თურქეთში, მარმარისში, ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთში, მარმარისში, ტყის ხანძარს ებრძვიან.

ხანძარი 21 ივნისს, საღამოს გაჩნდა მუღლას პროვინციაში. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარს 1600-მდე ადამიანი ებრძვის. მეხანძრეები ტყეში ხანძრის ჩასაქრობად 300-ზე მეტ სპეცმანქანას, 20 ვერტმფრენსა და 14 თვითმფრინავს იყენებენ.

თურქეთის მედიის ცნობით, მუღლას პროვინციაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძარი ძლიერი ქარის გამო მოკლე დროში გავრცელდა.

თურქეთში გასულ წელს ტყის ხანძრის 2000-ზე მეტი შემთხვევა იყო, რამაც ტყეების დიდი ნაწილი გაანადგურა და დიდი ზარალი გამოიწვია.

_____________

ტყის ხანძარი მარმარისში, თურქეთში. ფოტო: twitter

280 დაღუპული და ათობით დაშავებული – ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში

ძლიერ მიწისძვრას ავღანეთში 2800 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მიწისძვრა მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში, გვიან ღამით, საქართველოს დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე , როცა ხალხს ჯერ კიდევ ეძინა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო 51 კმ სიღრმეზე.

„სამწუხაროდ, გუშინ ღამით მოხდა ძლიერი მიწისძვრა ფაქთიკის პროვინციის ოთხ რაიონში, რომელმაც მოკლა და მძიმედ დააშავა ასობით ჩვენი თანამემამულე. დაინგრა ათობით სახლი“, – დაწერა ტვიტერზე მთავრობის სპიკერმა ბილალ კარიმმა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ გამოჰყავთ ნანგრევებიდან საკაცეებით დაშავებულები.

ბათუმში, ავარიულ სახლებში, კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც ჩამოართმევენ

გარდა სამშენებლო კოდექსისა, მთავრობა ცვლილებას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესშიც“ ითხოვს და მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაა.

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესი იგივეა, რაც ექსპროპრიაცია.

მთავრობა მიიჩნევს, რომ კანონმა უნდა დაუშვას ავარიულ სახლში კონკრეტული ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა, სათანადო და წინასწარი კომპენსაციით: „ვინაიდან საკითხი ეხება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“

მთავრობის განმარტებით, შესაბამისი ცვლილება აუცილებელია რომელიმე მესაკუთრის შესაძლო უარით პროგრამით შეთავაზებულ პირობებზე. „რომელიმე მესაკუთრესთან შეთანხმების მიუღწევლობა საფრთხის წინაშე აყენებს სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში. მთავრობა შესაბამისი ცვლილების დამტკიცებას პარლამენტს დაჩქარებული წესით სთხოვს.

არსებობს იმის რისკი, რომ ავარიულ სახლში მცხოვრები რომელიმე მესაკუთრე(ები) არ დაეთანხმება მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ პირობებს, ხოლო ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება მოცემული პროგრამის განხორციელება. შესაბამისად, იმისათვის, რომ განხორციელდეს ავარიული სახლების დემონტაჟი და მის ნაცვლად აშენდეს ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლები, საჭიროა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის საფუძველი გახდეს სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის სამუშაოების წარმოება – განმარტავს მთავრობა. 

შესაბამისი ცვლილების ინიცირება კანონში მთავრობას სთხოვა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა: „მოგვმართა კორესპონდენციით“, პროგრამის – „ბათუმის ავარიული სახლების გარეშე“ – შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მომზადებულია 118 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საექსპერტო დასკვნა, რომლებიც „საფრთხის შემცველ საცხოვრისს წარმოადგენს.“ ამ სახლებში ცხოვრობს დაახლოებით 3000 ოჯახი. მერია ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო და შესაძლებელია გაიზარდოს, ახალ მისამართებზე მომავალში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების შესაბამისად.

სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 29 მარტს დაამტკიცა [#159 დადგენილება]. პროგრამა ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავდებობას, საფინანსო ორგანიზაციებთან ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკუთრების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში სრული და სამართლიანი კომპენსაციისთვის დასაშვები იქნება ორი მიმართულება:

„პირველი, როცა მუნიციპალური ბიუჯეტიდან მოხდება ქონების საბაზრო ღირებულების ანაზღაურება [ავარიულ ბინაში არსებული საცხოვრისის მესაკუთრე გახდება მუნიციპალიტეტი] და მეორე მიმართულება საკუთრების ჩამორთმევიდან გამომდინარე განხორციელდება იმავე მოცულობის [არანაკლებ ქონების საბაზრო ღირებულებისა] ბინის სხვაგან გადაცემა [ამ შემთხვევაშიც ავარიულ სახლში არსებული ბინის მესაკუთრე ხდება მუნიციპალიტეტი]. კომპენსაციის ოდენობა
დამოკიდებული იქნება ცალკეულ შემთხვევაზე, ავარიულ სახლში არსებული ბინების მესაკუთრეებთან გამართულ მოლაპარაკებებზე, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებსა და სასამართლო გადაწყვეტილებაზე ექსპროპრიაციის უფლების
მინიჭებასთან დაკავშირებით“.

მერიის განმარტებით, საკუთრების უფლების ჩამორთმევას დაექვემდებარება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ის ფართობები, რომელთა მესაკუთრეებთან ვერ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა წინასწარი კომპენსაციის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მრავალბინიანი საცხოვრებელი არის მწვავედ ავარიული და შესაბამისი დასკვნის მიხედვით საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

„ექსპროპრიაციის უფლების გამოყენება მოხდება არა იმ შემთხვევაში, როცა შეთანხმება ვერ მიიღწევა სამშენებლო კომპანიასა და მესაკუთრეებს შორის, არამედ იმ შემთხვევაში, თუ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შეთანხმება ვერ მიიღწევა მერსა და მესაკუთრეს შორის.“

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ექსპროპრიაციის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი:

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი მოიპოვებს ექსპროპრიაციის უფლებას და წინასწარი, სრული და
სამართლიანი კომპენსაციით გახდება ავარიულ სახლში მდებარე ბინის მესაკუთრე, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განხორციელდეს მთლიანად ამ მრავალბინიანი სახლის სამშენებლო კომპანიებისთვის შეთავაზება, რათა ამ ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდეს ავარიულ სახლში მცხოვრები ბინების მესაკუთრეების დასაკმაყოფილებლად.

ავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე.

თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და ქვეითს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, „ბათუმელების“ ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ავტოავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე / 22.06.2022

 

 

 

დონეცკის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ ომში ჯარის 55% დაკარგა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, ძლიერი შეტევა გრძელდება სევეროდენცკში. რუსეთი ქალაქის დარჩენილი რაიონის დაკავებას ერთდროულად ორი მხრიდან ცდილობს – ჩრდილოეთით იზიუმიდან, სამხრეთით კი – პროპასნაიადან.

22 ივნისს გამოქვეყნებულ სადაზვერვო ცნობარში უწყება ვარაუდობს, რომ რუსეთი დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო ქვედანაყოფების გადასასროლად ემზადება.

რუსეთის ხელისუფლებას, 25 მარტის შემდეგ, საერთო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, თუმცა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვას მოჰყავს დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 16 ივნისის მდგომარეობით, დაიღუპა 2 128 და დაიჭრა 8 897 სამხედრო.

„დონეცკის დანაკარგი მისი ჯარის თავდაპირველი რაოდენობის თითქმის 55 %-ია, რაც დონბასში რუსული და პრორუსული ძალების დაუძლურებაზე მიუთითებს“, – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალები, სავარაუდოდ, მოძველებული შეიარაღებითა და ტექნიკით არიან აღჭურვილები.

უწყების ვარაუდით, ფაქტორი, თუ რამდენად მოახერხებს ორივე მხარე სარეზერვო ქვედანაყოფების მობილიზებასა და საბრძოლო მოწყობას, სერიოზულ გავლენას იქონიებს ომის შედეგებზე.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან ომში 34 230 სამხედროა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობებს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინ ბრიტანეთის დაზვერვამ დაადასტურა, რომ 17 ივნისის უკრაინამ რუსეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენა დასავლეთის მიერ გადაცემული „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის დანაკარგებზე ომში – 22 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +130]
  • ტანკი – 1 496 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 3 614 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 752 ერთეული [+0]
  • MLRS – 239 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 182 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 614 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 137 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 543 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 211 თვითმფრინავი
  • 132 ვერტმფრენი
  • 1 308 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 349 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 733 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 594 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 2 081 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 801 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო ქვედანაყოფების გადასასროლად ემზადება:

ამავე თემაზე:

რა შეუძლია გერმანულ ჰაუბიცებს, რომლებიც უკვე უკრაინაშია ბრძოლის ველზე

როგორ შევასრულოთ EU-ს მოთხოვნები? – შეიწყალონ გვარამია და შეწყდეს კრიტიკული მედიის დევნა

ის ვალდებულებების ჩამონათვალი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გადმოსცა, მედიის თავისუფლების კომპონენტსაც მოიცავს.

ევროკომისიის დასკვნაში წერია, რომ „გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებსა და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და [მათზე თავდასხმების] შემთხვევაში“.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ევროკომისიის ეს დავალება საქართველომ შეასრულოს? ამ თემაზე „ბათუმელები“ მედიაექსპერტს, ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

  • ბატონო ზვიად, თქვენი აზრით, რა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ ამ მოთხოვნის შესასრულებლად?

იმისათვის, რომ ნორმალური მედიაგარემო იყოს ქვეყანაში, საჭიროა ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო და არ იდევნებოდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც მათი დევნა ფიზიკურად, ასევე ის, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას იყენებს მათ წინააღმდეგ.

გარდა ამისა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების საჯარო განცხადებები მწვანე შუქს უნთებს მოქალაქეებსაც, რომ როცა მოუნდებათ და სადაც მოუნდებათ, ისე შეავიწროონ ჟურნალისტები. ამის მაგალითია 5 ივლისის საქმეც, როდესაც პიკს მიაღწია ჟურნალისტების დევნამ  და ფიზიკური ძალადობის შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი კი გარდაიცვალა მიყენებული ზიანის შედეგად.

ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა არათუ პრევენციისთვის, რომ მსგავსი ძალადობა არ მომხდარიყო, არამედ, თავისი რიტორიკით ხელი შეუწყო ასეთი ძალადობრივი გარემოს შექმნას. 5 ივლისის მოვლენების გამოძიება კი დღემდე არ დაწყებულა, არც კი უცდია ხელისუფლებას, რომ გლობალურ პრობლემად დაენახა და დაესაჯა არა მხოლოდ მოძალადეები, არამედ ძალადობის ორგანიზატორებიც.

  • ერთ-ერთ დოკუმენტში გაჟღერდა „მთავარი არხის“ მენეჯერის, ნიკა გვარამიას დაკავების საქმეც.  

არანაკლებ მნიშვნელოვანია და ძალიან მწვავე თემაა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება მართლმსაჯულებას იმისათვის, რომ დაიწყოს მედიამფლობელების დევნა და რატომღაც ეს მექანიზმი ძირითადად იმ მედიამფლობელების წინააღმდეგ მუშაობს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი.

ვხედავთ, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე და მენეჯერი საპატიმროშია, ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იანი წილის მფლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული. პრობლემები აქვთ სხვა კრიტიკულ მედიებსაც, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ არიან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ამ ტელეკომპანიების მენეჯმენტზე, ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის საქმიანობაზე, ხელს უშლის ამ მედიების მდგრადობას და მისი შინაარსის ხარისხსაც.

იმ სამსჯავრო გადაწყვეტილებით, რითაც ნიკა გვარამია იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, დაუყოვნებლივ არის ის გასათავისუფლებელი. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი და პრეზიდენტი ამით უნდა დაკავდეს.

დღეს ჩემთვის ყველაზე უცნაური იყო, როცა პრაქტიკულად სახელისუფლებო უმრავლესობასთან აფილირებული ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა პარლამენტში მოუწოდა პრეზიდენტს გვარამია შეიწყალეთო.

ხელისუფლება უკვე ფიქრობს შეწყალებაზე და ძალიან ცუდია ის, რომ მათ მართლმსაჯულება გამოიყენეს ნიკა გვარამიაზე ზემოქმედებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა გააკეთონ იმიტომ, რომ ასეთი უხერხემლო ბრალით და მსჯავრით არ შეიძლება ადამიანი ჰყავდეთ საპატიმრო დაწესებულებაში.

  • გარდა იმისა, რომ გვარამია შეწყალების გზით უნდა გამოუშვან, უნდა შეწყდეს თუ არა, ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმეები სხვა მედიამფლობელების წინააღმდეგაც?

უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის გამოძიება და ძალიან მაღალი გამჭვირვალობა იმ საქმეებზე, რომლებსაც მედიასაშუალებების წინააღმდეგ აწარმოებს ხელისუფლება, რადგან ყველა საქმე აჩენს კითხვის ნიშნებს, არ არის საკმარისი არგუმენტები, ვერ ასაბუთებს ბრალს ხელისუფლება. ბუნებრივია, ასეთი საქმეები ყოველთვის აჩენს უსამართლობის განცდას და ეს განცდა არ უჩნდებათ მხოლოდ ევროპელ პოლიტიკოსებს, ეს განცდა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქესაც აქვს. ეს იმის განცდაა, რომ სამართლებრივი ბერკეტებით იდევნება მედია. ეს არის ზუსტად პოლიტიკური მართლმსაჯულება და ამისგან უნდა იყოს გათავისუფლებული მედია.

თუ მართლმსაჯულება როგორ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან, ამაზე სხვა რეკომენდაცია აქვს ევროკომისიას. თუმცა ყველამ ვიცით, რომ მართლმსაჯულება უნდა ეფუძნებოდეს კანონს და არა პოლიტიკურ საჭიროებებს, მით უმეტეს, თუ ეს პოლიტიკური მიმართულია კრიტიკულად განწყობილი მედიის და, ზოგადად, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

  • თუ ხელისუფლება შეეცდება, რომ სანახევროდ შეასრულოს ეს რეკომენდაცია, მაგალითად, გამოუშვას გვარამია, მაგრამ არ გამოიძიოს 5 ივლისის საქმე, მაინც შეიძლება თქვას ხელისუფლებამ, რომ დავალება შეასრულა? 

იმისთვის ხომ არ გამოიწერა, ასე ვთქვათ, ეს რეცეპტი ევროკომისიისგან, რომ ჩვენ ვაჭრობა დავიწყოთ ქვეყანაში. ეს არის კომპლექსური ამოცანა და ეს ამოცანა ზუსტად ამას გვეუბნება, რომ უნდა იყოს მედია პოლიტიკური მართლმსაჯულების წნეხისგან თავისუფალი, მისი მფლობელები და მენეჯერებიც ასევე და ის ადამიანები, რომლებიც მიზნობრივად ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზე, და ასე იყო 5 ივლისსაც, უნდა დაისაჯონ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ აქციის ინსპირატორი და წამახალისებელი იყო მთავრობა.

ბუნებრივია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა ზიდოს. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს ცალსახად უნდა ზიდონ იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ეს დაკვეთა შეასრულეს და იმ პირებმაც, რომლებმაც ეს ძალადობა დაუკვეთეს.

  • ძალიან ხშირად პრემიერი, ასევე „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები, კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს  ეძახიან „ნაცებს“. „თქვენი პარტია“, „თქვენი ხელმძღვანელი ნაცები“  და ასე შემდეგ, ეს რიტორიკა არ უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ?

ეს არის ზუსტად პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ როდესაც მმართველი ძალის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, მთავრობის წარმომადგენელი ასე ლაპარაკობს ჟურნალისტებზე, ეს აძლევს მერე საფუძველს ნებისმიერ მოქალაქეს, რომ სწორედ ასეთივე რიტორიკა ჰქონდეს და ასევე მოექცეს ჟურნალისტებს.

იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, ვინც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს დაესხა თავს ბათუმში, რაიმე დავა კი არ ჰქონიათ, ან კონკრეტული დავალება აქვთ მიღებული, რომ თავს დაესხან კრიტიკულ ჟურნალისტებს. ამ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ თუკი მთავრობის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და მინისტრებს აქვთ უფლება ჟურნალისტებს ასე მოექცნენ, მე რატომ არ მაქვს? და ისიც ისე იქცევა ზუსტად, როგორც მას უნდა. ამის მაგალითი მას მისცა მთავრობამ.

ამით ყველაზე მეტად ისინი აზარალებენ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ჟურნალისტები მოქალაქეებისთვის ინფორმირებისთვის მუშაობენ და სწორედ ეს არ უნდა ხელისუფლებას.

  • მედიის და ხალხის პოლარიზებას ცდილობს მთავრობა?

ბუნებრივია, ზუსტად ეს უნდა, ამას აკეთებს ამდენი წელია უკვე, რომ საფრთხის შემცველი გახდეს ჟურნალისტის საქმიანობა. თუ ჟურნალისტი იქნება დაშინებული, თვითცენზურის პირობებში, რომ თავში არ ჩამარტყან, თვალები არ დამიბუშტონ, ვეღარ შექმნის იმ პროდუქციას, რომელიც საზოგადოებას სჭირდება. გრძელვადიანი შედეგიც, რაც ხელისუფლებას უნდა, არის ის, რომ საზოგადოება დატოვოს ინფორმაციის გარეშე.

  • როგორ ფიქრობთ, შეასრულებს ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციებს?

საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონოდა გაცხადებული სურვილი, ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი ყოფილიყო საქართველოსთვის, ჩვენ დღეს უკვე გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი და გაცილებით სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ აირჩია სხვა გზა, ამიტომაც შეგვრჩა ხელში ეს რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლადაა შესასრულებელი თუ გვინდა რომ წლის ბოლოს, ევროკომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელონ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ეს ამ მთავრობას უნდა შეაძლებინოს ქართულმა საზოგადოებამ.

თუ მთავრობა საზოგადოებას წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ მთავრობამ უნდა მიიღოს ეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობა და უნდა წავიდეს.

2 პირი დააკავეს ბათუმში TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე

TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს, 21 ივნისს, განაცხადეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს  სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

„ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ – აღნიშნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბრიფინგზე.

ბათუმში TV პირველის ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. შემთხვევა 19 ივნისს მოხდა. TV პირველის  გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს, მოგვიანებით კი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ოცნების“ შემწირველ ბიზნესმენს გზას უგებენ, გზის დაგებისთვის მოგებაც მასვე დარჩება

„მე ვინ მიკეთებს გზას? ეს არის ხალხის ბიზნესი, სოფლის ბიზნესი,“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ, რომელმაც ქობულეთში, სოფელ ზედა კვირიკეს ტყეში კოტეჯები ააშენა და ამჯერად კოტეჯებამდე მისასვლელ გზას აკეთებს ბიუჯეტის ფულით.

გზას ზედა კვირიკეში კომპანია „გზა“ აგებს. ეს კომპანია ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას ეკუთვნის ისევე, როგორც კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის საკუთრებაცაა 20 კოტეჯი კვირიკეს ტყეში. გიორგი ჭყონია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია. მან 2012 წლიდან დღემდე 4-ჯერ „ქართულ ოცნებას“, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს 60 – 60 ათასი ლარი შესწირა წინასაარჩევნოდ.

იმის მიუხედავად, რომ სოფელ კვირიკეში წლებია ითხოვენ ადამიანები კვირიკეს ცენტრიდან ჰესის მიმართულებით საავტომობილო გზის კეთილმოწყობას, აჭარის გზების დეპარტამენტში გადაწყვიტეს, რომ იმავე სოფელში „ტურისტული მიმართულებით“ დააგონ გზა და 2 მილიონ 269 ათასი ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან სოფლის იმ ნაწილზე, საიდანაც გზა ტყეში მიდის, ბიზნესმენის კოტეჯებამდე.

„ტურისტული მიმართულება“ ამ ეტაპზე მხოლოდ გიორგი ჭყონიას რამდენიმე კოტეჯია. ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს, რა იქნება ამ ტურისტულ მიმართულებაზე, თუმცა მხარდაჭერის ნიშნად რამდენიმე დღის წინ კოტეჯებისკენ მიმავალი გზის დაგების სამუშაოები მოინახულა აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსთან ერთად.

კოტეჯები კვირიკეს ტყეში, სადაც მისასვლელი გზა კეთდება. კომპანიის „შატო კვირიკე“

 

საავტომობილო გზა ზედა კვირიკეში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო
  • ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მისი რისკიანობა უნდა დაფასდეს

„ყველაზე რისკიანი მე აღმოვჩნდი. იმედია, ყველასი იქნება ეს კურორტი შემდეგში, ვიღაცას ხომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი?… აქ არის პანორამული ხედი და მთელი კოლხეთი მოჩანს. ახალი კურორტი ემატება ქობულეთს და აჭარას, სახელმწიფომ უნდა დაგვიდგეს ყველას გვერდით, რომ სხვებიც ავიდნენ შემდეგში,“ – ამბობს ბიზნესმენი გიორგი ჭყონია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გზის ის მონაკვეთი დაიგო, რომელიც დასახლებულ პუნქტში, სოფელში გადის, სოფლის ბოლოდან კურორტამდე კი, კიდევ 4.5 კილომეტრია. გიორგი ჭყონია ირწმუნება, რომ ამ გზას ჯერ არავინ აკეთებს, თუმცა აპირებს, მიმართოს მთავრობას და გზის კეთილმოწყობისთვის დაფინანსებას მოითხოვოს.

„მხოლოდ და მხოლოდ სოფლის გზა დაიგო, მე მექნება მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ დააგოს ეს გზა საკურორტო ადგილამდე… იქ რა გზაც ახლა გადის კოტეჯებამდე, ჩემი ხარჯით გავაკეთე, ნებართვა ავიღე, რომ გამესწორებია ეს გზა და სამშენებლო მასალები ამეტანა, ამაშიც ფული გადავიხადე. იქ მხოლოდ მოხრეშილი გზაა“, – გვითხრა გიორგი ჭყონიამ.

აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრში კი განმარტეს, რომ გზა კოტეჯებამდე კეთდება, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტეს დასახლებულ პუნქტის შემდეგ კოტეჯამდე რა მანძილზე დარჩა ასფალტი დასაგები.

„ცოტაა დარჩენილი,“ – გვიპასუხეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრში.

გზის მონაკვეთი, რომელიც ტენდერის ფარგლებში უნდა გაკეთდეს, სოფელ ზედა კვირიკეს ცენტრის მიმდებარედ იწყება.

საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, გზა დასახლებულ ფერდობზე გადის, გზის მიმდებარედ კი, „საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთებია“; თუმცა გზა დასახლებული პუნქტის, ანუ სოფლის გარეთაც კეთდება, დაახლოებით 1 კილომეტრის მანძილზე [სულ კეთილმოეწყო 3,85 კმ საავტომობილო გზა]. 

გზა სოფელ ზედა კვირიკედან „შატო კვირიკეს“ ტერიტორიამდე: მწვანე ფერით აღნიშნულია გზის ის ნაწილი, რომელიც ტენდერის ფარგლებში გაკეთდა და სოფლის გარეთაა; წითელი ფერით კი, გზის დარჩენილი მონაკვეთი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოასფალტებული.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, კვირიკეს მიმდებარედ, შუაგულ ტყეში, სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია, 26 870 კვადრატული მეტრის ნაკვეთი, 2020 წლიდან შპს „შატო კვირიკეს“ სარგებლობაშია გადაცემული 49 წლით. შპს „შატო კვირიკეს“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრე გიორგი ჭყონიაა. 

აჭარის გზების დეპარტამენტში განმარტეს, რომ სოფელ ზედა კვირიკეში ტურისტული მნიშვნელობის 3,85 კმ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და იგი აგვისტოში დასრულდება.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნული გზა არის ტურისტული მნიშვნელობის, ასევე მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა უგზოობით შექმნილი პრობლემები, რისთვისაც 80-მდე მცხოვრებმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით მიმართეს,“ – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტიდან. აქ ვიკითხეთ: რატომ არ გაითვალისწინა ამ დრომდე გზების დეპარტამენტმა ამავე სოფლის სხვა დასახლების პრობლემა – კვირიკეს მთაში კლდოვან მასალას მოიპოვებენ, რაც მძიმე ტექნიკით გამოაქვთ. ეს პროცესი აზიანებს გზას, განსაკუთრებით კი, კვირიკეს ჰესის მიმართულებით.

ეს გზა რომ გასაკეთებელია, ამ პრობლემას ადასტურებენ, როგორც ქობულეთის მერიაში, ასევე აჭარის გზების დეპარტამენტში და განმარტავენ, რომ პრობლემას „განიხილავენ სამომავლოდ“.

„რაც შეეხება კვირიკეს ცენტრიდან ჰესის მიმართულებით საავტომობილო გზას, დეპარტამენტი განიხილავს მომავალში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების საკითხს,“ – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტიდან და ვერ დაგვიკონკრეტეს, კონკრეტულად როდის ექნება გზა კვირიკეში იმ მოსახლეობას, ვისთან მისასვლელი გზაც ბიზნესმენს არ სჭირდება, ან იყენებს კიდეც, მაგრამ მისი შეკეთება არ უცდია.

ქობულეთის მერიაშიც ვიკითხეთ იგივე. პრესცენტრიდან აი, ეს მოგვწერეს:

„რაც შეეხება კვირიკეს ცენტრიდან ჰესის მიმართულებით საავტომობილო გზას, აჭარის საგზაო დეპარტამენტთან ერთად ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმება“.

კვირიკეში გზას აგებენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ტენდერი სოფელ კვირიკეში გზის დაგებაზე თავდაპირველად მოიგო კომპანიამ – „პალადა“. ის თანახმა იყო, ეს გზას 2 მილიონ 246 ათას ლარად მოეწყო, თუმცა საბოლოოდ გზას, ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას კომპანია „გზა“ აკეთებს უფრო ძვირად – 2 მილიონ 269 ათას ლარად.

„იმ კომპანიამ ვერ შეძლო საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა… თანაც, აქ რთული რელიეფია, სოფლის გზები, რადგან ქობულეთია და ჩემი სოფელია, მივიღე ეს გადაწყვეტილება,“ – გვითხრა გიორგი ჭყონიამ.

ბიზნესმენის თქმით, საკურორტო ადგილი „სახელწოდებით „შალე კვირიკე“ დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება და იქ სხვებიც მოაწყობენ ბიზნესს.

ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის

ბათუმში სამშენებლო პროექტების სიმაღლეებს ისევ გაზრდიან, ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ბათუმის მერს ექნება, მთავრობამ ეს  შესაძლებლობა სპეციალურად ბათუმისთვის დაუშვა. დაუშვებს პარლამენტიც, თუ სამშენებლო კოდექსში შესაბამის ცვლილებას მხარს დაუჭერს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, სამშენებლო კოდექსში ცვლილება უნდა შევიდეს. ამ ცვლილების შემდეგ ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ დაარეგულირებს. დადგენილი კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობას ბათუმის მერი გასცემს [k2 – შენობის სიმაღლე].

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის, ვახტანგ ბაჩიაშვილის წერილი პარლამენტში, ცვლილების დაჩქარებული წესით დამტკიცების მოთხოვნით, 2022 წლის 15 ივნისს შევიდა.

ამ წერილში ბაჩიაშვილი პარლამენტს განუმარტავს, რომ პროექტში ცვლილება ბათუმის მერს „ბათუმში არსებული ურთულესი გამოწვევის დასაძლევად“ სჭირდება, კერძოდ კი პროგრამის განხორციელებისთვის – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

წერილში ნათქვამია ასევე, რომ პროგრამა ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავდებობას საფინანსო ორგანიზაციებთან, პროგრამაში ჩართული დეველოპერების სასარგებლოდ.

საპარლამენტო მდივნის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებული დღეს მოქმედი რეგულაციები არ იძლევა მიზნობრივი პროგრამის სრულყოფილად განხორციელების საშუალებას.

წერილში ნათქვამია ისიც, რომ საკითხის ინიციირება მთავრობას ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა სთხოვა.

ცვლილების პროექტის მიხედვით,  ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა შეჩერდეს სამშენებლო კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში.

„ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება გადამეტებულ იქნეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.“

მერის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიცვალოს ასევე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა…

ცვლილება არ შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონით დაცულ შენობებსა და ზონებს.

პროექტში ასევე წერია:

ამ მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, თუ ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას.

პროექტის მიხედვით, ცვლილება მისი დამტკიცების შემდეგ ძალაში იქნება 2027 წლის პირველ იანვრამდე, რაც გაუგებარია, რადგან, ერთი მხრივ, განმარტებულია, რომ ცვლილება ძალაშია განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე. რას ნიშნავს ეს? –  ამ და სხვა დეტალებს პროექტის შესახებ, განმარტების მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

როგორ აფასებენ ინიციატივას ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ურბანისტები და არქიტექტორები, რა რისკები შეიძლება ახლდეს ამ გადაწყვეტილებას, თუ ინიციატივას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს – ამ საკითხზე „ბათუმელები“ მუშაობს და შეფასებებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

რა შეუძლია გერმანულ ჰაუბიცებს, რომლებიც უკვე უკრაინაშია ბრძოლის ველზე

პირველი გერმანული თვითმავალი ჰაუბიცები Panzerhaubitze2000-ები უკვე უკრაინის ფრონტზეა – ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა დაწერა.

„უკრაინის საარტილერიო ოჯახს შეუერთდნენ გერმანული Panzerhaubitze 2000-ები, რომლებსაც სპეციალურად გადამზადებული უკრაინული ეკიპაჟი ჰყავთ“, –  რეზნიკოვის თქმით, ეს არის 155 მმ-იანი არტილერიის უკვე მეექვსე სახეობაა, რომელიც უკრაინის თავდაცვას აძლიერებს.

„ჩვენი მეომრები უკვე ებრძვიან მტერს M 777, FH 70, M 109, AHS Krab-ებისა და Caesar-ების დახმარებით. დღეიდან ამ „საუკეთესოთა კლუბს“ Pzh 2000 შეემატა“, – წერს რეზნიკოვი და დასძენს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი შეიარაღებას წარმატებულ გამოყენებას მოუძებნის.

„დიდი მადლობა ჩვენს არტილერისტებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბის ლეგენდებად იქცნენ. მადლობა მხარდაჭერისთვის გერმანელ პარტნიორებს, რომლის იმედიც მომავალშიც გვაქვს. ძალიან ვაფასებ ჩემი კოლეგის, კრისტინ ლამბრეხტის ძალისხმევას,“ – აღნიშნა მინისტრმა.

თვითმავალი საარტილერიო დანადგარების უკრაინისთვის გადაცემაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ მაისში, გერმანულ მედიაში გაჩნდა, რამდენიმე დღეში კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ უკრაინა მართლაც მიიღებდა 7 ერთეულ ტექნიკას გერმანიისგან. 5-ს კი ნიდერლანდებისგან.

PzH 2000/ფოტო: ოლექსი რეზნიკოვის ფეისბუქგვერდიდან

Krauss-Maffei Wegmann-ის წარმოების PzH 2000, რომელიც ბუნდესვერმა 1998 წელს მიიღო, ბოლო 24 წლის განმავლობაში, ამ ტიპის შეიარაღებაში ეტალონად მიიჩნევა.

ის NATO-ს სტანდარტებით, 155 მმ კალიბრისაა და გრძელ 55-კალიბრიან ლულას იყენებს. PzH 2000-ის სროლის მაქსიმალური მანძილი სტანდარტული ჭურვებით 30 კმ-ია, რეაქტიული ჭურვებით ეს მანძილი 40-47 კილომეტრს აღწევს, აქტიურ-რეაქტიული ჭურვით კი – 67 კილომეტრს.

რუსეთის შეიარაღებასთან შედარებისთვის: უახლესო 152 მმ-იანი MSTA-S-ის სროლის მანძილი, ჩვეულებრივი ჭურვით 25 კილომეტრია, აქტიურ-რეაქტიულით კი – 30 კმ.

PzH 2000 განსაკუთრებული სწრაფი სროლითაც გამოირჩევა – წუთში 10-12 ჭურვი. ეს კი იმის ხარჯზე მიიღწევა, რომ ჰაუბიცა ავტომატური დამტენით იტენება.

სწრაფმსროლელი და შორსმოქმედი გერმანული ჰაუბიცები ძალიან ეფექტურად ასრულებს საარტილერიო „ილეთს“, რომლის დროსაც ერთი დანადგარი აკეთებს გასროლის სერიას ისე, რომ ყველა ჭურვი ერთსა და იმავე სამიზნეს ერთდროულად ხვდება. ამ დროს, ყოველი ჭურვი სხვადასხვა ტრაექტორიითა და სიჩქარით გაისროლება – პირველი ყველაზე შორს მიფრინავს, უკანასკნელი კი ყველაზე სწრაფად.

PzH 2000-ის გადაადგილების სიჩქარე 67კმ/საათია, მისი ფასი კი დაახლოებით 3,4 მლნ. ევრო.

PzH 2000/Bundeswehr

სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, მაისში, უკრაინელი სამხედროები გერმანიაში იმყოფებოდნენ, რათა PzH 2000-ების გამოყენება აეთვისებინათ.

გერმანიის ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ის უკრაინას დაპირებულზე ნაკლებ შეიარაღებას აწვდის.

15 ივნისს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსაც ეკისრება პასუხისმგებლობა დაღუპული უკრაინელების გამო, რადგან გერმანია უკრაინას დაპირებულ მძიმე შეიარაღებას არ აძლევს.

არსტოვიჩის კომენტარამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის კანცლერმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია იმაზე მეტ სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა. თუმცა უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიიდან უკრაინამ მხოლოდ დაპირებული შეიარაღების მესამედი მიიღო.

16 ივნისს, კიევში ჩასულმა გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, გერმანიამ თავისი სახელმწიფო ტრადიცია დაარღვია და „ამას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენ ხანსაც ეს უკრაინას დასჭირდება“.

„ჩვენ ასევე დავპირდით უკრაინას, რომ მივაწვდით IRIS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, რომლებიც საჰაერო თავდასხმებისგან დაიცავენ მის ქალაქებს. ასევე, შევთანხმდით აშშ-ისთან და დიდ ბრიტანეთთან, რომ უკრაინას გადავცემთ ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებსაც“, – დასძინა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცი კიევში საფრანგეთის პრეზიდენტთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდა. ეს ევროპელი ლიდერების პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.

მთავარი ფოტო: PzH 2000/ფოტო: ოლექსი რეზნიკოვის ფეისბუქგვერდიდან

მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი ბათუმში 50 თეთრი რჩება 2025 წლის აპრილამდე

2022 წლის 20 ივნისიდან ძალაში შევიდა საკრებულოს ახალი დადგენილება, რომლითაც, მიკროავტობუსებით მგზავრობის ადრე დამტკიცებული საფასურის [50 თეთრი] მოქმედების ვადა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

ბათუმში უკვე მეშვიდე თვეა სამარშრუტო მიკროავტობუსებში მძღოლები მგზავრებს კანონით დადგენილი 50 თეთრის ნაცვლად, თვითნებურად, 70 თეთრს ახდევინებენ. ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კი მერიას საკრებულოსთვის დღემდე არ მიუმართავს, მიუხედავად იმისა, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით განცხადება მერიაში გადამზიდავ კომპანიებსაც აქვთ შეტანილი.

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით [სამარშრუტო მიკროავტობუსით] სამგზავრო გადაყვანის ტარიფი – 50 თეთრი 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს. თავდაპირველად ამ ტარიფის მოქმედების ვადა 2020 წლის აპრილამდე იყო განსაზღვრული, შემდეგ – 2022 წლის აპრილამდე, ამჯერად კი აღნიშნული ტარიფი 2025 წლის აპრილამდე იმოქმედებს [თუ, რა თქმა უნდა, მას საკრებულო არ შეცვლის].

2018 წელს დადგენილი ტარიფის მოქმედების ვადის გახანგრძლივების „მიზეზი და მიზანი“ ბათუმის მერიას ასე აქვს განმარტებული: „საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის დადგენილებით, M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განისაზღვრა 2025 წლის 1-ელ აპრილამდე. გამომდინარე აქედან, ცვლილება შედის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებაში და დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2025 წლის პირველ აპრილამდე“.

დაახლოებით ერთი კვირის წინ „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, რომ „ქალაქის ფარგლებში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი რჩება იგივე – 50 თეთრი. ამ ეტაპზე მერიას საკრებულოსთვის არ მიუმართავს ამ ტარიფის ცვლილებაზე. რაც შეეხება იმას, რომ მიკროავტობუსებში მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებენ, ამ კუთხით ალბათ მუნიციპალური ინსპექცია გააძლიერებს კონტროლს“.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში საფასურის თვითნებურ გაზრდასთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. მიმდინარე წელს პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე 91-ჯერ დააჯარიმა მგზავრების გადაყვანაზე პასუხისმგებელი შეპესეები.“ – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან 13 ივნისს.

