კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარმა გენგენგეგმა ჩაიბარა – როდის გაასაჯაროვებენ დოკუმენტს

23.04.2022
ბათუმის ბულვარმა გენგენგეგმა ჩაიბარა – როდის გაასაჯაროვებენ დოკუმენტს

გრძელვადიანი გადამოწმება-შეთანხმების პროცესის შემდეგ, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გენგეგმა ჩაიბარა, თუმცა დოკუმენტი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის საჯარო. შესაბამისად არ ვიცით რა ცვლილებები შევიდა პირველად ვარიანტში.  ამის შესახებ ბულვარის ადმინისტრაციას რაიმე სახის განმარტება არ გამოუქვეყნებია.

უკვე დასრულებული დოკუმენტი ბულვარის ადმინისტრაციამ მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს უნდა გადაუგზავნოს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია ის დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინოს.

ბათუმის საკრებულო შუალედური არჩევნების შემდეგაც პასიურ რეჟიმშია, სხდომები კვორუმის არარსებობის გამო არ იმართება. ვიდრე ეს საკითხი დარეგულირდება, მერიას შეუძლია, ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც არის ბულვარის გენგემა, საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნოს.

ბულვარის გენგეგმასთან დაკავშირებული ჯგუფის წევრის, ნათია აფხაზავას ინფორმაციით დოკუმენტის დამტკიცების პროცედურა მოიცავს მისი საჯაროდ განხილვის აუცილებლობასაც.

„პროცესის დროში გაჭიანურების პარალელურად ისევ აქტუალური ხდება მეიჯარეების საკითხი, რომელთა ხელშეკრულებებსაც ვადები გაუვიდა. საინტერესოა, როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს. თუ მერიამ უკვე არ დაიწყო მუშაობა ამ დოკუმენტებზე პროცესი ისევ გაიწელება. გაგრძელებული საიჯარო ხელშეკრულებების პირობებში გენგეგმის დამტკიცება არარელევანტური იქნება.  მერიამ დრო უნდა გამოიყენოს, ვიდრე საკრებულოს ექნება შესაძლებლობა, რომ შეიკრიბოს. “ – ამბობს ნათია აფხაზავა.

ბულვარის განაშენიანების გეგმის მოსამზადებლად სახელმწიფომ ნახევარმილიონამდე ლარი დახარჯა. ბულვარის ადმინისტრაციამ დოკუმენტის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, დოკუმენტი კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა.

როგორი იქნება ბულვარი ახალი გენგეგმის მიხედვით – გრაფიკული ნაწილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: