უკრაინის 27 წლის გმირი პილოტი, რომელმაც სამხედრო ლიცეუმში ნასესხები ფულით ჩააბარა

27 წლის ალექსანდრ კუკურბა უკრაინელი პილოტი იყო. ახალგაზრდა გმირი. ბოგდან ხმელნიცკის ორი ორდენის კავალერი. კუკურბა 26 ივლისს დაიღუპა. პილოტმა უკრაინის ცის დაცვას შესწირა სიცოცხლე. ომის პირველივე დღეებიდან ასზე მეტი ფრენა შეასრულა ალექსანდრეს თვითმფრინავმა. უკრაინის გმირების შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა „Armyinform” ამზადებს მასალებს სამხედრო ჩანაწერებსა და ფრონტის მებრძოლების მონათხრობზე დაყრდნობით. როგორც გმირი პილოტის ფრონტის …

5 წელი მიუსაჯეს მასწავლებელს, რომელიც გაკვეთილზე პუტინს აკრიტიკებდა და ბავშვებმა ჩაწერეს

ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირინა გენს, რუსეთში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასამართლომ. გენი პენზას ოლქის სკოლაში ასწავლიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ირინა გენი „მტრულად იყო განწყობილი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და ავრცელებდა აშკარად ცრუ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ“. ბრალდების საფუძვლად იქცა მოსწავლეებისა და მასწავლებლის საუბარი. გენი მოსწავლეებს რუსეთ-უკრაინის …

„ორკებს” ცხვირწინ ხიდი აუფეთქა და გაიქცა – უკრაინის 29 წლის გმირი

ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის 29 წლის გმირი, ოლეგ მოროზი სლავიანსკთან დაიღუპა. მოროზი 79-ე სადესანტო-საჰაერო დანაყოფის ოცეულის უფროსი სერჟანტი იყო. უკრაინის გმირის შესახებ მასალა უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა საინფორმაციო გამოცემამ, Armyinform-მა მოამზადა. ოლეგ მოროზი ჯარში მსახურებასთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა და იცოდა, …

როგორ აღნიშნეს ბათუმში ბელარუსის მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღე

დღეს, 27 ივლისს ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ ბათუმში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ბათუმში ბელარუსის ათასობით მოქალაქე ცხოვრობს. მათი ნაწილი ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცა საქართველოში. ბელარუსის მოქალაქეები ბათუმში ხშირად მართავენ აქციებს და უერთდებიან უკრაინის სოლიდარობის აქციებსაც. დამოუკიდებლობის დღე ბელარუსის მთავარი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც 1991 წლიდან აღინიშნება.  ამ დღეს მიიღეს დეკლარაცია ბელარუსის სახელმწიფო სუვერენიტეტის …

როგორ ცხოვრობს თბილისიდან ჩამოსული ლილი დიმში, სოფლის მაშენებელ ქალებთან ერთად

ლილი ფულარიანი ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალია. პრემია „კატო მიქელაძის“ ფინალისტი,  ილიაუნის და ჯიპას ყოფილი ლექტორი. ლილიმ ერთი წლის წინ დატოვა თბილისი და საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ დიმში გადავიდა, სადაც დასთან ერთად აღადგინა 120 წლის ხის ძველი მშობლიური ოდა „ნინოსეული“. ლილის მიზანი „სოფლის შენებაა“, რაც მისთვის სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებით იწყება. ლილი „ბათუმელებთან“ სოფელში გადასახლების ერთი …

მტრის 40-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი Бук М1-ით გავანადგურეთ – უკრაინის ცოცხალი გმირი

პოდპოლკოვნიკი ანდრეი კრუგლოვი საზენიტო რაკეტების კომპლექს Бук-М1-ის დივიზიას ხელმძღვანელობს. ამ რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ სამიზნე 15 – 20 კილომეტრ სიმაღლეზე და 30 კილომეტრის დაშორებით. ასეთი დანაყოფის მართვას საბრძოლო ხელოვნების დიდი გამოცდილება სჭირდება. ეს ძლიერი დივიზია მრავალი საბრძოლო მანქანისგან შედგება. როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური საინფორმაციო გამოცემა armyinform წერს, ამ დანაყოფის მიერ შესრულებული სამხედრო ოპერაციები თანამედროვე საჰაერო …

სასწავლებლად ამერიკასა და ნორვეგიაში – სოფელ ჩანდურადან დაწყებული რიმას გრძელი გზა

რიმა მარანგოზიანი 1+4 პროგრამით სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებაზე. ახლა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) აგრძელებს სწავლას მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის პროგრამაზე. 23 წლის რიმა თსუ-ში ქართულენოვან პროგრამაზე სწავლობდა. ქართულად სწავლობს GIPA-შიც. საუბრობს უშეცდომოდ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მისთვის მეორე ენაა და სოფელში, სადაც გაიზარდა და  ქართულ ენაზე მოსაუბრე არავინ იყო. რიმა …

10 წლის წინანდელი სახელმძღვანელოებით ვასწავლით – სომხური სკოლების მასწავლებლები

განათლების სპეციალისტი, მარიანა კარაპეტიანი ამბობს, რომ ბილინგვურ სწავლებაში ჩართული სომხური სკოლების მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან მას ხშირად შესჩივიან. მისი თქმით, მასწავლებლების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქართულიდან სომხურ ენაზე ნათარგმნ სახელმძღვანელოებში ბევრი ხარვეზია, კერძოდ, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და მათემატიკის სახელმძღვანელოებში. „ხშირად გამიგია მასწავლებლებისგან, რომ მათაც კი უჭირთ ხანდახან გაგება რა წერია სახელმძღვანელოში, რომ მერე ბავშვებს გადასცენ შინაარსი. ჩემი …

კოლეჯი „ახალი ტალღა” შშმ პირებს ტრანსპორტირებას და საცხოვრებელს სთავაზობს

კოლეჯი „ახალი ტალღა“, საქართველოს სხვა პროფესიული სასწავლებლების მსგავსად, სტუდენტების მიღებას აცხადებს, რეგისტრაცია 20 აგვისტომდე გრძელდება. „ახალი ტალღა“ შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) და სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) პირებს ადაპტირებულ გარემოს სთავაზობს და იწვევს სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებაზე დასარეგისტრირებლად. კოლეჯი ქობულეთისა და ხულოს ფილიალები შშმ და სსმ პირებს სთავაზობს სწავლების მიმდინარეობისას საერთო საცხოვრებელში განთავსებას, საჭიროების შემთხვევაში კი – ყოველდღიურ …

ექსპერტმა რომ ნახოს ეს წიგნები, გაოცდება, ბავშვებს არაფერს აძლევს – განათლების სპეციალისტი

25 წლის მარიანა კარაპეტიანი სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში ცხოვრობს. ქართული ენის სწავლა 18 წლიდან დაიწყო, უნივერსიტეტში ჩააბარა 1+4 პროგრამით და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნდა. მარიანა ახლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში  სკოლამდელი დაწესებულების კურიკულუმის დანერგვის კოორდინატორია განათლების სამინისტროდან. ინტეგრაციის პროცესი მარიანასთვის ძალიან რთული იყო. მისი თქმით, სკოლის პერიოდში ქართული ენა მან კარგად ვერ ისწავლა, …

ფსიქოლოგიურ ცენტრს ქუთაისში, სადაც შშმ ბავშვებს ეხმარებიან, მეზობლებმა კარი ჩაუკეტეს

ქუთაისში მდებარე ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის – „ღია სახლის“ ბენეფიციარები და თანამშრომლები დღეს შენობაში მეზობლებმა არ შეუშვეს. ცენტრი „ღია სახლი“ ფსიქოლოგიურ სერვისებს სთავაზობს შშმ ბავშვებს, ცერებრალური დამბლის, აუტისტური სპექტრის, განვითარების სხვადასხვა ტიპის შეფერხების მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაწეულ მომსახურებაში ბენეფიციარებს თანხის გადახდა არ უწევთ –  ცენტრს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და ქუთაისის მერია აფინანსებს. …

„ვქსოვთ და ვყიდით საყელოებს, მძივებსა და სამაჯურებს“ – ბავშვების მაღაზია ბათუმში

„ულამაზესი ნაქსოვი საყელო არ გნებავთ? თქვენს კაბას მოუხდებოდა ძალიან” – მეუბნება 10, 11 წლის გოგო ლერმონტოვის ქუჩაზე და ხის პატარა დახლისკენ მივყავარ. ახლომახლო სხვა ბავშვებიც დგანან და თვალით მზომავენ რისი მყიდველი ვარ, ძალას და ენერგიას არ იშურებენ ყველაფერი რომ მომაწონონ: აგერ მძივებიც, სამაჯურები, თმისსაბნევები, ყველაფერი გვაქვს!”. ერთი თვეა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ერთ კუთხეში, უცნაური „მაღაზია“ …

რა ღირს ზღვაზე გასეირნება – „რუსეთის მოქალაქეები ეკონომკლასის ტურისტები არიან“

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა, თუმცა ბათუმში ტურისტების რაოდენობა გაზაფხულზე გაიზარდა. ბათუმელები, რომლებიც ზაფხულობით დღიურად აქირავებენ ბინებს დამსვენებლებზე, ამბობენ, რომ ზღვასთან ახლომდებარე ბინებზე მოთხოვნა ბათუმში აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო. რაც შეეხება ზღვაზე დასვენებასა და გართობას, აქ საქმე სხვაგვარადაა. ბათუმის შპს „იახტკლუბის“ დამფუძნებელი დავით ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ  ის ტურისტები, რომლებიც ახლა არიან ბათუმში, გადახდისუნარიანობით …

რა ღირს ბათუმში დასვენება – სასტუმროს, ბინისა და ჰოსტელის ფასები

2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში გუშინ, 15 ივნისს, გაიხსნა. რა ღირს სასტუმროები, ჰოსტელები და კერძო ბინები ამ სეზონზე ბათუმში? ბათუმში ხუთ, ოთხ და სამვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრებს სხვადასხვა ფასად ნახავთ. ყველაზე ხშირად ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები ორადგილიან ნომრებს ირჩევენ, შესაბამისად, სწორედ ორადგილიანი, სტანდარტული ნომრების ფასები გადავამოწმეთ ბათუმის სასტუმროებში. ფასები მოცემულია 27-28 ივნისის [ერთი დღე-ღამე] მონაცემებით, …

უკრაინის გმირი, რომლის დედა სერჟანტია, მამა – პოდპოლკოვნიკი, ცოლი კი – ჯარისქალი

პოლკოვნიკი დენის ჩაუკი უკრაინის 40 წლის ეროვნული გმირია არტილერისტთა ბატალიონიდან. მან და მისმა თანამებრძოლებმა მძიმე ბრძოლები გამოიარა ლუგანსკის აეროპორტთან და დებალცევოში. დენის ჩაუკის მამაც ოფიცერი იყო, ვალენტინ ჩაუკი.  უკრაინის გმირს დენის ჩაუკს ოფიცერობის გარდა ცხოვრებაში არაფერი სურდა. მისი ოჯახის ყველა წევრი სამხედროა: თავად პოლკოვნიკია, მამამისი – პოდპოლკოვნიკი, უფროსი ძმა – მაიორი, დედა – სერჟანტი, ცოლი …

27 წლის ქართველი ექიმი უკრაინის ომში – „ერთმანეთის ასეთი მხარდაჭერა არსად მინახავს“

27 წლის ექიმი-თერაპევტი ქეთი ლეშკაშელი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, დაჭრილებსა და დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს. 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, იგი გერმანიაში, ბერლინში, იმყოფებოდა და სოციალური ქსელით შეიტყო ომის დაწყების შესახებ. ამ დროს ქეთი ბერლინის ინფექციურ კლინიკაში ინტერნი იყო და კოვიდპაციენტებთან მუშაობდა. მანამდე ქეთი ლეშკაშელმა სამკურნალო საქმის ფაკულტეტი დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტში. …

მეზღაპრე, რომელმაც მარიონეტების მოგზაური თეატრი შექმნა

არმენ ოგანესიანი 35 წლის მეთოჯინე და მეზღაპრეა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანიდან. საკუთარი კერძო სახლის ერთ ოთახში მარიონეტების თეატრი გამართა, სპექტაკლებსაც თავად დგამს და სხვადასხვა სოფელში დადის საკუთარი თეატრით. „სპექტაკლზე ხანდაზმულებიც მოდიან ხოლმე, მოჰყავთ ძალიან მოხუცებიც, პირველად ვართ თეატრში და შენ რომ არ ჩამოსულიყავი, ისე ჩაივლიდა ჩვენი ცხოვრება, მარიონეტების თეატრს თვალითაც ვერასდროს ვნახავდითო. ბავშვების თეატრად ჩავიფიქრე, …

გმირი „უკრაინის ფანტომების” მფრინავთა ბატალიონიდან

2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, 71 წლის ლუდმილა ლუტაშინამ შვილს, ანდრეის დაურეკა და უთხრა, რომ მზად იყო თავადაც აეღო იარაღი და ომში წასულიყო. ანდრეიმ დედა დაამშვიდა და უთხრა – უკრაინას საკმარისი სამხედრო ძალა ჰყავს მტრის წინააღმდეგ და არ არის საჭირო შენი ომში წასვლაო. ამბავს უკრაინის გარდაცვლილი ეროვნული …

დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღება სცადა

პირი, რომელიც დღეს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალში შეიჭრა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია. ოფიციალური ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო 179-ე ყაჩაღობის მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკავებულ პირს ბრალის დადასტურების შემთხვევაში ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შს. სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით დაკავებული 1989 წელს დაბადებული მამაკაცია. მას კიდევ ერთი – 236-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რომლის პირველი …

ბათუმში შეიარაღებული კაცი საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლების აყვანა სცადა. შემთხვევა დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა, „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში. თვითმხილველის მონათხრობის თანახმად, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა. მან სცადა მძევლის აყვანაც იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბანკის სხვა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. „წინააღმდეგობის შემდეგ თავდამსხმელმა პისტოლეტის მსგავსი იარაღიდან ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე …

„პატარა საშკო“ – უკრაინის 19 წლის გმირი, რომელიც რუსებმა ტყვეობაში მოკლეს

„პატარა საშკო – ასე ეძახდნენ სამხედრო სამსახურის დასაწყისიდანვე. მართლა პატარა იყო, ასაკითაც და სიმაღლითაც, მხოლოდ და მხოლოდ 19 წლის. ქვეითთა დანაყოფის ჯარისკაცებს ასაკით შვილად ერგებოდა და ყველა მამასავით ეპყრობოდა. ინტერესით სწავლობდა სამხედრო მეცნიერებებს და ყველაფერში გარკვევა სურდა. 19 წლის კაზაკმა მალე მოიპოვა პატივისცემა თანამებრძოლებს შორის, როგორც ზუსტი სროლის ოსტატმა“, – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო …

კახას ქართული ღვინის ბარი დიუსელდორფში

Rethelstraße 100 40237 Düsseldorf – ამ მისამართზე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ქართული ღვინის ბარი, „Kakhaber“ ბევრ სტუმარს მასპინძლობს. ბარის მეპატრონე 41 წლის კახაბერ გაბელაიაა. გერმანიაში 14 წლის წინ გადასახლდა და ღვინის ბარის იდეა პანდემიის დაწყებამდე გაუჩნდა. ამისთვის შესაფერისი ადგილი იქირავა, მზადება დაიწყო და პანდემიამაც იფეთქა. დაიკეტა ბარები და რესტორნები. კახას გეგმა შეიცვალა. რახან ბარები დაიკეტა მაღაზიის …

მინდა დავივიწყო რა ბავშვობაც მქონდა, უაზრო შრომაში ვიყავი ჩართული – 22 წლის სტუდენტი

არკადი 22 წლისაა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებაზე სწავლობს თბილისში, პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯში ელექტროსისტემების შეკეთებისა და დიაგნოსტიკის კურსებს გადის. პროფესიულ კოლეჯში ისწავლა საოფისე საქმეც. არკადი გორელოვკიდანაა. გორელოვკა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელია, სადაც ძირითადად დუხობორები ცხოვრობდნენ, მათთან ერთად ახლა აქ აჭარის მეწყერსაშიში სოფლებიდან წამოსული ხალხი სახლობს. ცხოვრობენ ეთნიკური სომხებიც. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში მცხოვრები ბევრი სხვა …

სტუდენტმა დიპლომი ფრონტის ხაზზე, სანგრიდან დაიცვა

ვინიცის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში დიპლომის დაცვის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე იყო, თუმცა სტუდენტმა ნაშრომი ფრონტიდან, სანგარში ყოფნისას წარმოადგინა. როგორც უკრაინული „24-ე კანალი“ წერს, მასწავლებლებს სტუდენტის ავტომატურად შეფასება სურდათ. სტუდენტი დიპლომის ონლაინდაცვისას აქტიური საომარი მოქმედებების ზონაში იყო. ფრონტის ხაზზე მყოფმა სტუდენტმა შეფასების ხუთბალიანი სისტემით 4 ქულა მიიღო. „სტუდენტი ონლაინრეჟიმში იცავდა დიპლომს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ …

სამხედრო მფრინავი ოლეგ გეგეჭკორი – უკრაინის ქართველი გმირი ომზე

ქართული წარმოშობის ყირიმელი სამხედრო მფრინავი, ოლეგ გეგეჭკორი 8 მარტს, კიევის დაცვის დროს დაიღუპა საბრძოლო ფრენისას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიკვდილის შემდეგ ოლეგ გეგეჭკორს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. 50 წლის ოლეგ გეგეჭკორი მე-11 ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაური და პოლკოვნიკი იყო. ის ხერსონის რეგიონში საავიაციო დანაყოფში მსახურობდა. კიევის ციდან მისი ვერტმფრენი რუსების მიერ გახსნილმა ცეცხლმა ჩამოაგდო. გეგეჭკორი 8 აპრილს კრემენჩუგში ​დაკრძალეს. …

სტუდენტი ნინოწმინდიდან, რომელიც ქართული ფილოლოგიის და ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობს

22 წლის გოგო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ქართულ ფილოლოგიას და ქიმიას სწავლობს ილიას უნივერსიტეტში. გვიყვება, რომ ქართულის კარგად შესასწავლად დრო და ბევრი შრომა დასჭირდა. შოღიკ მშეციანმა ქართული, როგორც უცხო ენა ისე ისწავლა: მის თემში არავინ ლაპარაკობდა ქართულად – ნინოწმინდაში, მის სოფელში, სათხეში, ქართულენოვანი მოსახლეობა არ ცხოვრობს: „ჩემთვისაც ისე რთული იყო ქართულის სწავლა! ვიცოდი მხოლოდ წერა-კითხვა და ვერ …

კაფე წითელ ავტობუსში, საიდანაც თვითმფრინავების მიმოფრენას აკვირდებიან – Bus Stop Batumi

ბათუმის ბულვარის თითქმის ბოლოს, თვითმფრინავების ასაფრენ ბილიკთან ახლოს, ორი წელია დგას ძველი, წითლად გადაღებილი ავტობუსი. შიგ პატარა კაფეა მოწყობილი და საღამოობით დიჯეი უკრავს. ხალხი აქ ძირითადად თვითმფრინავების ფრენას აკვირდება ახლოდან, თან მსუბუქ სასმელს და ხემსს უკვეთენ. ავტობუსმა ახლა გადაინაცვლა და დროებით სასტუმრო Hotel Palm Batumi-ს წინ დგას, დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ძველი ადგილიდან. „Bus Stop …

სად რა იგეგმება ბათუმში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ პარკსა და დელფინარიუმის მიმდებარედ, ასევე ბათუმის სპორტული ცენტრის, ყინულის მოედანსა და ბულვარში 12:00-დან 19:00 საათამდე შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. თავისუფალ დასწრებას სთავაზობს პატარებს ასევე ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრი, თუმცა ადგილები შეზღუდულია. ბავშვებისთვის პირველ ივნისს მოეწყობა: ინსტალაციებით მორთული პარკი, საბავშვო თამაშები, კოსტიუმირებული ანიმატორები, ბავშვთა …

„ჯილდო არ ამიღია, არ მცალია, ომში ვარ“ – უკრაინის გმირი, რომელიც კიევს იცავდა

განათლებით ისტორიკოსი ვასილ ბოეჩკო ახლა უკვე უკრაინის გმირია – არტილერისტი სამხედრო სამსახურში 2015 წელს გაიწვიეს. მაშინ ის 40 წლის იყო. რეზერვის უფროსი ლეიტენანტი პირველად გაგზავნეს ყოველთვიურ გადამზადების კურსზე სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში. ორ კვირაში, წვრთნის დამთავრების შემდეგ კი, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში წავიდა და ქვეითი რეაქტიული არტილერიის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური გახდა. უკრაინის ცოცხალი გმირის შესახებ ვრცელ …

„ლევილი სარეველას მიაქვს” – მამულის სარეაბილიტაციოდ 5 მილიონი ევროა გამოყოფილი

პარიზის ლევილის მამული, სადაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის წევრები ცხოვრობდნენ, საქართველოს ოფიციალურად 2016 წელს გადმოეცა. ლევილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზეა. მოქალაქე ანი კალმახელიძე სოციალურ ქსელში ფოტო-ვიდეომასალას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რა მდგომარეობაშია ლევილის მამული, რომლის რამდენიმეწლიანი რეაბილიტაციისთვისაც 2016 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით, 5 მილიონი …

20 წლის გოგომ ინსტაგრამზე 85 ათასი გრივნა შეაგროვა უკრაინის არმიისთვის

20 წლის ნატალია მარტინიუკმა საკუთარ ინსტაგრამზე დონაციით 85 ათასი გრივნა შეაგროვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ინსტაგრამზე მიმდევრები მას Martik-ის სახელით იცნობენ. Martik-ის თქმით, შემწირველები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვებს ეხმარებიან განვითარებასა და ყოველდღიური ამბებისგან გადართვაში. ინსტაგრამბლოგერ Martik-ის ძირითადი თემები განვითარება და ფსიქოლოგიაა. ნატალია ამბობს, რომ თავიდან მას გადაწყვეტილი ჰქონდა შემოსავლის 10% გაეგზავნა უკრაინის შეიარაღებული ძალების …

საქართველო შორდება ევროკავშირს და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება – Le Figaro

„საქართველო შორდება ევროკავშირს და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება“ – სტატიას ამ სათაურით გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Figaro აქვეყნებს. სტატიის ავტორი ჟურნალისტი იზაბელ ლაზერია. გამოცემის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაეგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და არ შეუერთდა სანქციებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „უსარგებლოდ“ მიიჩნევს. გამოცემა წერს, რომ რუსეთი დონბასში კი აწარმოებს ცხარე ბრძოლებს, თუმცა რუსეთის ომი ყოფილი …

ისრაელმა უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება აკრძალა

ისრაელი თავისი ტექნოლოგიებით წარმოებულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს უკრაინას აღარ მიაწვდის. ინფორმაციას УНИАН-ი ავრცელებს ვირჯინიის შტატის, ამერიკულ გამოცემა Axios-ზე დაყრდნობით. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ამირ ეშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ამ ნაბიჯს არ გადადგამს და უკრაინას მიაწვდის მხოლოდ არალეტალურ სამხედრო ტექნიკას. აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ უარყო აშშ-ის თხოვნა, რომ უკრაინას მიეღო გერმანიაში …

ეს ქვეყანა უმცირესობასაც ისევე უყვარს, როგორც უმრავლესობას – 24 წლის სტუდენტი

24 წლის გოჰარ აღჯოიანი ნინოწმინდის სომხურენოვანი სოფლიდან, დიდი არაქალიდანაა. 1+4 პროგრამით თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ძალიან კარგად საუბრობს ქართულად. მის სოფელში მოსახლეობის უმეტესობა სახელმწიფო ენაზე ვერ საუბრობს – ჯავახეთის სომხურენოვანი სოფლების მცხოვრებლებს ნაკლებად უწევთ ქართულენოვან მოსახლეობასთან ურთიერთობა. სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამები კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მხოლოდ ნაწილობრივ ცვლის მდგომარეობას. „ენის ბარიერი ჩემს და არამარტო …

ზღვის კაცი ვარ, სახლიც ზღვის ქვებით და გამორიყული ხით ავაშენე

თეთრი ქვის ჭერი, ზღვის ნიჟარების ფარდები, ზღვისგან გაპრიალებული ხის ტოტების ძელსკამი და  ჭიშკარი ადამიანების გამოსახულებით – ფოთში ასეთი საინტერესო სახლი დგას, სადაც ყველაფერი ერთი კაცის, აფხაზეთიდან დევნილი ბორის პაპასქუას ხელითაა ნაკეთები. „ყოველ დილით ველოსიპედით გავდივარ სახლიდან და საბარგულში ათას რამეს ვყრი, ლამაზ ქვებს, ხის ფესვებს, უცნაური ფორმის ტოტებს, ქვებს. ბავშვობიდან მოყოლებული სულ ზღვაზე ვიყავი, ზღვის …

ჯართს ვაგროვებ ჩემი ოჯახისთვის – 9 წლის გაბო

გაბო 9 წლის ბიჭია. მესამეკლასელი. გაკვეთილები რომ უმთავრდება სახლში ბრუნდება. ჭამს, რაც სახლში დახვდება და ჯართის შესაგროვებლად მიდის. ეს დღეები ბათუმში წვიმს და გაბოც სახლშია, წვიმიანი დღეები რომ ჩაივლის, გაბო გარეთ გავა და ნაგვის ურნებში ჯართის ძებნას დაიწყებს. ჯართი გაიაფდა. აღარც სპილენძს იბარებენ გამოუწვავად. თუ სპილენძს გადააწყდება სადმე, გაბო ჯერ გამოწვავს და ისე აბარებს. ასე …

Exit mobile version