სიახლეები

ბაგრატიონის ქუჩა გაიხსნა – ავტობუსები №9, 11 და 13 ძველი მარშრუტით იმოძრავებს

22.08.2022 • 4102
ბაგრატიონის ქუჩა გაიხსნა – ავტობუსები №9, 11 და 13 ძველი მარშრუტით იმოძრავებს

ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთი ეტაპი დასრულდა და 9, 11 და 13 ნომერი მუნიციპალური ტრანსპორტი დაუბრუნდა ძველ მარშრუტს. აღნიშნული ნომრებით მოძრავი ავტობუსების მარშრუტი ბაგრატიონის ქუჩის გადაკეტვის [ცალმხრივად – ჯავახიშვილიდან შარტავას წრიულამდე მონაკვეთში] გამო დროებით იყო შეცვლილი.

ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩა უკვე გახსნილია ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან შარტავას ქუჩის წრიულამდე, ამ მონაკვეთში დღეიდან ავტომობილების მოძრაობა განახლდა.

9 ავტობუსის განრიგი:

ქათამაძის ქ, ნონეშვილის ქ, ბაქოს ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, ჯავახიშვილის ქ, აბუსერიძის ქ, გრიბოედოვის ქ, კომახიძის ქ, ბაგრატიონის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, მესხის ქუჩა.

უკუმიმართულება:  მესხის ქ, მაჭავარიანის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბაგრატიონის ქ, ჯავახიშვილის ქ, მ.კომახიძის ქ, გრიბოედოვის ქ, გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, ბაქოს ქ,  ნონეშვილის ქ, ქათამაძის ქ.

11 ავტობუსის განრიგი:

აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, ჯავახიშვილის ქ, ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, გიორგი ბრწყინვალის ქ, მელიქიშვილის ქ, რუსთაველის ქ, თავდადებულის ქ, გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, წერეთლის ქ, იმედაშვილის ქ, პუშკინის ქ, სოხუმის ქ, შაფათავას ქ, შავშეთის ქ, მესხის ქ, ფერიის ქ.

უკუმიმართულება: ფერიის ქ, მესხის ქ, შავშეთის ქ, შაფათავას ქ, სოხუმის ქ, პუშკინის ქ, იმედაშვილის ქ, წერეთლის ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, თავდადებულის ქ, რუსთაველის ქ, მელიქიშვილის ქ, ბრწყინვალის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, აღმაშენებელის, ტაბიძის ქ, ლეონიძის ქ, აღმაშენებლის ქ.

13 ავტობუსის განრიგი:

ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, ჭავჭავაძის ქ, საბაგირო.

უკუმიმართულება: საბაგირო, ჭავჭავაძის ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, შარტავას ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ (ბათუმის ავტოტრანსპორტი).

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: