მეთევზე ბათუმის პორტიდან

ბათუმელი მეთევზეებისთვის მზეს, წვიმას და ქარს მნიშვნელობა არ აქვს. პორტში ან ტბაზე სეირნობისას, მოქუფრულ ამინდშიც შეხვდებით საწვიმრით, ველოსიპედებით და პატარა სკამებით აღჭურვილ მეთევზეებს. თევზაობა ზოგიერთისთვის გართობა და დასვენების ფორმაა, ზოგიერთისთვის კი – შემოსავლის წყარო. თუმცა, როგორც ბათუმელი მეთევზეები ამბობენ, თევზი წლების განმავლობაში შესამჩნევად შემცირდა და დღეში კილოგრამ, კილოგრამ-ნახევარს თუ დაიჭერ. მეთევზე გიორგი დოხნაძე 82 წლისაა …

ალტერნატიული ჯგუფების საუკეთესო სიმღერები

იქნებ ხატავ, წერ ან უკრავ და გგონია, ისე ვერ გამოგდის ყველაფერი, როგორც გინდა, ვერ გამოგყავს ზუსტი ფორმები, ვერ აზავებ საღებავებს ან ისე ჟღრიალებს შენი გიტარა, ლამის მარტო შენ გესმის მელოდია, რომლის დაკვრასაც ცდილობ. არაფერია. გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ ჯგუფები, რომელთა მოსმენისას ღამეები გითენებია და დაკვრაც არაერთხელ გიცდია, სინამდვილეში თავიდან ზუსტად შენსავით აჟღრიალებდნენ გიტარებს, არ ჰქონდა …

ნიუ-იორკის საქველმოქმედო გამოფენა შიმშილის წინააღმდეგ

1992 წელს მოხალისეთა მიერ ნიუ-იორკში დაარსებული საქველმოქმედო კონკურსი CANSTRUCTION NEW YORK  ყოველ წელს ტარდება, გამოფენების მომწყობ ორგანიზაცია Arts Brookfield-ის დახმარებით. დიზაინერებისა და არქიტექტორების 27 სხვადასხვა გუნდი გაუხსნელი, საკვებად ვარგისი კონსერვებისგან სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონსტრუქციებს აწყობს ნიუ-იორკის სხვადასხვა უბანში. კონკურსის დასასრულს კი არქიტექტორთა საუკეთესო გუნდი ვლინდება. როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ,  2017 წლის კონკურსზე 80 ათასი ქილა საკვები …

პოლ მაკარტნი ახალ დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს

პოლ მაკარტნი ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში – „ერთი დღე კვირაში“ („One day a week“) , რომელიც რეჟისორმა იან არტუს ბერტრანმა გადაიღო. პოლ მაკარტნის გარდა ფილმში მისი შვილები, მერი და სტელა, მსახიობები ემი სტოუნი და ვუდი ჰარელსონი საუბრობენ პლანეტის გლობალურ პრობლემებზე, სათბურის ეფექტის შედეგებზე. ფილმი პოლ მაკარტნის ახალი, აქამდე უცნობი სიმღერით „Bostwana“ და 1997 …

სომალის მოხატული შენობები

სომალელი მხატვარი, სიდ მუავი ჰუსეინი, საყოფაცხოვრებო მაღაზიების, სამედიცინო ამბულატორიების, სადალაქოებისა და სხვადასხვა დაწესებულების შესასვლელებს ხატავს ნათელი, კაშკაშა ფერებით. ნახატებს სარეკლამო დანიშნულება აქვს და მყიდველს შესვლამდე მიანიშნებს რა დახვდება ამა თუ იმ ადგილას. ადგილობრივი, ყოველდღიური ცხოვრებით შთაგონებული სიდ მუავი ჰუსეინი უბრალო, გრაფიკული ნახატებით აფერადებს ქალაქს.                       …

პატიმრის მშობლების ოცნება პენსიაზე

60 წლის მარგალიტა ტივაძე პატიმრის დედაა. წელს ის პენსიონერი გახდა. მისი 63 წლის მეუღლე კი, სულმოუთქმელად ელის საპენსიო ასაკს, ყოველდღიური, მძიმე შრომისგან რომ გათავისუფლდეს, შინ რომ დაიწყონ რაიმე საქმე. 90-იან წლებში ცოლ-ქმარი ავარიაში მოყვა, ქალმა ბარძაყის ძვალი მოიტეხა და დაკოჭლდა, დღემდე წამლები სჭირდება, ტკივილმა რომ არ შეაწუხოს. ამის მიუხედავად, მარგალიტა ტივაძე მეუღლესთან ერთად დილის შვიდ საათზე …

ქალი, რომელსაც 23 წლის ასაკში 21 წელი მიუსაჯეს

თამუნა ავალიანმა საპატიმროში 6 წელი და 4 თვე გაატარა. 31 წლისაა. 23 წლის იყო, 21 წელი რომ მიუსაჯეს, თავიდან მხოლოდ ექვსი წელი, მაგრამ 2009 წლის ქალთა ციხის ამბოხის დროს 15 წელი დაუმატეს. ის 4 წლის წინ, მამის დაკრძალვის დღეს გაათავისუფლეს ამნისტიით. დაბადებიდან დეიდა ზრდის, ორი პატარა დისშვილი დახვდა გათავისუფლებულს, რომლებმაც სიძნელეები გადაატანინეს. დასთან ერთად მამაკაცის …

„ნუ დაკარგავთ დროს უნივერსიტეტში, დააგროვეთ ტკივილი“

სექტემბრის ბოლოს ბათუმში საავტორო კინოს  XII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. ცნობილი ირანელი რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო. მახმალბაფი ირანული კინოს „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. მან ირანი 2005 წელს დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ მახმალბაფის მასტერკლასის მოკლე, სტენოგრაფიულ ვერსიას.  დავიბადე ოჯახში, სადაც ბებია …

წყალგამძლე ქინდლის ახალი მოდელი ამაზონისგან

ელექტრონული რიდერების მოყვარულებისთვის ამაზონი ხვალ, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან  Amazon Kindle Oasis e-reader -ის მეორე თაობის მოდელს უშვებს, რომელსაც 7 დუიმიანი ეკრანი, წყალგამძლე დიზაინი და აუდიო მხარდაჭერა აქვს, რაც  ქინდლის ისტორიაში პირველად, აუდიო-წიგნების მოსმენის საშუალებასაც იძლევა. ახალი ქინდლი 194 გრამს იწონის და amazon.com-ზე 249,99 $ ეღირება, მის წინამორბედთან შედარებით, რომელიც 289,99 $ ღირს ეს 40$-ით ნაკლები ფასია. …

ბეტი – ტაქსის მძღოლი გოგო ბათუმის ქუჩებში

ძლიერება და გაბედულება ცხოვრებისეული ცვლილებების უშფოთველად მიღება, თავგადასავლებისთვის მუდმივი მზადყოფნაა, რის გარეშეც ვერ ვვითარდებით. ბეტი ხოხიაშვილი ასეთი გოგოა. მან ოთხი წლის წინ დატოვა ხალხმრავალი პეტერბურგი, მამის სამშობლოში, საქართველოში ჩამოვიდა, ბათუმში დასახლდა და „ტაქსი პლუსში“ დაიწყო მუშაობა. ბეტი აქაურობაზე გვიყვება. „ბათუმში განსაკუთრებული, განსხვავებული ატმოსფეროა, რომელსაც დიდი ქალაქის ხმაურზე ვერ გაცვლი. მთა და ზღვა ერთად, სიმყუდროვე, ირგვლივ …

რისი ეშინოდათ კაცებს – პროპაგანდისტული პოსტერები ქალთა უფლებების წინააღმდეგ

1867 წლის 20 მაისს ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ეკონომისტმა და პარლამენტის წევრმა, ჯონ სტიუარტ მილმა, ქალებისთვის ხმის უფლების დაკანონება მოითხოვა, რასაც თემთა პალატის დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა ფემინისტების აქტიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და 1869 წელს ამერიკაში, ვაიომინგის შტატში, ქალებმა პირველად მსოფლიოში ხმის უფლება მოიპოვეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920 წელს კონსტიტუციის შესწორების შედეგად კი სამუდამოდ დაკანონდა ქალთა უფლებები. …

გაჩუმება, ჩრდილში დგომა – სოციალური მუშაკი ყოფილი პატიმრების არჩევანზე

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდასაჭერი პროგრამა ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს: აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში. ორგანიზაცია სამი წლის განმავლობაში ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს სარეაბილიტაციო მომსახურებას გაუწევს. პროექტი 2019 წლის 31 ნოემბრამდე გაგრძელდება. ნესტან კახაძე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის სოციალური მუშაკია. …

„ჰარი პოტერი-მაგიის ისტორია“ ბრიტანული გამოფენა პოტერჰედებისთვის

ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა 2018 წლის 28 თებერვლამდე მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით ,,ჰარი პოტერი – მაგიის ისტორია’’, რომელიც მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლის ყველასთვის საყვარელ ამბავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე უძველესი მანუსკრიპტები, იშვიათი წიგნები და ძველი, საყოფაცხოვრებო ნივთებია წარმოდგენილი ბიბლიოთეკის არქივიდან. დამთვალიერებელს შეუძლია მაგიურ წარსულში იმოგზაუროს და ბრიტანული ფოლკლორის ტრადიციებს გაეცნოს, რომელიც ჯოან როულინგის შთაგონების წყაროდ იქცა …

მზის ენერგიაზე მომუშავე ოთხი ჭკვიანური გამოგონება

მზე შეიძლება ყველაზე დიდ ენერგეტიკულ რესურსად იქცეს, თუმცა 99%-ით დღემდე სხვა სახის ენერგიაზე ვართ დამოკიდებული. აშშ-ში, მაგალითად, მზე, როგორც ალტერნატიული ენერგია, მხოლოდ ერთი პროცენტითაა ათვისებული. სერბეთის, ჰოლანდიის, ფინეთისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე მზის ენერგიის გამოყენების ოთხი ჭკვიანური მაგალითი არსებობს. 1.მარწყვის ენერგია (Strawberry Energy) თუ ბელგრადში მობილური ტელეფონი გაგეთიშებათ, შეგიძლიათ ,,მარწყვის ხე’’ მოძებნოთ და მზის ენერგიით დამუხტოთ, …

წყვილები, რომლებმაც მსოფლიო ხელოვნების ისტორია შეცვალეს

წყვილები, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს და გაუცნობიერებლად ბევრ საინტერესო რამეს, დიდ საქმეებს, ხელოვნებაში განსხვავებული მიმდინარეობის დასაწყისს, ან სულაც ახალ ეპოქას იწყებენ განსხვავებული ხედვით. ვიხსენებთ რამდენიმე წყვილს, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ხელოვნების ისტორიაში, თუმცა ეს სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.                               …

ენმ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

რვა საათზე ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მირდატ ქამადაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. ,,კენჭისყრის დასრულებამდე 45 წუთით ადრე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში ჩაატარა არა საარჩევნო ადმინისტრაციამ, არამედ სუსმა. დღის განმავლობაში არაერთხელ გავახმაურეთ ფაქტი, თუ როგორ იღებდნენ საოლქო საუბნო კომისიაში რეგისტრატორი კომისიის წევრების მონაცემებს, როგორ ხდებოდა კარუსელში მონაწილე …

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო უბანზე აგიტაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“  ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმში, 24-ე უბანზე „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ვახტანგ კიწმარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწეოდა საარჩევნო უბნის შიგნით. მისივე თქმით, ამავე უბანზე დამკვირვებელია ვახტანგის შვილი, გურამ კიწმარიშვილიც. მისი თქმით, აღნიშნულზე დაიწერა საჩივარი და შედგა შესაბამისი ოქმი, მაგრამ გააძევეს თუ არა მამა-შვილი უბნიდან, ,,ქართულ ოცნებას” ჯერ ინფორმაცია არ აქვს. „მივიჩნევთ, რომ …

„გონივრული ურბანიზმის თეორია“ ხელოვნების უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციაზე

2017 წლის 19-20 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“ მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანი ხელოვნებისა და კულტურის კვლევების ახალი მიმართულებებისა და მეთოდების გაცნობაა. კონფერენციის მონაწილეები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ჰოლანდიის, თურქეთის, ბულგარეთის, ლატვიის, ბელორუსის, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები არიან. კონფერენცია თემატურ სექციებადაა დაყოფილი: ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრთმცოდნეობა, …

ქანდაკებების წყალქვეშა მუზეუმი

ავტორი: თამარ ნერგაძე  მოქანდაკე ჯეისონ ტეილორი არც მეტი არც ნაკლები – გამოფენებს წყალქვეშ აწყობს. ქანდაკებების უზარმაზარი ველი კარიბის ზღვაში, მექსიკის ახლოს მდებარე კურორტ კანკუნთან, ესპანეთისა და ინდონეზიის წყლებშია წარმოდგენილი. მოქანდაკე სპეციალურად ირჩევს ადგილებს, სადაც მარჯნის რიფები ნელ-ნელა ნადგურდება  მყვინთავების დაუდევრობით. კარიბის ზღვასთან ახლოს, კანკუნში მაგალითად, ყოველწლიურად, ყვინთვის ათიათასობით მოყვარული ჩადის, საიდანაც ტურისტებს სუვენირებად მარჯნის ნატეხები …

საუკეთესოდ ილუსტრირებული წიგნები

კითხვისას მთავარი თითქოს მხოლოდ ტექსტია, მაგრამ სანამ წიგნები ჩვენამდე იმ სახით მოვა, რა სახითაც მაღაზიის თაროებზე ვხედავთ, უამრავი ადამიანის შრომაა საჭირო. რედაქტორებს, კორექტორებს, დამკაბადონებლებს, ყდის დიზაინერებსა და ილუსტრატორებს ბევრი ფიქრი უწევთ, როგორ შეფუთონ ტექსტი საინტერესოდ და კითხვის პროცესი დაუვიწყარ სიამოვნებად აქციონ. შევჩერდეთ ილუსტრატორებზე. იშვიათად, მაგრამ ისეთი წიგნებიც არსებობს, რომელთა ავტორები და მხატვრები ერთი და იგივე ადამიანები …

ყოფილი პატიმარი სხვა პატიმრებზე

პატიმრებზე წერა სხვაგვარ ამბებზე წერისგან ძალიან განსხვავდება. თუ სხვა რესპონდენტებს ჟურნალის ფურცლებზე აღმოჩენა ახარებთ და ინტერვიუს გამოქვეყნებას ელიან, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები და პატიმართა ოჯახის წევრები ჟურნალისტებს უფრთხიან. ხშირად არ პასუხობენ უცხო ზარებს, უკეთეს შემთხვევაში პირველად ოჯახის წევრები იღებენ ყურმილს, რომ გაარკვიონ, ვინ რეკავს, რატომ და რისთვის. როცა მათ ვუხსნით, რომ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის …

„პიკასო, 1932 – ეროტიკული წელიწადი“ – საიდუმლო პერიოდის გამოფენა პარიზში

„პიკასო, 1932 – ეროტიკული წელიწადი“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც პიკასოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა პარიზში და მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გამოფენა მხატვრის ცხოვრების მხოლოდ ერთ წელიწადს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შექმნისას პიკასოს შთაგონების წყაროდ მისი მთავარი მოდელი და საყვარელი, მარი-ტერეზ ვოლტერი იქცა, რომელიც მხატვარმა 1927 წელს გაიცნო. გამოფენაზე პარიზში 110 ტილო, ჩანახატი, …

ბილ ვიოლა – ვიდეოარტისტი, რომელიც ცხოვრებას ნაწილებად შლის

ბილ ვიოლა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო-არტისტია. დაბადება, გარდაცვალება, შიში, სევდა, სიხარული – 66 წლის არტისტის ნამუშევრები ემოციებს შთამბეჭდავი ფერებით, შენელებული კადრებით გადმოსცემს. ცხოვრების ნაწილებად დაშლა და მშვიდად თვალიერება ბილ ვიოლას მეთოდია. ვიდეო-არტი მისი პირველი ნამუშევრების გამოჩენისთანავე იქცა თანამედროვე ხელოვნების განუყოფელ ნაწილად. არტისტის ნამუშევრებს პერიოდულად მსოფლიოს ყველა დიდ მუზეუმსა და გალერეაში აჩვენებენ. ვიოლა 70-იანი წლების დასაწყისიდან შეუდგა ვიდეოარტზე მუშაობას, …

ზღვისპირა ქალაქის შემოდგომა – ბათუმში ტურისტული სეზონი სრულდება

ერთი შეხედვით, ტურისტებისგან უცებ დაცლილ ქალაქზე სევდიანი არაფერია. ბულვარის კაფეში მთქნარებით უყურებს მიმტანი გოგო თურქულ სერიალს. შემოდგომის წვიმების სეზონი იწყება, ზღვა საშიშრად ტყვიისფერდება. შეფუთულია ატრაქციონები. ქალაქი ათასობით დამსვენებელმა დატოვა. სამუშაო საათებში ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებშიც კი კანტიკუნტად ნახავთ ადამიანებს. სამაგიეროდ წვიმიან ბულვარში შეგხვდებიან შეყვარებულები, მზე და წვიმა თანაბრად რომ უხარიათ. პლაჟზე ცარიელი შეზლონგები დარჩა, ბუნგალო წვიმისა და …

