მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 აგვისტო

23.08.2022 • 967
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 45 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 921 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 4 238 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 1033 ერთეული [+1]
  • MLRS – 266 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 146 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 198 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 817 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 150 ერთეული [+1]
  • სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 268 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 796 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 369 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 377 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 818 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 335 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 024 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

თითქმის 9 000 უკრაინელი გმირი დაიღუპა რუსეთთან ომში – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ქვეყნის დამცველებისადმი მიძღვნილ ფორუმზე, 22 აგვისტოს. აპრილის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ რუსეთთან ომში ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„აზოველი“, რომელმაც ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოაღწია – ჯოჯოხეთს გადარჩენილი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: