ნეტგაზეთი • RU

რა სჭირდებათ ბათუმში უკრაინელ ბავშვებს სასკოლოდ – ნივთების ჩამონათვალი

ბათუმის მე-20 სკოლაში 15 სექტემბრიდან სხვადასხვა ასაკის 900 უკრაინელი ბავშვი ისწავლის. ცხრაასივე მათგანი ბათუმის უკრაინელთა დიასპორის ცენტრშიცაა დარეგისტრირებული. დიასპორის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია მიროშნიჩენკოს თქმით, ამ ბავშვების უმრავლესობისთვის მშობლები ვერ ყიდულობენ საშემოდგომო  ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სასკოლო-საკანცელარიო ნივთებს.

დღეს, 12 სექტემბერს, „მეგობრობის სახლთან“, სადაც ბათუმის უკრაინული დიასპორაა განთავსებული, იმ უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი შეიკრიბა, რომლებსაც სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ.

დიასპორის ხელმძღვანელი, ნატალია მიროშნიჩენკო დეტალურად აღწერს მათ საჭიროებებს: ვის რამდენი შვილი ჰყავს და ვის რა სჭირდება, მერე კი ცდილობს იპოვოს ადამიანები, რომლებიც მათ დაეხმარებიან შვილების სკოლაში ტარება რომ შეძლონ.

„სკოლის ასაკის 900 უკრაინელი ბავშვი გვყავს ბათუმში, სკოლამდელი ასაკისა კი 400 ბავშვზე მეტია. ეს მხოლოდ ის ბავშვებია, ვინც დიასპორაში გვყავს რეგისტრირებული. მათი რაოდენობა სინამდვილეში გაცილებით მეტია.

ყველა სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვს სჭირდება რაღაც. ყველას სჭირდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სასკოლო ნივთები.

მხოლოდ პირველკლასელი 150 უკრაინელი ბავშვია. თან სახელმწიფომ გააკეთა ისე, რომ ყოველთვიურ 300 ლარიან დახმარებას ურიცხავენ მხოლოდ იმ უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში ცხოვრობდნენ, დანარჩენებს კი, რომლებიც ნაცნობებმა შეიფარეს, დროებით შეიფარეს და ვინც ძლივს, ბოლო კაპიკებით ქირაობდა ბინებს, მათ არაფერი ერგოთ. ეს არის ხალხი ვინც ქირას ვეღარ იხდის, ვერ საქმდება (იშვიათი გამონაკლისების გარდა) და ვინც შეფარებული ჰყავდათ ნაცნობებს. მათ უკვე ყოველდღე სთხოვენ საცხოვრებლის დატოვებას.

მართალია, ასეთი ოჯახებისთვის დიდი შეღავათია სახელმწიფო რომ მათ შვილებს სკოლაში უკრაინულ სექტორზე სწავლის შესაძლებლობას აძლევს და გულწრფელი მადლობა ამისთვის ბათუმის მერიას, მაგრამ გაგვიგეთ, მიიღეთ ეს როგორც თხოვნა და არა პრეტენზია: ძალიან ბევრი უბრალოდ ვერ წაიყვანს შვილს სკოლაში იმიტომ, რომ არ აქვს შარვალი ბავშვს, ჩანთა ან ფეხსაცმელი. მოგვეშველეთ, მე მარტო ვეღარ ვუმკლავდები ამ ბავშვების საჭიროებებს“, – გვეუბნება ბათუმის უკრაინის დიასპორის ხელმძღვანელი.

„ბათუმელებმა“ ბათუმის უკრაინის დიასპორის ოფისთან დღეს, 12 სექტემბერს, შეკრებილი ყველა ოჯახი ჩაწერა, ვისაც სასკოლო ასაკის ბავშვი ჰყავს. მშობლები დაგვთანხმდნენ გამოგვექვეყნებინა მცირე ინფორმაცია მათ შესახებ: რა ასაკის შვილები ჰყავთ, კონკრეტულად რა სჭირდებათ და სად შეუძლიათ მოქალაქეებს მათთან დაკავშირება დახმარების სურვილის შემთხვევაში:

  • ოქსანა

„ხერსონიდან ვარ. 6 წლის გოგო  მყავს, წელს პირველ კლასში მიდის. სჭირდება 30 ზომა ფეხსაცმელი, სასკოლო პერანგები, სარაფანი, კაბები, პიჯაკი… რამე თბილი მოსაცმელი, 6-7 წლის ბავშვს რომ მოერგოს, შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმელი არ გვაქვს, არ გვაქვს არც ზურგჩანთა“.

Tel.: 591 75 55 40

  • მარგარიტა

„2 შვილი მყავს, 16 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი. მთავარი, რაც გვჭირდება ეს არის საშემოდგომო და ზამთრის ფეხსაცმელი, 34 და 37 ზომა.

არ გვაქვს არც სასკოლო – საკანცელარიო ნივთები: რვეულები, პასტები, ფანქრები. სახატავი რვეულები და ა.შ.“

Tel.: 555 32 04 72

  • ვიქტორია

„ჩემი 2 გოგო მიდის 15 სექტემბერს სკოლაში, 8 და 10 წლის, საკანცელარიო ნივთები გვჭირდება, რვეულები, პასტები, ფანქრები, სახაზავები. სასკოლო ჩანთები.

გვჭირდება ფეხსაცმელებიც. სკოლაში წიგნებს არ აძლევენ ბავშვებს, უნდა ამოვბეჭდოთ, უფროსს 10 წიგნის ამობეჭდვა სჭირდება, უმცროსს ხუთის. სამი წიგნის ამოსაბეჭდად დაახლოებით 40 ლარი გვჭირდება, წიგნი კი ბევრია… არ ვიცი ამ ფულს საიდან მოვიტანთ. სასკოლო ჩანთებიც არ გვაქვს“.

Tel.: 571 77 61 85

  • ვალერია

„2 შვილი მყავს, 14 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი. ორივეს სჭირდება ფეხსაცმელი და თბილი სამოსი, სპორტული ფორმა, ზედაწელი, ფეხსაცმელები, 14 წლის გოგოს ფეხის ზომაა 40, 7 წლის ბიჭს 35, 36 ზომა ფეხსაცმელი სჭირდება.

ძალიან გვჭირდება ტანსაცმელი. მხოლოდ ზაფხულის თხელი სამოსის ამარა ვართ.

არც სახლში გვაქვს საყოფაცხოვრებო ნივთები: ტაფა, ქვაბი, თეფშები… მივიღებთ ნებისმიერ დახმარებას: სასკოლო – საკანცელარიო ნივთებს ბავშვებისთვის, ყველანაირს“.

Tel.: 555 37 52 38

  •  ოლენა

„ბავშვების ბებია ვარ. ბავშვების დედა ომშია და უკრაინაში დარჩა.

ჩემი შვილიშვილი, მეხუთე კლასელი ბიჭია, სასკოლო-საკანცელარიო ნივთები გვჭირდება: რვეულები, ბლოკნოტები, პასტები, ფანქრები, სახატავი რვეულები, პენალი, საშლელი, სათლელი…

საშემოდგომო ფეხსაცმელი, 36, 37 ზომა და შემოდგომის, ზამთრის ტანსაცმელი. ქურთუკი, სასკოლო პერანგები, შარვალი.

ერთ ოთახში ვცხოვრობთ, არ გვაქვს მაგიდა, რომ ბავშვმა დავალებები დაწეროს, არც სკამი, სასტუმროს ვყავართ შეფარებული, სადაც ერთადერთი საწოლი დგას.

წვიმაში ბავშვი გარეთ ვერ გამყავს, არ გვაქვს ბოტები და საწვიმარი ლაბადა, ბათუმში ხშირად წვიმს“.

Tel.: 557 15 53 90

  • ალიონა

„2 შვილი მყავს. ერთი 8 წლისა, მესამეკლასელი. თეთრი პერანგი, შარვალი, ფეხსაცმელი, ბოტები გვჭირდება, სასკოლო ჩანთაც.

არ გვაქვს ქოლგა და საკანცელარიო, სასკოლო ნივთები, სპორტული ტანსაცმელი.

ვოვას 37, 38 ზომა ფეხსაცმელები სჭირდება, ბავშვის სიმაღლე 140 სანტიმეტრია.

მეორე ჩვილია, 9 თვის გოგონა. რაქიტი აქვს და დაეწყო ეპილეფსიის ნიშნები. სასწრაფო მასაჟებს საჭიროებს და ხშირ სამედიცინო შემოწმებას.

საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანამ მიგვიყვანა ერთხელ, თან გვქონდა უკრაინული პასპორტებიც, ბავშვს სიცხე ჰქონდა, მაგრამ უსასყიდლოდ ვერ მივიღეთ მომსახურება.

ჩვილისთვის გვჭირდება 5 ნომერი პამპერსი და ჩვილის საკვები“.

Tel.: 577 30 21 34

  • ოლია

„სამი შვილი მყავს, 18, 9 და 2 წლის.

18 წლის გოგოს შემოდგომის და ზამთრის ფეხსაცმელები სჭირდება, შარვალი და  ქურთუკიც არ გვაქვს.

ბიჭი 9 წლისაა, მასაც ფეხსაცმელები სჭირდება, სპორტული სამოსი, სასკოლო პერანგი, სასკოლო ჩანთა, პენალი.

გოგო 2 წლისაა, მისთვის შემოდგომის და ზამთრის ფეხსაცმელი და თბილი სამოსი არ გვაქვს: ქუდი, თბილი ტანსაცმელი, პამპერსის ყიდვასაც ვერ ავუდივართ, 3, 4 ზომაა საჭირო“.

Tel.: 591 09 40 28

  • ოქსანა

„ორი ბავშვით ჩამოვედი მარიუპოლიდან, მეუღლესთან და კატასთან ერთად, არსად გვიშვებენ სახლებში ამ კატის გამო, ორივე ბავშვი სკოლაში მიდის. საკანცელარიო ნივთები საერთოდ არ გვაქვს: ზურგჩანთები,  ფეხსაცმელები, ტანსაცმელი… მყავს 11 წლის ბიჭი და 14 წლის გოგო.

არ გვაქვს სასკოლო ნივთები, თბილი ჟაკეტები და პიჯაკები, ქურთულები ორივესთვის, გოგოს სიმაღლეა 1.70, ბიჭის სიმაღლე  1,46.

ბიჭისთვის ფეხსაცმელი გვჭირდება 36, 37 ზომა, გოგოსთვის 37, 38.

იქნებ ბოტებიც გამოიძებნოს ორივესთვის, წვიმის ლაბადები და ქოლგები… მე ვმუშაობ,  ხელფასი 500 ლარი მაქვს, მუშაობს ჩემი ქმარიც 300 ლარად…  მაგრამ ჩემი ხელფასით მთლიანად ვიხდი ბინის ქირას და მეუღლის ხელფასით საკვებს ვყიდულობთ, დანარჩენისთვის ფული არ გვრჩება“.

Tel.: 555 56 04 83

  • ოქსანა

„ოკუპირებული სკადოვსკიდან ჩამოვედით. ორი შვილი მყავს, გოგო 8 წლისაა, ბიჭი 11-ის, გვჭირდება წვიმის ლაბადები, თბილი სამოსი, ბოტები, გოგოს ფეხის ზომაა 36, 37. ბიჭის 40.

რომ წამოვედით, რაც შევძელით წამოვიღეთ. საკანცელარიო, სასკოლო ნივთები არ გვაქვს“.

Tel.: 558 24 61 99

  • დარია

„ჩემს ოჯახს პირველ რიგში საცხოვრებელი სჭირდება, გვაგდებენ სახლიდან. არ ვიცი, სად წავიდე. სამი თვის წინ ვიმშობიარე.

ჩემი უფროსი შვილი 7 წლისაა და სკოლაში მიდის, საჭიროა საკანცელარიო, სასკოლო ნივთები, თბილი სამოსი, თეთრი სასკოლო პერანგები, შარვლები, ფეხსაცმელები, ბოტასები, მაისურები, ტრუსები, ბოტები, საწვიმარი ლაბადა.

პატარა სამი თვის შვილს სჭირდება: პამპერსი, ბავშვთა კვება, სამოსი. 2 დღეში სკოლა იწყება და არ ვიცით რა ჩავაცვათ ბავშვს. სკოლაში გვეუბნებიან, რომ შორტებით სიარული არ შეიძლება. კი, გვესმის, რომ სკოლაში შორტებით არ შეიძლება, მაგრამ… ბევრ ბავშვს შარვალი არ აქვს.“

Tel.: 555 47 35 30

  • ოქსანა  

„ორი ბიჭი მყავს, ერთი 5 წლისაა, მეორე 11-ის, თბილი სამოსი სჭირდება ორივეს, 11 წლის ბიჭს 36, 37 ზომა თბილი ფეხსაცმელი სჭირდება, არ გვაქვს არც ქურთუკი, ქუდი და ა.შ.

პატარას, 5 წლისას 32 ზომა ფეხსაცმელი სჭირდება, არც მას აქვს ქურთული და ქუდი,  თბილი შარვლები და ზედაწელიც გვჭირდება მისთვის. იქნებ ვინმე შემოგვეშველოს სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით. არადა ბავშვი ელოდება 15  სექტემბერს, ახალ სკოლას. ზურგჩანთაც არ გვაქვს“.

Tel.: 551 10 53 31

ნატალია მირაშნიჩენკო

  • ნატალია

„ოკუპირებული ბერდიანსკიდან ვართ, ორი ბიჭი მყავს, 4 წლის და 8 წლის. გვჭირდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი 32 და 26 ზომა, სპორტული ტანსაცმელი. ახლა სკოლაში მიდის 8 წლის ბიჭი და საჭიროა სასკოლო ჩანთა, სასკოლო-საკანცელარიო ნივთები“.

Tel.: 591 93 90 73

  • ნატალია

„მარიუპოლიდან ვარ, 2 შვილი მყავს, 2 გოგო, უფროს 12 წლისაა, უმცროსი 4 წლის. ძირითადად სამოსი და ფეხსაცმელი სჭირდებათ. რეზინის ფეხსაცმელები, საწვიმარი ლაბადები, ქოლგები, წიგნების ამობეჭდვა, რადგან სამი წიგნის დაბეჭდვას სჭირდება 35, 40 ლარი, ჩვენ სულ მცირე 7,8 წიგნის დაბეჭდვა გვჭირდება. კარგი იქნება სკოლაში იყოს ამ წიგნების ამობეჭდვის შესაძლებლობა.

სპორტული სამოსი, ბოტასები, ფეხი ზომაა 36, 37.

4 წლის გოგოს თუნდა ნახევარ ცვლაში ვატარებდი ბაღში თუ ამის შესაძლებლობა გამოჩნდება. რადგან მუშაობა რომ დავიწყო, ბავშვი უნდა მივაბარო სადმე. პროფესიით ეკონომისტი ვარ“.

Tel.: 579 33 93 21

  • ნასტია

„ხერსონიდან ვარ, ტანსაცმელი გვჭირდება, პირველ კლასში მიდის ბავშვი, იცვამს 31 ზომა ფეხსაცმელს, მისი სიმაღლეა 1,22 მ. გვჭირდება შარვალი და პერანგები, მაისურები, ქურთული, შემოდგომის და ზამთრის სამოსი ამ სიმაღლის ბავშვისთვის.  სასკოლო-საკანცელარიო ნივთებიც არ გვაქვს, საერთოდ არაფერი…“.

Tel.:  599 48 18 87

  • ეკატერინა

„დონეცკიდან ვარ, 7 წლის გოგო მყავს, პირველ კლასში მიდის 2 დღეში, გვჭირდება სასკოლო ჩანთა, რეზინის ფეხსაცმელები, სპორტული სამოსი, ბოტასები, კედები, სპორტული ფორმა და ქურთუკი, სამოსი, რითაც ბავშვი ივლის სკოლაში.

წიგნები უნდა ვბეჭდოთ და ეს ჩვენთვის ძალიან ძვირი და ბევრია, ხელვაჩაურის სოფელში შეგვიფარეს და იქ არ არის არაფერი მუშობა რომ დავიწყო,  ლოგისტიკის ეკონომისტად ვმუშაობდი უკრაინაში, კაფეშიც ვიმუშავებდი თუ ასეთი სამსახური გამოჩნდა.

ჩემი გოგონას სიმაღლეა 136, ფეხის ზომა 34“.

Tel.:  555  36 34 43

  • მარინა

„მარიუპოლიდან ვარ, ბავშვთან ერთად ვარ აქ, 15 წლის ბიჭია, მე-10 კლასში მიდის წელს, მისი სიმაღლეა 1, 70 მ.  გვჭირდება თითქმის ყველაფერი… ჩამოვედით სრულიად ხელცარიელები, თან არაფერი წამოგვიღია. არავინ მიგზავნის ფულს, მეუღლეს გავეყარე. მარტო ვარ აქ და ბავშვს ბევრი რამ სჭირდება: შემოდგომის ფეხსაცმელი 40 ზომა, ქურთუკი, რვეულები, პასტები, შარვალი, წვიმის ფეხსაცმელი… რომელი ერთი გითხრათ“.

Tel.:  555 37 41 37

  • ინდირა

„სამი შვილი მყავს.

ერთი ბაღის ბავშვი მყავს – 5 წლის. მისთვის სახატავი რვეულები და ფანქრები, ფლომასტერები მჭირდება.

მეორე შვილს, რომელიც 7 წლისაა აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. მისთვის სასკოლო-საკანცელარიო ნივთებს ვერ ვყიდულობ. ტანსაცმელი ასე თუ ისე შევუგროვე, მაგრამ გვჭირდება ზამთრის სამოსი და ფეხსაცმელი 33, 34 ზომა.

გოგო მყავს 15 წლის, მასაც საკანცელარიო ნივთები ესაჭიროება, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. XL ზომას იცვამს, ფეხის ზომაა 41.

Tel.:  568 91 32 57

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com