„უკრაინაში მინდა დაბრუნება, ველოდები ომი დამთავრდეს“ – მე-20 სკოლის მოსწავლე უკრაინიდან

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულ სექტორზე, ომის გამო იძულებით გადაადგილებული 900 უკრაინელი ბავშვი სწავლობს. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით 100 უკრაინელი მოსწავლე სკოლამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე, მაისის თვეში მიიღო. ახლა კი უკრაინულ სექტორზე ყველა საფეხურის კლასია გახსნილი პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. მე-20 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა დავითაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით ამაღელვებელი ომსგამოქცეულ ბავშვებთან შეხვედრის პირველი …

20-ზე მეტი დაჭრილის გამოყვანა მოვახერხე. ღირდა თუ არა რისკის გაწევა? ღირდა! – უკრაინის გმირი

სამხედრო მფრინავი, ევგენი სოლოვიოვი უკრაინის ცოცხალი გმირია. გმირის წოდება მფრინავს უკრაინის პრეზიდენტმა 14 ოქტომბერს მიანიჭა ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისთვის. სოლოვიოვმა ოკუპანტებისგან მიტაცებული ტერიტორიის 100 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია ვერტმფრენით, მარიუპოლელებისთვის მედიკამენტები, საბრძოლო მასალები რომ მიეწოდებინა. იქიდან კი დაჭრილები უსაფრთხოდ გამოიყვანა. ამ დავალებების შესასრულებლად ოკუპირებულ მარიუპოლში შეღწევის მისი პირველი მცდელობა კრახით დასრულდა: ვერტმფრენს ოკუპანტებმა …

როგორ სწავლობენ ქართულს უკრაინელი ბავშვები ბათუმში

შაბათობით, დილის 11 საათიდან, 26 მაისისა და ახვლედიანის ქუჩების გადაკვეთასთან თუ ჩაივლით ბათუმში, ძველი ბელეტაჟის ღია ფანჯრებიდან ბავშვების გაბმულ, მხიარულ სიმღერას გაიგონებთ – ქართულ ანბანს, სიტყვებს, ფერებს, თვლას, წელიწადის დროებს და ბევრ სხვა რამეს უკრაინელი ბავშვები თამაშითა და სიმღერით სწავლობენ. ქართული ენის გაკვეთილები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვირაში ორჯერ ტარდება. ბავშვებმა სამ თვეში ელემენტარული სასაუბრო სიტყვები …

82 წლის კაცი გონიოდან: ომსგამოქცეულ ოჯახს 300-ლარიანი დახმარება დაუნიშნეთ

ლადო მჟავანაძე 82 წლის შშმ პირი და ონკოპაციენტია, მისი ერთადერთი საარსებო წყარო 300-ლარიანი პენსიაა. კაცი აქამდე მარტო ცხოვრობდა და პენსია ძლივს ჰყოფნიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ლადოსთან შვილი, რძალი და ერთი შვილიშვილი ჩამოვიდნენ – ისინი ოდესაში ცხოვრობდნენ და ბომბმა საცხოვრებელი გაანადგურა. ლადოს პენსია ახლა უნდა ეყოს მოხუცის მედიკამენტებს, მთელი ოჯახის საკვებს თვიდან თვემდე და კომუნალურ …

მიშენება ბათუმის მერიის ნებართვით, რამაც კორპუსი ავარიულად აქცია – რას ჰყვებიან ჯავახიშვილის 78-ში

ჯავახიშვილის ქუჩაზე, №78 კორპუსის ბოლო სადარბაზოს ყველა სახლს წინ მიშენება აქვს გაკეთებული. ამ სადარბაზოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ 11 მეტრიანი მიშენება მათ მერიის ნებართვით გააკეთეს 2016 წელს. ჰქონდათ პროექტიც, რომლის მიხედვითაც დაიწყო მშენებლობა. კორპუსის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მშენებლობის დაწყებისას ბევრი ხარვეზი შენიშნეს და მერიას მიმართეს გადაემოწმებინა მშენებლობის შესაბამისობა პროექტთან. 2022 წელს კი, დაუბალანსებელ მიშენებიდან მხოლოდ 6 …

„საქართველოში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ პერსპექტივა არ გვქონდა“ – 18 წელი გერმანიაში

სოფო თოლორდავა 18 წელია გერმანიაში ცხოვრობს, საქართველო 23 წლისამ დატოვა. თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა და დიპლომის დაცვის დრო ახლოვდებოდა, როცა გერმანიის პატარა ქალაქიდან სამშვილიანმა ოჯახმა შესთავაზა ძიძობა Au-Pair-ის პროგრამით. სოფოც წავიდა. „საქართველოში არასდროს მტოვებდა შეგრძნება, რომ დავამთავრებდით სწავლას და არანაირი პერსპექტივა არ გვექნებოდა, არ მტოვებდა შეგრძნება, რომ თავს ვიტყუებდით და ამის საშინელი შიში მქონდა. …

საქართველოს მოქალაქეობა გვინდა, რუსეთის არა – მობილიზაციას გამოქცეული ძმები

34 წლის ვასილი ნიკიტინი საქართველოში რუსეთიდან ერთი თვის წინ, 22 სექტემბერს ჩამოვიდა ძმასთან ერთად – ლარსის გზით. ვასილს და მის 27 წლის ძმას, საშას, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ეხებოდათ. ომში გაწვევა მათ არ მისვლიათ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან გამოიძახებდნენ. პეტერბურგში ვასილიმ დატოვა მეუღლე, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, სახლი, მანქანები და ძმასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. …

ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი „რეპერტუარიდან მოხსნა“

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის განცხადებით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა და მის მიმართ გაატარა „შესაბამისი ზომები“. „ბათუმელებმა“ სცადა თეატრის ხელმძღვანელისთვის ეკითხა, თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოთქმისთვის თანამშრომლის „მოხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან“, ფაქტობრივად სამსახურიდან გათავისუფლება, რამდენად კანონიერია? თეატრში გვითხრეს, რომ ნუკრი ქანთარია რეპეტიციაზეა და მოგვიანებით გვიპასუხებს. „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული …

აქ რაც ხდება ჰგავს ბუჩას – რას ჰყვება ქალი, რომელიც ოკუპირებულ ხერსონში ცხოვრობს

რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა 2022 წლის ბოლომდე დაიბრუნებს ხერსონს. მისივე თქმით, რუსულ მხარეს გაჰყავთ ქალაქიდან ფინანსური სტრუქტურები, საოკუპაციო ხელისუფლება და დაჭრილები. თუმცა, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს საინფორმაციო ოპერაცია და მანიპულაციაა, რათა შექმნან ილუზია, რომ ხერსონში ყველაფერი დაკარგეს რუსებმა. ამასობაში კი ხერსონში რჩებიან ადგილობრივები, რომლებიც უარს ამბობენ …

„ტანსაცმელს მაინც ვუყიდდი ბავშვებს“ – უკრაინელი ლტოლვილები 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ

უკრაინელი კატერინა პოპოსიევა ხელვაჩაურში, სახლის სხვენზე ცხოვრობს. ქალი პირველკლასელ შვილთან ერთად ქართველმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა არ იცის როდემდე შეძლებს ეს ოჯახი მისი და მისი შვილის საცხოვრებლით უზრუნველყოფას. კატერინა საკვებ პროდუქტებს თვეში ერთხელ, ან 2-3 კვირაში ერთხელ იღებს პარტია „ლელოს“ ოფისიდან, სადაც უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამოსს, მედიკამენტებსა და პროდუქტებს მოხალისეები აგროვებენ. კატერინას თვეში დაახლოებით 60 ლარის ღირებულების …

უკრაინის გმირი, რომელიც თანამებრძოლს გადაეფარა და თავად დაიღუპა

სერგეი ჟერჟევსკი 26 წლის იყო, როცა 2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, სერგეი ომის დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა ბატალიონ „დონბასში“. ბატალიონი „რუსი მშვიდობისმყოფელებისგან“ დონბასის გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდა, კერძოდ, ლისიჩანსკის, პოპასნაიასა და კურახოვას გასათავისუფლებლად იბრძოდა. 2014 წლის 29 აგვისტოს მწვანე კორიდორის ტრაგედია მოხდა უკრაინაში, როცა რუსული დანაყოფების ცეცხლის ქვეშ მოექცნენ უკრაინის მცველები, ბატალიონიდან ბევრი იმ დღეს დაიღუპა, …

„დილსი“ – ონლაინმაღაზია, რომელმაც ასობით მომხმარებელი მოატყუა და მაინც მუშაობს

მაიკო ქართველიშვილმა, ორი თვის წინ ინტერნეტმაღაზიაში „დილსი“ პიჯაკი გამოიწერა შორტით, 195 ლარად. ფეისბუქზე ინტერნეტმაღაზიად დარეგისტრირებულ „დილსის“ მაიკომ თანხა ორ ნაწილად გადაურიცხა: 50 ლარი 15 აგვისტოს, დანარჩენი კი – მეორე დღეს. მომხმარებელს არც შეკვეთილი სამოსი მიუღია და არც გადარიცხული ფული, 195 ლარი აღარავის დაუბრუნებია მისთვის. „პირველად 50 ლარი რომ ჩავრიცხე, მეორე დღეს აქტიურად მწერდნენ, დანარჩენი თანხაც …

მოსახლეობა ამბობს, რომ „ბლექსის“ ეზოდან ვირთხები და კოღოები ესევიან – დირექტორი უარყოფს

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 94ა-ში ხუთსართულიანი კორპუსი დგას. კორპუსის უკანა ეზო პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსის“ ეზოს გადაჰყურებს. ეზოში წლებია ბალახი იზრდება, ბალახს პერიოდულად ცელავს „ბლექსის“ ადმინისტრაცია, თუმცა, კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მოცელილ ბალახს ადგილზევე ტოვებენ. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოცელილი ბალახი ლპება და კოღოებისა და ვირთხების საბუდრად იქცევა. ლერმონტოვის ქუჩის 94ა-ში მცხოვრები ლუდა თხილაიშვილი ასევე გვიყვება, რომ მათი …

გერმანიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი – „ჩვენ ვართ თაობა ძალიან ძლიერი იმუნიტეტით“

ჰამბურგის საავადმყოფოში ხანდახან როიალთან იჯდა და მძიმე პაციენტებისთვის უკრავდა. როიალი საავადმყოფოს ფოიეში იდგა. ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე თავადაც მუსიკა ეხმარებოდა ყველაზე მეტად. ფიქრობდა, რომ ახლა თავად უნდა დახმარებოდა სხვებს. სალომე აკვირდებოდა და გრძნობდა, რომ პაციენტებს სულ ცოტა ხნით, ოდნავ მაინც ავიწყდებოდათ მუსიკის მოსმენისას ტკივილი და ეს არ იყო ცოტა. ქართველმა ემიგრანტმა, პიანისტმა სალომე ჯიჯეიშვილმა ამ …

კორპუსი ბათუმში, რომლის დაბზარული კედლებიდანაც ცა ჩანს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის №80-ში, მესამე და მეოთხე სადარბაზოს ბინები საგანგაშო მდგომარეობაშია. მესამე სადარბაზოს მეოთხე სართულზე ბინის იატაკზეც რამდენიმესანტიმეტრიანი ბზარებია, ბზარებმა პარკეტიც აყარა. ამ სართულზე საგანგაშოა კედლების მდგომარეობაც. გახსნილი კედლიდან შუქი აღწევს. ბათუმის მერიამ ავარიული სახლების მისამართები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ჩამონათვალში 139 სახლია. ჯავახიშვილის 80 ნომერში მდებარე კორპუსიც ამ სახლების ჩამონათვალშია. კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით, სახლი …

ბევრი ვისწავლე, მაგრამ მაინც მიწევს საქართველოდან წასვლა ემიგრაციაში – 28 წლის მარი

„თუ მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, რომ პირადად ჩვენ კარგად ვართ ინტეგრირებულები ქართულენოვან გარემოში და ჩვენი ადგილი აქ ვიპოვეთ, მაშინ გამოდის, რომ გასაკეთებელი აღარაფერი ყოფილა; ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას აღარაფერი ჰქონია გასაკეთებელი ჩვენს თემში“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიას მცხოვრები, 28 წლის მარი გინოსიანი. მარი მასწავლებლის სახლის პროექტებშია ჩართული 2018 წლიდან. მისი პროექტის …

როგორ გახდა უკრაინის გმირი ევროპის ყოფილი ჩემპიონი – 34 წლის ვადიმის ისტორია

დაჭრილმა მაიორმა ზელენიუკმა ბრძოლის ველი არ დატოვა და მტრის განადგურება განაგრძო. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი გამბედაობისა და სიმამაცისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა 6 ოქტომბერს მაიორ ვადიმ ზელენიუკს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. 34 ზელენიუკი სამხედრო სპორტსმენი იყო. იგი სპორტული საქმიანობის პარალელურად, 2010 წლის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების ელიტურ, ანტიტერორისტულ რაზმში ჩაირიცხა. ვადიმ ზელენიუკის …

„კარგია რუსების აქ ყოფნა ქართველებისთვის” – მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქე

რუსეთის მოქალაქე, 30 წლის ვალერი ტუტაევი ბათუმში სექტემბრის მეორე ნახევარში ჩამოვიდა, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებისთანავე. ამბობს, რომ მან ქვეყნიდან გამოღწევა მოასწრო, მაგრამ ბევრი მისი ნაცნობი რუსეთს ვეღარ ტოვებს – საზღვრის კვეთის უფლება არ აქვთ, რადგან ვისაც მობილიზაციის გაწვევა მიუვა, მათ შესახებ ინფორმაცია საზღვარზეც აქვთ. ვალერის მონათხრობის მიხედვით, არის შემთხვევები, როცა თვითმფრინავის ბილეთები უუქმდებათ რუსეთის დატოვების მსურველებს. …

რატომ გავიქეცი ქვეყნიდან – ერთი ქალის ისტორია

მარიამმა [სახელი შეცვლილია] საქართველო ყოფილი ქმრის შიშით 15 წლის წინ დატოვა. რუსთავიდან ჯერ გერმანიაში, მერე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მოძალადისგან თავს დაცულად ვერსად გრძნობდა, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. 15 წლის წინანდელი გამოცდილება ამბებისა და შეგრძნებების დონეზე დღემდე ახსოვს. ბოლო ათი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს. „ბათუმელებმა“ მსხვერპლი ქალი დისტანციურად ჩაწერა. მარიამის ნაამბობი მახსოვს, ერთად როგორ მივდიოდით რუსთაველის …

„ყველა მოგონება, რაც გულს მიჩქარებდა, ამ ადგილს უკავშირდება“ – ქალები ფაბრიკის სახლებიდან

ლერმონტოვის ქუჩა 94 ა ამ მისამართზე ბათუმში საბჭოთა დროის  კორპუსი დგას. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კორპუსია, არაფრით გამორჩეული, მაგრამ 1980 წელს, როცა ამ სახლის მშენებლობა დასრულდა ეზოში დიდი ჟრიამული იდგა. ყველა ახალმოსახლე ერთად გადმოვიდა: ერთად მოაყენეს დიდი სატვირთო მანქანები ახალი სახლისთვის საჭირო ახალი ნივთებით, ახალი ავეჯით, ყველას სახლი კრიალებდა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობდა, რადგან ახალმოსახლეები ერთად …

არ მინდა, ბავშვებს ამ სოფელში ჩემნაირი ბავშვობა ჰქონდეთ – ფოკის სკოლის 27 წლის დირექტორი

27 წლის მოვსეს ალვანჯიანი ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორია. ქართული უცხო ენასავით ისწავლა მოსწავლეობის დროს და ახლა უშეცდომოდ საუბრობს. მოვსესი ამბობს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე ინტეგრაცია ძალიან გაუჭირდებოდა. იგი ახლა ფოკაში იმავე სკოლის დირექტორად მუშაობს, სადაც თავად სწავლობდა. თავის დროზე მოვსესს გაუმართლა და მეთერთმეტე კლასში გაცვლითი პროგრამით – „არგონავტები“ გონიოს სკოლაში სწავლობდა, …

თავდასხმა ტაილანდში საბავშვო ბაღზე – დაღუპულია 24 ბავშვი

გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, სულ მცირე 36 ადამიანი, მათ შორის 24 ბავშვი დაიღუპა ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთში, საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად – ბაღს პისტოლეტითა და დანით შეიარაღებული კაცი დაესხა თავს. შემთხვევა ნონგბუალამპხუს პროვინციაში მოხდა. ტაილანდის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, თავდამსხმელმა მოკლა ცოლი, შვილი და თავიც მოიკლა. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, თავდამსხმელი კაცი 34 წლის პანია კამბარია, რომელიც გასულ …

უკრაინის 23 წლის გმირი, რომელმაც ბატალიონი ალყისგან იხსნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში ალექსანდრე ტიმჩენკო გმირის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვა. ჯილდო ტიმჩენკოს ოჯახმა მიიღო. უკრაინის გმირი სამშობლოს დაცვისას, სასტიკ ბრძოლაში დაიღუპა ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინაში რუსების სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. ტიმჩენკოს ოჯახი მის დაკარგვას დიდხანს ვერ ეგუებოდა და მისი გადარჩენის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ამაოდ. ტიმჩენკოს შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი წერს. ალექსანდრე ტიმჩენკო …

10 თვის ჩვილს რაქიტი აქვს და სავალდებულო მასაჟებს ვერ ვუკეთებთ – ქალი უკრაინიდან

ოლენა ზაზიულჩიკი ორ შვილთან და დედასთან ერთად უკრაინიდან ბათუმში მარტში ჩამოვიდა, ომის დაწყებისთანავე. ოთხსულიანი ოჯახი ბათუმში ადგილობრივებმა შეიფარეს, სადაც დღემდე რჩებიან. ოლენას 8 წლის და 10 თვის შვილები ჰყავს. 8 წლის ბიჭმა  წელს ბათუმის მე-20 სკოლის მესამე კლასში დაიწყო სწავლა. 10 თვის ჩვილს კი სასწრაფოდ სჭირდება პროფესიონალური მასაჟის კურსები – ბავშვს რაქიტის დიაგნოზი აქვს, მასაჟის …

რას ფიქრობს რუსეთიდან ბათუმში გამოქცეული კაცი აფხაზეთზე, ყირიმსა და პუტინზე

38 წლის ალექსეი ზინინი საქართველოში ლარსის გავლით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. რუსეთიდან სამხედრო მობილიზაციას გამოექცა და ახლა ბათუმში ცხოვრობს. ჯერ ზუსტად არ იცის, სად გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ ამბობს, რომ პუტინის რუსეთში არ დაბრუნდება. ალექსეი ზინინს აფხაზეთის, ყირიმის, დონბასის შესახებ ვკითხეთ. მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქემ ისაუბრა ასევე საკუთარ დამოკიდებულებებზე: რა იყო მისთვის მობილიზაციის გარდა ყველაზე გაუსაძლისი …

რას ჰყვება რუსეთიდან საქართველოში ფეხით ჩამოსული ილია

მხოლოდ ორი დღის, 26-27 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში რუსეთის 21 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების პირველ დღეებში რუსეთიდან საქართველოში ყოველდღიურად დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი შემოდიოდა, 26, 27 სექტემბრისთვის კი ამ მაჩვენებელმა 40-45%-ით მოიმატა. 40 წლის ილიაც რუსეთიდან ჩამოვიდა საქართველოში, ფეხით რამდენიმე დღე იარა. ამბობს, რომ თუ ანონიმურობას არ …

ვასილი „ბარადა” – მეთაური, რომელიც უკრაინული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იბრძვის

ვასილი უკრაინის მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაურია. მისი საბრძოლო სახელია „ბარადა“. სამხედრო სამსახურს ჯერ კიდევ 2016 წელს შეუდგა. მსახურობდა უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-9 სპეცდანიშნულების რაზმში „გეპარდი“, მანამდე კი 2 წელი პოლიციაში მუშაობდა. მეთაურ ბარადას შესახებ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო გამოცემა Armyinform ავრცელებს. ვასილი მეშვიდე თვეა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს. ჯერ დონეცკში …

აფხაზეთიდან დევნილებს გვადარებენ რუსეთიდან გამოქცეულებს – ეს ჩვენთვის ჭრილობაზე მარილია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის შემდეგ 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის მერე ადგილობრივებმა სვანეთის უღელტეხილის გავლით მიაღწია სამშვიდობოს. უღელტეხილზე  ასობით ადამიანი დაიღუპა თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით. 29 წლის შემდეგ, სოხუმიდან დევნილი ია კვაშილავა წამოსვლის ისტორიას იხსენებს. მაშინ 13 წლის იყო. ომის პირველი დღეც ახსოვს. პურის რიგში იდგა, როცა ავტომატის ჯერი რამდენჯერმე გაისროლეს, ხალხი გონს …

თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ირანელი ქალების სპექტაკლი გაუქმდა

„ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ ასე ქვია ირანული თეატრალური ჯგუფის, „პრაქისის“ ერთსაათან წარმოდგენას, რომლის რეჟისორიც ქამელია ღაზალია. სპექტაკლი თბილისის თეატრალურ ფესტივალზე უნდა ეჩვენებინათ, თუმცა ირანში განვითარებული მოვლენების გამო სპექტაკლი გაუქმდა, მსახიობები ირანიდან ვერ ჩამოდიან. სპექტაკლი – „ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ თეატრის კრიტიკოსის, დავით ბუხრიკიძის წერილის მიხედვით დიდი წარმატებით უჩვენეს ევროპის კულტურის დღეებზე გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში. „2019 წელს …

ბატალიონის 28 წლის მეთაური, რომელსაც უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს

ბოგდან დრონოვი 21 წლის ასაკში გახდა ასეულის მეთაური, 28 წლის დაბადების დღეს კი ცალკე ბატალიონს ხელმძღვანელობდა და ფრონტის ხაზზე მაიორის სამხედრო წოდება მიიღო სასტიკი საბრძოლო შეტაკებების შემდეგ. ბოგდან დრონოვმა 2011 წელს დაამთავრა ლვოვის სახელმწიფო ლიცეუმი გაძლიერებული სამხედრო-ფიზიკური მომზადებით. დრონოვის შესახებ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform” აქვეყნებს. სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში ქვეითთა ოფიცრის საქმე …

შეიცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება – სოვლაბი ბათუმის თეატრს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) მოუწოდებს ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, შეცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება. 1939 წელს სტალინისვე დაკვეთით დაწერილი, თუმცა შემდეგ დაწუნებული პიესა – „ბათუმი“ სტალინის განმადიდებელი პიესაა. 20 სექტემბერს, ბათუმის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ განიხილავს დადგას ბულგაკოვის პიესა „ბათუმი“. ეს სტალინის სახოტბო პიესაა. სოვლაბის შეფასებით ბათუმის სახელმწიფო თეატრის …

აშშ-ის საელჩო მოზარდებს ინგლისური ენის შემსწავლელ 2 წლიან კურსს სთავაზობს – კონკურსი

ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ინგლისური ენის შესასწავლად, საქართველოს 13 ქალაქში, მათ შორის ბათუმში მოზარდებისთვის კონკურსს აცხადებს. ენის შესწავლასთან ერთად ამერიკის მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამა სკოლის მოსწავლეებს ჩართავს მრავალფეროვან ღონისძიებებში, რომლის მიზანიც მათი თვალსაწიერის გაფართოება და პიროვნული განვითარებაა. ბათუმის გარდა კონკურსი გაიმართება ახალქალაქში, პანკისში, რუსთავში, გორში, ნინოწმინდაში, საგარეჯოში, თელავში, ახალციხეში, დუშეთში, მარნეულში, ოზურგეთსა და ზუგდიდში. …

უკრაინელ ბავშვებს ბათუმში სასკოლო წიგნების ამოსაბეჭდად დახმარება სჭირდებათ

ბათუმის მე-20 სკოლაში 900 უკრაინელი ბავშვი სწავლობს უკრაინულ სექტორზე. შევსებულია ყველა საფეხური პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით, უკრაინულ სექტორზე პარალელური კლასებიც არის. მოსწავლეებს სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების ამობეჭდვა თავად უწევთ. თითო საგნის სახელმძღვანელოს ამოსაბეჭდად მშობლებს დაახლოებით 25-40 ლარი სჭირდებათ. სახელმძღვანელოებს ახლავს მოსწავლის რვეულებიც. უკრაინელი მშობლები საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავენ, დაუჭირონ მხარი  წიგნების ამობეჭდვაში. უკრაინელი …

უკრაინელ ბავშვებს ბათუმში სასკოლოდ ფეხსაცმელები სჭირდებათ

ბათუმში 15 სექტემბრიდან 900-მა უკრაინელი ბავშვმა დაიწყო სწავლა სკოლაში. „ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ ამ ბავშვების მშობელთა ნაწილს შეხვდა, რომლებმაც ისაუბრეს, თუ რა სჭირდებოდათ მათ შვილებს სკოლაში წასასვლელად. მშობლები ამბობდნენ, რომ ბავშვებს ძირითადად სჭირდებოდათ თბილი სამოსი, რეზინის ფეხსაცმელები, ქოლგები და ქუდები, სასკოლო-საკანცელარიო ნივთები. ბავშვებს ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა ნივთების და სამოსის ნაწილით. თუმცა შემოდგომის და ზამთრის ფეხსაცმლის …

300-ლარიანი დახმარება გაიცეს უკრაინიდან დევნილ ყველა ოჯახზე – „ლელოს“ ბრიფინგი

დღეს, 21 სექტემბერს, პარტია „ლელომ“ ბათუმის ოფისში უკრაინელ დევნილებთან ერთად ბრიფინგი გამართა. პარტიის წარმომადგენლები და ომსგამორიდებული უკრაინელები ითხოვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინელები ჩააყენოს თანაბარ მდგომარეობაში. პირველი აგვისტოდან საქართველოს ხელისუფლებამ გამოყო ყოველთვიური 300 ლარიანი დახმარება უკრაინელთა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში უსასყიდლოდ ცხოვრობდნენ. ის ოჯახები, რომლებსაც ასეთ სასტუმროებში არ …

სტრესისგან რძე გამიშრა, ბავშვს ვერ ვკვებავ, წასასვლელი არ გვაქვს – დარია უკრაინიდან

უკრაინელ დარია დანელიას მესამე შვილი ბათუმში გაუჩნდა. მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ბათუმში მარტში ჩამოვიდა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. საქართველოში წამოსვლამდე ოჯახთან ერთად ბუნკერში იმალებოდა. ბათუმში დარია და მისი ოჯახი ერთმა კაცმა შეიფარა, რომელიც თავადაც ქირით ცხოვრობდა ბათუმში, ოროთახიან ბინაში. ერთი ოთახი მან დარიას ოჯახს დაუთმო. მესამე შვილი დარიას 4 თვის წინ შეეძინა. ბინის მეპატრონე …

Exit mobile version