მთავარი,სიახლეები

ბუდანოვის პროგნოზი ომის დასრულებაზე: წლის ბოლოსთვის აქტიური საომარი მოქმედებები განულდება

25.06.2022 • 17525
ბუდანოვის პროგნოზი ომის დასრულებაზე: წლის ბოლოსთვის აქტიური საომარი მოქმედებები განულდება

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ მაუწყებლის ეთერში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როდის დადგება გარდამტეხი მომენტი რუსეთ-უკრაინის ომში. ის აცხადებს, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის. ხოლო ომი უახლეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინა არ განიხილავს ომის დასრულების არც ერთ სხვა სცენარს, გარდა სრული გამარჯვებისა. ამ გეგმის მიხედვით, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს 1991 წლის საზღვრებს – ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.

ბუდანოვის თქმით, 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში განვითარდება მოვლენები, რაც მთელი მსოფლიოსთვის ხილულს გახდის გარდამტეხი მომენტის დაწყებას. თუმცა, კირილ ბუდანოვს არ დაუზუსტებია, რა მოვლენებს გულისხმობს.

უკრაინა 1991 წლის საზღვრებს დაუბრუნდება. ჩვენ არც ერთ სხვა სცენარს არ განვიხილავთ. წლის ბოლოსთვის აქტიური საომარი მოქმედებები თითქმის ნულამდე შემცირდება. ჩვენ უახლოეს მომავალში დავიბრუნებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე – თქვა დაზვერვის უფროსმა.

კირილო ბუდანოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება დიდწილად საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მან აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ბოლო შემოთავაზება, რომელიც 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას უკავშირდება.

დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თანამშრომლობისა და დახმარების შესანიშნავი მაგალითი, – განაცხადა გენერალ-მაიორმა.

ბუდანოვის პროგნოზით, რუსეთის ცინიკური ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საბედისწერო იქნება კრემლის რეჟიმისთვის.

პუტინი წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს არის ტრაგედია, სადამდეც მან რუსეთი და უკრაინა მიიყვანა და რომელიც რუსეთისთვის კატასტროფით დასრულდება. სხვა არაფერი, – ხაზგასმით აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

უკრაინულმა მედია ომის დასრულების თარიღის მინიშნებაზე თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კიდევ ერთ მაღალჩინოსნის ვადიმ სკიბიცკის განმარტებას აქვეყნებს. მისი თქმით, უკრაინის დაზვერვას ძალიან ზუსტი ინფორმაცია აქვს რუსეთის საომარი რეზერვების შესახებ.

კონტრშეტევას დიდხანს არავინ გადადებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე და გავათავისუფლოთ ჩვენი მიწები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მტერი გამოიყენებს მას, როგორც პლაცდარმს შემდგომი შეტევებისთვის, თქვა სკიბიცკიმ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: