მთავარი,სიახლეები

თურქეთში მარმარილოს ზღვიდან 53 ტონა ნაგავი ამოიღეს, დიდი ნაწილი პლასტმასაა

22.08.2022
თურქეთში მარმარილოს ზღვიდან 53 ტონა ნაგავი ამოიღეს, დიდი ნაწილი პლასტმასაა

თურქეთში, მარმარილოს ზღვაში, გარემოსდამცველმა აქტივისტებმა 9 თვეში 53 ტონა ნაგავი შეაგროვეს – წერს თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“.

გამოცემის ცნობით, მარმარილოს ზღვაში აღმოჩენილი ნარჩენების დიდი ნაწილი პლასტმასაა.

აქტივისტები მუშაობდნენ კამპანიის – „ლურჯი სუნთქვა“  ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ზღვის დაბინძურებისა და მისი გაწმენდის გზების შესახებ.

მარმარილოს ზღვაში 9 თვის განმავლობაში შეგროვებული ნარჩენები დაახლოებით 46 000 ადამიანის მიერ ყოველდღიურად წარმოებულ ნარჩენებს უთანაბრდება.

53 ტონა ნარჩენებიდან 17 ტონა პლასტმასის პარკები, ბოთლები და პლასტმასის სხვა ნარჩენები იყო; ნარჩენებში 4,8 ტონა ქსოვილი იყო, 4,4 ტონა კი – მეტალი.

______________

ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: