მთავარი,სიახლეები

ბელარუსში 3 „სარკინიგზო პარტიზანს“ სიკვდილით დასჯას უპირებენ

30.06.2022 • 1186
ბელარუსში 3 „სარკინიგზო პარტიზანს“ სიკვდილით დასჯას უპირებენ

ბელორუსიის ძალოვანი უწყებები აგრძელებენ გამოძიებას იმ კაცების წინააღმდეგ, რომლებმაც გაზაფხულზე წყობიდან გამოიყვანეს ლიანდაგები. ახლა რუსი დამპყრობლების გეგმების ჩაშლისთვის „სარკინიგზო პარტიზანებს“ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

ამის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 29 ივნისს, როდესაც ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიების შედეგების შესახებ დაწერა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია მარტის ბოლოს დაკავებულ სამ კაცზე.

რას აკეთებენ „სარკინიგზო პარტიზანები“.

ტელეგრამ არხი „ბელარუსსკი გაიუნი“ იუწყება, რომ ზოგიერთმა ბელარუსმა „სარკინიგზო ომი“ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიწყო. მათ სარელეო კაბინებში დაამონტაჟეს სპეციალური მოწყობილობები, რითაც შუქნიშნებს თიშავდნენ და შესაბამისი სარკინიგზო მონაკვეთების პარალიზებას იწვევდნენ.

იმ პერიოდში მწყობრიდან გამოვიდა სარკინიგზო ხაზები ბრიანსკის, ორიოლის, სმოლენსკის და კურსკის რეგიონებში. ამან საგრძნობლად გააუარესა ბელარუსიდან მიმავალი რუსული ჯარების ლოჯისტიკა. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ, 28 მარტს, ბელორუსის უშიშროების ძალებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთაგან ორი სროლის შედეგად ადგილზე დაიჭრა.

რაში ადანაშაულებენ დაკავებულებს?

ბელორუსიის უშიშროების ძალები დაკავებულებს ადანაშაულებენ პირველი მარტის ღამეს სარელეო კაბინეტისთვის ცეცხლის წაკიდებაში. ბელორუსი გამომძიებლების განცხადებით, დაკავებულ კაცებს ამის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, „1000 რუბლზე ცოტა მეტი“ გადაუხადეს. მათი თქმით, ეს ტერორისტული თავდასხმა, რომელიღაც „უცხოურმა ორგანიზაციამ“ მოაწყო.

ახლა ყველა დაკავებული ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

ექსტრემისტულ ფორმირებაში მონაწილეობა;

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენა, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები, შექმნა საავარიო საფრთხე, ასევე დაემუქრა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სახელმწიფოს ღალატი.

ბელორუსის უშიშროების ძალების ინფორმაციით, შეიძლება სიკვდილით დაისაჯონ კაცები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს.

როგორ დაბრუნდა „სარკინიგზო ომები“ ბელარუსის რეალობაში

ბელარუსის სარკინიგზო კამპანიაში ჩაერთნენ როგორც რკინიგზის მუშები, ისე ჰაკერები და უსაფრთხოების ძალების ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც ლუკაშენკოს ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან და ამჟამად ბელარუსში არ ცხოვრობენ.

ტერმინი „სარკინიგზო ომი“, რომელსაც ოპოზიციურ წრეებსა და დამოუკიდებელ მედიაში იყენებენ პროცესის დასახასიათებლად, ბელარუსელთათვის უცხო არ არის:

სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებენ ბელარუსელთა წინააღმდეგობას მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ისინი სარკინიგზო ხაზებსა და მატარებლის სადგურებს აფეთქებდნენ, რათა ნაცისტი ოკუპანტებისთვის ხელი შეეშალათ.

ათწლეულების შემდეგ აღნიშნული ტერმინი კვლავ აქტუალური გახდა, თუმცა ამჯერად ის აღნიშნავს წინააღმდეგობას რუსეთის საოკუპაციო ძალებისადმი, რომელთა ნაწილიც უკრაინაში სწორედ ბელარუსის მხრიდან შეიჭრა.

ბელარუსელი ჟურნალისტის, ჰანა ლიუბაკოვას სიტყვებით, ათობით ათასი რუსი სამხედროს ბელარუსში განთავსებამ ფართო შიდა წინააღმდეგობა გამოიწვია იმ ოპოზიციური ქსელების აღდგენასთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩამოყალიბდა.

რისკების მიუხედავად, ომის მოწინააღმდეგე ბელარუსელთა ნაწილი თებერვლის ბოლოს არც ქუჩაში, აქციებზე გამოსვლას მორიდებია, თუმცა ლუკაშენკოს ხელისუფლებამ პროტესტის ეს ფორმა მალე აღკვეთა: უფლებადამცველთა ცნობით, მხოლოდ 27 და 28 თებერვალს პოლიციამ 1 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

___

როგორ შეაფერხა რუსეთის ძალები ბელარუსელთა „სარკინიგზო ომმა“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: