„არტილერიის ღმერთი ომში” – უკრაინის გმირი რომან კაჩური

„თუ არტილერია ომის ღმერთია, რომანი არტილერიის ღმერთია – ასე ამბობენ მასზე მისი ქვეშევრდომები“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform“. უკრაინის გმირი, პოლკოვნიკი რომან კაჩური ბოგდან ხმელინცკის ორდენის რაინდია. რომან კაჩური გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ მან ჰობი აქცია პროფესიად: „იმ ბედნიერთა რიცხვში ვარ, ვინც სიამოვნებას იღებს საკუთარი საქმისგან. მიყვარს არტილერია და ყველაფერს ვაკეთებ მის …

როგორ ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები საფრანგეთში – რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

როგორია ევროკავშირში ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი სერვისები, როგორი ტიპის თავშესაფრებს სთავაზობენ მათ, რას გულისხმობს შინ მოვლის სისტემა და როგორ იხდიან ამ სახელმწიფო სერვისებით მოსარგებლეები. ქვემოთ მოცემულ მასალაში საფრანგეთის მაგალითებია წარმოდგენილი. ეს ქვეყანა სხვადასხვაგვარ მომსახურებას სთავაზობს ხანდაზმულებს, რისთვისაც ისინი საკუთარი პენსიის ნაწილს იხდიან, ნაწილს კი საპენსიო ფონდით სახელმწიფო აფინანსებს.  მოქმედებს არაერთი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხანდაზმულებს ეხმარება. დამოუკიდებელი რეზიდენციები …

ევროპის გეგმა ზამთრის გადასატანად – ვინ როგორ აპირებს რუსეთის გაზის კრიზისის დაძლევას

ევროკომისიამ 14 სექტემბრის სხდომაზე ახალი გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა გადაიტანონ კავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარი გაზის ბლოკადის პირობებში და სად უნდა მოიძიონ რესურსი ხალხის და ბიზნესის მხარდასაჭერად. BBC-ის ინფორმაციით, გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე ევროკავშირის ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი ნახევარ ტრილიონ ევროზე მეტი დაუჯდება მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ქვეყნებს. ბლუმბერგის ეკონომისტების გათლით, ევროკავშირის მხოლოდ 19 ქვეყანა დახარჯავს …

მიხაილო და მისი ასეული – როგორ შეაჩერეს უკრაინელებმა ჩერნიგოვზე რუსების თავდასხმა

საბრძოლო მომზადების ასმეთაური მიხაილო, უკრაინას რუსების შემოსევის პირველი დღიდანვე იცავს. „24 თებერვალს, 4:20 საათზე, ოფიცერმა მიიღო შეტყობინება რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე და მაშინვე მივიდა სამხედრო ნაწილში იარაღის მისაღებად, სამშობლო რომ დაეცვა. მისი მოვალეობა ქვეშევრდომების ყველა საჭირო ინვენტარით მომარაგება და უზრუნველყოფა იყო“, – წერს უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform“-ი, რომელიც მიხაილოს შესახებ აქვეყნებს მასალას. ოფიცრის …

ოჯახები მარიუპოლიდან, რომლებიც 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების ნაწილი დახმარების სახით თვეში 300 ლარს იღებს, თუმცა დახმარებას იღებენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში იყვნენ დაბინავებული რამდენიმე თვის განმავლობაში. 300-ლარიანი დახმარების გარეშე დარჩნენ უკრაინიდან ლტოლვილი ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დროებით შეიფარეს ნაცნობ-მეგობრებმა, ახლა კი მათ წასასვლელი არსად არ აქვთ. მათ …

რა სჭირდებათ ბათუმში უკრაინელ ბავშვებს სასკოლოდ – ნივთების ჩამონათვალი

ბათუმის მე-20 სკოლაში 15 სექტემბრიდან სხვადასხვა ასაკის 900 უკრაინელი ბავშვი ისწავლის. ცხრაასივე მათგანი ბათუმის უკრაინელთა დიასპორის ცენტრშიცაა დარეგისტრირებული. დიასპორის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია მიროშნიჩენკოს თქმით, ამ ბავშვების უმრავლესობისთვის მშობლები ვერ ყიდულობენ საშემოდგომო  ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სასკოლო-საკანცელარიო ნივთებს. დღეს, 12 სექტემბერს, „მეგობრობის სახლთან“, სადაც ბათუმის უკრაინული დიასპორაა განთავსებული, იმ უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი შეიკრიბა, რომლებსაც სასკოლო ასაკის შვილები …

როგორ ჩამოაგდეს 11 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 2 რაკეტა და 13 დრონი – უკრაინის გმირი

იაროსლავ მელნიკი – Buk M1 საზენიტო სარაკეტო დანაყოფის მეთაურია. მან მტრის 28 სამიზნე გაანადგურა: სხვადასხვა ტიპის 11 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 2 ფრთოსანი რაკეტა და 13 უპილოტო ფრთოსანი აპარატი. ნახევარი წელია იაროსლავ მელნიკის დანაყოფი ხარკოვის რეგიონში რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს იგერიებს. ამ დანაყოფმა აიძულა რუსი პილოტები დაეტოვებინათ ხარკოვის რეგიონი და შეეწყვიტათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. იაროსლავ მელნიკს …

„ჯერ ვერ ვფიქრობ საკუთარ თავზე“ – 19 წლის იაკობის ცხოვრება ნინოწმინდის პანსიონის შემდეგ

„დიდი არაფერი. ერთხელ აღმზრდელმა სილა გამაწნა. გული მეტკინა. არ მესმოდა რა დავაშავე. კუთხეში დავჯექი და ვტიროდი. პანსიონის ერთი ბავშვი მოვიდა ჩემთან. გვერდით დაჯდა, მხარზე ხელი მომკიდა და მითხრა, არაფერია, მალე გავიზრდებით და წავალთ აქედანო. გამიხარდა. როცა მარტო ხარ და მხარდამჭერი არ გყავს, მხოლოდ ცუდზე ფიქრობ: არავინ მყავს… ყურადღებას არავინ მაქცევს… ასე ფიქრობ. ორმა სიტყვამ შეიძლება …

როგორ ახერხებენ მუშაობას რუსული სკოლები საქართველოში – ინტერვიუ

3 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შესაბამის უწყებას მიმართა, რომელმაც ბათუმსა და თბილისში მოქმედი კერძო რუსული სკოლის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. მასალა სკოლა „School Club Georgia-ს“ შესახებ „ბათუმელებმა“ 2 სექტემბერს მოამზადა. სკოლა საქართველოში ავტორიზებული არ არის და, შესაბამისად, არც ქართულ ატესტატს გასცემს, თუმცა მიერთებულია მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლებს, სადაც მოსწავლეები დისტანციურად აბარებენ რუსეთში კლასიდან კლასში …

თბილისის კერძო რუსული სკოლის მეწილე „ქართული ოცნების“ შემწირველია

„სკოლა პროექტორი“/„Школа Проектор” ასე ჰქვია კიდევ ერთ, საქართველოში არაავტორიზებულ კერძო რუსულ სკოლას თბილისში, სადაც სწავლა წელიწადში 6000 – 7500 დოლარი [შესაბამისად, 17000-21 000 ლარი] ღირს. ფასში შედის სასწავლო და საგანმანათლებლო  მასალები, სწავლება, დამატებითი წრეები, სამჯერადი კვება და გაკვეთილები 16:00 საათამდე. ამას ემატება წლიური სარეგისტრაციო საფასური 150 დოლარი – მოსწავლის რეგისტრაციისა და დოკუმენტების მოსამზადებლად თბილისსა და …

ბევრი ქალი მალავდა, ფრონტზე რომ იყო ნამყოფი – მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანი ქალი

მეორე მსოფლიო ომში 34 მილიონზე მეტ მებრძოლს შორის 700 ათასზე მეტი საქართველოდან იყო, მათ შორის 16 ათასი ქალი. მებრძოლების თითქმის ნახევარი ფრონტიდან ვერ დაბრუნდა. ციცინო ჭყონიას გაუმართლა. ფრონტიდანაც დაბრუნდა და სწავლაც განაგრძო ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში, საიდანაც 1942 წელს პირდაპირ ლექციიდან წაიყვანეს ომში. ციცინო ჭყონიას შვილი, ლუიზა მალაზონია გვიყვება, რა გადახდა დედას ომის დამთავრების შემდეგ, რას …

რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან

School club georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия – ასეა მითითებული  ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის №57ა-ში მდებარე სკოლის ორსართულიანი შენობის ბანერზე. თუმცა როცა შენობაში შედიხარ, სკოლის მასწავლებლები და ასევე დირექტორი ნატალია გეორგიევა კერძო საუბარში ადასტურებენ, რომ ეს არის არა სასკოლო კლუბი ან განმავითარებელი ცენტრი, არამედ  კერძო რუსული სკოლა, რომელიც ჯერჯერობით პირველიდან მეშვიდე კლასამდე სწავლებას სთავაზობს რუსულენოვან მოსწავლეებს. …

რას ნიშნავს, როცა გირეკავენ და გეკითხებიან რა მედიკამენტი დაგინიშნა ექიმმა

თუ ვინმე დაგირეკავთ და გამოგკითხავთ ინფორმაციას ექიმის მიერ თქვენთვის დანიშნული ამა თუ იმ მედიკამენტის შესახებ, სავარაუდოდ ეს ნიშნავს, რომ კლინიკამ თქვენი პერსონალური, საიდუმლო მონაცემები მესამე პირს გადასცა. დიდი ალბათობით ამ დროს პაციენტებს ურეკავენ მედიკამენტების გამავრცელებელი კომპანიები და ამოწმებენ, ნამდვილად დაუნიშნეს თუ არა პაციენტებს ექიმებმა მათი წამლები. ასე დაუკავშირდნენ 2022 წლის მაისში მოქალაქე ე.ბ.-ს და ჰკითხეს …

რუსეთი ბომბავს დერეფანს ატომურ სადგურამდე, სადაც საერთაშორისო მისიამ უნდა გაიაროს – პოდოლიაკი

რუსეთი განზრახ ბომბავს დერეფანს, რომლის საშუალებითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის კოლონა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე უნდა მივიდეს, რუსული მხარე საერთაშორისო მისიას ყირიმის გავლით შესთავაზებს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს ტვიტერზე. „უკრაინის პოზიცია უცვლელია. დასაშვებად მიგვაჩნია მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის გადაადგილება,  ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და სადგურიდან რუსული …

რა შეიძლება მიიტანოთ უკრაინელ ლტოლვილთა დასახმარებლად ბათუმის შტაბში

ბათუმში, უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების შტაბში ისევ ითხოვენ დახმარებას. შტაბიდან უკრაინელი ლტოლვილებისთვის ერთჯერადად გაიცემა ყველაფერი, რაც აქ მოქალაქეებს მათთვის მოაქვთ. გროვდება: საკვები პროდუქტი (მარცვლეული, დაკონსერვებული საკვები, ბურღული) თეთრეული, პისახოცები, საბნები საბავშვო ნივთები ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის საკანცელარიო ნივთები ჰიგიენური საშუალებები მედიკამენტები ძაღლებისა და კატების საკვები უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების შტაბი ბათუმში პარტია „ლელოს“ ოფისშია განთავსებული, …

ქართველი გოგო უკრაინელ ბებიაზე: ლისიჩანსკში გარდაიცვალა შიმშილით და უწყლობით

89 წლის უკრაინელი ელენა სვენციცკაია ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში მარტო, შიმშილითა და უწყლობით გარდაიცვალა. მარტის მერე ლისიჩანსკს არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტროენერგია, ივნისიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ. ლისიჩანსკი ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცა, რუსულმა არმიამ ქალაქი არტილერიით, ტანკებითა და თვითმფრინავებით დაბომბა. 89 წლის ქალი დაბომბვებს გადაურჩა, უწყლობას და …

უკრაინის გმირი, რომლის დანაყოფმაც მტრის 200 მანქანა ააფეთქა და ჩაიგდო ხელში

23 თებერვალს სერგი ბურკოვსკის მეთაურობით დამხმარე საინჟინრო ბაზის ჯარისკაცებმა საბრძოლო ბრძანება მიიღეს. მათ ჩერნობილისკენ წასვლა და სამი საგზაო ხიდის აფეთქება დაევალათ. როგორც ბურკოვსკი ჰყვება, დაზვერვის დროს აღმოჩნდა, რომ იქ მეოთხე ხიდიც იყო, ძველის პარალელურად აშენებული. საღამოს სამხედრო დანაყოფმა ასაფეთქებელი ნივთიერებები მიიღო. ჯარისკაცები ჩასაფრდნენ… სერგი ბურკოვსკისა და მისი დანაყოფის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო …

17-ლარიანი ყველი 25 ლარამდე გაძვირდა – ყველით მოვაჭრე

თამაზ დარჩიძე ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველს ყიდის. 6 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავს. გადაწყვიტა საპენსიო ასაკში შინ არ მჯდარიყო და ასე დაიწყო მუშაობა ბაზარში. ყველი და რძის პროდუქტი ბათუმის აგრარულ ბაზარში საგრძნობლად გაძვირებულია. თამაზ დარჩიძე გვეუბნება, რომ ყველი ბოლო 20 დღის განმავლობაში გაძვირდა განსაკუთრებით: „გლეხები ვეღარ ყიდულობენ კომბინირებულ საკვებს საქონლისთვის, დაკლეს და ხორცად გაყიდეს. რძე …

რუსეთი უკრაინაში მეორე ფრონტს ვერ გახსნის – ომის უკრაინელი ექსპერტი

„უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის მესამე თვეს რუსეთის არმიამ დეგრადაცია დაიწყო და ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ უზრუნველყოფს არმიის საჭიროებებს.  უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი საპირისპირო პროცესი დაიწყო“ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის პოლკოვნიკმა, სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა ისაუბრა ტელემარათონის ეთერში – FREEDOM. მის კომენტარს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ აქვეყნებს. „მოკლევადიანი ომის იმედი ჰქონდათ, საქართველოს სცენარით, მაგრამ ხანგრძლივ ომში …

ამინდის არასწორი პროგნოზისთვის უნგრეთის მთავარი მეტეოროლოგი სამსახურიდან დაითხოვეს

უნგრეთის ხელისუფლებამ ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად დაგეგმილი გრანდიოზული ფეიერვერკი გადადო სინოპტიკოსების მიერ პროგნოზირებული ჭექა-ქუხილისა და კოკისპირული  წვიმის გამო. ამინდის პროგნოზი არ გამართლდა და მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი მოადგილესთან ერთად სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ეროვნული დღესასწაული შაბათს, 20 აგვისტოს, უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებს 40 000 ფეიერვერკი ჰქონდათ ნაყიდი. ფეიერვერკები ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის ხუთკილომეტრიან სანაპიროზე იყო დამონტაჟებული 240 …

ქალი, რომელიც უშვილობის გადასახადს იხდიდა – კანონი სსრკ-ში

სსრ კავშირში უცოლო, უქმრო, მარტოხელა და უშვილო მოქალაქეები იბეგრებოდნენ. ბრძანებასაც ასე ერქვა: „უცოლო, უქმრო, მარტოხელა და მცირეოჯახიან მოქალაქეთა გადასახადის შესახებ“. ეს ბრძანება სსრკ-ში 1941 წლის ნოემბრიდან 1992 წლის იანვრამდე მოქმედებდა. გადასახადის გადამხდელები იყვნენ  სსრკ-ს მოქალაქეები, 20-დან 50 წლამდე უშვილო კაცები და ქორწინებაში მყოფი 20-დან 45 წლამდე ქალები. გადასახადის ოდენობა დაბეგრილთა ხელფასისა და სამუშაო ადგილის მიხედვით …

ბათუმიდან რეშთის მიმართულებით ირანული ავიაკომპანია Pars Air-ი იფრენს

კომპანია Tav Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით 28 აგვისტოდან ირანული ავიაკომპანია Pars Air-ი იფრენს. ირანული ავიაკომპანია პირდაპირ საჰაერო რეისებს შეასრულებს კვირაში ერთხელ ბათუმი-რეშთი-ბათუმის მიმართულებით. TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ რეისები შესრულდება ყოველ კვირა დღეს, CRJ 200 ტიპის საჰაერო ხომალდით. „ეს იქნება რეგულარული ჩარტერული რეისები, ბილეთები სავარაუდოდ ჰიბრიდულად გაიყიდება, ტურისტული სააგენტოც გაყიდის და ავიაკომპანიაც,“ – აცხადებენ TAV Georgia-ს …

ბაგრატიონის ქუჩა გაიხსნა – ავტობუსები №9, 11 და 13 ძველი მარშრუტით იმოძრავებს

ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთი ეტაპი დასრულდა და 9, 11 და 13 ნომერი მუნიციპალური ტრანსპორტი დაუბრუნდა ძველ მარშრუტს. აღნიშნული ნომრებით მოძრავი ავტობუსების მარშრუტი ბაგრატიონის ქუჩის გადაკეტვის [ცალმხრივად – ჯავახიშვილიდან შარტავას წრიულამდე მონაკვეთში] გამო დროებით იყო შეცვლილი. ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩა უკვე გახსნილია ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან შარტავას ქუჩის წრიულამდე, ამ მონაკვეთში დღეიდან ავტომობილების …

როგორ ჩამოაგდო დმიტრი შუმაკოვმა 3 წუთში 6 რუსული რაკეტა – უკრაინის გმირი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო დივიზიას პოლკოვნიკი დმიტრი შუმაკოვი ხელმძღვანელობს. ის უკრაინის ცოცხალი გმირია. ამ დივიზიამ უკვე მტრის 30 საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ცოტა ხნის წინ კი დანაყოფმა უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოავლინა: დმიტრიმ და მისმა დივიზიამ რუსების 6 საბრძოლო ფრთოსანი რაკეტა ერთდროულად ჩამოაგდო სამ წუთში. შუმაკოვს უკრაინის გმირის წოდება და ოქროს ვარსკვლავი პირადი სიმამაცის გამოვლენისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის …

მაკრონმა და პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრეს

კრემლში აცხადებენ, რომ ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი. ეს ორთვე-ნახევრის შუალედის შემდეგ ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტის პირველი საუბარია. ბოლოს მათ მაისის ბოლოს ისაუბრეს. საუბარი ეხებოდა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ატომური ელექტროსადგურის საკითხს. „პრეზიდენტებმა ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მისიის გაგზავნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც შეძლებს ადგილზე …

უკრაინაში დაიღუპა 362 და დაიჭრა 716 ბავშვი – რუსეთის თავდასხმების შედეგი

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 19 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დოკუმენტურად დადასტურდა და აღირიცხა ომის 29 184 დანაშაული, ასევე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი 13 593 დანაშაული. პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაზარალდა 1078 ბავშვი, მათ შორის დაიღუპა 362 და დაიჭრა 716 ბავშვი. ეს რიცხვი შესაძლოა ყოველ წუთს შეიცვალოს, რადგან ყოველდღიურად დგინდება ომის …

„საჭმლის ფულს ვიკლებ და წამალს ვყიდულობ”- მარტოხელა შშმ ქალი ხულოდან

40 წლის შორენა ძირკვაძე ხულოდანაა. შორენას სმენისა და მხედველობის უნარები აქვს დაქვეითებული. მარტო ცხოვრობს. შორენას ექიმებთან სიარული ბათუმში უწევს. დამოუკიდებლად გადაადგილება მისთვის რთულია. ესეც რომ არა, ხულოდან ბათუმამდე და უკან, ყოველი გადაადგილებისას 20 ლარი სჭირდება. „დიდი ხანია ვითხოვ და მივმართავ მერიას, რომ შშმ პირებს გვჭირდება სპეციალური ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი, შესაძლებელია ხელმოწერებით გაკეთდესო მითხრეს, მაგრამ …

„მინდა, ქართველებს ქართულად ვესაუბრო” – უკრაინელები ბათუმში ქართულს სწავლობენ

„მე ვარ, შენ  ხარ, ის არის. აი წიგნი, აი რვეული, აი კარადა… დარია, აბა გაიმეორე“, – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეჩვიდმეტე აუდიტორიაში ქართული ენის გაკვეთილი ტარდება. ომს გამოქცეული უკრაინელები ქართულს უკვე ერთი თვეა სწავლობენ. გაკვეთილს ესწრება ცოლ-ქმარიც ჩვილ ბავშვთან ერთად. უკრაინელებისთვის კურსი ოთხთვიანია. ქართულ ენას ახლა 12 ზრდასრული მოსწავლისგან შემდგარი უკრაინელების 4 ჯგუფი სწავლობს. უნივერსიტეტის პროფესორი, …

4 წლის ვლადიკი ყოველდღე უყვება ბათუმელ მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია

ბათუმში, ხმაურიან ეზოში, ბავშვებთან თამაშისას 4 წლის უკრაინელი ბიჭი – ვლადიკი, ყოველდღე უყვება მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია. უკრაინულად იწყებს საუბარს. რუსულად მოგვიყვები? – ვეკითხებით არა – გვპასუხობს ბიჭი და გვიყვება, რომ მოვიდნენ „ორკები“ და თავს დაესხნენ უკრაინას. „გავრბოდით, გავრბოდით და ისინი თავს გვესხმოდნენ. უკრაინაში ახლა ომია, იქ ყველას კლავენ. ჩვენები რომ გაიმარჯვებენ, ომი მერე დამთავრდება“, …

ბათუმში ბავშვებში ნაწლავურმა ინფექციებმა იმატა, როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ინფექციონისტი, რევაზ ნაკაშიძე გვიდასტურებს, რომ ზაფხულის სიცხესთან ერთად იმატა ჰოსპიტალში მიმართვიანობამ ბავშვთა ნაწლავური ინფექციებით. მისივე თქმით, ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან თავის ასარიდებლად მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ფაქტორები: საჭიროა გაკონტროლდეს რამდენად ხშირად იბანს ბავშვი ხელებს კერძები აუცილებლად უნდა იყოს ახალმომზადებული არ არის სასურველი მომზადებული კერძების მაცივარში შენახვა თუ ასე არ ხერხდება, მაშინ …

„ზღვა გასწავლის თავისუფლებას” – გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

19 აგვისტოს ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, გამოფენა გაიმართება სახელწოდებით – „ზღვა გასწავლის თავისუფლებას”. გამოფენის დამთვალიერებელი ნახავს ანი გემაზაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, ლიზი აფაქიძისა და ანა დედაბრიშვილის ნამუშევრებს. „მოისმენთ ვიდეოარტს, რომელიც მედიტაციურ განწყობაზე დაგაყენებთ. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხმა კი ისევ და ისევ ზღვის ხმას გაგახსენებთ,“ – ვკითხულობთ გამოფენის აღწერაში. გამოფენა 19 აგვისტოს, პარასკევს, 19:00 საათზე გაიხსნება და 21 აგვისტოს …

დენის დიკი, უკრაინის ცოცხალი გმირი – „ჩვენ რომ გავქცეულიყავით, აქ ბუჩა დატრიალდებოდა“

სუმის ოლქის ქალაქ ოხტირკას ერთ თვეზე მეტხანს იცავდნენ უკრაინელი ჯარისკაცები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურს, პოლკოვნიკ დენის დიკის, ამ ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. დენის დიკის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა „Armyinform” წერს. როგორც ის იხსენებს, 24 თებერვალს დილის 4 საათზე დაურეკა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რაიონული განყოფილების უფროსმა და აცნობა, …

აჭარაში ყველა მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კაცია – სად არიან ქალები

აჭარის ექვს მუნიციპალიტეტს (ბათუმი, ქობულეთი, ქედა, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური) ექვსი მერი და საკრებულოს ექვსი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თორმეტ წამყვან პოზიციაზე მხოლოდ კაცები არიან წარმოდგენილნი. აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს არც ერთი თავმჯდომარე და არც ერთი მერი ქალი არ არის. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეთა საერთო რაოდენობა აჭარის მუნიციპალიტეტებში თვრამეტია. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებიც აჭარის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, კაცები არიან. საკრებულოს თავმჯდომარის …

უკრაინელი პილოტის ბოლო ფრენა – გმირი, რომლის ვერტმფრენიც ოკუპანტებმა ააფეთქეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ფლოტის უფროსი პილოტი, პოლკოვნიკი იგორ ბეძაი 20 ივლისს 50 წლის გახდებოდა. მისი ვერტმფრენი პროფესიონალური მანევრის წყალობით სასწაულებრივად გაექცა რუსულ გამანადგურებელ სუ-30, რომელმაც ორჯერ გაისროლა ბეძაის ვერტმფრენისკენ. თუმცა უკრაინელი პილოტი ვეღარ გადაურჩა ამავე გამანადგურებლისგან გასროლილ მართვად რაკეტას Р-73. ეს პოლკოვნიკ ბეძაის ბოლო ფრენა იყო. ბორტზე ხუთი უკრაინელი სამხედრო პირი იმყოფებოდა. ვერტმფრენი რუსმა …

ტერიტორიების განსანაღმად აშშ $89 მილიონს გამოუყოფს უკრაინას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით $89 მილიონს გამოუყოფს უკრაინას 2022 წლის ფისკალურ წელს ტერიტორიების განაღმვისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო აქვეყნებს უკრაინაში. „გამოყოფილი ფინანსური რესურსით შესაძლებელია 100 გამნაღმველი ჯგუფის უზრუნველყოფა. ეს თანხა მოხმარდება უკრაინის ფართომასშტაბიან პროექტს, რომლის საშუალებითაც უკრაინის ტერიტორიაზე ფეთქებადი და საბრძოლო მასალის განაღმვა-განადგურება იგეგმება“, – წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ …

გოგოების ერთადერთი საფეხბურთო გუნდი მარნეულიდან – საუკეთესოები ჩემპიონატზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით 6 აგვისტოს 15 წლამდე გოგოების საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო „კაჭრეთის ამბასადორში“. 2022 წლის სეზონზე ტურნირში გოგოების 40-ზე მეტი გუნდი იღებს მონაწილეობას. 15 წლამდე გოგოების მარნეულის საფეხბურთო გუნდი „ალგეთი“ შეჯიბრზე წელს პირველად მოხვდა და მეორე ადგილი მოიპოვა. „ალგეთი“ მარნეულში გოგოების ერთადერთი საფეხბურთო გუნდია. გუნდში 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიის ოცი გოგო …

Exit mobile version