ამ თემაზე:

ბათუმში „მარშუტკით“ მგზავრობის გაძვირებას საკრებულოს გვერდის ავლით ცდილობენ

ახალი ტერმინალი და სააბონენტო სისტემა – როგორ იმუშავებს წელს „ბათუმველო“

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ახალი ველოტერმინალი დამონტაჟდა. ამჟამად, ქალაქის მასშტაბით უკვე 17 ველოტერმინალია.

ველოტერმინალები რუკაზე

დღეის მონაცემებით, „ბათუმველოს“ მომსახურება აერთიანებს 100 GPS სისტემით აღჭურვილ ველოსიპედს და ქალაქში 17 ადგილს, მათი უმრავლესობა სანაპირო ზოლის ტერიტორიაზეა.

„ბათუმველოს“ ცნობით, დაგეგმილია 30 GPS სისტემის შეძენა (ჯამში დაახლოებით 15 000–18 000 ლარის ღირებულების), რის შესყიდვაზეც ტენდერს ბათუმის ავტოტრანსპორტი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.  GPS სისტემები „ბათუმველოს“ ძველ, თუმცა გამართულ მდგომარეობაში მყოფ ველოსიპედებზე დამაგრდება, შესაბამისად ქალაქში GPS სისტემით აღჭურვილი 130 ველოსიპედით იქნება შესაძლებელი გადაადგილება.

სიახლეები იგეგმება ასევე „ბათუმველოს“ მომსახურებით სარგებლობის საფასურის გადახდის საკითხშიც. კერძოდ, უახლოეს მომავალში დაგეგმილია სააბონემენტო სისტემის დანერგვა. ამჟამად „ბათუმველოს“ მომსახურებისთვის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად [Visa, Mastercard, Amex], ერთი წუთის ღირებულიება კი 0,08 თეთრია.

როგორც „ბათუმველოში“ ამბობენ, ველომომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქეების თხოვნის საფუძველზე გაგრძელდება ქალაქის ტერიტორიაზე ახალი ადგილის შერჩევა ახალი ველოსადგომების მოსაწყობად.

 

„ხიდან ხეზე გადაფრინდა ს**ი“ – ინტერნეტის რეაქცია სამგორის გამგებლის გინებაზე

თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს ფეისბუქზე აგინა, შემდეგ კი პოსტი წაშალა.

„იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ, პასუხი პირადად გამცეთ, მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ“, – ეწერა კახა სამხარაძის პოსტში.

სამხარაძის პოსტზე დღეს, 21 ივნისს, კომენტარი გააკეთეს მმართველი პარტიის ლიდერებმა. მაგალითად, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სამგორის გამგებლის მიერ აქციის მონაწილეების ს*რებად შერაცხვა არის გამოხატვის თავისუფლება, ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ „არასამსახურეობრივ პერიოდში“ საკუთარი პოზიცია ყველას შეუძლია გამოხატოს.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან გამოჩნდა სამგორის გამგებელი კახა სამხარაძეც და თქვა, რომ სიტყვა სირი სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს და ეს სიტყვა გამოიყენა არა შეურაცხყოფის, არამედ ამ მნიშვნელობით.

სამხარაძის პოსტს, „ოცნების“ ლიდერების მისდამი მხარდაჭერას და სულხან-საბას ლექსიკონის მოხმობას თავის გასამართლებლად ქართულ ფეისბუქზე ბევრი ხუმრობა მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ ხუმრობას ფეისბუქიდან.

პოეტური განწყობა
პოსტის გამოქვეყნების დრო: 17:50 საათი
+18 წლიდან
ზოომაღაზიის განცხადება
„მთავარი“ არხის ჟურნალისტი
ფოტოგრაფებიც კითხულობენ სულხან-საბას ლექსიკონს

 

ზმეინის კუნძულზე რუსებმა სერიოზული დანაკარგი განიცადეს – უკრაინა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს დაარტყეს ზმეინის კუნძულზე, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში დაიკავა.

სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგი განიცადეს.

„განხორციელდა მიზანმიმართული დარტყმა სხვადასხვა ძალისა და საშუალების გამოყენებით, შედეგად, რაშისტების საამაყო „კუნძულის გარნიზონმა“ სერიოზული დანაკარგი განიცადა. სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, – ნათქვამია ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ განცხადებაში.

დღეს, 21 ივნისს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ დაადასტურა, რომ 17 ივნისის უკრაინამ რუსეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენა დასავლეთის მიერ გადაცემული „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.

უწყების ცნობით, სამიზნე იყო რუსული სამხედრო-საზღვაო ბუქსირი „ვასილი ბეხი“, რომელსაც გადაჰქონდა შეიარაღება და გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა ზმეინის კუნძულზე.

მთავარი ფოტო: ზმეინის კუნძული/ფოტო: unian.net

მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჭოროხმა გაიტაცა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც დღეს დილით მდინარე ჭოროხმა გაიტაცა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

მერაბ ღოღობერიძის თქმით, რომელიც დაღუპულის ოჯახის ახლობელია, ახალგაზრდა კაცი მდინარეში ჯართს აგროვებდა, როცა ის ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.

მდინარე ამ მონაკვეთში პერიოდულად დიდდება, როცა თურქეთის მხარეს არსებული კაშხლების რეზერვუარიდან მდინარის წყალს უშვებენ. სავარაუდოდ დღესაც მსგავსი შემთხვევა იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰესიდან გაშვებული წყლის ნაკადის მოვარდნამ ადამიანი იმსხვერპლა.

მდინარის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ჯერ კიდევ 2010 წელს ითხოვდა მდინარეზე სპეციალური სასიგნალო მოწყობილობის დამონტაჟებას, მაგრამ მოწყობილობა დღემდე არ დაუმონტაჟებიათ.

ხმოვანი შეტყობინების დამონტაჟება იმას გულისხმობს, რომ თურქულმა მხარემ კაშხლებიდან მდინარის გამოშვებამდე ხმოვანი სიგნალით წინასწარ შეატყობინოს ქართულ მხარეს წყლის გამოშვების შესახებ.

___

ამავე თემაზე:

რა კავშირშია თურქეთში მდებარე კაშხალი მარადიდში მოსახლეობის ნაკვეთების დატბორვასთან

ლიეტუვა იგრძნობს რუსეთის პასუხს კალინინგრადის სატრანსპორტო ბლოკადაზე – პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ლიეტუვის გადაწყვეტილებას კალინინგრადის რეგიონში საქონლის ტრანზიტის შეზღუდვის შესახებ მტრული უწოდა. მან თქვა, რომ რუსეთი მალე უპასუხებს კალინინგრადის სატრანსპორტო ბლოკადას და პასუხი იქნება სერიოზული და ლიეტუვის მოსახლეობისთვის საგრძნობი.

„მოსკოვის პასუხი ლიეტუვის მიერ კალინინგრადის რეგიონის სატრანსპორტო ბლოკადაზე პირდაპირ გავლენას მოახდენს ბალტიის რესპუბლიკის მცხოვრებლებზე” – განაცხადა პატრუშევმა დღეს, 21 ივნისს, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების სხდომაზე. ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია Tass-ი წერს.

გასულ კვირას ლიეტუვას რკინიგზამ აცნობა კალინინგრადის რკინიგზას, რომ 18 ივნისიდან შეწყვეტდა ევროკავშირის სანქციებს დაქვემდებარებული საქონლის ტრანზიტს.

პატრუშევის თქმით, ნატო აძლიერებს სამხედრო და სადაზვერვო წარმომადგენლობას ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან და „სიტუაცია რეგიონში ყალიბდება დასავლეთის უპრეცედენტო პოლიტიკური, საინფორმაციო და ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ“.

„ამის უკანასკნელი მაგალითია ლიეტუვის მიერ საქონლის დიდი ჯგუფის ტრანზიტის ბლოკადა.

რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს. მათი შედეგები სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ლიეტუვის მოსახლეობაზე“, – თქვა პატრუშევმა.

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში.

პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 20-მა გუნდმა, რომელმაც 3 თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-აქსელერატორის განმავლობაში სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება.

დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 16 გუნდი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.

მონაწილე სტარტაპები: 

  1. AMBRY – ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანალიტიკური AML პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც ფინანსურ სექტორებს და ბანკებს, ასევე კრიპტო პლატფორმებს, შეამოწმონ და აკონტროლონ კრიპტო ტრანზაქციები და მისამართები.
  2. MEDU – სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის პროფესიული კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესს.
  3. WEMPLER – პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთჯერად დამხმარეებს ერთჯერადი დახმარების მსურველებთან.
  4. SPACEM – რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის პლატფორმა.
  5. CARLINK – მანქანის მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული ავტო ასისტენტი, რომელიც ზოგავს დროს და ფინანსებს.
  6. PHARAO – ნამდვილი ადამიანების 3D ავატარების ციფრული ბიბლიოთეკა.
  7. SETPLACE – გადასაღები ლოკაციების დაჯავშნისა და გაქირავების პლატფორმა.
  8. WORKIN – პლატფორმა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებისა და ტექ. რეკრუტერებისთვის. ჩვენ ვამარტივებთ რეკრუტირების პროცესს, ვეხმარებით ბიზნესს ზრდაში და ხარისხის გაუმჯობესებაში.
  9. SPICEAPP – პლატფორმა, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები, ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.
  10. LAWFORMER – მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული იურიდიული ტექ. პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ხელშეკრულებების შექმნის და სამართლებრივი კვლევის პროცესს მუხლების ციფრული ბიბლიოთეკის, ხელშეკრულების შესაქმნელი სმარტ ხელსაწყოსა და სასამართლო ქეისების მოკლე მიმოხილვების საშუალებით.
  11. DIDGE – ქლაუდზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახამრებით ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქონთენთის გენერირებით და ოპტიმიზებით, გააძლიერონ მათი ონლაინ ხილვადობა სოც. მედიაში და საიტებზე.
  12. COSTY – სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინ პლატფორმა.
  13. COLLAB2B – მულტიფუნქციური B2B გაყიდვების პლატფორმა, რომელიც სპეციალიზებულია ელექტრონულ კომერციასა და საბითუმო ვაჭრობაში და აერთიანებს ვაჭრობისთვის საჭირო ყველა სერვისს.
  14. NOMADERIA – პლატფორმა, რომელიც დისტანციურად მომუშავე მოგზაურებს დაეხმარება მათი ინტერესების შესაფერისი ქვეყნის შერჩევაში, სამოგზაურო დოკუმენტების მომზადებაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შერჩევაში, საჭირო კავშირების დამყარებაში და ა.შ.
  15. TASTEIT – სოციალური ქსელი რესტორნებისა და მათი მომხმარებლებისთვის.
  16. LYNX – ვებ. გვერდი, რომელიც აკავშირებს მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბიზნეს სესხის გაცემის გასამარტივებლად.

პრე-აქსელერაციის პროგრამას უძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი საინიციატივო გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გუნდმა ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 800.000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

„აღსანიშნავია, რომ პრე-აქსლერატორის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ვფიქრობთ, ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.“ – აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entrepreneurship Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, აჭარა ჯგუფი.

ჭოროხმა კაცი გაიტაცა, მას მაშველები ეძებენ

მდინარე ჭოროხმა კაცი გაიტაცა, მას ამ წუთებში მაშველები ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

მერაბ ღოღობერიძის თქმით, რომელიც ოჯახის ახლობელია, კაცი მდინარის კალაპოტში ჯართს აგროვებდა.

მთავარი ფოტო: ჭოროხში მაშველები დაკარგულ კაცს ეძებენ, მერაბ ღოღობერიძის ფოტო

 

სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლა გრძელდება, ლისიჩანსკი კვლავ დაბომბეს – გაიდაი

დღეს, 21 ივნისს, სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონაში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს – წერს ტელეგრამზე ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი, რომელიც დღეში რამდენჯერმე აახლებს ინფორმაციას ტელეგრამზე ლუგანსკში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ.

გაიდაი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაბომბეს ლისიჩანსკი ავიაციის მეშვეობით, განადგურდა ათზე მეტი მაღალსართულიანი შენობა, კერძო სახლები და პოლიციის შენობა.

„მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობას ჯერ ვადგენთ, რადგან გუშინ ქალაქში უსაფრთხოდ გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო,“ – წერს გაიდაი.

მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიაყენეს უსტინივკას, მალორიაზანცევოს, ბელოგოროვკასა და გორსკის.

ამავე დროს, სევეროდენცკში, „აზოტის“ ქარხანაში, კვლავ რჩება 568 ადამიანი, მათ შორის, 38 ბავშვი – ძირითადად კომპანიის თანამშრომლები და მათი ოჯახები, რომლებმაც, გაიდაის თქმით, ევაკუაციაზე, როცა ეს შესაძლებელი იყო, უარი განაცხადეს. ამჟამად უკრაინის ჯარები სევეროდონეცკში აკონტროლებენ მხოლოდ „აზოტის“ ტერიტორიას.

ქალაქ სევეროდენცკსა და მის მიმდებარე სოფლებში ერთი თვეა ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. მიუხედავად დიდი მობილიზებისა, რუსული მხარე ჯერჯერობით ამ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს.

________

ლისიჩანსკი. ფოტო სერგეი გაიდაის ტელეგრამის არხიდან.

15,9 მილიონი ლარი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ახალი შენობისთვის – ტენდერი

ბათუმში მე-16 საჯარო სკოლის ადგილას ახალი შენობის ასაშენებლად 15 969 157 ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან. აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სკოლის ახალი შენობის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში [36 თვეში] უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 17 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში, 22 ივლისს დასრულდება.

ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვით უნდა აშენდეს 3-სართულიანი შენობა, გათვლილი 1000 მოსწავლეზე [40 საკლასო ოთახი] ერთ ცვლაში.

„საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნებით. შენობა იქნება ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი. ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.“ – აცხადებს სამინისტრო.

მთავარი ფოტო: სკოლის ახალი შენობა / რენდერი / პროექტიდან

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა 2021 წლის აპრილში იმდენად დაიბზარა, რომ შეფასდა, როგორც ბავშვებისთვის სახიფათო. მას შემდეგ ამ სკოლის მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი მე-10 საჯარო სკოლაში ტარდება.

ამავე თემაზე:

ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – პროექტირება დასრულდა

ბათუმში იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივნისის 21 საათიდან 22 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი და წვიმა – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15 -20 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 23-24 ივნისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.  ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი ღელვა.

მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი რუსებს ინფორმაციას აწვდიდა – უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროებამ ორ თანამდებობის პირს სამშობლოს ღალატის ბრალდება წარუდგინა. უშიშროების სამსახურის განცხადებით, მრავალეტაპიანი სპეცოპერაციის ფარგლებში, კიევში დააკავეს მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.

„ეს ჩინოვნიკები მტერს აწვდიდნენ სხვადასხვა ინფორმაციას: თავდაცვის შესაძლებლობებზე, საზღვრების მდგომარეობაზე, ცნობებს უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებზე“, – ნათქვამია უშიშროების განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსი კურატორები მათ 2-დან 15 ათასამდე დოლარს უხდიდნენ დავალებაში. თანხა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად გასაიდუმლოებული და მნიშვნელოვანი იქნებოდა მიწოდებული ინფორმაცია.

უკრაინის უშიშროების ცნობით, მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი „ფეესბემ“ 2012 წელს რუსეთში ყოფნისას გადაიბირა: „ის მოსკოვიდან უკვე ოპერატიული ფსევდონიმით, მობილური ტელეფონით და საიდუმლო დავალებით დაბრუნდა – მას უნდა მიეწოდებინა რუსებისთვის ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტიდან“.

უშიშროების სამსახურის მტკიცებით, გადაბირებული ჩინოვნიკი საიდუმლო დოკუმენტებს ბეჭდავდა, კამერით იღებდა და მეხსიერების ბარათზე ინახავდა. ფაილების გადასაცემად ის იყენებდა დახურულ ტელეგრამ არხს, რომლის მეშვეობითაც თავის „კონტაქტს“ შეხვედრაზე უთანხმდებოდა. სწორედ ჩინოვნიკის „კონტაქტი“ იყო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „კონტაქტიც“ მოსკოვში გადაიბირეს, მასთან „ფეესბეს“ აგენტი იური ვოდოლაზსკი მუშაობდა.

ინფორმაციის გადაცემის სქემა ასეთი იყო: ჩინოვნიკი გადასცემდა მასალებს „კონტაქტს“, ის კი კომუნიკაციის დაშიფრული არხებით რუსეთში გზავნიდა.

„კურატორისგან „კონტაქტი“ ჯილდოს ყირიმში ან მესამე ქვეყანაში პირადი შეხვედრებისას იღებდა. როგორც წესი, „ფეესბე“ მას ორი ადამიანის გასამრჯელოს უხდიდა, ფული უკვე კიევში ნაწილდებოდა,“ – აღნიშნავს უწყება.

ორივე დაკავებულის მიმართ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე, სამშობლოს ღალატის მუხლითაა აღძრული. სასამართლომ ისინი პატიმრობაში დატოვა.

მთავარი ფოტო: უკრაინის უშიშროების სამსახური/ფოტო:ssu.gov.ua

ენდობით პუტინს, დაგპირდათ ის ტერიტორიების დაბრუნებას? – რა ჰკითხეს ღარიბაშვილს ყატარში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. მას გამოსვლისას კითხვები დაუსვეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე.

მისი თქმით, 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მსოფლიოს არ ჰქონია ისეთი რეაქცია, როგორც ეს აქვს უკრაინის შემთხვევაში.

„მაშინ მსოფლიოს არანაირი ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის. იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ რუსეთის ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვართ მოწყვლადი ამ სიტუაციაში.

რა თქმა უნდა, გვაღელვებს ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე – გაერო, ეუთო, 260 რეზოლუციას მივუერთდით.

ჩვენ ვთქვით საჯაროდ, რომ ინდივიდუალურად, კომპანიებს არ ექნებათ სანქციების გვერდის ავლის საშუალება, ერთ-ერთი ბანკი იყო „ვითიბი“, ვმართეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ, ქართველები, ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსებს, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია, ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევები და ეს არის ჩვენი მოტივაცია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს იმ საფრთხეების გამო.

ჩვენ პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვიმყოფებით ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

მოლდოვა ავიღოთ, ასოცირებულ ტრიოშია, მაგრამ მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, რადგან მეტი უსაფრთხოების გამოწვევა გააჩნია მას“, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უსამართლოა.

„უსამართლოა ევროკომისიის გადაწყვეტილება, მაგრამ გვესმის, თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენ რეფორმებს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი, იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მოდერატორის კითხვას – ევროკავშირი უსამართლოდ მოექცა საქართველოს თქვენი აზრით? ღარიბაშვილმა უპასუხა: „მაკრონმა თქვა საჯაროდ, რომ უკრაინას და მოლდოვას იმიტომ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რომ ომშიაო. ეს არის წახალისება, ეს არის ბონუსი უკრაინისთვის“-ამბობს ღარიბაშვილი.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ნატო და ევროკავშირი ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი.

„80 პროცენტზე მეტი ჩვენი მოსახლეობის მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ყველაფერს აკეთებდა მთავრობა მოსვლის დღიდან. ნატოში გაწევრიანება არის ჩვენი განსაზღვრული მიზანი, ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.

ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული ნატოში გაწევრიანება, კონსესუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ მიენიჭოს ნატოში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ გვაქვს ტერიტორიების პრობლემები, ჯერ ეს უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზრება“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ამის მოგვარება ნიშნავს პუტინთან ურთიერთობას, მას ენდობით იმის შემდეგ, რაც უკრაინას გაუკეთა? – ჰკითხეს მას ფორუმზე.

„ბოლო 30 წლის მანძილზე სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება, ჩვენი პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში, ჩვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი აღვადგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე“.

პუტინი დაგპირდათ? მას ენდობით? – კიდევ ჰკითხეს ღარიბაშვილს.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, მასთან არანაირი პოლიტიკური ურთიერთობა არ გვქონია, მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“, – თქვა ღარიბაშვილმა.

თურქმა მკვლევრებმა შავ ზღვაში 15 სხვადასხვა სახის პლასტმასის ნაწილაკი იპოვეს

ცნობილი ხამსას გარდა, შავ ზღვაში 5680 სახეობა ბინადრობს, აქედან 200 თევზის და 4 ძუძუმწოვრების ნაირსახეობაა, მაგრამ ისევე როგორც ყველგან, დაბინძურების გამო მათ საფრთხე ემუქრებათ. ტრაპიზონის, თურქეთის შავი ზღვის პროვინციის, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ ართვინის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთით გადაჭიმულ ტერიტორიაზე შავი ზღვის წყალი 15 სხვადასხვა სახის პლასტმასის ნაწილაკითაა დაბინძურებული.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ივნისის თვის ანგარიშში წერია, რომ წიაღისეულის საწვავზე დაფუძნებული პლასტმასის წლიური წარმოება 2060 წლისთვის 1,2 მილიარდ ტონას მიაღწევს, ხოლო ნარჩენები 1 მილიარდ ტონას გადააჭარბებს.

მიკროპლასტიკი პლანეტის ყველაზე შორეულ და თითქოს ხელუხლებელ რეგიონებში, მათ შორის ანტარქტიდის ახალდაცვენილ თოვლშიც არის აღმოჩენილი. ამ უსიამოვნო სიახლის შესახებ ალჯაზირა თვის დასაწყისში წერდა. მიკროპლასტიკი წელს პირველად, მარტის თვეში, ადამიანის სისხლშიც იპოვეს. ნაგავი ყოველწლიურად იწვევს მილიონზე მეტი ზღვის ფრინველის და 100000-ზე მეტი ზღვის ძუძუმწოვრის სიკვდილს.

„პლასტიკური დაბინძურება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევაა, რომელიც ფართო ზიანს აყენებს ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობას“, – ამბობს OECD-ის ხელმძღვანელი მათიას კორმანი დეილი საბაჰთან საუბრისას.

პროექტის კოორდინატორი, ტრაპიზონის კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის სურმენეს საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრი, დოქტორი იაჰია თერზი ამბობს, რომ მათ შეამოწმეს ტერიტორია, ართვინის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთით სტამბოლის ნაპირებამდე და შეაგროვეს ნიმუშები სანაპიროს გასწვრივ მდებარე 23 სადგურიდან, რათა გამოეკვლიათ ზღვის წყალში 5 მილიმეტრზე ნაკლები ზომის მიკროპლასტიკის ნაწილაკების არსებობა.

საბოლოოდ, მათ იპოვეს 15 სხვადასხვა „სახეობის“ პლასტმასი. სტამბოლში კი, რომელიც თურქეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, შავ ზღვაში მიკროპლასტიკური დაბინძურების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დაადგინეს – 55 ნაწილაკი ყოველ კუბურ მეტრზე.

შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ეს მაჩვენებელი 30 იყო, ხოლო რეგიონის შუა მონაკვეთები – ნაკლებად დაბინძურებული.

იაჰია თერზიმ გუშინ, 20 ივნისს, თურქულ მედიაორგანიზაცია Demirören News Agency-ს (DHA) უთხრა, რომ პოლიეთილენის ტერეფტალატი იგივე PET-ი, პოლიმერული ფისი, რომელი გამოიყენება პლასტმასის წყლის ბოთლებში, იყო ყველაზე გავრცელებული პლასტმასი, რომელიც მათ ზღვაში აღმოაჩინეს.

მას მოსდევს პოლიეთილენი და პოლიპროპილენი, პოლიმერი, რომელიც გამოიყენება ყველაფერში – ტანსაცმელში, კემპინგის ხელსაწყოებში, სამომხმარებლო პროდუქტების ფართო სპექტრის ჩანთებსა და კონტეინერებში.

ამავე თემაზე:

პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

„შთამბეჭდავია საქართველოს რეფორმები“- ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია 𝗘𝗠𝗦𝗔-ს 𝟮𝟬 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქმიანობის მომავალი 𝟮𝟬 წლის კურსის განსაზღვრას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის მომხსენებლებმა, საზღვაო ინდუსტრიის და EMSA-ს ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა.

კონფერენციის ფარგლებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორ მაია კოსტელაკთან. მხარეებმა საქართველოში საზღვაო სერვისების გაციფროვნების პროექტზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ტრანსპორტის სფეროში დირექტივების დანერგვასთან დაკავშირებით ისაუბრეს. EMSA, როგორც ევროკავშირში საზღვაო ტრანსპორტზე პასუხისმგებელი რეგიონული უწყება, პირდაპირ არის ჩართული ევროკავშირში „ერთიანი საზღვაო ფანჯრის სისტემის“ ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრა მნიშვნელოვანია როგორც როგორც საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, ასევე ევროპული „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში“ საქართველოს სამომავლო ჩართვის კუთხით.

– „შთამბეჭდავია საქართველოს რეფორმები მეზღვაურთა განათლებისა და საზღვაო დროშის განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნა მაია კოსტელაკმა საქართველოს საზღვაო სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე საუბრისას.

2022 წლის მაისში ქვეყანამ წარმატებით გაიარა EMSA-ს აუდიტი, სადაც გასული 8 წლის განმავლობაში განხოციელებული საქმიანობა შეფასდა.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების გემების შორ მანძილზე იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის სისტემაში (EU LRIT CDC) მონაწილეობაზეც ისაუბრეს. საქართველო არის პირველი არაწევრი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც აღნიშნულ სისტემას (LRIT CDC) შეუერთდა 2019 წელს, რამაც საქართველოს მისცა შესაძლებლობა უფრო ეფექტიანად მოახდინოს თავისი დროშის ქვეშ მცურავი გემების კონტროლი და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის მონიტორინგი.

ვინ არის ოლიგარქი და რას უნდა უკრძალავდეს მას კანონი – ინტერვიუ

ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობები წამოუყენა. ჩამონათვალში მე-5 პუნქტად მითითებულია დეოლიგარქიზაცია.

„განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით“, – წერს ევროკომისია ვალდებულებების ჩამონათვალში.

რას გულისხმობს კონკრეტულად ეს პირობა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ამ პირობების შესასრულებლად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ლევან, რამდენად შესაძლებელია შემჭიდროებულ ვადებში, წლის ბოლომდე თუნდაც ამ ერთი კონკრეტული პუნქტის შესრულება და რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამისთვის?

დეოლიგარქიზაციის შესახებ მოთხოვნის შესრულება არ არის რთული, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისი გამოცდილება არსებობს უკვე უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც მიღებულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც შეასრულოს ეს მოთხოვნა არა მხოლოდ ფორმალურად ანუ კანონი მიიღოს, არამედ მისი აღსრულების კონკრეტული მექანიზმებიც დადოს.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი გულისხმობს ოლიგარქის ცნების შემოღებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი არ უნდა იყოს მიმართული უბრალოდ მდიდარი ადამიანების წინააღმდეგ. უბრალოდ, კანონი უნდა არეგულირებდეს, რომ მდიდარ და ძალიან მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ სახელისუფლებო, ადმინისტრაციული ბერკეტები იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მათ პირად გამდიდრებასა და მათ უპირატესობებს მოახმარონ.

მათ შორის, საუბარია სატელევიზიო რესურსების გამოყენებაზეც, რადგან სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მექანიზმები, ბერკეტი იმისა, რომ ოლიგარქიული გავლენები არ გავრცელდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ურთიერთობაზე.

  • როგორც ვიცი, უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონში ჩაწერა, რომ ოლიგარქებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. კიდევ რაში უნდა შეიზღუდონ ისინი, თქვენი აზრით?

კანონი ოლიგარქებს უნდა უკრძალავდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას. როგორც პირადად მათ, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებსაც არ უნდა ჰქონდეთ უფლება დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები, ასევე, მედიასაშუალებების ფლობაზე უნდა დაუწესდეთ შეზღუდვები.

უნდა ჰქონდეთ მათი ქონების დეკლარირების ვალდებულება, ხარჯების გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმდებლობაში. ეს საზოგადოებას და ადმინისტრაციულ ორგანოებს, ხელისუფლებას მისცემს განჭვრეტად ბერკეტებს იმისთვის, რომ აკონტროლონ ოლიგარქების მონაწილეობა პოლიტიკაში, მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან ოლიგარქებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, ძალაუფლება გამოიყენონ პირადი ინტერესებისთვის.

  • „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან ოლიგარქები და არა – ივანიშვილი. მოქალაქეებს უფრო ნათელი წარმოდგენა რომ ჰქონდეთ, იქნებ განვმარტოთ, ვინ არის ოლიგარქი?

საერთაშორისო სტანდარტებით, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, რომელიც თავის დიდ სიმდიდრეს, ფინანსებს, ძალაუფლებას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამისთვის ის ასევე იყენებს სახელისუფლებო, ადმინისტრაციულ რესურსს.

  • ჩვენ შემთხვევაში ყველა ეს ნიშანი სახეზეა ივანიშვილის სახით, რადგან ის არის სახელისუფლებო პარტიის რეალური ლიდერი, აფინანსებს „ქართულ ოცნებას“, მედიასაშუალებები მისი გავლენის ქვეშაა, სახელმწიფო-ადმინისტრაციული ორგანოები მისი გავლენის ქვეშაა.

ასევე, რამდენიმე სახელისუფლებო ბიზნესმენიც ჯდება ამ სტანდარტში,  რადგან ადმინისტრაციულ უპირატესობებს იყენებენ იმისათვის, რომ თავიანთი სიმდიდრე კიდევ უფრო გაზარდონ ხალხის ხარჯზე.

თუმცა მთავარი ამოსავალი დებულება ოლიგარქის ცნების ის არის, რომ პირი უნდა იყენებდეს სახელისუფლებო რესურსს და ამ რესურსზე უნდა ჰქონდეს წვდომა, ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ბერკეტები უნდა ჰქონდეს.

ბუნებრივია, ეს კანონი არ უნდა იყოს ერთი ადამიანის, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ ამ კანონმდებლობით უნდა დავიცვათ ქვეყანა, რომ მომავალში არ უნდა დავუშვათ ოლიგარქიული მმართველობის სისტემების შემოღება და ამის ნიშნების არსებობა.

„ქართული ოცნება“ სავარაუდოდ არ აპირებს ამ მოთხოვნების შესრულებას, რადგან ამის შესრულება ნიშნავს ბიძინა ივანიშვილი წავიდეს ჩრდილოვანი მმართველობიდან, „ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან. ბუნებრივია, ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ისინი ამას არ დაუშვებენ.

ამიტომ ჩვენ, საზოგადოებას, გვაქვს კონკრეტული ამოცანა – ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, რომ გვინდა ევროპული საქართველო, ევროპული მომავალი.

  • როგორც ვიცით, ადრე თქვენ მუშაობდით ამ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივაზე. ახლაც ხომ არ აპირებთ მიმართოთ პარლამენტს და დაახლოებით რა დრო დასჭირდება ახალი ინიციატივის მომზადებას?

ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ შეეცდება მაქსიმალურად გაწელოს ეს პროცესი, მაგრამ დაახლოებით სექტემბრისთვის ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი კანონმდებლობის მომზადებას და პარლამენტში წარდგენას.

ბუნებრივია, აქ მნიშვნელოვანია როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაც, იმიტომ, რომ რთული საკითხია, რადგან ოლიგარქიული კანონმდებლობის მიღებაც და აღსრულების პოლიტიკური რესურსიც აქვს ხელისუფლებას. ამიტომ ამ კანონის მიღებას შემდეგ დაუკავშირდება ხელისუფლების ცვლილება.

მთავარი გზავნილი ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ ან „ქართული ოცნება“ მიიღებს ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას და პრაქტიკულად უზრუნველყოფს ხელისუფლების ტრანზაქციას მშვიდობიანად, ან არადა, მაშინ, ჩვენ ჩვენი კონსტიტუციური კანონმდებლობის მოთხოვნებით, საზოგადოებასთან ერთად, აქტიური პროტესტით უნდა მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები, შევცვალოთ ხელისუფლება და ახალარჩეულ ხელისუფლებას ახალი ლეგიტიმაციით ექნება საშუალება, განახორციელოს დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობა.

ეს არის რთული საკითხი, ახალი საკითხია, ზოგადად, საერთაშორისო პრაქტიკაში. ამიტომ ჩვენ ახლა გვმართებს სერიოზული ძალისხმევა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობა, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, მიიღოს ეს კანონი.

ეს არის გარდამავალი ეტაპი, ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანზაქციისთვის ოლიგარქიული მმართველობიდან სახალხო მმართველობისკენ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ივნისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
  • ტანკი – 1 496 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 3 606 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 752 ერთეული [+3]
  • MLRS – 239 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 98 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 181 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 611 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 137 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 537 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 59 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 209 თვითმფრინავი
  • 132 ვერტმფრენი
  • 1 292 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 348 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 709 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 580 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 2 065 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 760 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დანილოვი რუსეთის აგენტების ევროპაში შეგზავნასა და უკრაინის მოღალატეებზე

 

 

უკრაინამ „ჰარპუნის“ რაკეტებით რუსული ხომალდი გაანადგურა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ადასტურებს, რომ 17 ივნისის, უკრაინამ, რუსეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ, წარმატებით გამოიყენა დასავლეთის მიერ გადაცემული „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელ რელიზშია ნათქვამი. უწყების ცნობით, სამიზნე, თითქმის დანამდვილებით, იყო რუსული სამხედრო-საზღვაო ბუქსირი, „ვასილი ბეხი“ რომელსაც გადაჰქონდა შეიარაღება და გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა ზმეინის კუნძულზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

დაზვერვის შეფასებით, გადამზიდი ხომალდის განადგურება, კიდევ უფრო მეტ ლოგისტიკურ პრობლემას შეუქმნის რუსეთს, რომელიც ცდილობს, მოამარაგოს და გააძლიეროს ზმეინის კუნძულის ოკუპაციაში ჩართული თავისი ძალები.

„უკრაინის სანაპირო დაცვამ მნიშნელოვნად შეასუსტა რუსეთის შესაძლებლობა, დაამყაროს კონტროლი ზღვაში და განათავსოს თავისი სამხედრო-საზღვაო ძალები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ამან ასევე ხელი შეუშალა რუსეთის თავდაპირველ გეგმას, რომელიც ოდესის ოლქისთვისთვის ზღვიდან საფრთხის შექმნას გულისხმობდა“, – მიუთითებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

„ვასილი ბეხი“ კიდევ ერთი ხომალდია, რომელიც რუსეთმა უკრაინასთან ომში დაკარგა. 24 მარტს, ბერდიანსკის პორტში ჩაიძირა სადესანტო ხომალდი „სარატოვი“, 14 აპრილს კი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა და ჩაიძირა სარაკეტო კრეისეი „მოსკვა.“

სწორედ „მოსკვას“ დაკარგვის შემდეგ დაიწყო რუსეთმა შავ ზღვაში თავისი ფლოტის გაძლიერება. ჯერ კიდევ აპრილში, ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ ასეთი დანაკარგების შემდეგ, რუსეთს შავ ზღვაში თავისი პოზიციების გადახედვა მოუწევდა.

მთავარი ფოტო: “ჰარპუნის” ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა/ფოტო: US Navy

108 წლის ქალები აჭარიდან – ნაქიფე და ფატყუმე

აჭარაში ყველაზე მხცოვანი ადამიანები ნაქიფე დავითაძე და ფატყუმე დიასამიძე არიან, ორივე მათგანი 108 წლისაა.

ნაქიფე შუახევში, სოფელ ღორექეთში ცხოვრობს, ფატყუმე კი – ქობულეთში.

ნაქიფე 1914 წლის 4 ივლისს დაიბადა. მას 5 შვილი, 19 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

„დედაჩემი 120 წლის იყო, როცა გარდაიცვალა“- გვიყვება ნაქიფე, როცა მას თავისი წარსული ცხოვრების გახსენება ვთხოვეთ და ჯანმრთელობაზე ვკითხეთ. მას მობილურით ვესაუბრეთ.

„80 წელი მთაში, მემთეურად გავატარე სუფთა ჰაერზე. ამის გამოა, ამდენ ხანს რომ ცოცხალი ვარ. 20 ძროხას ვუვლიდი, რძისგან პროდუქტს ვამზადებდი…

მინდა, რომ ახლაც ყველაფრის გაკეთება შემეძლოს. ყანა გავთოხნო, სახლი მოვაწესრიგო, რადგან შრომას ვარ მიჩვეული, მაგრამ აღარ შემიძლია“, – გვითხრა ნაქიფე დავითაძემ.

ნაქიფე გვიყვება, რომ მისი მოზარდობის პერიოდი მკვეთრად განსხვავდებოდა თავისი შვილთაშვილის, თამთას ახალგაზრდობისგან – „საშინელი გაჭირვება იყო. ვერსად ნახავდი ტელეფონს, ახლა ეს ყველაფერი სხვანაირადააო“.

16 წლის თამთა, ნაქიფეს შვილთაშვილი გვიყვება, რომ დიდმა ბებიამ საოცარი მზრუნველობით გაზარდა და ახლა თავად ცდილობს ყველაფერში დაეხმაროს, თუ რამე დასჭირდება. თამთა ბებოს ცხოვრების წესსა და ჩვეულებებზე გვიყვება.

„დილით ადრე იღვიძებს, ხანდახან შუადღეს იძინებს, რომ დაისვენოს და საღამოსაც ადრე, 9 საათისთვის მიდის დასასვენებლად.

საუბარი და ტელევიზორის ყურება ძალიან უყვარს.

ძალიან სტუმართმოყვარეა. როცა სტუმრები მოდიან, სულ ცდილობს თავად გაუმასპინძლდეს. მეხსიერების პრობლემები არ აქვს, მხოლოდ ის არის, რომ ისე კარგად აღარ ესმის, როგორც ადრე“, – გვითხრა თამთამ.

თამთასგან გავიგეთ, რომ ნაქიფე მისი სიცოცხლის ელექსირად შვილებისა და შვილიშვილების სიყვარულსაც ასახელებს. უხარია, დღემდე მათთან ერთად ყოფნა.

ნაქიფეს თავისუფლად გადაადგილება უკვე უჭირს, ამიტომ გასეირნებაში ოჯახის დანარჩენი წევრები ეხმარებიან.

ნაქიფე ამბობს, რომ განსაკუთრებით მწნილი უყვარს, ასევე ხილი და რძის პროდუქტები. ბოლო დროს ცხიმიან კერძებს აღარ ჭამს.

ნაქიფეს ახლა თავად აღარ შეუძლია საკვების მომზადება, რაზეც ძალიან ჯავრობს.

ქობულეთის დაბა ჩაქვში კიდევ ერთი, 108 წლის ადამიანი, ფატყუმე დიასამიძე ცხოვრობს.

მისი ოჯახის წევრები გვიყვებიან, რომ ბოლო დროს ფატყუმეს კარგად აღარ ესმის, ის მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობს.

„რადგან კარგად აღარ ესმის და ვერ იგებს რას ეუბნებიან უცხო ადამიანები, თავს უხერხულად გრძნობს“, – გვითხრა ნონა ბალაძემ, ფატყუმეს რძალმა.

ფატყუმეს 9 შვილი, 18 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და 33 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ნონა ფატყუმეს შვილიშვილის ცოლია, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს. ნონა  ფატყუმეზე გვიყვება, რომ ძალიან მზრუნველია და ხშირად ეუბნება, არ წავიდეს სამსახურში და დაისვენოს.

„ის ძალიან ადრე იღვიძებს და სამსახურში მაცილებს ხოლმე“, – გვითხრა ნონამ.

ნონას თქმით, ფატყუმე დიასამიძე დიდ დროს ატარებს შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად, რაც მას ძალიან ახარებს.

როგორც ნონამ გვითხრა, ფატყუმეს საყვარელი ხილი ვაშლია.

ფატყუმე დიასამიძე

შავ ზღვაში ევროკავშირის ბორტს მიღმა მხოლოდ ჩვენ ვრჩებით რუსეთთან ერთად – ბიოლოგიის დოქტორი

დღეს, 20 ივნისს, ბათუმში გამართულ აქციაზე – „შინ, ევროპისკენ“, იქთიოლოგმა, ბიოლოგიის დოქტორმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა, რომ შავი ზღვის პირას მდებარე ქვეყნებიდან საქართველო, რუსეთთან ერთად რჩება ქვეყნად, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი და არც კანდიდატი.

„მესმის მოსაზრება და ამან არაერთხელ გაიჟღერა, თითქოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს იმის გამო, რომ აქ შუაშია გეოგრაფია. ეს არ არის ასე, ეს არის უდიდესი ტყუილი.

2007 წელს, როცა ბულგარეთი და რუმინეთი გახდნენ ევროკავშირის წევრები, შავი ზღვა გახდა ევროკავშირის ზღვა. ყველა დონის შეხვედრაზე საქართველოს ყოველთვის მოიაზრებდნენ, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანას. ევროკავშირს ყოველთვის კარგად ესმოდა, რომ შავი ზღვის ამ უნიკალური გარემოს შენარჩუნება და მისი რესურსების მდგრადი მართვა საქართველოს ჩართულობით უფრო ეფექტურად განხორციელდებოდა.

რამდენიმე რიცხვს მოვიყვან, უფრო დამაჯერებელი რომ ვიყო. შავი ზღვის აუზში არის განლაგებული 23 სახელმწიფო, მთლიანად ან ნაწილობრივ. 23-დან 11 არის ევროკავშირის წევრი [+შვეიცარია], 7 სახელმწიფო არის კანდიდატი და მხოლოდ 4 სახელმწიფო არის ბორტს მიღმა არის დარჩენილი. ესაა რუსეთის ფედერაცია, მისი ნომერ პირველი სატელიტი ბელარუსი, მესამე – ასევე რუსეთის სატელიტი ბოსნია ჰერცეგოვინა და სამწუხაროდ, მეოთხე არის საქართველო.

შავ ზღვას უშუალოდ ესაზღვრება 6 სახელმწიფო, აქედან 2 ევროკავშირის წევრია, ორი კანდიდატი და მხოლოდ 2 სახელმწიფო ვრჩებით ბორტს მიღმა, რუსეთის ფედერაცია და საქართველო, ჩვენი სამშობლო“ – განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ბოლო წლებში სწორედ ევროკავშირის ჩართულობით განხორციელდა ყველა მნიშვნელოვანი კვლევითი და გარემოსდაცვითი პროექტი შავ ზღვაში:

„ბოლო წლებში, თუ რამე გაკეთებულა შავ ზღვაში, მათი 90 პროცენტი და ალბათ უფრო მეტი მიმდინარეობდა ევროკავშირის უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით. ამ აქტივობებში საქართველო მონაწილეობდა, როგორც ასოცირებული ქვეყანა, მაგრამ იყო აქტივობები, რომელშიც ჩვენ მონაწილეობის უფლება არ გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვიყავით და არც მისი კანდიდატი ქვეყანა.

მე და ჩემი უკრაინელი კოლეგები თეთრი შურით ვუყურებდით ამ პროექტებს, რადგან მასში მონაწილეობის უფლება ჩვენ არ გვქონდა. კანდიდატობის სტატუსის მიღებით მე ვფიქრობდი, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ეს სივრცე გაიხსნებოდა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება არ გამოვიდეს“.

არჩილ გუჩმანიძემ ისაუბრა იმაზეც, თუ რა გარდასახვის მოწმე გახდა თვითონ, როგორც სპეციალისტი, ბულგარეთისა და რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ:

„2000-იანი წლების დასაწყისში, როცა შავი ზღვისპირა ქვეყნები, ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის გზას შეუდგნენ და 2007 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გახდნენ, ჩემს თვალწინ მოხდა არნახული გარდასახვა.

თუ ამ პროცესამდე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სამეცნიერო, კვლევითი და გარემოსდაცვითი ინსტიტუციები ასე ვთქვათ, ზევიდან ვუყურებდით მათ, რაღაცას ვასწავლიდით, მივუთითებდით, სულ რამდენიმე წელიწადში, ევროკავშირის უდიდესი ძალისხმევით მოხდა დიდი გარდასახვა. დღეისათვის ამ ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი და გარემოსდაცვითი ცენტრები, საზღვაო მიმართულებით, რეგიონის ცენტრებად გადაიქცნენ და და დღეს ჩვენ გვიწევს უკვე მათგან ძალიან ბევრი რამის სწავლა და სწორება გვაქვს მათზე“ – განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.

აქცია – „შინ, ევროპისკენ“ დღეს, 20 ივნისს გაიმართა ბათუმში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით. ბათუმში გამართულ აქციაზე მოსახლეობას მიმართეს ლექტორებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა, უფლებადამცველებმა და სტუდენტებმა.

რამ მოგვიყვანა ჩვენ აქ დღეს? – ბათუმელი ექიმის მიმართვა აქციაზე 

ბათუმში გამართულ აქციაზე „შინ, ევროპისკენ“ შეკრებილებს დღეს, 20 ივნისს მიმართა ექიმმა ჯამბულ მაკარაძემ. გთავაზობთ ნაწილს მისი გამოსვლიდან:

„ბევრი სათქმელი გვაქვს დღეს თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ვეცდები, რომ კონკრეტულად კითხვა დავსვა და თავადვე ვუპასუხო: რამ მომიყვანა მე, რამ მოგვიყვანა ჩვენ აქ დღეს? პირველ რიგში, ჩვენ აქ ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა მოგვიყვანა, ჩვენი ოჯახების სიყვარულმა, ჩვენ აქ მოგვიყვანა ერთმანეთის სიყვარულმა. მე აქ მოვედი ჩემი შვილიშვილის, ნიკუშას მომავლისთვის, რადგან ახლა ისეთი მომენტია, ისეთი წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ სახლში ჯდომა აღარ შეიძლება.

სამწუხაროდ, ჩვენ აქ მოგვიყვანა რეალობამ, რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ მთელი ქვეყანა და ვერ შევუდექით იმ სპირალს, იმ აღმასვლას, რასაც ჰქვია ევროპა და დემოკრატიული ღირებულებები. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელზეც ღიად უნდა ვისაუბროთ.

ვინ არის დამნაშავე, ვინ არის „შემოქმედი“ ამ ყველაფრის, რის გამოც აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში? თითის გაშვერა ძალიან ცუდი თემაა, მაგრამ მე გულღიად გეტყოდით, რომ პირველ რიგში, მე ვარ ალბათ პირადად დამნაშავე, ჩვენ ვართ გარკვეული დოზით დამნაშავე…, თუმცა ჩვენ ის ნაწილი ვართ, ვისაც შეგვიძლია ქვეყნის მართვა და დემოკრატიული პროცესის გაღრმავება ამ ქვეყანაში.

მთავარი დამნაშავე მაინც არის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც აი, პირდაპირ, მიზანმიმართულად აკეთებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დევალვაციას, მან პოლიტიკური ვექტორი მიმართა ჩრდილოეთისკენ. ჩვენ არ გვინდა  რუსეთი, აღარ გვინდა საბჭოთა კავშირი, დღეს სხვა მოთხოვნებია, გეოპოლიტიკურად მკვეთრად შეიცვალა ჩვენს ირგვლივ ვითარება და მოგვეცა შანსი, მიგვეღო თუნდაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის უფლება…

სხვა შანსი აღარ გვექნება ჩვენ და არის თუ არა რაიმე ფორმულა, მზა რეცეპტი იმისთვის, როგორ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა? ვინ უნდა გამოასწოროს ეს? მე არ ვარ არც პოლიტიკოსი, არც პოლიტოლოგი და არც სოციოლოგი, მაგრამ ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ხალხმა. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ქართველმა ერმა. ბოლო 30-წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში თუ რამ ღირებული გარდატეხა მოხდა, ეს გარდატეხა მაინც ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთად დგომით.

ახლა არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ერთმანეთთან პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით კონფრონტაციული დამოკიდებულებები გვქონდეს, რადგან ჩვენ ერთობის გარეშე ვერაფერს შევძლებთ. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ იმას, ვინც დღეს რუსეთს აქებს, მონა ვუწოდო – თუ არ იცის, რას ამბობს, მაშინ მონას არ ვუწოდებ, მაგრამ თუ იცის რა არის რუსეთი და რა არის დასავლეთი და მაინც რუსეთს ირჩევს, ნამდვილად მონაა… ამ ხალხს უნდა ველაპარაკოთ, სხვ გზა არ არის.

ჩვენ ერთი გამოსავალი გვაქვს ყველას – ევროპა. ასე რომ, „შინ ევროპისკენ.“

ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

თუმცა, შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს წევრები, კანდიდატის სტატუსის მხოლოდ უკრაინისა და მოლდივისათვის მისანიჭებლად მიიწვია, როგორც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო აღნიშნული.

„ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია.

გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

პარალელურად გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას,“ – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

 

 

ვიდეომიმართვის ტექსტი:

„რამდენიმე დღეში, ევროკავშირის 27 ლიდერი შეიკრიბება ბრიუსელში და მინდა გითხრათ თუ რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი.

პირველ რიგში, ჩვენ მოგვიწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მჯერა, ახლა დროა ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია.

უფრო კონკრეტულად ჩემი განზრახვაა, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს მოუწევთ პირობების შესრულება ევროპულ გზაზე. განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლი საკითხებში.

უკრაინელმა ხლხმა აირჩია თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული მომავალი. ახლა კი ისინი ამისთვის იბრძვიან და ჩვენ მათ გვერდით ვართ.

ევროპაში დაბრუნებული ომის ფონზე, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და სტაბილურობა, არა მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში, არამედ კონტინენტის ირგვლივ არსებულ სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების ამ იდეას შეუძლია ხელი შეუწყოს თანამშრომლობას და უფრო უსაფრთხო, აყვავებული ევროპის შექმნას.

ეს იდეა არ არის გაფართოების ჩანაცვლება. ასე რომ ჩვენ განვაახლებთ დასავლეთ ბალკანეთთან გაფართოების პროცესს და წავიყვანთ მათი ინტეგრაციისკენ. დასავლეთ ბაკანეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ევროკავშირი მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთისთვის.

ბოლოს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ოჯახები და ბიზნესები ომით გამოწვეული შედეგების წნეხის ქვეშ არიან. ეს არის ყოველდღიური მოხმარების საქონელსა და სერვისზე ფასების ზრდა. სურსათი, ენერგეტიკა. ინფლაცია იზრდება. ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ გზებს, რათა ყველას დავეხმაროთ ცხოვრების გაზრდილ ფასებთან გამკლავებაში.

სწორედ ამიტომ, ევროპული საბჭოს ამ კვირის შეხვედრა შეიტანს წვლილს ჩვენი საერთო მომავლის ფორმირებაში“.

___________

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე ევროკომისია მხარს არ უჭერს

„გმადლობთ, რომ მოხვედით“ – ევროპარლამენტარ გრეგოროვას მიმართვა თბილისის აქციაზე 

„ჩემთვის ესაა მომავალი (საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აჩვენებს). დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, რომ იგივე გსურთ. გმადლობთ, რომ ზრუნავთ, გმადლობთ, რომ მოხვედით. მე სრულად გიჭერთ მხარს და ვიზრუნებ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე“, – ასე დაიწყო თავისი მიმართვის ტექსტი თბილისის აქციაზე – „შინ ევროპისკენ“ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არამხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკონ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ამას (აჩვენებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს) ჩვენ ურთიერთობებს, ჩვენ სურვილს პროგრესს მიაღწიოთ და შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ.

ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენს უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, რომ ევროპელი იდეალისტები დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“.

„ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი ვეღარ უნდა მოატყუოს“ – რა დრო სჭირდება კლანის დაშლას

„რეფორმა და კლანური მმართველობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის,“ – მიიჩნევს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და „სასამართლოს გუშაგი“ ხელმძღვანელი რეკომენდაციებზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გაუწერა, მათ შორის, სასამართლო სისტემის ნაწილში.

ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, ხელისუფლება, პირველ რიგში, სასამართლო კლანის არსებობას უნდა დაუპირისპირდეს, თუ მას გაუჩნდება ნება, რეალურად დაუახლოვდეს ევროპას და რეფორმები ფორმალური არ იქნება –  სასამართლო სისტემაში რეფორმების 4 ტალღა უკვე განხორციელდა.

„აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი,“ – გვიყვება ნაზი ჯანეზაშვილი. მას ვესაუბრეთ, რა დრო და რესურსი შეიძლება დასჭირდეს სასამართლო ხელისუფლების ნაწილში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

  • ქალბატონო ნაზი, ევროკომისიის რეკომენდაცია ეხება სასამართლოს სისტემას – „გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია“ – წერია ამ ნაწილში და ხაზგასმულია, რომ საუბარია არა მხოლოდ რეფორმაზე, არამედ სასამართლოზე, რომელიც იქნება „სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი“. თქვენი აზრით, რა რესურსი და დრო დასჭირდება ამ პროცესს, ცხადია, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში? 

საკითხები, რომელიც ჩამოთვლილია დოკუმენტში, საჭიროებს ფუნდამენტურ მიდგომას, რასაც სჭირდება დრო, თუმცა რაღაც ნაწილი შეიძლება ხვალვე გააკეთოს პარლამენტმა, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, გამოაცხადოს კონკურსი არამოსამართლე წევრების არჩევაზე.

ჩემი აზრით, ყველაზე მწვავე საკითხების გადაჭრას და პირველი რიგის პრობლემების მოგვარებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება… უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები: რის გაკეთება შეიძლება დროის მოკლე მონაკვეთში, რა არის გრძელვადიანი. ვიცით, რომ წლებია საუბარია ამაზე, რეფორმების ტალღაზე, სასამართლოს სტრატეგიაშიც გაწერილია ბევრი რამ, დიაგნოზი დასმულია და ვიცით, რა სჭირდება სასამართლო სისტემას. მთავარია პოლიტიკური  ნება, რომ ორგანიზებულად წავიდეს ეს პროცესი.

მე არ ვიცი, ამ ეტაპზე რას დათმობს ხელისუფლება, ხელისუფლების პოზიციაც ამ დოკუმენტში სასამართლო სისტემის ნაწილზეც არ მოგვისმენია, თუმცა ევროკომისიის დოკუმენტი გულისხმობს სასამართლოს რეალურ გაძლიერებას და არა ფორმალურად რეფორმების ჩატარებას. ცხადია ერთი რამ: რეფორმა და კლანური მმართველობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის. რეკომენდაციებში სიტყვა „კლანი“ ნახსენები არ არის, მაგრამ ხაზგასმულია ის, რომ ეს რეფორმები უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, ეფექტური და არა ფორმალური და თვალთმაქცური.

აქამდე ჩვენ არაერთხელ გვინახავს ხელისუფლების თვითკმაყოფილება, რომ ოთხი ტალღა განახორციელეს წარმატებით. ახლაც შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები გაატარონ, მაგრამ თუ ეს რეფორმა არ იქნება ნამდვილი, ისინი ვეღარ მოატყუებენ ევროკავშირს, ეს უკვე გამორიცხულია.

  • ევროკომისია აქცენტს აკეთებს „ძალაუფლების გადანაწილების“ საჭიროებაზე, როცა სასამართლო სისტემაზე საუბრობს. ეს რა გზავნილია? 

იმის, რომ რეალურად პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო, საქართველოში ფაქტობრივად ერთია პოლიტიკურად. ხელისუფლების დანაწილება იმიტომ არსებობს, რომ არსებობდეს ურთიერთშეკავება და კონტროლის მექანიზმი. მაგრამ საქართველოში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ მუშაობს, ამას კი ყველაზე მკაფიოდ სასამართლო აჩვენებს.

ამ კუთხით კანონი არ გვაქვს შესაცვლელი. ხელისუფლების დანაწილება კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, თუმცა პრაქტიკაში ასე არ არის. ამის შეცვლასაც სჭირდება პოლიტიკური ნება.

  • სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის გამო ევროპარლამენტის რეზოლუცია ეხებოდა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიასაც. თქვენი აზრით, რატომ აღარ არის მათ შესახებ საუბარი ევროკომისიის რეკომენდაციებში? 

არ ვიცი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ეს რეკომენდაციები მიემართება კონკრეტული ინსტიტუციების გაძლიერებას და არა კონკრეტულ ადამიანებს.

  • თქვენი აზრით, რატომ გამოყო სასამართლო სისტემის რეკომენდაციაში ევროკომისიამ უზენაესი სასამართლო და მისი „სათანადო ფუნქციონირებასაც“ გაუსვა ხაზი? 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა მოხდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ, ეუთო/ოდირის არაერთ დასკვნაშიც კი მოხვდა ეს საკითხი.

ფუნქციონირებაში კი ის იგულისხმება, რომ მოსამართლეები, რომლებიც აირჩიეს, უნდა განახორციელონ მართლმსაჯულება იმ ხარისხით და დამოუკიდებლობით, რაც კანონით არის განსაზღვრული. როცა ისინი ძალიან საეჭვოდ არიან არჩეულები, ბუნებრივია, უფლებების დაცვის გარანტი ვერ იქნებიან.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში, ევროკომისია ითხოვს „საფუძვლიან რეფორმას“. რას მოიცავს ეს რეფორმა და ამას რა დროს დასჭირდება? 

ბუნებრივია, იუსტიციის საბჭოს სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. პირველ რიგში, უნდა გაანალიზდეს პრობლემები, რაც არსებობს. მაგალითად, იუსტიციის საბჭომ შესაძლოა ჩანიშნოს სხდომა, მიხვიდეთ სხდომაზე და სხდომა არ ჩატარდეს ისე, რომ განმარტებაც კი არ გაკეთდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, რაც მისი ვალდებულებაა კანონით. თუ შეიკრიბებიან, იმსჯელებენ მოსამართლეების გამწესებაზე და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე.

ცხადია, აქ მასშტაბური ხასიათის ცვლილებებია საჭირო, თუმცა ამ შემთხვევაშიც 6 თვეა საჭირო რამდენიმე კომპონენტი რომ ავიღოთ, რაც არსებითი ხასიათის პრობლემებს ეხება. ამ დროში პირველი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება. მთავარია, ხელისუფლება რამდენად წამოვა ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომელიც მართლაც მოგვიტანს ხელშესახებ ცვლილებებს… ბევრი რამ უკვე გაკეთებულია სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და შესაძლებელია, სწრაფ რეჟიმში წავიდეს ეს პროცესი წინ.

  • რა შეიძლება იყოს რეალური რეფორმების ბერკეტი? თქვენ სად ხედავთ რესურსს, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემაში რეალურ ცვლილებებს დაიწყებს?

ერთადერთ გამოსავალს ვხედავ თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, რომელიც უნდა იყოს ადეკვატური. ეს პრობლემები, რაც დგას მართლმსაჯულების წინაში, გავლენას არ ახდენს მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე, ეს ადრე თუ გვიან შეეხება ყველას. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს შეაჩეროს, ისინი არიან, მნიშვნელოვანია, ეს უკმაყოფილება იარსებებს თუ არა საერთოდ და ეს იქნება ამოსავალი. იმედი მაქვს ის იმოქმედებს, რომ ჩვენ შეიძლება ვყოფილიყავით წარმატებული ქვეყანა და აშკარად ჩამორჩენა გვაქვს.

ვფიქრობ, მოსამართლეებიც, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ, დაფიქრდებიან ამაზე, ამ ჩამორჩენაზე იმ დროს, როცა შეგვეძლო, სამაგალითო ვყოფილიყავით.

თანაც, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამ პროცესში: ახლა კი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილია. ამიტომაც წერია ძალიან მკაფიოდ ახლა ამ რეკომენდაციებში, – რეფორმები უნდა იყოს ნამდვილი. „ოცნება“ ვეღარავის ვეღარ მოატყუებს. იმედი მაქვს, არც მისი ამომრჩეველი აღარ მოტყუვდება.

ყველა ახალი სახლი უკრაინაში ბუნკერით აშენდება – კანონპროექტი

ყველა ახალი სახლი უკრაინაში ბუნკერით აშენდება – ამის შესახებ ახალ კანონპროექტში წერია, რომელიც უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო.

ბომბებისგან დამცავი თავშესაფრები აფეთქების ტალღების, ქიმიური, რადიოაქტიური და ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების დაზიანებისგან მოსახლეობის დასაცავად აშენდება.

ურბანული დაგეგმარების დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამოქალაქო დაცვის დაგეგმილი საინჟინრო და ტექნიკური ღონისძიებების შესახებ.

პაველ ფროლოვი, უმაღლესი რადას რეგლამენტის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი, თავის ტელეგრამის არხზე წერს, რომ კანონპროექტით შემოთავაზებულია საიმედო თავშესაფრების აშენება, რომლებიც დაიცავს ადამიანებს საჰაერო ან ქიმიური შეტევებისგან.

კანონპროექტის თანახმად, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უკრაინაში დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის მოწმობა არ გაიცემა.

ფოტოს წყარო: Украина Сейчас

Exit mobile version