მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1-ელი ივლისი

01.07.2022
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1-ელი ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 577 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 3 736 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 796 ერთეული [+6]
  • MLRS – 246 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 186 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 645 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 143 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+1]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 610 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 61 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 226 თვითმფრინავი
  • 134 ვერტმფრენი
  • 1 411 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 699 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 067 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 948 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირა, უკრაინის შეიარაღებული ძალები გამუდმებით ურტყამდნენ რუსულ გარნიზონს რაკეტებითა და დრონებით. მათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც გამოიყენეს იმ რუსული ხომალდების შესაჩერებლად, რომლებსაც კუნძულზე შეიარაღება და სხვა მარაგები გადაჰქონდა:

[yellow_box]ოდესაში საცხოვრებელი სახლი და გასართობი ცენტრის დაბომბვას 17 ადამიანი ემსხვერპლა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვსტალის“ დამცველი, რომელსაც უკრაინაში საცოლე ელოდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: