მთავარი,სიახლეები

უკრაინელები ლისიჩანსკში პოზიციებს ინარჩუნებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

30.06.2022
უკრაინელები ლისიჩანსკში პოზიციებს ინარჩუნებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

სევეროდონეცკიდან გამოსვლის შემდეგ, უკრაინის ძალები კვლავაც ინარჩუნებენ პოზიციებს ლისიჩანსკში. რუსეთის არმია კი პოპასნაიას მხრიდან მიიწევს წინ, რათა თავიდან აირიდოს  მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვის აუცილებლობა – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ვითარებას უკრაინის ფრონტზე.

30 ივნისს გამოქვეყნებულ რელიზში უწყება მიუთითებს, რომ მიმდინარე სახმელეთო ბრძოლები, სავარაუდოდ, ფოკუსირებულია ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, ცენტრიდან 10 კილომეტრში.

„ოპერაციულ დონეზე, რუსეთის ძალების პროგრესი შეზღუდულია. ისინი ნელა მიიწევენ წინ იზიუმის მხრიდან და ცდილობენ, ალყაში მოაქციონ დონეცკის ჩრდილოეთში მყოფი უკრაინის დამცველები“, – აღნიშნავს დაზვერვა.

უწყება ვარაუდობს, რომ უკრაინელთა მანევრი, ბრძოლით შეანელონ რუსეთის წინსვლა, შემდეგ კი გაიყვანონ ძალები, ვიდრე მათ რუსეთის არმია ალყაში მოაქცევს, მომავალშიც ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად დარჩება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 29 ივნისის განახლებაში უწყება ვარაუდობდა, რომ კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმა შეცდომა იყო და სინამდვილეში თავდასხმის მიზანს მის გვერდით მდებარე ქარხანა წარმოადგენდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: