Taoiseach) ევროკავშირის და საერთაშორისო საქმეთა დირექტორთან, ემერ დინთან და ირლანდიის იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ონა ბაკლისთან.
ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ, 14 ივნისს, ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია.
10 ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ფრანგ კოლეგას შეხვდა. ამავე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი – ვლადიმერ კუკი კი, თესალონიკში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის მონაწილე სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება.
11 ივნისი – ნიცუ პოპესკუ საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
13 ივნისი – მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოსიანი შეხვდა ლეილა კაიასიკს, ევროსაბჭოს სპეციალურ წარმომადგენელს მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში.
ამ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტგვერდის ინფორმაციით, მინისტრ ილია დარჩიაშვილს არ ჰქონია რაიმე აქტივობა, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს შეუწყობდა.
14 ივნისი – ნიკუ პოპესკუმ ადგილობრივ მედიაში, ტელეკომპანია „კიშინოვის“ მონაწილეობს გადაცემაში – „სიღრმისეულად“. კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აქტიურად პასუხობდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის კითხვებს. ის ტელეკომპანია CNN-ის სტუმარიც იყო.
14 ივნისს ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლოს მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა, თუმცა თუ მინისტრის შეფასებებს დავუჯერებთ, ამ დღეს საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას – 14 ივნისს სოფელ წილკანში საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ილია დარჩიაშვილი ლოკოკინების საწარმოს გახსნის დროს
„…ჩვენი შეუქცევადი ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ქართული ახალი პროდუქცია, რომელიც შედის ევროპულ ბაზარზე, რაც ძალიან გვეხმარება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში და ამ პროცესში თქვენს კომპანიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – უთქვამს ილია დარჩიაშვილს ლოკოკინების საწარმოს გახსნის ცერემონიაზე.
15 ივნისი – კიშინოვში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ჩადის. ნიკუ პოპესკუ პრეზიდენტს აეროპორტში ხვდება და ფრანგ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს მართავს, თანაც თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ამსახველ დოკუმენტს აწერს ხელს.
ნიკუ პოპესკუ საფრანგეთის პრეზიდენტს ხვდება
15 ივნისი, საქართველო, თბილისი – „დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი“ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ეს არის ამ უწყების ახალი ამბავი.
17 ივნისს არ დატოვა თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა – ილია დარჩიაშვილი ჩინეთის და ინდოეთის ელჩებს შეხვდა. წინა დღით, 16 ივნისს კი, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის და ისრაელის ელჩები გააცილა, ასევე მიიღო იაპონიის ელჩი. 17 ივნისს ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარგარეტა სედერფელტს.
20 ივნისი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი აქტივობა ჰქონდა – მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ალჟირის, ბურუნდის, ეთიოპიის, განის, ჩადის რესპუბლიკის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.
21 ივნისს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე იუწყებოდნენ, რომ ნიკუ პოპესკუ ტელეფონით ესაუბრა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეფ კოფოდს. 2 დღეში მოლდოვაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღნიშნავენ. მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე იმ დღეს მინისტრის ეს ფოტო გამოაქვეყნეს.
ნიკუ პოპესკუ, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი
ამავე დღეს, 21 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლტან ბინ საად ალ მურაიხისთან.
24 ივნისი, საქართველო, თბილისი – „დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ. ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი,“ – ასე ამცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკითხველს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 ივნისს კიდევ ერთ ამბავს იუწყებოდა – „ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს უმასპინძლა“. ეს ის ქვეყანაა, რომლის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ყველაზე ანტიდასავლური პოლიტიკით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებს შორის პრემიერ ორბანის მეთაურობით. მაგალითად, წელს, აპრილში ორბანმა თქვა, რომ მისი ერთ-ერთი ოპონენტი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია.
24 ივნისს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკუ პოპესკუ ესწრებოდა ადამიანებითა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კომიტეტის სხდომას. აქ აღნიშნულია, რომ ანგარიშია დასამტკიცებელი, ასევე ახალი გეგმაც.