„სამყარო ლამაზია, როცა გიყვარს“ – 10 ილუსტრაცია სიყვარულზე

სამხრეთკორეელი არტისტი  Hyocheon Jeong-ი ილუსტრაციებით გვიამბობს, როგორები ხდებიან ადამიანები ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო პერიოდში – როცა უყვარდებათ. 27 წლის მხატვარი განწყობის გადმოსაცემად იყენებს პასტელურ ტონებს და კაშკაშა, მყვირალა ფერებსაც. ილუსტრაციებში წყვილის იდილიას არავინ არღვევს, სამყაროში ისინი თითქოს მარტო არიან. ნახატებზე მათ  გვერდით ერთადერთი სულიერი ჩნდება ხანდახან – კატა, რომელიც მყუდრო გარემოს არ არღვევს. მხატვრის შთაგონების წყარო …

ყოფილი პატიმარი: ციხე უფრო გვპატრონობდა პატიმრებს, ვიდრე მთავრობა – გათავისუფლებულებს

ყოფილ პატიმარს, ვლადიმერ ლომაძეს პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების საფეხბურთო მინი-ტურნირზე შევხვდით. ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა შვილს, რომელიც ტურნირში იღებდა მონაწილეობას. 53 წლის ვლადიმერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდანაა. წელიწად-ნახევარი პირობითი სასჯელი ჰქონდა, ჯარიმაც დააკისრეს – 5000 ლარი. მერე ექვსი თვე გაატარა გლდანის მერვე საპყრობილეში: 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე იხდიდა სასჯელს. ჰყავს უმუშევარი მეუღლე, სამი შვილი, მათ შორის ორი …

ხუთი საუკეთესო კონცერტი 50 წლის განმავლობაში – ჟურნალ Rolling Stones-ის რჩეულები

დარბაზიდან წამოსული ენერგია, შესრულება, კონცერტების საერთო მუხტი – ჟურნალმა Rolling Stones -მა ამ და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული, ბოლო 50 წლის საუკეთესო კონცერტების სია გამოაქვეყნა.  Rolling Stones-ის გრძელი სიიდან ხუთ საუკეთესო როკ-კონცერტს გთავაზობთ. ჯიმი ჰენდრიქსი – Experience Worldwide Tour – 1967 ჯიმი ჰენდრიქსის გენიალურობა 1967 წლის სადებიუტო ალბომის  ,,You Experrienced’’ გამოსვლისთანავე გახდა ცხადი. ალბომის გამოსვლის შემდეგ  ჰენდრიქსმა …

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების საფეხბურთო ტურნირი

7 ოქტომბერს, ბონის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების მონაწილეობით. ტურნირში დემოკრატიის ინსტიტუტის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  აჭარის ბიუროს ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაა. სპორტულ ღონისძიებაზე აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადასცეს. …

მიტოვებული საკულტო ნაგებობები ევროპაში

ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი მიტოვებული არქიტექტურული ნაგებობების სხვადასხვა სერიას იღებს: ძველ სასახლეებს, დიდ დარბაზებს, გამორჩეულ სახლებსა და საკულტო ნაგებობებს. ფოტოების სერიას, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, ჯეიმს კერვინმა ,,Domum Dei’’ (ლათინურად ,,ღვთის სახლი’’ უწოდა.) საკულტო ნაგებობების სერია ინგლისში, უელსში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და პოლონეთშია გადაღებული. ფოტოებზე ევროპის მიტოვებული ტაძრები, სამლოცველოები და სხვადასხვა რელიგიური ნაგებობაა ასახული.     …

ყოფილი პატიმარი – ნასამართლობა არ არის დამღა

ნანა ფარჩუკაშვილი 2016 წლის ივნისში გაათავისუფლეს საპატიმო დაწესებულებიდან. შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო – ოთხი წელი და რვა თვე იხდიდა სასჯელს რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულებაში. ნანა 40 წლისაა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, როცა დააკავეს უფროსი ვაჟი 10 წლის, შუათანა წლის და რვა თვის, უმცროსი კი 27 დღის იყო. ჟურნალისტისა და იურისტის …

ბიბლიოთეკა ბორბლებზე წარსულიდან [ფოტოამბავი]

როცა ელექტრონული წიგნები არ არსებობდა, ლიტერატურა წიგნის მაღაზიებს და ბიბლიოთეკებს ე.წ. „ბუქმობილით“ მიჰქონდათ სოფლებსა და გარეუბნებში მცხოვრებთათვის. პირველი ასეთი ბიბლიოთეკა, როგორც ცნობილია, 1850 წლის ბოლოს გამოჩნდა ინგლისის ქალაქ უორინგტონში. ცხენებშებმული ურიკით, პირველივე წლის განმავლობაში 12 000 წიგნი მიიტანეს მკითხველამდე. მოძრავი ბიბლიოთეკები მოგვიანებით ავტომანქანებში მოეწყო. წიგნების სახლამდე მიტანა განსაკუთრებით პოპულარული მეოცე საუკუნის შუა წლებში გახდა და ამერიკული …

ხუთი ცნობილი ქალაქის ყველაზე ძველი ფოტო

დღეს ყველას შეუძლია სხვადასხვა ქალაქში უამრავი ფოტოს გადაღება, მაგრამ ოდესღაც ყველაზე დიდი და ცნობილი ქალაქების კადრებიც კი დიდი იშვიათობა იყო. ქვემოთ მოცემული ფოტოების საშუალებით შეგვიძლია ვნახოთ ასზე მეტი წლის წინანდელი,  მსოფლიოს დიდი ქალაქების პირველი კადრები. მას შემდეგ, რაც ფრანგმა ფოტოგრაფმა, ლუი ჟაკ მანდე დაგერმა დაგეროტიპის პროცესი სრულყო, ეს მეთოდი მალევე გავრცელდა 1840-1850 იან წლებში. კამერა …

გამოფენები, რომლებიც ამ შემოდგომაზე ევროპაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ

ზაფხულის ჩავლილი სიცხე და სასიამოვნო, გრილი ამინდი – შემოდგომა საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. თუ გეზი ევროპისკენ გაქვთ და უკვე მოინიშნეთ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილები, გირჩევთ, სიას ქვემოთ მოცემული გამოფენებიც დაამატოთ, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შემოდგომაზე გაიმართება. ბილ ვიოლა, რეტროსპექტივა – Guggenheim Museum, ბილბაო შემოდგომაზე თუ ბასკეთში აღმოჩნდებით, შეგიძლიათ გუგენჰეიმის მუზეუმს ესტუმროთ, სადაც ვიდეოარტის პიონერის, ბილ ვიოლას რეტროსპექტივა იქნება …

„ექსპერიმენტული მუსიკა არ მიდის კომპრომისებზე“

Black Sea Sound-ი ექსპერიმენტული, ალტერნატიული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ბათუმში 2014 წლიდან ტარდება. ფესტივალის მიმდინარეობისას ყოველ წელს ალტერნატიული, საავტორო მუსიკის კონცერტები, ვორქშოპები და შეხვედრები ტარდება მუსიკოსებთან. ფესტივალის მიზანი საქართველოში ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენაა, რომლებიც ექსპერიმენტულ მუსიკას ქმნიან. სემინარებისა და შეხვედრების საშუალებით მუსიკოსები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და კომუნიკაციის საშუალება ეძლევათ. Black Sea Sound-ის დამფუძნებელი, ლევან გელიაშვილი აღნიშნავს, …

პარიზის ოთხი ლეგენდარული კაფე

მე-19, მე-20 საუკუნეების მწერლები, მხატვრები, ინტელექტუალები თუ არტისტები ხშირად კაფეებსა და ბარებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. იკრიბებოდნენ თამბაქოს კვამლით გაბუღულ, ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ ადგილებში, საათობით საუბრობდნენ, კამათობდნენ, ახალ ლექსებს, მოთხრობებს უკითხავდნენ ერთმანეთს  და ერთობოდნენ. ჟან პოლ სარტრს, პიკასოს, პოლ ვერლენსა თუ ჰემინგუეის არაერთი ღამე დასთენებია პარიზული ბისტროების ტერასებზე. მოგვიანებით ეს კაფეები პარიზის ღირშესანიშნავ ადგილებად იქცა და ბევრი …

ბათუმის ყველაზე ასაკოვანი მესაათე

ქალაქს ბევრი რამ ქმნის: გარემო, არქიტექტურა,ლანდშაფტი, სკვერები და ბაღები, ქუჩები, ამ ქუჩებში დატრიალებული სუნიც კი, მაგრამ ქალაქის მაჯისცემას ყველაზე მეტად ადამიანები განსაზღვრავენ. ქუჩაში ყველას შეგვხვედრია მესაათის ჯიხური და ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ თუ ჯიხურის მინებიდან კარგად ჩანს როგორ ჩაჰკირკიტებს მოხუცი მესაათე მექანიზმის უწვრილეს დეტალებს და იქვე ხის ძველი, კედლის გუგულიანი საათებიც ჰკიდია, აუცილებლად შეჩერდებით. ბათუმში, …

Exit mobile version