მთავარი,სიახლეები

ბათუმიდან რეშთის მიმართულებით ირანული ავიაკომპანია Pars Air-ი იფრენს

22.08.2022
ბათუმიდან რეშთის მიმართულებით ირანული ავიაკომპანია Pars Air-ი იფრენს

კომპანია Tav Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით 28 აგვისტოდან ირანული ავიაკომპანია Pars Air-ი იფრენს.

ირანული ავიაკომპანია პირდაპირ საჰაერო რეისებს შეასრულებს კვირაში ერთხელ ბათუმი-რეშთი-ბათუმის მიმართულებით.

TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ რეისები შესრულდება ყოველ კვირა დღეს, CRJ 200 ტიპის საჰაერო ხომალდით.

„ეს იქნება რეგულარული ჩარტერული რეისები, ბილეთები სავარაუდოდ ჰიბრიდულად გაიყიდება, ტურისტული სააგენტოც გაყიდის და ავიაკომპანიაც,“ – აცხადებენ TAV Georgia-ს პრესსამსახურში.

ირანში ბევრი პირდაპირი რეისი სრულდება როგორც ბათუმის, ასევე თბილისის აეროპორტიდან.  რეშთი კი ირანის კიდევ ერთი ქალაქია, სადაც ბათუმიდან პირდაპირი ავიარეისი დაინიშნება.


უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: