ვიქტორ მოისენკო ჟიტომირის ივან ფრანკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო უკრაინული ენის კათედრაზე. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე პროფესორმა სწავლის პროცესი მიატოვა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოსთან მოისენკო ამბობს, რომ არც დაფიქრებულა უნდა წასულიყო თუ არა საომრად, რადგან „სასწორზე უკრაინის არსებობის საკითხი დგას. 24-25 თებერვალს, როცა პირველი ბომბები დაუშინეს უკრაინას, ბევრი პროფესორი, …
Author Archives: თამარ ნერგაძე
რუსეთ-უკრაინის ომის 5 სხვადასხვა შესაძლო დასასრული – Wall Street Journal-ი
გამოცემა Wall Street Journal-ი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულის 5 სხვადასხვა შესაძლო დასასრულს განიხილავს. გამოცემა წერს, რომ ომის მესამე თვესაც კი, ჯერ კიდევ ვერ აღწევს რუსული მხარე სერიოზულ წარმატებას ბრძოლის ველზე. ექსპერტების ნაწილი უკრაინის დიდი კონტრშეტევის შესაძლებლობასაც განიხილავს, რამდენიმე კვირაში. ომის დასასრულის 5 სხვადასხვა ვარიანტზე ვრცელი სტატია WSJ-მ 19 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთის კრახი მაღალი მოტივაციით განმსჭვალულმა და …
Continue reading “რუსეთ-უკრაინის ომის 5 სხვადასხვა შესაძლო დასასრული – Wall Street Journal-ი”
ქართული ვისწავლე და ვფიქრობ, ინტეგრაცია მოვახერხე ჩემს ქვეყანაში – აღავნი ჯავახეთიდან
21 წლის აღავნი მოსოიანმა ქართული ენის სწავლა სკოლის ასაკიდან დაიწყო. ეს მისთვის მარტივი არ ყოფილა, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში, სადაც ის სწავლობდა და ცხოვრობდა, ქართული არავინ იცის. არც მის ოჯახში იცოდნენ ენა. ამის საჭიროება არ ჰქონია სოფელს, რადგან ქართულენოვან მოსახლეობასთან კონტაქტი არ უწევთ და ახალგაზრდების დიდი ნაწილი აქამდე სწავლის დამთავრების შემდეგ სოფელშივე რჩებოდა და …
რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს, ქვეყანამ რუბლით გადახდაზე უარი თქვა
ფინური კომპანია Gasum-ი იუწყება, რომ „გაზპრომი“ 21 მაისს, დილის 7 საათიდან, ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. კომპანია Gasum-მა უარი უთხრა რუსეთს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე. რუსეთის მხრიდან კონტრაქტში ამ ცვლილების გასაჩივრებას ფინური კომპანია არბიტრაჟში აპირებს. კომპანიის განცხადებით, რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად ფინეთში გაზგასამართი სადგურების მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ფინეთი გაზის …
Continue reading “რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს, ქვეყანამ რუბლით გადახდაზე უარი თქვა”
ხარკოველი ქალის წერილი ბათუმელებს
ნატალია იაროში ხარკოვში ცხოვრობს ოჯახის შვიდ წევრთან ერთად. რამდენიმე კვირის წინ რუსმა ოკუპანტებმა მისი სადარბაზო დაბომბეს. ნატალიას შვილი მესამე ჯგუფის შშმ პირია, დედას კი დიაბეტი აქვს და ინსულინდამოკიდებულია. ომის დაწყებამდე ნატალია სპორტდარბაზებისთვის საფრენბურთო ბადეებს ქსოვდა. სხვა რამეებსაც ქსოვდა შეკვეთით. მაგრამ ახლა ეს მომსახურება არავის სჭირდება უკრაინაში. ის ახლა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ქსოვს სამხედრო ბადე-სამალავებს მოხალისეობრივად. „დიაბეტიანი …
„Русское радио“- ს უკრაინაში „რადიო ბაირახტარი“ დაარქვეს
უკრაინის ტელერადიომაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ “ТРО Русское радио Украина”-ს სახელწოდება გამოცვალა. რეგულირების საბჭომ ეს გადაწყვეტილება 19 მაისის სხდომაზე მიიღო. რადიოსადგურმა ლოგოტიპი შეიცვალა და ახლა მას „რადიო ბაირახტარი“ ჰქვია. მანამდე კი, 27 თებერვალს რადიოსადგურ TAVR Media -ს ჯგუფმა უარი თქვა „უკრაინის რუსულ რადიოზე“. TAVR Media ჯგუფის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კომპანიაში 2014 წლიდან მოყოლებული გრძნობდნენ რეპუტაციულ დანაკარგებს, თუმცა შეინარჩუნეს …
Continue reading “„Русское радио“- ს უკრაინაში „რადიო ბაირახტარი“ დაარქვეს”
საწოლიც კი არ გვაქვს ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება – უკრაინელი დარია ბათუმში
უკრაინაში ომს გამოქცეული 30 წლის დარია დანელია მესამე შვილს ბათუმში გააჩენს. მან ჯერ არ იცის, რას დაარქმევს შვილს. ამაზე ფიქრისთვის ჯერ ვერ მოიცალა: „ომის ლტოლვილი როცა ხარ, მიუსაფარი ძაღლის ცხოვრება გაქვს. ჩვენი გონება ახლა სხვა საზრუნავზე ფიქრითაა დაკავებული: ვეძებთ საკვების მოპოვების გზებს, ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რესურსს, ბავშვის სახელზე ჯერ არ გვიფიქრია. სად არის ამის დრო“, …
Continue reading “საწოლიც კი არ გვაქვს ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება – უკრაინელი დარია ბათუმში”
უკრაინა ომის შემდეგ 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა – გაერო
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ 16 მაისს, 24 საათის განმავლობაში დასავლეთ უკრაინის საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისა და მოლდოვისკენ თითქმის 73 ათასმა ადამიანმა და 18 ათასზე მეტმა ავტომობილმა გადაკვეთა. მათ შორის 19 ათასმა გადაკვეთა საზღვარი პოლონეთთან, დანარჩენები კი სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში გადავიდნენ. უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინაში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა …
Continue reading “უკრაინა ომის შემდეგ 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა – გაერო”
პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება შეჩერდა, რასაც რუსეთის საგარეოც ადასტურებს
ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის შეჩერებულია. სტამბოლში შეხვედრის შემდეგ პროგრესი მოლაპარაკებების პროცესში არ ყოფილა. უკრაინული მედიის, 24-ე კანალის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი რთულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის და …
უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს – WSJ
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს, თუ ის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს განბლოკავს. The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა უნიანიც ავრცელებს. გუტერეში ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მოლაპარაკებების მიზანი უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის განბლოკვაა მსოფლიო ბაზრებზე, რათა …
რუსებმა 100 მილიონი დოლარის მარცვლეული მოიპარეს – უკრაინის აგრარული კომიტეტი
უკრაინის უმაღლესი რადა და რადას აგრარული და მიწის პოლიტიკის კომიტეტი განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად მსოფლიო სასურსათო წესრიგი დაირღვა. „უკრაინა მსოფლიოს მარცვლეულის უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაშია. გლობალური სასურსათო უსაფრთხოება დაირღვა, რაც რუსეთის აგრესიითაა გამოწვეული და არა იმიტომ, რომ უკრაინას არ სურს შეასრულოს საკვების ექსპორტზე საკუთარი ვალდებულებები. გლობალური სასურსათო უსაფრთხოების რღვევა არც ჩვენი …
Continue reading “რუსებმა 100 მილიონი დოლარის მარცვლეული მოიპარეს – უკრაინის აგრარული კომიტეტი”
ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს აფრთხილებენ, რომ სასტუმროები უნდა დატოვონ
ბათუმში, სასტუმრო „თანამგზავრსა“ და „ინტურისტში“ დაბინავებული უკრაინელი ლტოლვილების თქმით, მათ ურეკავენ და აფრთხილებენ, რომ შესაძლოა სასტუმროს დატოვება მოუწიოთ. „ბათუმელებმა“ ამის შესახებ 5 მაისსაც დაწერა. მაშინ ლტოლვილებს უთხრეს, რომ 6 მაისს უნდა დაეტოვებინათ სასტუმრო, მაგრამ შემდეგ ვადა გადაუწიეს. 12 მაისს ლტოლვილმა მარიუპოლიდან, რომელიც სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობს, გვითხრა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მას 13 მაისამდე მისცეს „ინტურისტში“ …
Continue reading “ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს აფრთხილებენ, რომ სასტუმროები უნდა დატოვონ”
უკრაინელები სუხიშვილების გაუქმებული კონცერტების საფასურის დაბრუნებას ითხოვენ
11 მაისს „ბათუმელებს“ უკრაინის მოქალაქემ, ანა კოტოვამ, მომართა წერილობით, რომელმაც გვითხრა, რომ მარტში ის, მეუღლესა და მშობლებთან ერთად, უნდა დასწრებოდა ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტს უკრაინაში, რომელიც საომარი ვითარების გამო ჩაიშალა. ანამ სულ ოთხი ბილეთი იყიდა, რაშიც 6142 უკრაინული გრივნა [627 ლარი] გადაიხადა. „სუხიშვილები“ მარტის ბოლოს უკრაინას საკონცერტო ტურით უნდა სწვეოდა. ბილეთებს უკრაინაში ადგილობრივი გამავრცელებლები, კომპანიები: контрамарка …
Continue reading “უკრაინელები სუხიშვილების გაუქმებული კონცერტების საფასურის დაბრუნებას ითხოვენ”
პაპისეული მიწა დავირეგისტრირეთ და პროკურატურა გვიჭერს – გლეხები პრემიერს მიმართავენ
ბაღდათის რაიონში მოქალაქეებმა გუშინ, 10 მაისს, საპროტესტო აქცია გამართეს. 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის შემდეგ ეს პირველი აქციაა ბაღდათში, როცა მოქალაქეები პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ. საირმის სიახლოვეს მიწის ექვს მფლობელს პროკურატურა თაღლითობის გზით მიწის მისაკუთრებაში სდებს ბრალს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ემუქრება. აქცია ბაღდათში სწორედ მათ გამართეს – ბაღდათის მცხოვრებლებმა, რომლებსაც მამა-პაპისეული მიწები დაიკანონეს კურორტ …
ბათუმის საჯარო სკოლებში 202 უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა
6 მაისის მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში 202 ლტოლვილი უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ უთხრა. მისივე თქმით, თუ მოთხოვნა გაიზრდება და გამოჩნდებიან სხვა უკრაინელი ბავშვებიც, ვისაც სკოლაში სწავლის გაგრძელება სურთ, მათ ამის შესაძლებლობას რესურსცენტრი მისცემს. „ვცდილობთ, უკრაინელი ბავშვები სკოლის მიღმა არ დარჩნენ. არ გვქონია შემთხვევა ვინმე სკოლის გარეთ დაგვეტოვებინა. ეს არ …
Continue reading “ბათუმის საჯარო სკოლებში 202 უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა”
ბინის ქირა გაძვირდა, წასასვლელი არსად გვაქვს – აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვენ
დღეს, 10 მაისს, ბათუმში, მთავრობის სახლთან აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროდ დარჩნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქამდე ქირით ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ბათუმში ბინის ქირის გაძვირების შემდეგ, მათ გადახდა ვეღარ შეძლეს და ნაქირავები ბინებიდან გამოსახლდნენ. აქციის მონაწილეები თავშესაფარს ითხოვენ და ამბობენ, რომ ბოლო ორი თვეა წერილობით მიმართავენ აჭარის მთავრობას და ქალაქ …
ჯარისკაცები არა, რუსეთიდან ჩვენთან დაქირავებული მკვლელები მოვიდნენ – ხარკოველი ქალი
46 წლის ნატალია იარიში ხარკოვში, ჩრდილოეთ სალტიკოვის რაიონში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ მისი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია რუსულმა ბომბდამშენმა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები ნატალიამ თავად გადაიღო და „ბათუმელებს“ გამოუგზავნა. ნატალია ხარკოვიდან გვიყვება, რა მდგომარეობაა ახლა ქალაქში, რა ინტენსივობით და რა დროს იბომბება ქალაქი, როგორ ახერხებენ გადარჩენას და როგორია ხალხის განწყობა ხარკოვში, ქალაქში, რომელიც ყოველდღე იბომბება და რომელიც …
15 წლის უკრაინელი ბიჭი ბათუმში მუშაობს, მის ოჯახს ბინის და საკვების ფული სჭირდება
15 წლის ილია ფშებელსკი უკრაინიდან ბათუმში 22 მარტს ჩამოვიდა დედასთან და 5 წლის დასთან ერთად. „კიევიდან ჩამოვედით. დაბომბვებს ერთი თვის წინ გამოვექეცით. რთულია ამაზე ლაპარაკი. დედა დამეხმარა მომეძებნა სამსახური ბათუმში. მოხალისედ მუშაობდა დედა ბათუმში და იქ გაიგო ვაკანსიის შესახებ. ახლა რესტორანში ვმუშაობ, მიმტანად. კიევში ვმუშაობდი ომის დაწყებამდე, დასვენების დღეებში მზარეულის დამხმარე ვიყავი, დღეში 200 გრივნას …
Continue reading “15 წლის უკრაინელი ბიჭი ბათუმში მუშაობს, მის ოჯახს ბინის და საკვების ფული სჭირდება”
ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით – მარიუპოლიდან ბათუმში ჩამოსული ცოლ-ქმრის ისტორია
უკრაინელი ცოლ-ქმარი, ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვები, მარიუპოლიდან ბათუმში 25 აპრილს ჩამოვიდნენ. ისინი მიწისქვეშა, ბნელ თავშესაფარში იმალებოდნენ და არც აპირებდნენ მარიუპოლის დატოვებას, რომ არა ის დღე, როცა მათი სახლი, ეზო და შინაური ცხოველები საჰაერო დარტყმებით გაანადგურეს რუსმა ოკუპანტებმა. მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარმა ყველაფერი დაკარგა მარიუპოლში, მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ქალაქი და სამშვიდობოს გაეღწიათ, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე …
ბათუმში სამსახური ვიპოვე – ლტოლვილი უკრაინიდან
ანია მალინოვსკაია უკრაინიდან ბათუმში ორ აპრილს ჩამოვიდა, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან მალევე. ანია იშვიათი გამონაკლისია, მან ბათუმში ჩამოსვლისთანავე იპოვა სამსახური. ანია პარიკმახერია, სილამაზის სალონში ადგილი დაიქირავა და ახლა მსურველებს ბათუმში თმებს კრეჭს. „გამიმართლა, რომ მოქნილი პროფესია მაქვს, ყველა ქვეყანაში გამოსადეგი. ბათუმში დამხვდნენ ყურადღებიანი თანამშრომლები, მიმიღეს ძალიან თბილად და საერთოდაც, აშკარაა, რომ უკრაინელებს საქართველოში ძალიან კარგად ხვდებიან. …
Continue reading “ბათუმში სამსახური ვიპოვე – ლტოლვილი უკრაინიდან”
უკრაინის აღდგენას 600 მილიარდი დოლარი დასჭირდება – შმიგალი
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ხუთშაბათს, 21 აპრილს, ვაშინგტონში მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა, განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენას დაახლოებით 600 მილიარდი დოლარი დასჭირდება ომის შემდეგ, მოკლევადიან პერსპექტივაში კი საჭირო იქნება 4,5 მილიარდი დოლარი თვეში. გარდა ამისა, შმიგალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებს მოუწოდა, გამოუყონ უკრაინას ამ ორგანიზაციისგან მიღებული …
Continue reading “უკრაინის აღდგენას 600 მილიარდი დოლარი დასჭირდება – შმიგალი”
მარკ ცუკერბერგსა და კამალა ჰარისს რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე დღეს, 21 აპრილს, გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც სანქციები უწესდებათ კომპანია META-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესდება 29 ამერიკელს, მათ შორის ბიზნესმენებსა და ექსპერტებს, „რომლებიც რუსოფობიურ განწყობებს ქმნიან“. სანქცირებულთა სიაში ჰარისისა და ცუკერბერგის გარდა მოხვდნენ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ედვარდ პრაისი, …
Continue reading “მარკ ცუკერბერგსა და კამალა ჰარისს რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ”
ბაიდენი ხვალ რუსული გემების აშშ-ის პორტებში შესვლას აკრძალავს – Reuters
სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხვალ, 22 აპრილს განაცხადებს, რომ რუსეთთან აფილირებულ გემებს აშშ აუკრძალავს თავის პორტებში შესვლას. „როიტერსის“ წყაროს ცნობით, 2021 წელს რუსული გემები დაახლოებით 1800-ჯერ შევიდნენ ამერიკის პორტებში, რაც მთლიანი გადაზიდვების მცირე პროცენტია. გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ სიღრმისეულად გამოიკვლია საკითხი, რათა დარწმუნებულიყო, რომ ამერიკის პორტებში რუსული გემების აკრძალვა …
Continue reading “ბაიდენი ხვალ რუსული გემების აშშ-ის პორტებში შესვლას აკრძალავს – Reuters”
მთელი ხერსონი გათავისუფლებას ველით – ქალი ოკუპირებული ქალაქიდან
უკრაინის ქალაქი ხერსონი ახლა რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული. რუსეთი ახლა ემზადება ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების ჩასატარებლად ემზადება, რომ ეს ტერიტორიები ე.წ. სახალხო რესპუბლიკებად გამოაცხადოს. ოკუპანტების ქალაქ ხერსონში გამოჩენის პირველივე დღეებიდან მოჰყვა საპროტესტო აქციების ტალღა. ისმოდა შეძახილები – „ხერსონი უკრაინაა!“ რამდენიმე აქციის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა აქციების დასაშლელად სროლა დაიწყეს და ახლა ქალაქში აქციები …
Continue reading “მთელი ხერსონი გათავისუფლებას ველით – ქალი ოკუპირებული ქალაქიდან”
მარიუპოლის სარდაფში დაიღუპა ქალი – ის ბავშვობაში სარდაფში დამალვით გადაურჩა ნაცისტებს
„10 წლის ასაკში ვანდა სემიონოვნა ობიედკოვა გერმანელებს გადაურჩა – მარიუპოლის სარდაფში დამალვით. 81 წლის შემდეგ კი, ამავე ქალაქის სარდაფში დაიღუპა, როგორც რუსებისგან დამალული ომის მსხვერპლი“ – ფოტოს ამ წარწერით დღეს, 20 აპრილს, აუშვიცის მუზეუმის გვერდი აქვეყნებს. 91 წლის ვანდა სემიონოვნა მარიუპოლის გაყინულ სარდაფში 4 აპრილს გარდაიცვალა. ვანდა დაიბადა 1930 წლის 8 დეკემბერს მარიუპოლში. 1941 წელს …
სკოლაში 1 პედაგოგი 6 საგანს მასწავლიდა – ქართული ფილოლოგიის სტუდენტი აზერბაიჯანული თემიდან
„მყავს დედა და ერთი კატა. სულ ესაა ჩვენი ოჯახი. ჩემს მარტოხელა დედას არ ჰქონდა ისეთი შემოსავალი, განათლება მოეცა ჩემთვის, ამიტომ ბავშვობიდან ვქსოვ, სამაჯურებს, ხელნაკეთებს ვამზადებ და ვყიდი. მცირე შემოსავალს, რაც ამ საქმით მაქვს, განათლებას ვახმარ. ჩემი კლასიდან მხოლოდ მე მივიღე განათლება. ქართული ფილოლოგიის მესამე კურსზე ვსწავლობ. ერთხელ მე და დედა კახეთში მარწყვის ბაღში ვმუშაობდით, ვკრეფდით …
ქართველი მოსწავლე მოლეკულურ ბიოლოგიას აშშ-ში სრული დაფინანსებით ისწავლის
მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ირაკლი მატარაძე აშშ-ში, ვინგეითის უნივერსიტეტში (Wingate University ) სრული, 200 000$-იანი დაფინანსებით ისწავლის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის მიმართულებაზე. ირაკლიმ SAT-ის გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა მიიღო – 800 ქულა შესაძლო 800-დან. „თავიდან ვფიქრობდი, რომელ მიმართულებაზე შემეტანა განაცხადი უნივერსიტეტში, მათემატიკაზე თუ ბიოლოგიაზე. ბოლოს ბიოლოგია ვარჩიე, მერე სხვა არჩევანის წინაშე დავდექი, ბიოლოგიის ერთ – …
Continue reading “ქართველი მოსწავლე მოლეკულურ ბიოლოგიას აშშ-ში სრული დაფინანსებით ისწავლის”
სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის
„ჩემს სოფელში ფეხბურთის მწვრთნელად დავბრუნდი. ფეხბურთში ვავარჯიშებ როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებს. მარნეულის მუნიციპალიტეტშია ჩემი სოფელი, წითელსოფელი ჰქვია. ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობაა, თუმცა გვერდითაა აზერბაიჯანულენოვანი და ქართული სოფლებიც. ამ სხვადასხვანაირი სოფლების მცხოვრებლები სულ ერთად თამაშობდით ბავშვობაში ფეხბურთს. სპორტი უნიკალური რამ არის – ადამიანების გაერთიანება და ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია. ჩემი მიზანია უფრო აქტიურები გახდნენ საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები, …
Continue reading “სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის”
„ქალის საქმედ დიასახლისობა და მასწავლებლობა ითვლება, არც ერთი არ მინდა, რა ვქნა?“
ასია ბალასანიანი 18 წლის გოგოა ახალქალაქის სოფელ კოჩიოდან. ასია ახლა 1+4 პროგრამით სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ასიას მშობლებს, ახალქალაქის სოფლების მცხოვრებთა უმრავლესობის მსგავსად, მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან აქვთ. ასე უხდიან ისინი ასიას ქართული ენის კურსის საფასურსაც. კოჩიო ეთნიკური სომხებით კომპაქტურად …
Continue reading “„ქალის საქმედ დიასახლისობა და მასწავლებლობა ითვლება, არც ერთი არ მინდა, რა ვქნა?“”
ბავშვობიდანვე მეუბნებოდნენ, რომ ქართული უნდა მესწავლა – ელტუნი მარნეულიდან
ელტუნ ახმედოვი ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებაზე სწავლობს ილიას უნივერსიტეტში, მეოთხე კურსზე. უნივერსიტეტში 1+4 პროგრამით ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის არცოდნის გამო წინააღმდეგობა პირადად მას არსად და არასდროს შექმნია, მიიჩნევს, რომ ამ პროგრამით მოსამზადებელ კურსზე სახელმწიფო ენის ერთწლიანი პროგრამა ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენლისთვის უფასო უნდა იყოს. „თუ გვინდა, რომ სახელმწიფო ენის სწავლის კურსი იყოს ამ …
Continue reading “ბავშვობიდანვე მეუბნებოდნენ, რომ ქართული უნდა მესწავლა – ელტუნი მარნეულიდან”
უკრაინელი ლტოლვილების პატარა მაღაზია ბათუმში – ფასი უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი
ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, №63, პუშკინის ქუჩის კვეთასთან ახლოს, ხილ-ბოსტნეულის პატარა მაღაზიაა. RCHEULI/რჩეული – მწვანედ აწერია მაღაზიას სახელდახელოდ დამზადებულ დაფაზე. მაღაზია რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ლტოლვილების ოჯახმა გახსნა. სავაჭრო ობიექტი ყურადღებას იმით იპყრობს, რომ ყველაფერი გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა მაღაზიებში. მურთუზალ და ანია მამედოვები მამა-შვილია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 29 თებერვალს წამოვიდნენ ხარკოვიდან. დატოვეს სახლი, …
უკრაინიდან ლტოლვილი ფიზიოთერაპევტი ბათუმში სამსახურს ეძებს
ნატალია ოლეინიკი ბათუმში ერთი თვის წინ ჩამოვიდა უკრაინიდან 12 წლის შვილთან ერთად. კიევიდან გრძელი გზა გამოიარეს. უკრაინაში ნატალიამ 21 წლის შვილი და ქმარი დატოვა, რომლის პატარა მაღაზიამაც ომის დაწყების შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა. ნატალია ამბობს, რომ სხვა უკრაინელებისგან განსხვავებით მას გაუმართლა, რადგან კიევის დასავლეთით ცხოვრობს, იმ ნაწილში, სადაც დაბომბვები არ ყოფილა და მისი სახლი ახლაც დგას. …
Continue reading “უკრაინიდან ლტოლვილი ფიზიოთერაპევტი ბათუმში სამსახურს ეძებს”
რას ამბობენ მშენებლები ბათუმის ცენტრში ვერდასრულებულ კორპუსზე
მარტოხელა დედამ, ლალი აბსავამ, 2013 წელს გაყიდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი სახლი იმ იმედით, რომ უკეთეს უბანში, შუაგულ ქალაქში აუშენებდა კომპანია „სახლი პიაცასთან“ ახალ ბინას – მაზნიაშვილის ქუჩის №35-ში. ამის შემდეგ ლალი აბსავა შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. 8 წელია ელოდება მშენებლობის დასრულებას, მაგრამ ამაოდ. დასრულებული სახლის ნაცვლად ახლა ამ ადგილას ჭაობსა და ნესტში ჩაფლული …
Continue reading “რას ამბობენ მშენებლები ბათუმის ცენტრში ვერდასრულებულ კორპუსზე”
უკრაინელი ქალი ჰყვება, რომ ის ბათუმში გააუპატიურეს, მაგრამ დღემდე დაზარალებულად არ უცნიათ
უკრაინის მოქალაქე, 47 წლის ქალი ამბობს, რომ 2022 წლის იანვარში, ძველით ახალი წლის ღამეს, ის გააუპატიურეს. ქალი გასული წლიდან ბათუმში ცხოვრობს და მუშაობს. ამის შესახებ დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს. ქალი ამბობს, რომ ორგანიზაციას მას შემდეგ მიმართა დასახმარებლად, რაც დარწმუნდა, რომ პოლიცია საქმეს სათანადოდ არ იძიებდა. უკრაინის მოქალაქე ქალი …
ნეიტრალური ქვეყანა, მაგრამ ნეიტრალური არა ჩვენი ტკივილის მიმართ – ზელენსკი ირლანდიაზე
დღეს, 6 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის ხელისუფლებასა და ირლანდიელ ხალხს მიმართა. ზელენსკიმ ირლანდიას მოუწოდა შეუერთდნენ უკრაინის აღდგენის გეგმას ომის შემდეგ. საუბრისას მან აღნიშნა, რომ ირლანდია რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდანვე სიკეთის, ანუ უკრაინის მხარეს იდგა. „ამ ქვეყანას არ დაუწყია ფიქრი დაგვხმარებოდა თუ არა, მაშინვე დაიწყეს ამის კეთება და მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური ქვეყანა …
რუსეთი, სავარუდოდ, ათიათასობით ჯარისკაცს შეიყვანს უკრაინაში – ბაიდენის მრჩეველი
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთმა მიზნები შეცვალა უკრაინაში და ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება. ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთი შეტევას უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გააძლიერებს. „რუსეთი გადაანაწილებს თავის ძალებს, რათა შეტევა გააძლიეროს უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთის ზოგ რაიონში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 4 აპრილს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე. სალივანის თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის …
Continue reading “რუსეთი, სავარუდოდ, ათიათასობით ჯარისკაცს შეიყვანს უკრაინაში – ბაიდენის მრჩეველი”