„ოცნებამ“ შექმნა დაძაბულობა იმ დროს, როცა ქვეყანა ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს – ბერძენიშვილი

ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს და უცხო ქვეყნის გავლენის მქონე აგენტების იარლიყს ამკვიდრებს. 2023 წლის მარტში მოქალაქეების პროტესტმა იგივე კანონი უკან გააწვევინა ხელისუფლებას. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია. რა ჩანაფიქრი …

„ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს. არჩევანი არ გვაქვს“ – ნანა მალაშხია

გასული წლის მარტში ხალხის პროტესტის შედეგად ხელისუფლებამ უკან დაიხია და გაიწვია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დაერეგისტრირებინათ. კანონპროექტის მიზანი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინება, დასუსტება და სამოქალაქო საზოგადოებისგან მარგინალიზაცია იყო. ერთი წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ უკან აბრუნებს იმავე კანონპროექტს – ამჯერად რუსულ კანონს ჰქვია „კანონი …

„მე ვარ საქართველო” – როგორ შეიქმნა ნაკრების ახალი ჰიმნი

საქართველოს ნაკრების ახალი ჰიმნი 26 მარტს, ისტორიული მატჩის დღესაც ისმოდა სტადიონზე და ნაკრების თამაშის ამსახველ ვიდეოფრაგმენტებსაც სხვადასხვა პლატფორმაზე სწორედ ამ ჰიმნით შეხვდებით. მერაბ სეფაშვილის „გაიღიმეს“ თუ ქომაგები ხმამაღლა მღეროდნენ, „მე ვარ საქართველო“ ნაკრების უმნიშვნელოვანეს მატჩზე ძარღვებში სისხლის დინებასავით იყო – ვერ გრძნობდი როგორ მოძრაობდა, მაგრამ მისი მოტივი ძალას მატებდა და აცოცხლებდა ყველაფერს. თავისთვის გუგუნებდა, ყურს …

მუსიკოსები მარნეულიდან, რომლებმაც აზერბაიჯანულ-ქართული სიმღერა ნაკრების გამარჯვებას მიუძღვნეს

26 მარტის შემდეგ, როცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფლეი-ოფში საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა, ვირუსულად გავრცელდა ვიდეო მარნეულიდან, სადაც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მღერიან აფიგ ნოვრუზოვი და საჰილ დენიზი – გამარჯვების აღსანიშნად. ვიდეო ქართულ სოციალურ ქსელებში 27 მარტს გამოჩნდა და უამრავმა მომხმარებელმა გააზიარა. @sahildeniz_official Tezliklə🧨 @Nato_Negd_Pul #georgia #gürcistan #tiktok #keşfet #sahildeniz_official #yeni #new #nev …

7 წლის ბარბარეს დიაგნოზი ვერ დაუსვეს – უცხოეთში შვილის წასაყვანად მშობელი დახმარებას ითხოვს

7 წლის ბარბარე აბაშიძეს აუტისტური სპექტრის აშლილობა 2 წლის ასაკში დაუდგინდა და უტარდებოდა თერაპია. ბარბარეს ბოლო სამი წელია დაეწყო დაუზუსტებელი წარმომავლობის ართრიტი. თავიდან უბრალოდ ფეხს იტკიებდა, მერე კი ნელ-ნელა საერთოდ შეწყვიტა სიარული. სისტემურად დაზიანდა შემაერთებელი ქსოვილები. ყველაფერს თან დაერთო D ვიტამინის მწვავე დეფიციტი, რკინადეფიციტური ანემია და ასევე დაუზუსტებელი წარმომავლობის ეპილეფსია. ბარბარეს მეტყველებით კომუნიკაციის დამყარება არ …

„ქართველი პოეტი ქალების ბუმი ესპანეთში“ – ინტერვიუ მთარგმნელ ლანა კალანდიასთან

„ქართველ ავტორებს მხილება დროშასავით უჭირავთ ხელში და მკითხველს სთავაზობენ პოეტურ თამაშს, რომელიც სამყაროს რღვევას ხისტად, შიშით და სოციალური ლირიზმით შესცქერის“. „მათ შესწევთ უნარი წარმოაჩინონ ქვეყნის განცდები, რომელიც ისტორიულად მუდმივ რყევებსა და ცვლილებებს განიცდის“. „თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია წარმოგვიდგენს ქალი ავტორების პოეტურ ძალას, რომელიც ერთი მხრივ, გამოიხატა სოციალური თემებისა და თანამედროვეობის ასახვით, მეორე მხრივ კი – …

თითქოს ვიღაცამ მოსწავლეობა წამართვა – 16 წლის ლიზა უკრაინიდან საქართველოში

„მეთერთმეტე კლასში ვარ. მეშვიდეში ვიყავი, როცა ბოლო გაკვეთილი ჩამიტარდა სკოლაში. მას მერე ჩემს კლასელებს, მასწავლებლებს მხოლოდ ეკრანზე ვხედავ, ონლაინგაკვეთილებზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოზარდობის საუკეთესო წლები წამართვა ვიღაცამ. 2 წელი კოვიდის გამო ვიყავით სახლში ჩაკეტილები. მერე ომი დაიწყო და არავინ იცის, როდის დასრულდება“- ეს 16 წლის ლიზა იუხიმიკის მონათხრობია, რომელმაც დედასთან ერთად დატოვა უკრაინა ომის …

პარიზის ორ კონსერვატორიაში ერთდროულად ჩავირიცხე – 19 წლის ქართველი ბარიტონი

„უბრალოდ მომისმინეთ“ – ვისაც კი გავიცნობდი პარიზში, თუ მუსიკა ესმოდა, ყველას ამას ვთხოვდი. ვცდილობდი მომეძებნა ადამიანები, რომლებიც მოისმენდნენ ჩემს ნამღერს და რამეს მირჩევდნენ. მინდოდა დროზე დავრწმუნებულიყავი საკუთარ შესაძლებლობებში და მუსიკისთვის მიმეძღვნა თავი, ან რამე სხვა საქმეს შევდგომოდი. 2022 წელს წამოვედით საფრანგეთში. 16 წლის ვიყავი. სცენის მტვერი უკვე ვიცოდი რაც იყო და სიმღერისკენ მიმიწევდა სულ გული“ …

ვინ იყო ქართული ლეგიონის მებრძოლი ნოდარ ნასიროვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს დაკრძალეს

9 მარტს უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლი ნოდარ ნასიროვი დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. 27 წლის ქართველი იეზიდი, ნოდარ ნასიროვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დარჩა მამა, ძმა, მეუღლე და რამდენიმე თვის შვილი. ქართული ლეგიონის დაღუპული მებრძოლის მამა და ძმა თბილისში ცხოვრობენ. ნოდარის მეუღლე უკრაინელია, მისი სურვილით ნოდარი კიევის ოლქში, კერძოდ ზელენი ბორში დაკრძალეს გუშინ, 12 მარტს, სოფელ …

ნინო და მისი ხელნაკეთი გმირები – მინდა, ოდესმე თოჯინების მუზეუმი გავაკეთო

დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე საქორწინო გვირგვინებს ამზადებს დედოფლებისთვის მაღაზიაში, სამსახურის დასრულების შემდეგ კი შინ ბრუნდება, მიუჯდება ქსოვილების, ძაფების გროვას და თოჯინას კერავს – ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირს, სხვადასხვა ხასიათის, გარეგნობის, სხვადასხვანაირ პერსონაჟებს. „ვერ ვისვენებ, როცა შინ დაუმთავრებელი თოჯინა მელოდება. ერთი სული მაქვს მივიდე სახლამდე და მისი ხასიათი გამოვძერწო. ჩემი მიზანი არ არის ლამაზი თოჯინების კეთება. …

ვსწავლობ და თან ვმუშაობ – ბათუმში მცხოვრები მეათეკლასელი უკრაინიდან

„უკრაინაშიც ხშირად ვმუშაობდი მოხალისედ. ბევრ ადამიანს ვეხმარებოდი, განსაკუთრებით ზაფხულობით, არდადეგებზე, როცა ბევრი დრო მქონდა. ახლა რთული პერიოდი გვიდგას და მინდა ჩემს ოჯახს ტვირთი შევუმსუბუქო, ამიტომ გადავწყვიტე მემუშავა. ბევრი მოსწავლე არ მყავს, მაგრამ ჩემი ფული მაქვს. როცა მუშაობ პასუხისმგებლობის გრძნობა გამოგიმუშავდება და დამოუკიდებლად ცხოვრებაზე იწყებ ფიქრს. ეს ნაბიჯი ადრე თუ გვიან ყველას გადასადგმელი გვაქვს, როცა ჩავაბარებთ …

ქართველთა შესვლა იერუსალიმში – რა წერია საქართველოზე XVII საუკუნის ფრანგულ რუკებში

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი ევროპულ კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას სწავლის და იძიებს საქართველოსა და კავკასიისთვის მნიშვნელოვან კარტოგრაფიულ ნიმუშებს. ერთ-ერთი ასეთი რესურსი მე-17 საუკუნის ცნობილი ფრანგი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ნიკოლა დე ფერის მიერ 1696 წელს გამოცემული, დიდი ფორმატის კედლის რუკაა, აზიის გამოსახულებით. რუკაზე ქართველთა ყოფის ამსახველი რამდენიმე გრავიურაა დატანილი. როგორც ქართველი მკვლევრები წერენ, 4 ფურცელზე დაბეჭდილი უჩვეულოდ …

ნერგეეთში მეწყერს გადარჩენილი ოჯახებისთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ

7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად 13 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ოჯახები გეოლოგიურ დასკვნებს ელოდებიან და ამჯერად მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულ სახლებში ცხოვრობენ. ნერგეეთის მცხოვრებლები სახლების მდგომარეობის შეფასებას ელოდებიან გეოლოგებისგან, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს კომპენსაციის ოდენობა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, უცნობია. ბაღდათში მცხოვრებლებმა მეწყრით დაზარალებულ ოჯახებთან შეთანხმებით სოლიდარობის კამპანია დაიწყეს. კამპანიის ინიციატორი და აქტივისტი, ლილი …

ფრანგული ენციკლოპედია ვერა ფაღავას მხატვრობაზე – ,,მისი ლურჯი ლავანდისფერია, ვარდისფერი კი მქრქალი”

27 თებერვალს ქართველი მხატვარი, ვერა ფაღავა დაიბადა. აჭარის ხელოვნების მუზეუმში დაცულია 1962 წელს შექმნილი მისი „პეიზაჟი“. ვერა ფაღავა 1907 წელს დაიბადა თბილისში. ვერას მამა, იური ფაღავა, იურისტი იყო, დედა ალექსანდრა ფაღავა კი თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორი. ვერა მშობლებმა 1922 წელს გერმანიაში წაიყვანეს დროებით. იური ფაღავა სამკურნალოდ წავიდა ევროპაში, თუმცა ოჯახი ვეღარ დაბრუნდა გასაბჭოებულ საქართველოში. გერმანიიდან …

როგორი იყო ნურის ტბა და პარკი სხვადასხვა დროს

ბათუმის ცენტრალური პარკის მთავარი მშვენება, ნურის ტბა, თავიდან კოღოების ბუდე და მალარიის გავრცელების წყარო იყო ქალაქისთვის. ტბის ირგვლივ პარკის მოწყობა 1881 წელს დაიწყო. პარკს თავიდან რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად „ალექსანდრეს ბაღი“ ერქვა, მერე სახელი ბევრჯერ შეუცვალეს. 1932 წელს კულტურისა და დასვენების პარკად გადააკეთეს, 1933 წელს – ბავშვთა პარკად, მერე – პიონერთა პარკად. 2006 წლიდან კი 6 …

ჯანდაცვის სისტემა ხალხის ძირითადი ნაწილისთვის ბუნდოვანია – ფრანგული კვლევა

„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხსა და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, …

შვილები როცა გაიზარდნენ, დიდი თავისუფლება ვიგრძენი – 44 წლიდან დაწყებული ახალი საქმე

ცოტა ხნის წინ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია, სილამაზის სალონი დახურა. წლობით მუშაობდა იტალიური ბრენდების თავის მოვლის საშუალებების ტრენერად, ბიზნესი მთლიანად მისი იყო და საქმეც მოსწონდა, მაგრამ მიხვდა, რომ ,,გადაიწვა“ და საჭირო იყო სიახლეები, რაღაც სხვა უნდა გაეკეთებინა, რაშიც მთლიანად გადაეშვებოდა და მთელ დროს ისე დაუთმობდა საქმეს, რომ არ დაიღლებოდა: „ასე დავხურე ჩემი ძველი ბიზნესის ყველა …

საფრანგეთში 2 შშმ შვილთან ერთად – რას ჰყვება ემიგრანტი ქალი ქართულ ჯანდაცვაზე

მაია ფუტკარაძე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ემიგრაციაში 2021 წელს წავიდა. მისი ორივე შვილი შშმ პირია, თუმცა არცერთს არ ჰქონია თანდაყოლილი შეზღუდვა. ქალი ამბობს, რომ ორივეს ექიმების შეცდომების შემდეგ გაუჩნდა პრობლემები. მაიას უფროსი შვილი, ზაზა 10 წლის ასაკში ავარიაში მოჰყვა, ერთი თვე იყო შეერთებული ჟანგბადზე, გადარჩა, თუმცა ჟანგბადის ჭარბმა დოზამ ყელი დაუწვა და ქსოვილები უკიდურესად …

ფრანგი ექიმების კვლევა ქართულ ჯანდაცვაზე – ნაწილი V

„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხსა და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, …

სოფელ ზედა ცივაძეებში მეწყერმა სახლი წაიღო – სტიქია აჭარაში

სახლი, რომელსაც მთავარ ფოტოზე ხედავთ, დღეს, 6 თებერვალს, რამდენიმე საათის წინ, მეწყერმა წაიღო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ცივაძეებში. მოსახლეობის ცნობით, სახლში არავინ იყო. ინფორმაცია სოფლის ერთ- ერთმა მცხოვრებმა მოგვაწოდა სტიქიის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალასთან ერთად. ამ დროისთვის სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ქარცივაძეების სახლი წაიღო მეწყერმა და ახლა ჩემს სახლსაა მომდგარი. ჩემი ოჯახით ახლა მეზობელთან გვძინავს, მაგრამ უსაფრთხო …

ქართველმა მინისტრმა ფრანგ ექიმებს უთხრა, რომ პრემიერმაც უცხოეთში ურჩია მკურნალობა – კვლევა საქართველოზე

„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, …

წამლებს ჭარბად ნიშნავენ, კოლეგებთან განზრახ ამისამართებენ – ფრანგი ექიმები ქართულ ჯანდაცვაზე

„ჯანმრთელობის უფლებრივი  მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, …

ექიმებმა ჩემს ინსულინზე მითხრეს, რომ საფრანგეთში წლებია ამოიღეს ხმარებიდან – მიგრანტი პაციენტი

ფრანგული ორგანიზაცია Habitat-Cité-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა საქართველოში არაეფექტურია და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ამასვე ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის შეფასებაც, რომელშიც წერია, რომ „მიუხედავად 2013 წელს განხორციელებული რეფორმებისა, სახელმწიფო ცოტას ხარჯავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაფინანსებლად, სამედიცინო მომსახურება კი ხარვეზებით ხასიათდება“. საფრანგეთი ევროპის ის ქვეყანაა, სადაც ძირითადად მძიმე დაავადებების მქონე …

ჯანდაცვის ქართულ სისტემას ქვეყნის მდიდრებისთვის მოაქვს სარგებელი – ფრანგი ექიმების კვლევა

„ჯანმრთელობის უფლებრივი  მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“ ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, სადაც …

ძვირი და შეუსაბამოდ დანიშნული წამლები – ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვა შეისწავლეს

ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აღწერს. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. კვლევის თანახმად, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს ყველა მოქალაქე, ვინც კვლევისას გამოიკითხა. ჯანდაცვის სისტემის მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზია აქვთ მოქალაქეებს ინდივიდუალური …

წამალში, საკვებში, ტანსაცმელში 1 ევროც არ გვეხარჯება – რას ჰყვება საფრანგეთში წასული ქალი

„ჩვენ ვერასდროს დავბრუნდებით, მედიკამენტი, რითაც ჩემმა ქმარმა მთელი ცხოვრება უნდა იმკურნალოს ძვირია და საქართველოში არ აქვთ. უკუჩვენებებსაც, რასაც ეს წამალი იწვევს, მართვა სჭირდება ერთმანეთთან დაკავშირებული ექიმების გუნდისგან. ჩემი ქმრისთვის და მის მსგავსად მძიმედ დაავადებული პაციენტებისთვის საქართველოში დაბრუნება სიკვდილს უდრის“, – ამბობს სალომე ლომსიანიძე. სალომე მეუღლესთან, ნიკასთან ერთად ქალაქ ბორდოში ცხოვრობს. ნიკა საფრანგეთში სამკურნალოდ 2021 წელს …

რატომ წავიდა ქალი ემიგრაციაში 4 შვილთან და ქმართან ერთად – რას ჰყვება დედა ექიმების შეცდომაზე

სოფია წიწაკიშვილი ემიგრაციაში 4 შვილთან და ქმართან ერთად წავიდა 5 წლის წინ. მის ერთ-ერთ შვილს, ბარბარეს სპინა ბიფიდას დიაგნოზი დაუდგინდა და თვე-ნახევრის იყო, როცა ბავშვს საქართველოში ოპერაცია გაუკეთეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოპერაცია არასწორად ჩატარდა. ცნობილმა თურქმა ნეიროქირურგმა ბიულენთ ბოზიგიტმა დაადასტურა, რომ ბავშვის მდგომარეობა ექიმებმა არასწორი ოპერაციის შესახებ დამალეს. ბარბარეს მოგვიანებით თურქეთში ხერხემლიდან თიაქარის ამოღება დასჭირდა, …

ფრანგმა ექიმმა მითხრა, 1 კვირა რომ დაგეგვიანებინათ თქვენი მეუღლე ვერ გადარჩებოდა – ემიგრანტი

მზისა აბესლამიძე საქართველოდან 2016 წელს წავიდა საფრანგეთში, შვილთან და მეუღლესთან ერთად. მზისას მეუღლე შშმ პირია. 2016 წელს ავარიაში მოჰყვა და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, ეტლით სარგებლობს. მზისამ ემიგრაციაში წასვლა ოჯახთან ერთად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში უშედეგო მკურნალობის შემდეგ მის მეუღლეს ორგანიზმის მოწამვლა დაეწყო. „ნაწოლები ჰქონდა. მკურნალობად მიიჩნეოდა მხოლოდ მინიოპერაციები. მივიყვანდი პროცედურაზე, აჭრიდა და აჭრიდა ხორცს …

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში“ – 84 წლის ქალი

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში, ალბათ ყველას შევიფარებდი სანამდეც გავწვდებოდი. მიუსაფარ ძაღლებსაც მივიყვანდი სახლში. გული მიკვდება უსახლკარო ადამიანებს და მიუსაფარ ძაღლებს რომ ვუყურებ. ყოველდღე ვყიდულობ პურს და ქობულეთში რვა ძაღლს ვაპურებ, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილებს. უნდა ნახოთ, როგორ შემომცქერის 16 თვალი, როგორ მელოდებიან რომ ვაჭამო, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილი ჩემი ძაღლები“, – ამბობს 84 …

საფრანგეთში მიგრანტებისთვის უფასო მკურნალობა ჯერ არ შეიზღუდება – ახალი კანონი

19 დეკემბერს, გვიან საღამოს, ეროვნულმა ასამბლეამ საფრანგეთში მიიღო საიმიგრაციო კანონპროექტი, რომელსაც 349 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 186-ის წინააღმდეგ. კანონპროექტი ასამბლეამ დაძაბული დებატების და განხილვების შემდეგ მიიღო, აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება იყო თავად მემარჯვენეებს შორისაც. საფრანგეთს ყოველწლიურად უამრავი ქართველი ემიგრანტი მიმართავს თავშესაფრის მოთხოვნით, მათ შორის უმრავლესობას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა აქვს, რასაც საქართველოში ვერ მკურნალობენ ან პაციენტებს სიძვირის …

რას ჰყვება რამაზი, რომელმაც $10 000 გადაიხადა და აშშ-ის საზღვრიდან უკან მოაბრუნეს

არალეგალური მიგრაცია დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული. კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოდან შრომით ემიგრაციაში ძირითადად ქალები მიდიან, რაც მკვლევრებს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნან, რომ საქართველოში აშკარად იკვეთება მიგრაციის ფემინიზაციის ნიშნები. საქართველოს რამდენი მოქალაქეა არალეგალურ შრომით ემიგრაციაში უცხოეთში, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ გვაქვს, რადგან შრომით მიგრაცია არარეგულარული ხასიათისაა და ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრა რთულია. ლოგიკურად, რახან საქართველოდან მიგრანტთა უმეტესობა ქალია, …

სტრასბურგში ქართველი უსახლკაროები შენობაში თვითნებურად შესახლდნენ – მედია

სტრასბურგის სოციალური სამსახურის კუთვნილი შენობიდან უკანონოდ შესახლებული უსახლკაროები უნდა გამოასახლონ – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. მედიის ცნობით, უსახლკაროებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. შენობა სტრასბურგში, სარლას ქუჩაზე, ნეუჰოფის უბანში მდებარეობს. „მე არ ვიცი, რას ვიზამთ და სად დავიძინებთ“, – ამბობს მედიასთან ლალი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ოჯახის რამდენიმე წევრიც ახლავს თან. ლალის და მისი ოჯახის წევრების …

ბათუმში პატარა ხერსონელმა ბიჭმა პუტინისთვის სასაფლაო ქვიშაში მოაწყო – უკრაინელი ფსიქოლოგი

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ბათუმსა და თბილისში უკრაინის რამდენიმე ათასი მოქალაქე ჩამოვიდა ხერსონიდან, ზაპოროჟიედან, მარიუპოლიდან და აღმოსავლეთ უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება. ომს გამოქცეული უკრაინელი ლტოლვილების პირველი ტალღის შემოსვლისთანავე საქართველოში გაჩნდა ომით დაზარალებული მოქალაქეების მხარდამჭერი და დასახმარებელი მექანიზმები. უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად სახელმწიფომ სხვადასხვა ტიპის მომსახურება დანერგა, მოხალისეობრივად მოქმედებდა …

რას წერს ინგლისელი მოგზაური XIX საუკუნის ბათუმსა და თბილისზე

„ვაგონები ამერიკული ყაიდისაა. ყოველი სადგურის დატოვების შემდეგ კბილებამდე თავით-ფეხებამდის შეიარაღებული დაცვის თანამშრომლები ჩამოივლიდნენ შესამოწმებლად. ისინი ვაგონის კლასებს არად დაგიდევდნენ და ყველა მგზავრს ერთნაირად ეპყრობოდნენ განურჩევლად რანგისა და სტატუსისა. აღნიშნული სარკინიგზო გზა მხოლოდ ერთი ლიანდაგისგან შედგება და იგი საოცრად ლამაზ პეიზაჟებს მიუყვება. სადგურების უმეტესობა ქვის ნაკეთობისაა და ყველგან დაგხვდებათ თითო მოკრძალებული სასადილო, სადაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად …

5 წელი ვმუშაობდი ერაყში, ქმარი იქ დამეღუპა – ემიგრანტი ქალი ჩოხატაურიდან

„შემოსავალი არ აქვს ქალს საქართველოში. აქ რომ ოდნავი გასაქანი ყოფილიყო, არ წავიდოდა ამდენი ქალი უცხოეთში. ახლა მე საქმე მომეცა და ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, თორემ დავბრუნდებოდი სხვებივით ემიგრაციაში“ – ამბობს ნონა ბერიძე, 53 წლის ემიგრანტი, რომელმაც ერაყში 5 წელი გაატარა, მერე კი სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურაში დაბრუნდა. „ემიგრაციის შემდეგ ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება საქართველოში. ავიღე …

საბერძნეთიდან როცა ჩამოვედი, იმ ღამეს ჩემს შვილებს თვალი არ დაუხუჭავთ – ემიგრანტი ქალი | ვიდეო

„რომ ჩამოვედი, შვილებს დავურეკე და ვუთხარი, თეატრთან მიდით, ერთი ქალი გელოდებათ-მეთქი, არ იცოდნენ, რომ ჩამოვდიოდი. იმ ღამეს ბავშვებს თვალი არ დაუხუჭავთ. გათენებამდე ასე ვიყავით, ერთი მარჯვნივ იჯდა, მეორე – მარცხნივ, ხელებს არ მიშვებდნენ. ანდრეას ვკითხე, დედა, რატომ არ იძინებ-მეთქი, მეშინია თვალების დახუჭვის, რომ გავახელ და არ დამხვდეო? მივხვდი, რომ შვილების ეს განცდები არაფრად ღირს. ამიტომ …

Exit mobile version